დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 956 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 186, 30/12/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.012.528 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.528
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №956
2008 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში (სსმ III, 08.04.05, №41, მუხლი 443) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანების 41, 42 და 43 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 49 პუნქტი:
,,49. ამ ბრძანების მიზნებისათვის, ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 28 იანვრის №35 ბრძანებულების ამოქმედებიდან, საჯარო მოსამსახურეთა სამივლინებო ხარჯების ნორმები განისაზღვროს ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების შესაბამისად.“.
3. დანართი №2 ამოღებულ იქნეს.
4. დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №3
საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი
№ | მოსამსახურეთა თანამდებობრივი დასახელება | სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტობით |
1 | პარლამენტის თავმჯდომარე | 100 |
2 | პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე | 90 |
3 | პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე | 80 |
4 | პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები |
50 |
5 | საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე | 50 |
6 | პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერთა მოადგილეები და მდივნები, საპარლამენტო ფრაქციის მდივანი, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა მოადგილეები და მდივნები, პარლამენტის წევრი, პარლამენტის აპარატის უფროსი |
45 |
7 | პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, საბიუჯეტო ოფისის უფროსი, მანდატურთუხუცესი | 40 |
8 | პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე, კომიტეტის აპარატის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე, მთავარი ბუღალტერი, სასწავლო ცენტრის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის სამდივნოთა უფროსები, პარლამენტის აპარატის უფროსის სამდივნოს უფროსი, განყოფილების უფროსი | 35 |
შენიშვნები:
1. საპარლამენტო დელეგაცია არის ის დელეგაცია, რომელსაც მიენიჭა საქართველოს პარლამენტის სახელით გამოსვლის უფლება.
2. საქართველოს პარლამენტის წევრს და პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეს (ერთზე მეტი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში) უფლება აქვთ მიიღონ დანართი №3-ით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის მხოლოდ ერთი, უფრო მაღალი დანამატი.
3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მივლინების პირველ სამ დღეზე სადღეღამისო ნორმის დანამატი (თითოეულ დღეზე) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის _ 230 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის _ 200 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში.
4. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს, კომიტეტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარესა და საპარლამენტო დელეგაციის წევრს სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.
5. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საპარლამენტო დელეგაციების წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.
6. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები