ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/1417
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 20/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 134, 26/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 030.110.030.22.024.010.848
  • Word
1-1/1417
20/09/2007
სსმ, 134, 26/09/2007
030.110.030.22.024.010.848
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.22.024.010.848

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/1417

2007 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

�სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმარ�თველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებ�ლობის უფლებით გადაცემის შესახებ� საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის და მე-12 მუხლის 62 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება �ადგი�ლობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქ�ციონის ფორმით პრივატიზების შესახებ�.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. არველაძე

დებულება

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ

��� მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება შემუშავებულია �სახელმწიფო ქონე�ბის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერ�თეუ�ლის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს.

2. �სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვით�მმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ� საქართვე�ლოს კანონის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმარ�თველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივა�ტიზე�ბის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგი�ლობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრუ�ლებელი ორგანო (შემდგომში � გამყიდველი).

3. აუქციონის ფორმით ადგილობრივი თვითმმარ�თვე�ლი ერთეულის ქონების პრივატიზების მიზანია სა�კუთ�რების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდა პირო�ბებით � საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყო�ფილოს გამოც�ხადებული პირობები და ვაჭრობის პროცეს�ში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

4. აუქციონის ფორმით ადგილობრივი თვითმმარ�თველი ერთეულის ქონების პრივატიზებას ახორციე�ლებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. მას შეუძლია შეასრულოს გამყიდველის ფუნქციები უშუალოდ ან იმოქმედოს წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც გამყიდველის მიერ მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება.

5. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ადგილობ�რივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი ფასი გამყიდველის მიერ დგინდება საქართველოს პრეზი�დენტის ბრძანებულებით დამტკიცებული საპრივა�ტიზე�ბო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესა�ბამისად.

6. აუქციონის ფორმით ადგილობრივი თვითმმარ�თველი ერთეულის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქარ�თველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიუ�ლი პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვით���მმარ����თვე�ლობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

7. აუქციონი (აუქციონი პირობებით) ცხადდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით.

8. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის აუქციონში მონაწი�ლეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენცია�ლურია.

��� მუხლი 2. აუქციონის ორგანიზება

1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გამყიდვე�ლი.

2. იმ შემთხვევაში, როცა გამყიდველი აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომად�გენელს ან შუამავალს, მათ შორის იდება ხელშეკრულება, რო��მელ�შიც გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონე�ბის საწყისი ფასი;

ბ) აუქციონის ჩატარების ვადა;

გ) წარმომადგენელის ან შუამავლისათვის ავანსის ან/და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცე�მის წესი;

დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხის�მგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;

ე) სხვა ინფორმაცია გამყიდველის შეხედულები�სამებრ.

3. გამყიდველი, �სახელმწიფო ქონების და ადგილობ�რივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატი�ზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ� საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყ�ნებას ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში და შესაძლე�ბელია სხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენება.

4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) გამყიდველის დასახელებას;

ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრი�ტე�რიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემ�თხვევაში);

გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;

დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;

ე) �ბეს�, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამ�ყიდ�ველი;

ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;

ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდვე�ლი ჩათვლის მიზანშეწონილად.

5. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:

ა) სააქციო საზოგადოების (შეზღუდული პასუხის�მგებ�ლობის საზოგადოების) დასახელებას და იური�დიულ მისამართს;

ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;

გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;

დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.

6. მყიდველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებ�ლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.

7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინ�ტე�რესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას.

8. გამყიდველი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რე�გის�ტრა�ტორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომი�სიის წევრები. აღნიშნული კომისია გამყიდვლის სახე�ლით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადას�ტურებელ ოქმს (ხელშეკრულებას).

��� მუხლი 3. აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიი�ღება.

2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან ოცდა�მეათე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარე�ბის დღის ჩათვლით და გამყიდვლის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ოცდამეათე კალენ�დარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაც�ხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.

3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემ�დ�გომში � მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეუ�ლის ქონების დასახელებას, იმ ადგილობრივი თვით�მმარ�თველი ერთეულის ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;

ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფა�სურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითი�თებულ ანგარიშზე);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პას�პორ�ტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემ�თხვევაში).

4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, �ბე� და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ადგილობრივი თვით�მმართველი ერთეულის ქონებისათვის ცალ-ცალკე.

5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფი�ლებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს �აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში�, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.

6. მონაწილეს უფლება აქვს �ბეს� დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.

7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონა�წილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;

ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.

��� მუხლი 4. აუქციონის ჩატარების წესი

1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომე�რიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფე�ბის რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდე�ნობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.

3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.

4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქ�ცი�ონატორი აცხადებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონე�ბისათვის განსაზღვრავს გამყიდველი).

5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყი�სი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინა�რეო�ბის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატო�რი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწი�ლეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გა�მოც��ხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარ�ტყმის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.

7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომე�ლიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს მყიდველი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე როგორც გამყიდველი.

8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწე�რაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.

9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციო�ნის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.

10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბა�რათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდო�მარე და კომისიის მდივანი.

��� მუხლი 5. აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი

1. თუ არ მოხდა 5-ჯერ აუქციონის ფორმით გამო�ტა�ნი�ლი ან ქონების პრივატიზების პროცესის��� 1 წლით გაგრძელების შემდეგ ადგილობრივი თვით�მმარ�თველი ერთეულის ქონების პრივატიზება, აღნიშ�ნული ქონება შეიძლება გატანილ იქნეს აუქციონზე, სადაც შესაძლებელი იქნება შეთავაზებულ იქნეს გამოც�ხადებულზე დაბალი ფასი.

2. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

3. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდე�ნო�ბასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.

4. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.

5. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქ�ციო�ნატორი აცხადებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, მინი�მალური გასაყიდი ფასის ოდენობას (რომელიც წი�ნას�წარ არის დადგენილი გამყიდველის მიერ), ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს გამყიდველი).

6. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყი�სი ფასის და მინიმალური გასაყიდი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებე�ლია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

7. აუქციონში მონაწილეს, რომელსაც სურს შეისყი�დოს საწყის ფასად ქონება, სწევს მონაწილის დაფას (რაც ნიშნავს გასაყიდ ფასზე ბიჯის დამატებას), ხოლო თუ არც ერთი მონაწილის მიერ არ იქნა აწეული მონა�წი�ლის დაფა, აუქციონატორი საწყის გასაყიდ ფასს აკლებს დადგენილი ბიჯის ოდენობას და აცხადებს კლებადობის შესაბამისად გასაყიდ ფასს. ბიჯის კლებადობა გრძელდება მანამ, სანამ ერთ-ერთი მონაწი�ლის მიერ არ იქნება მონაწილის დაფა აწეული ან გასაყიდი ფასი არ დავა მინიმალური გასაყიდი ფა�სის ოდენობამდე.

8. იმ შემთხვევაში, თუ ბიჯის კლებადობის დროს ერთ-ერთი მონაწილის მიერ აწეული იქნა მონაწილის დაფა (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას როგორც გასაყიდ ფასს და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადების და აუქციო�ნატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება ითვლება გაყიდუ�ლად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც ყველაზე მაღა�ლი ფასი დაასახელა.

9. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომე�ლიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს მყიდველი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე როგორც გამყიდველი.

10. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწე�რაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.

11. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.

12. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბა�რათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავ�მჯდომარე და კომისიის მდივანი.

��� მუხლი 6. გარიგებათა გაფორმების წესი

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონე�ბის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარ�ჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს წერი�ლობით ხელშეკრულებას.

2. აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას, პირობებით გამოცხადებული აუქ�ციო�ნის შემთხვევაში � აუქციონის პირობებით გათ�ვა�ლის��წინებულ ვადაში. მყიდველმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.

3. გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში გამარ�ჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე არ უბრუნდება

4. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.

5. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემ�თხვევაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას შესაბამისი ადგილობრივი თვით�მმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმარ�თველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს � საკრებულოს თანხმობით შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

6. იმ შემთხვევაში, თუ მხაარეებს შორის უნდა გაფორმ�დეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:

ა) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;

ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;

გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქო�ნე�ბის ნასყიდობის ფასი;

დ) პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთ�ვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესა�ხებ;

ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.

7. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარე�შე, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-7 მუხლით მოთხოვნებით გათვალის�წინებულ პასუხისმგებლობას.

8. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობებით, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-8 მუხლით გათ�ვა�ლისწინებულ პასუხისმგებლობას, მათ შორის, პირგა�სამტეხლოს.

9. ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი � მართვის უფლებით, თუ ოქმით (ხელშეკ�რულებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

10. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრების უფლება გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთ�რების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენ�ტიდან, ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრუ�ლე�ბის პირობით, თუ გამარჯვებული პირი დადქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება.

11. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონე�ბის პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლე�ბა გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამა�დასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდე�ბულების შერულების პირობით.

12. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვით�მმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

��� მუხლი 7. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში

თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.

��� მუხლი 8. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში

1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვე�ვაში მყიდველი ვალდებულია შეძენილი ადგილობრივი თვით�მმართველი ერთეულის ქონების შემდგომი გამოყე�ნებისას დაიცვას ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალ�დებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდ�ველს. შესაძლებელია ოქმით (ხელშეკრულებით) გათვა�ლის�წინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.

2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლე�ბის დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარე�შე, არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გას�ცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირ�თოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღე�ბუ�ლი ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.

3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლე�ბის დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმე�დების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებუ�ლია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირო�ბებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ხელ�შეკ�რულებით). ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.

4. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებუ�ლებები შესრულებულად ითვლება შესაბამისი ადგი�ლობ�რივი თვითმმართველი ერთეულის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

5. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებუ�ლების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთი�თება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამ�ტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით (ხელშეკრულებით) სააუქციონო პირობებიდან გამომ�დინარე, კერძოდ:

ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხ�დელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგა�და�ცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებ�ლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგა�დაცილებულ დღეზე;

გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირო�ბების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულე�ბის 0,05%.

6. ოქმის (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პი�რო�ბების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდვლის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების (ოქმის) საფუძვლად.

��� მუხლი 9. გარიგებათა ბათილად ცნობა

აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.