,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 306/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 156, 06/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.011.059
  • Word
306/ნ
02/11/2007
სსმ, 156, 06/11/2007
280.070.010.22.035.011.059
,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.011.059

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №306/ნ

2007 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №19, მუხლი 241) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესში“ (დანართი №1):

ა) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროებას, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული სათანადო ნორმატიული აქტის საფუძველზე, განსაზღვრავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება.“;

ბ) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლიდან გამომდინარე, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს უნარჩუნდება შეზღუდული შესაძლებლობის გამო დანიშნული პენსიის მიღება მინიმალური პენსიის ოდენობით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მორიგ გადამოწმებამდე, რის შემდეგაც იმავე სტატუსის დადგენის შემთხვევაში უწყდებათ პენსია, გარდა ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

გ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი“;

დ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის შემთხვევაში – მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;“;

ე) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ქმედუუნარო პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, მისი მეურვის პირადობის მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი“;

ვ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ პირებისათვის პენსიის დანიშვნის შემთხვევაში: მშობლებს – პირადობის მოწმობა, გარდაცვლილი პირის დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობები, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, საპენსიო ასაკის მიღწევამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი; მეუღლეს – პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, საპენსიო ასაკის მიღწევამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი; შვილს (ნაშვილებს) – ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი“;

ზ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ომის ინვალიდებზე – პირადობის მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი ომთან;“;

თ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც დაფიქსირებულია სათანადო მიზეზობრივი კავშირი, მისი ამ ობიექტებზე ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (სამხედრო კომისარიატი ან ორგანიზაცია, რომლიდანაც იქნა მივლინებული);“;

ი) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამოწმებული „9 აპრილის“ მონაწილის საბუთი;“;

კ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ი.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი.ა) „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვლების გამო მისი ოჯახის შრომისუუნარო წევრისათვის პენსიის დანიშვნის შემთხვევაში: მშობლებმა – პირადობის მოწმობა, გარდაცვლილი პირის დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობები, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი. მეუღლეებმა – პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი; შვილმა (ნაშვილებმა) – პირადობის მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა, მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა, გარდაცვლილი მარჩენალის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, საპენსიო ასაკის მიღწევამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.“;

ლ) მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობა. სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა). შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებითი დადგენის შემთხვევაში პენსიის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და მიეცემა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერიოდისთვისაც, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/სტიპენდიის გაცემის შეჩერების დღიდან.“;

მ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობა, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწნებული საპატიო მიზეზი.“;

ნ) 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დანიშნული პენსიის მიღება უგრძელდებათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენილ ვადაში მორიგ გადამოწმებამდე. გადამოწმების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ხელახლა დადგენის შემთხვევაში უწყდებათ პენსიის მიღება გარდა ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ო) 22-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პენსია ენიშნებათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ხელახალი გადამოწმებისას ასეთი დახმარების საჭიროების დადგენიდან.“.

2. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესში (დანართი №2):

ა) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი (მათ შორის, არანაკლებ 2 წელი ფინანსურ პოლიციაში ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საგადასახადო/საბაჟო ორგანოების თანამდებობებზე). საგადასახადო/საბაჟო ორგანოებში ნამსახურობის მიზნებისათვის გათვალისწინებული იქნება მხოლოდ 2007 წლის 1 იანვრიდან ნამსახურები წლები“;

ბ) 71 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტის წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის ასაკის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეწყვეტილა „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა ანდა დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თანხმობით ან დაინიშნა საჯარო სამსახურში შეუთავსებელ თანამდებობაზე. ეს შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული პირობებით კომპენსაცია ენიშნებათ 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილ უზენაესი საბჭოს წევრებს, თუ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო, ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის გამო.“;

გ)  71 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საერთო სასამართლოს მოსამართლეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევიდან, თუ უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა ან უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში. ასევე 1999 წლის 15 მაისიდან სასამართლო უფლებამოსილება შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, სასამართლოს ლიკვიდაციის, მოსამართლის თანამდებობის შემცირების, ან საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის გამო და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, აგრეთვე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პენსიაში გასულ მოსამართლეებს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 1999 წლის 15 მაისიდან, კომპენსაციის ოდენობა განესაზღვრება მოქმედი მოსამართლისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლით საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.“;

დ) 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს – უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეს (მოადგილეებს) – არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატის მოქმედი თავმჯდომარისა და მისი მოადგილის (მოადგილეების) თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით.“;

ე) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტიპენდია ასაკის მიღწევის გამო ენიშნება პირს, რომელსაც შეუსრულდა 50 წელი და აქვს 20 წლის სამეცნიერო ან პედაგოგიური მუშაობის სტაჟი. ამასთან, დასაქმებული იყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორ-მასწავლებლის ან დამხმარე თანამდებობაზე, ან სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სამეცნიერო ან დამხმარე თანამდებობაზე (დანართი №1-ის შესაბამისად) და 2005 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლდნენ შესაბამისი თანამდებობიდან პირადი სურვილით ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.“;

ვ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 80%-ის ოდენობით – მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის;

ბ) 60%-ის ოდენობით – მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის.“;

ზ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

თ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს;

ე) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს (მოადგილეებს).“;

ი) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებზე მყოფი პირების, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო მეუღლეს.“;

კ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ლ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

მ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილმა პირმა შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს შესახებ ან ფულადი ატესტატი (ფორმა №1), შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.“;

ნ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) პროკურატურის მუშაკზე შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება პროკურატურის სისტემიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა თანამდებობრივი სარგოს შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.“;

ო) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) პარლამენტის წევრზე (ყოფილ წევრზე) შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, პარლამენტის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას და ამავე დროს აკმაყოფილებს კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, ცნობა ხელფასის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.“;

პ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციიდან წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.“;

ჟ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას. სხვა საპატიო მიზეზებად ჩაითვლება: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მუშაობის გრაფიკის დარღვევა ან ფორსმაჟორული მდგომარეობა (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა).“;

რ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობა, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი.“;

ს) აკადემიური, სამეცნიერო და დამხმარე თანამდებობების ჩამონათვალს (დანართი 1) დაემატოს შემდეგი შინაარსის „51-60“ პუნქტები:

„51. მეტყევე (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);

52. მეთოდისტი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);

53. კაბინეტის გამგე (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);

54. სასწავლო ნაწილის წამყვანი და უფროსი სპეციალისტები (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);

55. ბიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);

56. პროზექტორი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);

57. რენტგენოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);

58. ორდინატორი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);

59. მთავარი ბაქტერიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);

60. ბაქტერიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში).“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი