„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2-93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 14/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 27/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.013.027
  • Word
2-93
14/04/2009
სსმ, 50, 27/04/2009
010.240.030.22.032.013.027
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.013.027

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-93

2009 წლის 14 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 12 ივნისის №2-79 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველო (შემდგომში –სამმართველო) არის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. სამმართველო თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 2. სამმართველოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობები

1. სამმართველო ახორციელებს ქვეყანაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, მისი შესრულების ზედამხედველობასა და კონტროლს.

2. სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ქვეყანაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში რეფორმების განხორციელება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;

ბ) სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

გ) სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკის შეფასება და რისკის ანალიზის კომპონენტების კოორდინაცია, კრიზისული მდგომარეობის მართვისას ღონისძიებათა ორგანიზება;

დ) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში შემავალ საკითხებზე, არსებულ საერთაშორისო აქტებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით, წინადადებების მომზადება;

ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან საქმიანობის სისტემატური კოორდინირება;

ზ) სურსათის უვნებლობის სფეროში პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

თ) მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯანმრთელობისათვის აუცილებელი, დეფიციტური ინგრედიენტებით (მიკროელემენტებით, ვიტამინებით და სხვა) სურსათის გამდიდრების (ფორტიფიცირების) მიზნით პროგრამების შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობა, არსებული პრობლემების ანალიზი და მათი დაძლევის შესახებ წინადადებების შემუშავება;

ი) ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერების შემცველი, ასევე, ფალსიფიცირებული სურსათის მოხმარებისაგან მოსახლეობის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა, ანალიზი და მათი დაძლევის შესახებ წინადადებების მომზადება;

კ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესახებ ანგარიშის წარდგენა.

    მუხლი 3. სამმართველოს ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

 2. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

4. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებაზე;

გ) კომპეტენციის შესაბამისად ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა და სამმართველოს სხვა მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ მიმდინარე დავალებების, სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებების შესრულებას და ახორციელებს სამინისტროს შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლს;

ე) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, სამმართველოს მოსამსახურეებ წახალისების ფორმების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე, აგრეთვე წარადგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია სამმართველოს ამოცანების შესრულებისათვის;

ზ) პერიოდულად ისმენს მოსამსახურეთა ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.

5. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეების და სამმართველოს უფროსის წინაშე;

ბ) სამმართველოს უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობას უწევს სამმართველოს მოსამსახურეთა საქმიანობას;

გ) წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს უფროსს სამმართველოს თანამშრომელთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ან წახალისების შესახებ.