დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ძირითადი საშუალებების ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 615 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 117, 28/09/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.013.570 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.570
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №615
2009 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ძირითადი საშუალებების ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ძირითადი საშუალებების ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №7, მუხ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.
3. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქცია თანდართული რედაქციით.“.
მუხლი 2
ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ძირითადი საშუალებების ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქცია ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
ინსტრუქცია
ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ
მუხლი 1
1. ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთა (შემდომში – ცვეთა) განისაზღვრება ამ ინსტრუქციით მოცემული ნორმების შესაბამისად და ყოველწლიურად აისახება ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებაში.
2. ცვეთის დარიცხვა იმ ძირითად აქტივებზე, რომლებიც მოცემული არ არის დამტკიცებულ ერთიან ნორმებში, წარმოებს ერთგვაროვან (ანალოგიურ) ძირითად აქტივებზე არსებული ცვეთის ნორმების შესაბამისად.
3. ცვეთის ერთგვაროვანი ნორმების გამოყენების შეუძლებლობისა და ძირითადი აქტივების ახალი ტიპების შექმნის შემთხვევაში, ორგანიზაციები შეიმუშავებენ ცვეთის ნორმების შესაბამის პროექტებს და დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
4. თუ ძირითადი აქტივის შემადგენელ ნაწილებს გააჩნიათ განსხვავებული სასარგებლო მომსახურების ვადა და მათთან დაკავშირებული ეკონომიკური სარგებლის მიღება ხდება სხვადასხვა დროს, ცვეთის დარიცხვის მიზნებისათვის საჭიროა მათი ცალ-ცალკე აღრიცხვა (თუ აკმაყოფილებენ ძირითად აქტივებად აღიარების კრიტერიუმებს), გაწეული საერთო დანახარჯების განაწილება მის შემადგენელ ნაწილებზე და ცვეთის დარიცხვის განსხვავებული ნორმების გამოყენება.
მუხლი 2
ცვეთა არ ერიცხება კულტივირებულ აქტივებს (მუშა პირუტყვისა და საექსპლუატაციო ასაკის მრავალწლიანი ნარგავების გარდა), დაუმთავრებელ მშენებლობას და საბიბლიოთეკო ფონდებს.
მუხლი 3
ძირითად აქტივებს ცვეთა ერიცხება წლის ბოლოს სრული კალენდარული წლისათვის და გამოიანგარიშება მათი საწყისი (პირვანდელი) ღირებულების გამრავლებით წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებულ წლიურ ნორმაზე (დამოუკიდებლად იმისა, საანგარიშო წლის რომელ თვეშია ისინი შეძენილი ან წარმოებული). ამასთან, სასარგებლო მომსახურების ვადის ბოლო წელს, ცვეთა დაერიცხება ნარჩენი ღირებულების ოდენობით.
მუხლი 4
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საანგარიშო წლის ბოლოს ძირითადი აქტივის ფიზიკური ცვეთა აღიარდება ხარჯად და აისახება ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ანგარიშის დებეტსა და ძირითადი აქტივების შესაბამისი ანგარიშის კრედიტში.
მუხლი 5
1. ანალიზური აღრიცხვისთვის, ყოველწლიურად დარიცხული ცვეთის თანხის ჩაწერა წარმოებს ძირითადი აქტივების აღრიცხვის საინვენტარო ბარათებში (დავთრებში) ან ელექტრონულ სისტემებში.
2. ცალკეული საინვენტარო ობიექტების მიხედვით ექსპლუატაციის მთელ პერიოდში დარიცხული ცვეთის თანხა განისაზღვრება აუცილებლობის დროს ობიექტის ლიკვიდაციის, სხვა ორგანიზაციაზე გადაცემის ან გაყიდვის შემთხვევაში.
3. ობიექტის ექსპლუატაციის მთელი პერიოდის ცვეთის თანხა, გადაცემის წლის ჩაუთვლელად, გამოიანგარიშება ძირითადი აქტივის საწყისი (პირვანდელი) ღირებულებისა და ორგანიზაციაში ყოფნის კალენდარული წლების რაოდენობის ცვეთის ნორმაზე გამრავლებით.
მუხლი 6
სრულად გაცვეთილი (ამორტიზებული) ძირითადი აქტივები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩამოწერამდე აღირიცხება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებით დამტკიცებული ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმა – ორგანიზაციის ბალანსის (ფორმა №1) საცნობარო მუხლის – ამორტიზებული ძირითადი აქტივების – 08 ანგარიშზე, საწყისი (პირვანდელი) ღირებულებით.
მუხლი 7
ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში გამოიყენება ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმები დანართი №1-ის მიხედვით.
დანართი №1
| შიფრი | ძირითადი აქტივების სახეები და ჯგუფები | ცვეთის წლიური ნორმა % | |
| 01 შენობები | |||
| საწარმოო და არასაწარმოო დანიშნულების შენობები | |||
| 1000 | მრავალსართულიანი შენობები (ორსართულიანზე მეტი), სპეციალური ტექნოლოგიური დანიშნულების შენობების გარდა; ერთსართულიანი შენობები რკინაბეტონის და ლითონის კარკასით, ქვის მასალის კედლებით, მსხვილი ბლოკებითა და პანელებით, რკინაბეტონის, ლითონის და სხვა გამძლე სახურავებით | 1,0 | |
| 1001 | ყველანაირი დანიშნულების ორსართულიანი შენობები (ხის შენობების გარდა) | 1,2 | |
| 1002 | სპეციალური ტექნოლოგიური დანიშნულების მრავალსართულიანი შენობები; ერთსართულიანი შენობები კარკასის გარეშე ქვის მასალის კედლებით, მსხვილი ბლოკებითა და პანელებით, რკინაბეტონის, ლითონის, ხის და სხვა გადასახურავებით და დახურვები | 1,7 | |
| 1003 | ხის შენობები ძელაკების ან მორის კედლებით, ერთი და მეტსართულიანი | 2,5 | |
| 1004 | ფენოვანი მასალებისაგან (ჰაერგაუმტარი, პნევმო-კარკასული და სხვ.) დამზადებული შენობები, შენობები დასაშლელ-ასაწყობი კონტეინერული შესრულებით, ხის, კარკასული, კარკასულ-პანელოვანი და პანელოვანი, ფიცრული და სხვა მსუბუქი შენობები | 10,0 | |
| 1005 | შენობები კარკასულ-პანელოვანი და პანელოვანი შესრულებით ლითონისა და ხის კარკასის კონსტრუქციებით | 5,0 | |
|
გადასატანი შენობები
| |||
| 1006 | მთლიანად ლითონის | 10,0 | |
| 1007 | ხე-ლითონის | 12,5 | |
| 1008 | ლითონკონსტრუქციების, მინაპლასტის, დაპრესილი ფილებისა და ხისაგან დამზადებული ჯიხურები, ფარდულები, კაფეები, პავილიონები, სასადილოები | 11,0 | |
| 1009 | მარცვლეულის, ხილისა და ბოსტნეულის საცავები | 3,0 | |
|
საცხოვრებელი შენობები
| |||
| 1010 | შენობები ქვის, განსაკუთრებით კაპიტალური, აგურის კედლებით (2,5-3,5 აგურის სისქის); აგურის შენობები რკინაბეტონის ან ლითონის კარკასით, რკინაბეტონის ან ბეტონის გადასახურავებით | 0,7 | |
| 1011 | შენობები აგურის კედლებით (1,5–2,5 აგურის სისქის), რკინაბეტონის, ბეტონის ან ხის გადასახურავებით; დიდი ბლოკების კედლებით, რკინაბეტონის გადასახურავებით | 0,8 | |
| 1012 | შენობები მსუბუქი წყობის აგურის, მონოლითური პემზა ბეტონის, მსუბუქი პემზაბლოკის, ნიჟარქვის კედლებით, რკინაბეტონის ან ბეტონის გადასახურავებით | 1,0 | |
| 1013 | შენობები მსხვილპანელოვანი კედლებით, რკინაბეტონის გადასახურავით | 0,7 | |
| 1014 | შენობები დიდი ბლოკების ან მსუბუქი წყობის აგურის კედლებით, მონოლითური პემზაბეტონის, წვრილი პემზაბლოკების, ხის გადასახურავებით | 1,0 | |
|
| |||
| 02 ნაგებობები | |||
|
ჰიდროტექნიკური ნაგებობები
| |||
| 2000 | ბეტონის და რკინაბეტონის თხევადკედლებიანი წყალსაშვებები, სალექარები, ღარები და სხვა წყალსადენი ნაგებობები | 1,0 | |
| 2001 | დაწნევის მილგაყვანილობები და მათანაბრებელი რეზერვუარები | 1,0 | |
| 2002 | დერივაციული არხები, ჰიდროელექტროსადგურების აუზები | 1,0 | |
| 2003 | რკინაბეტონის, ბეტონის და ქვის ნაპირსამაგრებელი და ნაპირდამცავი ნაგებობები | 3,3 | |
| 2004 | ყველა სახის მარეგულირებელი (გამმართველი) ნაგებობანი, საქვაბე | 10,0 | |
| 2005 | წყალსაცავები მიწის კაშხალებზე | 1,3 | |
| 2006 | ბეტონისა და რკინაბეტონის წყალსაგდებები და წყალსაშვებები ტბორებზე | 2,0 | |
| 2007 | მიწით შემოკავებული მოუპირკეთებელი ჯებირები | 1,0 | |
|
სარწყავი ქსელი
| |||
| 2008 | მოუპირკეთებელი მიწის არხები, მოპირკეთებული არხები (ქვებით, ბეტონით და რკინაბეტონით) | 2,0 | |
| 2009 | არხები რკინაბეტონის ღარებისაგან | 4,0 | |
| 2010 | არხები აზბესტცემენტის, ფოლადის და პოლიეთილენის მილებისაგან | 2,5 | |
| 2011 | დახურული კოლექტორულ-სადრენაჟო ქსელი | 2,5 | |
| 2012 | სასოფლო-სამეურნეო მიწების დასაშრობი დრენაჟები | 2,0 | |
| 2013 | საზღვაო და სამდინარო მისადგომები ბეტონის მასივებისაგან | 1,7 | |
| 2014 | მიწის კაშხალები, ჯებირები (ტბორების კაშხალების გარდა) და სამდინარო გადასაღობი ნაგებობანი | 1,3 | |
|
სატრანსპორტო მეურნეობისა და კავშირგამბულობის ნაგებობანი
| |||
| 2015 | ყველა სახეობისა და კონსტრუქციის ხიდები (გარდა ხისა და ლითონისა ხის ბურჯებზე) | 1,0 | |
| 2016 | ხისა და ლითონის ხიდები ხის ბურჯებზე | 5,0 | |
| 2017 | ფიცარნაგი ხიდები | 20,0 | |
| 2018 | დამაკავებელი და დამცავი ნაგებობანი – ქვის, ბეტონის და რკინაბეტონის (მეწყერსაწინააღმდეგო, ზვავსაწინააღმდეგო, ჩამონგრევის საწინააღმდეგო საყრდენები, დამჭერი კედლები და სხვა) | 1,7 | |
| 2019 | რკინიგზის ღია ბაქნები და სატვირთო მოედნები, რკინაბეტონის და ქვის | 2,0 | |
| 2020 | ბეტონის, რკინაბეტონის და ქვის ესტაკადები, ამაღლებული გზები | 2,5 | |
| 2021 | საწარმოთა მისასვლელი და სხვა სარკინიგზო გზები | 1,5 | |
| 2022 | ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო გზები | 6,7 | |
| 2023 | ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, ასაფრენი ბილიკი, თვითმფრინავების სადგომი ადგილები, პერონის მოედნები | 4,0 | |
| 2024 | ავტოსადგომი | 4,0 | |
|
საავტომობილო გზები, დახურული მოედნები და აეროდრომები
| |||
| 2025 | ცემენტბეტონის | 2,0 | |
| 2026 | ასფალტბეტონის | 3,2 | |
| 2027 | ღორღის და ხრეშის | 5,2 | |
|
ქალაქის გზები
| |||
| 2028 | ბეტონის | 3,8 | |
| 2029 | ასფალტის | 5,5 | |
| 2030 | ბითუმმინერალური შენარევებისაგან, შავი ღორღის და შავი ხრეშის | 7,5 | |
| 2031 | მოზაიკური ქვაფენილები ბეტონის ან ქვის საძირკველზე | 3,0 | |
| 2032 | ტროტუარი | 7,5 | |
| 2033 | საცალფეხო და საველოსიპედო ბილიკები | 7,5 | |
| 2034 | დახურული წყალსადინარები (წყალმიმღები და სათვარიელებელი ჭები) | 3,4 | |
| 2035 | რკინაბეტონის კოლექტორები, რკინაბეტონის ჭები და რკალები | 2,0 | |
| 2036 | საავტომობილო გზების სადრენაჟო, წყალსარინი და გამამაგრებელი ნაგებობანი | 3,6 | |
| 2037 | გადასასვლელები | 4,2 | |
| 2038 | საცალფეხო ხიდები და გვირაბები | 1,2 | |
| 2039 | სატელეფონო კანალიზაცია (ბეტონის და აზბესტ-ცემენტის) | 2,0 | |
| 2040 | მიმღები და გადამცემი ანტენები | 6,7 | |
| 2041 | რადიოსარელეო ხაზების ანტენები, სამიმართულო მოქმედების უნიკალური ანტენები | 5,0 | |
| 2042 | სატელევიზიო და სამაუწყებლო ანტენები | 10,0 | |
| 2043 | სრული ბრუნვითი და თანამგზავრული კავშირგაბმულობის ანტენები | 8,3 | |
| 2044 | რადიოკოშკები რკინის, აგურის და რკინაბეტონის | 1,7 | |
| 2045 | რკინის რადიო ანძები და ანძა-ანტენები | 2,0 | |
|
სხვა ნაგებობანი
| |||
| 2046 | სანაპირო გემთამწე ნაგებობანი | 2,5 | |
| 2047 | მეთანტენები (ჰიდროელევატორით) | 2,2 | |
| 2048 | ბიოფილტრები და აეროფილტრები | 5,0 | |
| 2049 | ლამიანი მოედნები | 8,9 | |
| 2050 | საკანალიზაციო გამშვებები | 3,7 | |
| 2051 | რკინაბეტონის ჰაეროტენკები | 2,0 | |
| 2052 | არტეზიული ჭაბურღილები | 7,8 | |
| 2053 | წყალგაყვანილობის გამწმენდი კომპლექსური ნაგებობანი (საკეტი და გამხსნელი ავზები, შესარევები, რეაქციის კამერები, სალექარები, ფილტრები) წყალსარბილებლები | 2,0 | |
| 2054 | ნაგებობები წყლის აერაციისათვის | 7,4 | |
| 2055 | საკანალიზაციო მტუმბავი ღრმა სადგურები, რომლებიც შეერთებულია მიმღებ რეზერვუარებთან | 2,0 | |
| 2056 | ქვიშის მომპოვებლები (ჰიდროელევატორით) | 4,3 | |
| 2057 | სალექარები (პირველადი და მეორადი) | 4,3 | |
| 2058 | საორთქლებელი კოშკურების შხეფსაცივრები-საცივრები | 3,4 | |
| 2059 | საკვამლე მილები | 3,0 | |
| 2060 | სუფთა წყლის რეზერვუარები | 2,9 | |
| 2061 | წყალსაწნევი კოშკები | 4,9 | |
| 2062 | ბითუმსაცავები რკინაბეტონის და ლითონის რეზერვუარებით და ვერტიკალური ლამაუზები | 2,5 | |
| 2063 | ავტოგასამართი სადგურები (შენობების და ნაგებობების ჩათვლით) | 5,0 | |
| 2064 | ნავთობპროდუქტების შესანახი რეზერვუარები | 3,5 | |
| 2065 | მიწისზედა და მიწისქვეშა ტევადობები თხევადი გაზისათვის | 3,7 | |
| 2066 | მიწისქვეშა ტევადობები მძიმე ნარჩენების ჩასასხმელად | 4,6 | |
| 2067 | მიწისქვეშა ლითონის ტევადობები თხევადი გაზების შესანახად | 2,2 | |
| 2068 | წყალგაყვანილობის ფოლადის დუკერები | 4,0 | |
| 2069 | შედურები და ფარდულები მხეცებისა და პირუტყვის შესანახად | 8,5 | |
| 2070 | შპალერები რკინაბეტონის, ლითონის დგარებზე და მუხის და სხვა მაგარი ჯიშის პალოებზე | 5,0 | |
| 2071 | ღობეები (შემონაღობები) | 3,8 | |
| 2072 | მუდმივი თოვლსაცავი ღობეები | 3,3 | |
| 2073 | ზამთრის სათბურები ერთმალიანი,მომინული შეღებილი ფოლადის კონსტრუქციის კარკასით | 3,2 | |
| 2074 | ზამთრის სათბურები მრავალმალიანი, მომინული ფოლადის მოთუთიებული კონსტრუქციის კარკასით | 1,5 | |
| 2075 | საზაფხულო სათბურები კორიზიული მდგრადი მასალების კარკასი | 1,5 | |
| 2076 | კვალსათბურები | 8,0 | |
| 2077 | მწვანე თეატრები, ესტრადები, მუსიკალური ნიჟარები, საცეკვაო მოედნები, სამკითხველოები, პავილიონები | 6,6 | |
| 2078 | ყველა სახის ატრაქციონები | 10,0 | |
| 2079 | ვაზები, ქანდაკებები, დეკორატიული ლარნაკები | 10,0 | |
| 2080 | შადრევნები, აუზები | 2,5 | |
| 2081 | მოედნები, ბილიკები, კოლონადები, სტენდები, კიბეები, ვიტრინები, ვოლიერები, გალიები, პანოები, სურათები და სხვა | 5,0 | |
| 2082 | სათხილამურე ტრამპლინები | 4,5 | |
| 2083 | ნახევრად დახურული სასროლეთი ტირები და სასროლეთი სტენდები და საფარი | 2,5 | |
| 2084 | მოედნის ტრიბუნები | 5,0 | |
|
| |||
| 03 გადამცემი მოწყობილობები | |||
|
ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის მოწყობილობები
| |||
| 3000 | ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზები 0,4-დან 20 კვტ. ძაბვით | 3,4 | |
| 3001 | კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზები ლითონის კარკასით | 2,3 | |
| 3002 | ბურჯებზე დაკიდებული და შენობების კედლებში გაყვანილი კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზები | 5,7 | |
| 3003 | კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზები პლასტმასის გარსით | 5,3 | |
| 3004 | გაზსადენი მილები | 2,0 | |
| 3005 | საკანალიზაციო ქსელი (კოლექტორები და ქუჩის ქსელები ჭებით და არმატურით) | 3,9 | |
| 3006 | წყალსადენი ქსელები | 3,3 | |
| 3007 | ლამსადენები | 3,4 | |
| 3008 | ცემენტის მილები | 12,5 | |
| 3009 | მაღალი ძაბვის კაბელი (მიწის ქვეშ) | 8,0 | |
|
| |||
| 04 მანქანები და მოწყობილობები | |||
|
ძალური მანქანები და მოწყობილობები
| |||
| 4000 | თბოტექნიკური მოწყობილობები | 3,7 | |
|
სატურბინო მოწყობილობები | |||
| 4001 | ყველა ტიპის ჰიდროაგრეგატები, დამხმარე და მაკომპლექტებელი მოწყობილობები | 2,0 | |
| 4002 | ენერგეტიკული გაზტურბინების მოწყობილობები 12–100 ათ. კვტ-მდე | 4,0 | |
| 4003 | მცირე სიმძლავრის (300 კვტ-მდე) ორთქლისა და ჰაერის სასწავლო-ექსპერიმენტული ტურბინები | 10,0 | |
|
ელექტროძრავები და დიზელგენერატორები
| |||
| 4004 | ელექტროძრავები | 14,0 | |
| 4005 | ჩქარი ბრუნვის დიზელ-გენერატორები | 5,0 | |
| 4006 | კომპლექსური დანადგარები | 6,0 | |
|
შიგაწვის ძრავები, ჩქარი ბრუნვის ძრავები
| |||
| 4007 | 500 ბრუნვამდე წუთში | 10,0 | |
| 4008 | 500-1000 ბრუნვამდე წუთში | 14,2 | |
| 4009 | 1000-ზე მეტი ბრუნვით წუთში | 33,3 | |
| 4010 | ტრაქტორები | 13,6 | |
|
სხვადასხვა ძალური მოწყობილობები
| |||
| 4011 | რეაქტორები ორთქლგენერატორებით, ძალური ტრანსფორმატორები | 3,3 | |
|
აკუმულატორები
| |||
| 4012 | სტაციონარული მჟავეების | 6,0 | |
| 4013 | სტაციონარული ტუტეების | 12,5 | |
| 4014 | გადასატანი მჟავეების | 33,3 | |
| 4015 | დოზიმეტრული კონტროლის მოწყობილობები | 6,6 | |
| 4016 | ხელისა და მაგნიტური ამამუშავებლები, ფიდერის ავტომატები, სითხური რეოსტატები, გამშვები აგრეგატები, განათების ტრანსფორმატორები | 22,2 | |
| 4017 | გადასატანი ქვესადგურები, მაღალი ძაბვის გამანაწილებელი ყუთები, გარდამქნელი ქვესადგურები, კონდესატორები, ყველა ტიპების გამმართველები; ტრანსფორმატორები და სატრანსფორმატორო ქვესადგურები | 10,5 | |
|
მუშა მანქანები და მოწყობილობები
| |||
| 4018 | ლითონსაჭრელი დაზგები | 4,9 | |
| 4019 | ტექნოლოგიური მოწყობილობები სამსხმელო წარმოებისათვის | 9,6 | |
| 4020 | სასწავლო-ექპერიმენტალური ღუმელები და გასახურებელი დანადგარები | 10,0 | |
| 4021 | სამჭედლო-დამწნეხი მანქანები და მოწყობილობა | 4,5 | |
| 4022 | კომპრესორული მანქანები და მოწყობილობა | 7,5 | |
| 4023 | ტუმბოები | 18,5 | |
| 4024 | აირსაწმენდი და სავენტილიაციო მანქანები და მოწყობილობები | 13,8 | |
| 4025 | კოშკურა ამწეები | 7,8 | |
| 4026 | ამწეები პნევმობორბლური და მუხლუხა სვლით | 8,6 | |
| 4027 | ღვედიანი კონვეიერები (ტრანსპორტიორები) | 15,4 | |
| 4028 | სახვეტი კონვეიერები | 22,2 | |
| 4029 | ავტომტვირთავები, ელექტრომტვირთავები და ავტოჰიდროამწე მანქანები | 16,0 | |
| 4030 | ავტოკოშკურები | 13,0 | |
| 4031 | ყინულეკიპირებული მანქანები | 16,0 | |
| 4032 | მექანიკური მტვირთავები | 10,0 | |
| 4033 | ამწე მანქანები (სამშენებლო და სატვირთო-სამგზავრო) | 17,9 | |
| 4034 | ჯალამბარები | 7,4 | |
| 4035 | მექანიკური და ელექტრო გრეიფერები | 12,5 | |
| 4036 | ესკალატორები | 2,0 | |
| 4037 | სამგზავრო ლიფტები | 10,0 | |
|
მიწისა და საკარიერო სამუშაოების მანქანები და მოწყობილობები
| |||
| 4038 | ერთჩამჩიანი ექსკავატორები მუხლუხა სვლაზე | 11.3 | |
| 4039 | ერთჩამჩიანი ექსკავატორები პნევმობორბლურ სვლაზე | 10,8 | |
| 4040 | თხრილისა და არხების გასაწმენდი მრავალჩამჩიანი ექსკავატორები | 12,0 | |
| 4041 | ავტოგრეიდერები | 10,8 | |
| 4042 | მისაბმელი გრეიდერები | 13,0 | |
| 4043 | სატკეპნი მანქანები | 11,0 | |
| 4044 | ბულდოზერები | 13,0 | |
|
ბეტონისა და ცალკეულ სამუშაოთა მანქანები და მოწყობილობები
| |||
| 4045 | ავტობეტონშემზელები | 14,0 | |
| 4046 | ბეტონსარევები და მოძრავი ხსნარშემრევები | 11,0 | |
| 4047 | ბეტონტუმბოები | 15,0 | |
| 4048 | ბეტონისა და დუღაბშემრევი მოძრავი მექანიზირებული დანადგარები, დანადგარები ბეტონის ქვების და რკინაბეტონის მილების დასამზადებლად, საარმატურო და სანიტარიულ-ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად, ცემენტქვემეხები და ბეტონის ვაკუუმირებისათვის საჭირო მოწყობილობები | 12,0 | |
| 4049 | ელექტრონული თვითამწე საკიდლები | 20,0 | |
| 4050 | მოზაიკურსახერხი, პარკეტსარანდი და პარკეტსახერხი მანქანები და საღებავი ხელსაწყოები | 20,0 | |
|
საგზაო-სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მანქანები და მოწყობილობები | |||
| 4051 | ავტოგუდრონატორები და ასფალტშემრევები | 13,7 | |
| 4052 | ასფალტდამგებები, სექციონური სამკვრივებლები | 12,0 | |
| 4053 | ბითუმსადნობი აგრეგატები და ბითუმის ქვაბები | 32,0 | |
|
ბითუმსადნობი დანადგარები
| |||
| 4054 | ცეცხლით გათბობით | 20,0 | |
| 4055 | ელექტრონული გათბობით | 6,6 | |
| 4056 | თვითმავალი სატკეპნები | 16,0 | |
| 4057 | მანქანის კომპლექტები გზებისა და აეროდრომების ბეტონსაფარის დასაგებად, გრუნტის დასაფხვნელი და შესარევი მანქანები, ღორღისა და ხრეშის გამანაწილებლები, გზის შესაკეთებლები | 16,0 | |
| 4058 | სახიმინჯე სამუშაოთა მანქანები და მოწყობილობები | 17,3 | |
| 4059 | წყალქვეშა-ტექნიკურ სამუშაოთა მანქანები და მოწყობილობები | 11,0 | |
| 4060 | ელექტრო გაზშემდუღებელი და საჭრელი მანქანები და მოწყობილობები | 17,7 | |
|
გეოლოგიურ-საძიებო მოწყობილობები
| |||
| 4061 | საძიებო ბურღვის მოწყობილობები, აგრეთვე საბურღი მოწყობილობები კარიერებში; გეოფიზიკური მოწყობილობები და ხელსაწყოები; მოწყობილობები ენერგეტიკულის ჩათვლით და ხელსაწყოები, რომლებიც გამოიყენება სამთო-საძიებო და გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების დროს | 20,0 | |
| 4062 | მიწისქვეშა და ღია სამთო სამუშაოთა მანქანები და მოწყობილობები | 21,2 | |
| 4063 | ფოლადის ტევადობები სითხეების და ფხვიერი ნივთიერებების შესანახად | 7,7 | |
| 4064 | სტაციონარული ტევადობები (ტანკები, ბაკები, როფები და სხვა) | 5,2 | |
|
იშვიათი ლითონების და ნახევრადგამტარების თვისებების გამოსაკვლევი მოწყობილობები
| |||
| 4065 | ორგმინის ექსტრაქტორები და იონშემცვლელი წერტები, ფოლადის ექსტრაქტორები, რექტიფიკაციის სვეტები, ფოლადის უჟანგავი რეაქტორები, აპარატები თუთიის ხსნარისათვის | 9,7 | |
| 4066 | მომინანქრებული რეაქტორები, მომინანქრებული ფოლადი, თუჯის მომინანქრებული ამწყობები | 25,0 | |
| 4067 | მოწყობილობები სუფთა და განსაკუთრებით სუფთა კვარცის და საკვარცო ნაკეთობათა წარმოებისათვის, სახეხი და საპრიალებელი დაზგები ნახევარგამტარების თვისებათა გამოსაკვლევად | 10,0 | |
| 4068 | ნახევრადგამტარების საჭრელი დაზგები | 10,0 | |
|
ქიმიურ გამოკვლევებში გამოყენებული მანქანები და მოწყობილობები
| |||
| 4069 | ზარფუხის აპარატები და პლასტმასის საწარმოებელი აპარატები შემრევებით | 6,5 | |
| 4070 | მერსერიზაციული წნეხები ტუმბოებით, ფისით შესამოსი აპარატები, ამომწოვი აპარატები და დამჭიმი საგლინავები ხელოვნური ბოჭკოების საწარმოებლად; ღუმელები კუბური ნარჩენების გასათხევადებლად ორგსინთეზის წარმოებაში | 6,6 | |
| 4071 | ფისის და პოლიმერების დაფური გასაშრობები სინთეზური ბოჭკოების წარმოებაში; კონდიცირების კამერები და გასაშრობები; შესარევები, გამხსნელები, ფილტრწნეხები | 6,4 | |
| 4072 | აპარატები ამზელი მოწყობილობებით და ფოლადის ასარევები, პოლიმერული მასალების აპარატურა ქიმიური რეაქტივების საწარმოებლად | 8,0 | |
| 4073 | წნეხები პლასტმასისათვის | 8,3 | |
| 4074 | სატაბლეტო მანქანები, თერმოპლასტოავტომატები, შემრევები წნეხ-ფხვნილების წარმოებაში | 10,0 | |
| 4075 | ცენტრიფუგები და ცენტრიდანული აპარატები, სადნობები, ავტოკლავები და უწყვეტი პოლიმერიზაციის აპარატები | 6,7 | |
| 4076 | ჰაერგამყოფი ბლოკები | 5,0 | |
| 4077 | საშრობები პლასტმასისა და ქიმიური რეაქტივების წარმოებაში | 7,4 | |
| 4078 | ნუტჩ-ფილტრები, ვიბრაციული მანქანები საღებავების, შემღებავი და ნახევარპროდუქტების საწარმოებლად | 6,7 | |
| 4079 | ჟანგბადის წარმოებაში გამოყენებული ჰაერის გამშრობი ბლოკები | 3,0 | |
| 4080 | ლაქ-საღებავების, ქიმიური ბოჭკოების, ქიმრეაქტივების და სხვა ქიმიური ელემენტების საწარმოებლად გამოყენებული ცენტროფუგები და ცენტრიდანული სეპარატორები | 11,5 | |
| 4081 | სარეცხი მანქანები ქიმიური წარმოების ტექნიკური ქსოვილების გასარეცხად | 9,6 | |
| 4082 | ფილტრები სოდისა და კაუსტიკის წარმოებაში, ვაკუუმ-ფილტრები კალცისა და სოდის ჰიპოქლორიდის წარმოებაში; ნატრიუმკატიონიტის ფილტრები, ფილტრები ფოსფორიანი მარილებისა და ფოსფოროვანი მჟავეების წარმოებაში; ციკლო-ფილტრები ვიბრატორებით ფოსფორიანი მარილების წარმოებაში | 10,4 | |
| 4083 | არასტანდარტიზირებული სპეციალური ქიმიური მოწყობილობები (წნევით მომუშავე ტევადობითი აპარატურები, სითბოშეცვლითი აპარატურები, დოზირებული მოწყობილობა) | 7,0 | |
|
ელექტრონული მოწყობილობები
| |||
| 4084 | ფიზიკურ-თერმული მოწყობილობები მიკროელექტრონული და ნახევარგამტარი ხელსაწყოების ნაკეთობათა წარმოებისათვის; ერთი და ორზონიანი დიფუზიური ღუმელები | 25,0 | |
| 4085 | მოწყობილობები ელექტრონული ტექნიკის მექანიკური და კლიმატური გამოცდისათვის | 25,0 | |
| 4086 | მოწყობილობები ნახევრადგამტარი მასალების ელექტრო-ფიზიკური პარამეტრების გასაზომად | 25,0 | |
| 4087 | მოწყობილობები ნახევრადგამტარი მასალების მექანიკური დამუშავებისათვის: საჭრელები, სახეხები, საგლუვებლები | 20,6 | |
| 4088 | ვაკუმური ტექნოლოგიური მოწყობილობა თხელი ფირფიტების მისაყენებლად: ვაკუუმური მტვერი; ელექტრო-იონურ-სხივური მოწყობილობები | 20,0 | |
| 4089 | ფოტოთარგების საწარმოებელი მოწყობილობები | 20,0 | |
| 4090 | მაღალთერმული მოწყობილობები გამოწვის, ჩრჩილვისა და შეცხობისათვის | 20,0 | |
| 4091 | მოწყობილობები ტექნოლოგიური გარემოს გასუფთავებისა და კონტროლისათვის | 20,0 | |
| 4092 | საამწყობო მოწყობილობები ნახევარგამტარი და ელექტრო ვაკუმური ხელსაწყოების, ინტეგრალური სქემების წარმოებისათვის: კონდესატორების ამწყობი ავტომატები; მოწყობილობები მიკროსქემების გამოყვანილობის მისადუღებლად, ულტრა-ბგერებით შესადუღებლად, ცივი და საკონტაქტო შედუღებისათვის; ელექტრონული და გაზის შეუდუღებელი აპარატურა | 20,0 | |
| 4093 | ტექნოქიმიური მოწყობილობები დეტალების ცხელი და ცივი ამოტვიფვრის, ცხიმის მოცილების, გაწმენდისა და გარეცხვისათვის | 14,3 | |
| 4094 | მინის დასამზადებელი და მინის დამამუშავებელი მოწყობილობები: გაჭრისათვის, გახეხვისა და ყალიბებისათვის | 14,3 | |
| 4095 | ვაკუმური ტუმბოები, მაგნიტურგანმმუხტველი, ელექტროგანმმუხტველი ზევაკუმური; უზეთო ამოქაჩვისა და ცეოლიტური აგრეგატები | 14,3 | |
| 4096 | მაღალსიხშირიანი და ულტრაბგერითი გენერატორები | 12,5 | |
|
პოლიგრაფიული მანქანები და მოწყობილობები
| |||
| 4097 | ასოთამწყობი და შრიფტსასხმელი მოწყობილობები | 6,0 | |
| 4098 | მოწყობილობები ოფსეტური და ღრმა ბეჭდვის კლიშეებისა და ოფსეტური ყალიბების დასამზადებლად; სტერეოტიპული მოწყობილობა | 7,7 | |
| 4099 | ტიგელის, ბრტყელსაბეჭდი და ქაღალდის საჭრელი მანქანები; სამკინძაო-საბროშურო ხაზები, ავტომატები და ნახევრად ავტომატები | 5,0 | |
| 4100 | საფურცლე და საგრაგნილო როტაციული მანქანები მაღალი, ოფსეტური და ღრმა ბეჭდვისათვის; ნარიმანდული და ძაფსაკერავი მანქანები | 6,3 | |
| 4101 | სხვა პოლიგრაფიული მოწყობილობები არა ავტომატური ციკლით (საკორექტორო და ბეჭდვისათვის; შემმოწმებელი დაზგები, ხაზსაჭრელები, მავთულსაქსოვი მანქანები და ა.შ.) | 5,6 | |
| 4102 | ბამბეულის წარმოების მანქანები და მოწყობილობები | 4,8 | |
| 4103 | შალის წარმოების მანქანები და მოწყობილობები | 4,8 | |
| 4104 | აბრეშუმის წარმოების მანქანები და მოწყობილობები | 5,2 | |
| 4105 | სელის წარმოების მანქანები და მოწყობილობები | 5,0 | |
| 4106 | სატრიკოტაჟო წარმოების მანქანები და მოწყობილობები | 7,8 | |
| 4107 | საქსოვი წარმოების მანქანები | 8,3 | |
| 4108 | საფეიქრო-საგალანტერიო წარმოების მოწყობილობები | 5,5 | |
| 4109 | ფეხსაცმლისა და ტყავსაგალანტერიო წარმოების მანქანები და მოწყობილობები | 7,0 | |
| 4110 | მსუბუქი მრეწველობის სხვა წარმოების მანქანები და მოწყობილობები | 6,3 | |
| 4111 | ხორცისა და რძის წარმოების მოწყობილობები | 12,2 | |
| 4112 | საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირგაბმულობის საწარმოო მოწყობილობა | 5,8 |
|
| 4113 | ქალაქისა და სოფლის სატელეფონო კავშირგაბმულობის საწარმოო მოწყობილობები | 5,4 |
|
| 4114 | სატელეგრაფო კავშირგაბმულობის საწარმოო მოწყობილობა | 4,9 |
|
| 4115 | რადიოკავშირგაბმულობის, რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო და რადიოფიკაციის საწარმოო მოწყობილობები | 8,0 |
|
|
ტელევიზიის, რადიომაუწყებლობისა და ტელერადიო სასტუდიო კომპლექსების გადამცემი სადგურების საწარმოო მოწყობილობები
|
| ||
| 4116 | ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სააპარატო-სასტუდიო კომპლექსის მოწყობილობა | 9,2 |
|
| 4117 | სასტუდიო მიკროფონები, სატელევიზიო მიმღებები, ვიდეო-საკონტროლო მოწყობილობა | 12,5
|
|
| 4118 | ყველა ტალღის რადიომიმღებები და საყოფაცხოვრებო ტელევიზორები | 10,0 |
|
| 4119 | სასოფლო-სამეურნეო მანქანები და მოწყობილობები | 15,0 |
|
|
ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების მოწყობილობები
|
| ||
| 4120 | სამაცივრო მოწყობილობები | 8,4 |
|
| 4121 | გამათბობელი მოწყობილობები | 10,0 |
|
| 4122 | უწყვეტი მოქმედების სადუღარები | 20,0 |
|
| 4123 | მექანიკური მოწყობილობა, ავტომატები, ნახევრად-ავტომატები და სხვა სავაჭრო მოწყობილობები | 12,5 |
|
| კინოტექნოლოგიური და ფოტომოწყობილობები |
| ||
| 4124 | კინოგადამღები მოწყობილობა | 10,1 |
|
| 4125 | ხმის ჩამწერი მოწყობილობა | 11,0 |
|
| 4126 | ელექტროგასანათებელი და მარეგულირებელი მოწყობილობა | 8,0 |
|
| 4127 | სამონტაჟო მოწყობილობა | 10,0 |
|
| 4128 | ფირების დამუშავებისა და ფილმების საბეჭდი მოწყობილობები | 8,4 |
|
| 4129 | კინოსაპროექციო მოწყობილობა | 6,6 |
|
| 4130 | ფოტომოწყობილობა | 7,0 |
|
|
სამედიცინო მრეწველობის მანქანები და მოწყობილობები
|
| ||
| 4131 | მანქანები და მოწყობილობები ინექციური ხსნარების ამპულირებისათვის, თხევადი მედიკამენტების ჩამოსასხმელად და თავის დასაცობად, სასტერილიზაციო და სადეზინფექციო მოწყობილობები | 14,2 |
|
| 4132 | დრაჟეებისა და ტაბლეტების დასამზადებელი, გალაქვისა და ტაბლეტშენარევების მოწყობილობა; ტაბლეტების, დრაჟის და მაგარი ჟელატინის კაპსულების დაფასოებისა და შესაფუთი მოწყობილობა; კონვალიუტებზე რეკვიზიტების დასასმელი და ფლაკონებსა და ამპულებზე ეტიკეტების დასაბეჭდი მოწყობილობა | 14,2 |
|
| 4133 | ქიმიურ-ფარმაცევტული, ფოტოქიმიური და სავიტამინო წარმოების მოწყობილობები და აპარატები | 16,6 |
|
| 4134 | სათვალე ოპტიკის წარმოების მანქანები და მოწყობილობები | 10,0 |
|
| 4135 | ამპულების, პენიცილინის და ინსულინის ფლაკონების დასამზადებელი მოწყობილობები; ტაბლეტების დასამზადებელი წნეხები; სტომატოლოგიური ხელსაწყოების და ინექციური ნემსების დასამზადებელი მოწყობილობები | 11,0 |
|
| 4136 | ლეიკოსალბუნებისა და შესახვევ საშუალებათა დასამზადებელი და შესახვევი მოწყობილობა; მოწყობილობა ჟელატინის კაფსულების, ლინიმენტების და გლობულების დასამზადებლად | 14,2 |
|
|
სხვა სახის სპეციალიზირებული სამუშაო მანქანები და მოწყობილობები |
| ||
| 4137 | თვითმფრინავების ტექნოლოგიური მომსახურების სპეციალიზებული მოწყობილობები | 9,8 |
|
| 4138 | თვითმფრინავების სათბობით და ზეთით მომარაგების მანქანები და მოწყობილობები | 8,8 |
|
|
საკონტროლო-საზომი და საცდელი აპარატურა კავშირგაბმულობის, სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების:
|
| ||
| 4139 | სტაციონალური | 6,7 |
|
| 4140 | გადასატანი | 12,5 |
|
| 4141 | სადისპეტჩერო ცენტრალიზაციის მოწყობილობები | 4,0 |
|
| 4142 | საცდელი სადგურების მოწყობილობები | 12,5 |
|
| 4143 | საზომი ლაბორატორიები | 8,4 |
|
| 4144 | კავშირგაბმულობის სპეციალური სახეების და ავტომატიზაციის სხვა საშუალებათა მართვის სადისპეჩერო აპარატურა | 22,2 |
|
| 4145 | ტემპერატურის და სიჩქარეთა განმსაზღვრელი ხელსაწყოები ქიმიურ წარმოებაში | 9,8 |
|
| 4146 | ასტრონომიული, გეოდეზიური ფოტოგრამმეტრიული და სტერეოტოპოგრაფიული ხელსაწყოები და მოწყობილობები (პასაჟის ხელსაწყოები, ასტრონომიული უნივერსალები, მაღალსიზუსტის თეოდოლიტები, სატრიანგულაციო გამომცდელები, ქრონომეტრები, კოორდინატოგრაფები, ფოტორედუქტორები, ფოტოტრანსფორმატორები, სტერეოპროექტორები, სტერეოგრაფები, სტერეოკომპარატორები) | 12,5 |
|
| 4147 | სხვადასხვა აეროფოტოგრამმეტრიული და ფოტოგრაფ-გეოდეზიური ხელსაწყოები და მოწყობილობები, რომლებიც განიცდიან ინტენსიურ ექსპლოატაციას და გამოიყენებიან არახელსაყრელ გარემო პირობებში | 16,7 |
|
| 4148 | ტექნოლოგიური პროცესების საკონტროლო და მარეგულირებელი ხელსაწყოები (ტემპერატურის ხელსაწყოების გარდა) | 13,0 |
|
|
ელექტროსაზომი და რადიოსაზომი ხელსაწყოები
|
| ||
| 4149 | დაფური ელექტროსაზომი ხელსაწყოები (ამპერმეტრები, ვოლტმეტრები მილიამპერმეტრები, ვატმეტრები, სიხშირმზომი, დენის ინდიკატორები და სხვა). ციფრული ელექტრო საზომი ხელსაწყოები; გადასატანი ელექტროსაზომი ხელსაწყოები; წინაღობათა საზომი კოჭები, პოტენციომეტრები, ძაბვის გამყოფები, ლაბორატორიული დენის ტრანსფომატორები; ელექტრო ტახომეტრები, ბრუნვათა აღმრიცხველები; მარეგისტრირებელი მოწყობილობა; ელექტრული საშემსრულებლო მექანიზმები; სიმძლავრეთა საზომი ხელსაწყოები (მცირე და დიდი სიმძლავრეების საზომები და სხვა); სიხშირეთა საზომი ხელსაწყოები (საყრდენ სიხშირეთა კვარცული გენერატორები; რხევათა და სიხშირეთა საზომები, სიხშირეთა სინქრონიზატორები და სხვ.) ხელსაწყოები სიგნალებისა და სპექტრების ფორმებზე დაკვირვები- სათვის; (სხვადასხვა ოსცილოგრაფები, სინქრონოსკოპები, ვერტიკალურ გადახრათა გამაძლიერებლები, სპექტრების ანალიზატორები და სხვ.); მასალათა ელექტრული და მაგნიტური თვისებების საზომი ხელსაწყოები (მასალების ელექტრულ სიმკვრივეთა საზომები, მაგნიტური ინდუქციის საზომები და სხვა); საზომი გამაძლიერებლები (შორისული სიხშირის გამაძლიერებლები, ფართეზოლიანი გამაძლიერებლები, ბგერითი სიხშირის გამაძლიერებლები და სხვ.), რადიომოწყობილობათა თვისებებზე დაკვირვებისა და გამოკვლევის ხელსაწყოები (ამპლიტუდური სიხშირის თვისებების საზომები, ხმის კოეფიციენტის საზომები და სხვა); იმპულსების ანალიზატორები; კვების წყაროები (მუდმივი დენის ძაბვის წყაროები, ძაბვის სტაბილიზატორები, კვების უნივერსალური წყაროები, სტაბილიზირებული გამმართველები და სხვა); ტენზომეტრიული დანადგარები; საზომი გენერატორები (ხმის გენერატორები, სასიგნალო გენერატორები და სხვა); ველის ძაბვისა და რადიო- დაბრკოლებათა საზომი ხელსაწყოები; ელექტრული ნათურებისნახევრადგამტარი ხელსაწყოების პარამეტრების საზომი ხელსაწყოები; სხვა ელექტროსაზომი და რადიოსაზომი ხელსაწყოები. | 10,0 |
|
|
ოპტიკურ-მექანიკური და სიგრძივ-კუთხური საზომების ხელსაწყოები
|
| ||
| 4150 | მიკროსკოპები (ბიოლოგიური, სტერეოსკოპული, მეტალოგრაფიული და სხვა); სინათლის მიკროსკოპების მოწყობილობა და კუთვნილებანი (სხვადასხვა გასანათებლები, მიკროფოტოდასაგებები, ინტერფერენციული მოწყობილობები და სხვა); სპექტრული ხელსაწყოების კვანძები და ელემენტები; დეფექტოსკოპიური ხელსაწყოები და აპარატურა; ეპიდიასკოპები, დიაპროექტორები, ზედაპირული ხორკლიანობის საკონტროლო ხელსაწყოები; სპექტროსკოპები და სპექტროგრაფები; სათვალთვალო ხელსაწყოები (გასაცქერი მხედველობითი მილები, გამადიდებელი შუშები); სარენტგენო აპარატურა და სპეციალური დანადგარები; სხვა ოპტიკურ-მექანიკური ხელსაწყოები | 8,3 |
|
|
თბოენერგეტიკული ხელსაწყოები
|
| ||
| 4151 | ელექტრული პოტენციომეტრი და გამათანაბრებელი ხიდები, ავტომატური პოტენციომეტრები და სხვა; ტემპერატურის მარეგულირებლები; ფარისებრი და გადასატანი მილივოლტმეტრები; ფსიკომეტრები (ელექტრული და მექანიკური); ნივთიერებათა რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზის ხელსაწყოები (გაზანალიზატორები, სპირტსაზომები და სხვა); მემბრანული დიფერენციული მანომეტრები; დიფმანომეტრები; ზუსტი გაზომვის სანიმუშო და ტექნიკური მანომეტრები, ვაკუუმმეტრები და მანოვაკუუმეტრები; თვითმწერი მანომეტრები, დგუშიანი მანომეტრები; ვერცხლისწყლის ბარომეტრები; პირომეტრები; მანომეტრული და ელექტრო კონტაქტის თერმომეტრები და სხვა; სხვადასხვა წინააღმდეგობათა თერმომეტრები; სხვადასხვა თერმოწყვილები; წნევის რელეები, თერმორელე, დროის რელე და სხვა; ვიბრაციის საზომი ხელსაწყოები; თერმოსტატები; სხვა თბოენერგეტიკული ხელსაწყოები | 10,0 |
|
|
მექანიკურ სიდიდეთა საზომი ხელსაწყოები
|
| ||
| 4152 | ლითონების ღუნვის, ცვეთის, ბრუნვის, ცოცვის, გამძლეობის, დაჭიმულობის, კუმშვის, ხახუნის, დაღლილობის და სხვათა გამოსაცდელი ხელსაწყოები და მანქანები; მასალების მექანიკური გამოცდის მანქანები და ხელსაწყოები (ტენზომეტრიული ხელსაწყოები, დინამომეტრები, დრეკადობის საზომები და სხვა); მაგნიტური და რადიოლოგიური რხევის საკონტროლო ხელსაწყოები, ინტროსკოპიის ხელსაწყოები, უხილავი გამოსხივების გარდამქმნელები და სხვა; ვიბრაციული პროცესების ძირითადი პარამეტრების განმსაზღვრელი ხელსაწყოები და აპარატურა (ვიბრომეტრები, ვიბროცეცები, ვიბროგრაფები და სხვა); მრიცხველები (ბრუნვის, დროის და სხვა); სიჩქარის საზომები, ტაქომეტრები, სტრობოტაქომეტრები და სხვა; ტექნიკური და სპეციალური დანიშნულების საათები, ქრონომეტრები, ქრონოსკოპები და სხვა; საათების მოძრაობის შესამოწმებელი ხელსაწყოები და სხვა; მექანიკურ სიდიდეთა საზომი სხვა ხელსაწყოები და მანქანები | 10,0 |
|
|
ფიზიკური კვლევის ხელსაწყოები და აპარატურა
|
| ||
| 4153 | ატმოსფეროს პარამეტრების საზომი და სარეგისტრაციო ხელსაწყოები: ფიზიკური, ქიმიური, ოპტიკური და რადიოაქტიური, ფიზიკური პარამეტრებისა და ნიადაგისა, თოვლისა და მცენარეთა საფარის და სხვა. მდინარეებში, ტბებში, ზღვებსა და ოკეანეებში დინამიკური, ფიზიკური, ქიმიური, ოპტიკური, რადიოაქტიური და ბიოლოგიური პარამეტრების საზომი ხელსაწყოები და სხვა. კომპლექსური ჰიდროლოგიური და მეტროლოგიური პარამეტრების საზომი და სარეგისტრაციო ხელსაწყოები (ანემომეტრები, ბარომეტრები, დისტანციური მეტეოსადგურები და სხვა); სეისმოდასაზვერი აპარატურა და ხელსაწყოები, სეისმური გენერატორები, გრავიმეტრები, ინდიკატორები და გამომცდელები სხვადასხვა დანიშნულებისა და სხვა; ნიადაგის საკვლევი ხელსაწყოები, გეოდეზური სტერეომეტრები, თერმოგრადიენტული ხელსაწყოები, ფლუორიმეტრები და სხვა; ჰიდროაკუსტიკური საზომი დანადგარები; საზომი მიკროფონები; ფიზიკური კვლევის სხვა ხელსაწყოები და აპარატურა | 10,0 |
|
|
იონიზირებული გამოსხივების საზომი და რადიოიზოტოპიური ხელსაწყოები
|
| ||
| 4154 | დოზების დახასიათების საზომი ხელსაწყოები (დოზიმეტრები, რენდგენომეტრები, სიგნალიზატორები, ავტომატური სასიგნალო მოწყობილობები და სხვა); რადიომეტრები, ემანომეტრები და სხვა; იონიზირებულ გამოსხივებათა სპექტომეტრები, იმპულსების, ანალიზატორები, იონიზაციური კამერები, გადამთვლელი მოწყობილობა და სხვა; იონიზირებული გამოსხივების საზომი და რადიოიზოტოპიური სხვა ხელსაწყოები | 14,3 |
|
|
სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი სხვა საზომი და მარეგულირებელი ხელსაწყოები, დანადგარები და ტექნიკური საშუალებანი
|
| ||
| 4155 | სხვადასხვა დანიშნულების დაფები (ვიბრაციული, მექანიკური, ჰიდრავლიკური, ელექტრული და სხვა) ძრავების, მოტორების, ტურბინების, დაზგების და სხვათა გამოსაცდელად; ჰიდრავლიკური, პნევმატური და ელექტრული მექანიზმები, ამძრავი მარეგულირებელი მოწყობილობები, მარეგულირებელი სარქველები და სხვა; მიწისზედა რადიონავიგაციული საშუალებები, აეროდრომების გასათებელი მოწყობილობები და სხვა; საკონტროლო-საკასო აპარატები, ეგზამენატორები, დიქტოფონები, ვიდეომაგნიტოფონები, ლექტოგრაფები, რაციები, კავშირგაბმულობის აპარატურა | 10,0 |
|
| 4156 | ტრენაჟერები, ექსკავატორისა და ამწე კოშკურების მოქმედი მოდელები | 10,0 |
|
| 4157 | სავარჯიშო დაფები, საგზაო მოძრაობის წესების შესწავლისათვის, კარადები, სპეციალური მაგიდები | 10,0 |
|
| 4158 | მინისაგან დამზადებული ლაბორატორილი მოწყობილობა | 33,3 |
|
|
სასწორები
|
| ||
| 4159 | ლაბორატორიული სასწორები | 7,0 |
|
| 4160 | პლატფორმიანი სასწორები | 6,0 |
|
| 4161 | სტაციონალური საავტომობილო სასწორები | 5.9 |
|
| 4162 | მოძრავი საავტომობილო სასწორები | 11,1 |
|
| 4163 | საკონტროლო-ასაწონი პლატფორმები და ვაგონები | 2,6 |
|
|
გამომთვლელი ტექნიკა
|
| ||
| 4164 | ელექტრონული, მმართავი და სხვა ანალოგიური მანქანები | 10,0 |
|
| 4165 | კომპიუტერები, სკანერები, პრინტერი, სერვერი, ასლგადამღები მანქანები, როუტერი | 20,0 |
|
| 4166 | კომპიუტერის კვების წყარო | 12,5 |
|
| 4167 | სვიჩი, პროექტორი, ქაღალდის გამანადგურებელი, რიგის მარეგულირებელი ტურნიკეტები, სახანძრო სიგნალიზაცია |
10,0 |
|
|
კომუნალური მეურნეობის მანქანები და მოწყობილობები
|
| ||
| 4168 | სამსხვრეველები, მექანიკური ფოცხები, ცხრილები | 20,0 |
|
| 4169 | ცენტრიფუგები, თეთრეულის სარეცხი და გასაწური კომბინირებული მანქანები | 12,0 |
|
| 4170 | ქლორატორები (ამონიზატორები) | 50,0 |
|
| 4171 | კვარცის და კათიონიტური ფილტრები | 6,7 |
|
| 4172 | რეაგენტების დოზატორები | 33,4 |
|
| 4173 | ბაქტერიოციდული დანადგარები | 10,0 |
|
| 4174 | მოსარწყავ-მოსარეცხი მანქანები, გუთანჯაგრისიანი თოვლსაწმენდები ტრაქტორებზე, როტორული თოვლსაწმენდები, ლამსასრუტი მანქანები | 10,0 |
|
| 4175 | ქვიშის მომბნევი, მოსაწმენდ-ასაღები მანქანები, თოვლმტვირთავები, ტროტუარგამწყობი (სპეცმოწყობილობები) | 12,5 |
|
| 4176 | ასენიზაციის მანქანები და მისაბმელი ასენიზაციის ცისტერნები, საძარე და საკონტეინერო ნაგავსაზიდები | 10,0 |
|
| 4177 | კონტეინერები; ლითონის შესაგროვებლები საყოფაცხოვრებო ნაგავისათვის | 20,0 |
|
| 4178 | თხევადი გაზის ბალონების საკარადე დანადგარები | 9,8 |
|
| 4179 | საყოფაცხოვრებო გაზის აპარატურა (ქურები, წყლის გამათბობლები გაზსანთებელი მოწყობილობა სათბობი ღუმელებისათვის) საყოფაცხოვრებო ელექტროქურები | 6,1 |
|
| 4180 | საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტები, წყლის გამაცხელებლები, კონდიციონერები | 10,0 |
|
|
სამედიცინო მოწყობილობები
|
| ||
| 4181 | უნივერსალური ავტომატები ქსოვილების ფისტოლოგიური დამუშავებისათვის, მაკროტომები, მიკროტომები, ანატომიური ურიკები | 7,1 |
|
| 4182 | ფიზიოგრაფიის ბლოკები, ვექტორელექტროკარდიოსკოპები, კაპილაროსკოპები, ოქსიგემოგრაფები, ოქსისპიროგრაფები, პნევმოტაქომეტრები, ცენტრალური ნერვიული სისტემე-ბის, შინაგანი ორგანოების გამოსაკვლევი მოწყობილობები, პულსოტაქომეტრები, სპიროგრაფები, ფიზიოგრაფები, ელექტროკარდიოგრაფები, ელექტროთერმომეტრები, ელექტროენცელოგრაფები | 8,3 |
|
| 4183 | სისხლის აპარატები – შემრევები კონსერვანტით, აპარატები სისხლის პირდაპირი გადასხმისათვის, მექანიკური უნემსო ინექტორები, დანადგარები პერიტონიალური დიალიზისათვის | 9,1 |
|
|
საერთო ქირურგიული დანიშნულების აპარატები და ხელსაწყოები
|
| ||
| 4184 | აპარატები საინგალაციო და გაზის ნარკოზისათვის, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, აპარა-ტები ხელოვნური სისხლის მიმოქცევისათვის, ორგანოს და სისხლძარღვების გადასაკერებელი და დასამოკლებელი აპარატები, საჭრელი და საკოაგულაციო აპარატები, აპარატები ანესთე-ზიისათვის, ბრონქოსკოპები, დერმატორები, საოპერაციო მიკროსკოპები, რესპირატორები, დეფიბ-რილატორები | 9,1 |
|
|
ნეიროქირურგიის აპარატები და ხელსაწყოები
|
| ||
| 4185 | ნეიროქირურგიული პერფორატორები, ზონების ობიექტური განსაზღვრის ხელსაწყო, ხელსაწყო სტერეოტაქსისათვის, დანადგარი ტვინის პარკუჭის დრენირებისათვის, თავის ქალის ელექტროსახვრეტელა | 9,1 |
|
|
ოფთალმოლოგიის აპარატები და ხელსაწყოები
|
| ||
| 4186 | თვალის საკვლევი აპარატები, დიათერმოკოაგულიატორები, დიოპტრიმეტრები, დიპლოსკო-პები, ჭვრიტული ლამპები, თვალის მაგნიტები, ოფტალმოსკოპები, პერიმეტრები, სინათლის კოაგულატორები, ოფთალმომეტრები | 8,3 |
|
|
ოტირინოლარინგოლოგიის აპარატები და ხელსაწყოები
|
| ||
| 4187 | აუდიომეტრები, ბრონქოსკოპები, ბრონქოეზოფაგოსკოპები, ხორხის ამომჭრელი, აეროზოლის ჟანგბადის ინჰალიატორები, ოტორინოლარინგოლოგიური დივანი, ლარინგოსკოპები, ოტორონო-ლარინგოსკოპები, რინოპნევმომეტრები | 10,0 |
|
|
უროლოგიის აპარატები და ხელსაწყოები
|
| ||
| 4188 | აპარატები „ხელოვნური თირკმელი“, ურეთროცისტოსკოპები, ფიტოცისტოსკოპები, ქოლედოხოსკოპები, ცისტოლითოტროპტორები, ცისტოსკოპები | 11,1 |
|
|
საბებიო და გინეკოლოგიური დანიშნულების აპარატები
|
| ||
| 4189 | აპარატები ორსულობის შეწყვეტისათვის, აპარატები ფალოპუისის მილში (საშვილოსნოში) ჩაბერვისათვის, ვაკუუმ-ექსპრაქტორი, სამშობიარო აპარატები, ვიბროგამფართოებლები, საშოს სარკეები, კოლპოსკოპები, გინეკოლოგიური დივნები, საწოლები მშობიარეთათვის, რძის გამომ-წოვებლები, საშვილისნოს ელექტროტონიზატორები, აპარატები გაუტკივრებული მშობიარო-ბისათვის | 8,3 |
|
|
აპარატები და მოწყობილობები სტომატოლოგიისათვის
|
| ||
| 4190 | ყველა სისტემის ბურღ-მანქანები, კბილის საექიმო სავარძლები, კბილის ქვების მოსახსნელი აპარატები კბილის პროთეზების წერტილოვანი შედუღებისათვის, კბილის ტექნიკური ვალცები, ყველა სისტემის სტომატოლოგიური დანადგარები, სატურბინე ბუნიკები, სტომატოლოგიური გასანათებლები, კბილის საექიმო მოძრავი ამბულატორია, ყბების ფიქსატორები (გასამაგ-რებლები), პირის ღრუს გამოსარეცხი დანადგარები | 7,1 |
|
|
აპარატები და ხელსაწყოები ტრავმატოლოგიისა და მექანოთერაპიისათვის
|
| ||
| 4191 | აპარატები სახსრებისა და ძველი ამოვარდნილობების ჩასასმელად, ფირფიტა-ფიქსატორები, აპარატები თაბაშირის კორსეტების დასაყენებლად, ძვლების გასაწევად, საწოლები ტრავმატო-ლოგიური სავადმყოფოებისათვის, წკირ-ფიქსატორები, დგარები აპარატებთან | 10,0 |
|
|
ფიზიოთერაპიის აპარატები და ხელსაწყოები
|
| ||
| 4192 | აპარატები ინდუქტოთერმიის, ელექტროძილით მკურნალობის, მიკროტალღური თერაპიის, უვჩ თერაპიისა და დაბალი სიხშირის თერაპიისათვის, ნაწლავების წყალქვეშ გამოსარეცხად, ფრანკლინიზაცისა და აეროიონიზაციისათვის; თერაპიული ულტრაბგერითი აპარატები, წყალსამ-კურნალო კათედრები, მოკლე-ტალღური მასხივებლები, ელექტროკარდიოსტიმულატორები, ვერცხლისწყალ-კვარცული მასხივებლები, აპარატები დიათერმიისათვის, ელექტროსტიმულა-ტორები, ვერცხლისწყალკვარცის ნათურები | 7,7 |
|
|
რენდგენოდიაგნოსტიკის, რენდგენოთერაპიისა და რადიოლოგიის აპარატები და ხელსაწყოები
|
| ||
| 4193 | ყველა სისტემის რენდგენული დიაგნოსტიკის, თერაპევტული და ფლუროგრაფიული აპარატები; მოძრავი რენდგენის სადგურები, ავზები რენდგენოგრამების დასამუშავებლად, ნეგა-ტოსკოპები, რენდგენოკიმოგრაფები, ტომოგრაფები, ელექტროკიმოგრაფები, სხვადასხვა დამცვე-ლი შირმები,რენდგენოგრამების გასაშრობი კარადები, გაზგანმუხტველი ბეტა-ზონდები, დოზი-მეტრები, რადიომეტრები, რენდგენომეტრები, ტყვიის მინები, დამცველი რადიო-სამანიპულაციო მაგიდები, ყველა სისტემის რადიოლოგიური დანადგარები | 7,1 |
|
|
სამედიცინო ავეჯი და საოპერაციო მოწყობილობები
|
| ||
| 4194 | ეტლი-საწოლები, სავარძელ-ეტლები, ყველა სისტემის ფუნქციონალური საწოლები, საკა-ცეები, მასხივებლები, ყველა სისტემის საოპერაციო ლუმინესცენტური ლამპარები, საოპერაციო მაგიდები, სამკურნალო ტანვარჯიშის მაგიდები, შესახვევი მაგიდები ურიკები, ამწე მანქანები, დანადგარები მძიმე ავადმყოფთა სანიტარიული დამუშავებისათვის, სანიტარიული ჭურჭლის გასარეცხად და სტერილიზებისათვის | 6,7 |
|
|
სასტერილიზაციო მოწყობილობები
|
| ||
| 4195 | ვერტიკალური, ჰორიზონტალური, ორთქლისა და საკარადო ავტოკლავები, სტერილიზატორები, საორთქლე ქვაბები, სტერილიზაციური დანადგარები | 10,0 |
|
|
ლაბორატორიული და სააფთიაქო მოწყობილობები
|
| ||
| 4196 | ანალიზატორები, ხსნარებისა და შრატების გასაფილტრი აპარატები გამომხდელები, მდოზავები, კალორიმეტრები, ლაბორატორიული ჭურჭლის სარეცხი მანქანები, სარეცეპტურო დამზადების სატრიალებლები, მაგნიტური ასარევები, მიკროფოტომეტრები, პოლარიმეტრები, რეფრაკტომეტრები, სპექტროგრაფები, სპექტროფოტომეტრები, ასისტენტური მაგიდები, თერმოსტატები, ფილტრები, ფოტომეტრები, ცენტრიფუგები, გასაშრობი კარადები, აპარატები ელექტროფორეზისათვის | 7,7 |
|
|
მოწყობილობები დეზინფექციისა და დეზინსექციისათვის
|
| ||
| 4197 | ყველა სისტემის სადეზინფექციო კამერები, მოძრავი ორთქლის ქვაბები, ბაქტერიციდული გამასხივებლები, სასხურები, ყველა სისტემის სადეზინფექციო დანადგარები, საშხაპე დანადგა-რები, ყველა სისტემის სადეზინფექციო კამერები | 9,1 |
|
|
სამედიცინო კომპლექტები
|
| ||
| 4198 | მედნაკეთობათა კომპლექტები, სამხედრო სამედიცინო კომპლექტები, სხვადასხვა ქირურგიული კომპლექტები | 11,1 |
|
|
სხვადასხვა ნაკეთობანი
|
| ||
| 4199 | ხელსაწყოები სამედიცინო იარაღების გასალესად, მოწყობილობები მიკროტომული დანების გასასწორებლად, დაზგა ქირურგიული ძაფების გადასახვევად, დასანამავები ელექტროგათბობით, ჰაერის გამწმენდი ფილტრები | 10,0 |
|
|
სისხლის სამსახურის მოწყობილობები
|
| ||
| 4200 | ღრმად გაყინვის მაგიდები, ყველა სისტემის ლიოფილიზებული დანადგარები, სადონორო სისხლის დამზადების დანადგარები, სუბლიმაციური დანადგარები, ცენტრიფუგები, ცვალებადი ტემპერატურის კარადები | 10,0 |
|
|
სასპორტო მოწყობილობა
|
| ||
| 4201 | მძლეოსნობის, ტანვარჯიშის, კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობის და სპორტის სხვა სახეობათა მოწყობილობები | 8,0 |
|
| 4202 | კრივის რინგი | 15,0 |
|
| 4203 | საჭიდაო ხალიჩა | 25,0 |
|
| 4204 | ძიუდოსა და აღმოსავლური ორთაბრძოლების ტატამები | 15,0 |
|
| 4205 | სპორტული ხალიჩები | 6,5 |
|
| 4206 | აკრობატიული საფენები, სატანვარჯიშო ჭილობი | 20,0 |
|
| 4207 | აკრობატული ბატუტი | 25,0 |
|
| 4208 | საკონტროლო-საზომი ხელსაწყოები | 11,6 |
|
| 4209 | იალქნიანი სპორტული ნავები | 12,0 |
|
| 4210 | ნიჩბიანი სპორტული ნავები | 24,0 |
|
| 4211 | სპორტული მანქანები | 25,0 |
|
| 4212 | სპორტული ველოსიპედები | 33,0 |
|
| 4213 | კალათბურთის ფარები, ბადეებიანი კარები, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები, გადასაღობი ბადეები, ფრენბურთის ბადეები | 25,0 |
|
| 4214 | ჩოგბურთის ჩოგანი | 33,0 |
|
| 4215
| სამსაჯო კოშკები და ჯიხურები, საპატიო კვარცხლბეკები, ტანვარჯიშული ფიცარნაგები, მსაჯებისა და მწვრთნელების მაგიდები | 10,0 |
|
| 4216 | ტაბლოები და სხვა საკონტროლო საზომი ხელსაწყოები | 15,0 |
|
| 4217 | სამედიცინო-ბიოლოგიური მოწყობილობები და აპარატურა, სამედიცინო კონტროლისათვის სპორტის სხვადასხვა სახეობებში | 20,0 |
|
| 4218 | სხვა სპორტული მოწყობილობები | 15,0 |
|
|
კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა სპეციალიზებული მოწყობილობები
|
| ||
| 4219 | სცენების, ესტრადების, არენების მექანიკური მოწყობილობები; ელექტრომარეგულირებელი აპარატურა მექანიკური და ელექტრონული მართვით | 6,5 |
|
| 4220 | ელექტროგასანათებელი მოწყობილობა | 8,0 |
|
| 4221 | ბუტაფორიები, დეკორაციები, რეკვიზიტები | 14,0 |
|
| 4222 | კოსტიუმები | 12,5 |
|
|
მუსიკალური ინსტრუმენტები
|
| ||
| 4223 | პიანინოები, როიალები, არფები | 5,0 |
|
| 4224 | სასულე, დასარტყმელი, სიმებიანი და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტები | 10,0 |
|
|
|
| ||
| 05 სატრანსპორტო საშუალებები |
| ||
|
საზღვაო ტრანსპორტი
|
| ||
| 5000 | უნივერსალური დანიშნულების მშრალტვირთიანი გემები | 4,0 |
|
| 5001 | წყალქვეშა ფრთიანი სამგზავრი კატერები | 12,3 |
|
| 5002 | სამოსამსახურო მიმოსვლის კატერები, სალოცმანო და საყვინთი ბოტები, მოტორიანი ნავები | 6,5 |
|
|
საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა
|
| ||
| 5003 | სატვირთო ავტომობილები 2 ტ-მდე ტვირთამწეობით | 15,0 |
|
| 5004 | სატვირთო ავტომობილები 2 ტ. მეტი ტვირთამწეობით | 11,2 |
|
| 5005 | ავტომობილი თვითმცლელები 25 ტ. და მეტი ტვირთამწეობით | 15,0 |
|
| 5006 | მისაბმელები და ნახევარმისაბმელები ყველა ტიპის | 13,0 |
|
| 5007 | მსუბუქი ავტომობილები მცირე კლასის (ძრავის მუშა მოცულობით 1,8 ლ-მდე.) | 13,0 |
|
| 5008 | მსუბუქი ავტომობილები საშუალო კლასის (ძრავის მუშა მოცულობით 1,8 ლ-ზე მეტი) | 11,2 |
|
| 5009 | ავტობუსები მცირე კლასის (სიგრძით 5 მ-მდე) | 15,0 |
|
| 5010 | ავტობუსები მცირე კლასის (სიგრძით 5 მ-ზე მეტი) | 13,0 |
|
| 5011 | ავტობუსები საშუალო, დიდი და განსაკუთრებით დიდი კლასის (სიგრძით 8მ-ზე მეტი) | 11,2 |
|
| 5012 | სპეციალური ავტომობილები (ვეტერინარული, სახანძრო, საავარიო, საოსტატო) და ა.შ. | 9,0 |
|
| 5013 | სანიტარიული ავტოტრანსპორტი | 11,0 |
|
|
საწარმოო ტრანსპორტი
|
| ||
| 5014 | მოტომავლები, ავტოდრეზინები, დასატვირთ-გადმოსატვირთი მანქანები | 4,8 |
|
| 5015 | მოტოციკლები, მოტოროლები, მოპედები | 20,0 |
|
| 5016 | ველოსიპედები (გარდა სპორტულისა) | 25,0 |
|
|
|
| ||
| 06 ხელსაწყოები |
| ||
|
საერთო დანიშნულების ხელსაწყოები
|
| ||
| 6000 | საბურღი და სამტვრევი ჩაქუჩები, პერფორატორები და სხვა მექანიკური, პნევმატური და ელექტროფიცირებული ხელსაწყოები | 50,0 |
|
| 6001 | საღებავი პულტები, პისტოლეტ-საფრქვეველები და ვიბრატორები | 44,3 |
|
| 6002 | სხვა ხელსაწყოები | 20,0 |
|
|
ხელსაწყოები რკინიგზის მომსახურებისა და რემონტისათვის
|
| ||
| 6003 | ჰიდრავლიკური გამშლელი ხელსაწყოები, საზუსტავები, შურუფსატრიალებლები, ომბოხსასობები | 24,7 |
|
| 6004 | რელსაჭრელი, რელსსაბურღი და რელსახერხი გადასატანი ჩარხები; სხვა საგზაო ინსტრუმენტები | 11,0 |
|
|
|
| ||
|
07 საწარმოო და სამეურნეო ინვენტარი და მოწყობილობები
|
| ||
| 7000 | ლითონის | 4,8 |
|
| 7001 | ხის | 8,3 |
|
| 7002 | ფოტორეპროდუქციული კამერები | 12,5 |
|
| 7003 | მაყურებელთა დარბაზის ავეჯი | 6,0 |
|
| 7004 | პარკების ავეჯი და ინვენტარი | 10,0 |
|
| 7005 | სასცენო ტანსაცმელი | 8,0 |
|
| 7006 | დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ავეჯი (გარდა ავეჯისა გარნიტურებში) | 10,0 |
|
| 7007 | დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ავეჯი გარნიტურებში, ხალიჩები, სარკეები | 6,5 |
|
| 7008 | ნოხის ბილიკები | 20,0 |
|
| 7009 | სურათები ჩარჩოებში | 2,0 |
|
| 7010 | ფანჯრებისა და კარების ფარდები | 25,0 |
|
| 7011 | ელექტროხელსაწყოები | 8,3 |
|
| 7012 | ბრინჯაოსა და მარმარილოს ქანდაკებები | 1,0 |
|
| 7013 | გერბი, დროშა, აბრა, საინფორმაციო დაფა, სამარკერო დაფა, კიბე | 10.0 |
|
| 7014 | ექსპედიციაში და სტაციონალურ ბანაკებში გამოყენებული კარვები | 33,3 |
|
| 7015 | ლითონის სეიფები და კარადები, ლითონის ჭიშკარი | 1,1 |
|
| 7016 | საბეჭდი მანქანები | 8,0 |
|
| 7017 | სტელაჟები, ჩამოსაკიდები, ლითონის ყუთები | 5,0 |
|
| 7018 | შაპიროგრაფები, დასანომრი ჰექტოგრაფები, სატვიფრი და მნიხრავი აპარატები | 5,0 |
|
| 7019 | სხვა საწარმოო და სამეურნეო ინვენტარი | 8,0 |
|
|
|
| ||
| 08 მუშა პირუტყვი |
| ||
| 8000 | ყველა სახის მუშა პირუტყვი | 12,0 |
|
|
|
| ||
| 09 მრავალწლიანი ნარგავები |
| ||
| 9000 | ტყის ნარგავები | 2,0 |
|
| 9001 | ჩაის პლანტაციები | 2,0 |
|
| 9002 | მანდარინის პლანტაციები | 5,0 |
|
| 9003 | ლიმონისა და ფორთოხლის პლანტაციები | 10,0 |
|
| 9004 | თესლოვანი და კურკოვანი ხილის ნარგავები | 6,0 |
|
| 9005 | ვენახი | 3,0 |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები