,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word
,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 236
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 21/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.998
  • Word
236
14/04/2009
სსმ, 48, 21/04/2009
190.040.000.22.033.012.998
,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.998

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №236

2009 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.07 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ დანართ №3-ში (ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები) ბიუჯეტის შემოსულობების სახის – „ჯარიმები და საურავები საბაჟო სამართალდარღვევების გამო“ – განმსაზღვრელი სახაზინო კოდები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    

ჯარიმები საბაჟო სამართალდარღვევების გამო

ჯარიმა დეკლარირების დადგენილ ვადაში განუხორციელებლობისთვის

2125

ჯარიმა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნის, მოცილების ან/და განადგურებისთვის

2126

 

ჯარიმა საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირებისთვის

2127

ჯარიმა არასატარიფო ღონისძიებების დაცვისთვის თავის არიდებისთვის

2128

ჯარიმა  საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადატანის ან გადმოტანისთვის

2129

ჯარიმა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გახსნის, ხელმეორედ შეფუთვის, გადატვირთვის ან გადმოტვირთვისთვის

2130

ჯარიმა თავისუფალი ზონისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის

2131

ჯარიმა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის

2132

ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისთვის

2133

ჯარიმა საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევისთვის

2134

ჯარიმა საქონლის დაკარგვის, განადგურების ან უკანონო განკარგვისთვის

2135

ჯარიმა დოკუმენტების შენახვის ვადის დარღვევისთვის

2136

ჯარიმა საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ღირებულების თაობაზე არასწორი მონაცემების შეტანისთვის

2137

ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსათვის შეუტყობინებლობისთვის

2138

ჯარიმა საბაჟო საწყობის, თავისუფალი საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის

2139

ჯარიმა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანისთვის

2145

* * *

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

კ. ბაინდურაშვილი