დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 48 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 23/02/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 27/02/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.22.027.012.835 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.012.835
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №48
2009 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №206 ბრძანება;
ბ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირთა წრისა და დანიშვნის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 17 აგვისტოს №279 ბრძანება;
გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 25 ნოემბრის №2151 ბრძანება;
დ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანება;
ე) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №204 ბრძანება.
2. ეს ბრძანება, გარდა პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 13 თებერვლიდან.
ზ. ადეიშვილი
დოკუმენტის კომენტარები