„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების ნიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 20/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 145, 25/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.013.812
  • Word
4
20/11/2009
სსმ, 145, 25/11/2009
320.110.000.17.010.013.812
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების ნიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.013.812

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №4

2009 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის 3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის 3 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში“ (სსმ III, 23.03.2006წ., 39, მუხლი 468) შევიდეს ცვლილება და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ2) დაუშვებელი პ როდუქცია – ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია;“.

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონით დადგენილი წესით.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კომისიის თავმჯდომარე          ი. ჩიქოვანი