დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 118 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/06/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 79, 29/06/2009 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 070.030.000.22.027.013.227 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (29/06/2009 - 01/01/2009)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.227
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №118
2009 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემიდან 5 დღის ვადაში კერძო აღმასრულებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევისათვის განისაზღვრება შემდეგი პირობები:
ა) კერძო აღმასრულებლის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კერძო აღმასრულებლის ფუნქციის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის;
ბ) კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ხდება მზღვეველთან დაზღვევის ხელშეკრულების დადებით. მზღვეველი შეიძლება იყოს საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანია;
გ) სადაზღვევო შემთხვევად ითვლება დაზღვევის მოქმედების პერიოდში კერძო აღმასრულებლის, მისი თანაშემწის ან სხვა მუშაკის უკანონო ქმედება, რაც გახდა ზიანის მიყენების საფუძველი;
დ) კერძო აღმასრულებლის ფუნქციის შესრულებისას მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდით. თუ მზღვეველის მიერ გადახდილი ანაზღაურება არ არის საკმარისი მიყენებული ზიანის სრულად ასანაზღაურებლად, მაშინ აღმასრულებელი ფარავს სხვაობას სადაზღვევო ანაზღაურებასა და ზიანის ფაქტობრივ ოდენობას შორის.
3. კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის აუცილებელი დაზღვევის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრება წელიწადში 200 000 ლარი.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან.
ზ. ადეიშვილი
დოკუმენტის კომენტარები