დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე თანხის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წყაროდან ჩარიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 840 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 11/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.013.891 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.013.891
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №840
2009 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე თანხის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წყაროდან ჩარიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის 21 ნაწილისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 215-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს „საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე თანხის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წყაროდან ჩარიცხვის წესი“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე თანხის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წყაროდან ჩარიცხვის წესი
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წყაროდან, საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე (შემდგომში – ქვეანგარიში) თანხის ჩარიცხვა განხორციელდეს ქვეანგარიშისათვის მინიჭებული სახაზინო კოდის მეშვეობით.
2. ქვეანგარიშს მიენიჭოს სახაზინო კოდი – 302009700.
3. ქვეანგარიშზე თანხების ჩარიცხვა/გადარიცხვა აისახება ხაზინის რეგისტრში – „სარეზერვო ქვეანგარიში“.
4. ქვეანგარიშზე თანხები აღირიცხება ხაზინის ერთიან ანგარიშზე.
5. ქვეანგარიშიდან თანხების დაბრუნება განხორციელდეს „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები