დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1552 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 31/07/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 13/08/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 320.110.000.05.001.003.591 |
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) 201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 201. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელერადიოპროდუქციის ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელერადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა
1. საზოგადოებრივი მაუწყებლის სახსრებით განსახორციელებელი ტელერადიოპროდუქციის (პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები) ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება არარეზიდენტი პირისაგან ტელერადიოპროდუქციის (პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები) ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელერადიოპროდუქციის (პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები) გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა, ან შესყიდვა ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობისას.
2. გადაუდებელი აუცილებლობისას შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს სამეურვეო საბჭოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 31 ივლისი.
№1552–რს
დოკუმენტის კომენტარები