დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა და სოციალური საკითხების, სახელმწიფო ფულადი შემწეობის, ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარების გაცემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 12 სექტემბრის №157 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 190 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/10/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 145, 24/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.170.000.10.003.000.574 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №190
2006 წლის 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა და სოციალური საკითხების, სახელმწიფო ფულადი შემწეობის, ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარების გაცემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 12 სექტემბრის №157 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა და სოციალური საკითხების, სახელმწიფო ფულადი შემწეობის, ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარების გაცემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 12 სექტემბრის №157 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) დადგენილების პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) აწარმოოს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღწერა ობიექტის მესაკუთრესთან ან საამისოდ უფლებამოსილ პირთან ერთად; განახორციელოს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგი; უზრუნველყოს კომპაქტურად განსახლების ობიექტში დევნილთა ორგანიზებულად განსახლების მიზნით შესასახლებელ იძულებით გადაადგილებულ პირთა სიის შედგენა და ობიექტის მესაკუთრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის თანხმობის საფუძველზე ფართობის განაწილება და დევნილთა განსახლება.“;
ბ) დადგენილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ ქვეპუნქტი:
,,მ) უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დევნილთა დახმარების ფონდიდან დახმარების გაცემის პირობებისა და წესის შემუშავება და დამტკიცება.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები