დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 69 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
მიღების თარიღი | 25/09/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 133, 25/09/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.380.000.22.025.010.853 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/09/2007 - 24/07/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.025.010.853
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №69
2007 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ
ბუნებრივი გაზის ბაზარზე კონკურენციის განვითარებისა და ბუნებრივი გაზის განაწილების ახალი ქსელის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჯ“ და ,,ჯ1“ ქვეპუნქტებისა და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა, გარდა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოცხადდეს დერეგულირებულად.
2. ნაწილობრივ დერეგულირებულად გამოცხადდეს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული საცალო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2007 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ა. ხეთაგური
დოკუმენტის კომენტარები