„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1064
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/02/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 17/03/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.05.001.001.729
  • Word
1064
25/02/2005
სსმ, 9, 17/03/2005
110.050.000.05.001.001.729
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ.12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1. კანონის მიზანი

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური სახდელის სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, საერთო სასამართლოებში დისციპლინური საქმეების განხილვისა და მათზე გადაწყვეტილების მიღების წესს.“.

2. მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ;“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8. დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმება

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის ან ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ან საბჭოს სხვა წევრი (ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის დავალებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელე) მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან ორ თვეში წინასწარ ამოწმებს დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობას, რის შედეგადაც შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას (გადაწყვეტილებას) მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის ან აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ორი კვირით ან შეჩერდეს წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში.

2. ამ კანონის მე-7 მუხლის „ბ“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმება აუცილებელი არ არის და შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია დაუყოვნებლივ აღძრას დისციპლინური დევნა.

3. სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრას საფუძვლად დაუდოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და რომლებიც გამოვლინდა დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისას.“.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი იღებს, თუ:

ა) დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმება, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ან სასამართლოში წარდგენილი სხვა მასალები არ მიუთითებს მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენაზე ან არ დასტურდება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი;

ბ) დისციპლინური დევნის აღძვრის, მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების ვადა ამოწურულია;

გ) მიღებული ან წინასწარი შემოწმების მასალები აშკარად მიუთითებს მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე;

დ) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება.“.

5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში. სასამართლოს თავმჯდომარეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს – გადაწყვეტილება მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ. შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი უფლებამოსილია თავისი დადგენილებით (გადაწყვეტილებით) ერთ წარმოებად გააერთიანოს ერთი და იმავე მოსამართლის მიმართ სხვადასხვა საფუძვლით აღძრული ორი ან ორზე მეტი დისციპლინური საქმე. დადგენილებაში (გადაწყვეტილებაში) უნდა აღინიშნოს დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძველი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტების მითითებით. ამავე დადგენილებით (გადაწყვეტილებით) იქმნება სადისციპლინო კომისია ორი წევრის შემადგენლობით, რომელსაც ევალება დისციპლინური საქმის სრულყოფილი გამოკვლევა.“.

6. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დისციპლინური საქმის გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური სირთულეები ან დაბრკოლებები (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დევნა, ან სხვა შემთხვევები), რომლებიც დროებით შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. ამ შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი დადგენილებით (გადაწყვეტილებით) დროებით აჩერებს საქმის წარმოებას. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი ვალდებულია განაახლოს საქმის წარმოება.“.

7. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სადისციპლინო კომისიის დასკვნას წარდგენიდან ერთ თვეში განიხილავს შესაბამისი უფლების მქონე ორგანო ან თანამდებობის პირი.“.

8. მე-16 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმავე დადგენილებით (გადაწყვეტილებით) შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიაში ნიშნავს თავის წარმომადგენელს საქმის განხილვის დროს დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად. შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი უფლებამოსილია ბრალდების მხარდამჭერად დანიშნოს რამდენიმე წარმომადგენელი.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დადგენილება (გადაწყვეტილება) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ მისი მიღებიდან ერთ კვირაში დისციპლინურ საქმესთან ერთად ეგზავნება მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს.“.

9. მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან მისი ბრალეულად ჩადენა არ დადასტურდა;“.

10. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 33. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმეების განაწილების წესი

დისციპლინურ საქმეებს სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე ანაწილებს საქმეთა რიგითობის გათვალისწინებით, ხოლო რიგითობის მიხედვით საქმეების განაწილების შეუძლებლობის შემთხვევაში – საკუთარი შეხედულებით.“.

11. 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადისციპლინო კოლეგიის სხდომას ხსნის კოლეგიის სხდომის თავმჯდომარე.“.

12. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. დისციპლინური საქმის განხილვის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია განაახლებს საქმის განხილვას.“.

13. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 45. საქმის შესახებ არსებითი გადაწყვეტილების მიღება

სადისციპლინო კოლეგია ადგენს, ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება, და ამ კანონის შესაბამისად არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა. სადისციპლინო კოლეგია ასევე ადგენს, მიუძღვის თუ არა მოსამართლეს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში. მხოლოდ სამივე ამ გარემოების არსებობისას არის სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია შეცვალოს მოსამართლის ქმედების კვალიფიკაცია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დისციპლინური გადაცდომით.“.

14. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 52. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლის გამართლების შესახებ

სადისციპლინო კოლეგია იღებს მოსამართლის გამართლების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ საქმის განხილვის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან მისი ბრალეულად ჩადენა არ დადასტურდა.“.

15. 58-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასლები მისი მიღებიდან ხუთ დღეში ეგზავნება მოსამართლეს, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს ან თანამდებობის პირს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მოსამართლეთა კონფერენციას.“.

16. 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 62. სადისციპლინო საბჭოში საქმის გადასინჯვის პირობები

სადისციპლინო საბჭო საჩივარს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ განიხილავს საქმის მიღებიდან ერთ თვეში. სადისციპლინო საბჭო უზრუნველყოფს საქმის მხარეებისათვის საქმის განხილვის დროის შეტყობინებას და მათ მიწვევას სადისციპლინო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, დისციპლინური საქმე გადასცეს სადისციპლინო საბჭოს ერთ-ერთ წევრს საბჭოს სხდომაზე მოსახსენებლად.“.

17. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 64. სადისციპლინო საბჭოს საქმიანობის პრინციპები

საჩივრის განხილვის დროს სადისციპლინო საბჭო საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.“.

18. 66-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ მიღებული საჩივარი განიხილება სადისციპლინო საბჭოს სხდომაზე. სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საქმე და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება ექვსი წევრი. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე, ან მისი დავალებით – საბჭოს სხვა წევრი.“.

19. 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) უცვლელად დატოვოს დისციპლინური სახდელი და მოუხსნას მოსამართლეს ან მის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;“.

20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:

„თავი IV1

სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

    მუხლი 741. სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. სადისციპლინო საბჭოს მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ კასაციის წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში. გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ ამ კანონის 69-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. გასაჩივრების უფლება აქვთ დისციპლინური საქმის მხარეებს.

2. საჩივარი წერილობითი ფორმით შეტანილ უნდა იქნეს სადისციპლინო საბჭოში გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში. სადისციპლინო საბჭო საჩივრის მიღებიდან 5 დღეში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიას უგზავნის დისციპლინურ საქმეს საჩივართან ერთად.

3. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანო ან თანამდებობის პირი სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც საქმის განხილვის დროს მხარს უჭერდა დისციპლინურ ბრალდებას. საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის დროს იგი უფლებამოსილია, დანიშნოს სხვა წარმომადგენელი. გადაწყვეტილებას სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს საბჭოს სხდომაზე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარე – ერთპიროვნულად.

4. მოსამართლე, რომელსაც დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა, სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს პირადად ან თავისი დამცველის ანდა სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.

5. სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.

    მუხლი 742. საქმის განხილვის პრინციპები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვა წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სადისციპლინო საბჭოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა ამ თავში აღნიშნული გამონაკლისებისა.

    მუხლი 743. საჩივრის საფუძვლები

1. საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.

2. გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად ჩაითვლება, თუ:

ა) საქმე განხილულია ისეთი შემადგენლობის მიერ, რომლის წევრი (წევრები) უნდა ჩამოსცილებოდა საქმის განხილვას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში;

ბ) საქმე განხილულია მხარეთა სავალდებულო მონაწილეობის წესის დარღვევით;

გ) საქმე განხილულია სამართლებრივი პროცედურების არსებითი დარღვევებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამან გამოიწვია საქმეზე არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

    მუხლი 744. საჩივრის მიღება

1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგია საჩივრის მიღებიდან 10 დღის ვადაში ამოწმებს საჩივრის დასაშვებობას. თუ საჩივარი დასაშვებია, სადისციპლინო კოლეგია განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც ატყობინებს მხარეებს. თუ საჩივარი დაუშვებელია, კოლეგიას გამოაქვს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

2. საჩივრის წარმოებაში მიღებისთანავე სადისციპლინო კოლეგია მოწინააღმდეგე მხარეს უგზავნის საჩივრისა და თანდართული მასალების ასლებს. კოლეგია საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს დისციპლინური საქმის მხარეებს – დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს ან თანამდებობის პირის წარმომადგენელს და მოსამართლეს, რომელსაც დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა. კოლეგია უფლებამოსილია აგრეთვე მოიწვიოს მოწმეები.

    მუხლი 745. საქმის განხილვის ფარგლები

უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგია საქმეს განიხილავს მხოლოდ საჩივრის ფარგლებში. სადისციპლინო კოლეგია არ არის უფლებამოსილი, გასცდეს დისციპლინური ბრალდების ფარგლებს.

    მუხლი 746. დისციპლინურ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება

1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგია დისციპლინური საქმის შესახებ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ;

ბ) სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლები მისი მიღებიდან 5 დღეში ეგზავნება მხარეებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.“.

21. მეხუთე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დისციპლინურ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება“.

22. 75-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დისციპლინურ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება – დაუყოვნებლივ.“.

23. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 76. სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების თავისებურება

სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლების დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეფარდებისას სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო საბჭო კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.“.

24. 77-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 77. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების სახდელის დაკისრების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო საბჭო კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხება:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად;

ბ) ყველა სხვა მოსამართლეს – საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად.“.

25. 78-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო საბჭოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ხუთ დღეში ეგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.“.

26. 79-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო საბჭოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს გადაწყვეტილების მიღებიდან ათ დღეში.“.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებისთანავე საქართველოს საერთო სასამართლოების წარმოებაში არსებული საჩივრები სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებებზე, თუ მათი განხილვა არ დასრულებულა და გადაწყვეტილება მიღებული არ არის, განსახილველად გადაეცემა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიას.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 თებერვალი.

№1064–Iს