საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 675
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 16/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 119, 23/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.010.766
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
675
16/08/2007
სსმ, 119, 23/08/2007
430.050.000.22.022.010.766
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/08/2007 - 04/08/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.010.766

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  

ბრძანება №675

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად  წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში, მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა ამ ბრძანების №2 დანართის შესაბამისად.

3. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სრული ზოგადი განათლების დაწყებითი და საბაზო საფეხურის ცალკეულ კლასში მოსწავლის გადასვლისას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, რომლიდანაც მოსწავლე გადადის, ვალდებულია მოითხოვოს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ გაცემული თანხმობა, რომელშიც გადადის მოსწავლე და რომლითაც დასტურდება ამ მოსწავლის ჩარიცხვის შესაძლებლობა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

დანართი №1

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა

1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციასა და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

2. დაბადების მოწმობის დედანი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში და რომლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან გატანა დასაშვებია მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადების საფუძველზე არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლის წარდგენის შემთხვევაში.

დანართი №2

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში, მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების  ნუსხა

1. სრულწლოვანი მოსწავლის, ხოლო არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს სრულწლოვანი მოსწავლის ან/და არასრულწლოვანი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციასა და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

2. დაბადების მოწმობის დედანი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში და რომლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან გატანა დასაშვებია სრულწლოვანი მოსწავლის ან არასრულწლოვანი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადების საფუძველზე არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლის წარდგენის შემთხვევაში.

3. იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას.

11. 25/02/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 34/ნ - ვებგვერდი, 26/02/2019 10. 31/12/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 67/ნ - ვებგვერდი, 03/01/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 30/04/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 54/ნ - ვებგვერდი, 30/04/2018 8. 07/12/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 159/ნ - ვებგვერდი, 08/12/2016 7. 31/12/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 170/ნ - ვებგვერდი, 05/01/2015 6. 30/06/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 80/ნ - ვებგვერდი, 30/06/2014 5. 12/10/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 229/ნ - ვებგვერდი, 15/10/2012 4. 18/07/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 143/ნ - ვებგვერდი, 20/07/2012 3. 13/06/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 114/ნ - ვებგვერდი, 14/06/2012 2. 27/05/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 94/ნ - ვებგვერდი, 110527017, 02/06/2011 1. 04/08/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 564 - სსმ, 97, 06/08/2009
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.