დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 781 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 16/10/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.040.22.033.012.254 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.012.254
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №781
2008 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში (სსმ III, 17.12.2006წ., №6, მუხ.50) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა (გარდა II და V თავებში მოცემული თანამდებობებისა) უმაღლესი განათლების საკვალიფიკაციო მოთხოვნის ალტერნატიულ მოთხოვნად განისაზღვროს უმაღლესი ტექნიკური განათლება (სპეციალობებით: ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ინფორმატიკოსი და სხვა ზუსტი სამეცნიერო დარგების სპეციალობები, რომელიც უკავშირდება კომპიუტერულ და ქსელურ ტექნოლოგიებს, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სისტემურ-მათემატიკურ ანალიზს).“.
2. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
ა) მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) უმაღლესი ეკონომიკური ან ტექნიკური განათლება (უპირატესობა ენიჭებათ უმაღლესი ფინანსური და ბუღალტრული განათლების მქონე პირებს);“;
ბ) მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) უმაღლესი ეკონომიკური ან ტექნიკური განათლება (უპირატესობა ენიჭებათ უმაღლესი ფინანსური და ბუღალტრული განათლების მქონე პირებს);“;
გ) მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) უმაღლესი ეკონომიკური ან ტექნიკური განათლება (უპირატესობა ენიჭებათ უმაღლესი ფინანსური და ბუღალტრული განათლების მქონე პირებს);“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები