მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე

  • Word
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 243
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 12/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.10.003.000.884
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
243
08/11/2007
სსმ, 159, 12/11/2007
300.160.070.10.003.000.884
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულებისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (12/11/2007 - 21/03/2011)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №243

2007 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

1. საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ თანდართული დებულება და ფორმები.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

დებულება

ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ

თავი I

რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტება

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ“ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. დებულება განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის (შემდგომში – ტექზედამხედველობა) მიერ ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს.

3. დებულება აწესრიგებს ტექზედამხედველობის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების წესს, რომლის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ საწარმოო ობიექტებში (შემდგომში – საზედამხედველო ობიექტი) ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვას, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებისა.

4. დებულების მიზანია უზრუნველყოს ტექზედამხედველობის თანამიმდევრული, სამართლიანი და შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობა.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობა (შემდგომში – ზედამხედველობა) – ტექზედამხედველობის დებულებით დამტკიცებული მრავალდარგობრივი, დარგობრივი და ტერიტორიული სამმართველოების (შემდგომში – ტექზედამხედველობის ორგანო) უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია საზედამხედველო ობიექტების ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის შემოწმება და შემოწმების შედეგების მიხედვით ზომების მიღება.

2. საზედამხედველო ობიექტი – იმ საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციის ან საწარმოო საქმიანობის (სამუშაოს) განმახორციელებელი სამეურნეო საქმიანობის სუბიექტი, რომლის ზედამხედველობა და კონტროლი ევალებათ ტექზედამხედველობის ორგანოებს.

3. ტექზედამხედველობის ორგანოს მთავარი სპეციალისტი – ტექზედამხედველობის ორგანოს თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობისა და ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისად.

4. ტექზედამხედველობის ორგანოს მიწერილობა (შემდგომში – მიწერილობა) – ამ დებულებით დამტკიცებული, ტექზედამხედველობის ორგანოს სახელით საზედამხედველო ობიექტის ხელმძღვანელის სახელზე გაცემული ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელი, აგრეთვე ობიექტის ექსპლუატაციის ან ცალკეული სახის სამუშაოს მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების სავალდებულო დოკუმენტი.

5. შეტყობინება – საზედამხედველო ობიექტის მიერ ტექზედამხედველობის ოფიციალური წერილობითი შეტყობინება მიწერილობაში მითითებული ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების აღმოფხვრისა და ამ დარღვევათა მიზეზების ასაცილებლად მიღებული ზომების შესახებ.

6. კონტროლის ღონისძიებები – საზედამხედველო ობიექტზე ტექზედამხედველობის მთავარ სპეციალისტთა მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკური უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნების დაცვის შემოწმებას, საჭირო გამოკვლევების განხორციელებას, შემოწმების შედეგების გაფორმებას.

7. საწარმოო კონტროლი – ტექნიკური უსაფრთხოების მართვის ელემენტი, რომელიც საზედამხედველო ობიექტის მიერ ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის კონტროლის განსახორციელებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების ერთობლიობაა.

8. ოპერატიული შემოწმება – ექსტრემალური და შესაძლო ავარიული სიტუაციების დროს მთავარი სპეციალისტების მიერ საზედამხედველო ობიექტზე ტექნიკური უსაფრთხოების მდგომარეობის შემოწმება.

9. მიზნობრივი შემოწმება – ტექზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის წლიური გეგმის მიხედვით მთავარი სპეციალისტის ან მთავარ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ ერთ ან რამდენიმე საზედამხედველო ობიექტზე ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ საკითხზე განხორციელებული შემოწმება.

10. კომპლექსური შემოწმება – ტექზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის წლიური გეგმის მიხედვით ტექზედამხედველობის რამდენიმე ორგანოს მთავარ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საზედამხედველო ობიექტის საქმიანობის შემოწმება ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხთა მთელი კომპლექსის მიხედვით.

11. გეგმური შემოწმება – ტექზედამხედველობის ორგანოს საქმიანობის წლიური გეგმისა და კანონმდებლობით დადგენილი სიხშირის გათვალისწინებით ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემოწმება. შესაძლებელია დაიგეგმოს შემოწმების განხორციელება საზედამხედველო ობიექტის წინასწარი გაფრთხილებით მოსალოდნელი შემოწმების თაობაზე ან გაუფრთხილებლად.

თავი II

საზედამხედველო საქმიანობა

    მუხლი 3. საზედამხედველო საქმიანობის მიზანი

1. ტექზედამხედველობის საზედამხედველო საქმიანობის ძირითადი მიზანია საშიშ საწარმოო ობიექტებზე უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების გამოვლენა და მათი აღკვეთა, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის უზრუნველყოფა.

2. საზედამხედველო და საკონტროლო საქმიანობა (შემდგომში – საზედამხედველო საქმიანობა) არის ტექზედამხედველობის მუშაობის ძირითადი მიმართულება და საწარმოო უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირების სისტემის ძირითადი ელემენტი. საზედამხედველო საქმიანობის მიზანია ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია, საწარმოებსა და ობიექტებზე ავარიისა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება.

3. ტექზედამხედველობა საზედამხედველო საქმიანობას ახორციელებს საწარმოო უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირების სისტემის ფარგლებში რეალიზებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმატიულ რეგულირებასთან, სანებართვო და სხვა ფუნქციებთან კომპლექსში.

4. ტექზედამხედველობის ორგანოების მიერ საზედამხედველო საქმიანობის ორგანიზება და განხორციელება წარმოებს როგორც გარკვეული თანამიმდევრობით განხორციელებულ ღონისძიებათა სისტემა. ეს არის:

ა) საზედამხედველო საქმიანობის ღონისძიებათა დაგეგმვა;

ბ) საზედამხედველო საქმიანობის ორგანიზება;

გ) საზედამხედველო საქმიანობის განხორციელება;

დ) საზედამხედველო საქმიანობის სრულყოფისათვის გაწეული მუშაობის შედეგების ანალიზი, საანგარიშო მონაცემების მომზადება და ღონისძიებების შემუშავება.

    მუხლი 4. საზედამხედველო საქმიანობის ძირითადი პრინციპები

1. ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების მთავარი პრინციპებია:

ა) საზედამხედველო საქმიანობის სისტემურობა და დაგეგმვა;

ბ) საზედამხედველო და სანებართვო საქმიანობის განხორციელებისადმი კომპლექსური მიდგომა, ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში ნორმატიული რეგულირება;

გ) სახელმწიფო ზედამხედველობის ერთიანი მეთოდოლოგია;

დ) საზედამხედველო ობიექტებისაგან დამოუკიდებლობა;

ე) ტექზედამხედველობის ხელმძღვანელი პირებისა და მთავარი სპეციალისტების უფლებების, მოვალეობების და ამოცანების მკვეთრი განაწილება;

ვ) საზედამხედველო საქმიანობის გამჭვირვალობა და საჯაროობა;

ზ) საქმიანობის მეთოდებისა და ინსტიტუციონალური საფუძვლების რეგულარული სრულყოფა;

თ) კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფისას პრევენციულ ღონისძიებათა უპირატესი გამოყენება დარღვევების გამოვლენისა და მისი შედეგების აღმოფხვრასთან შედარებით;

ი) ზედამხედველობის განხორციელებისას სამეურნეო სუბიექტის უფლებათა დაცვა;

კ) საზედამხედველო ობიექტების გეგმური და შერჩევითი პრინციპით შემოწმება.

2. ტექზედამხედველობის ორგანოებისა და მათი მთავარი სპეციალისტების საზედამხედველო საქმიანობა იგეგმება და ხორციელდება საზედამხედველო ობიექტებზე საწარმოო კონტროლის ან ტექნიკური უსაფრთხოების მართვის ეფექტიანი ფუნქციონირების შეფასების შედეგებიდან გამომდინარე. შეფასების შედეგები წარმოადგენს ტექზედამხედველობის ორგანოების მიერ განხორციელებული შემოწმების სიხშირის (პერიოდულობის), მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის, აგრეთვე საზედამხედველო საქმიანობის ორგანიზების სხვა საკითხთა განსაზღვრის საფუძველს.

3. საწარმოო კონტროლის ან ტექნიკური უსაფრთხოების მართვის ეფექტიანობის შეფასება ტექზედამხედველობის ორგანოების მიერ ხორციელდება ტექნიკური უსაფრთხოების მდგომარეობის ანალიზის, ავარიულობისა და ტრავმატიზმის, ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა გამოვლენილი დარღვევების რაოდენობისა და ხასიათის, აგრეთვე ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე.

4. ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის მიზნით ტექზედამხედველობის ორგანოები საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისას თანამშრომლობენ აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ და პროფკავშირულ ორგანიზაციებთან.

5. სხვა საზედამხედველო ორგანოებთან ერთობლივი მუშაობის ძირითადი ფორმებია: ინფორმაციის ურთიერთგაცვლა; საზედამხედველო ობიექტების ერთობლივი შემოწმება; სხვა ღონისძიებათა განხორციელება, მათ შორის საწარმოო უსაფრთხოების საკითხების ერთობლივი განხილვა.

6. საჭიროების შემთხვევაში საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისას მყარდება თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევით, საპროექტო და საექსპერტო ორგანიზაციებთან, სპეციალიზებულ სამაშველო ქვედანაყოფებთან.

თავი III

საზედამხედველო საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა

    მუხლი 5. საერთო დებულებები

1. ტექზედამხედველობის სისტემა შედგება ტექზედამხედველობის ორგანოებისაგან.

2. ტექზედამხედველობის ორგანოები ახორციელებენ საზედამხედველო ობიექტების სახელმწიფო ზედამხედველობის საერთო მეთოდურ უზრუნველყოფას, ზედამხედველობის კონკრეტული სახეობის მიხედვით საზედამხედველო საქმიანობის ორგანიზებას, მათთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში გადაწყვეტილების მომზადებას ტექნიკური უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირების დადგენილი პროცედურების შესასრულებლად.

3. ტერიტორიული ორგანოები (წარმომადგენლები) იქმნება რეგიონის ტერიტორიული თავისებურებისა და მსხვილი საშიში საწარმოო ობიექტების განლაგების გათვალისწინებით.

4. ტერიტორიული ორგანოები ორგანიზებას უწევენ და უშუალოდ ახორციელებენ საზედამხედველო საქმიანობას, როგორც წესი, ზედამხედველობის რამდენიმე დარგზე, უზრუნველყოფენ მიღებული გადაწყვეტილების რეალიზებას, ხოლო წარმომადგენლები – ცალკეულ საზედამხედველო ობიექტებზე და ზედამხედველობის კონკრეტულ სახეობაზე რეგიონის მიხედვით.

5. ტექნიკური სამმართველო ახორციელებს საზედამხედველო საქმიანობის ძირითადი შედეგების, ავარიულობისა და ტრავმატიზმის ანალიზს, საზედამხედველო საქმიანობის დაგეგმვის საერთო კოორდინაციას, უზრუნველყოფს საზედამხედველო საქმიანობის პრინციპების სრულყოფისა და მეთოდური წინადადებების შემუშავებას, საზედამხედველო ობიექტების სახელმწიფო რეესტრისა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებართვების უწყებრივი რეესტრის წარმოებას.

6. საზედამხედველო ობიექტების ტექნიკური უსაფრთხოების მდგომარეობის, ავარიისა და უბედური შემთხვევის მიზეზების, ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში სამართლებრივი და ნორმატიული მოთხოვნების გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და გაცვლა ხდება ყველა დონეზე და ზემოთ დასახელებული ყველა ორგანოს მიერ.

7. საზედამხედველო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებენ ტექზედამხედველობის უფროსი, აგრეთვე მისი მოადგილეები – საზედამხედველო სფეროების მიხედვით, მათი მოვალეობების განაწილების შესაბამისად.

    მუხლი 6. საზედამხედველო საქმიანობის ორგანიზება

1. საზედამხედველო ობიექტების სირთულის, მათი მდებარეობისა და საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების თავისებურების მიხედვით ტექზედამხედველობის ორგანოებში გამოიყენება სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანიზების შემდეგი ფორმები:

ა) ინდივიდუალური – მთავარი სპეციალისტის ინდივიდუალური მიმაგრება ერთ ან რამდენიმე ობიექტზე;

ბ) ჯგუფური – ჯგუფის შემადგენლობაში მთავარი სპეციალისტების მიერ საზედამხედველო საქმიანობის განხორციელება ინდივიდუალური მიმაგრების გარეშე;

გ) კომბინირებული – რთულ ობიექტზე მთავარი სპეციალისტის ინდივიდუალური მიმაგრება სხვა საზედამხედველო ობიექტზე ზედამხედველობის განსახორციელებელი ჯგუფის შემადგენლობაში.

2. გადაწყვეტილება საზედამხედველო საქმიანობის კონკრეტული ფორმის გამოყენების შესახებ მიიღება ტექზედამხედველობის უფროსის ბრძანებით.

3. ჯგუფის შემადგენლობაში ორი ან მეტი მთავარი სპეციალისტის არსებობისას, ტექზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ერთი მათგანი ინიშნება ჯგუფის უფროსად. მათ შორის განაწილებული უნდა იყოს ვალდებულებები მუშაობის, კონკრეტული რეგიონისა და მიმართულების მიხედვით.

4. ზედამხედველობის ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეიქმნას შტატგარეშე სპეციალისტთა ჯგუფები.

5. ახლად მიღებულ მთავარ სპეციალისტს სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულების უფლება ეძლევა მხოლოდ სტაჟირების გავლის შემდეგ.

6. ზედამხედველობის ორგანიზების ჯგუფური ან კომბინირებული ფორმის შემთხვევაში ჯგუფის მუშაობა წარიმართება ტექზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით. ჯგუფის ხელმძღვანელად ინიშნება მისი მოადგილე ან გამოცდილი მთავარი სპეციალისტი.

7. ზედამხედველობის ორგანიზების ჯგუფური ფორმის დროს ჯგუფის ხელმძღვანელი:

ა) ჯგუფის წევრებს შორის ანაწილებს ვალდებულებებს და ორგანიზებას უწევს შემოწმების განხორციელებას;

ბ) ადგენს საზედამხედველო ობიექტის შემოწმების გეგმას, აცნობს მას ჯგუფის წევრებს, აგრეთვე საზედამხედველო ობიექტის ხელმძღვანელს;

გ) აკონტროლებს შემოწმების განხორციელების გეგმის შესრულებას;

დ) უშუალოდ მონაწილეობს საზედამხედველო ობიექტის შემოწმებაში და განაზოგადებს შემოწმების შედეგებს.

8. საზედამხედველო ობიექტზე მიმაგრებული მთავარი სპეციალისტი თავის მუშაობას გეგმავს ობიექტზე ტექნიკური უსაფრთხოების კონკრეტული პირობებიდან, ავარიულობისა და ტრავმატიზმის მდგომარეობიდან გამომდინარე.

9. ტექზედამხედველობის მთავარი სპეციალისტი თავისი სპეციალიზაციის მიხედვით:

ა) შეისწავლის სპეციალურ ტექნიკურ ლიტერატურას;

ბ) განაზოგადებს და აანალიზებს საქმის მდგომარეობას საზედამხედველო ობიექტებზე;

გ) აკონტროლებს გაცემული მიწერილობების შესრულებას;

დ) უწევს მეთოდურ დახმარებას სხვა სპეციალისტებს;

ე) ამზადებს საჭირო წინადადებებს, ცნობებს, წერილებსა და ანგარიშებს.

10. მთავარი სპეციალისტის სპეციალიზაცია დგინდება მისი სპეციალობის, კვალიფიკაციისა და წინა სამუშაოს გამოცდილების გათვალისწინებით.

    მუხლი 7. საზედამხედველო საქმიანობის დაგეგმვა

1. ტექზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის წლიური გეგმა მუშავდება ტექზედამხედველობის სტრატეგიული პოლიტიკისა და მითითებების შესაბამისად, რომლებიც გამომდინარეობს ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემებიდან და მონიტორინგის შედეგებიდან. საჭიროების შემთხვევაში, საზედამხედველო ობიექტებზე ტექნიკური უსაფრთხოების მდგომარეობიდან გამომდინარე, სამუშაო გეგმაში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

2. ტექზედამხედველობის ორგანოების წლიური გეგმა უნდა ითვალისწინებდეს:

ა) ტექზედამხედველობის სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

ბ) საზედამხედველო ობიექტებზე ტექნიკური უსაფრთხოების მდგომარეობის ოპერატიულ, კომპლექსურ და მიზნობრივ შემოწმებებს;

გ) საზედამხედველო ობიექტზე ტრავმატიზმის, ავარიულობისა და კონკრეტული გარემოების მიზეზების ანალიზიდან გამომდინარე საკითხებს;

დ) მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ობიექტის ზედამხედველობას;

ე) ობიექტზე ავარიისა და ტრავმატიზმის თავიდან ასაცილებელ ღონისძიებათა შესრულების შემოწმებას;

ვ) საზედამხედველო საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებებს;

ზ) ტექზედამხედველობის უფროსის ბრძანებების შესრულების შემოწმებას;

თ) ტექზედამხედველობის სათათბირო საბჭოს სხდომაზე საზედამხედველო ობიექტის ხელმძღვანელის ინფორმაციის განხილვისას სათანადო მასალების მომზადებას;

ი) ტექზედამხედველობის ორგანოებისა და ცალკეული მთავარი სპეციალისტების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშების განხილვას.

თავი IV

საზედამხედველო ღონისძიებათა განხორციელება

    მუხლი 8. საერთო დებულებები

1. საზედამხედველო ღონისძიებათა განხორციელებისას გამოიყენება ოპერატიული, მიზნობრივი და კომპლექსური შემოწმებები.

2. საზედამხედველო ობიექტზე, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა სასიკვდილო შედეგით ან ავარია, რომლის შედეგებს შეეძლო გამოეწვია ადამიანთა მსხვერპლი, ტექზედამხედველობა ახორციელებს ტექნიკური უსაფრთხოების რიგგარეშე, კომპლექსურ ან მიზნობრივ შემოწმებას ტექნიკური გამოკვლევის კომისიის შედეგებისა და ავარიის ან უბედური შემთხვევის დადგენილი მიზეზების გათვალისწინებით.

3. ტექზედამხედველობის ორგანოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ნებისმიერი გეგმური შემოწმება ხორციელდება ტექზედამხედველობის უფროსის ბრძანების საფუძველზე. მთავარი სპეციალისტი მოვალეა აღნიშნული ბრძანების ასლი სამსახურებრივ პირადობის მოწმობასთან ერთად წარუდგინოს საზედამხედველო ობიექტს.

4. შემოწმების პროცესში შესაძლებელია მონაწილეობდნენ მოწვეული ექსპერტები ისეთი საკითხების შესასწავლად, რომლებიც სპეციალურ ცოდნასა და უნარს საჭიროებენ, და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ტექზედამხედველობისათვის.

5. ტექზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელი და მთავარი სპეციალისტები ვალდებული არიან იცოდნენ უსაფრთხოების ნორმებითა და წესებით დადგენილი საპროექტო გადაწყვეტა, შესამოწმებელი მოწყობილობა, დანადგარი, ტექნოლოგია, წარმოება, მათი სუსტი მხარეები და შესაძლო საფრთხე, უსაფრთხოების ტექნიკის მოქმედი წესები და ნორმატიული დოკუმენტები, მეთოდური მითითებები; ფლობდნენ გამოსაკვლევი ობიექტის ანალოგებთან დაკავშირებული ავარიების, უბედური შემთხვევებისა და მათი მიზეზების შესახებ ინფორმაციას.

    მუხლი 9. შემოწმების მომზადება

1. ნებისმიერი შემოწმების დაწყებამდე მიმდინარეობს საზედამხედველო ობიექტის შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიზი. ასეთი ანალიზის შედეგად დგინდება:

ა) შემოწმების დროს განსახილველი საკითხების ნუსხა;

ბ) ზოგადი ინფორმაცია ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ საკანონმდებლო და ნორმატიულ-ტექნიკური მოთხოვნების, საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციის ნებართვის პირობების, საზედამხედველო ობიექტის მიერ მოწოდებული შეტყობინებების, ანგარიშებისა და სხვა ნებისმიერი ინფორმაციის, ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის, ავარიისა და უბედური შემთხვევის მიზეზების საფუძველზე;

გ) ადრე განხორციელებული შემოწმებისას განხორციელებული ღონისძიებები, შედეგები, დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა;

დ) შემოწმების დროს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესის გარკვეული ასპექტების შესწავლის მიზნით შემოწმების პროცესში ექსპერტების მონაწილეობის საჭიროება.

2. საზედამხედველო ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად ოპერატიული შემოწმების შესახებ ტექზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს ასეთი შემოწმების მოცულობას, შემმოწმებელ პირებს, შემოწმების დაწყებისა და დამთავრების თარიღს და სხვა საკითხებს, ტექზედამხედველობის უფროსის მოადგილესთან ერთად (საზედამხედველო სფეროს მიხედვით) მიიღება გადაწყვეტილება ოპერატიული შემოწმების განხორციელების შესახებ.

    მუხლი 10. შემოწმების განხორციელება

1. საზედამხედველო ობიექტზე მისვლისთანავე შემმოწმებელი ვალდებულია ობიექტის ხელმძღვანელობას ან ობიექტის სრულუფლებიან წარმომადგენელს წარუდგინოს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და ტექზედამხედველობის უფროსის ბრძანება.

2. შემოწმების დაწყებამდე შეიძლება გაიმართოს წინასწარი შეხვედრა შემოწმების მიზნებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

3. აუცილებლობის შემთხვევაში შემოწმების განხორციელების პროცესში შემმოწმებელს უფლება აქვს მიმართოს ობიექტის ხელმძღვანელს ზოგიერთი საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე, თუ სხვა გზით შემოწმების სამუშაოთა შესრულება შეუძლებელია. აღნიშნულმა მოქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს ავარიული სიტუაციის შექმნა.

4. ობიექტის ხელმძღვანელი ვალდებულია ხელი შეუწყოს შემმოწმებელს შემოწმებისას მისი კანონიერი მოქმედების განხორციელებაში.

5. შემოწმების პროცესში მონაწილეობის მიღების თაობაზე ობიექტის წარმომადგენლის უარი საბაბი არ არის საკონტროლო მოქმედების შესაჩერებლად.

6. შემოწმება არ აჩერებს საზედამხედველო ობიექტის საწარმოო პროცესს, გარდა ტექნოლოგიური პროცესის ექსპლუატაციის ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა და სხვა ობიექტური ტექნიკური გარემოებებისა.

7. შემოწმების პროცესში შემმოწმებელი უფლებამოსილია ახსნა-განმარტება ჩამოართვას პირებს, რომლებიც საზედამხედველო ობიექტის სახელით მონაწილეობენ შემოწმებაში, ან ობიექტის სხვა თანამშრომლებს. გარდა ამისა, შემმოწმებელს უფლება აქვს დაუბრკოლებლად მიიღოს მათგან ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია ობიექტის საქმიანობის შესახებ ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში.

8. ობიექტის ხელმძღვანელობა ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში აღჭურვოს შემმოწმებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, მიაწოდოს მას ინფორმაცია უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის შესახებ, გამოუყოს სამუშაო ადგილი და უზრუნველყოს მისთვის ორგანიზაციული ტექნიკის (ფაქსი, ქსეროქსი და სხვ.) ხელმისაწვდომობა.

9. ფოტოები და ვიდეოჩანაწერები გამოიყენება როგორც ვიზუალური მტკიცებულება, რომელიც საშუალებას იძლევა შედგენილ იქნეს უფრო ზუსტი ანგარიში შემოწმების შესახებ, მტკიცებულებები სასამართლო განხილვისა და საზედამხედველო ობიექტზე გამოვლენილი პირობების ობიექტურად აღწერისათვის. ამისათვის უნდა გამოიყენებოდეს ფოტოაპარატი (ვიდეოკამერა) თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით, ან შემმოწმებელმა უნდა დააფიქსიროს ეს ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

    მუხლი 11. ოპერატიული შემოწმება

1. ოპერატიული შემოწმება ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლის ძირითადი ფორმაა.

2. შემოწმების პროცესში გამოვლენილ უნდა იქნეს ტექნიკური უსაფრთხოების წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების ყველა არსებული დარღვევა, მათ შორის ცალკეული დანადგარებისა და მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობის შეუსაბამობა ნორმატიული აქტების (წესების) მოთხოვნებთან (შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის დასადგენად), გაიცეს მიწერილობა მათი აღმოფხვრის შესახებ, შემოწმდეს ადრე გაცემული მიწერილობის შესრულება.

3. ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა ისეთი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც საშიშროებას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან შეიძლება გამოიწვიოს ავარია, შემმოწმებელი ვალდებულია შეაჩეროს საწარმოო პროცესის (სამუშაოს) მიმდინარეობა და აუხსნას ობიექტის ხელმძღვანელობას თავისი მოქმედების მიზეზები.

4. თუ შემმოწმებელი თვლის, რომ გამოვლენილი დარღვევა არ არის სერიოზული საშიშროება ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის და მისი აღმოფხვრა შესაძლებელია სამუშაოს წარმოების პროცესში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნოლოგიური პროცესის პირობების გამო შეუძლებელია სამუშაოს დაუყოვნებლივ გაჩერება, მაშინ მან უნდა დაადგინოს დარღვევის აღმოფხვრის საკონტროლო ვადა და მუშაობის პროცესში ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ სავალდებულოდ განსახორციელებელი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიებები.

5. ოპერატიული შემოწმების შედეგები განიხილება ტექზედამხედველობის ორგანოში.

    მუხლი 12. მიზნობრივი შემოწმება

1. მიზნობრივი შემოწმება იგეგმება საზედამხედველო ობიექტებზე საწარმოო ტრავმატიზმისა და ავარიულობის შედეგების ანალიზის, ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და ნორმების გამოვლენილი დარღვევების, აგრეთვე ტექზედამხედველობის ხელმძღვანელობის მითითების საფუძველზე. მიზნობრივი შემოწმება, როგორც წესი, ტარდება ტექზედამხედველობის ორგანოების სამუშაო გეგმის შესაბამისად ტექნიკური უსაფრთხოების ცალკეული საკითხების ღრმად შესწავლის მიზნით.

2. ტექზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის წინადადებით შეიძლება განხორციელდეს იმ საზედამხედველო ობიექტის მსგავსი ობიექტების გეგმით გაუთვალისწინებელი მიზნობრივი შემოწმება, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა სასიკვდილო შედეგით ან ავარია, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ადამიანის მსხვერპლი.

3. მიზნობრივი შემოწმება არ უნდა გამორიცხავდეს ტექნიკური უსაფრთხოების სხვა საკითხებთან დაკავშირებული დარღვევების გამოვლენას.

4. მიზნობრივ შემოწმებას ახორციელებს მთავარ სპეციალისტთა ჯგუფი და, როგორც წესი, ხელმძღვანელობენ ტექზედამხედველობის ორგანოს უფროსი ან მისი მოადგილე.

5. მიზნობრივი შემოწმების დროს უნდა შემოწმდეს და შეფასდეს:

ა) ტექნოლოგიური პროცესის, მიმდინარე სამუშაოების შესაბამისობა საპროექტო და ტექნიკურ მოთხოვნებთან;

ბ) საზედამხედველო ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისობა ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და ნორმების მოთხოვნებთან;

გ) მიზნობრივი და კომპლექსური შემოწმების შედეგების საფუძველზე ადრე გაცემული მიწერილობების, აგრეთვე ოპერატიული შემოწმების დროს ბოლო მიწერილობის შესრულება;

დ) ობიექტზე საწარმოო კონტროლის ან ტექნიკური უსაფრთხოების მართვის ფუნქციონირების ეფექტიანობა;

ე) ტექზედამხედველობის მიერ გაცემული საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციისა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შესრულება.

6. მიზნობრივი, აგრეთვე კომპლექსური შემოწმების მიმდინარეობისას შემმოწმებელს უფლება აქვს დამოუკიდებლად გასცეს მიწერილობა ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევების აღმოფხვრის შესახებ. შემოწმების დასრულების შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელის ხელმოწერით გაიცემა განზოგადებული მიწერილობა.

7. მიზნობრივი შემოწმების შედეგები განიხილება ტექზედამხედველობის უფროსის მოადგილესთან საზედამხედველო სფეროს მიხედვით.

    მუხლი 13. კომპლექსური შემოწმება

1. კომპლექსური შემოწმება, როგორც წესი, ტარდება ტექზედამხედველობის ორგანოების სამუშაო გეგმის შესაბამისად, საზედამხედველო ობიექტებზე ტექნიკური უსაფრთხოების მდგომარეობისა და სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების პირობების უზრუნველყოფის მიზნით, ფაქტობრივად განხორციელებულ ღონისძიებათა დეტალური შემოწმებისათვის, აგრეთვე საწარმოო კონტროლის ან ტექნიკური უსაფრთხოების მართვის ფუნქციონირების ეფექტიანობის შესაფასებლად.

2. კომპლექსური შემოწმება იგეგმება ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და ნორმების გამოვლენილი დარღვევების, საწარმოო ტრავმატიზმისა და ავარიულობის, აგრეთვე ტექზედამხედველობის ხელმძღვანელობის მითითების საფუძველზე.

3. კომპლექსური შემოწმების მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტექნიკური უსფრთხოების შედარებით რთული პრობლემებისა და გადაუწყვეტელი საკითხების გამოვლენას. ასეთ შემოწმებას ატარებს ერთდროულად ტექზედამხედველობის რამდენიმე ორგანოს მთავარი სპეციალისტებისაგან შემდგარი ჯგუფი ტექნიკური უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულებით.

4. კომპლექსური შემოწმების დროს, გარდა მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებისა, დამატებით უნდა შემოწმდეს და შეფასდეს ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესრულება, ობიექტის ხელმძღვანელ პირთა და სპეციალისტთა მომზადებისა და ატესტაციის, აგრეთვე სხვა მუშაკთა სწავლებისა და ინსტრუქტაჟის უზრუნველყოფის საკითხები.

5. კომპლექსური შემოწმების შედეგები, როგორც წესი, განიხილება ტექზედამხედველობის უფროსთან, საჭიროების შემთხვევაში სათათბირო საბჭოს სხდომაზე.

    მუხლი 14. შიდა საწარმოო კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმება

1. შიდა საწარმოო კონტროლის სისტემის ან საწარმოო უსაფრთხოების მართვის სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის შემოწმებას ტექზედამხედველობის ორგანოები ახორციელებენ სისტემატურად საზედამხედველო ობიექტზე საზედამხედველო საქმიანობის შედეგების ანალიზისა და ტექნიკური უსაფრთხოების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე. მათ შორის მოწმდება:

ა) ხელმძღვანელი პირების მონაწილეობა საწარმოო კონტროლისა და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზებასა და განხორციელებაში;

ბ) საწარმოო კონტროლის სამსახურის ან პასუხისმგებელი პირების არსებობა;

გ) საზედამხედველო ობიექტის ხელმძღვანელობის, აგრეთვე საწარმოო კონტროლის სამსახურის ან პასუხისმგებელი პირების მიერ ტექნიკური უსაფრთხოების მდგომარეობის ანალიზის ჩატარება;

დ) ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;

ე) საწარმოო კონტროლის სამსახურის ან პასუხისმგებელი პირების უზრუნველყოფა საჭირო სამართლებრივი და ნორმატიული დოკუმენტებით;

ვ) ავარიასაწინაღო მზადყოფნის უზრუნველყოფა;

ზ) ტექნიკური მოწყობილობის სარემონტო სამუშაოებისა და მომსახურების დროულობა.

2. აღნიშნული ანალიზის შედეგებით კეთდება დასკვნა საწარმოო კონტროლის ან მისი ცალკეული ელემენტის ეფექტიანობის ან არაეფექტიანობის შესახებ.

    მუხლი 15. ნებართვის მოქმედების პირობათა შესრულების შემოწმება

1. საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისას სისტემატურად მოწმდება ტექზედამხედველობის ორგანოების მიერ გაცემული ნებართვის პირობების შესრულება. ასეთი შემოწმების ამოცანაა:

ა) ნებართვის მოქმედების პირობების სრულად დაცვის შეფასება;

ბ) სანებართვო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის დაჯარიმება;

გ) ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობისას ნებართვის გაუქმება;

დ) გაცემული ნებართვის პირობების კორექტირება საზედამხედველო ობიექტზე იმ ორგანიზაციულ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების დროს, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ ტექნიკური უსაფრთხოების მდგომარეობაზე და რომლებიც არ იქნა გათვალისწინებული ადრე ნებართვის გაცემისას.

2. საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს ტექზედამხედველობის ორგანოების გადაწყვეტილების მომზადება შესაბამისი ნებართვის გაცემის ან გაუქმების შესახებ. ამისათვის შემოწმების შედეგების საფუძველზე გაცემულ მიწერილობებში უნდა აისახოს საზედამხედველო ობიექტის მიერ ნებართვის მოქმედების პირობების დაცვის შესახებ შესაბამისი დასკვნები.

3. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა, სანებართვო პირობების შემოწმება ან მისი გაუქმება რეგულირდება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 16. ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზა

1. ტექზედამხედველობის ორგანოები ,,საშიში საწარმოო ობიექტის ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის (საქტექზედამხედველობა) უფროსის 2003 წლის 17 ივლისის №20 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად განიხილავენ:

ა) საზედამხედველო ობიექტის გაფართოების, რეკონსტრუქციის, ტექნიკური გადაიარაღების, მშენებლობის პროექტებს;

ბ) სამთო სამუშაოთა წლიური განვითარების გეგმებს;

გ) მიწისქვეშა ნაგებობების (რომელიც არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან) მშენებლობის პროექტებს;

დ) გაზმომარაგების სისტემების, მაგისტრალური გაზ- , ნავთობ- და პროდუქტსადენების მშენებლობის პროექტებს;

ე) მუშაობის ნორმატიული ვადის გასვლის შემდეგ საზედამხედველო ობიექტზე საფრთხის შემცველი მოწყობილობის ექსპლუატაციის საკითხებს;

ვ) საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საწარმოო-ტექნიკურ დოკუმენტაციას.

2. ექსპერტიზის მიზანია საზედამხედველო ობიექტის პროექტით გათვალისწინებული ტექნიკური მოწყობილობისა და დანადგარების, ტექნოლოგიური მოწყობილობისა და ტექნოლოგიური პროცესების შესაბამისობის შეფასება ტექნიკური უსაფრთხოების მოქმედ ნორმებსა და წესებთან და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან.

3. ექსპერტიზის ჩატარების პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: საწყისი ეტაპი; ექსპერტიზის პროცესი; ექსპერტიზის დასკვნა.

4. საწყის ეტაპზე განისაზღვრება ექსპერტიზის ობიექტი და მისი მოწყობის ვადები, მზადდება იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომელიც აუცილებელია ექსპერტიზისათვის მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. ექსპერტიზის პროცესი მოიცავს ობიექტის ექსპერტიზისათვის აუცილებელი მასალებისა და დოკუმენტების შერჩევას, ტექზედამხედველობის მთავარი სპეციალისტის ან მთავარ სპეციალისტთა ჯგუფის გამოყოფას და ექსპერტიზის მოწყობას. ჯგუფის შემთხვევაში მისი მუშაობის შედეგებისათვის პასუხისმგებელი პირი შეიძლება იყოს ტექზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე.

6. მთავარ სპეციალისტთა ჯგუფის არსებობისას ექსპერტიზის დასკვნის პროექტის მოსამზადებლად ყოველი სპეციალისტის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შედეგები ფორმდება ანგარიშის სახით. ანგარიშებისათვის პასუხისმგებელი პირი განაზოგადებს და აფორმებს ექსპერტიზის დასკვნას, რომლის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება დადებითი ან უარყოფითი დასკვნის შესახებ.

7. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში მთავარი სპეციალისტის ან პასუხისმგებელი პირის დასკვნაში უნდა აისახოს ასეთი გადაწყვეტილების დასაბუთებული შედეგები ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებისა და წესების, სახელმწიფო სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა დოკუმენტაციის შესაბამისი მუხლების, პუნქტების მითითებით.

    მუხლი 17. ტექზედამხედველობის ორგანოს მონაწილეობა საზედამხედველო ობიექტზე დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობის ან/და ხაზის ექსპლუატაციაში მიღებისას

1. საზედამხედველო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება წარმოებს არსებული წესით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

2. საზედამხედველო ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად ობიექტის მფლობელს უნდა გააჩნდეს ტექზედამხედველობის ორგანოს მიერ დამოწმებული გამოცდის აქტები საზოგადოებრივ და საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო საშიში საწარმოო ობიექტის შემთხვევაში – ტექნოლოგიური მოწყობილობის ან/და ხაზის შესახებ.

3. გამოცდის აქტების დამოწმებამდე სათანადო უფლებამოსილების მქონე ტექზედამხედველობის წარმომადგენელი:

ა) აკონტროლებს პროექტით გათვალისწინებული ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს, საექსპლუატაციოდ გადასაცემი ობიექტის უზრუნველყოფას სათანადოდ მომზადებული პერსონალით;

ბ) მონაწილეობს საზედამხედველო ობიექტზე ტექნოლოგიური პროცესის, მისი ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის სისტემების მუშაუნარიანობის გამოცდა-შემოწმებაში;

გ) აანალიზებს ობიექტზე გამოყენებული და განთავსებული საფრთხის შემცველი საზედამხედველო მოწყობილობის, მანქანა-დანადგარების, ტექნოლოგიური პროცესების შესაბამისობას მათ სერტიფიკატებში, ტექნიკურ პასპორტებსა და ექსპლუატაციის ინსტრუქციებში მოცემულ უსაფრთხოების მოთხოვნებთან;

დ) ამოწმებს ობიექტზე ყველა ფარული სამუშაოს (დამიწება, მიწისქვეშა რეზერვუარების, მილსადენებისა და სხვათა მოწყობა), აგრეთვე ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის სისტემების გამოცდის აქტების არსებობას.

4. ობიექტზე ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების გამოვლენის, აგრეთვე წინმსწრები ზედამხედველობისას ადრე მითითებული ღონისძიებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ტექზედამხედველობის წარმომადგენელი წერილობით მოახსენებს ობიექტის მფლობელს და ტექზედამხედველობის ხელმძღვანელობას.

5. საზედამხედველო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის საფუძველია:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობა;

ბ) ობიექტის მფლობელის მიერ ტექზედამხედველობის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ტექნოლოგიური მოწყობილობის ან/და ხაზის დათვალიერებაზე უარის თქმა ან ხელის შეშლა;

გ) საფრთხის შემცველი საზედამხედველო მოწყობილობის, მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიური პროცესის შეუსაბამობა ნორმატიულ- ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული უსაფრთხოების მოთხოვნებთან.

    მუხლი 18. ავარიისა და უბედური შემთხვევის ტექნიკური გამოკვლევის კომისიის წინადადებების შესრულების შემოწმება

1. საშიშ საწარმოო ობიექტზე მომხდარი ავარიის ან/და უბედური შემთხვევის ყოველ ფაქტზე მიმდინარეობს მისი მიზეზების ტექნიკური გამოკვლევა წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოკვლევისა და აღრიცხვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს 1997 წლის 4 აპრილის №39 ბრძანებითა და საშიშ საწარმოო ობიექტებზე უბედური შემთხვევის გარეშე მომხდარი ავარიების ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2003 წლის 17 ივლისის №21 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მიხედვით.

2. ავარიის ან/და უბედური შემთხვევის გამოკვლევა მიზნად ისახავს დადგინდეს მათი წინაპირობის გარემოებები და მიზეზები, ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებისა და წესების, მოწყობილობის ექსპლუატაციის წესებისა და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევების ხასიათი, გამოვლინდეს ავარიისა და უბედური შემთხვევისათვის პასუხისმგებელი პირები, დაისახოს ღონისძიებები მათი შედეგების აღმოსაფხვრელად და შემუშავდეს საჭირო ღონისძიებები ანალოგიური ავარიებისა და უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ამ და სხვა საზედამხედველო ობიექტებზე.

3. გამოკვლევის შედეგების საფუძველზე კომისიის მიერ შემუშავებული ღონისძიებები სავალდებულოა შესასრულებლად საზედამხედველო ობიექტისათვის.

4. ტექნიკური გამოკვლევის კომისიის წინადადებების შესრულების კონტროლს ექვემდებარება ავარიისა და უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად კომისიის მიერ ღონისძიებების შესრულების დროულობა და ასეთი ღონისძიებებისა და სამუშაოების შესრულების სისრულე და ხარისხი.

5. კომისიის მიერ პროფილაქტიკური ღონისძიებების შესრულების კონტროლი უნდა აისახოს ტექზედამხედველობის ორგანოების სამუშაო გეგმებში.

თავი V

კონტროლის ღონისძიებათა შედეგები

    მუხლი 19. მიწერილობის გაცემა და მისი შესრულების კონტროლი

1. მიწერილობის გაცემა შემოწმების შედეგების გაფორმების სავალდებულო პროცედურაა. მიწერილობა დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი პირი რჩება შემმოწმებელთან შემდგომი მოქმედების განსახორციელებლად, ხოლო მეორე ეგზემპლარი ბარდება ობიექტის წარმომადგენელს. მიწერილობის მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად.

2. მიწერილობის ფორმები მოცემულია დანართის სახით.

3. მიწერილობაში აისახება:

ა) შემოწმების მონაწილეთა შემადგენლობა;

ბ) შემოწმების დროს განხილული ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები;

გ) ადრე გაცემული მიწერილობის შესრულების შემოწმების შედეგები;

დ) ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების, უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა გამოვლენილი დარღვევები შესაბამისი პარაგრაფების, მუხლების, პუნქტების სავალდებულო მითითებით, აგრეთვე გამოვლენილი დარღვევის მოკლე აღწერა;

ე) ტექზედამხედველობის მთავარი სპეციალისტის გადაწყვეტილება სამუშაოს შეჩერების ან დარღვევების აღმოსაფხვრელად გარკვეული ვადის მიცემის შესახებ. ვადის განსაზღვრა იმ დარღვევების აღმოსაფხვრელად, რომლებიც საშიშიროებას უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დაუშვებელია. ამ შემთხვევაში სამუშაოთა წარმოება უნდა შეჩერდეს დარღვევის სრულად აღმოფხვრამდე;

ვ) სანქცია, რომელიც ტექზედამხედველობის მთავარმა სპეციალისტმა გამოიყენა ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის გამო.

4. მიწერილობაში მითითებული ტექნიკური უსაფრთხოების ღონისძიებათა შესრულების ვადებს ადგენს ტექზედამხედველობის მთავარი სპეციალისტი, გამოვლენილი დარღვევების პოტენციური საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით (როგორც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ისე ქონების მიმართ).

5. ობიექტისათვის პასუხისმგებელი პირის მხრიდან მიწერილობის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში მიწერილობაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ამასთან, მას შეიძლება დაერთოს ობიექტის წარმომადგენლის წერილობითი განმარტება მიწერილობასთან დაკავშირებით.

6. ობიექტის წარმომადგენლის მიერ შემოწმების შესახებ მიწერილობის ხელმოწერაზე უარი არ არის საბაბი, რომ მიწერილობაში აღნიშნული დარღვევები არ იქნეს აღმოფხვრილი.

7. მიზნობრივი და კომპლექსური შემოწმების დასრულების შემდგომ ჯგუფის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრების მიერ შედგენილი ანგარიშების საფუძველზე ადგენს მიწერილობას შემოწმების შესახებ.

8. ნებისმიერი შემოწმების შედეგების შემმოწმებელმა (ან ჯგუფის ხელმძღვანელმა) უნდა მოახსენოს შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ პირს.

9. აუცილებლობისას მიწერილობის ასლი თანდართულ მიმართვა-წერილთან ერთად გაეგზავნებათ დაინტერესებულ ორგანიზაციებს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

10. მიწერილობა და ტექნიკური უსაფრთხოების მდგომარეობის ამსახველი სხვა მასალები ტექზედამხედველობის ორგანოებში ინახება ხუთი წლის განმავლობაში. მიწერილობები შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ დადგენილი წესით აღირიცხება ტექზედამხედველობის ორგანოს მიწერილობების აღრიცხვის ჟურნალში. ჟურნალის ფორმა და მისი წარმოების წესი განისაზღვრება ტექზედამხედველობის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

11. გაცემული მიწერილობების შესრულების კონტროლი ტექზედამხედველობის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა, რომელიც ხორციელდება საზედამხედველო ობიექტის განმეორებითი (გეგმური) შემოწმების ან მიწერილობის შესრულების სპეციალური შემოწმების გზით (შედეგები ფორმდება მიწერილობის სახით, შესრულებული სამუშაოების მითითებით).

12. მიწერილობის (ან მისი ცალკეული პუნქტების) შეუსრულებლობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ტექზედამხედველობის წარმომადგენელი ვალდებულია საზედამხედველო ობიექტის ხელმძღვანელობისაგან მოითხოვოს წერილობითი განმარტება.

13. თუ მიწერილობის (ან მისი ცალკეული პუნქტების) შეუსრულებლობის მიზეზი არ შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ, მაშინ ხდება შესაბამისი სამუშაოს შეჩერება. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში დასაშვებია მიწერილობის შესრულების ვადის გაგრძელება იმ პირობით, რომ საზედამხედველო ობიექტის ხელმძღვანელები განახორციელებენ დამატებით ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დარღვევათა აღმოფხვრამდე სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებას.

14. შეჩერებული ობიექტის, უბნის, საამქროს მუშაობის ან ცალკეული სამუშაოს განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საზედამხედველო ობიექტის მიერ მიწერილობაში მითითებული ყველა პუნქტის შესრულების შესახებ ტექზედამხედველობისათვის შეტყობინებისა და ადგილზე მიწერილობაში აღნიშნული დარღვევების გადამოწმების საფუძველზე.

    მუხლი 20. რეაგირება უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებისათვის

1. ტექზედამხედველობის ხელმძღვანელი პირების მიერ საწარმოში დარღვევებისათვის რეაგირების ზომების გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრულ ფარგლებში.

2. რეაგირების ზომების გამოყენებას შეუძლია უშუალოდ შეზღუდოს საზედამხედველო ობიექტის საქმიანობა ან დაადოს შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი მის ხელმძღვანელობას, პასუხისმგებელ პირებს ან მის მუშაკებს, რომელთა საქმიანობა ან უმოქმედობა გახდა ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის, ავარიის, უბედური შემთხვევის ან ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშიშროების წარმოქმნის მიზეზი.

3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ტექზედამხედველობას უფლება აქვს:

ა) საზედამხედველო ობიექტის ხელმძღვანელობას მისცეს სავალდებულოდ შესასრულებელი მიწერილობა ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის შესახებ;

ბ) საზედამხედველო ობიექტის ხელმძღვანელობას მისცეს იმ სამუშაოს გაჩერების მიწერილობა, რომელიც მიმდინარეობს ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევით, უკიდურეს შემთხვევაში მისი თანდასწრებით, იძულებით (პლომბის დასმით) შეაჩეროს სამუშაო;

გ) შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გაცემული ნებართვის მოქმედება;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დაუყოვნებლივ გადასცეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილ ორგანოს;

ე) სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადასცეს საგამოძიებო ორგანოებს;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედება.

თავი VI

ტექზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის ანალიზი და შემოწმება

    მუხლი 21. საზედამხედველო საქმიანობის შედეგების ანალიზი და მისი გამოყენება

1. ტექზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის შედეგების ანალიზი არის საზედამხედველო საქმიანობის აუცილებელი ნაწილი, რომელიც მოიცავს მის ყველა მიმართულებას.

2. ტექზედამხედველობის ორგანოებში აღრიცხვასა და ანალიზს ექვემდებარება:

ა) საზედამხედველო ობიექტების ჩამონათვალი და მათი განაწილება თითოეულ მთავარ სპეციალისტზე;

ბ) საზედამხედველო ობიექტის შემოწმების შედეგების საფუძველზე გაცემული მიწერილობები;

გ) საზედამხედველო ობიექტის შეტყობინებები ტექზედამხედველობის მთავარი სპეციალისტების მიერ გამოვლენილი ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევათა აღმოფხვრის შესახებ;

დ) IV თავის შესაბამისად შესრულებული საზედამხედველო საქმიანობის შედეგები;

ე) ტექზედამხედველობის სახელით გამოყენებული სანქციის ქმედუნარიანობის მახასიათებელი მასალები;

ვ) ორგანოს ანგარიში და საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის მახასიათებელი სხვა ინფორმაცია.

3. საზედამხედველო საქმიანობის შედეგების შეგროვება, აღრიცხვა და ანალიზი წარმოებს ტექნიკური უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირების და სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების სრულყოფისათვის.

4. საზედამხედველო საქმიანობის სრულყოფისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელების მიზნით ტექზედამხედველობის ორგანოებში კვარტალში ერთხელ ხდება ჩატარებული შემოწმების შედეგების შეჯამება და განზოგადება, ნორმატიულ-ტექნიკური მუშაობისა და ტექნიკური უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხილვა.

5. საჭიროებისას ანალიზის შედეგების მიხედვით ტექზედამხედველობა საზედამხედველო ობიექტის ხელმძღვანელებს აწვდის განზოგადებულ ინფორმაციას კონკრეტული მიმართულებით ტექნიკური უსაფრთხოების მდგომარეობის, მომხდარი ავარიისა და უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზებისა და განსახორციელებელი პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ.

    მუხლი 22. ტექზედამხედველობის ორგანოების შემოწმება

1. ტექზედამხედველობის ორგანოების საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით ხდება მათი პერიოდული შემოწმება. შემოწმა იმართება ორ წელიწადში ერთხელ, ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ტექზედამხედველობის ორგანოების შემოწმება მიმდინარეობს ტექზედამხედველობის უფროსის მიერ დამტკიცებული სამსახურებრივი დავალების შესაბამისად. შემოწმების შედეგები ფორმდება ცნობის სახით და განიხილება სათათბირო საბჭოს სხდომაზე.

3. შემოწმების პროცესში შეფასება ეძლევა:

ა) დოკუმენტაციის არსებობასა და მის წარმოებას;

ბ) ტექზედამხედველობის უფროსის ბრძანებების შესრულების კონტროლის ორგანიზებას;

გ) მუშაობის დაგეგმვის ხარისხს ავარიულობისა და ტრავმატიზმის, აგრეთვე საზედამხედველო საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით;

დ) დაგეგმილ საკონტროლო ღონისძიებათა დადგენილ ვადებში შესრულებას;

ე) შემოწმების შედეგების საფუძველზე გაცემული მიწერილობების ხარისხსა და საკონტროლო საკითხების სისრულეს;

ვ) გაცემული მიწერილობის შესრულების კონტროლის ეფექტიანობას და ასეთი კონტროლის განხორციელებას;

ზ) გაწეული საზედამხედველო საქმიანობის ხარისხს IV თავის შესაბამისად;

თ) მთავარ სპეციალისტთა მუშაობის გასაუმჯობესებლად მიღებული ღონისძიებების ეფექტიანობას;

ი) საზედამხედველო ობიექტებზე ტექნიკური უსაფრთხოების, საწარმოო ტრავმატიზმისა და ავარიულობის მდგომარეობის ანალიზის ხარისხს. აგრეთვე უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების ქმედუნარიანობას;

კ) საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისას პრინციპულობასა და მომთხოვნელობას;

ლ) მინიჭებულ უფლებათა ფარგლებში რეაგირების ზომების სრულად გამოყენებას;

მ) სამუშაოთა შეჩერებისა და განახლების სისწორეს და დასაბუთებას;

ნ) ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით, უსაფრთხოების წესებითა და მეთოდური მითითებებით უზრუნველყოფას;

ო) სხვა საზედამხედველო და მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობას და ერთობლივ სამუშაოთა შესრულებას;

პ) მუშაობის წლიური გეგმების შესრულებას;

ჟ) მთავარ სპეციალისტთა შემადგენლობის სწავლებას, ტექნიკური უსაფრთხოების საკითხების შესწავლის ორგანიზებას;

რ) საზედამხედველო სფეროში ნორმატიული ბაზის (უსაფრთხოების დებულებები, ინსტრუქციები) შემუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას;

ს) წინა შემოწმებისას მიცემული შენიშვნების შესრულების მდგომარეობას.

4. მთავარი სპეციალისტის წლიური მუშაობის შედეგებს განიხილავს ტექზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელი. შემოწმების შედეგები ფორმდება ცნობის სახით და განიხილება ტექზედამხედველობის უფროსის მოადგილესთან, საჭიროების შემთხვევაში სათათბირო საბჭოს სხდომაზე.

5. ტექზედამხედველობის მთავარი სპეციალისტის მიერ შედგენილი ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის აღმოფხვრის მიწერილობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, საზედამხედველო ობიექტის ექსპლუატაციის, ცალკეული სახის სამუშაოს მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ მიწერილობაში მითითებულ და სხვა არაკანონიერ, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას აუქმებს (ცვლის) ტექზედამხედველობის უფროსი.

თავი VII

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 23. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ფორმა 1

სსიპ – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია

მ ი წ ე რ ი ლ ო ბ ა

ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების აღმოფხვრის შესახებ

---------- ---------------------------- 200----წ.

______________________________________________________________________________________

(აღინიშნოს მიწერილობის ადრესატის

______________________________________________________________________________________

თანამდებობა, სახელი, გვარი)

მე, ___________________________________________________________________________________

(აღინიშნოს ტექზედამხედველობის დარგობრივი ან ტერიტორიული ორგანო)

 

ზედამხედველობის სამმართველოს _____________________________________________________

 (აღინიშნოს თანამდებობა, სახელი, გვარი)

_______________________________________________________________________________ ერთად

                                (შემოწმებაში მონაწილე პირთა თანამდებობები და გვარები)

ჩავატარე _____________________________________________________________________________

 (აღინიშნოს რა მოწმდება, შესამოწმებელი ობიექტის დასახელება, მისამართი)

 

____________________________________________________________________________ შემოწმება

შემოწმების დროს გამოვლინდა ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევები და საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და ტექზედამხედველობის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, წინადადება გეძლევათ შეასრულოთ შემდეგი ღონისძიებები:

 

გამოვლენილი დარღვევა უსაფრთხოების წესების შესაბამისი პარაგრაფების, მუხლების, პუნქტების მითითებით

ღონისძიების დასახელება

შესრულების ვადა

აღნიშვნა შესრულების შესახებ

1

2

3

4

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტექნიკური უსაფრთხოების ღონისძიებების შესრულება სავალდებულოა.

თუ არ ეთანხმებით ტექნიკური უსაფრთხოების ღონისძიებებს ან მათი შესრულების ვადებს, თქვენ უფლება გეძლევათ გაასაჩივროთ მიწერილობა ტექზედამხედველობის ხელმძღვანელობასთან მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

___________________________                                                                                  _____________   

 (შემმოწმებლის სახელი, გვარი)         200-----წ. ---------- ------------------------      (ხელმოწერა)

 

მიწერილობა შესასრულებლად მივიღე: _______________________________________________

                                                                                              (სახელი, გვარი, თანამდებობა)

 

200-----წ. --------- -------------------------------

                                                                                            (ხელმოწერა)

ფორმა 2

სსიპ – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია

მ ი წ ე რ ი ლ ო ბ ა

საზედამხედველო ობიექტის, საწარმოო უბნის, აგრეგატის მუშაობის, შენობა-ნაგებობის, სათავსის ექსპლუატაციის, ცალკეული სახის სამუშაოების მთლიანად ან

ნაწილობრივ შეჩერების შესახებ

---------- ---------------------------- 200----წ.

_____________________________________________________________________________________

(აღინიშნოს მიწერილობის ადრესატის

_____________________________________________________________________________________

თანამდებობა, სახელი, გვარი)

მე, __________________________________________________________________________________

(აღინიშნოს ტექზედამხედველობის დარგობრივი ან ტერიტორიული ორგანო)

 

ზედამხედველობის სამმართველოს ____________________________________________________

 (აღინიშნოს თანამდებობა, სახელი, გვარი)

______________________________________________________________________________ ერთად

(შემოწმებაში მონაწილე პირთა თანამდებობები და გვარები)

ჩავატარე ____________________________________________________________________________

      (აღინიშნოს რა მოწმდება, შესამოწმებელი ობიექტის დასახელება, მისამართი)

_________________________________________________________________________ შემოწმება და

 

გამოვარკვიე:_________________________________________________________________________

 

_____________________________________________________________________________________

(ზუსტად და თანამიმდევრობით გადმოიცემა ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების

______________________________________________________________________________________

დარღვევის ხასიათი, მათი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის პუნქტებთან შეუსაბამობა,

______________________________________________________________________________________

რომლებიც ქმნიან უბედური შემთხვევის და/ან ადამიანთა

______________________________________________________________________________________

უსაფრთხოების უშუალო საფრთხეს)

 

ვიხელმძღვანელე საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით და ტექზედამხედველობის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით და დავადგინე:

 

1. 20----წ. ------- ------------------- ------- სთ-დან შეჩერდეს ________________________________

 (მიეთითოს ობიექტის ან ცალკეული

______________________________________________________________________________________

სამუშაოს დასახელება)

______________________________________________________________________________________

 

____________________________________________________________________ შემდგომი მუშაობა

 

2. მიწერილობა გადაეცეს (გადაეგზავნოს) _______________________________________________

 (მიეთითოს საზედამხედველო

______________________________________________________________________________________

ობიექტის მისამართი)

3. გამოეცხადოს _______________________________________________________________________

 

______________________________________________________________________________________

(მიეთითოს ობიექტის ხელმძღვანელი)

 

ა) მიწერილობა შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში ტექზედამხედველობის ხელმძღვანელობასთან. საჩივრის შეტანა არ აფერხებს მიწერილობის სისრულეში მოყვანას;

ბ) შეჩერებული საზედამხედველო ობიექტის, საწარმოო უბნის, აგრეგატის მუშაობის, შენობა-ნაგებობის, სათავსის ექსპლუატაციის, ცალკეული სახის სამუშაოთა განახლება იმ პირის ნებართვის გარეშე, რომელმაც გასცა მიწერილობა, დაუშვებელია. დამრღვევი პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) მუშაობა (ექსპლუატაცია) გაგრძელდება ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების აღნიშნული დარღვევების აღმოფხვრის შემდეგ.

მიწერილობა შეადგინა ________________________________________________

(თანამდებობა, სახელი. გვარი)

მიწერილობა მივიღე ________________________________________________

(ობიექტის ხელმძღვანელის ხელმოწერა)

 

200-----წ. -------- ---------------------

შესასრულებელი ღონისძიებების კონტროლი

 

 

 

ღონისძიებების აღნიშვნა

ნებართვა შემდგომი მუშაობისათვის (ექსპლუატაციისათვის)

შენიშვნა

შემმოწმებლის გვარი

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მე, __________________________________________________________________________________

(ტექზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის სახელი, გვარი)

 

მივიღე გადაწყვეტილება:______________________________________________________________

    (მითითებულ იქნეს ტექზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის მიერ

_____________________________________________________________________________________________

მიღებული გადაწყვეტილება ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციის შესახებ)

 

200-----წ. ---------- ----------------------                                                     ---------------------------

 (ხელმოწერა)