დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 863 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/12/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 155, 21/12/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.013.933 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.933
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №863
2009 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ დანართ №3-ში (ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. სახაზინო კოდი – „3255“-ის (შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) უბილეთო მგზავრობის გამო) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდი:
შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პირობების დარღვევის გამო |
3259 |
2. სახაზინო კოდი – „3281“-ის (შემოსავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების უფლების გადაცემიდან) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდი:
შემოსავალი სხვა მართვის უფლების გადაცემიდან | 3283 |
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 22 დეკემბრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
დოკუმენტის კომენტარები