„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“

  • Word
„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 904
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.009
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
904
30/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
190.040.000.22.033.014.009
„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/12/2009 - 30/12/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.009

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №904

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქცია“ (დანართი №1).

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობა განისაზრვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №936 ბრძანება „გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

დანართი №1

გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქცია

    მუხლი 1. გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ფორმულა

1. გათანაბრებითი ტრანსფერი გაიანგარიშება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დამტკიცებული ფორმულის მიხედვით:

T=E–R,

სადაც,

 T არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გამოსაყოფი გათანაბრებითი ტრანსფერი;

 E – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი (თვითმმართველი ქალაქებისათვის E გამოისახება როგორც Ecity, ხოლო მუნიციპალიტეტებისათვის E – Em);

 R – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები (გრანტების გარდა), რომელიც ცალკეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გაიანგარიშება მიმდინარე წლის პროგნოზისა და გასული 3 წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების ტენდენციის მიხედვით.

2. იმ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, რომლის ბიუჯეტის შემოსავლები (გარდა გრანტებისა) აღემატება ამავე ბიუჯეტის ხარჯებსა და არაფინანსური აქტივების ზრდას, გათანაბრებითი ტრანსფერი არ გამოეყოფა.

    მუხლი 2. თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი

თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

თვითმმართველი ქალაქებისათვის:        Ecity=Scity*Gcity%,

მუნიციპალიტეტებისათვის:                EM=SM*GM%,

სადაც,

Ecity არის თვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი;

EM – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი;

Scity – თვითმმართველი ქალაქის სტატისტიკური და გათანაბრებითი კოეფიციენტების ხვედრითი წილი თვითმმართველი ქალაქების კოეფიციენტების საერთო მოცულობაში;

SM – მუნიციპალიტეტის სტატისტიკური და გათანაბრებითი კოეფიციენტების ხვედრითი წილი მუნიციპალიტეტების სტატისტიკური და გათანაბრებითი კოეფიციენტების საერთო მოცულობაში.

G ანუ Gcity-ისა და GM-ის ჯამი წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მოცულობას, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. Gcity – თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობა განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის 72%-ით.

GM – მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობა განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის 28%-ით.

    მუხლი 3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გათანაბრებითი და სტატისტიკური კოეფიციენტების ხვედრითი წილის (S-ის) გაანგარიშება

 

S ანუ Scity და SM გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

               Scity =Kcity / Ktcity %,

 

               SM= KM / KtM %,

სადაც,

 

Kcity არის კონკრეტული თვითმმართველი ქალაქის გათანაბრებითი და სტატისტიკური კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკულის ნამრავლი;

Ktcity – თვითმმართველი ქალაქების გათანაბრებითი და სტატისტიკური კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკულის ნამრავლების (Kcity-ების) ჯამი;

KM – მუნიციპალიტეტის გათანაბრებითი და სტატისტიკური კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკულის ნამრავლი;

KtM – მუნიციპალიტეტების გათანაბრებითი და სტატისტიკური კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკულის ნამრავლების (KM-ების) ჯამი.

    მუხლი 4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გათანაბრებითი და სტატისტიკური კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკულის ნამრავლის (K-ის) გაანგარიშება

K ანუ Kcity და KM გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

               Kcity = Acity * ECcity ,

               KM = AM * ECM ,

სადაც,

A ანუ Acity და AM წარმოადგენს კონკრეტული თვითმმართველი ქალაქის/ მუნიციპალიტეტის სტატისტიკური კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს.

EC ანუ ECcity და ECM წარმოადგენს კონკრეტული თვითმმართველი ქალაქის/ მუნიციპალიტეტის გათანაბრებით კოეფიციენტს.

    მუხლი 5. კონკრეტული თვითმმართველი ქალაქის/მუნიციპალიტეტის სტატისტიკური კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლის (A-ის) გაანგარიშება

A ანუ Acity და AM წარმოადგენს P1, P2, P3, P4, P5 და P6-ის კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს, სადაც P – სტატისტიკური კოეფიციენტი არის კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის სტატისტიკური მონაცემის ან/და სიმჭიდროვის კოეფიციენტის შეფარდება მოცემული კოეფიციენტის (მუნიციპალიტეტისათვის – მუნიციპალიტეტების შესაბამის მონაცემთა ჯამი, ხოლო თვითმმართველი ქალაქებისათვის – თვითმმართველი ქალაქების შესაბამისი მაჩვენებლების ჯამი) შესაბამის ჯამთან.

A ანუ Acity და AM გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

               A=( მუხლი 9. შემოსავლების გაანგარიშება

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შემოსავლების (R-ის) გაანგარიშებისას გაითვალისწინება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთარი შემოსავლები (გარდა გრანტებისა).

2. შემოსავლები თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის იანგარიშება მიმდინარე წლის პროგნოზისა და გასული სამი წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების ტენდენციის ( TREND“-ის) მიხედვით. შემოსავლების გაანგარიშებისათვის გამოიყენება EXCEL-ის ფუნქცია TREND“-ი.