საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2486
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 28/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.05.001.002.104
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2486
23/12/2005
სსმ, 56, 28/12/2005
270.090.000.05.001.002.104
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 21.07.2018, №3262) 

 

საქართველოს კანონი

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ

    მუხლი 1

1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – 7 000 ლარი;

ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 6 500 ლარი;

გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 6 300 ლარი;

დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – 6 000 ლარი;

ე) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 5 800 ლარი;

ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 5 600 ლარი;

ზ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 5 300 ლარი;

თ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 5 000 ლარი;

ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 4 600 ლარი;

კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე – 4 300 ლარი;

ლ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე – 4 000 ლარი;

მ) რეზერვში მყოფი მოსამართლე – 500 ლარი.

2. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა სასამართლოში მივლინებული მოსამართლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამისი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თუ ასეთი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა აღემატება მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას იმ სასამართლოში, რომელშიც იგი კანონით დადგენილი წესით არის დანიშნული.

საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №4995 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.231

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668  - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.442

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №798  - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.260

საქართველოს 2013 წლის  26  დეკემბრის კანონი №1883  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის კანონი 257 - ვებგვერდი, 13.02.207წ.

      მუხლი 1 1 . (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №4995 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.231

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668  - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.442

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე“ (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი 1996, გვ. 19) და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 თებერვლის №82 ბრძანებულება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატებისა და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ“.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2486-რს