დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1074 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 25/09/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 135, 27/09/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.010.860 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.860
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1074
2007 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებას (სსმ III, 08.04.2005 წ., №41, მუხ. 443) დაემატოს დანართი №4 თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
,,დანართი №4
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი:
№ | მოსამსახურეთა თანამდებობრივი დასახელება | სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტებით |
1 | საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე | 100 |
2 | საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე | 90
|
3 | საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე | 85
|
4 | საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი | 80 |
შენიშვნა:
1. თუ მივლინების ხანგრძლივობა 3 დღეზე ნაკლებია ან 3 დღეა:
ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 280 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით;
ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და წევრების სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 130 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობისა და სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.“.
დოკუმენტის კომენტარები