,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 13/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 27/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.10.003.000.997
  • Word
53
10/03/2008
სსმ, 39, 13/03/2008
330.130.000.10.003.000.997
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №53

2008 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №95, მუხლი 1084) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) რემონტი – შენობა-ნაგებობის ან მისი ცალკეული ელემენტების შეკეთება, აღდგენა ან შეცვლა (გარდა მზიდი კონსტრუქციებისა); ხაზოვანი ნაგებობებისათვის – ლოკალური (ორმოული, წერტილოვანი, ავარიით გამოწვეული და სხვ.) დაზიანების შეკეთება;“;

ბ) ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ყ) შენობა-ნაგებობების საექსპლუატაციოდ მიღება – უფლებამოსილი ორგანოს მიერ საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დასრულებული შენობა-ნაგებობის მიმართ სანებართვო პირობების შესრულების საბოლოო დადასტურება ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციისთვის ვარგისიანად აღიარება, რაც საექსპლუატაციოდ მიღებული შენობა-ნაგებობის მიმართ მშენებლობის ნებართვის ძალადაკარგულობას ადგენს;“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის შ“, ჩ“ და ც“ ქვეპუნქტები:

შ) საპროექტო დოკუმენტაციის დარღვევა – განხორციელებული მშენებლობის შედეგად ქალაქთმშენებლობითი პირობების, საანგარიშო დატვირთვების ან/და შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული გადაწყვეტის დარღვევა (მაგ., იცვლება საძირკვლის კონსტრუქციის ტიპი, შენობის მზიდი სივრცითი კონსტრუქციის (ჩარჩო/კარკასი) ტიპი, გადახურვის ტიპი), პროექტით გათვალისწინებული გაბარიტების დარღვევა, სანებართვო მოწმობაში განსაზღვრული ყველა ეტაპის დასრულების შესახებ ოქმების შეუდგენლობა, ასევე, განხორციელებული ცვლილებებით მესამე პირთა კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების შელახვა. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით;

ჩ) საპროექტო დოკუმენტაციიდან დასაშვები გადახრა – ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების, მასალების, ნაკეთობების, აგრეთვე საინჟინრო სისტემების შეცვლა ფასადის ელემენტებისა და პარამეტრების ცვლილება, რაც არ წარმოადგენს საპროექტო დოკუმენტაციის დარღვევას, ასევე, შენობა-ნაგებობის ხაზოვანი პარამეტრების (გარდა ხაზოვანი ნაგებობის განივი პარამეტრისა) უმნიშვნელო ცვლილება (თითოეული პარამეტრის 2%-მდე ცვლილება, მაგრამ არა უმეტეს 25 სანტიმეტრისა, ხოლო ღიობებისათვის – 10 სანტიმეტრისა), ცვლილებები, რაც გან-ხორციელებულია ისეთ ობიექტებზე, რომლებიც, როგორც ცალკე აღებული ობიექტები, ამ წესის შესაბამისად არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას (მაგ., მცირე არქიტექტურული ფორმები, დროებითი ნაგებობები, 2,2 მ სიმაღლის ღობეები და სხვ.), ასევე, იმ სამუშაოების განხორციელება ან განუხორციელებლობა, რომლებიც, ცალკე აღებული, არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას (მაგ., შიდა დაგეგმარება, შიდა მოპირკეთება, შიდა ელექტროგაყვანილობა, შიდა ღიობები და სხვ.), თუკი ამ ცვლილებებით არ ილახება მესამე პირთა კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესები;

ც) მაგისტრალი – საკომუნიკაციო სისტემის ძირითადი, მთავარი ხაზი (მილსადენი, არხი, გზა, საჰაერო/საკაბელო გადამცემი ხაზი და სხვ.), რომლითაც უზრუნველყოფილია სათანადო პროდუქტის მისი წყაროდან ძირითადი ნაკადის გატარება.“.

2. დადგენილების მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ე“ და კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) ხაზოვანი ნაგებობების, მაგისტრალებისა და სხვა საკომუნიკაციო სისტემების სარემონტო სამუშაოები; აგრეთვე ავარიის აღდგენის ან მოსალოდნელი დაზიანების რეალური საშიშროების თავიდან აცილების მიზნით შესასრულებელი სამუშაოები;

კ) 2,2 მ-მდე სიმაღლის სამშენებლო მიწის ნაკვეთის შემომსაზღვრელი, სამეზობლო მიჯნაზე და ქუჩის გასწვრივ, მათ შორის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ღობეების, ღია ტერასების, საყრდენი, დამცავი და ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გამიზნული კედლების მშენებლობა. აღნიშნული არ ვრცელდება საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი საავტომობოლო გზების გასწვრივ, ქალაქების განაშენიანებული ტერიტორიებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქუჩების გასწვრივ, აგრეთვე მრავალბინიანი სახლებისათვის გამიჯვნის შედეგად მიკუთვნებული მიწის ნაკვეთების შემოსაზღვრის მიზნით ამგვარი ნაგებობების მშენებლობაზე, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება;“;

ბ) მე-2 პუნქტის კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კ) საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი საავტომობოლო გზების გასწვრივ, ქალაქების განაშენიანებული ტერიტორიებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მდებარე ქუჩების გასწვრივ, აგრეთვე მრავალბინიანი სახლებისათვის გამიჯვნის შედეგად მიკუთვნებული მიწის ნაკვეთების 2,2 მ-მდე სიმაღლის, სამშენებლო მიწის ნაკვეთის შემომსაზღვრელი, მათ შორის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ღობეების, ღია ტერასების, საყრდენი, დამცავი და ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გამიზნული კედლების მშენებლობა, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ეს საკითხი დადგენილების ამ მუხლის პირველი პუნქტის კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სხვაგვარად რეგულირდება;“;

გ) მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციაზე, თუ არ იცვლება შენობა-ნაგებობათა გაბარიტები;“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა მოიცავს მხოლოდ I სტადიას, I და II სტადიებს ან მხოლოდ II სტადიას, სანებართვო პროცედურების დამამთავრებელი ადმინისტრაციული წარმოებების შესაბამისად I ან II სტადიაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორიც III სტადიაზე გამოცემულს, და იგი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის საფუძველია.“;

ე) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

13. ნებართვა შეიძლება გაიცეს ერთი ადმინისტრაციული წარმოებით, თუ ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემ ორგანოში წარადგენს ნებართვის მიღებისათვის საჭირო, ამ დადგენილებით I, II და III სტადიებისათვის განსაზღვრული ფორმითა და შემადგენლობით შედგენილ საპროექტო დოკუმენტაციას და სხვა აუცილებელ დოკუმენტებსა და ინფორმაციას, მათ შორის: ამონაწერს საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკას, მოცემული სამშენებლო მიწის ნაკვეთისათვის დამახასიათებელ ქალაქთმშენებლობით პირობებს, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან კანონმდებლობით დადგენილ შეთანხმებებს (მაგ., გზშ და ეკოლოგიური დასკვნა, არქეოლოგიური კვლევის დასკვნა, საქნაპირდაცვის დასკვნა და სხვ.); აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საპროექტო დოკუმენტაციაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ საექსპერტო დასკვნას (ექსპერტების კანდიდატურა შესაძლებელია შეთანხმდეს ნებართვის გამცემ ორგანოში საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ნებისმიერ ეტაპზე ოფიციალური მიმართვის საფუძველზე ან შეირჩევა ნებართვის გამცემი ორგანოს ექსპერტთა საინფორმაციო ბაზიდან). ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო ამ დადგენილებით განსაზღვრული I სტადიაზე ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემისა და II სტადიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ადმინისტრაციული აქტების გამოცემა და საპროექტო დოკუმენტაციის სათანადო დამოწმება. ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წესით და მისი ხანგრძლივობაა 60 დღე.“.

3. დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) მ“ და ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ) აეროდრომი;

ნ) პორტის ნავმისადგომი, არხი და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები; მოლო, ბუნი, ბერმა და ტალღმტეხი, აგრეთვე 10 მ-ზე მეტი სიმაღლის კაშხალი და ჯებირი;“;

 ბ) ,,ო.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რადაქციით:

,,ო.ბ) მაღალი წნევის ბუნებრივი გაზისა და თხევადი ნახშირბადიანი გაზის საკომპრესორო, გაზგამანაწილებელი და შემვსები სადგურები, გარდა სატრანსპორტო საშუალებების გაზით გასამართი სადგურებისა;“;

გ) უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5. თუ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტზე გათვალისწინებულია არსებულ პარამეტრებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს სარეკონსტრუქციო ობიექტი.“.

5. დადგენილების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) შენობა-ნაგებობის ტექნიკური სპეციფიკაცია, რომელიც მოიცავს დანიშნულებას, გაბარიტებს, სართულიანობას, მოცულობას, ფართობებს, ბინების რაოდენობას – საცხოვრებელი სახლისათვის, ინფორმაციას, თუ რამდენ კაცზეა გათვლილი შენობა, მისი საზოგადოებრივი დანიშნულების შემთხვევაში, საწარმოებისათვის – გამოსაშვები პროდუქციის სახეობა, აგრეთვე სხვა სპეციფიკური მახასიათებლები ობიექტის ფუნქციის შესაბამისად;“;

ბ) ,,ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ზ“, თ“ და ი“ ქვეპუნქტები:

ზ) ობიექტის ფასადების არქიტექტურული ესკიზები, სხვადასხვა ხედით გადაღებული არსებული ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა, ობიექტის არსებულ განაშენიანებაში ან/და ლანდშაფტში განთავსების ფოტომონტაჟი ან ესკიზური ნახაზი, ფასადისა და სახურავის სავარაუდო მოსაპირკეთებელი მასალა – იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოთხოვნები დადგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრული ტერიტორიებისათვის;

თ) ადგილობრივი საინჟინრო-კომუნალური ქსელების არსებობის შემთხვევაში ამ ქსელებთან მიერთების და ამ მიზნით ადმინისტრაციული დაპირების მიღების სანებართვო პროცედურებში ჩართვის საკითხს წყვეტს ნებართვის მაძიებელი; ამასთან, ნებართვის გამცემ ორგანოში ქსელებთან მიერთების ადმინისტრაციული დაპირების არარსებობა არ აბრკოლებს ნებართვის გაცემას;

ი) არსებულ ქსელებთან მიერთების ადმინისტრაციული დაპირების მიღების სურვილის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა ამის შესახებ უნდა მიუთითოს განცხადებაში და წარადგინოს შენობა-ნაგებობის ლოკალური ქსელების დატვირთვის საანგარიშო სიდიდეები, რომლებიც ქალაქთმშენებლობითი პირობების გამცემი ორგანოს მიერ გადაეგზავნება ქსელების მფლობელ კომპანიებს, როგორც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული დაპირების გასაცემად.“.

6. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

1. ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა წარმოებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ქალაქთმშენებლობით პირობებში კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს ტექნიკური პირობები, შეზღუდვები და უნდა მიეთითოს იმ ტექნიკური და სხვა სახის პარამეტრების დაპროექტების პროცესში გათვალისწინების აუცილებლობა, რომლებსაც საჭიროებს ასაშენებელი ობიექტი, ან/და რომლითაც ხასიათდება სამშენებლო მიწის ნაკვეთი ან/და ხაზოვანი ნაგებობების ტრასა, აგრეთვე ობიექტის ზეგავლენის არეალში მოხვედრილი ტერიტორიები (სასაზღვრო ზოლი, ხაზოვანი ნაგებობის გასხვისების ზონა, სანაპირო ზოლი და სხვ.), აგრეთვე განისაზღვროს II სტადიაზე წარსადგენი არქიტექტურული პროექტის ეგზემპლარების რაოდენობა და ყველა ადმინისტრაციული ორგანო, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ევალებათ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კანონმდებლობით დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობის დადგენა ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შესაბამისად. ამავე სტადიაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-9 მუხლის შესაბამისად დასახლების საინჟინრო-კომუნალური ქსელების მფლობელი კომპანიების მიერ გაიცემა ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებთან მიერთების შესაძლებლობის შესახებ ადმინისტრაციული დაპირება, რომელშიც დაფიქსირდება შემდეგი საჯარო ინფორმაცია: მიერთების ადგილი, ტიპი და სიმძლავრე, ხოლო თუ არსებული ქსელის პარამეტრები არ იძლევა მიერთების შესაძლებლობას, უნდა მიეთითოს მათი განვითარების პარამეტრები.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

9. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელმა ქალაქთმშენებლობითი პირობების (აგდ) დადგენიდან 5 წლის განმავლობაში არ განახორციელა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების (განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა დასაშვები სახეობის, მათი სიმაღლეების და მისთ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს ქალაქთმშენებლობითი პირობების ცვლილებას, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილებით ქალაქთმშენებლობითი პირობები ცხადდება ძალადაკარგულად და აგდ-ს მფლობელს ეძლევა შეთავაზება სათანადო ცვლილებების განსახორციელებლად.“.

7. დადგენილების მე-12 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები;“;

ბ) მე-6 პუნქტის დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები;“;

გ) მე-7 პუნქტის ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები;“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. თუ მშენებლობის ნებართვის მიღება დაკავშირებულია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობასთან, ნებართვის მაძიებელმა II სტადიაზე უნდა წარადგინოს ექსპერტების მონაცემები, როლებიც უნდა შეესაბამებოდეს ,,განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №823 ბრძანებით (სსმ III, 25.08.2006, №113, მუხლი 1552) დადგენილ მოთხოვნებს, რომლებიც შესათანხმებლად გადაეგზავნება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, იმ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემა არ არის დელეგირებული ორგანოსადმი, რომელშიც მიმდინარეობს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ადმინისტრაციული წარმოება. თუ ექსპერტების კანდიდატურა ერთხელ უკვე იყო შეთანხმებული და ამის თაობაზე არსებობს სათანადო დასაბუთება, ექსპერტების კანდიდატურის განმეორებით შეთანხმება საჭირო არ არის.“.

8. დადგენილების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მიხედვით 10 წლის განმავლობაში არ იქნება გაცემული მშენებლობის ნებართვა და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების (განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა დასაშვები სახეობის, მათი სიმაღლეების და მისთ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს ქალაქთმშენებლობითი პირობების ცვლილებას, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილებით არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება ცხადდება ძალადაკარგულად და ნებართვის მაძიებელს ეძლევა შეთავაზება სათანადო ცვლილებების განსახორციელებლად.“.

9. დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ნებართვის მაძიებელი განცხადებას (მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში გადახდის ქვითართან ერთად) და თანდართულ დოკუმენტებს ამ დადგენილების მიხედვით სამ ეგზემპლარად წარუდგენს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.“.

10. მე-18 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. თუ მშენებლობა არ დასრულდა ნებართვით დადგენილ ვადაში, ნებართვის მფლობელს შეუძლია მიიღოს ახალი ნებართვა იმავე შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სანებართვო პირობები შეცვლილი არ არის, ნებართვა გაიცემა ნებართვის გაცემის III სტადიით დადგენილი წესით დარჩენილ სამუშაოებზე სამუშაოთა ორგანიზების განახლებული პროექტის შესაბამისად სამუშაოთა წარმოების ახალი გრაფიკით. ამ შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა გაიანგარიშება დარჩენილ სამუშაოთა ხარჯთა ნუსხის შესაბამისად.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საპროექტო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც იწვევს:

ა) ქალაქთმშენებლობითი პირობების, საანგარიშო დატვირთვების ან/და შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას (მაგ., იცვლება საძირკვლის კონსტრუქციის ტიპი, შენობის მზიდი სივრცითი კონსტრუქციის (ჩარჩო/კარკასი) ტიპი, გადახურვის ტიპი), საჭიროებს ახალ მშენებლობის ნებართვას. ნებართვის გაცემის პროცედურა იწყება იმ სტადიიდან, რომელზეც უნდა მოხდეს დოკუმენტაციაში ასახული ცვლილების დადასტურება, ამასთან ნებართვის მაძიებელი ინარჩუნებს II და III (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის იმ ობიექტებისა, რომლებზეც მშენებლობის ნებართვას III სტადიით გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო) სტადიების ერთ წარმოებაში გაერთიანების მოთხოვნის უფლებას;

ბ) ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების, მასალების, ნაკეთობების, ფასადის ელემენტებისა და პარამეტრების, კეთილმოწყობისა და მშენებლობის ორგანიზების პროექტის, აგრეთვე საინჟინრო სისტემების შეცვლას, რაც არ იწვევს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებებს, არ საჭიროებს ახალ მშენებლობის ნებართვას. აღნიშნულ ცვლილებებს, შესაბამის სტადიაზე, ნებართვის გამცემი ორგანო შეცვლილი საპროექტო დოკუმენტაციისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ადასტურებს ადმინისტრაციული აქტის გამოცემით. დადასტურებული ცვლილებები ნებართვის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ერთი ეგზემპლარი გადაეგზავნება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს;

გ) შენობა-ნაგებობის ხაზოვანი პარამეტრების (გარდა ხაზოვანი ნაგებობის განივი პარამეტრისა) 2%-მდე ცვლილება, მაგრამ არა უმეტეს 25 სმ-ისა, ხოლო ღიობებისათვის 10 სმ-ისა, ასევე იმ სამუშაოების განხორციელება ან განუხორციელებლობა, რომლებიც, ცალკე აღებული, არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას (მაგ., შიდა დაგეგმარება, შიდა მოპირკეთება, შიდა ელექტროგაყვანილობა, შიდა ღიობები და სხვ.), არ მიიჩნევა პროექტიდან გადახვევად და სანებართვო პირობების დარღვევად, თუ ეს არ ლახავს მესამე პირთა კანონმდებლობით განსაზღვრულ ინტერესებს, შესაბამისად არ საჭიროებს ამ პუნქტის ა“ და ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი პროცედურების შესრულებას.“.

11. დადგენილების 201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი ორგანო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე მათ კომპეტენციას დაქვემდებარებული მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების უფლებამოსილება შეიძლება მიენიჭოს შესაბამის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ორგანოს – (შემდგომში – ექსპლუატაციაში მიმღები).

2. მშენებლობადამთავრებული ობიექტის (შენობა-ნაგებობათა კომპლექსებისათვის კი – დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობის ან ერთი ტექნოლოგიური პროცესით დაკავშირებული შენობების ჯგუფის) საექსპლუატაციოდ მიღებისათვის ექსპლუატაციაში მიმღებ ორგანოს ნებართვის მფლობელი მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) ამ დადგენილების მე-16 მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვის სანებართვო პირობებში მოცემული ყველა ეტაპის დასრულების დამადასტურებელი ოქმები, ასეთის არარსებობის შემთხვევაში – აღნიშნული დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

ბ) შესაბამისი კომპანიების მიერ გაცემული გარე კომუნიკაციების პროექტის მიხედვით მიერთების დადასტურება ან ამ ობიექტის აბონენტად აყვანის დადასტურება (მათ შორის, სააბონენტო გადასახდელის გადახდის ქვითრის სახით) ამ ქსელებთან მიერთების საჭიროების შემთხვევაში; ხოლო თუ გამოყენებულია ალტერნატიული წყაროები, ტექნიკური ინფორმაცია ამ წყაროსა და მასთან მიერთების შესახებ;

გ) დამთავრებული შენობა-ნაგებობის საბოლოო (საშემსრულებლო) ნახაზები და მათი ელექტრონული ვერსია;

დ) შენობა-ნაგებობებში ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში დამატებით – დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ.

3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის №115 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, განცხადებას ნებართვის მფლობელმა უნდა დაურთოს სამშენებლო მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. აგრეთვე, სიმტკიცისა და მდგრადობის ექსპერტული გამოკვლევის შედეგები, რომელიც ხორციელდება ნებართვის მფლობელის სახსრებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ნებართვის მფლობელს აქვს მშენებლობის პროცესში შედგენილი ფართული სამუშაოების ჟურნალები და გამოყენებული ძირითადი სამშენებლო მასალების (ცემენტი, ბეტონი, ინერტული მასალა, ლითონი, საკედლე ბლოკი, აგური) შესაბამისობის სერტიფიკატები ან/და მათი ლაბორატორიული გამოცდის შედეგები, შენობა-ნაგებობის ექსპერტული გამოკვლევა საჭირო არ არის.

4. მშენებლობის ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია ექსპლუატაციაში მისაღებად წარადგინოს საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ცალკეული შენობა-ნაგებობა ან ერთი ტექნოლოგიური პროცესით დაკავშირებული შენობა-ნაგებობათა ჯგუფი. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია დამატებით წარადგინოს სამუშაოთა ორგანიზებისა და კეთილმოწყობის სათანადო წესით შეცვლილი პროექტი.

5. ექსპლუატაციაში მიმღები უფლებამოსილია ობიექტი დაათვალიეროს მის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტთან ვიზუალური შესაბამისობის დადგენის მიზნით, შეამოწმოს შიდა ქსელების გამართულობა (მიეწოდება თუ არა მაგ.: წყალი, გაზი, ელექტროენერგია და სხვ.), ამასთანავე, ექსპლუატაციაში მიმღები არ იკვლევს იმ სამუშაოების შესრულების ხარისხს და მახასიათებლებს, რომლებიც არ წარმოადგენს სანებართვო ობიექტს, არ ახდენს გავლენას შენობა-ნაგებობის სიმტკიცესა და მდგრადობაზე და არ ყოფილა დადგენილი სანებართვო პირობებით. ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ექსპლუატაციაში მიმღების შეუფერხებელი შესვლა ობიექტზე.

6. ექსპლუატაციაში მიმღები ორგანო ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებით უდასტურებს ნებართვის მფლობელს განხორციელებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობას, რაც შემდეგ საპროექტო დოკუმენტაციის განუყოფელი ნაწილი ხდება. თუკი ექსპლუატაციაში მისაღებ ობიექტზე გამოვლინდა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტიდან დასაშვები გადახრა, ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებით ასევე დასტურდება განხორციელებული ცვლილებების დასაშვებობა.

7. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე ექსპლუატაციაში მიმღები ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.

8. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობა;

ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ბ.ა) დამკვეთის მიერ ექსპლუატაციაში მიმღებისათვის ობიექტის დათვალიერებაზე უარის თქმა ან ხელის შეშლა;

ბ.ბ) მშენებლობა ნაწარმოებია ობიექტის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის დარღვევით.“.

12. 202 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვე-პუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებზე არ ვრცელდება ამ დადგენილების 201 მუხლის მოთხოვნები.

2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექსპლუატაციაში მისაღებად მესაკუთრეს ან სხვა უფლებამოსილ პირს საკუთარი სურვილის შესაბამისად უფლება აქვს ექსპლუატაციაში მიმღებ ორგანოს მიმართოს განცხადებით. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, თუ განმცხადებელი მესაკუთრე არ არის, აგრეთვე მესაკუთრესა და განმცხადებელს შორის დადებული ხელშეკრულება ან თანხმობა;

ბ) შენობა-ნაგებობის აზომვითი ნახაზი.

3. ამ დადგენილების მე-2 პუნქტით, მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექსპლუატაციაში მისაღებად სანებართვო მოწმობის მფლობელი ექსპლუატაციაში მიმღებ ორგანოს განცხადებით მიმართავს. განცხადებას თან უნდა დაერთოს დამთავრებული შენობა-ნაგებობის საბოლოო (საშემსრულებლო) ნახაზები და მათი ელექტრონული ვერსია.

4. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექსპლუატაციაში მიმღები ორგანო საექსპლუატაციოდ მიღების შესახებ გადაწყვეტილებით შენობა-ნაგებობის აზომვითი ნახაზის საფუძველზე უდასტურებს მესაკუთრეს ან სხვა უფლებამოსილ პირს განხორციელებული მშენებლობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისო-ბას.

5. ამ დადგენილების მე-2 პუნქტით, მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექსპლუატაციაში მიმღები ორგანო საექსპლუატაციოდ მიღების შესახებ გადაწყვეტილებით უდასტურებს ნებართვის მფლობელს განხორციელებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობას, რაც შემდეგ საპროექტო დოკუმენტაციის განუყოფელი ნაწილი ხდება. თუკი ექსპლუატაციაში მისაღებ ობიექტზე გამოვლინდა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტიდან დასაშვები გადახრა, საექსპლუატაციოდ მიღების შესახებ გადაწყვეტილებით, ასევე, დასტურდება განხორციელებული ცვლილებების დასაშვებობა.

6. ექსპლუატაციაში მიმღები ორგანო განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში გამოსცემს აქტს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ობიექტი ჩაითვლება ექსპლუატაციაში მიღებულად და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე ექსპლუატაციაში მიმღები ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა;

ბ) მშენებლობადამთავრებული ობიექტი ლახავს მესამე პირთა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინტერესებს.

8. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა;

ბ) მშენებლობა ნაწარმოებია ობიექტის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის დარღვევით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ვ. გურგენიძე