,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 193/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 90, 27/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.010.505
  • Word
193/ნ
27/06/2007
სსმ, 90, 27/06/2007
280.070.010.22.035.010.505
,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.000.22.035.010.505

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №193/ნ

2007 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-17 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №19, მუხლი 241) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ამ ბრძანების შესასრულებლად.“.

2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის თანდართული წესის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური სუბსიდიების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, გაცემას, შეჩერებას, განახლებას, გადაანგარიშებასა და შეწყვეტას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხროციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.“;

ბ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პენსიის დანიშვნის თაობაზე წერილობითი განცხადება შეიტანება სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში, მაძიებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“;

გ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პენსიის დანიშვნის საკითხს სააგენტო იხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის სრულყოფილად წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.“;

დ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოქალაქეს უფლება აქვს მოითხოვოს პენსიის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა – მომდევნო თვის ბოლომდე. პენსიის გაცემის კონკრეტული ვადები რეგულირდება სააგენტოსა და პენსიის გამცემ ორგანიზაციას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე.“;

ე) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეჩერებული პენსიის განახლება ხდება პენსიონერის მიერ სააგენტოში პენსიის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება პენსიონერის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან.“

ვ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კანონით განსაზღვრული საპენსიო ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში, გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად, სააგენტოს მიერ;“;

ზ) ამოღებულ იქნეს 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

3. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი №2):

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. კომპენსაციის/სტიპენდიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

კომპენსაციის/სტიპენდიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური სუბსიდიების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნას, გაცემას, შეჩერებას, განახლებას, გადაანგარიშებასა და შეწყვეტას, აგრეთვე კომპენსაციის/სტიპენდიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.“;

ბ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპენსაციას და სტიპენდიას, შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი.“;

გ) მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპენსაციის/სტიპენდიების დანიშვნის თაობაზე საკითხს სააგენტო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.

2. მარჩენალის გარდაცვლების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება (და ყველა საჭირო დოკუმენტი) სააგენტოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია დაინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან.“;

დ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიმდინარე თვის კომპენსაციის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა – მომდევნო თვის ბოლომდე. აღნიშნული პერიოდი არის მაქსიმალურად დასაშვები ვადა სააგენტოსა და კომპენსაციის გამცემ ორგანიზაციას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე.“;

ე) მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეჩერებული კომპენსაციის/სტიპენდიის განახლება მოხდება: კომპენსაციის/სტიპენდიის მიმღები პირის მიერ სააგენტოში კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/სტიპენდიის შეჩერების დღიდან.

2. შეწყვეტილი კომპენსაციის/სტიპენდიის აღდგენა (განახლება) მოხდება კომპენსაციის/სტიპენდიის განახლებისათვის საჭირო წერილობითი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის დღიდან, კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.“.

    მუხლი 2

ბრძანება ძალაშია 2007 წლის 1 ივლისიდან.

ლ. ჭიპაშვილი