,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 09/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 162, 19/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.011.098
  • Word
7
09/11/2007
სსმ, 162, 19/11/2007
320.110.000.17.010.011.098
,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.011.098

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №7

2007 წლის 9 ნოემბერი

 ქ. თბილისი

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში“ (სსმ III,  23.03.2006 წ., №39, მუხ. 468) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. რეგლამენტის მიზნები და რეგულირების სფერო

1. წინამდებარე რეგლამენტი ადგენს მომხმარებლისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების, მათ შორის, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო, მობილური სატელეფონო და ინტერნეტით მომსახურების მიწოდების წესებსა და პირობებს, განსაზღვრავს მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის უფლებებსა და ვალდებულებებს და მისი მიზანია უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ,“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება და მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

2. ეს რეგლამენტი ვრცელდება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების იმ სახეებზეც, რომელიც საქართველოს მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროგრესის პარალელურად.

3. წინამდებარე რეგლამენტი სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლისათვის.“.

ბ) მე3 მუხლის პირველი პუნქტის მ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) პერსონალური ინფორმაცია – ინფორმაცია მომხმარებლის ვინაობის, ტექნიკური საშუალების განთავსების მისამართის, ტელეფონის ნომრის, მიღებული მომსახურების და გადახდის შესახებ, ასევე, მომხმარებლის სხვა მონაცემები, რომელიც ახდენს მომხმარებლის იდენტიფიცირებას.“.

გ) მე3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჩ“, ,,ც“, ,,ძ“, ,,წ“, ,,ჭ“, ,,ხ“, ,,ჯ“, ,,ჰ“, ,,ჰ1“, ,,ჰ2“, ,,ჰ3“, ,,ჰ4“, ,,ჰ5“, ,,ჰ6“, ,,ჰ7“, ,,ჰ8“, ,,ჰ9“, ,,ჰ10“, ,,ჰ11“, ,,ჰ12“, ,,ჰ13“, ,,ჰ14“, ,,ჰ15“, ,,ჰ16“, ,,ჰ17“, ,,ჰ18“, ,,ჰ19“, ,,ჰ20“, ,,ჰ21“, ,,ჰ22“, ,,ჰ23“, ,,ჰ24“, ,,ჰ25“, ,,ჰ26“, ,,ჰ27“, ,,ჰ28“, ,,ჰ29“, ,,ჰ30“ და ,,ჰ31“ ქვეპუნქტები:

,,ჩ) ასს – ავტომატური სატელეფონო სადგური;

ც) ადმინისტრატორი – პირი, რომელიც ახდენს ფორუმის თემების ადმინისტრირებას ფორუმისთვის დადგენილი წესების შესაბამისად;

ძ) არასასურველი ელექტრონული გზავნილი (SPAM)– ელექტრონული გზავნილი, რომელიც ადრესატის სურვილის საწინააღმდეგოდ ხვდება მის საფოსტო ყუთში;

წ) არასრულწლოვანებისთვის განკუთვნილი მომსახურება – არასრულწლოვანებისთვის განსაზღვრული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;

ჭ) ბმული – მიმანიშნებელი ნიშანი, რომელზე დაწკაპებისას მომხმარებელი გადადის ინტერნეტგვერდის სხვა ნაწილზე, სხვა ინტერნეტგვერდზე ან სხვა სერვერზე;

ხ) გადამისამართება – მიღებული მასალის ან ელექტრონული გზავნილის გადაგზავნა სხვა ადრესატის ან ადრესატთა ჯგუფისადმი;

ჯ) გაფრთხილება – სიმბოლო, სიმბოლოები ან თანდართული გამაფრთხილებელი ტექსტი სპეციფიკური ხასიათის მასალების შესახებ;

ჰ) გუნდური კავშირი – მობილური ტელეფონისა და ტრანკული სისტემის, ე.წ. ,,რაციის“ გაერთიანება, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მობილური ტელეფონის შესაბამის ღილაკზე დაჭერით ხმოვანი შეტყობინების საშუალებით დაუკავშირდეს მობილური ტელეფონის მეხსიერებაში წინასწარ შეყვანილ აბონენტს ან აბონენტთა ჯგუფს;

ჰ)1 დამატებითი მომსახურება – მომსახურება, რომლის მიღებისთვის დაწესებულია დამატებითი გადასახადი;

ჰ)2 დაუშვებელი პროდუქცია – ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია;

ჰ)3 ეროტიკული ხასიათის გასართობი მომსახურება – ეროტიკული შინაარსის შემცველი პროდუქციის მიწოდება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ხუმრობებს, ანეგდოტებს, სურათებს, ნახატებს, ანიმაციებს და ა.შ;

ჰ)4 ვირუსების ბლოკირების პროგრამა/სისტემა – პროგრამა/სისტემა, რომელიც იცავს კომპიუტერს ვირუსული პროგრამით დაინფიცირებისაგან;

ჰ)5 თაღლითური პროგრამა – პროგრამა, როდესაც შეთავაზებული მომსახურება არაადეკვატურია მიღებულთან, რასაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და ხშირ შემთხვევაში მას მატერიალურ ზიანს აყენებს;

ჰ)6 ინტერნეტი – გლობალური კომპიუტერული ქსელი;

ჰ)7 ინტერნეტგვერდი – საერთო კომპიუტერული ქსელის ჰიპერტექსტური რესურსი დაწერილი HTML/XHTML ენაზე ან სხვა ვებრესურსების ორგანიზების მეთოდით, რომელიც შედგება თემატურად დაკავშირებული ინტერნეტგვერდებისა და გამოსახულებებისაგან;

ჰ)8 ინტერნეტგვედრის მფლობელი – პირი, რომლის სახელზეცაა რეგისტრირებული ინტერნეტგვერდი;

ჰ)9 ინტერნეტდომენი – ინტერნეტსახელი, რომელიც ეკუთვნის ერთადერთ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს და ახდენს მის იდენტიფიცირებას და განსხვავებას სხვათაგან;

ჰ)10 ინტერნეტდომენის გამცემი – ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილია გასცეს და დაარეგისტრიროს ინტერნეტდომენი;

ჰ)11 ინტერნეტმომსახურება – ფართოზოლოვანი მომსახურება, ვებჰოსტინგი, ელექტრონული ფოსტა, დარეკვის მეშვეობით ინტერნეტ დაკავშირება (dialup), გამოყოფილი ხაზი და სხვა;

ჰ)12 ინტერნეტფორუმი – ინტერნეტგვერდზე განთავსებული უზრუნველყოფის სპეციალური პროგრამა, რომელიც გამიზნულია აზრთა გამოხატვის, ურთიერთგაცვლისა და დისკუსიისათვის;

ჰ)13 ინფიცირებული კომპიუტერი – ვირუსული პროგრამით დაზიანებული ან დაზიანების პროცესში მყოფი კომპიუტერი;

ჰ)14 ინფორმაციის შეგროვება – ნებისმიერი ქმედება, რომელიც მოიცავს ინფორმაციის შეგროვებას ან მიღებას ნებისმიერი წყაროსაგან, მათ შორის მესამე პირებისაგან;

ჰ)15 კომპიუტერული ვირუსი – კომპიუტერის მთლიან, ასევე ცალკეული პროგრამების დაზიანებაზე გათვლილი პროგრამები, რომლებიც ვრცელდებიან სხვა პროგრამების აღმასრულებელ კოდში ან სპეციალური ფორმატის დოკუმენტებში;

ჰ)16 კონკურსები და თამაშები – ლატარეა, შეჯიბრი, გათამაშება და სხვა თამაშები;

ჰ)17 მესამე პირი – პირი, რომელიც არაა მომსახურების მიმწოდებელი კომპანია ან მომხმარებელი;

ჰ)18 მობილური სატელეფონო მომსახურება – მობილური ტელეფონის საშუალებით განხორციელებული საუბარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება, ხმოვანი შეტყობინება, მუსიკალური შეტყობინება, მულტიმედიური შეტყობინება, გუნდური კავშირი, მობილური ჩათი, მობილური ინტერნეტი, GPRS ინტერნეტი, მობილური ლექსიკონი, აუდიომაცნე, ნომრის დაფარვა (CLIR), დაფარული ნომრის ამოცნობა (CLIROVR),ზარის გადატანა, ზარის ლოდინი, საკონფერენციო კავშირი, ზარის შეზღუდვა, ფაქსისა და მონაცემთა გადაცემა (FAX/DATA), ორნომრიანი SIMბარათი, თანხის გადარიცხვა, პოლიფონიური მელოდიები, ნახატები, ანიმაციები, ლოგოები, თამაშები, სატელეფონო ცნობარი, საინფორმაციო მომსახურება, როუმინგი და სხვა მობილური საკომუნიკაციო მომსახურება;

ჰ)19 მობილური ინტერნეტი (WAP) – მომსახურება, რომლის საშუალებით მომხმარებელი მოდემისა და კომპიუტერის გარეშე სარგებლობს ინტერნეტით მობილური ტელეფონიდან;

ჰ)20 მობილური ინტერნეტი (GPRS) – მობილური ტელეფონით მონაცემთა მაღალი სიჩქარით (85კბიტი/წმმდე) უსადენო, პაკეტური გადაცემის ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს მომხარებელს მობილური ტელეფონის საშუალებითა და მომსახურების მიმწოდებლის ქსელის გამოყენებით ინტერნეტში მუშაობით;

ჰ)21 მულტიმედიური შეტყობინება – მომსახურება, რომლის საშუალებით მომხმარებელი აგზავნის და ღებულობს ფოტოსურათებს და ფერად ნახატებს, ქმნის შეტყობინებას ვიდეო ან გრაფიკული გამოსახულებისაგან ან/და ურთავს მუსიკალურ ფონს;

ჰ)22 მუსიკალური შეტყობინება – მელოდია, რომელსაც მომხმარებელი ირჩევს, ღებულობს და ინახავს მობილური ტელეფონის მეხსიერებაში ზარის სახით;

ჰ)23 პირადი ცხოვრება – მომხმარებლის პირადი ურთიერთობების ამსახველი მასალა, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, სატელეფონო საუბარი და სხვა;

ჰ)24 სათუთი ინფორმაცია – ინფორმაცია ან მოსაზრება პირის რასის, ეთნიკური წარმომავლობის, პოლიტიკური მოსაზრების, რწმენის ან რელიგიური კუთვნილების, ფილოსოფიური მსოფლმხედველობის, პროფესიულ ან სავაჭრო კავშირში წევრობის, სექსუალური ორიენტაციისა და ცხოვრების, ნასამართლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე;

ჰ)25 საიდენტიფიკაციო ინფორმაცია – ინფორმაცია მომსახურების მიმწოდებლის ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის, დასახელებისა და მისამართის შესახებ;

ჰ)26 საკონტაქტო ინფორმაცია – სრული საფოსტო მისამართი და საინფორმაციო სამსახურის ტელეფონის ნომერი;

ჰ)27 საკონფერენციო კავშირი – ერთდროული საუბარი ორზე მეტ მომხმარებელს შორის მობილური ტელეფონის საშუალებით;

ჰ)28 საფილტრი პროგრამა – არასასურველი კორესპოდენციის ბლოკირების სისტემა;

ჰ)29 სპეციფიკური მომსახურება – მომსახურება, რომელზეც მისი შინაარსიდან გამომდინარე დაწესებულია შეზღუდული დაშვება და მიეწოდება მომხმარებელთა მხოლოდ განსაზღვრულ კატეგორიებს;

ჰ)30 ჩათ მომსახურება – ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით ორზე მეტი პირის მიერ ერთდროული მიმოწერა, მათ შორის, წინასწარ შეუთანხმებლად ან მათსა და იმ პირს შორის წინასწარ შეუთანხმებლად, რომელიც უზრუნველყოფს ამ სახის მომსახურებას;

ჰ)31 შეზღუდული დაშვება – წესი, რომლითაც იზღუდება სპეციფიკურ მომსახურებაზე თავისუფალი დაშვება წინასწარ შემუშავებული მექანიზმის მეშვეობით.“.

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. საინფორმაციო და საანგარიშსწორებო უზრუნველყოფა

1. მომხმარებელს უფლება აქვს მომსახურების მიმწოდებლისაგან შეუფერხებლად და უფასოდ მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის:

ა) მომსახურების სახეობის, ინტერნეტით მომსახურებისას სიჩქარისა და ღირებულების თაობაზე;

ბ) მომსახურების მიწოდებისა და მოხმარების წესების, გადახდის ფორმებისა და საშეღავათო სისტემის შესახებ;

გ) საანგარიშო პერიოდის შესაბამისი მომსახურების სახის, ტარიფის, თარიღის, მომსახურების გაწევის დროის, დროის ხანგრძლივობის, გამავალი ზარების ნომრების შესახებ, ხოლო მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასურის, რომელიც უნდა იყოს ხარჯებზე ორიენტირებული, გადახდის შემთხვევაში – შემომავალი ზარებისა და არასაანგარიშო პერიოდის დეტალური ანგარიში;

დ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის მიზეზებისა და ხანგრძლივობის თაობაზე;

ე) მომსახურების შეფერხების დროული აღმოფხვრის, მიუწოდებელი და უხარისხო მომსახურებისათვის გათვალისწინებულ საკომპენსაციო პირობების თაობაზე;

ვ) იმის თაობაზე, თუ რამ შეიძლება რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს მომსახურების ხარისხსა ან/და მის პირობებზე;

ზ) მოხმარებელთა უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე;

თ) იმ ღონისძიებების თაობაზე, რომლებსაც მომსახურების მიმწოდებელი მიმართავს მომხმარებლის მიერ მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევაში;

ი) იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმწოდებელი სთავაზობს მომსახურებას, რომლის საფასურიც არ არის გათვალისწინებული სამომხმარებლო პაკეტში, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს დამატებითი საფასურის თაობაზე ან შეზღუდოს მსგავსი მომსახურების თავისუფალი მიღება.

2. მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებელთა ინფორმაციული უზრუნველყოფისათვის:

ა) მომხმარებელს მიაწვდის საინფორმაციო კატალოგებს საჩივრისა და საპრეტენზიო განცხადების შეტყობინების უფასო ნომრების მითითებით და უზრუნველყოფს მუდმივმოქმედი 24საათიანი ცხელი ხაზის მუშაობას;

ბ) უზრუნველყოფს მომხმარებელს მასთან დაკავშირების მიზნით თავისი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაციით.

3. მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი.

4. მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი ცვლილებების თაობაზე ატყობინებს მომხმარებელს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე.“.

ე) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებლის მიერ კომისიის საინფორმაციო უზრუნველყოფის ვალდებულება

1. მომსახურების მიმწოდებელი კომისიას წარუდგენს:

ა) ინფორმაციას შეთავაზებული და მიწოდებული მომსახურების შესახებ;

ბ) მომსახურების მოთხოვნის შესახებ განაცხადის ფორმას;

გ) მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების ფორმას;

დ) ანგარიშის ფორმას;

ე) მომსახურების შეზღუდვის სახეებსა და შეტყობინების ფორმას;

ვ) მომსახურების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ფორმას;

ზ) თანხის განვადებით გადახდის შესახებ ხელშკრულების ფორმას;

თ) მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი სამსახურის დებულებას.

2. მომსახურების მიმწოდებელი კომისიას ან კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს მათივე მოთხოვნით წარუდგენს მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებულ სრულ ინფორმაციას.“.

ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

     „მუხლი 81. სათუთი ინფორმაცია

მომსახურების მიმწოდებელს ეკრძალება სათუთი ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება რომელიმე პირზე გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირმა, რომელსაც შეეხება ეს ინფორმაცია, არასრულწლოვანის მშობელმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა განაცხადა თანხმობა ამის თაობაზე.“

ზ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

     „მუხლი 101. ინტერნეტით მომსახურება

1. ინტერნეტით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობითი ხელშეკრულების ან ზეპირი გარიგების საფუძველზე.

2. ინტერნეტით მომსახურების მიღების თაობაზე მომხმარებელი განცხადებით მიმართავს მომსახურების მიმწოდებელს.

3. მომხმარებელი ვალდებულია მომსახურების მიწოდების წინა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით მის კუთვნილ ტერიტორიაზე დაუშვას მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენელი.

4. მომსახურების მიმწოდებელი შეიმუშავებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი თუ გამოვლინდა ან ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს არასასურველი ელექტრონული გზავნილების, დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსების, თაღლითური ან/და სხვა მავნე პროგრამების გავრცელება/გადამისამართებას.

5. პირად სახელზე რეგისტრირებული ელექტონული ფოსტა და სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა, რომელიც ექვემდებარება ადმინისტრირებას ხელშეუხებელია. მისი შემოწმება დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ელფოსტის მომსახურებას, ვალდებულია უზრუნველყოს მისი დაცულობა მესამე პირთა შეღწევისაგან.

6. მომსახურების მიმწოდებელი ღებულობს ყველა ზომას მომხმარებლისთვის არასასურველი ელექტრონული კორესპოდენციის მიწოდების აღსაკვეთად და უზრუნველყოფს საკონტაქტო ხაზის არსებობას, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს არასასურველი ელექტრონული კორესპონდენციის შესახებ ინფორმაციისა და პრევენციული ღონისძიებების მიღებაში.

7. ჩათ მომსახურების მიწოდებამდე მომსახურების მიმწოდებელი ახდენს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების რეგისტრაციას.

8. ინტერნეტთამაშები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებით, ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შეზღუდოს თავისუფალი დაშვება ინტერნეტთამაშებზე, რომლებიც მომხმარებლის მატერიალური შემოსავლის მიღებაზე ან გახარჯვაზეა ორიენტირებული. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია იმავე ინტერნეტგვერდზე, სადაც განთავსებულია თამაშის ბმული განათავსოს ინფორმაცია აღნიშნული თამაშის წესების, მისი შინაარსისა და შემცველობის თაობაზე.

თ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი:

     „მუხლი 102. ინტერნეტგვერდის მფლობელი

ინტერნეტგვერდის მფლობელი:

ა) საკუთარ ინტერნეტგვერდზე ან ბმულის სახით განათავსებს ინფორმაციას მომხმარებლის სხვადასხვა კომპიუტერული ვირუსებისაგან, თაღლითური პროგრამების ან სხვა მავნე პროდუქციისაგან დაცვის მიზნით;

ბ) მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას იმ მეთოდების, ვირუსების ბლოკირების პროგრამების ან/და სხვა საშუალებების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელი თავიდან აიცილებს კომპიუტერის დაზიანება/დაინფიცირებას ან მის მახსოვრობაში უკანონო შეჭრას;

გ) ინტერნეტგვერდზე განთავსებულ ბმულს ამოწმებს იმ მიზნით, რომ ბმულის სახით მითითებული გვერდი არ შეიცავდეს შეურაცხმყოფელ ან სხვა დაუშვებელ პროდუქციას. ასეთის არსებობის შემთხვევაში იღებს შესაბამის ზომებს მათ აღმოსაფხვრელად;

დ) ინტერნეტგვერდზე, სადაც განთავსებულია თამაშის ბმული განათავსოს ინფორმაცია აღნიშნული თამაშის წესების, მისი შინაარსისა და შემცველობის თაობაზე.“.

ი) დაემატოს შემდეგი შინაარსის 103 მუხლი:

     „მუხლი 103. ინტერნეტდომენი

1. ინტერნეტგვერდის დომენი არ უნდა იყოს დამაბნეველი, არ უნდა ემსახურებოდეს სხვა ინტერნეტგვერდის გადაფარვას და უნდა შეესაბამებოდეს მის შინაარსს.

2. ინტერნეტდომენის გამცემი პერიოდულად ამოწმებს მის მიერ რეგისტრირებულ ინტერნეტგვერდების შინაარს იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტგვერდზე დაუშვებელი პროდუქციის განთავსება. ასეთის შემთხვევაში, დომენის გამცემმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად:

ა) გააფრთხილოს დომენის მფლობელი და განუსაზღვროს ვადა დაუშვებელი პროდუქციის ამოღებისათვის;

ბ) გაფრთხილების უგულვებელყოფის შემთხვევაში მოახდინოს ინტერნეტგვერდის დაბლოკვა.“

კ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 104 მუხლი:

     „მუხლი 104. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო მომსახურება

1. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ან ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე.

2. განხორციელებული საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ზარების ღირებულება განისაზღვრება სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობისა და სატარიფო პირობების მიხედვით.“.

ლ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 105 მუხლი:

     „მუხლი 105. მობილური სატელეფონო მომსახურება

1. ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო დამატებითი მომსახურების მიწოდების პირობები შეიძლება განისაზღვროს სხვა (ელექტრონული ან სხვა ტიპის ოფერტა) ფორმითაც.

2. მომსახურების მიმწოდებელი:

ა) მომხმარებელს ჩართავს მობილურ სატელეფონო ქსელში და უზრუნველყოფს მობილური ქსელით სარგებლობას ქსელის დაფარვის ზონის მოქმედების ტერიტორიაზე;

ბ) თითოეულ მომსახურებაში გარკვევით ასახავს მის შესაბამის ღირებულებას წამობრივი დამრგვალების წესით;

გ) მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების შეცვლის შემთხვევაში უზრუნველყოფს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა საშუალებით მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის დროულ მიწოდებას მომსახურების დაწყებამდე;

დ) როუმინგული მომსახურების გათიშვის დღიდან 30 დღის განმავლობაში დაუბრუნოს მას როუმინგული მომსახურების დეპოზიტი.

3. მობილური ტელეფონით განხორციელებული ინტერნეტით მომსახურებისას მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე რეგლამენტით ინტერნეტით მომსახურებისათვის დადგენილი წესები.“.

მ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 106 მუხლი:

     „მუხლი 106. ეროტიკული ხასიათის გასართობი მომსახურება

1. ეროტიკული ხასიათის გასართობი მომსახურება ან/და რეკლამა არ უნდა შეიცავდეს არასრულწლოვნებისათვის შეთავაზებას ან რაიმე მინიშნებას არასრულწლოვნების მიერ ამ სახის მომსახურებით სარგებლობის თაობაზე.

2. ეროტიკული ხასიათის გასართობი მომსახურება და რეკლამა შესაბამისობაში უნდა იყოს ამ წესებთან და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

3. მომხმარებელთან გასაუბრებისას, თუ მომსახურების მიმწოდებელს ექმნება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ იგი არასრულწლოვანია, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შეწყვიტოს მასთან კავშირი.“.

ნ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 107 მუხლი:

     „მუხლი 107. არასრულწლოვნებზე გათვლილი პროდუქცია

1. არასრულწლოვნებისთვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება წარმოებს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.

2. დაუშვებელია არასრულწლოვნებისთვის ისეთი პროდუქციის, რეკლამის და მომსახურების მიწოდება, რომელიც ზიანს აყენებს ან შეიძლება მიაყენოს არასრულწლოვნების ფსიქიკურ ან/და ფიზიკურ ჯანმრთელობას, მათ მორალურ და სოციალურ განვითარებას ან ქმნის ასეთის საფრთხეს ან/და ბოროტად იყენებს მათ ნდობას, გამოცდილების არქონას და ლოიალურობას.

3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს, რომ სრულწლოვნებზე გათვლილ მასალას ჰქონდეს შესაბამისი გაფრთხილება, რაც მომხმარებელს თავიდანვე აცნობს აღნიშნული პროდუქციის შინაარსისა და შემცველობის თაობაზე;

ბ) მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ მომხმარებელმა შეძლოს არასრულწლოვანთა ეფექტური გაკონტროლება ან დააწესოს შეზღუდული დაშვება იმ ინტერნეტგვერდებზე, რომლებიც შეიცავენ სრულწლოვან მომხმარებელზე გათვლილ პროდუქციას;

გ) ინტერნეტფორუმის შექმნისას მიუთითოს, იმართება თუ არა ეს ფორუმი ადმინისტრატორის მიერ.

4. მომსახურების მიმწოდებელი არ უშვებს არასრულწლოვნებისთვის ისეთი დამატებითი მომსახურების მიწოდებას, რომლის ღირებულება აშკარად აღემატება არასრულწლოვნების მობილური ტელეფონის ანგარიშზე რიცხულ თანხას და რომლითაც სარგებლობა იწვევს მათი სატელეფონო ბალანსის სრულ ამოწურვას.

5. არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასრულწლოვნების ანგარიშის, შემოსული და გასული ზარების, ანგარიშზე არსებული ბალანსის და არასრულწლოვნებისთვის მობილური ტელეფონის საშუალებით ხელმისაწვდომი მომსახურებების თაობაზე.“.

ო) რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 108 მუხლი:

     „მუხლი 108. ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით მიწოდებული რეკლამა

1. ფასიანი საცნობარო მომსახურების მიწოდებისას მომხმარებელს რეკლამა შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ მისი თანხმობით. ასეთი რეკლამის ღირებულება არ უნდა შევიდეს აბონენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ღირებულებაში.

2. რეკლამა მისი წარდგენისთანავე გასაგები უნდა იყოს სპეციალური ცოდნისა და ტექნიკის საშუალებების გამოუყენებლად.“.

პ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. დაზიანების აღმოფხვრა

1. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას დაზიანებები ამ რეგლამენტით განსაზღვრული პირობებით.

2. იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დაზიანება სადემარკაციო წერტილიდან მომსახურების მიმწოდებლის მხარეზეა, ეს უკანასკნელი ვალდებულია დაზიანება აღმოფხვრას უფასოდ;

ბ) დაზიანება სადემარკაციო წერტილიდან მომხმარებლის მხარეზეა, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს ბოლო მომხმარებელს ამის შესახებ და შესთავაზოს მას დაზიანების აღმოფხვრა თანხის გადახდით მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად.

3. მომსახურების მიმწოდებლის დაზიანების ბიუროში აღირიცხება მომხმარებლისგან ან სხვა მოქალაქისაგან შემოსული ნებისმიერი წერილობითი ან ზეპირი განცხადება. განაცხადებად არ ჩაითვლება მომხმარებლის (აბონენტის) განცხადება, თუ მომსახურება შეზღუდულია მომსახურების ღირებულების გადაუხდელობის გამო, ან მომსახურება არ მიეწოდება გეგმური პროფილაქტიკური, ან სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო.

4. დაზიანებად ითვლება ნორმალური სატელეფონო კავშირის დარღვევის ყოველი ფაქტი, რომელიც დადასტურებულია გამზომგამსინჯავი მოწყობილობის საშუალებით და მომხმარებლის (აბონენტის) გამოკითხვით.

5. დაზიანებები კლასიფიცირდება შემდეგ სახეებად:

ა) სახაზოსააბონენტო;

ბ) საკაბელო;

გ) სასადგურო სააბონენტო;

დ)სააპარატო.

6. სააპარატო დაზიანებას მიეკუთვნება აბონენტის კუთვნილ ტერიტორიაზე გაყვანილობის ან/და ტერმინალური მოწყობილობის დაზიანება.

7. სახაზოსააბონენტო დაზიანებებს მიეკუთვნება:

ა) საჰაერო ხაზების დაზიანება საკაბელო ყუთიდან შემყვან დგარამდე (კაუჭამდე);

ბ) სააბონენტო გაყვანილობის დაზიანება გამანაწილებელი კოლოფიდან, შემყვანი კაუჭებიდან ან შემყვანი დგარებიდან ძირითადი და დამატებითი მოწყობილობის როზეტამდე;

გ) გადასასვლელი მოწყობილობების (გამანაწილებელი კარადებისა და საკაბელო ყუთების ზონარები, პლატები), საკაბელო ყუთების და სააბონენტო მოწყობილობების დამცველების დაზიანება.

8. საკაბელო დაზიანებას მიეკუთვნება:

ა) მიწისქვეშა, საჰაერო, კედლის, დაკიდებული და წყალქვეშა კაბელის დაზიანებები;

ბ) დაზიანებები დამაბოლოებელ საკაბელო მოწყობილობებში: ბოქსებში, საკაბელო ყუთებში, გამანაწილებელ კოლოფებში.

9. სასადგუროსააბონენტო დაზიანებებია: დაზიანებები, აღმოჩენილი მომხმარებლის (აბონენტის) განაცხადის საფუძველზე, ავტომატური სატელეფონო სადგურის, სადგურთაშორისო კავშირების და გადართვების მთავარი ფარის (კროსის) მოწყობილობებში.

10. დაზიანებებში არ ჩაითვლება სატელეფონო კავშირის შეწყვეტა შემდეგი მიზეზებით:

ა) სასადგურო და სახაზო მეურნეობის მოწყობილობების გეგმური შეკეთება და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება;

ბ) ტელეფონის გადართვა ერთი კაბელიდან მეორეზე;

გ) ტელეფონის გადათიშვა ასსის ერთი ინდექსიდან მეორე ინდექსზე.;

დ) სატელეფონო ქსელის გეგმური გაზომვების გამო შეფერხება, რაც არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს;

ე) სატელეფონო მომსახურების შეზღუდვა მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო;

ვ) ასსის გაჩერება ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო;

ზ) ასსის პროგრამულ უზრუნველყოფაში დროებითი შეფერხების გამო.

11. ფორსმაჟორული სიტუაციების გამო მომხდარი დაზიანებები ცალკე აღირიცხება და ის სატელეფონო ქსელის მუშაობის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესებად არ ითვლება.

12. დაზიანებათა შესახებ განაცხადების აღრიცხვა წარმოებს შემდეგი წესითა და პირობებით:

ა) განაცხადების მიღება წარმოებს ყოველდღე უქმე დღეებისა და კვირის გარდა სამუშაო საათებში;

ბ)დაზიანების აღმოფხვრა წარმოებს 9.00 სთდან 18.00 სთმდე;

გ) განცხადების მიღების დროს შესაბამისი სამსახურის მუშაკი ვალდებულია მომხმარებელს გასცეს ამომწურავი პასუხი ტელეფონის დაზიანების სახეობისა და დაზიანების აღმოფხვრის ვადების შესახებ;

დ) ადგილობრივი სატელეფონო ქსელების ხელმძღვანელებთან და სხვა თანამშრომლებთან შემოსული განცხადებები გადაეცემა და აღირიცხება დაზიანების ბიუროში.

13. დაზიანების ხანგრძლივობად ითვლება დრო მომხმარებლის მიერ სატელეფონო კავშირის დაზიანებაზე განაცხადის შეტანის მომენტიდან მისი აღმოფხვრის მომენტამდე (უქმე დღეებისა და კვირა დღის გამოკლებით).

ჟ) მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 181 მუხლი:

     „მუხლი 181. დაზიანებათა აღმოფხვრის ვადები

1. სატელეფონო კავშირის ყველა სახის დაზიანება უნდა აღმოიფხვრას შემდეგ ვადებში:

ა) სასადგუროსააბონენტო დაზიანებები განაცხადის შემოსვლიდან 3 სთის განმავლობაში;

ბ) სატელეფონო ქსელებში სახაზოსააბონენტო დაზიანებები:

ბ.ა) საჰაერო შემყვანით დადგმული ტელეფონების აღდგენა, თუ ხაზის სიგრძე არ აღემატება 120 მეტრს და ხაზი არ მოითხოვს შეცვლას იმავე დღეს, თუ განაცხადი შემოვიდა 15 სთმდე;

ბ.ბ) თუ საჰაერო ხაზის სიგრძე აღემატება 120 მ. და ხაზის დაზიანებული ნაწილი მოითხოვს შეცვლას განაცხადის შემოსვლიდან 24 სთის განმავლობაში;

ბ.გ) ტრანზიტულად დადგმული ტელეფონების აღდგენა, რომლებიც გადიან რამდენიმე ასსის ზონაში განაცხადის შემოტანიდან 12 სთის განმავლობაში;

გ. სატელეფონო ქსელში საკაბელო დაზიანებები დამაბოლოებელ მოწყობილობებში: (გამანაწილებელი ყუთები, ბოქსები, საკაბელო ყუთები, დამცავი ზოლი და სხვა). მაგისტრალურ და გამანაწილებელ კაბელებში დაზიანებული წყვილების შეცვლა განაცხადის შემოტანიდან იმავე დღეს, თუ განაცხადი შემოვიდა 15 სთმდე, ხოლო დამაბოლოებელი მოწყობილობის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში – 48 საათის განმავლობაში;

დ) დაზიანებები სადგურთაშორისო, მაგისტრალურ და გამანაწილებელ კაბელებში, თუ გაზომვების შედე  გად დადგენილია, რომ კაბელი მთლიანად არ არის დაზიანებული და მის აღსადენად საჭიროა ქუროს გახსნა:

200X2 წყვილამდე – 36 საათის განმავლობაში;

400X2 წყვილამდე – 48 საათის განმავლობაში;

600X2 წყვილამდე – 60 საათის განმავლობაში;

800X2 წყვილამდე  – 72 საათის განმავლობაში;

1200X2 წყვილამდე – 80 საათის განმავლობაში;

ოპტიკური კაბელი – 3 საათის განმავლობაში;

ე) თუ კაბელის დაზიანების აღსადგენად შესაცვლელია კაბელის დაზიანებული მონაკვეთი ან აუცილებელია კაბელის ნაჭერის ჩამონტაჟება:

200X2 წყვილამდე  –72 საათის განმავლობაში;

400X2 წყვილამდე  – 96 საათის განმავლობაში

600X2 წყვილამდე  – 120 საათის განმავლობაში

800X2 წყვილამდე  – 144 საათის განმავლობაში

1200X2 წყვილამდე – 160 საათის განმავლობაში

ოპტიკური კაბელი – 5 საათის განმავლობაში

ვ) სადგურთაშორისო კავშირის აღდგენა შემოვლითი ხაზების გამოყენებით განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში;

ზ) დაზიანებების იმ კატეგორიისათვის, რომლის გამომწვევი მიზეზია სხვა პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, დაზიანების აღდგენის დადგენილი ვადები არ მოქმედებს. მსგავსი დაზიანებები აღდგენილი უნდა იქნას არა უგვიანეს ფაქტის გამოვლენიდან 96 საათის განმავლობაში.

2. კაბელის ცალკეული წყვილების ან მთლიანად დაზიანებაზე ცნობების მიღების შემთხვევაში გაიცემა დავალება კაბელის გასაზომად, გადაირჩევა დაზიანებული ტელეფონის სააბონენტო ბარათები, ნომრები კი დაფიქსირდება საკონტროლო ფურცელში. გაზომვის შედეგები ზომების მისაღებად გადაეცემა შესაბამის სამსახურს.“

რ) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25. მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია, რომელთანაც მოქმედებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური.

2. კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ხარისხის დაცვაზე ზედამხედველობას.

3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელთა მიერ გადაცემული ინფორმაციის საიდუმლობა და მისი დაცვა. სატელეფონო საუბრების მოსმენა, მათ შესახებ ცნობების გაცემა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მოსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მომსახურების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან;

ბ) უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების უწყვეტი, შეუფერხებელი მიწოდება;

გ) უზრუნველყოს შეთავაზებული მომსახურების ადეკვატურობა მიღებულთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები შეუსაბამობის დროული, ჯეროვანი, სრული აღკვეთის მიზნით;

დ) მიიღოს შესაბამისი ზომები მომსახურების მრავალფეროვნებისა და ხარისხის გაზრდისათვის;

ე) უზრუნველყოს მომხმარებელთა საჩივრების განხილვის გამჭვირვალე და ეფექტური მექანიზმი საჩივრის დროული და კანონიერი გადაწყვეტის მიზნით;

ვ) უზრუნველყოს შეზღუდული დაშვების მექანიზმები სრულწლოვანისათვის განკუთვნილ მომსახურებაზე;

ზ) მოახდინოს რეაგირება დაუშვებელი პროდუქციის განთავსების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით;

თ) დაიცვას ქსელის ინტეგრაცია და შეუვალობა, არ დაუშვას ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა;

ი) მიიღოს ზომები მომხმარებელთა დასაცავად მომსახურებით გამოწვეული ნებისმიერი შესაძლო რისკისაგან. მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მომხმარებელი საფილტრი პროგრამით;

კ) თუ ტექნიკური მიზეზებით მომსახურების მიმწოდებელი ვერ ახერხებს თავის საკუთრებაში არსებული ქსელის დაცვას, ის ვალდებულია წინასწარ მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მესამე პირთა მიერ უნებართვო ჩართვის რისკის არსებობის თაობაზე და ტექნიკური შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს მას მომსახურება უნებართვო ჩართვისაგან თავის დასაცავად;

ლ) იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება მომხმარებელთან საუბრის ჩაწერა, მომსახურების დაწყებამდე გააფრთხილოს მომხმარებელი ამის თაობაზე;

მ) დააკმაყოფილოს განცხადება მომსახურების მიწოდების თაობაზე რიგითობის წესით, თანაბარი პირობებით, დისკრიმინაციის გარეშე, იმ უპირატესობების და შეღავათების გათვალისწინებით, რომლებიც განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.

5. მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებლის მიერ შეტყობინების საფუძველზე ახდენს რეაგირებას და იღებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ზომას, რომ არ მოხდეს მისი ქსელის მეშვეობით:

ა) უნებართვო ჩართვა;

ბ) დაუშვებელი პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემა;

გ) მომხმარებლის დაშინება, შეურაცხყოფა და სხვა ღირსების შემლახავი ქმედებების განხორციელება.

6. მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებლის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, უფლებამოსილია თავად განსაზღვროს მომსახურების კონკრეტული სახეობით მოხმარების წესები, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და რომელიც, შეიძლება მოიცავდეს დამატებით უფლებებსა თუ ვალდებულებებს.“;

ს) 26-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.

ტ) 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. მომსახურების მიმწოდებლის  მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი სამსახური

1. მომხმარებელთა საჩივრების მიღების, განხილვისა და დროულად გადაწყვეტის მიზნით მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი სამსახურის (შემდგომში – სამსახური) შექმნას.

2. სამსახურის უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებლის მიერ დამტკიცებული სამსახურის დებულებით.

3. სამსახური ვალდებულია:

ა) აწარმოოს შემოსული საჩივრების აღრიცხვა სარეგისტრაციო ჟურნალში (რეგისტრაცია, კატეგორიებად დაყოფა) და შეინახოს სამი წლის მანძილზე;

ბ) განახორციელოს საჩივრების განხილვის შიდა მექანიზმის საქმიანობის მონიტორინგი და გამოიკვლიოს, თუ რამდენად ეფექტურად წყდება მომხმარებელთა საჩივრები;

გ) კომისიას, აგრეთვე კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს, ყოველი კვარტალის ბოლოს წარუდგინოს საჩივრების განხილვის შედეგების შესახებ დეტალური ანგარიში, ასევე, ამ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.

4. საჩივრების განხილვის წესები უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საჩივრის შეტანის პროცედურა, ვადები, რომლის განმავლობაში უნდა გადაწყდეს მომხმარებლის საჩივარი, ასევე, მითითებები იმის თაობაზე, თუ რა ზომებს შეიძლება მიმართოს მომხმარებელმა მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისი საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში.“

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონით დადგენილი წესით.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კომისიის თავმჯდომარე      ზ. ნონიკაშვილი