„ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 24/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 105, 24/07/2008
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.025.012.063
  • Word
73
24/07/2008
სსმ, 105, 24/07/2008
300.380.000.22.025.012.063
„ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.025.012.063

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №73

2008 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

,,ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჯ“ და ,,ჯ1“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებაში (სსმ III, 25.09.2007 წ., №133, მუხლი 1447) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ნაწილობრივ დერეგულირებულად გამოცხადდეს ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული ბუნებრივი გაზის მომხმარებელი იმ ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა – საყოფაცხოვრებო მომხმარებელი), რომლებიც ბუნებრივ გაზს არ მოიხმარენ სამეწარმეო საქმიანობისთვის, გარდა იმ პირებისა, რომლებისთვისაც ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა დერეგულირებულ იქნა 2008 წლის 1 აგვისტომდე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 აგვისტოდან.

ა. ხეთაგური