დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1156 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/10/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 147, 22/10/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.011.000 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.000
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1156
2007 წლის 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში (სსმ III, 08.04.2005, №41, მუხ. 443) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 46 და 47 პუნქტები:
,,46. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს №4 დანართის შესაბამისად.
47. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს №5 დანართის შესაბამისად.“
2. ბრძანებას დაემატოს დანართი №5 თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
,,დანართი №5
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი:
№ | მოსამსახურეთა თანამდებობრივი დასახელება | სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტებით |
1 | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე | 100 |
2 | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე | 85
|
3 | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი | 80 |
შენიშვნა:
1. თუ მივლინების ხანგრძლივობა 3 დღეზე ნაკლებია ან 3 დღეა:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 280 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და წევრების სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 130 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობისა და სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.“.
დოკუმენტის კომენტარები