„დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“

  • Word
„დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 75, 23/05/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 22/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 480.040.040.22.030.011.841
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
99
22/05/2008
სსმ, 75, 23/05/2008
480.040.040.22.030.011.841
„დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/05/2008 - 10/07/2009)

სარეგისტრაციო კოდი 480.040.040.22.030.011.841

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №99

2008 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს დიპლომატიური რანგის მინიჭების თანდართული წესი.

2. დამტკიცდეს თანდართული დანართები: დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიური რანგების კატეგორიებისა და დიპლომატიური თანამდებობის თანაფარდობის შესახებ (დანართი №1), დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ წარდგინება (დანართი №2); დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ წარდგინების შევსების წესი (დანართი №3); აქტიურ რეზერვში მყოფი პირისათვის დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ წარდგინება (დანართი №4); აქტიურ რეზერვში მყოფი პირისათვის დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ წარდგინების შევსების წესი (დანართი №5).

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის №93 ბრძანება საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. ტყეშელაშვილი

დიპლომატიური რანგის მინიჭების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დებულება შემუშავებულია დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ.ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიური რანგების მინიჭების წესს.

2. დიპლომატიური თანამდებობის პირებს, აგრეთვე დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში მყოფ პირებს, დაკავებული თანამდებობის, ნამსახურები წლების, პროფესიული მომზადებისა და დამსახურების შესაბამისად ენიჭებათ დიპლომატიური რანგები, უმაღლესი დიპლომატიური რანგების გარდა.

    მუხლი 2. დიპლომატიური რანგების კატეგორიები

დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია დიპლომატიური რანგების შემდეგი კატეგორიები:

ა) უმაღლესი დიპლომატიური რანგები:

ა.ა) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;

ა.ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.

ბ) უფროსი დიპლომატიური რანგები:

ბ.ა) უფროსი მრჩეველი;

ბ.ბ) მრჩეველი;

ბ.გ) უმცროსი მრჩეველი.

გ) უმცროსი დიპლომატიური რანგები:

გ.ა) პირველი მდივანი;

გ.ბ) მეორე მდივანი;

გ.გ) მესამე მდივანი;

გ.დ) ატაშე.

    მუხლი 3. დიპლომატიური რანგების მინიჭების ვადები

1. დიპლომატიური რანგების მინიჭებისათვის განსაზღვრულია დიპლომატიური სამსახურის გავლის შემდეგი ვადები:

ა) ატაშეს“ პირველადი დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის დიპლომატიური სამსახურის გავლის 1 წელი;

ბ) მდივნის“ დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის დიპლომატიური სამსახურის გავლის 2 წელი;

გ) მრჩევლის“ დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის დიპლომატიური სამსახურის გავლის 3 წელი.

2. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში მყოფ პირებს დიპლომატიური რანგები მიენიჭებათ ამ წესის შესაბამისად.

3. შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის ან განსაკუთრებული დამსახურების გამო დასაშვებია დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება.

4. თითოეული კატეგორიის ფარგლებში დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ.

    მუხლი 4. დიპლომატიური რანგების მინიჭების წესი

1. დიპლომატიური თანამდებობისა და დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში მყოფი პირებისათვის უფროსი და უმცროსი დიპლომატიური რანგების მინიჭება ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე.

2 საკონკურსო-საატესტაციო კომისია განიხილავს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა წარდგინებას მათდამი დაქვემდებარებული დიპლომატიური თანამდებობის პირთა შესახებ და დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებას იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებიც ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში.

3. უმაღლესი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მინისტრის წარდგინებით.

4. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის“ დიპლომატიური რანგი შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ იმ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობა.

5. უფროსი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს. უფროს დიპლომატიურ თანამდებობაზე პირველად დანიშნულ პირს ენიჭება „უმცროსი მრჩევლის“ დიპლომატიური რანგი.

6. უმცროსი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს. უმცროს დიპლომატიურ თანამდებობაზე პირველად დანიშნულ პირს ენიჭება „ატაშეს“ პირველადი დიპლომატიური რანგი.

7. მორიგი დიპლომატიური რანგის მინიჭება ხდება შესაბამისი წინა დიპლომატიური რანგის გათვალისწინებით.

8. დიპლომატიური რანგის მინიჭება ხდება დადგენილი თანმიმდევრობით, დაუშვებელია დიპლომატიური რანგის მინიჭება საფეხურის გამოტოვებით.

9. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირების მიერ სათანადოდ დასაბუთებული წარდგინების განხილვის გზით.

10. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით.

11. ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება მიენიჭოს სახელმწიფო მოხელეთათვის დაწესებული საკლასო ჩინი.

12. საკონკურსო-საატესტაციო კომისია დიპლომატიური რანგებისა და სახელმწიფო მოხელეთათვის დაწესებული საკლასო ჩინის მინიჭებასთან დაკავშირებული წარდგინებების განსახილველად იკრიბება წელიწადში ორჯერ, განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია რიგგარეშე სხდომის მოწვევა.

13. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა ან მიმდინარეობს სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, დიპლომატიური რანგი არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლის სამართლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.

    მუხლი 5. დიპლომატიური რანგების მოქმედების ვადები

1. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება ხდება სამუდამოდ.

2. დიპლომატიური თანამდებობის პირის მიერ დიპლომატიური თანამდებობის დატოვების შემთხვევაში ხდება მინიჭებული უფროსი ან უმცროსი დიპლომატიური რანგის მოქმედების შეჩერება დიპლომატიურ თანამდებობაზე მის ხელახალ დანიშვნამდე.

3. დიპლომატიური თანამდებობის პირის დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნებისას ხდება იმ დიპლომატიური რანგის მოქმედების აღდგენა, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა დიპლომატიური თანამდებობიდან გათავისუფლებამდე.

4. დიპლომატიური რანგის მინიჭება დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემით.

5. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემითა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ სათანადო სიგელის გადაცემით.

    მუხლი 6. დიპლომატიური რანგის მინიჭების ორგანიზება

1. დიპლომატიური რანგის თანმიმდევრული და დროული მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.

2. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ დიპლომატიური რანგის მინიჭების თაობაზე უარყოფითი დასკვნის გამოტანის შემთხვევაში ეცნობება სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეს ან შესაბამის დაწესებულებას.

    მუხლი 7. სოციალური გარანტიები

დიპლომატიური რანგისთვის დაწესებულია შესაბამისი დანამატი, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულებანი

ამ დებულების ძალადაკარგულად ცნობა, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ.

დანართი №1

დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიური რანგების კატეგორიებისა და დიპლომატიური თანამდებობების თანაფარდობა

 

რანგის დასახელება

რანგების შესაბამისი დიპლომატიური თანამდებობები

უმაღლესი დიპლომატიური რანგები

უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირები

ა) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;

ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი

ა) მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილე;

ბ) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი;

გ) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი;

ე) საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი;

ვ) საქართველოს გენერალური კონსული;

ზ) საგანგებო დავალებათა ელჩი.

უფროსი დიპლომატიური რანგები

უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები

ა) უფროსი მრჩეველი;

ბ) მრჩეველი;

გ) უმცროსი მრჩეველი

ა) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე;

დ) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი;

ე) უფროსი მრჩეველი;

ვ) კონსული;

ზ) მრჩეველი;

თ) თავდაცვის ატაშე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

უმცროსი დიპლომატიური რანგები

უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები

ა) პირველი მდივანი;

ბ) მეორე მდივანი;

გ) მესამე მდივანი;

დ) ატაშე

ა) ვიცე-კონსული;

ბ) პირველი მდივანი;

გ) საკონსულო აგენტი;

დ) მეორე მდივანი;

ე) მესამე მდივანი;

ვ) ატაშე;

ზ) თავდაცვის ატაშეს აპარატისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის აპარატის თანამდებობის პირები

 

დანართი №2

წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა

დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ

1.__________________________________________________________________________

გვარი, სახელი

2.__________________________________________________________________________

 დაკავებული თანამდებობის სრული დასახელება და დანიშვნის თარიღი
  3.__________________________________________________________________________

  ზღვრული დიპლომატიური რანგი

4. წარდგენილია

___________________________________________________________________________

5. დაბადების თარიღი

___________________________________________________________________________

 (რიცხვი,თვე,წელი)
  6. დიპლომატიური რანგი მინიჭებული აქვს___________________________________

 (ბოლო მინიჭებული დიპლომატიური რანგი, ბრძენების №, თარიღი, ვის მიერ)
  7. საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

8. განათლება

___________________________________________________________________________

9. ბოლო ატესტაციის დასკვნა

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

10. დახასიათება

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

11. დასკვნა

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

12. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან საზღვარგარეთ

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო

დაწესებულებების ხელმძღვანელი

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

(თანამდებობა, გვარი, სახელი, ხელმოწერა)

13. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი

 ___________________________________________________________________________

(თანამდებობა, გვარი, სახელი, ხელმოწერა)



  14. კურატორი მინისტრის მოადგილე

___________________________________________________________________________

 (თანამდებობა, გვარი, სახელი, ხელმოწერა)
  15. თარიღი

___________________________________________________________________________

დანართი №3

დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ წარდგინების შევსების წესი

პუნქტი 1. აღინიშნება დიპლომატიური თანამდებობის პირის გვარი, სახელი (დაუშვებელია ინიციალის მითითება);

პუნქტი 2. აღინიშნება დაკავებული თანამდებობის სრული დასახელება და დანიშვნის თარიღი;

პუნქტი 3. აღინიშნება დაკავებული თანამდებობის შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული დიპლომატიური რანგი;

პუნქტი 4. „წარდგენილი“ აღინიშნება დიპლომატიური რანგი, რომლის მისანიჭებლად წარდგენილია მოხელე. თუ პირველად, მორიგ ან ვადამდე ენიჭება დიპლომატიური რანგი, შესაბამისად, ეს გარემოებაც უნდა მიეთითოს;

პუნქტი 5. აღინიშნება დაბადების რიცხვი, თვე და დღე;

პუნქტი 6. „დიპლომატიური რანგი მინიჭებული აქვს” აღინიშნება თუ რომელი და ვის მიერ აქვს მინიჭებული მოქმედი დიპლომატიური რანგი, ბრძანების ნომერი და თარიღი (რიცხვი, თვე და წელი);

პუნქტი 7. „სამუშაო“ აღინიშნება საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი, ბრძანების №);

პუნქტი 8. აღინიშნება სასწავლებლის ზუსტი დასახელება და დამთავრების თარიღი (რიცხვი, თვე და წელი);

პუნქტი 9. „ბოლო ატესტაციის დასკვნა“ აღინიშნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა,

პუნქტი 10. „დახასიათება“ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ აღინიშნება მოხელის პირადი და საქმიანი თვისებები, სამსახურის პერიოდში მიღებული წახალისებები, თუ წარდგენილია დიპლომატიური რანგის ვადამდე მისანიჭებლად, აგრეთვე აღინიშნება რა დამსახურება მიუძღვის;

პუნქტი 11. „დასკვნა” აღინიშნება იმსახურებს თუ არა მორიგ ან ვადამდე დიპლომატიური რანგის მინიჭებას;

პუნქტი 12. აღინიშნება სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა თანამდებობის სრული დასახელება, გვარი, სახელი, ხელმოწერა და თარიღი;

პუნქტი 13. აღინიშნება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის გვარი, სახელი, ხელმოწერა და თარიღი;

პუნქტი 14. აღინიშნება კურატორი მინისტრის მოადგილის გვარი, სახელი, ხელმოწერა და თარიღი;

პუნქტი 15. აღინიშნება წარდგინების შევსების თარიღი.

დანართი №4

წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა

 აქტიურ რეზერვში მყოფი პირისათვის დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ

1.

___________________________________________________________________________

გვარი, სახელი

2.__________________________________________________________________________

 დაკავებული თანამდებობის სრული დასახელება და დანიშვნის თარიღი
 3.__________________________________________________________________________

ზღვრული დიპლომატიური რანგი

4.__________________________________________________________________________

 წარდგენილია

5. დაბადების თარიღი

 

___________________________________________________________________________

  (რიცხვი,თვე,წელი)
 6. დიპლომატიური რანგი მინიჭებული აქვს

___________________________________________________________________________

(ბოლო მინიჭებული დიპლომატიური რანგი, ბრძანების №, თარიღი, ვის მიერ)
 7. საჯარო დაწესებულების დასახელება  

___________________________________________________________________________  8. მუშაობის სტაჟი 

___________________________________________________________________________

9. განათლება

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

10. ბოლო ატესტაციის დასკვნა

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

11. დახასიათება

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

12. დასკვნა

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

13. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

(თანამდებობა, გვარი, სახელი, ხელმოწერა)

 
 14. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი/უფლებამოსილი პირი

___________________________________________________________________________

(თანამდებობა, გვარი, სახელი, ხელმოწერა)

___________________________________________________________________________

 15. კურატორი მინისტრის მოადგილე/უფლებამოსილი პირი

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

  (თანამდებობა, გვარი, სახელი, ხელმოწერა)


 16. თარიღი

___________________________________________________________________________

დანართი №5

აქტიურ რეზერვში მყოფი პირისათვის დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ წარდგინების შევსების წესი

პუნქტი 1. აღინიშნება თანამდებობის პირის გვარი, სახელი (დაუშვებელია ინიციალის მითითება);

პუნქტი 2. აღინიშნება დაკავებული თანამდებობის სრული დასახელება და დანიშვნის თარიღი.

პუნქტი 3. აღინიშნება დაკავებული თანამდებობის შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული დიპლომატიური რანგი;

პუნქტი 4. „წარდგენილი“ აღინიშნება დიპლომატირუი რანგი, რომლის მისანიჭებლად წარდგენილია მოხელე. თუ პირველად, მორიგ ან ვადამდე ენიჭება დიპლომატიური რანგი, შესაბამისად, ეს გარემოებაც უნდა მიეთითოს;

პუნქტი 5. აღინიშნება დაბადების რიცხვი, თვე და დღე;

პუნქტი 6. „დიპლომატიური რანგი მინიჭებული აქვს“ აღინიშნება თუ რომელი და ვის მიერ აქვს მინიჭებული მოქმედი დიპლომატიური რანგი, ბრძანების ნომერი და თარიღი (რიცხვი, თვე და წელი);

პუნქტი 7. „საჯარო დაწესებულების დასახელება“ აღინიშნება შესაბამისი საჯარო დაწესებულების დასახელება მუშაობის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი, ბრძანების №);

პუნქტი 8. „მუშაოების სტაჟი“ აღინიშნება შესაბამის საჯარო დაწესებულებაში მუშაობის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი, ბრძანების №);

პუნქტი 9. აღინიშნება სასწავლების ზუსტი დასახელება და დამთავრების თარიღი (რიცხვი, თვე და წელი);

პუნქტი 10. „ბოლო ატესტაციის დასკვნა“ აღინიშნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა;

პუნქტი 11. „დახასიათება“ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ აღინიშნება მოხელის პირადი და საქმიანი თვისებები, სამსახურის პერიოდში მიღებული წახალისებები, თუ წარდგენილია დიპლომატიური რანგის ვადამდე მისანიჭებლად, აგრეთვე აღინიშნება, რა დამსახურება მიუძღვის;

პუნქტი 12. „დასკვნა“ აღინიშნება, იმსახურებს თუ არა პირველად, მორიგ ან ვადამდე დიპლომატიური რანგის მინიჭებას;

პუნქტი 13. აღინიშნება სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანამდებობის სრული დასახელება, გვარი, სახელი, ხელმოწერა და თარიღი;

პუნქტი 14. აღინიშნება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის გვარი, სახელი, ხელმოწერა და თარიღი;

პუნქტი 15. აღინიშნება კურატორი მინისტრის მოადგილის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის გვარი, სახელი, ხელმოწერა და თარიღი;

პუნქტი 16. აღინიშნება წარდგინების შევსების თარიღი.