,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 30/01/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 10/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.012.767
  • Word
1
30/01/2009
სსმ, 15, 10/02/2009
320.110.000.17.010.012.767
,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.012.767

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №1

2009 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკციების ეროვნული კომისია ადგენს:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში“ (სსმ III, 23.03.2006 წ., №39, მუხლი 468) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დაზიანებად ითვლება კავშირის დარღვევის ყოველი ფაქტი, რომელიც დადასტურებულია გამზომ-გამსინჯავი მოწყობილობის საშუალებით, მომხმარებლის (აბოsნენტის) გამოკითხვით და რომელიც ზღუდავს შეთავაზებული მომსახურებებიდან ერთ-ერთს, მათ შორის ინტერნეტ-მომსახურების მიღებას.“;

ბ) მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საკაბელო (სპილენძის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სხვა).“

გ) 181 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კავშირის ყველა სახის დაზიანება უნდა აღმოიფხვრას შემდეგ ვადებში:

ა) სასადგურო-სააბონენტო დაზიანებები განაცხადის შემოსვლიდან 3 სთ-ის განმავლობაში;

ბ) სატელეფონო ქსელებში სახაზო-სააბონენტო დაზიანებები:

ბ.ა) საჰაერო შემყვანით დადგმული ტელეფონების აღდგენა, თუ ხაზის სიგრძე არ აღემატება 120 მეტრს და ხაზი არ მოითხოვს შეცვლას, იმავე დღეს, თუ განაცხადი შემოვიდა 15 სთ-მდე;

ბ.ბ) თუ საჰაერო ხაზის სიგრძე აღემატება 120 მ-ს და ხაზის დაზიანებული ნაწილი მოითხოვს შეცვლას, განაცხადის შემოსვლიდან 24 სთ-ის განმავლობაში;

ბ.გ) ტრანზიტულად დადგმული ტელეფონების აღდგენა, რომლებიც გადიან რამდენიმე ასს-ის ზონაში, განაცხადის შემოტანიდან 12 სთ-ის განმავლობაში;

გ) სატელეფონო ქსელში საკაბელო დაზიანებები დამაბოლოებელ მოწყობილობებში: (გამანაწილებელი ყუთები, ბოქსები, საკაბელო ყუთები, დამცავი ზოლი და სხვა), მაგისტრალურ და გამანაწილებელ კაბელებში დაზიანებული წყვილების შეცვლა განაცხადის შემოტანიდან იმავე დღეს, თუ განაცხადი შემოვიდა 15 სთ-მდე, ხოლო დამაბოლოებელი მოწყობილობის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში 48 საათის განმავლობაში;

დ) დაზიანებები სადგურთაშორისო, მაგისტრალურ და გამანაწილებელ კაბელებში, თუ გაზომვების შედეგად დადგენილია, რომ კაბელი მთლიანად არ არის დაზიანებული და მის აღსადგენად საჭიროა ქუროს გახსნა:

დ.ა) 200X2 წყვილამდე – 36 საათის განმავლობაში;

დ.ბ) 400X2 წყვილამდე – 48 საათის განმავლობაში;

დ.გ) 600X2 წყვილამდე – 60 საათის განმავლობაში;

დ.დ) 800X2 წყვილამდე – 72 საათის განმავლობაში;

დ.ე) 1200X2 წყვილამდე – 80 საათის განმავლობაში;

დ.ვ) ოპტიკური კაბელი – 3 საათის განმალობაში;

ე) თუ კაბელის დაზიანების აღსადგენად შესაცვლელია კაბელის დაზიანებული მონაკვეთი ან აუცილებე-ლია კაბელის ნაჭერის ჩამონტაჟება:

ე.ა) 200X2 წყვილამდე – 72 საათის განმავლობაში;

ე.ბ) 400X2 წყვილამდე – 96 საათის განმავლობაში;

ე.გ) 600X2 წყვილამდე – 120 საათის განმავლობაში;

ე.დ) 800X2 წყვილამდე – 144 საათის განმავლობაში;

ე.ე) 1200X2 წყვილამდე – 160 საათის განმავლობაში;

ე.ვ) ოპტიკური კაბელი – 5 საათის განმალობაში;

ვ) სადგურთაშორისო კავშირის აღდგენა შემოვლითი ხაზების გამოყენებით განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში;

ზ) დაზიანებების იმ კატეგორიისათვის, რომლის გამომწვევი მიზეზია სხვა პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, დაზიანების აღდგენის დადგენილი ვადები არ მოქმედებს. მსგავსი დაზიანებები აღდგენილი უნდა იქნეს სხვა პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული დაზიანების გამოვლენიდან 96 საათის განმავლობაში.“;

დ) 181 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ნებისმიერი სხვა შეფერხება, რომლის აღმოფხვრის ვადაც არ არის განსაზღვრული წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში, უნდა აღმოიფხვრას არა უგვიანეს 24 საათისა, თუკი ის არ არის გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოებებით ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი სხვა კომპანიების ქსელის გაუმართაობით.“;

ე)181 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება ხორციელდება სხვა ავტორიზებული პირის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით, ავტორიზებული პირები ერთობლივად ვალდებულნი არიან მათ შორის დადებულ შესაბამის ხელშეკრულებებში გაითვალისწინონ დაზიანებათა აღმოფხვრის წესები და ვადები ამ რეგლამენტის შესაბამისად.“.

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონით დადგენილი წესით.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი   ს. ბრიტანჩუკი