,,შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 12 მარტის №134 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 12 მარტის №134 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 674
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 160, 06/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.012.341
  • Word
674
04/11/2008
სსმ, 160, 06/11/2008
120.340.000.22.026.012.341
,,შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 12 მარტის №134 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.012.341

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება 674

2008 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 12 მარტის №134 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 12 მარტის №134 ბრძანებით (სსმ III, 19.03.2008 წ., №41, მუხ. 468) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-13 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ,,ე“ ქვეპუნქტი;

2. მე-14 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ,,ე“ ქვეპუნქტი;

3. მე-14 მუხლს დაემატოს ,,ა.დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ა.დ) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება ახორციელებს:

ა.დ.ა) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესისა და პროცედურების წარმართვა და ხელმძღვანელობა;

ა.დ.ბ) დაჯგუფების განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

ა.დ.გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად განსახორციელებელი პროგრამების პრიორიტეტულობის დადგენა და ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების მომზადება;

ა.დ.დ) დაჯგუფების განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების ანალიზი შეიარაღებული ძალებისთვის ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული, თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული აუცილებელი სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნების, გაუმჯობესებისა ან ჩამოყალიბების მიზნით;

ა.დ.ე) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესში დაჯგუფების განვითარების, ერთიანი ძირითადი პროგრამის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, პერიოდული შეფასება, განხორციელების მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციებისა მომზადება;

ა.დ.ვ) დაჯგუფების ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება“.

მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

მუხლი 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი