,,საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების დამტკიცების შესახებ“

  • Word
,,საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 122/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 30/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 09/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 240.120.070.22.035.012.943
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
122/ნ
27/03/2009
სსმ, 39, 30/03/2009
240.120.070.22.035.012.943
,,საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (30/03/2009 - 02/12/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 240.120.070.22.035.012.943

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №122/ნ

2009 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებების დამტკიცების შესახებ

საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, ასევე რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმები, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებები“ (დანართი №1).

ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №294/ნ ბრძანება;

ბ) თამბაქოს ნაწარმში და მის კვამლში ტოქსიკური ნაერთების, ნიკოტინისა და ფისის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №310/ნ ბრძანება;

გ) თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში სამედიცინო გაფრთხილების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ივლისის №206/ნ ბრძანება.

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ა“ და ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის პირველი იანვრიდან.

4. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის პირველი მაისიდან.

5. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ამოქმედდეს შემდეგ ვადებში:

ა) პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 მუხლები ამოქმედდეს 2009 წლის 25 მაისიდან;

ბ) მე-3, მე-6, მე-7 და მე-8 მუხლები ამოქმედდეს 2010 წლის პირველი იანვრიდან;

გ) მე-9 მუხლი ამოქმედდეს 2009 წლის პირველი მაისიდან.

6. ბრძანება, გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ქვეპუნქტებისა და მე-5 პუნქტით განსაზღვრული მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

 

 

 

 

დანართი №1

საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმები, მათი გაზომვისა და რეგულირების წესების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, რეკლამაზე, ბლოკებსა და კოლოფებზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ბრძანების მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია თამბაქოს ნაწარმის წარმოებასთან, რეალიზაციასა და/ან იმპორტთან, ასევე ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ეწევიან სარეკლამო საქმიანობას.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ აქტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) თამბაქოს ნაწარმი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი ნაწარმი, გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებებისა, რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, საღეჭად ან შესასუნთქად, მათ შორის:

ა.ა) ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტები;

ა.ბ) პაპიროსები, სიგარები და სიგარილები;

ა.გ) საჩიბუხე თამბაქო;

ა.დ) შესახვევი თუთუნი;

ა.ე) საღეჭი და შესასუნთქი თამბაქო;

ბ) არმოსაწევი თამბაქო – თამბაქოს ნაწარმი, რომელიც არ არის განკუთვნილი მოსაწევად, კერძოდ, საღეჭი, საწუწნი ან შესასუნთქი თამბაქო;

გ) თამბაქოს მოწევა – თამბაქოს ნაწარმის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლის შესუნთქვა;

დ) სამედიცინო გაფრთხილება – თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პიქტოგრამას;

ე) თამბაქოს ნაწარმის შემცველები – თამბაქოს ნაწარმის კვამლში შემავალი ნიკოტინი, კუპრი და მხუთავი აირი;

ვ) ნიკოტინი – ნიკოტინის ალკალოიდები;

ზ) კუპრი – თამბაქოს კვამლის ნედლი, გაუწყლოებული და ნიკოტინგამოცლილი კონდენსანტი;

თ) მხუთავი აირი – ნახშირბადის მონოქსიდი (CO);

ი) როტაცია – სამედიცინო გაფრთხილების მონაცვლეობა.

    მუხლი 3. თამბაქოს ნაწარმის (გარდა არმოსაწევი თამბაქოს, სიგარებისა და სიგარილებისა) კვამლში ნიკოტინის, კუპრის და მხუთავი აირის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმები, მათი გაზომვისა და რეგულირების წესი

1. საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის (გარდა არმოსაწევი თამბაქოს, სიგარებისა და სიგარილებისა) კვამლში ნიკოტინის, კუპრის და მხუთავი აირის კონცენტრაცია უნდა იყოს არა უმეტეს:

ა) კუპრისათვის – 10 მგ-ს ერთ ღერზე;

ბ) ნიკოტინისათვის – 1 მგ-ს ერთ ღერზე;

გ) მხუთავი აირის – 10 მგ-ს ერთ ღერზე.

2. თამბაქოს ნაწარმის (გარდა არმოსაწევი თამბაქოსა) კვამლში კუპრის ნიკოტინისა და მხუთავი აირის კონცენტრაცია უნდა განისაზღვროს:

ა) ნიკოტინი სსო (ISO) –10315-ით;

ბ) კუპრი სსო (ISO)-4387-ით;

გ) მხუთავი აირის სსო (ISO) – 8454-ით;

დ) შეფუთვაზე განთავსებისთვის კუპრის, ნიკოტინის და მხუთავი აირის კონცენტრაციების სიზუსტე ვერიფიცირებულ უნდა იქნეს სსო (ISO)–8243 სტანდარტით.

3. მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მოთხოვნის შემთხვევაში, არაუმეტეს წელიწადში ერთხელ, უნდა წარმოუდგინოს აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ შესაბამის თამბაქოს ნაწარმზე გაცემული თამბაქოს ნაწარმის შემცველების კონცენტრაციის, ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სსო (ISO) სტანდარტებით განსაზღვრის დამადასტურებელი დასკვნა (დასკვნები).

4. საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑6 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა და ბლოკზე უნდა განთავსდეს ინფორმაცია მისი შემცველების კონცენტრაციის შესახებ, რომელიც შეესაბამება ამ ბრძანების მუხლი 3-ის მე-2 პუნქტით დადგენილი სსო (ISO) სტანდარტებით განსაზღვრის შედეგებს.

    მუხლი 4. საქართველოში თამბაქოს ნაწარმის რეკლამაზე (გარდა რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით) განსათავსებელი სამედიცინო გაფრთხილებები

1. თამბაქოს ნაწარმის რეკლამაზე (გარდა რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით) განთავსებულ უნდა იქნეს შემდეგი სახის ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება: მოწევა კლავს“.

2. თამბაქოს ნაწარმის რეკლამაზე (გარდა რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით) განთავსებულ იქნეს შემდეგი დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები:

ა) მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს“;

ბ) მოწევამ შესაძლოა შეასუსტოს სისხლის ნაკადი და გამოიწვიოს იმპოტენცია“;

გ) მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას“.

3. თამბაქოს ნაწარმის რეკლამაზე (გარდა რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით) განთავსებულ უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ძირითადი გაფრთხილება და მე-2 პუნქტით დამტკიცებული დამატებითი გაფრთხილებებიდან ერთ-ერთი.

    მუხლი 5. საქართველოში თამბაქოს ნაწარმის რეკლამაზე სამედიცინო გაფრთხილებების განთავსების ტექნიკური პარამეტრები

1. თამბაქოს ნაწარმის რეკლამაზე განთავსებისათვის სამედიცინო გაფრთხილების წარწერა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ პარამეტრებს:

ა) ძირითადი გაფრთხილება განთავსებულ უნდა იქნეს გაფრთხილებისთვის გამოყოფილი ფართის პირველ ხაზზე, ხოლო დამატებითი გაფრთხილება – მომდევნო ხაზ(ებ)ზე, ამასთან დამატებითი გაფრთხილება უნდა იყოს გამოყოფილი ძირითადი გაფრთხილებისაგან;

ბ) შესრულებულ უნდა იქნეს თეთრ ფონზე შავი ასოებით, ან შავ ფონზე თეთრი ასოებით, ტექსტის შრიფტად გამოყენებულ იქნეს სილფაენ (Sylfaen) და იყოს გამუქებული;

გ) ფონტი უნდა იყოს იმ მაქსიმალური ზომის, რათა წარწერამ სრულად დაიკავოს მისთვის გამოყოფილი ფართი, ამასთან, წარწერა არ უნდა ეხებოდეს ფართის კიდეებს;

დ) განლაგება ცენტრალური სწორებით;

ე) ინტერვალები და ხაზებს შორის დაშორება უნდა იყოს სტანდარტული;

    მუხლი 6. საქართველოში რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განსათავსებელი ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები

1. საქართველოში (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა) რეალიზაციისათვის განკუთვნილ თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განთავსებულ იქნეს შემდეგი სახის ძირითადი სამედიცინო გაფრთხილებები:

ა) მოწევა კლავს;

ბ) მწეველები კვდებიან ადრე;

გ) მოწევა სერიოზულ ზიანს გაყენებთ თქვენ და თქვენს ირგვლივ მყოფთ.

2. საქართველოში (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა) რეალიზაციისათვის განკუთვნილ თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განთავსებულ იქნეს შემდეგი სახის დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები:

ა) მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს;

ბ) მოწევა ავიწროვებს სისხლძარღვებს, იწვევს გულის შეტევებს და ინსულტს;

გ) მოწევა ორსულობის დროს აზიანებს თქვენს ნაყოფს;

დ) მოწევა იწვევს თამბაქოსადმი ძლიერი დამოკიდებულების განვითარებას. არ დაიწყოთ მოწევა;

ე) მოწევამ შესაძლოა შეასუსტოს სისხლის ნაკადი და გამოიწვიოს იმპოტენცია;

ვ) მოწევა მოქმედებს სპერმაზე და შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობა;

ზ) დაიცავით ბავშვები; ნუ აიძულებთ მათ ისუნთქონ თამბაქოს კვამლი;

თ) მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ნელი და მტანჯველი სიკვდილი;

ი) მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას.

3. საქართველოში (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა) რეალიზაციისათვის განკუთვნილ თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე დამატებით სამედიცინო გაფრთხილებებთან ერთად განთავსებულ იქნეს შემდეგი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი შესაბამისი წარწერით:

მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ: 8066, ზარი უფასოა“.

4. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად ქართულ ენაზე შესრულებულ ძირითად და დამატებით სამედიცინო გაფრთხილებებთან, საკონტაქტო ტელეფონის ნომერსა და თანდართულ ტექსტთან ერთად, განთავსებულ უნდა იქნეს აფხაზურ ენაზე შესრულებული, ამ ბრძანებით დადგენილი, შესაბამისი ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის თანდართული ტექსტი (დანართი 3).

5. საქართველოში (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა) რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე დამატებით გაფრთხილებებთან ერთად, ნებაყოფლობითი წესით, შესაძლოა განთავსებულ იქნეს ამ ბრძანების დანართი 4-ით წარმოდგენილი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის დანართი 5-ით წარმოდგენილი შესაბამისი პიქტოგრამები.

6. თამბაქოს მწარმოებლებმა ან/და იმპორტიორებმა უნდა უზრუნველყონ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებების და შესაბამისი პიქტოგრამების გამოყენება და როტაცია ,,საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 7. ტექნიკური პარამეტრები თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განთავსებული სამედიცინო გაფრთხილებები და შემცველობის შესახებ წარწერებისათვის

თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განთავსებული სამედიცინო გაფრთხილებები და შემცველობის შესახებ წარწერები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების მოთხოვნებს და აგრეთვე შემდეგ ტექნიკურ პარამეტრებს:

ა) შესრულებულ უნდა იქნეს ქართულ ენაზე სტანდარტული ფონტით სილფაენი (Sylfaen), ხოლო აფხაზურ ენაზე ფონტით Amra და იყოს გამუქებული;

ბ) ფონტი უნდა იყოს იმ მაქსიმალური ზომის, რათა წარწერამ სრულად დაიკავოს მისთვის გამოყოფილი ფართი, ამასთან არ ეხებოდეს შემომფარგვლელი ხაზების ან პიქტოგრამის კიდეებს;

გ) ქართული და აფხაზური წარწერების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში ტექსტების ფონტი უნდა იყოს ერთნაირი ზომის;

დ) ინტერვალები და ხაზებს შორის დაშორება უნდა იყოს სტანდარტული;

ე) განლაგება ცენტრალური სწორებით;

ვ) ქართული და აფხაზური წარწერების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში ქართული ტექსტის მომდევნო ხაზზე განთავსებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისი აფხაზური ტექსტი;

ზ) პიქტოგრამის ნიმუში უნდა შეესაბამებოდეს დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების ტექსტს და არ უნდა იკავებდეს სამედიცინო გაფრთხილების საერთო მოცულობის 50 პროცენტზე ნაკლებს;

თ) პიქტოგრამების გამოყენების შემთხვევაში, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი შესაბამისი წარწერით უნდა განლაგდეს პიქტოგრამის იმ მონაკვეთზე შესაბამისი ზომით, დიზაინით და ტექნიკური პარამეტრებით, როგორც ეს მითითებულია ელექტრონულ ნიმუშში;

ი) პიქტოგრამების გამოუყენებლობის შემთხვევაში, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი შესაბამისი წარწერით უნდა განთავსდეს დამატებითი გაფრთხილების წარწერის ქვემოთ, 2 ხაზთაშორისი სივრცის ინტერვალის დაშორებით. საკუთრივ ტელეფონის ნომერი – იმავე სახის და ზომის ფონტით, ხოლო თანდართული ტექსტი 2 სტანდარტული ერთეულით ნაკლები ზომის. ხაზების დაშორება და ინტერვალები უნდა იქნეს სტანდარტული. წარწერები და ნომერი გამუქებული, მარჯვენა სწორებით. არ ეხებოდეს გაფრთხილების კიდეებს;

კ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი შესაბამისი წარწერით უნდა განლაგდეს 2 ხაზზე, რომელთგან პირველზე განთავსებულ იქნება ტექსტი მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ: ხოლო მეორეზე 8066, ზარი უფასოა“.

    მუხლი 8. ტექნიკური პარამეტრების თამბაქოს ნაწარმის კოლოფსა და ბლოკზე განთავსებული პიქტოგრამებისათვის

თამბაქოს ნაწარმის კოლოფსა და ბლოკზე განთავსებული პიქტოგრამები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტების მოთხოვნებს და აგრეთვე შემდეგ ტექნიკურ პარამეტრებს:

ა) პიქტოგრამები დაბეჭდილ უნდა იქნეს ელექტრონული ნიმუშის ორიგინალის შესაბამისად მთლიანად, ყოველგვარი ცვლილების გარეშე პროპორციებში, ფერებში ან/და კომპოზიციაში. თამბაქოს მწარმოებლებსა და/ან იმპორტიორებს ელექტრონულ ვერსიების ორიგინალს მოთხოვნის შემთხვევაში გადასცემს სამინისტრო;

ბ) პიქტოგრამის ზედა კიდე განთავსებულ უნდა იქნეს კოლოფის ან ბლოკის ზედა კიდის პარალელურად;

გ) პიქტოგრამის გვერდითი და ქვედა კიდე უნდა ეხებოდეს შემომფარგვლელ ხაზებს;

დ) პიქტოგრამები უნდა დაიბეჭდოს 4 ფერში/-CMYK-/ მინიმუმ 150 ხაზით 2,5 სანტიმეტრზე (ერთ ინჩზე);

ე) უზრუნველყოფილ იქნეს ფერთა თანხვედრა ცდომის გარეშე.

    მუხლი 9. საქართველოში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში სამედიცინო გაფრთხილების ტექსტი და მათი განთავსების ტექნიკური პარამეტრები

1. თამბაქოს რეალიზაციის ადგილებში განთავსებულ იქნეს სამედიცინო გაფრთხილებები შემდეგი ტექსტით: მოწევა კლავს“, არასრულწოვანთათვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვა აკრძალულია“, მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ: 8066, ზარი უფასოა“.

2. სამედიცინო გაფრთხილების ტექსტი განთავსებულ უნდა იქნეს თამბაქოს რეალიზაციის ადგილებში თვალსაჩინოდ, არანაკლებ A4 ფორმატზე და აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ პარამეტრებს:

ა) ტექსტი განთავსებულ უნდა იქნეს ერთმანეთისგან განცალკევებით ერთმანეთის მომდევნო ხაზებზე ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით;

ბ) წარწერა შესრულებულ უნდა იქნეს თეთრ ფონზე შავი ასოებით, ან შავ ფონზე თეთრი ასოებით, სტანდარტული ფონტით სილფაენ (Sylfaen) და იყოს გამუქებული;

გ) ფონტი უნდა იყოს მაქსიმალური ზომის, რათა წარწერამ სრულად დაიკავოს მისთვის გამოყოფილი ფართი, ამასთან არ ეხებოდეს ფართის კიდეებს;

დ) ინტერვალები და ხაზებს შორის დაშორება უნდა იყოს სტანდარტული;

ე) განლაგება ცენტრალური სწორებით.

დანართი 2

საქართველოში რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განსათავსებელი ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები ქართულ ენაზე

1. ძირითადი სამედიცინო გაფრთხილებები:

ა) მოწევა კლავს;

ბ) მწეველები კვდებიან ადრე;

გ) მოწევა სერიოზულ ზიანს გაყენებთ თქვენ და თქვენს ირგვლივ მყოფთ.

2. დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები:

ა) მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს;

ბ) მოწევა ავიწროვებს სისხლძარღვებს, იწვევს გულის შეტევებს და ინსულტს;

გ) მოწევა ორსულობის დროს აზიანებს თქვენს ნაყოფს;

დ) მოწევა იწვევს თამბაქოსადმი ძლიერი დამოკიდებულების განვითარებას. არ დაიწყოთ მოწევა;

ე) მოწევამ შესაძლოა შეასუსტოს სისხლის ნაკადი და გამოიწვიოს იმპოტენცია;

ვ) მოწევა მოქმედებს სპერმაზე და შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობა;

ზ) დაიცავით ბავშვები; ნუ აიძულებთ მათ ისუნთქონ თამბაქოს კვამლი;

თ) მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ნელი და მტანჯველი სიკვდილი;

ი) მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას.

3. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და თანდართული წარწერა:

მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ: 8066, ზარი უფასოა.“.

დანართი 3

საქართველოში რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის კოლოფებსა და ბლოკებზე განსათავსებელი ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები ქართულ და აფხაზურ ენებზე

1. ძირითადი სამედიცინო გაფრთხილებები:

ა) F0f0sy f[fhf fef8s lfimjbn (მოწევა კლავს);

ბ) F0f0sy bf[j pffyfqs ls9cetbn (მწეველები კვდებიან ადრე);

გ) F0f0sy f[fhf bi`9sh[fujeg> bfhf e,fc i`ffbu`fhf b7je feffums bh9sh[fujeg (მოწევა სერიოზულ ზიანს გაყენებთ თქვენ და თქვენს ირგვლივ მყოფთ).

2. დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები:

) F0f0sy f[fhf fh9]f6`f hrms,f ffyfufh 7fkjbn (მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს);

) F0f0sy f[fhf fimflf6`f h0i`fhtb> fu`s[mb> fbycekmnb ffyfujbn (მოწევა ავიწროვებს სისხლძარღვებს, იწვევს გულის შეტევებს და ინსულტს);

) Fw`fn`svhf ffy f0f0sy f[fhf fw`fkfi`f bf9sh[fujeg (მოწევა ორსულობის დროს აზიანებს თქვენს ნაყოფს);

) F0f0sy f[fhf f0f0sy f[m9ihf /`/`f f=bfhf ffyfujbn. F0f0sy f[fhf i`fkfvufy (მოწევა იწვევს თამბაქოსადმი ძლიერი დამოკიდებულების განვითარებას. არ დაიწყოთ მოწევა);

) F0f0sy f[fhf fimf fecehf bf9sh[fujeg> eb fbvgjntywbf ffyfufh fkijbn (მოწევამ შესაძლოა შეასუსტოს სისხლის ნაკადი და გამოიწვიოს იმპოტენცია);

ვ) F0f0sy f[fhf f/mfo bfyshetbn> f0f0sy i`f[jpfh f[`sz6`f i`vjeh 7fkjbn (მოწევა მოქმედებს სპერმაზე და შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობა);

ზ) Bi`s[mxf i`[`sz6`f; eh0 f0f0sy fk8f kfuf8fhufhfn`s b7fi`svqfy (დაიცავით ბავშვები; ნუ აიძულებთ მათ ისუნთქონ თამბაქოს კვამლი);

თ) F0f0sy f[fhf bwwfrsv f9chf w`umf ffyfufh fkijbn (მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ნელი და მტანჯველი სიკვდილი);

) F0f0sy f[fhf pffyfqs i`w`f 9[fc0fyfn`jbn (მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას).

3. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და თანდართული წარწერა:

F0f0sy f[fhf i`f7`sqshw fps [`lf-9cflf f0tk i`fc: 8066 (მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ: 8066, ზარი უფასოა)

დანართი 4

დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებების და შესაბამისი პიქტოგრამების ნიმუშების ასლები ქართულ ენაზე შესრულებული წარწერებისათვის

მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს”:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოწევა ავიწროვებს სისხლძარღვებს, იწვევს გულის შეტევებს და ინსულტს”:

 

 

მოწევა ორსულობის დროს აზიანებს თქვენს ნაყოფს”:

 

 

 

 

 

 

 

 მოწევა იწვევს თამბაქოსადმი ძლიერი დამოკიდებულების განვითარებას. არ დაიწყოთ მოწევა”:

 

 

 

მოწევამ შესაძლოა შეასუსტოს სისხლის ნაკადი და გამოიწვიოს იმპოტენცია”:

 

 

 

 

 

 

 

 

მოწევა მოქმედებს სპერმაზე და შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობა”:

 

 

დაიცავით ბავშვები: ნუ აიძულებთ მათ ისუნთქონ თამბაქოს კვამლი”:

 

 

 

 

 

 

 

 

მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ნელი და მტანჯველი სიკვდილი”:

 

 

მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას”:

 

 

 

 

 

 

დანართი 5

დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებების და შესაბამისი პიქტოგრამების ნიმუშების ასლები ქართულ და აფხაზურ ენებზე შესრულებული წარწერებისათვის

მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს – F0f0sy f[fhf fh9]f6`f hrms,f ffyfufh 7fkjbn

 

 

მოწევა ავიწროვებს სისხლძარღვებს, იწვევს გულის შეტევებს და ინსულტს –

F0f0sy f[fhf fimflf6`f h0i`fhtb> fu`s[mb> fbycekmnb ffyfujbn:

 

 

მოწევა ორსულობის დროს აზიანებს თქვენს ნაყოფს – Fw`fn`svhf ffy f0f0sy f[fhf fw`fkfi`f bf9sh[fujeg:

 

 

მოწევა იწვევს თამბაქოსადმი ძლიერი დამოკიდებულების განვითარებას. არ დაიწყოთ მოწევა – F0f0sy f[fhf f0f0sy f[m9ihf /`/`f f=bfhf ffyfujbn. F0f0sy f[fhf i`fkfvufy:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოწევამ შესაძლოა შეასუსტოს სისხლის ნაკადი და გამოიწვიოს იმპოტენცია – F0f0sy f[fhf fimf fecehf bf9sh[fujeg> eb fbvgjntywbf ffyfufh fkijbn:

 

 

მოწევა მოქმედებს სპერმაზე და შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობა – F0f0sy f[fhf f/mfo bfyshetbn> f0f0sy i`f[jpfh f[`sz6`f i`vjeh 7fkjbn:

 

 

 

 

 

 

დაიცავით ბავშვები: ნუ აიძულებთ მათ ისუნთქონ თამბაქოს კვამლი – Bi`s[mxf i`[`sz6`f; eh0 f0f0sy fk8f kfuf8fhufhfn`s b7fi`svqfy:

 

 

მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ნელი და მტანჯველი სიკვდილი F0f0sy f[fhf bwwfrsv f9chf w`umf ffyfufh fkijbn:

 

 

 

 

 

 

 

მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას – F0f0sy f[fhf pffyfqs i`w`f 9[fc0fyfn`jbn: