დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №204 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 174 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 16/06/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 85, 17/06/2008 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.027.011.915 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.011.915
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №174
2008 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №204 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №204 ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №100, მუხ. 1094) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მეოთხე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამსახურის იურიდიული დახმარების ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ორგანიზაცია და ფუნქციონირება“.
2. მე-7 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის – ქუთაისისა და ზესტაფონის, სამეგრელოს – ზუგდიდისა და ფოთის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროებისა და ოზურგეთის, ამბროლაურისა და ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით.
2. სამსახურის იურიდიული დახმარების ბიურო შედგება ბიუროს უფროსის, ადვოკატების, კონსულტანტებისა და ადმინისტრაციული პერსონალისაგან, ხოლო საკონსულტაციო ცენტრი შედგება კონსულტანტებისაგან.
3. სამსახურის ფარგლებში იქმნება მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი).“.
3. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსის, ადვოკატისა და კონსულტანტების სამსახურში მიღება ხდება კონკურსის გზით.
2. დირექტორის გადაწყვეტილებით სამსახურში მიღებისას კონკურსი შეიძლება გამოცხადდეს იურიდიული დახმარების ბიუროში არსებულ სხვა ვაკანტურ თანამდებობებზეც.“.
4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
1. იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის იურიდიული დახმარების ბიუროს;
ბ) ანაწილებს საქმეებს იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებს შორის, აძლევს მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს ადვოკატთა, კონსულტანტთა და ადმინისტრაციულ პერსონალთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას.
2. იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.“.
5. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელსა და მსჯავრდებულს ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში, უფლება აქვს პირადად, კანონიერი წარმომადგენლის ან ახლო ნათესავის მეშვეობით მიმართოს იურიდიული დახმარების ბიუროს მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით.“.
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ საქმის გარემოებები არ მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას, ბიუროს უფროსი ფორმას განიხილავს და მისი ჩაბარებიდან 2 დღის განმავლობაში და განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმეზე ნიშნავს ადვოკატს.
5. თუ ბიუროს ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს პროცესის მწარმოებელი ორგანო, ბიუროს უფროსი მოთხოვნისთანავე ნიშნავს ადვოკატს. დასაცავმა პირმა ადვოკატთან პირველივე შეხვედრისას უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა.“.
გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-12 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„1. იურიდიული დახმარების ბიუროს მიერ ადვოკატის დანიშვნაზე უარის ან ბიუროს ადვოკატის საქმიდან ჩამოცილების საფუძვლებია:
ა) იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი იმავე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით წარმოადგენს საწინააღმდეგო ინტერესების მქონე ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს;
ბ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელს, მსჯავრდებულს, დაზარალებულს უკვე ჰყავს ადვოკატი ან შემდგომში მოიწვია დამცველი შეთანხმებით;
გ) იმავე სისხლის სამართლის საქმეზე უკვე იცავს საპირისპირო მხარის ინტერესებს;
დ) პროცესის მწარმოებლის მიერ არ არის წარმოდგენილი მომართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით (დადგენილება, განჩინება ადვოკატის დანიშვნის შესახებ).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ბიუროს უფროსი წერილობით გასცემს დასაბუთებულ პასუხს დაცვის განხორციელებაზე უარის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიუროს უფროსი მიმართვას უგზავნის უფასო იურიდიული მომსახურების ალტერნატიულ მიმწოდებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც სამსახურთან დადებული შეთანხმების ფარგლებში განახორციელებს განმცხადებლის ინტერესების დაცვას და ამ ბრძანებით დადგენილი პროცედურის დაცვით მიიღებს საქმეს წარმოებაში.
4. ბიუროს უფროსი ადვოკატის დანიშვნაზე უარის შესახებ ატყობინებს სამსახურის დირექტორს. გადაწყვეტილება მომსახურებაზე უარის შესახებ, აგრეთვე მოქალაქის მიერ შევსებული ანკეტის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება დირექტორს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
დოკუმენტის კომენტარები