,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 115
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 83, 21/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 27/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.10.003.000.499
  • Word
115
20/06/2006
სსმ, 83, 21/06/2006
330.130.000.10.003.000.499
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №115

2006 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

    მუხლი 1

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №95, მუხლი 1084) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

9. თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა საცხოვრებელი სახლებისა) მშენებლობა დაკავშირებულია დასა­მუ­შავებელი საპროექტო დოკუმენტაციის დიდ მოცულობას­თან და შემჭიდროვებულ ვადებში შესასრულებელ მასშტაბურ სამუშაოებთან, რის გამოც შეუძლებელია III სტადიაზე სრულად დაკომპლექტებული საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა, ნებართვის მაძიებლის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომ­ლობის შემთხვევაში გაიცემა მშენებლობის ნებართვა, რომელშიც შეიტანება ამ დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროექტის სრულად დაკომ­პლექტებისა და ნებართვის გამცემ ორგანოში წარმოდ­გენის პირობები და ვადები.“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ბ“ და გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ბ) II სტადიაზე ქალაქთმშენებლობის პირობების გაცემის მონაწილე ორგანოებისა და ქალაქთმშენებლობის პირო­ბებით განსაზღვრული ორგანოების მიერ თავიანთი კომპე­ტენციის ფარგლებში ხორციელდება საპროექტო დოკუმენტაციის ქალაქთმშენებლობის პირობებსა და მოქმედ კანონმდებლო­ბასთან შესაბამისობის დადგენა და აღნიშნულთან დაკავში­რებით გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით;“;

ბ) გ) III სტადიაზე სავალდებულო სახელმწიფო ექსპერ­ტიზას დაქვემდებარებული ობიექტების შეთანხმებული არქიტექ­ტურულ-სამშენებლო პროექტი და სათანადო საპროექტო დოკუ­მენტაცია წარედგინება ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს, სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერ­ტიზის განხორციელების მიზნით;“.

3. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 15. ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების წარდგენა

1. ნებართვის მაძიებელი განცხადებას მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში გადახდის ქვითართან ერთად და თანდართულ დოკუმენტებს ამ დადგენი­ლების მიხედვით სამ ეგზემპლარად, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის – ოთხ ეგზემპლარად წარუდ­გენს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2. განცხადება ნებართვის გაცემის შესახებ უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს:

ა) ამ დადგენილების IV თავით განსაზღვრული წესით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და სამშენებლო ობიექტისათვის შემდეგი საპროექტო დოკუმენტაცია:

ა.ა) შენობა-ნაგებობათა ფუძეები და საძირკვლები;

ა.ბ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციები;

ა.გ) ობიექტისათვის საჭირო შიდა ქსელები და მოწყო­ბილობები;

ა.დ) ობიექტისათვის საჭირო გარე ქსელები და მოწყო­ბილობები;

ა.ე) ობიექტისათვის საჭირო ტექნოლოგია;

ა.ვ) მშენებლობის ორგანიზების პროექტი;

ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაშია – უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე.

3. დადგენილების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა განცხადებას უნდა დაურთოს დადგენილების IV თავით განსაზღვრული წესით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და ამ მუხლის მე-2 პუნქტის ა.ა“, ა.ბ“, ა.ვ“ და ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ხოლო ა.გ“-ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არარსებობის ან არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის მასშტაბი ან ტიპი არ იძლევა საშუალებას მოცემული მომენტისათვის საპროექტო დოკუმენტაცია სრულად იქნეს წარმოდგენილი, ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) სათანადო დასაბუთება არასრული კომპლექტაციის პროექტის პირობებში ნებართვის გაცემის შუამდგომლობის შესახებ;

ბ) საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც შესრულებულია მოცემული ეტაპისათვის არსებული კომპლექტაციით და იძლევა სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალებას.

4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებ­ლობის პროექტებს ნებართვის მაძიებლის მიერ ექსპერტიზის ღირებულების გადახდის დამადასტურებელ საბუთთან ერთად სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისათვის გზავნის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო. ექსპერტიზა იმართება არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში უნდა გაიცეს საექსპერტო დასკვნა პროექტის დადებითი ან უარყოფითი შეფასების თაობაზე. თუ ექსპერტიზისათვის დადგენილ ვადაში არ გამოიცა აქტი პროექტის შეფასების შესახებ, პროექტი ითვლება დადებითად შეფასებულად.

5. უარყოფითი საექსპერტო დასკვნის გამო, რომელშიც აღინიშნება შენიშვნები და პროექტის გასწორების მიზნით შესატანი ცვლილებები, ნებართვის გაუცემლობის შემთხვევაში პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ განმცხადებელს შეუძლია მიმართოს ნებართვის გამცემ ორგანოს იმ სტადიაზე ადმინისტრაციული წარმოების განმეორებით ჩასატარებლად, რომელზეც უნდა დადასტურდეს პროექტში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების სისწორე და შემდგომ, საჭიროების შესაბამისად, გაიაროს მომდევნო სტადია. სანებართვო მოსაკრებელი განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს ხელმეორედ.“.

4. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51, 52, 53 და 54 პუნქტები:

ა) 51. ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტში და მის საფუძველზე გაცემულ სანებართვო მოწმობაში გაიწერება მშენებლობის ის ეტაპები, რომელთა დასრულება საჭიროებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელ­მწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოს მიერ დათვა­ლიერებას და სათანადო ოქმის გაფორმებას, რომელშიც დადას­ტურდება შესრულებული სამშენებლო სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა და საჭიროების შემთხვევაში მითითებული იქნება შენიშვნები და ხარვეზები, კერძოდ:

ა) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებისათვის:

ა.ა) დაკვალვა;

ა.ბ) ფუძის მოწყობა;

ა.გ) ნულოვანი ციკლის დასრულება;

ა.დ) გადახურვის მოწყობა;

ა.ე) ხუთ სართულამდე სახლებისათვის დამატებით – ძირი­თადი მზიდი კონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების დასრუ­ლება;

ა.ვ) ხუთ სართულს ზევით შენობებისათვის დამატებით – ყოველი მე-5 სართულის დასრულება;

ბ) სამრეწველო საწარმოებისა და ენერგეტიკის ობიექ­ტებისათვის:

ბ.ა) დაკვალვა;

ბ.ბ) ქვაბულის დამუშავება და ფუძის მოწყობა;

ბ.გ) ძირითადი მზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;

ბ.დ) ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟის დასრუ­ლება;

ბ.ე) ტექნოლოგიური მოწყობილობების გამოცდა – დასკვნა სათანადო უწყებიდან;

გ) საავტომობილო გზისა და რკინიგზისთვის:

გ.ა) დაკვალვა;

გ.ბ) მიწის ვაკისის მოწყობა;

გ.გ) გზის საფარის/ლიანდაგების დაგება;

გ.დ) საჭირო ელექტრო-საკონტაქტო ქსელის გამოცდა;

გ.ე) საჭირო სასიგნალო და ავტომატიზაციის მოწყობი­ლობების გამოცდა;

დ) ხაზოვანი საკომუნიკაციო ნაგებობებისათვის:

დ.ა) დაკვალვა;

დ.ბ) მიწის თხრილის მოწყობა;

დ.გ) მილსადენის ან საკაბელო ხაზის ჩაწყობა;

დ.დ) მილსადენის ან საკაბელო ხაზის მონაკვეთების გამოცდა;

ე) ჰიდროტექნიკური ნაგებობებისათვის:

ე.ა) დაკვალვა;

ე.ბ) ქვაბულის დამუშავება და ფუძის მოწყობა;

ე.გ) ძირითადი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;

ვ) ელექტროგადამცემი ხაზები (საჰაერო):

ვ.ა) დაკვალვა;

ვ.ბ) ანძების დაყენება;

ვ.გ) სადენების მონტაჟი;

ვ.დ) ქსელის გამოცდა;

ზ) ხიდებისათვის:

ზ.ა) დაკვალვა;

ზ.ბ) როსტვერკების მოწყობა;

ზ.გ) ბურჯებისა და საყრდენების მოწყობა;

ზ.დ) ხიდის მალების მონტაჟი;

ზ.ე) საფარის მოწყობა;

თ) გვირაბებისათვის – ტექნოლოგიური პროცესებისა და გვი­რა­ბის გაბარიტების მიხედვით მშენებლობის ორგანიზების პროექტით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად (არანაკლებ ხუთი ეტაპი);

ი) ნავთობპროდუქტსაცავებისა და გაზსაცავებისათვის:

ი.ა) დაკვალვა;

ი.ბ) საფუძვლის მოწყობა;

ი.გ) ძირითადი კონსტრუქციის აგება;

კ) ანძისა და კოშკისათვის:

კ.ა) დაკვალვა;

კ.ბ) კონსტრუქციის დასრულება;“;

ბ) 52. ნებართვის მფლობელი ვალდებულია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის სამსა­ხურს შეატყობინოს სანებართვო პირობების ეტაპების დასრუ­ლების შესახებ შვიდი დღით ადრე, თუ მოცემული ეტაპის დასრულება არ ემთხვევა საპროექტო დოკუმენტაციაში წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკს;“;

გ) 53. მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი დგება სამშენებლო მოედანზე შესაბამისი სამუშაოების დათვა­ლიერების შემდეგ, რასაც ხელს აწერენ დამკვეთი, მენარდე და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამ­ხედ­ველობის შესაბამისი ადგილობრივი სამსახურის წარმომად­გენელი. იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაოები არ აღმოჩნდება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად შესრუ­ლებული, დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება ხარვეზები და შენიშვნები. მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი შედგება შენიშვნებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ;“;

დ) 54. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწი­ფო ზედამხედველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმი მოწმდება ნებართვის მფლობელის ან მისი უფლებამოსილი პირისა და მენარდის მიერ, რომელიც ძალაშია მისი ასლის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელ­მწიფო ზედამხედველობის შესაბამის სამსახურში ჩაბა­რების დღიდან;“.

5. V თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

თავი V1

სანებართვო პირობების შესრულების საბოლოო დადას­ტურება მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებით

    მუხლი 201. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუ­ატაციაში მიღების პროცედურები

1. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით უფლება­მოსილი მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო.

2. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად ნებართვის გამცემ ორგანოს ნებართვის მფლობელი მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) ამ დადგენილების მე-16 მუხლის 51 მუხლით გათვალის­წინებული, მშენებლობის ნებართვის სანებართვო პირობებში მოცემული ობიექტისათვის მითითებული ყველა ეტაპის დასრუ­ლების დამადასტურებელი ოქმები;

ბ) შესაბამისი კომპანიების მიერ გაცემული გარე კომუნი­კაციებზე პროექტის მიხედვით მიერთების დადასტურება;

გ) დამთავრებული შენობა-ნაგებობის საბოლოო ნახაზები (მშენებლობის პროექტში ცვლილების შემთხვევაში);

დ) საზოგადოებრივ და საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამონტაჟებული ტექნო­ლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ.

3. ნებართვის გამცემს შეუძლია ობიექტი დაათვალიეროს მის არქიტექტურულ პროექტთან ვიზუალური შესაბამისობის დადგენის მიზნით. ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნ­ველყოს ნებართვის გამცემის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა ობიექტზე. არსებითი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ნებართვის გამცემი აცნობებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ადგილობრივ სამსახურს შემდგომი რეაგირებისათვის.

4. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში არ იქნება მიღებული შესაბამისი გადა­წყვეტილება ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.

5. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობა;

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ბ.ა) დამკვეთის მიერ ნებართვის გამცემისათვის ობიექტის დათვალიერებაზე უარის თქმა ან ხელის შეშლა;

ბ.ბ) ობიექტის მის არქიტექტორულ პროექტთან არსებითი ვიზუალური შეუსაბამისობა.

6. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის ნებარ­თვის მფლობელი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 202

1. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და მე-3 პუნქტის ბ“ და გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ ვრცელდება ამ დადგენი­ლების 201 მუხლის მოთხოვნები და ობიექტის ექსპლუ­ატაციაში მიღების მიზნით ობიექტის მესაკუთრეს შეუძლია განცხადებით მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესა­ხებ ადმინის­ტრაციულ აქტს გამოსცემს ობიექტის ქალაქთმშე­ნებლობის ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ვიზუალური დათვალიერების შემდეგ განცხადების შეტანიდან 15 დღის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპლუ­ატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ობიექტის მესაკუთრის მოთხოვ­ნისთანავე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.

6. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 21. პასუხისმგებლობა ამ დადგენილების დარღვე­ვისათვის

1. პასუხისმგებლობა ნებართვის გამცემი ან სხვა ორგანოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობისათვის, აგრეთვე გადაწყვეტილების სისწორისათვის განისაზღვრება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქარ­თველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია მშენებლობის მთელი პროცესის, მათ შორის საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების შერჩევისა და სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველყოფისათვის.

3. პროექტის ავტორი ვალდებულია უზრუნველყოს პროექ­ტის დამუშავება მოქმედი ნორმატიული და მარეგლამენტი­რებელი დოკუმენტებისა და სტანდარტების შესაბამისად, ხოლო სამშენებლო ორგანიზაცია – მშენებლობა აწარმოოს პროექტის, ასევე მოქმედი ნორმატიული და მარეგლამენ­ტირებელი დოკუმენ­ტებისა და სტანდარტების შესაბამისად.“.

    მუხლი 2

1. იმ ობიექტების შემთხვევაში, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა გაიცა ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან ერთ თვეში წარუდგენს განაცხადს პირველი დათვალიერების შესახებ (მოცემული ეტაპისათვის შესრუ­ლებული სამუშაოების შესაბამისობის დადგენა მშენებლობის პროექტთან), რაზეც გაფორმდება სათანადო ოქმი, ხოლო მშენებლობის მიმდინარეობის პროექტთან შესაბამისობის შემდგომი დათვალიერება და შესაბამისი ოქმების შედგენა ხორციელდება ამ დადგენილების მე-16 მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული იმ ეტაპების მიხედვით, რომლებიც შეესაბამება მოცემული ობიექტის შენობა-ნაგებობის ტიპს.

2. იმ ობიექტების შემთხვევაში, რომელთა მშენებლობა დასრულებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე, ექსპლუ­ატაციაში მიღების შესახებ განცხადებას ნებართვის მფლო­ბელმა უნდა დაურთოს შესაბამისი კომპანიების მიერ გაცემული გარე კომუნიკაციებზე პროექტის მიხედვით მიერთების დადას­ტურება, საზოგადოებრივ და საცხოვრებელ შენობა-ნაგე­ბობებში ლიფ­ტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილო­ბების ან/და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული ხაზების გამოცდის აქტები და არქიტექტუ­რულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწი­ფო ზედამხედველობის შესაბამისი სამსახურის ცნობა, რომ აღნიშნული ობიექტის მშენებლობის პროცესში არ დაფიქსირებულა დარღვევები.

    მუხლი 3

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: სამშენებლო ნორმებისა და წესების მშენებლო­ბა­დამთავრებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაცია­ში მიღების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანება.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი