დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 122 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 81, 01/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070.030.000.22.027.013.244 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.244
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №122
2009 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
„კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №118 ბრძანების (სსმ III, 2009 წ., №79, მუხ. 862) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის აუცილებელი დაზღვევის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრება წელიწადში 100 000 ლარი.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები