დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1098 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 10/08/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 113, 13/08/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.22.034.010.735 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/08/2007 - 11/01/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.010.735
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №1098
2007 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
2. დამტკიცდეს ,,ტრაქტორისტის მართვის მოწმობის“ თანდართული ნიმუში (დანართი 1).
3. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე გაცემული ტრაქტორისტის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2018 წლის პირველ იანვრამდე.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,სატრანსპორტო საშუალებათა, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 10 ოქტომბრის №1169 ბრძანება.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ამ წესის რეგულირების სფერო
ეს წესი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად გამოცდების ჩატარების, მძღოლების მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართავად დაშვებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის საკითხებს. იგი გამომდინარეობს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციიდან, ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონებიდან და სხვა ნორმატიული აქტებიდან.
მუხლი 2. ამ წესის ტერმინების მოქმედების არეალი
ამ წესში გამოყენებული ტერმინები, რომლებსაც აქვთ საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინებისგან განსხვავებული მნიშვნელობა, გამოიყენება მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული ურთიერთობების რეგულირებისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი
1. სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
2. საფასური – კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის.
3. მომსახურება – სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება.
4. დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაზე უფრო შემჭიდროებულ დროში.
5. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – ძრავაანი სატრანსპორტო საშუალება (მოპედის გარდა), აგრეთვე ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა.
6. სატრანსპორტო საშუალება – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება გზებზე ხალხის გადასაყვანად და ტვირთის გადასატანად, აგრეთვე იმ სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისათვის, რომლებიც გამოყენება ხალხის გადასაყვანად და ტვირთის გადასატანად, ტერმინი ასევე მოიცავს ტროლეიბუსებს.
7. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – ტრაქტორები, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო და საგზაო-სამშენებლო მანქანები.
8. შესახსრებული ავტობუსი – ავტობუსი, რომელიც შედგება სექციებისაგან. ასეთი ავტობუსის სექციებში შესაძლებელი უნდა იყოს მგზავრთა შეუზღუდავი გადაადგილება. ამ სექციების შეერთება და განცალკევება შესაძლებელია მხოლოდ საწარმოში დამამზადებლის მიერ.
9. ავტომატარებელი – სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება მისაბმელთან ერთად.
10. სატრანსპორტო საშუალების სრული მასა – ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი.
11. მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელსაც უფლება აქვს მართოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საავტომობილო გზებზე დადგენილი წესით.
12. მძღოლობის კანდიდატი – ფიზიკური პირი, რომელიც ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით სურს მიიღოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
13. მძღოლის მოწმობა – კანონმდებლობით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
14. მართვის მოწმობა – ,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულებით დამტკიცებული მართვის მოწმობა.
15. ტრაქტორისტის მართვის მოწმობა (დანართი №1) – მძღოლის მოწმობა, რომელიც ადასტურებს მძღოლზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და ტრამვაის ან/და ტროლეიბუსის მართვის უფლების მინიჭებას.
16. ტრაქტორისტ-მემანქანე – პირი, რომელსაც ამ ბრძანებით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ტრაქტორისტის მართვის მოწმობა.
17. მძღოლის მოწმობის დასტური – უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მძღოლის მოწმობის ნამდვილობას.
18. კატეგორია – მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტიპის, დანიშნულებისა და მართვის თავისებურებების მიხედვით მართვის უფლების მინიჭების კლასიფიკაცია. კატეგორიებია: ,,A“, ,,B“, ,,C“, ,,D“, ,,E“, ,,T1“, ,,T2“ ,,T3“ ,,T4“;
19. ხელით სამართავი ავტომობილი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაკეთებული (მოდიფიცირებული) ინვალიდების მიერ მოსახერხებლად სამართავად.
20. გამომცდელი – საგამოცდო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ამ ბრძანებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს;
21. სამედიცინო ცნობა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმით მძღოლის ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სამართავად დასაშვები მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები.
22. უნიკალური კოდი – მძღოლის ან მძღოლობის კანდიდატის კომპიუტერის მიერ მინიჭებული პერსონალური კოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სააგენტოში მათი ან მათზე არსებული ინფორმაციის იდენტიფიცირება.
23. მომზადებული – მძღოლობის კანდიდატი, რომელსაც გამოცდაზე გასვლისას არ გააჩნია სხვა კატეგორიის მართვის მოწმობა.
24. გადამზადებული – მძღოლობის კანდიდატი, რომელსაც გააჩნია მართვის მოწმობა და ახდენს კატეგორიის დამატებას.
თავი II
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მძღოლის მოწმობები და მისი კატეგორიები
მუხლი 4. მძღოლის მოწმობის კლასიფიკაცია
1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები მათი ტიპის, დანიშნულებისა და მართვის თავისებურებების მიხედვით იყოფა კატეგორიებად, რომლებზეც შესაბამისად გაიცემა მართვის მოწმობა ან ტრაქტორისტის მართვის მოწმობა.
2. მართვის მოწმობა გაიცემა ,,A“, ,,B“, ,,C“, ,,D“, ,,E“ კატეგორიებით.
მუხლი 5. ,,A“ კატეგორია
1. ,,A“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ მართონ მოტოციკლები და სხვა მოტოსატრანსპორტო საშუალებები.
2. ,,A“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.
3. ის მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც აბარებენ ,,B“, ,,C“, ,,D“, ან ,,E“ კატეგორიების მართვის მოწმობის მისაღებ პრაქტიკულ გამოცდას, შესაძლებელია დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და თეორიული გამოცდის ჩაბარების გარეშე პარალელურად დაშვებულ იქნენ ,,A“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდაზეც.
4. ,,B“, ,,C“, ,,T1“, ,,T2,“ ,,T3,“ ან „T4“ კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლებს ,,A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიეცემა შესაბამისი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ.
5. ,,A“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან.
მუხლი 6. ,,B“ კატეგორია
1. ,,B“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მართონ:
ა) სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სრული მასა არ აღემატება 3500 კგ-ს, ხოლო დასაჯდომი სავარძლების რაოდენობა, მძღოლის სავარძლის გარდა არ აღემატება რვა ადგილს;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება მისაბმელით, რომლის სრული მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
გ) საბუქსირო სატრანსპორტო საშუალება, რომლის სრული მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება დაუტვირთავი წამყვანი სატრანსპორტო საშუალების წონას, თუ ამგვარი შემადგენლობის საერთო წონა არ აღემატება 3560 კგ-ს.
2. ,,B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.
3. ,,A“, ,,C“, ,,T1“, ,,T2“ ,,T3“ ან ,,T4“. კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირებს, ,,B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიეცემა ამ კატეგორიის შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ.
4. ,,B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან.
მუხლი 7. ,,C“ კატეგორია
1. ,,C“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მართონ:
ა) სატვირთო ავტომობილები, რომელთა სრული მასა აღემატება 3500 კგ-ს.
ბ) ,,C“ კატეგორიის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება 750 კგ-ზე ნაკლები მისაბმელით.
შენიშვნა: ,,C“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს, მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, უფლება აქვთ გადაიყვანონ მგზავ რები სატვირთო ავტომობილის ძარით, თუ მგზავრთა რაოდენობა მძღოლის გარდა არ აღემატება რვას.
2. ,,C“ კატეგორიისთვის გადამზადებული მძღოლები გამოცდაზე დაიშვებიან, თუ მძღოლის მოწმობაში აქვთ ,,B“ ან ,,D“ კატეგორიის ნებადამრთველი აღნიშვნა.
3. ,,C“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.
4. ,,B“ ან ,,D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირებს, ,,C“ კატეგორიისთვის გადამზადების კურსის გავლის შემდეგ მართვის უფლება მიეცემა ამ კატეგორიის შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ.
5. ,,C“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან.
მუხლი 8. ,,D“ კატეგორია
1, ,,D“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მართონ:
ა) სატრანსპორტო საშუალებები, განკუთვნილი მგზავრების გადასაყვანად, რომლებსაც მძღოლის სავარძლის გარდა აქვთ რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილი (შესახსრებული ავტობუსის გარდა);
ბ) „D“ კატეგორიის სატარანსპორტო საშულება 750 კგ-ზე ნაკლები მისაბმელით.
შენიშვნა: „D“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს, ,,C“ კატეგორიის მძღოლის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, უფლება აქვთ შესაბამისად მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით გადაიყვანონ რვაზე მეტი რაოდენობის მგზავრი.
2. ,,D“ კატეგორიის მისაღებად გადამზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდა.
3. ,,D“ კატეგორიაზე გადამზადებული მძღოლები გამოცდებზე დაიშვებიან ,,B“ ან ,,C“ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.
4. ,,E“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირი ,,D“ კატეგორიაზე გადამზადების შემთხვევაში აბარებს მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას.
5. ,,D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან.
მუხლი 9. ,,E“ კატეგორია
1. ,,E“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე მძღოლს უფლება აქვს მართოს საწევარა ნახევარმისაბმელით ან ,,C“ და ,,D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ავტომატარებელი.
2. ,,DE“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე მძღოლებს უფლება აქვთ მართონ შესახსრებული ავტობუსი.
3.,,E“კატეგორიის მისაღებად გადამზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდა.
4. ,,E“ კატეგორიაზე გადამზადებული მძღოლები გამოცდებზე დაიშვებიან:
ა) ,,C“ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან არანაკლებ ერთი წლის შემდეგ;
ბ) ,,D“ “ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან არანაკლებ ერთი წლის შემდეგ.
5. ,,D“ კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირი ,,E“ კატეგორიაზე გადამზადების შემთხვევაში აბარებს მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას.
6. ,,E“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან.
7. ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც აქვთ ,,C“ ან ,,BC“ კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომანქანაზე მუშაობის ერთი წლის სტაჟი, ,,D“ ან ,,E“ კატეგორიის მისაღებად გამოცდაზე დაიშვებიან სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელობის შუამდგომლობის საფუძველზე, 19 წლის შესრულების შემდეგ.
მუხლი 10.
ტრაქტორისტის მართვის მოწმობები გაიცემა T1, T2, T3, T4 კატეგორიებით (დანართი 1).
მუხლი 11. კატეგორია T1
1. T1 კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს ტრაქტორი, სასოფლო-სამეურნეო და სამელიორაციო მანქანები.
2. T1 კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მხოლოდ თეორიული გამოცდა.
3. T1 კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან.
მუხლი 12. კატეგორია T2
1. T2 კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს საგზო და სამშენებლო მანქანები.
2. T2 კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მხოლოდ თეორიული გამოცდა.
3. T2 კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან.
მუხლი 13. კატეგორია T3
1. T3 კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს ტრამვაი.
2. T3 კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მხოლოდ თეორიული გამოცდა.
3. T3 კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 20 წლის ასაკიდან.
მუხლი 14. კატეგორია T4
1. T4 კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს ტროლეიბუსი.
2. T4 კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მხოლოდ თეორიული გამოცდა.
3. T4 კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან.
მუხლი 15. ხელით სამართავი ავტომობილი
1. „ხელით სამართავი ავტომობილის“ მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს მხოლოდ „ხელით სამართავი ავტომობილი“.
2. „ხელით სამართავი ავტომობილის“ კატეგორიის მართვის უფლების აღნიშვნით შესაძლებელია გაიცეს როგორც მართვის, აგრეთვე ტრაქტორისტის მართვის მოწმობა.
3. „ხელით სამართავი ავტომობილის“ კატეგორიის მძღოლის მოწმობა გაიცემა საგზაო მოძრაობის წესების 7.17 პუნქტით გათვალისწინებული „ინვალიდის“ ნიშნით.
4. „ხელით სამართავი ავტომობილის“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ თორიული და პრაქტიკული გამოცდა.
5. „ხელით სამართავი ავტომობილის“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან შესაბამისი კატეგორიისათვის განსაზღვრული ასაკიდან.
თავი III
მძღოლის მოწმობის გაცემის წესი
მუხლი 16. მძღოლობის კანდიდატთა მომზადების, გადამზადებისა და გამოცდაზე დაშვების წესი
1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება პირი, რომელმაც დადგენილი სტანდარტებისა და პროგრამების შესაბამისად გაიარა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსები, სათანადოდ აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე საჯარო ან კერძო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს მძღოლთა მოსამზადებელ (გადასამზადებელ) საგანმანათლებლო პროგრამებს.
2. მძღოლის პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი მოწმობა, რომელიც მოქმედებს უვადოდ.
3. ტრაქტორისტ-მემენქანის მომზადების სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება სასოფლო-სამეურნეო წარმოების ოსტატთა და ფართო პროფილის ტრაქტორისტ-მემანქანეთა მომზადების პროგრამების განმახორციელებელი სასწავლებლის მიერ გაცემული ტრაქტორისტ-მემანქანის მოწმობა.
4. ,,A“ და ,,B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოწმობის გარეშე დაშვებულნი იქნებიან იმ უმაღლესი და საშუალო სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულები, რომლებმაც შეისწავლეს ავტომობილების მოწყობილობებისა და გზებზე მოძრაობის წესები.
5. უმაღლესი და სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრებისა და ავტოსაქმის შესწავლის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება დიპლომის ასლი და მისი დანართი (ამონაწერი საგამოცდო უწყისიდან).
6. ,,A“ და ,,B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად დასაშვებია დამოუკიდებელად მომზადებული მძღოლობის კანდიდატთა მიღება, რომელთა გამოცდაზე დაშვების საკითხს განიხილავს სააგენტოს დირექტორი ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
7. სააგენტოს დირექტორის მიერ დამოუკიდებლად მომზადებული მძღოლობის კანდიდატის გამოცდაზე დაშვების საკითხის დადებითი გადაწყვეტილება ძალაშია მის გაუქმებამდე.
მუხლი 17. მძღოლების მოსამზადებელი და გადასამზადებელი ჯგუფების რეგისტრაციის წესი
1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მოსამზადებელი და გადასამზადებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან ფუნქციონირების დაწყებისთანავე წერილობით მიაწოდონ სააგენტოს ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო პროგრამების შესახებ, წარუდგინონ სწავლების გავლის დამადასტურებელი მოწმობის ნიმუში.
2. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მოსამზადებელი და გადასამზადებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლების დაწყებიდან არა უგვიანეს 15 დღისა სააგენტოს საგამოცდო სამსახურებში ჯგუფის რეგისტრაციისათვის წარადგენენ განაცხადს მსმენელთა სიებთან ერთად ორ ეგზეპლარად, რომელთან ერთი საგამოცდო სამსახურის თანამშრომლის მიერ დამოწმებული დაუბრუნდებათ უკან.
3. სააგენტოში გამოცდები ტარდება საგამოცდო სამსახურის მიერ შემუშავებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
მუხლი 18. მოქალაქეთა მიღების წესი
1. მძღოლის და საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემას, შეცვლას, დაკარგულის აღდგენას და გამოცდის მიღებას ახორციელებს სააგენტოს შესაბამისი განყოფილებები (შემდგომში – საგამოცდო სამსახურები), მიუხედავად პირის რეგისტრაციის ადგილისა.
2. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როცა საქართველოს მოქალაქის მიერ წარმოდგენილ მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული არ არის საქართველოში რეგისტრაციის ადგილი (მისამართის გარეშე) ან ქვეყნიდან მუდმივ გასვლასთან დაკავშირებით პირს ჩაბარებული აქვს მოქალაქის პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობის გაცემისას, პირის განცხადების საფუძველზე, რეგისტრაციის ადგილად ჩაითვლება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი.
მუხლი 19. საგამოცდო სამსახურები
საქართველოს ტერიტორიაზე სააგენტოს მოქმედი საგამოცდო სამსახურებია:
ა) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილება;
ბ) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო:
ბ.ა) ქ. რუსთავის განყოფილება;
ბ.ბ) ქ. თელავის განყოფილება;
ბ.გ) ქ. გორის განყოფილება;
ბ.დ) ქ. ახალციხის განყოფილება;
ბ.ე) ქურთას განყოფილება;
გ) დასავლეთ საქართველოს სამმართველო:
გ.ა) ქ. ქუთაისის განყოფილება;
გ.ბ) ქ. ფოთის განყოფილება;
გ.გ) ქ. ზუგდიდის განყოფილება;
გ.დ) ქ. ბათუმის განყოფილება;
გ.ე) ქ. ოზურგეთის განყოფილება.
მუხლი 20. გამომცდელის კრიტერიუმი
1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდას ატარებს სააგენტოს საგამოცდო სამსახურის თანამშრომელი (შემდგომში – გამომცდელი), რომელსაც შეუსრულდა 21 წელი.
2. გამომცდელს უნდა გააჩნდეს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მინიმუმ ,,BC“ კატეგორიის მართვის მოწმობა.
მუხლი 21.
1. „A“ „B“, „C“, „T1“, „T2“, „T3“, „T4“, კატეგორიების მძღოლის მოწმობის მისაღებად მომზადებულმა მძღოლ-კანდიდატებმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება;
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობა;
გ) შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ჯანმრთელობის ცნობა;
ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. „C“, „D“ და „E“ კატეგორიაზე გადამზადებისას მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლ-კანდიდატმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ)მოქალაქის პირადობის მოწმობა;
გ) მართვის მოწმობა;
დ) შესაბამის კატეგორიაზე გადამზადების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ჯანმრთელობის ცნობა;
ვ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შენიშვნა:
3. „D“ და „E“ კატეგორიებზე გამოცდაზე დასაშვებად მძღოლ კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ ამ წესით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მიღების სტაჟი.
4. გაწვევით ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფმა მოსამსახურემ ამ მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს სამხედრო ბილეთი, ცნობა სამხედრო ნაწილიდან და პირადობის მოწმობის ასლი.
თავი IV
მართვის უფლების შეჩერება, შეწყვეტა, გაუქმება და აღდგენა
მუხლი 22. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების, შეწყვეტისა და მძღოლის მოწმობის გაუქმების საფუძვლები
1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების საფუძველია:
ა) სამედიცინო დასკვნა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვას;
ბ) სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რისთვისაც გათვალისწინებულია მართვის უფლების გარკვეული ვადით ჩამორთმევა.
2. მართვის უფლების შეწყვეტისა ან/და მძღოლის მოწმობის გაუქმების საფუძვლებია:
ა) პირის გარდაცვალება;
ბ) მძღოლის მოწმობა, რომლის სანაცვლოდ გაცემულია ახალი მძღოლის მოწმობა;
გ) მძღოლის მოწმობა, რომელთა მფლობელმა მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ 1 წლის განმავლობაში არ მიაკითხა შესაბამის საგამოცდო სამსახურს მართვის უფლების აღსადგენად;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
შენიშვნა: მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მძღოლის მოწმობის შეცვლის ან აღდგენის დროს შესაძლებელია ახალი მძღოლის მოწმობა გაიცეს ნაკლები კატეგორიით. გაუქმებული კატეგორიის აღდგენა განხორციელდება შესაბამისი სამედიცინო ცნობის წარმოდგენის შემდეგ.
მუხლი 23. შეჩერებული მართვის უფლების აღდგენა
1. ამ ინსტრუქციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეჩერებული მართვის უფლების აღდგენა ხორციელდება შეჩერების საფუძვლის გასვლის შემდეგ.
2. იმ პირებს, რომლებსაც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის დაეკისრათ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი ან ჯარიმის გადაუხდელობისთვის ჩამოერთვათ მართვის უფლება, მართვის უფლება აღუდგებათ ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენისა და თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ.
მუხლი 24. მძღოლის მოწმობის განადგურების წესი
ამ ინსტრუქციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, გაუქმებული მძღოლის მოწმობა ნადგურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 25. განადგურებული მოწმობების აღდგენა
1. განადგურებული მოწმობის აღსადგენად დაინტერესებულმა პირმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობა;
ბ) განცხადება;
გ) ბარათის დასტური;
დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. მძღოლის მოწმობის აღდგენის შემთხვევაში განადგურებული მძღოლის მოწმობის სანაცვლოდ გაიცემა ახალი მოწმობა.
3. განადგურებული მძღოლის მოწმობა არ აღდგება, თუ:
ა) დაინტერესებული პირმა ვერ დააკმაყოფილა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) აღდგენის მომენტისათვის არსებობს გარემოებები, რომლებიც უკრძალავენ დაინტერესებულ პირს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვას.
მუხლი 26. თავისუფლებააღკვეთილი პირების მიერ მძღოლის მოწმობის მიღების წესი
სასამართლოს მიერ თავისუფლებააღკვეთილ პირებს, რომელთაც არა აქვთ ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციის შუამდგომლობის საფუძველზე მძღოლის მოწმობა გადაეგზავნებათ სასჯელის მოხდის ადგილზე.
თავი V
მძღოლის მოწმობის შეცვლა და დაკარგულის აღდგენა
მუხლი 27. დაკარგული მძღოლის მოწმობის აღდგენის წესი
1. დაკარგული მძღოლის მოწმობის აღსადგენდ დაინტერესებულმა პირმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინოს:
ა) მოქალაქის პირადობის მოწმობა;
ბ) განცხადება;
გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ამ მუხლის მე-3 პუნქტის შენიშვნით გათვალისწინებული გარემოებების გარდა);
ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. მძღოლის მოწმობის აღდგენა ხდება საგამოცდო სამსახურის მიერ შემოწმებისა და განცხადებაზე აღნიშვნის (მძღოლის მოწმობა ჩამორთმეულთა შორის არ ირიცხება) გაკეთების შემდეგ 10 დღის განმავლობაში.
3. დაკარგული მძღოლის მოწმობის აღდგენა ხდება დაკარგული მართვის მოწმობის იდენტური კატეგორიებით, რაც უნდა დასტურდებოდეს მართვის მოწმობების გაცემის რეესტრით.
შენიშვნა: მძღოლის მოწმობის ხანძრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიური უბედურების დროს განადგურებისას, აგრეთვე დანაშაულებრივი ხელყოფის შედეგად დაკარგვისას, მძღოლის მოწმობის აღდგენა ხდება აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.
4. დაკარგული მძღოლის მოწმობის აღდგენა არ განხორციელდება, თუ:
ა) არ დასტურდება აღნიშნული მძღოლის მოწმობის გაცემის ფაქტი;
ბ) დაინტერესებულ პირს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება;
გ) დაინტერესებულ პირს სამედიცინო კომისიის დასკვნით აეკრძალა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
5. დაკარგული მართვის მოწმობის პოვნის შემთხვევაში მპოვნელი ვალდებულია ჩააბაროს იგი საგამოცდო სამსახურს.
6. ნაპოვნი მძღოლის მოწმობა ითვლება ძალადაკარგულად, თუ მის სანაცვლოდ გაცემულია ახალი მძღოლის მოწმობა და ექვემდებარება განადგურებას დადგენილი წესით.
მუხლი 28. მძღოლის მოწმობის შეცვლის წესი
1. მძღოლის მოწმობის შესაცვლელად დაინტერესებულმა პირმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინოს:
ა) მოქალაქის პირადობის მოწმობა;
ბ) განცხადება;
გ) მძღოლის მოწმობა;
დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
შენიშვნა: უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი და მძღოლის საგამოცდო ბარათი ან დასტური.
2. მძღოლის მოწმობის შეცვლა ხორციელდება იდენტური კატეგორიებით, რაც უნდა დასტურდებოდეს მძღოლის მოწმობების გაცემის რეესტრით.
3. ძველი ნიმუშის მოწმობის ახლით შეცვლისას მძღოლის ახალ მოწმობაში ნებადართული კატეგორიები აღინიშნება შემდეგნაირად:
ა) მოტოციკლის მძღოლი – კატეგორია ,,A“;
ბ) ,,მძღოლი მოყვარული“ – კატეგორია ,,B“;
გ) მესამე კლასის მძღოლ-პროფესიონალი – კატეგორია ,,BC“;
დ) მეორე კლასის მძღოლი – კატეგორია ,,BCDE“;
ე) პირველი კლასის მძღოლი – კატეგორია ,,BCDE“.
4. მძღოლის მოწმობის შეცვლა ახალი მოწმობით არ განხორცილედება, თუ:
ა) არ დასტურდება აღნიშნული მძღოლის მოწმობის გაცემის ფაქტი;
ბ) დაინტერესებულ პირს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება;
გ) დაინტერესებულ პირს სამედიცინო კომისიის დასკვნით აეკრძალა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება;
დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეებზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის შეცვლის წესი
1. საქართველოს მოქალაქეებზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობები მოქმედია საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქის შემოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში.
2. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედების ვადა განისაზღვრება მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადით.
3. საქართველოს მოქალაქეებზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობები შეიცვლება იდენტური მართვის უფლების კატეგორიის მძღოლის მოწმობებით.
4 უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ვადაგასული მძღოლის მოწმობები საგამოცდო სამსახურებში შეცვლას ან აღდგენას არ ექვემდებარება.
თავი VI
საერთაშორისო მართვის მოწმობა
მუხლი 30. საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის წესი
1. საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ეროვნული ნიმუშის მართვის მოწმობის საფუძველზე, იდენტური მართვის უფლების კატეგორიებით და მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ნებისმიერ ქვეყანაში სამი წლის ვადით.
2. საერთაშორისო მართვის მოწმობა არის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის კონვენციის №7 დანართის შესაბამისად დამზადებული დოკუმენტი.
3. მძღოლის საერთაშორისო მოწმობა დამატებით, როგორც მინიმუმი, შეიცავს სავალდებულო ენებს: ფრანგულს, ინგლისურს, ესპანურს, რუსულს, გერმანულს.
4. საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა საგამოცდო სასმსახურში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ეროვნული ნიმუშის მძღოლის მოწმობა;
გ) პასპორტი;
დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. შეზღუდული ვადით ეროვნული ნიმუშის მართვის მოწმობის საფუძველზე გაცემული საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ამავე ვადით.
6. დაკარგული საერთაშორისო მართვის მოწმობის აღდგენა არ ხორციელდება.
7. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საერთაშორისო მოწმობის შეცვლა ან დაკარგულის შემთხვევაში მისი აღდგენა დაუშვებელია.
თავი VII
უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მძღოლის მოწმობის მიღების წესი
მუხლი 31. უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე მძღოლის მოწმობების მიღებისა და შეცვლის წესი
1. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა მოქმედია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩამოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის საქართველოს ეროვნული ნიმუშით შესაცვლელად სააგენტოში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება;
ბ) დროებითი ბინადრობის მოწმობის ასლი;
გ) ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი (სურათიანი და ვიზიანი გვერდებით);
დ) ნოტარიულად დამოწმებული მძღოლის მოწმობის თარგმანი;
ე) მძღოლის საგამოცდო ბარათი ან მძღოლის მოწმობის დასტური;
ვ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
3. საქართველოში უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა თანამშრომლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად (გარდა ბინადრობის მოწმობისა) დამატებით უნდა წარმოადგინონ სააკრედიტაციო ბარათის ასლი და წერილი საკონსულოდან საცხოვრებელი ადგილის მისამართის ჩვენებით.
4. მძღოლობის კანდიდატებზე ახალი ან დაკარგული მძღოლის მოწმობის გაცემა წარმოებს საერთო წესების საფუძველზე.
5. შეცვლილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა უბრუნდება მფლობელს ახალ მოწმობასთან ერთად.
თავი VIII
დოკუმენტების დამზადებისა და შენახვის წესი
მუხლი 32. მძღოლის მოწმობისა და სხვა დოკუმენტების დამზადება-შენახვის წესი
1. მძღოლის მოწმობები მზადდება და ივსება კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ქართული და ლათინური შრიფტით, რომელთა რეკვიზიტები ფიქსირდება კომპიუტერულ ბაზაში.
2 საგამოცდო სამსახური ყოველდღიურად აწარმოებს მძღოლის მოწმობების გაცემის რეესტრის კომპიუტერული ბაზიდან ამობეჭდვას.
3. მძღოლის მოწმობები გაიცემა უვადოდ.
4. სამედიცინო ცნობის მოთხოვნის შესაბამისად მძღოლის მოწმობა შესაძლებელია გაიცეს შეზღუდული ვადით, რის შესახებაც მძღოლის მოწმობაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
5. მძღოლის მოწმობაში ჩანაწერთა სისწორე და გაცემის საფუძვლიანობა მოწმდება საგამოცდო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
6. საგამოცდო სამსახურის მიერ მძღოლის მოწმობაში დაშვებული უზუსტობის არსებობის შემთხვევაში მოწმობა შეიცვლება კანონით დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე. დაზიანებული მძღოლის მოწმობა ნადგურდება კომისიური წესით.
7. ყალბი მძღოლის მოწმობის გამოვლენის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ულტრაიისფერი გამოსხივების მქონე ხელსაწყო.
8. მძღოლის მოწმობების პლასტიკური ბარათები, რიბონები, ჰოლოგრამები, ლამინატები, ბეჭდები, შტამპები, საერთაშორისო მართვის მოწმობის ბუკლეტები ინახება საგამოცდო სამსახურებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. საგამოცდო სამსახურში არსებული დოკუმენტაციის (ოქმები, წიგნები, პირველადი მასალები და სხვ.) შენახვის ვადები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო მძღოლის მოწმობების გაცემის რეესტრი – 60 წლის ვადით.
თავი IX
გამოცდების ჩატარების მეთოდიკა
მუხლი 33. გამოცდების ჩატარებისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების წესი
1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდები ტარდება (გამოცდების ჩატარების მეთოდიკის შესაბამისად) განყოფილების უფროსის მითითებით შექმნილი კომისიის მიერ, რომელსაც თავმჯდომარეობს თვითონ ან ამავე სამსახურის თანამშრომელი. კომისიის თავმჯდომარის თანხმობით გამოცდას შეიძლება დაესწროს როგორც დაინტერესებული სასწავლო ორგანიზაციის (გარდა ჯგუფის მასწავლებლისა), ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი.
2. მძღოლის მოწმობის გამოცდები ტარდება სააგენტოს საგამოცდო სამსახურებში.
3. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით, გამოცდები შეიძლება მიღებულ იქნეს საგამოცდო სამსახურის გარეთაც.
4. თეორიულ გამოცდაში მიღებული დადებითი შეფასება მოქმედია ერთი თვის განმავლობაში.
5. პირმა, რომელმაც ვერ ჩააბარა თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე არ დაიშვება.
6. პირმა, რომელმაც ვერ ჩააბარა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდა, დამატებით გამოცდაზე დაიშვება უარყოფითი შეფასების მიღებიდან არანაკლებ მეშვიდე დღისა.
7. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე კანდიდატი დაიშვება ამ ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.
8. გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა ხორციელდება თეორიულ გამოცდაზე გასვლის დროს, ხოლო ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როცა მძღოლის მოწმობის მისაღებად პირი აბარებს მხოლოდ თეორიულ ან მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას, საფასურის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარადგინოს შესაბამის გამოცდაზე ყოველი გასვლისას.
9. პირმა, რომლემაც წარმატებით ჩააბარა თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდა, მძღოლის მოწმობის მისაღებად საგამოცდო სამსახურში უნდა წარადგინონ მოქალაქის პირადობის მოწმობა და მძღოლის მოწმობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
10. საგამოცდო სამსახურის მიერ მძღოლის მოწმობის დამზადება წარმოებს მხოლოდ მძღოლის მოწმობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ.
11. სააგენტოს მიერ მძღოლის მოწმობა გაიცემა გამოცდის ჩაბარებიდან არა უგვიანეს შვიდი დღის ვადაში.
12. თეორიული გამოცდის დამთავრების შემდეგ კომისიის წევრი ხელს აწერს თეორიული გამოცდის შედეგების შეფასებას.
13. პრაკტიკული გამოცდის შედეგების საბოლოო შეფასება ხორციელდება პრაქტიკული გამოცდის შედეგების შეფასების ცხრილის (დანართი №2) მიხედვით.
მუხლი 34. თეორიული გამოცდის შინაარსი
1. თეორიულ გამოცდაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მსმენელთა მთელი ჯგუფი ან მისი ნაწილი. გამოსაცდელთა რაოდენობა განისაზღვრება საგამოცდო კაბინეტის ფართობისა და აღჭურვილობის, აგრეთვე ყველა გამოსაცდელის ქცევისადმი ზედამხედველობის შესაძლებლობის გათვალისწინებით.
2. გამოცდის დაწყებამდე გამომცდელი ვალდებულია შეამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტის სისწორე, შეიყვანოს შესაბამისი მონაცემები კომპიუტერულ ბაზაში, მიანიჭოს გამოსაცდელს უნივერსალური კოდი და მოახდინოს პიროვნების იდენტიფიკაცია.
3. პიროვნების იდენტიფიკაციის შემდეგ მოქალაქის პირადობის მოწმობა და მინიჭებული უნივერსალური კოდი გადაეცემა გამოსაცდელს.
4. პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობაში დაეჭვების შემთხვევაში, საგამოცდო სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს მოქალაქე გააგზავნოს საკონფლიქტო კომისიაზე ხელმეორედ გადასამოწმებლად.
5. თეორიული გამოცდის მიღება წარმოებს ელექტრონული(კომპიუტერული) ტესტირების მეთოდით, ტესტების საკითხებს (ბილეთებს) ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.
6. თეორიული გამოცდა იყოფა I და II კატეგორიებად.
მუხლი 35. თეორიული გამოცდის I კატეგორია
1. თეორიული გამოცდის I კატეგორიას აბარებენ „A“, „B“, „C“, ,,T1“, ,,T2“, ,,T3“, ,,T4“. კატეგორიის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად მომზადებული მძღოლობის კანდიდატები.
2. I კატეგორიის თეორიული გამოცდის საგამოცდო ბილეთი შეიცავს 30 კითხვას. თავის მხრივ, კითხვას გააჩნია 2-დან 6-მდე სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი.
3. I კატეგორიის თეორიული გამოცდა მიმდინარეობს 30 წუთის მანძილზე.
4. დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლ-კანდიდატმა სწორად უნდა უპასუხოს მინიმუმ 27 კითხვას.
5. I კატეგორიის თეორიული გამოცდა მოიცავს:
ა) საგზაო მოძრაობის წესებს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს:
ა.ა) მძღოლის, მგზავრთა და ქვეითთა მოვალეობებს;
ა.ბ) სატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციოდ დაშვებისა და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის თანამდებობის პირთა ვალდებულებებს;
ა.გ) უწესივრობათა და პირობების ნუსხას, რომელთა არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაცია;
ა.დ) საცნობ ნიშნებს;
ა.ე) საგზაო ნიშნებს და მათ დახასიათებას;
ა.ვ) გამაფრთხილებელ, პრიორიტეტის, ამკრძალავ, მიმთითებელ, საინფორმაციო-მაჩვენებელს, მომსახურებისა და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებს;
ა.ზ) საერთაშორისო მოძრაობას;
ა.თ) საშიში ტვირთების კლასიფიკაციას და იდენტიფიკაციას;
ა.ი) შუქნიშნისა და მარეგულირებლის სიგნალებს;
ა.კ) სპეციალური სიგნალების გამოყენებას;
ა.ლ) საავარიო შუქური სიგნალიზაციას;
ა.მ) გარე სანათი ხელსაწყოებით და ხმოვანი სიგნალებით სარგებლობას:
ა.ნ) მოძრაობის დაწყებას და მანევრირებას;
ა.ო) სატრანსპორტო საშუალებათა განლაგებას სავალ ნაწილზე;
ა.პ) გასწრებას, შემხვედრი ტრანსპორტის გვერდის აქცევას და მოძრაობის სიჩქარეს;
ა.ჟ) სამუხრუჭო და გასაჩერებელ მანძილს;
ა.რ) დისტანციას და ინტერვალს;
ა.ს) სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და დგომას;
ა.ტ) გზაჯვარედინის გავლას;
ა.უ) ქვეითთა გადასასვლელებს და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა გაჩერებებს;
ა.ფ) მოძრაობას რკინიგზის გადასასვლელებზე, ავტომაგისტრალზე და საცხოვრებელ ზონაში;
ა.ქ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტს;
ა.ღ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ბუქსირებას;
ა.ყ) სასწავლო სვლას, ხალხის გადაყვანას და ტვირთის გადაზიდვას;
ა.შ) დამატებით მოთხოვნებს ველოსიპედის, მოპედის, საჭაპანე ოთხთვალის (მარხილის) მოძრაობისა და პირუტყვის გადარეკვის მიმართ;
ა.ჩ) ჰოროზონტალურ ვერტიკალურ საგზაო მონიშვნას;
ბ) მოძრაობის უსაფრთხოების საფუძვლებს;
ბ.ა) ავტომობილის მდგრადობაზე მომქმედ ძალებს;
ბ.ბ) მძღოლის ფსიქიფიზიოლოგიური მდგომარეობის მოქმედებას მოძრაობის უსაფრთხოებაზე;
ბ.გ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს;
ბ.დ) მოძრაობის უსაფრთხოების დაცვას ავტომობილის სხვადასხვა პირობებში მართვისას;
გ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შედეგად დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მეთოდებს და დაზარალებულის ტრანსპორტირების პირობებს;
ე) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის მოქმედების წესებს;
დ) საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხებს.
მუხლი 36. თეორიული გამოცდის II კატეგორია
1. II კატეგორიის თეორიულ გამოცდას აბარებენ D“ და „E“ კატეგორიებზე გადამზადებული მძღოლობის კანდიდატები.
2. „D“ და „E“ კატეგორიებზე გადამზადებული მძღოლობის კანდიდატებისათვის საგამოცდო ბილეთი შეიცავს 20 კითხვას. თავის მხრივ, კითხვას გააჩნია 2-დან 6-მდე სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი.
3. II კატეგორიის თეორიული გამოცდა მიმდინარეობს 20 წუთის განმავლობაში, დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლ კანდიდატმა სწორედ უნდა უპასუხოს მინიმუმ 18 კითხვას.
4. „D“ და „E“ კატეგორიებზე გადამზადებული მძღოლობის კანდიდატებისათვის, სატრანსპორტო საშუალების სპეციფიკიდან გამომდინარე, II კატეგორიის თეორიული გამოცდა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა ავტომობილის სხვადასხვა პირობებში მართვისას:
ბ) მგზავრთა გადაყვანის საკითხებს;
გ) ტვირთის გადატანის საკითხებს;
დ) საბაჟო სამართალს;
ე) საერთაშორისო გადაზიდვებს.
შენიშვნა: II კატეგორიის თეორიული გამოცდა შეიძლება აგრეთვე მოიცავდეს I კატეგორიის თეორიული გამოცდისათვის განკუთვნილ საკითხებსაც.
მუხლი 37. თეორიული გამოცდის მიმდინარეობა
1. მძღოლობის კანდიდატის შეფასება ხდება ისეთი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, რომელიც აჯამებს გამოსაცდელი პირის მიერ გაცემულ პასუხებს და აფასებს შედეგის შესაბამისად.
2. გამოცდის დაწყებამდე მძღოლ-კანდიდატებს გამომცდელის მიერ მოკლედ განემარტება გამოცდების ჩატარების წესები და მის უფლება-მოვალეობები.
3. გამოცდის მსვლელობისას მძღოლ-კანდიდატს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა გამოსაცდელ პირებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
დ) გამოცდის ადგილის მიტოვება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში გამომცდელს უფლება აქვს მძღოლობის კანდიდატი გააფრთხილოს ან გააძევოს საგამოცდო დარბაზიდან, რაზედაც კეთდება შესაბამის აღნიშვნა – ,,ვერ ჩააბარა“. გაძევების შემთხვევაში გამოცდა ჩაითვლება ჩაუბარებლად.
5. საგამოცდო დროის ამოწურვის ან მძღოლობის კანდიდატის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ, გამოსაცდელს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა გამომცდელის ხელმოწერით დამოწმებული კომპიუტერული ამონაბეჭდი I კატეგორიის თეორიული გამოცდის შეფასება ან II კატეგორიის თეორიული გამოცდის შეფასება.
6. გამომცდელს ეკრძალება ლაპარაკით ან რაიმე ქმედებით გამოსაცდელის ყურადღების გადატანა საგამოცდო პროცესიდან, აგრეთვე რაიმე სახის მინიშნება ან კარნახი.
7. გამონაკლის შემთხვევაში სააგენტოს დირექტორის თანხმობით, თეორიული გამოცდა შეიძლება ჩატარდეს საგამოცდო ბილეთების ტესტური გამოკითხვის მეთოდით, წერილობითი (არაელექტრონული) ფორმით (დანართი №3).
მუხლი 38. პრაქტიკული გამოცდის შინაარსი
1. პრაქტიკული გამოცდის მიზანია მძღოლობის კანდიდატის მიერ საგამოცდო ავტომობილებზე ტარების ელემენტების შესრულების უნარ-ჩვევებისა და რეალურ გარემოში ავტომობილის მართვის პროცესში თეორიული ცოდნის გამოყენების ეფექტურობის შემოწმება.
2. პრაქტიკული გამოცდის მიღებისათვის განკუთვნილი ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს დამატებითი გადაბმულობის სატერფულებით და მუხრუჭებით, გამომცდელისათვის მოწყობილი უკანა ხედვის სარკით.
3. მძღოლობის კანდიდატებისაგან პრაქტიკული გამოცდის მიღება ხდება იმ კატეგორიის მექანიკური გადამცემი კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებით, რომელზეც მას გავლილი აქვთ სწავლების სრული კურსი.
მუხლი 39. სატრანსპორტო საშუალებებზე პრაქტიკული ტარების გამოცდების მიღების ორგანიზაცია
1. პრაქტიკული გამოცდა ტარდება ავტოდრომზე ან დახურულ მოედანზე, რომელიც არის იზოლირებული და გამოცდების მისაღებად შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვილი მყარსაფარიანი ტერიტორია. ავტოდრომის ან დახურული მოედნის ზომები და მათი მოწყობილობის ელემენტები განისაზღვრება ამ ინსტრუქციით.
2. იზოლირებულ ტერიტორიაზე გამოცდების ჩატარების მიზანია მძღოლობის კანდიდატთა მიერ ავტომობილის ტარების ელემენტების შესრულების უნარ-ჩვევების შემოწმება და საგზაო მოძრაობის პირობებში მათ მიერ მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ მოთხოვნათა დაცვის შეფასება.
3. ტერიტორიებს, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებებზე პრაქტიკული გამოცდების ჩასატარებლად, უნდა გააჩნდეს შემდეგი ელემენტები (დანართი N4):
ა) ,,პარალელური პარკირება“;
ბ) ,,ზიგზაგი“;
გ) ,,შემოსაბრუნებელი უბანი“ შეზღუდული სიგანის სავალი ნაწილის არსებობისას;
დ) ბოქსი მსუბუქი ავტომობილის უკუსვლით სადგომზე დასაყენებლად;
ე) ბოქსი ავტობუსის, სატვირთო და ავტომატარებლისთვის უკუსვლით სადგომზე დასაყენებლად;
ვ) ,,რვიანი“;
ზ)“აღმართიანი უბანი“ (დახრა არანაკლები 16%-ისა);
თ) გზა, რომელზეც მოწყობილი უნდა იქნეს:
თ.ა) მოწესრიგებული გზაჯვარედინი;
თ.ბ) მოუწესრიგებული გზაჯვარედინი;
თ.გ) მოწესრიგებული ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი;
ი) სატვირთო ავტომობილებისათვის პლატფორმასთან პარკირების უბანი.
4. ,,აღმართიანი უბნის“ ესტაკადის მოწყობის მაგივრად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბუნებრივი რელიეფი.
5. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პრაქტიკული გამოცდა შეიძლება ჩატარდეს დახურული მოედნის გარეთ, საგზაო მოძრაობის რეალურ პირობებში, საგამოცდო სამსახურთან არსებულ საგზაო ქსელზე (შემდგომში – საგამოცდო მარშრუტი)
6. სტაციონარული ავტოდრომის ან დახურული მოედნის არარსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოძრაობისაგან იზოლირებული სხვა ტერიტორიები, რომლებსაც აწყობენ გადატანითი საშუალებების დახმარებით, კერძოდ:
ა) მსუბუქი ავტომობილებისათვის, ,,შემოსაბრუნებელი უბნის“, ,,ბოქსი ავტომობილის უკუსვლით სადგომზე დასაყენებლად“, ,,პარალელური პარკირების უბანი“, ,,ზიგზაგის“ და ,,რვიანის“ ელემენტები, აღიჭურვება ხასხასა ფერებით შეღებილი მტკიცესადგრიანი 1,2 მეტრის სიმაღლის სადგარებით, რომელთა წვერზე დამაგრებულია ალმები;
ბ) სატვირთო ავტომობილებისათვის აღნიშნული ელემენტები აღიჭურვება სადგრებით და მათ შორის დაჭიმული ფერადალმებიანი გვარლების საშუალებით, გვარლის დაჭიმვის სიმაღლე უნდა შეესაბამებოდეს სატვირთო ავტომობილის პლატფორმის დონეს.
7. ,,აღმართიანი უბნის“ ელემენტი ყველა ტიპის ავტომობილებისათვის შეიძლება აღიჭურვოს ესტაკადით, რომელიც უზრუნველყოფს მასზე გასვლის უსაფრთხოებას.
8. დახურულ მოედანზე მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს ელემენტების იმგვარი განლაგება, რომლის დროსაც შეიქმნება ორი ან მეტი ავტომობილებით მინიმალურ დროში მათ მიერ შესაბამისი მანევრირების ერთდროული შესრულების შესაძლებლობა.
9. გადაადგილების წესის ორგანიზება წარმოებს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების დახმარებით შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.
10. ,,E“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის დახურულ მოედანზე საკმარისია ,,პლატფორმასთან პარალელური პარკირების“ უბანი და ბოქსი ,,უკუსვლით შესვლისათვის“.
11. გამოცდის ელემენტების შესრულებაზე კონტროლს გამომცდელი აწარმოებს ვიზუალურად ან ტექნიკური საშუალებების დახმარებით. ამასთან, გამომცდელი შეიძლება იმყოფებოდეს საგამოცდო ავტომობილში ან მის გარეთ (გამოცდის მსვლელობაზე მეთვალყურეობისათვის მოსახერხებელ ადგილზე).
12. გამოცდისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა განისაზღვრება ავტოდრომის ან დახურული მოედნის ფართობისა და კონტროლის ტექნიკური საშუალებების არსებობის შესაბამისად.
13. ავტომობილის პრაქტიკული ტარების გამოცდისას, გამოსაცდელის ავტომობილში ჩაჯდომამდე გამომცდელი ვალდებულია ავტომობილი მოიყვანოს საწყის მდგომარეობაში – ძრავა გამორთულია, გადაცემათა კოლოფის ბერკეტი იმყოფება პირველ გადაცემაში და ხელის მუხრუჭი ამოწეულია.
14. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით გამომცდელს უფლება აქვს ჩაერიოს ავტომობილის მართვაში.
15. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს:
ა) სიგანეშეზღუდულ სავალ ნაწილზე შემობრუნება – შეზღუდული ზომის უბანზე შესვლა, შემობრუნება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვისას. შემობრუნების დროს ავტომობილი არ უნდა გასცდეს შეზღუდვის ფარგლებს;
ბ) ავტომობილის უკუსვლით დაყენება ბოქსში – უკუსვლისას მოხვევით შესვლა მოძრაობის მიმართულებისადმი პერპენდიკულარულად განლაგებულ ბოქსში, უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით, გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მოექცეს ბოქსის შიდა არეალში;
გ) პარარელური პარკირებისას ავტომობილი არ უნდა გასცდეს შეზღუდვის ფარგლებს;
დ) ,,ზიგზაგის“ და ,,რვიანის“ შესრულებისას ავტომობილი არ უნდა გასცდეს შეზღუდვის ფარგლებს.
ე) აღმართზე ავტომობილის დაძვრა-გაჩერება, რის შემდეგ უნდა განაგრძოს მოძრაობა, ამასთან, დაძვრა უნდა შესრულდეს მდორედ, ძრავა არ უნდა გამოირთოს, ხოლო ავტომობილი არ უნდა დაგორდეს 20 სმ-ზე მეტად.
16. პლატფორმასთან პარკირებისას ავტომობილი ან მისაბმელი არ უნდა გასცდეს პლატფორმის ფარგლებს;
17. თუ ავტომობილი გასცდა შეზღუდვის ფარგლებს, რითაც გამოიწვია სადგართან შეჯახება ან მისი წაქცევა, ელემენტი ითვლება შეუსრულებულად.
18. დახურული მოედანი ან საგამოცდო მარშრუტი მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ მოთხოვნათა დაცვის შეფასების მიზნით უნდა ითვალისწინებდეს მძღოლობის კანდიდატთა მოქმედების აუცილებელი შემოწმების შესაძლებლობას შემდეგ პირობებში:
ა) ,,დაუთმეთ გზა“ ან 2.5 ,,მოძრაობა შეუჩერებლად აკრძალულია“ ნიშნებიანი გზაჯვარედინების გავლა;
ბ) გზის მონაკვეთების გავლა, რომლებიც აღჭურვილია სხვადასხვა გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნებით ან მძღოლისათვის განკუთვნილი სხვა ინფორმაციით;
გ) ორი მარცხნივ მოხვევის ან გზაჯვარედინზე ერთი შემობრუნების შესრულება;
დ) ორი მარჯვნივ მოხვევის შესრულება;
ე) გასვლა გზაზე, რომელსაც გააჩნია ორი ან მეტი სამოძრაო რიგი ერთი მიმართულებით.
19. სააგენტოს დანაყოფებისათვის საგამოცდო მარშრუტები, საგზაო ქსელის სიგრძის, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის მხრივ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეირჩევა ამ მუხლის მე-18 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
20. საგამოცდო მარშრუტი ფორმდება სამარშრუტო რუკის სახით. თითოეულ მარშრუტს ენიჭება რიგითი ნომერი.
21. მძღოლობის კანდიდატთა საგამოცდო დროის შემოკლების მიზნით მიზანშეწონილია, რომ თითოეული მარშრუტი დაიწყოს და დამთავრდეს ერთსა და იმავე ადგილზე (მაგალითად, საგამოცდო პუნქტთან);
22. რეკომენდებულია არსებობდეს საგამოცდო მარშრუტების პერიოდული შეცვლისათვის მათი სარეზერვო ვარიანტები.
23. საგამოცდო მარშრუტზე გამოცდის დაწყების წინ გამომცდელი მძღოლობის კანდიდატს გამოცდის მიღებამდე აცნობს სამარშრუტო რუკას საგამოცდო მარშრუტებზე მოძრაობისათვის.
24. გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობა უნდა იყოს საკმარისი შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის მძღოლობის კანდიდატის ცოდნის სრულყოფილად განსაზღვრისათვის.
25 გამოცდის ხანგრძლივობა რეკომენდებულია 15 წუთამდე.
26. საგზაო მოძრაობის პირობებში მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს:
ა) მოძრაობის დაწყებისათვის მომზადება, სხვა სატრანსპორტო საშუალებისადმი ყურადღების გამოჩენა, კერძოდ:
ა.ა) გამაფრთხილებელი სიგნალების დროული ჩართვა;
ა.ბ) უკან ხედვის სარკეებით სარგებლობა;
ა.გ) ადგილიდან დაძვრის სინარნარე;
ა.დ) გაქანება და გადაცემის გადართვა;
ა.ე) სწორზე მოძრაობა;
ა.ვ) სავალ ნაწილზე სწორი განლაგების შერჩევა;
ბ) მოძრაობის დროს რეკომენდებული სიჩქარის დაცვა, სატრანსპორტო საშუალებებს შორის დისტანციისა და ინტერვალის დაცვა;
გ) მანევრირება გზაზე, რომელსაც აქვს ორი ან მეტი სამოძრაო ზოლი ერთი მიმართულებით;
დ) გამაფრთხილებელი სიგნალების დროულად გამოყენება;
ე) გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, საერთო სარგებლობის ავტოტრანსპორტისა და სხვა წინაღობათა შემოვლის სისწორე;
ვ) ერთი ზოლიდან მეორეში გადაადგილების წესის დაცვა;
ზ) მოძრაობის სხვა მონაწილეთა მიერ მიცემულ სიგნალზე შესაბამისი რეაგირება;
თ) მოწესრიგებული გზაჯვარედინის გავლისას:
თ.ა) გზაჯვარედინთან მიახლოებისას საგზაო სიტუაციის სწორად შეფასება, აუცილებლობის შემთხვევაში, გამაფრთხილებელი სიგნალების ჩართვა;
თ.ბ) გზაჯვარედინთან გაჩერების სისწორე;
თ.გ) გაჩერების შემდეგ ადგილიდან დაძვრის სინარნარე;
თ.დ) შუქნიშნის ან მომწესრიგებლის სიგნალების მოთხოვნათა შესრულება;
ი) მოუწესრიგებელი გზაჯვარედინის გავლისას:
ი.ა) გზაჯვარედინთან მიახლოებისას საგზაო სიტუაციის სწორად შეფასება, საგზაო ნიშნების, მონიშვნების, სხვა მოთხოვნების გათვალისწინება;
ი.ბ) გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებთან პრიორიტეტის დაცვა;
ი.გ) სიჩქარის შერჩევა გზაჯვარედინთან მიახლოებისას, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელების უსაფრთხოდ გავლა;
კ) მოხვევისას (შემობრუნებისას):
კ.ა) მოსახვევში შესვლის სიჩქარის შერჩევა;
კ.ბ) მოსახვევში შესვლისა და გამოსვლის სინარნარე და ტრაექტორია;
ლ) გასწრებისას:
ლ.ა) გასწრების დაწყების წინ საგზაო სიტუაციის სწორი შეფასება, საგზაო ნიშნების მონიშვნების მოთხოვნებისა და მოძრაობის სხვა მონაწილეთა მოქმედების გათვალისწინება;
ლ.ბ) გამაფრთხილებელი სიგნალების დროული ჩართვა;
ლ.გ) სიჩქარის რეჟიმის შერჩევა გასწრებისას კონკრეტული პირობების გათვალისწინებით;
ლ.დ) გასწრების დაწყებისა და დასრულების ტრაექტორია მოძრაობის უსაფრთხოების პირობების დაცვით;
მ) სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებისას:
მ.ა) გამაფრთხილებელი სიგნალების დროული ჩართვა და ზოლიდან ზოლში გადასვლის წესების დაცვა;
მ.ბ) მოძრაობის სიჩქარის მდორედ შეცვლა;
მ.გ) სავალ ნაწილებზე (გვერდულზე) ავტომობილების სწორად გაჩერება.
მუხლი 40. მოტოციკლის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდების ორგანიზაცია და მოთხოვნები
1. მართვის უნარი და ჩვევები, როგორც წესი, მოწმდება უეტლო მოტოციკლზე ან მოტოროლერზე.
2. მძღოლობის კანდიდატს უნდა შეეძლოს შემდეგი მანევრების შესრულება:
ა) მოძრაობა სწორზე გადაცემის გადართვით დაბლიდან მაღალზე და პირიქით;
ბ) მოტოციკლის მართვა მინიმალური სიჩქარის დროს, საფეხურიდან ფეხის აუღებლად;
გ) მცირე რადიუსის მოხვევისა და მობრუნების (,,საგაბარიტო წრე“, ,,ზიგზაგი“, ,,რვიანი“) შესრულება.
მუხლი 41. ჯანმრთელობაშეზღუდულ პირთათვის მართვის უფლების მისაღები გამოცდების ორგანიზაცია და მოთხოვნები
თუ საგამოცდო სამსახურს არ გააჩნია დამატებითი სატერფულებით აღჭურვილი ხელით სამართავი ავტომობილი, გამოცდა შეიძლება ჩატარდეს მფლობელის ხელით სამართავი ავტომობილის გამოყენებით.
მუხლი 42. მძღოლობის კანდიდატის პრაკტიკული მომზადების შეფასება
1. მძღოლობის კანდიდატების პრაქტიკული მომზადების დონე ფასდება კომპიუტერული მეთოდით.
2. დაშვებულ შეცდომებს გამომცდელი აღნიშნავს კომპიუტერის ეკრანზე გამოტანილი პრაქტიკული გამოცდის შედეგების შეფასების ცხრილიში (დანართი №2), რომელშიც ყოველი შეცდომა შეფასებულია შესაბამისი საჯარიმო ქულით. თუ საჯარიმო ქულების ჯამი მიაღწევს ან გადაამეტებს 10 ქულას, კომპიუტერი აფიქსირებს ,,ვერ ჩააბარა“ და გამოცდა წყდება.
3. გამოსაცდელის მიერ დაშვებული ყოველი შეცდომა ფიქსირდება ცალ-ცალკე.
4. პრაქტიკული გამოცდის შედეგების შეფასების ცხრილზე ელექტრონული საშუალებებით ხელს აწერენ გამომცდელი და გამოსაცდელი. გამოსაცდელის მიერ ხელისმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის შეფასება ჩაითვლება გაცნობილად.
5. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია გამომცდელის მოთხოვნით განმეორებით შეასრულოს რომელიმე ელემენტი.
6. გამოცდის დამთავრებისას გამომცდელი ვალდებულია განუმარტოს მძღოლობის კანდიდატს მის მიერ დაშვებული შეცდომები და აცნობოს საბოლოო შედეგი.
თავი X
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 43. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №1
ტრაქტორისტის მართვის მოწმობა
დანართი № 2
პრაქტიკული გამოცდის შედეგების შესაფების ცხრილი
№ | შესასრულებელი ელემენტის დასახელება | საჯარ. ქულები | მიღებული საჯარიმო ქულები | ||
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
1 | მოძრაობის დაწყება: |
|
|
|
|
1.1 | -თვალით ეძებს ფეხით სამართავ ბერკეტებს | 1 |
|
|
|
1.2 | -არასწორად სარგებლობს სამართავი საშუალებებით | 2 |
|
|
|
1.3 | ვერ რთავს ძრავს | 2 |
|
|
|
1.4 | -არ სარგებლობს ხელის მუხრუჭით | 2 |
|
|
|
1.5 | საჭეზე ხელები განლაგებულია აქვს არასწორად | 1 |
|
|
|
2 | პარალელური პარკირება: |
|
|
|
|
2.1 | ავტომობილი გასცდა შეზღუდვის(მონიშვნის) ფარგლებს | 5 |
|
|
|
2.2 | მოძრაობისას ჩაუქრა ძრავა | 1 |
|
|
|
3 | მოძრაობა „ზიგზაგში“ |
|
|
|
|
3.1 | ავტომობილი გასცდა შეზღუდვის ფარგლებს | 5 |
|
|
|
3.2 | მოძრაობს გაჩერებებით | 2 |
|
|
|
3.3 | მოძრაობისას ჩაუქრა ძრავა | 1 |
|
|
|
4 | უკუსვლით დაყენება ბოქსში; |
|
|
|
|
4.1 | ვერ შეძლო შესვლა უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით | 5 |
|
|
|
4.2 | ავტომობილი გასცდა შეზღუდვის ფარგლებს | 5 |
|
|
|
4.3 | მოძრაობისას ჩაუქრა ძრავა | 1 |
|
|
|
5 | მოძრაობა „რვიანში“ |
|
|
|
|
5.1 | ავტომობილი გასცდა შეზღუდვის ფარგლებს | 5 |
|
|
|
5.2 | მოძრაობს გაჩერებებით | 2 |
|
|
|
5.3 | მოძრაობისას ჩაუქრა ძრავა | 1 |
|
|
|
6 | აღმართზე დაძვრა: |
|
|
|
|
6.1 | -არ დაიძრა მდორედ | 2 |
|
|
|
6.2 | -დაძვრისას ჩაუქრა ძრავა | 2 |
|
|
|
6.3 | ავტომობილი დაგორდა 20სმ-ზე მეტად | 3 |
|
|
|
6.4 | ვერ შეძლო დაძვრა | 5 |
|
|
|
7 | სიგანეშეზღუდულ სავალ ნაწილზე შემობრუნება: |
|
|
|
|
7.1 | -ვერ შეძლო შემობრუნება უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით | 5 |
|
|
|
7.2 | -- მოძრაობისას ჩაუქრა ძრავა | 1 |
|
|
|
7.3 | -ავტომობილი გასცდა შეზღუდვის ფარგლებს | 5 |
|
|
|
8 | პლატფორმასთან პარკირება „C და “E” კატეგორიისთვის |
|
|
|
|
8.1 | ავტომობილი ან მისაბმელი ვერ გააჩერა პლატფორმასთან, მონიშვნის ფარგლებში | 10 |
|
|
|
8.2 | -ავტომობილი ან მისაბმელი გასცდა პლატფორმის ფარგლებს | 10 |
|
|
|
9 | მოძრაობა საგზაო მოძრაობის პირობებში |
|
|
|
|
9.1 | არ გამოიჩინა ყურადღება სხვა სატრანსპორტო საშუალების მიმართ | 3 |
|
|
|
9.2 | არა იყენებს ან დროულად არ რთავს გამაფრთხილებელ სიგნალებს | 2 |
|
|
|
9.3 | არ სარგებლობს უკან ხედვის სარკეებით | 3 |
|
|
|
9.4 | არ იცავს სავალ ნაწილზე სწორი განლაგების წესს | 2 |
|
|
|
9.5 | არ იცავს დადგენილ სიჩქარეს | 3 |
|
|
|
9.6 | არ იცავს დისტანციასა და ინტერვალს | 3 |
|
|
|
9.7 | არასწორად ახორციელებს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა წინაღობათა შემოვლას | 3 |
|
|
|
9.8 | არ იცავს ზოლიდან ზოლში გადაადგილების წესს | 3 |
|
|
|
9.9 | არასწორად ჩერდება გზაჯვარედინთან ან ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელთან | 3 |
|
|
|
9.10 | არ იცავს შუქნიშნის ან მომწესრიგებლის სიგნალების მოთხოვნებს | 3 |
|
|
|
9.11 | არ იცავს საგზაო ნიშნების და მონიშვნების მოთხოვნებს | 3 |
|
|
|
9.12 | არღვევს გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებთან პრიორიტეტის წესს | 3 |
|
|
|
9.13 | არასწორად ასრულებს მოხვევას | 3 |
|
|
|
9.14 | არასწორად ასრულებს გასწრებას | 3 |
|
|
|
9.15 | არასწორად აჩერებს ავტომობილს | 3 |
|
|
|
10 | ზოგადი წესების დარღვევა |
|
|
|
|
10.1 | ქმნის საავარიო სიტუაციას, ვერ უზრუნველყოფს ავტომობილის დროულ გაჩერებას, რითაც აიძულებს გამომცდელს ჩაერიოს სატრანსპორტო საშუალების მართვაში. | 10 |
|
|
|
11 | „A“ კატეგორია |
|
|
|
|
11.1 | ვერ შეძლო მოძრაობა სწორ ხაზზე სიჩქარის გადართვით დაბლიდან მაღალზე და პირიქით | 10 |
|
|
|
11.2 | ვერ შეძლო მოტოციკლის მართვა მინიმალური სიჩქარის დროს, საფეხურიდან ფეხის აუღებლად; | 5 |
|
|
|
11.3 | ვერ შეასრულა ,,ზიგზაგი“, ,,რვიანი“ ან „გაბარიტული წრე“ | 5 |
|
|
|
დანართი № 3
საგზაო მოძრაობის წესების საგამოცდო ბარათი
№ | გამოცდის თარიღი | კითხვებზე გაცემული პასუხები | შედეგი | ||||||||||||||||||||||||
გამომცდელის ხელმოწერა | |||||||||||||||||||||||||||
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 32 | 33 | 34 | 35 | 36 | 37 | 38 | 39 | 40 | 41 | 42 | 43 | 44 | 45 | 46 | 47 | 48 | 49 | 50 |
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 32 | 33 | 34 | 35 | 36 | 37 | 38 | 39 | 40 | 41 | 42 | 43 | 44 | 45 | 46 | 47 | 48 | 49 | 50 |
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 32 | 33 | 34 | 35 | 36 | 37 | 38 | 39 | 40 | 41 | 42 | 43 | 44 | 45 | 46 | 47 | 48 | 49 | 50 |
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გამომცდელის ხელმოწერა „“ --------------------- 200
დანართი № 4
დოკუმენტის კომენტარები