სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ

სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 738
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 25/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.22.034.010.365
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
738
21/05/2007
სსმ, 74, 25/05/2007
140.060.000.22.034.010.365
სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (25/05/2007 - 31/12/2021)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.22.034.010.365

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №738

2007 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ“

„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და მის შესასრულებლად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდება“.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა უზრუნველყოს:

ა) ბრძანების შესწავლის ორგანიზება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის დანაყოფებში;

ბ) შესაბამისი ცვლილებების შეტანის ორგანიზება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის თანამდებობის პირების თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და ფუნქციონალურ მოვალეობებში.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს შსს მინისტრის 1999 წლის 27 მაისის №278 ბრძანება „ხანძრის ჩაქრობის საბრძოლო წესდების დამტკიცების შესახებ“.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების

წესდება

სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდება (შემდგომში – წესდება) განსაზღვრავს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების საფუძვლებს.

წესდების მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის (შემდგომში – სახანძრო დაცვა) პირადი შემადგენლობისათვის, სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვისა და სხვა ძალებისათვის, რომლებიც დადგენილი წესით მოიზიდებიან ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად.

მოქალაქეების მიერ დამოუკიდებლად ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ამ წესდებით არ რეგულირდება.

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. წესდებაში გამოყენებული ტერმინები

წესდებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ა) სახანძრო დაცვა – დადგენილი წესით შექმნილი ხანძარსაწინააღმდეგო სუბიექტების ერთობლიობა, რომლის მიზანია ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და დაკისრებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება;

ბ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური – საქართველოს შინაგან საქმეთა საიმინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველო, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის სამსახურების საქმიანობას;

გ) ხანძრის ჩაქრობა – ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების გადასარჩენად და ხანძრის ლიკვიდაციისათვის მიმართული ძირითადი (მთავარი) მოქმედებები;

დ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება – ადამიანთა სიცოცხლის, ქონების გადასარჩენად, აგრეთვე ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისათვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების შედეგების შესაძლო მინიმუმამდე დასაყვანად მიმართული მოქმედებები;

ე) ძირითადი (მთავარი) მოქმედებები ხანძარზე და საავარი-ოსამაშველო სამუშაოების ჩატარებისას – სახანძრო დაცვის ძალებისა და საშუალებების წესდებით გათვალისწინებული ორგანიზებული გამოყენება, რომელიც მიმართულია ხანძრის ჩაქრობისა და საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარების ძირითადი (მთავარი) ამოცანის შესასრულებლად; 

ვ) ძირითადი (მთავარი) ამოცანა ხანძარზე და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას – ადამიანთა გადარჩენა (თუ მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე), ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციების ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია იმ ვადებსა და ფარგლებში, რომლებიც განისაზღვრება მოზიდული ძალებისა და საშუალებების შესაძლებლობებით;

ზ) ხანძრის ლოკალიზაცია – ხანძრის ჩაქრობის ეტაპი, რომელზეც არ არსებობს ან ლიკვიდირებულია საფრთხე ადამიანებისა და (ან) ცხოველებისათვის, შეჩერებულია ხანძრის გავრცელება და შექმნილია პირობები მისი ლიკვიდაციისათვის არსებული ძალებითა და საშუალებებით;

თ) ხანძრის ლიკვიდაცია – ხანძრის ჩაქრობის ეტაპი, რომელზეც შეწყვეტილია წვა და აღმოფხვრილია მისი ხელახლა (თვითნებური) წარმოქმნის პირობები;

ი) გადამწყვეტი მიმართულება – ძირითადი (მთავარი) მოქმედებების მიმართულება, რომელზეც ძალებისა და საშუალებების გამოყენება უზრუნველყოფს საუკეთესო პირობებს ძირითადი (მთავარი) ამოცანის გადასაწყვეტად;

კ) ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ზურგის უზრუნველყოფის სამსახური – დადგენილი წესით მოზიდული სახანძრო დაცვის, საავარიო-სამაშველო და სხვა ფორმირებების ძალები და საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ჩატარებას;  

ლ) ადამიანთა გადარჩენა – ზომების ერთობლიობა მიმართული იმ ადამიათა გადასაადგილებლად, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ ტოვებენ ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, აგრეთვე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სტიქიური უბედურების საშიში ფაქტორების ზემოქმედების ან შესაძლო ზემოქმედების ზონას;

მ) ადამიანთა ევაკუაცია – ხანძრის, ავარიის, კატასტროფის ან ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სტიქიური უბედურების საშიში ფაქტორების შესაძლო ზემოქმედების ზონიდან ადამიანთა დამოუკიდებელი გადაადგილების იძულებითი პროცესი;    

ნ) გათვლა ძირითად სახანძრო ავტომობილზე – პირველადი ტაქტიკური დანაყოფი, რომელსაც შესწევს უნარი დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ცალკეული ამოცანები ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების შესრულებისას;

ო) გათვლა საავარიო-სამაშველო ავტომობილზე – პირველადი ტაქტიკური დანაყოფი, რომელსაც შესწევს უნარი დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ცალკეული ამოცანები საავარიო-სამაშველო სამუშაოების შესრულებისას;

პ) სახანძრო დაცვის დანაყოფების მორიგე ცვლა ორი ან მეტი გათვლის შემადგენლობით – ძირითადი ტაქტიკური დანაყოფი, რომელსაც შესწევს უნარი დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ამოცანები საკუთარი ტაქტიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე;

ჟ) საგანგებო სიტუაცია – მდგომარეობა შექმნილი განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური, სტიქიური ან სხვა რაიმე ხასიათის უბედურების შედეგად, რასაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყვეს ადამიანთა მსხვერპლი, მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგები, საფრთხე შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს;

რ) საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაცია – საავარიო-სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოები, რომლებიც ტარდება საგანგებო სიტუაციების წარმოქმნისას და მიმართულია ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად, მათი ჯანმრთელობის შესარჩუნებლად, მატერიალური ზარალის და ბუნებრივი გარემოსათვის ზიანის შესამცირებლად, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების ზონების ლოკალიზაციასა და მათთვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების ზემოქმედების შესაწყვეტად;

ს) გადაუდებელი სამუშაოები საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციისას – საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საავარიო-სამაშველო სამუშაოების ყოველმხრივ უზრუნველყოფას, საგანგებო სიტუაციის დროს დაზარალებული მოსახლეობისათვის პირველადი სამედიცინო და სხვა სახის დახმარების გაწევას, აგრეთვე მინიმალურად საჭირო პირობების შექმნას ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, მათი მუშაუნარიანობის შესანარჩუნებლად;  

ტ) სამორიგეო-სადისპეტჩერო სამსახურები – საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სახანძროსამაშველო ძალების მართვის განყოფილების (შემდგომში – სახანძრო-სამაშველო ძალების მართვის განყოფილება) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის დანაყოფების დისპეტჩერების (მეელსმენეების) ერთობლიობა, რომლებიც ახორციელებენ ხანძრების, ავარიების სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შესახებ შეტყობინების მიღება-დამუშავებას და საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სახანძრო დაცვის ძალებისა და საშუალებების ჩაბმას;

უ) ორგანიზაცია (ობიექტი) – წარმოება, დაწესებულება ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად;

ფ) ხანძრის დაზვერვა (შემდგომში დაზვერვა) – წარმოადგენს ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც ტარდება ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ ვითარების შესაფასებლად ინფორმაციის შეკრების მიზნით და ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ორგანიზებისათვის გადაწყვეტილებების მისაღებად.

    მუხლი 2. ძირითადი (მთავარი) ამოცანის შესრულება და ძირითადი (მთავარი)   მოქმედებების გადამწყვეტი მიმართულების განსაზღვრა

1. ძირითადი (მთავარი) ამოცანის შესრულებას უზრუნველყოფენ სახანძრო დაცვის ძალები – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის დანაყოფების პირადი შემადგენლობა, აგრეთვე სახანძრო დაცვის სხვა ფორმირებათა პირადი შემადგენლობა, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა. სამხედრო მოსამსახურენი, შინაგან საქმეთა ორგანოების პირადი შემადგენლობა, სამოქალაქო თავდაცვის ძალები, აგრეთვე მოსახლეობა ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშოების ჩასატარებლად მოიზიდებიან დადგენილი წესით.

2. ძირითადი (მთავარი) ამოცანების შესასრულებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები:

ა) სახანძრო ავტომობილები, მათ შორის ხანძრის ჩაქრობის მიზნებისათვის გამოსადეგი სხვა ავტოტრანსპორტი;

ბ) სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება და სახანძრო მოწყობილობები, მათ შორის სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;

გ) ცეცხლმაქრი ნივთიერებები;

დ) საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა, მოწყობილობები და ტექნიკა;

ე) ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები და მოწყობილობები;

ვ) სპეციალური კავშირისა და მართვის სისტემები და მოწყობილობები;

ზ) მედიკამენტები, ინსტრუმენტები და მოწყობილობები დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;

თ) სხვა საშუალებები, დამხმარე და სპეციალური ტექნიკა. 

3. ძირითადი (მთავარი) ამოცანების წარმატებით შესრულება ეფუძნება:

ა) ძირითადი (მთავარი) ამოცანების ორგანიზებას, მათ შორის ხანძრის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე ძალებისა და საშუალებების დროულ თავმოყრას, მათ მოხერხებულ განლაგებასა და გამოყენებას გადამწყვეტი მიმართულების გათვალისწინებით;

ბ) პირადი შემადგენლობის მამაცობას, პროფესიული, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების მაღალ დონეს, გამოცდილებას, ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების მონაწილეთა დისციპლინირებას.

4. ძირითადი (მთავარი) ამოცანების განხორციელებისას სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობისათვის სავალდებულოა დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტაციის (ინსტრუქციების, წესების, რეკომენდაციების და სხვ.) მოთხოვნათა დაცვა.    

5. ძირითადი (მთავარი) მოქმედებების გადამწყვეტი მიმართულების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები:

ა) თუ ხანძრის, ავარიის, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სტიქიური უბედურებების საშიში ფაქტორები საფრთხეს უქმნიან ადამიანთა სიცოცხლეს (მათი გადარჩენა შეუძლებელია გადარჩენის ტექნიკური და ცეცხლსაქრობი საშუალებების გამოყენების გარეშე) – ძალების და საშუალებების თავმოყრა და ჩაბმა ხორციელდება სამაშველო სამუშაოების უზრუნველსაყოფად;

ბ) თუ იქმნება აფეთქების და (ან) ავარიული ქიმიურად საშიში ნივთიერებების გავრცელების საშიშროება – ძალების და საშუალებების თავმოყრა და ჩაბმა ხორციელდება ადგილებში, სადაც სახანძრო დაცვის დანაყოფების მოქმედებები უზრუნველყოფენ აფეთქების და ავარიული ქიმიურად საშიში ნივთიერებების გავრცელების თავიდან აცილებას;    

გ) თუ ხანძარი მოიცავს ობიექტის ნაწილს და ვრცელდება მის სხვა ნაწილებზე ან მომიჯნავე შენობებზე – ძალების და საშუალებების თავმოყრა და ჩაბმა ხორციელდება უბნებზე, სადაც ცეცხლის შემდგომმა გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტი ზარალი (ზიანი);

დ) თუ ხანძარი მოიცავს ცალკე მდგომ შენობა-ნაგებობას და არ არსებობს ცეცხლის გავრცელების საშიშროება მეზობელ ობიექტებზე – ძირითადი ძალების და საშუალებების თავმოყრა და ჩაბმა ხორციელდება ინტენსიური წვის ადგილებში;

ე) თუ ხანძარი მოიცავს შენობა-ნაგებობას, რომელიც არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ფასეულობას და იქმნება ცეცხლის გარცელების საშიშროება ახლომდებარე ობიექტებზე – ძირითადი ძალების და საშუალებების თავმოყრა ხორციელდება იმ შენობანაგებობებზე, რომლებიც არ არის მოცული ცეცხლით.

თავი II. სახანძრო დაცვის დანაყოფების ძირითადი (მთავარი) მოქმედებები ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად

    მუხლი 3. ხანძრის ჩაქრობის და საავარიო -სამაშველო სამუშაოების ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ორგანიზება

1. სახანძრო დაცვის დანაყოფების ძირითადი (მთავარი) მოქმედებები იწყება ხანძრის, ავარიის, სტიქიური უბედურების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე და დასრულებულად ითვლება სახანძრო დაცვის დანაყოფის მუდმივი განლაგების ადგილზე დაბრუნების შემდეგ. ამასთან მოიცავს:

ა) გამოძახებების დამუშავებას;

ბ) გასვლასა და ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სტიქიური უბედურების ადგილისაკენ მსვლელობას (შემდგომში – გასვლა და გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობა);

გ) ხანძრის დაზვერვას;

დ) ადამიანთა გადარჩენას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას;

ე) საშუალებების გაშლას;

ვ) წვის ლიკვიდაციას;

ზ) სპეციალური სამუშაოების შესრულებას;

თ) შეკრებასა და მუდმივი განლაგების ადგილზე დაბრუნებას;

ი) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებში მოყვანილი მოქმედებების ერთდროულად განხორციელება.

2. ძირითადი (მთავარი) მოქმედებები უნდა განხორციელდეს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და შესაძლებელია ჩატარდეს ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების მონაწილეთა მაღალი ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვის, მაღალი რისკის, აგრეთვე მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის პირდაპირი საშიშროების პირობებში. ობიექტებზე, რომლებსაც გააჩნიათ დადგენილი წესით შემუშავებული ავარიის ლიკვიდაციის გეგმები, ძირითადი (მთავარი) მოქმედებები უნდა ჩატარდეს ამ გეგმებით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

3. ძირითადი (მთავარი) მოქმედებები უკიდურესი აუცილებლობის პირობებში, რომლებიც უქმნიან უშუალო საფრთხეს ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების მონაწილეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, შეიძლება განხორციელდეს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნებიდან გადახვევით მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, ნებაყოფლობით საფუძველზე და ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის ან მთავარი ოპერატიული თანამდებობის პირის (რომელიც ხელმძღვანელობს საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას), აგრეთვე საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

    მუხლი 4. გამოძახების დამუშავება

1. გამოძახების დამუშავება ხორციელდება დადგენილი წესით სახანძრო დაცვის დანაყოფის მეელსმენის (დისპეტჩერის) მიერ და მოიცავს:

ა) განმცხადებლისგან გამოძახების ობიექტის შესახებ ინფორმაციის მიღებასა და დაფიქსირებას;

ბ) მიღებული ინფორმაციის შეფასებასა და გამოძახების ადგილზე გასვლის განრიგით (ძალებისა და საშუალებების ჩაბმის გეგმით) გათვალისწინებული ძალებისა და საშუალებების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;

გ) „განგაშის“ სიგნალის მიცემას;

დ) ხანძარზე, ავარიის და საგანგებო სიტუაციის ადგილზე გასვლის საგზურის, ხანძრის ჩაქრობის გეგმის ან ბარათის (მათი არსებობისას) მომზადებას და მორიგე ცვლის უფროსისათვის გადაცემას (დანართი 1);

ე) მორიგე ცვლის უფროსის უზრუნველყოფას გამოძახების ობიექტის შესახებ არსებული ინფორმაციით;

ვ) მიღებული შეტყობინების გადაცემას სახანძრო დაცვის დანაყოფის ხელმძღვანელისათვის და სახანძრო-სამაშველო ძალების მართვის განყოფილებაში.

2. განმცხადებლისგან ინფორმაციის მიღებისას მეელსმენემ (დისპეტჩერმა) შეძლებისდაგვარად უნდა დაადგინოს:

ა) გამოძახების ობიექტის მისამართი ან სხვა ცნობები მისი ადგილმდებარეობის შესახებ;

ბ) ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშროების არსებობა და ხასიათი;

გ) იმ ობიექტის თავისებურებანი, რომელზეც გაჩნდა ხანძარი ან სხვა საგანგებო სიტუაცია;

დ) განმცხადებლის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი;

ე) ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სტიქიური უბედურებების შესახებ სხვა მონაცემები, რომლებმაც შეიძლება იმოქმედონ ძირითადი (მთავარი) ამოცანის წარმატებით შესრულებაზე.

3. „განგაშის“ სიგნალის მიცემა ხდება მისამართის ან გამოძახების ადგილის შესახებ სხვა მონაცემების დადგენისა და დანაყოფის გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

4. გამოძახების დამუშავება უნდა დასრულდეს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში და არ უნდა აყოვნებდეს დანაყოფების გასვლას და მსვლელობას გამოძახების ადგილისაკენ.

5. ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია მეელსმენემ (დისპეტჩერმა) დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს თანამდებობის პირებს კავშირის არსებული საშუალებებით, მათ შორის გამოძახების ადგილისკენ მათი მსვლელობის დროსაც.

    მუხლი 5. გასვლა და გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობა

1. გასვლა და გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობა მოიცავს პირადი შემადგენლობის შეკრებას „განგაშის“ სიგნალის მიცემისთანავე და მათ მიყვანას გამოძახების ადგილზე სახანძრო, საავარიო-სამაშველო ავტომობილებით და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით.

2. გასვლა და გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობა უნდა განხორციელდეს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, რისთვისაც აუცილებელია:

ა) მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის სწრაფი შეკრება და გასვლა (სახანძრო-სამწყობრო ნორმატივებით განსაზღვრული დროის განმავლობაში);

ბ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების მოძრაობა უმოკლესი მარშრუტით ზღვრულად დაშვებული, მაგრამ უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სიჩქარით, მათ შორის სპეციალური სიგნალების გამოყენებით და, საჭიროების შემთხვევაში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით;

გ) გასვლის რაიონის თავისებურებების ცოდნა.

3. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობის დროის შესამცირებლად მსვლელობის მარშრუტებზე, საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესის დაცვით, შესაძლებელია საგზაო მოძრაობის გადაკეტვა.

4. გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობა შეიძლება შეჩერებულ იქნეს მხოლოდ სახანძრო დაცვის დანაყოფის მეელსმენის (დისპეტჩერის) და სახანძრო-სამაშველო ძალების მართვის განყოფილების უფლებამოსილი თანამდებობის პირის განკარგულებით.

5. მსვლელობის გზაზე სათავო სახანძრო (საავარიო-სამაშველო) ავტომობილის იძულებით გაჩერებისას ჩერდებიან მის უკან მომავალი ავტომობილებიც და მოძრაობას განაგრძობენ მხოლოდ მორიგე ცვლის უფროსის მითითებით. მეორე ან მის უკან მომავალი რომელიმე სახანძრო (საავარიო-სამაშველო) ავტომობილის იძულებით გაჩერებისას დანარჩენი ავტომობილები განაგრძობენ მოძრაობას გამოძახების ადგილისაკენ.

6. სახანძრო (საავარიო-სამაშველო) ავტომობილის იძულებითი გაჩერების (მათ შორის გაუმართაობის მიზეზით ან ავტოსაგზაო შემთხვევის გამო) და გამოძახების ადგილისაკენ შემდგომი მსვლელობის შეუძლებლობის შემთხვევაში მორიგე ცვლის უფროსი (იმ ავტომობილის გათვლის უფროსი (ათეულის მეთაური), რომელმაც შეაჩერა მსვლელობა) ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მომხდარის შესახებ სახანძრო დაცვის დანაყოფის მეელსმენეს (დისპეტჩერს);

ბ) დატოვოს შემთხვევის ადგილზე სახანძრო (საავარიო-სამაშველო) ავტომობილის მძღოლი ტექნიკური გაუმართაობის აღმოსაფხვრელად (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს საპატრულო პოლიციის დასახვედრად);

გ) მიიღოს ზომები სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო შეიარაღებისა და მოწყობილობების, პირადი შემადგენლობის გამოძახების ადგილზე მისაყვანად.

7. შემთხვევის ადგილისაკენ მსვლელობის დროს სხვა ხანძრის აღმოჩენისას მორიგე ცვლის უფროსი ვალდებულია გამოყოს ძალები მისი ლიკვიდაციისათვის და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინოს სახანძრო-სამაშველო ძალების მართვის განყოფილებას, სახანძრო დაცვის დანაყოფის მეელსმენეს (დისპეტჩერს).

8. გამოძახების ადგილისაკენ რკინიგზით, წყლის ან საჰაერო ტრანსპორტით მსვლელობისას უფროსი თანამდებობის პირი ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) სახანძრო ტექნიკისა და მოწყობილობების დაცვა;

ბ) პირადი შემადგენლობის განთავსების, კვების და დასვენებს ორგანიზება.

    მუხლი 6. ხანძრის დაზვერვა

1. დაზვერვა ტარდება განუწყვეტლივ, ხანძარზე ან სხვა საგანგებო სიტუაციაზე გასვლის მომენტიდან მათ ლიკვიდაციამდე.

2. დაზვერვის დროს საჭიროა დადგენილ იქნეს:

ა) ადამიანებისათვის საფრთხის არსებობა და ხასიათი, მათი ადგილსამყოფელი, გადარჩენის (დაცვის) გზები, ხერხები და საშუალებები;

ბ) ხანძრის (საგანგებო სიტუაციის) საშიში, მათ შორის მეორადი, ფაქტორების, აგრეთვე ობიექტზე ტექნოლოგიების და წარმოების ორგანიზების თავისებურებებით განპირობებული ფაქტორების არსებობა და გამოვლენის შესაძლებლობა;

გ) ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილი და ფართობი;

დ) ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო (ავარიის საწინააღმდეგო) დაცვის საშუალებების არსებობა და გამოყენების შესაძლებლობა;

ე) უახლოესი წყლის წყაროების ადგილმდებარეობა და მათი გამოყენების შესაძლებლობა;

ვ) ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროდანადგარების არსებობა, მათი გათიშვის შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა;

ზ) ობიექტზე სამშენებლო კონსტრუქციების მდგომარეობა, მათი გახსნის და დაშლის ადგილები;

თ) ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად ძალებისა და საშუალებების შეყვანის შესაძლო გზები, სხვა მონაცემები გადამწყვეტი მიმართულების შესარჩევად;

ი) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად ძალებისა და საშუალებების საჭირო რაოდენობა. დაზვერვაში მონაწილე პირადი შემადგენლობა, საჭიროების შემთხვევაში და ვითარებიდან გამომდინარე ახორციელებს სხვა ძირითად (მთავარ) მოქმედებებსაც.

3. დაზვერვის დროს საჭიროა იმ დოკუმენტაციით და მონაცემებით სარგებლობა, რომელიც წარმოდგენილია ობიექტის დაგეგმარების და წარმოების ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებების მცოდნე თანამდებობის პირების ან მომსახურე პერსონალის მიერ.

4. დაზვერვას ატარებენ ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელები, აგრეთვე თანამდებობის პირები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ძირითად (მთავარ) მოქმედებებს შესაბამის სამუშაო უბანზე.

5. დაზვერვის ორგანიზებისას ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელი:

ა) განსაზღვრავს დაზვერვის ჩატარების მიმართულებას და პირადად ატარებს მას რთულ და საპასუხისმგებლო მიმართულებაზე;

ბ) ადგენს სადაზვერვო ჯგუფების რაოდენობასა და შემადგენლობას, სახავს მათ წინაშე ამოცანებს, განსაზღვრავს კავშირის საშუალებებს და მათი გამოყენების წესს, აგრეთვე დაზვერვისათვის საჭირო სახანძრო-ტექნიკურ შეიარაღებას, საავარიო-სამაშველო მოწყობილობებსა და აღჭურვილობას;

გ) განსაზღვრავს პირადი შემადგენლობის მიერ შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების შესრულების თავისებურებებს დაზვერვის დროს;

დ) ადგენს დაზვერვის დროს მოპოვებული ინფორმაციის გადაცემის წესს.

6. სადაზვერვო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:

ა) ხანძრის ჩაქრობის (საავარიოსამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელი და მეკავშირე, თუ ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისულია ერთი გათვლა (სუნთქვისათვის არახელსაყრელ პირობებში დაზვერვის ჩატარებისას ჯგუფის შემადგენლობა იზრდება სამ კაცამდე);

ბ) ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელი, სახანძრო გათვლის უფროსი (ათეულის მეთაური) და მეკავშირე, თუ ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისულია ორი და მეტი გათვლა.

7. ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელს შეუძლია შეცვალოს სადაზვერვო ჯგუფების რაოდენობა და შემადგენლობა შექმნილი ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე და მოზიდული ძალების შემადგენლობისა და დანიშნულების გათვალისწინებით.

8. დაზვერვის ჩატარებისას პირადი შემადგენლობა ვალდებულია:

ა) იქონიოს ინდივიდუალური დაცვის, გადარჩენის, კავშირის, ჩაქრობის, განათების საშუალებები, აგრეთვე ინსტრუმენტები კონსტრუქციის გახსნა-დაშლისათვის;

ბ) ადამიანთა სიცოცხლისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში უზრუნველყოს სამუშაოების ჩატარება მათ გადასარჩენად;

გ) საჭიროების შემთხვევაში დაზარალებულებს გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება;

დ) შეასრულოს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებში მუშაობის წესების მოთხოვნები;

ე) შეძლებისდაგვარად გამოიყენოს მსვლელობის უმოკლესი გზები;

ვ) დროულად, დადგენილი წესით, მოახსენოს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს დაზვერვის შედეგები და მოპოვებული ინფორმაცია.

    მუხლი 7. ადამიანთა გადარჩენა და საავარიო -სამაშველო სამუშაოების ჩატარება

1. საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, როგორც წესი, ახასიათებს დიდი მოცულობა და შეზღუდული დრო მათ ჩასატარებლად, ასევე ვითარების სირთულე, პირადი შემადგენლობის ძალების სრული დატვირთვა, სამუშაოების უწყვეტი წარმოება დღისა და ღამის საათებში, ნებისმიერ ამინდში სიტუაციის სტაბილიზაციამდე (ამ სამუშაოების წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს სახანძრო დაცვის დანაყოფების მუდმივი მზადყოფნა, მაღალი პროფესიული მომზადების დონე და ფსიქოლოგიური სიმტკიცე, დანაყოფების მდგრადი და უწყვეტი მართვა).

2. საავარიო-სამაშველო სამუშაოები მოიცავს:

ა) ადამიანთა ძებნას და მათ გამოყვანას დაზიანებული და ცეცხლმოდებული შენობა-ნაგებობებიდან (სატრანსპორტო საშუალებებიდან), აგრეთვე დაგაზიანებული, დაკვამლიანებული და დატბორილი სათავსებიდან, ნანგრევებიდან, საჭიროების შემთხვევაში პანიკის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების განხორციელებით;

ბ) დანგრეული, დაზიანებული ან ჩახერგილი სათავსების დაშლას და მათში მოყოლილ ადამიანთა გადარჩენას;

გ) სატრანსპორტო საშუალებების დაზიანებული კორპუსის (ძარის) დაშლას და მასში მოყოლილ ადამიანთა გადარჩენას;

დ) ჩახერგილ სათავსებში ჰაერის მიწოდებას ნანგრევებში მოყოლილ ადამიანთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად;

ე) დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას;

ვ) საშიში ზონიდან მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაციის ორგანიზებას;

ზ) შენობა-ნაგებობების იმ კონსტრუქციების გამაგრებას ან დაშლას, რომლებსაც აქვთ ჩამონგრევის საშიშროება და აფერხებენ სამუშაოების უსაფრთხო ჩატარებას.

3. დაზვერვის მონაცემების მიხედვით, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების უსაფრთხო ადგილი და ხერხი უნდა განისაზღვროს თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის, გადასარჩენი ადამიანების მდგომარეობის, ობიექტის ტიპის, საინჟინრო მოწყობილობების და კომუნიკაციების მდგომარეობის, მიმოქცევაში მყოფი ნივთიერებების თვისებების, აგრეთვე ძირითადი და სათადარიგო საევაკუაციო გზების მდგომარეობის, მაუწყებლობის, ავარიული განათების და კვამლის გაწოვის სისტემებით ობიექტის უზრუნველყოფის, ჩახერგვის ხასიათის და სახანძრო დაცვის დანაყოფების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

4. საავარიო-სამაშველო სამუშაოები ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელის მითითებით.

5. ადამიანთა გადარჩენის სამუშაოები ტარდება, თუ:

ა) ადამიანებს ემუქრება ცეცხლის, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება, აფეთქების ან კონსტრუქციების ჩამონგრევის საშიშროება;

ბ) ის სათავსები, სადაც იმყოფებიან ადამიანები, სავსეა კვამლით ან სხვა საშიში აირებით (ნივთიერებების და მასალების წვის და დაშლის შედეგად გამოყოფილი ტოქსიკური პროდუქტებით);

გ) ადამიანებს არ შესწევთ უნარი დამოუკიდებლად დატოვონ სახიფათო ადგილები ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის დროს;

დ) არსებობს ცეცხლის, კვამლის, ავარიული ქიმიურად საშიში ნივთიერებების გავრცელების საშიშროება საევაკუაციო გზებზე;

ე) გათვალისწინებულია ადამიანთა სიცოცხლისათვის საშიში ცეცხლმაქრი ნივთიერებებისა და შემადგენლობების გამოყენება.

6. ადამიანთა და ქონების გადარჩენის ძირითადი ხერხებია:

ა) მათი უსაფრთხო ადგილზე გადაადგილება, მათ შორის სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

ბ) საშიში ფაქტორებისა და მათი მეორადი გამოვლინების ზემოქმედებისაგან დაცვა.

7. ადამიანთა გადასარჩენად შეირჩევა ყველაზე უსაფრთხო გზები და ხერხები. ამ გზებად ჩაითვლება:

ა) ძირითადი შესასვლელები და გამოსასვლელები;

ბ) სათადარიგო გამოსასვლელები;

გ) ფანჯრის ღიობები და აივნები ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

დ) ლიუკები, თუ მათი საშუალებით შესაძლებელია უსაფრთხო ზონაში გასვლა;

ე) შენობა-ნაგებობების სამშენებლო კონსტრუქციებსა და სატრანსპორტო საშუალებების კორპუსებში (ძარებში) დაზარალებულების გამოსაყვანად მოწყობილი ღიობები.

8. ადამიანთა დაცვა ხანძრის, ავარიის, კატასტროფების, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სტიქიური უბედურებების საშიში ფაქტორების ზემოქმედებისაგან ხორციელდება როგორც მათი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის პროცესში, ასევე ასეთი გადაადგილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაშიც. ადამიანთა დაცვა უნდა განხორციელდეს შეძლებისდაგვარად ეფექტური საშუალებებით და ხერხებით, მათ შორის სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით და ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდებით კონსტრუქციების, მოწყობილობების, ობიექტების გასაგრილებლად (დასაცავად), სათავსებში ტემპერატურის დასაწევად, კვამლის გასაწოვად და ნივთიერებებისა და მასალების აალების ან აფეთქების თავიდან ასაცილებლად.

9. შენობების ზედა სართულებიდან (რომელთა კიბის უჯრედები დანგრეული, დაზიანებული ან დაკვამლიანებულია) ადამიანთა გადარჩენისას გამოიყენება შემდეგი ძირითადი საშუალებები:

ა) ავტოკიბეები, ავტოამწეები და სხვა მანქანები;

ბ) სტაციონარული და ხელის სახანძრო კიბეები;

გ) სამაშველო მოწყობილობები (სამაშველო სახელოები, თოკები, ტრაპები, ინდივიდუალური დაცვის მოწყობილობები და სხვ);

დ) სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებები;

ე) საავარიო-სამაშველო მოწყობილობები და დანადგარები;

ვ) საფრენი აპარატები.

10. გამონაკლის შემთხვევაში სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად დასაშვებია:

ა) ჩამოსაკიდი ან მისადგამი კიბეების, ტრაპების, გადასასვლელების დამზადება და დაყენება;

ბ) გასაბერი და ამორტიზაციის უნარის მქონე მოწყობილობების გამოყენება.

11. ხანძარზე ადამიანთა და ქონების გადარჩენა ხორციელდება სხვა ძირითად (მთავარ) მოქმედებებთან ერთად, თუ ძალებისა და საშუალებების რაოდენობა არის საკმარისი. თუ ძალები და საშუალებები არ არის საკმარისი, ისინი გამოიყენება მხოლოდ ადამიანთა გადასარჩენად, სხვა ძირითადი (მთავარი) მოქმედებები არ ტარდება ან დროებით ჩერდება.

12. პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების თავისებურებები ნგრევის შედეგების ლიკვიდაციისას, აგრეთვე ნანგრევებიდან და ნაწილობრივ დანგრეული შენობებიდან დაზარალებულების გამოყვანის დროს მოცემულია ამ წესდების XIII თავში.

    მუხლი 8. გაშლა

1. გაშლა წარმოადგენს ძალებისა და საშუალებების მზადყოფნაში მოყვანას ძირითადი (მთავარი) ამოცანის შესასრულებლად და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) გაშლისათვის მომზადებას;

ბ) წინასწარ გაშლას;

გ) სრულ გაშლას.   

2. გაშლა სახანძრო ავტოცისტერნებზე და ავტოტუმბოებზე (ტუმბოსახელოების ავტომობილებზე) ხორციელდება ამავე მუხლის მე-3-5 პუნქტების შესაბამისად. ამასთან საშუალებების სრული გაშლა გამოძახების ადგილზე მისული პირველი ავტოცისტერნიდან ხორციელდება გადამწყვეტ მიმართულებაზე პირველი ლულის მიწოდებით. სხვა სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გაშლა ხორციელდება მათი ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქციის და ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშოების ჩატარების შესახებ რეკომენდაციის (დარიგების) შესაბამისად.    

3. გაშლისათვის მომზადება ხორციელდება უშუალოდ ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისვლისთანავე. ამასთან უნდა შესრულდეს შემდეგი მოქმედებები:

ა) ავტომობილის წყლის წყაროზე დაყენება და სახანძრო ტუმბოთი წყლის აღება;

ბ) საჭირო სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების მოხსნა სამაგრებიდან;

გ) ლულიანი სახელოს ხაზის მიერთება ტუმბოს დასაწნევ მილყელთან;

დ) სხვა მოსამზადებელი მოქმედებები ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშოების) ხელმძღვანელის მითითებით.

4. წინასწარი გაშლა ტარდება, თუ გარე ნიშნებით შესაძლებელია ძირითადი ძალებისა და საშუალებების ჩაბმის მიმართულების განსაზღვრა ან ეს მიმართულება მითითებულია ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მიერ. ძალებისა და საშუალებების წინასწარი გაშლის დროს საჭიროა:

ა) ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების ჩატარება;

ბ) მაგისტრალური სახელოს ხაზების გაყვანა;

გ) განშტოებების დაყენება და მათთან მუშა ხაზების გასაყვანი სახელოების და ლულების, აგრეთვე სხვა სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების მიყვანა;

დ) საავარიო-სამაშველო შეიარაღებისა და მოწყობილობების მზადყოფნაში მოყვანა.

5. სრული გაშლა ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელის მითითებით, აგრეთვე ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდების აშკარა საჭიროების შემთხვევაში. სრული გაშლისას:

ა) ხორციელდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებები;

ბ) განისაზღვრება მელულეების პოზიციები, რომლებთანაც გაჰყავთ მუშა სახელოს ხაზები;

გ) მაგისტრალური და მუშა (გადამკეტი ლულების არსებობისას) სახელოს ხაზები ივსება ცეცხლმაქრი ნივთიერებებით.

6. გაშლის სამუშაოების და შემდგომი ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ჩატარების დროს უსაფრთხოების, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის მანევრირების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად და სათადარიგო ტექნიკის განსათავსებლად უნდა ჩატარდეს საჭირო მოქმედებები, რომლებიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციას, ხანძრის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე უცხო პირთა მისვლის, აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას ან აკრძალვას. შესაბამისი სამსახურების მისვლამდე ეს მოქმედებები შეიძლება განახორციელოს პირადმა შემადგენლობამ ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული წესით.

7. სახელოების ხაზების, შლანგების, ელექტრული კაბელების გაყვანისას საჭიროა:

ა) მელულეების და მაშველების პოზიციებამდე უმოკლესი, მოხერხებული გზების შერჩევა საევაკუაციო გზების ჩაუხერგავად;

ბ) მათი დაზიანებისაგან დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის სახელოებზე ბოგირების მოწყობა და სახელოს დამჭერების გამოყენება;

გ) განშტოებების დაყენება გზის სავალი ნაწილის საზღვრებს გარეთ;

დ) სახელოების ხაზების გაყვანა მესამე სართულზე და ზემოთ, როგორც წესი, მხოლოდ განშტოებებიდან;

ე) სახანძრო სახელოების მარაგის შექმნა გადამწყვეტ მიმართულებაზე გამოსაყენებლად;

ვ) სახელოს ავტომობილის გამოყენებით სახელოს ხაზების გაყვანა მისი ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.

    მუხლი 9. წვის ლიკვიდაცია

1. წვის ლიკვიდაცია – პირადი შემადგენლობის მოქმედებები, რომლებიც უშუალოდ უზრუნველყოფენ ნივთიერებებისა და მასალების წვის შეწყვეტას ხანძარზე, მათ შორის ხანძრის ჩასაქრობად ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდების საშუალებით.

2. ნივთიერებებისა და მასალების წვის შეწყვეტის ძირითადი ხერხებია:

ა) წვის ზონის გაგრილება ცეცხლმაქრი ნივთიერებებით ან ნივთიერებებისა და მასალების შერევით;

ბ) ნივთიერებების და მასალების ან დამჟანგველის (ჰაერის) გაზავება ცეცხლმაქრი ნივთიერებებით;

გ) წვის ზონიდან მასალებისა და ნივთიერებების ან დამჟანგველის იზოლაცია ცეცხლმაქრი ნივთიერებების და (ან) სხვა საშუალებების გამოყენებით;

დ) წვის რეაქციის ქიმიური შეჩერება ცეცხლმაქრი ნივთიერებებით;

ე) წვის შეწყვეტა ჩამოთვლილი ხერხების კომბინირებული გამოყენებით.

3. ცეცხლმაქრი ნივთიერების შერჩევა ხდება მასალების და ნივთიერებების ფიზიკურ-ქიმიური თვისებებიდან, დასახული ამოცანიდან, წვის შეწყვეტის ხერხისა და სხვა ვითარებიდან გამომდინარე.

4. ძირითადი (მთავარი) ამოცანის შესასრულებლად საჭირო ცეცხლმაქრი ნივთიერებების რაოდენობას და ხარჯს განაპირობებს ხანძრის განვითარების თავისებურებები და მისი ჩაქრობის ორგანიზება, სახანძრო დაცვის დანაყოფების ტაქტიკური შესაძლებლობები, გათვლების რაოდენობა და მათი ტექნიკური აღჭურვილობის დონე, გამოყენებული სახანძრო ტექნიკის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები. ცეცხლმაქრი ნივთიერებების ხარჯი განისაზღვრება მოქმედი ნორმატივებით და რეკომენდაციებით დადგენილი მიწოდების საჭირო ინტენსიურობის გათვალისწინებით, აგრეთვე ხანძრის ჩაქრობის პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე.

5. თუ ცეცხლმაქრი ნივთიერებების რაოდენობა არ არის საკმარისი ძირითადი (მთავარი) ამოცანის წარმატებით შესასრულებლად, ორგანიზება უკეთდება მათ მიწოდებას (მათ შორის გადატუმბვის საშუალებით) ხანძრის ადგილზე სახანძრო ავტომობილებითა და ხანძრის ჩაქრობის მიზნებისათვის გამოსადეგი ტექნიკის, აგრეთვე სხვა ხერხებისა და საშუალებების გამოყენებით.

6. ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდებისას საჭიროა ობიექტზე არსებული ხანძრის ჩაქრობის სტაციონარული დანადგარებისა და სისტემების გამოყენება.   

7. სახანძრო ლულებით მუშაობისას საჭიროა:

ა) ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება პირველ რიგში გადამწყვეტ მიმართულებაზე;

ბ) ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდების უზრუნველყოფა უშუალოდ ხანძრის კერაში შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნათა დაცვით;

გ) მასალების, კონსტრუქციების, მოწყობილობების გაგრილება ჩამონგრევის თავიდან აცილების და (ან) წვის განვითარების შეზღუდვის მიზნით;

დ) ცეცხლმაქრი ნივთიერებების უწყვეტი მიწოდება. ამასთან, დაუშვებელია მელულის მიერ პოზიციის მიტოვება უფროსი თანამდებობის პირის (ხანძრის ჩაქრობის უბნის უფროსი, სახანძრო გათვლის უფროსი (ათეულის მეთაური)) ნებართვის გარეშე;

ე) წვის შესაწყვეტად გამოყენებული ქაფის ან ფხვნილის ფენაზე წყლის ზემოქმედების გამორიცხვა;

ვ) წყლის ზედმეტი დაღვრის თავიდან აცილება.

8. ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდების ხერხები და მათი სახეობა შეირჩევა მატერიალური, კულტურული და სხვა ფასეულობათა არსებობის და მდგომარეობის, შენობანა-გებობების, სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციული თავისებურებების, სამშენებლო კონსტრუქციების მდგომარეობის გათვალისწინებით, აგრეთვე ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფიდან გამომდინარე.

9. ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად შესაძლებელია არსებული საინჟინრო მოწყობილობის, შენობება-ნაგებობების კომუნიკაციების, სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება და სპეციალური სამუშაოების ჩატარება, მათ შორის კონსტრუქციების გახსნა და დაშლა.   

10. ელექტროგამტარი ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროდანადგარების განთავსების ადგილებში ხორციელდება დასახლებული პუნქტის (ობიექტის) ენერგოსამსახურის წარმომადგენლის მიერ ელექტრომოწყობილობის გათიშვის და უფლებამოსილი თანამდებობის პირისაგან შესაბამისი ნებართვის დადგენილი წესით მიღების შემდეგ (თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული).

    მუხლი 10. სპეციალური სამუშაოების შესრულება

1. სპეციალური სამუშაოები – პირადი შემადგენლობის მოქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ძირითადი (მთავარი) ამოცანების შესრულებას სპეციალური ტექნიკური საშუალებების და ცოდნის გამოყენებით.

2. სპეციალურ სამუშაოებს მიეკუთვნება:

ა) სუნთქვისათვის არახელსაყრელ პირობებში მუშაობა;

ბ) სახანძრო კავშირის (შემდგომში – კავშირის) ორგანიზება;

გ) ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილის განათება;

დ) კონსტრუქციების გახსნა და დაშლა;

ე) სიმაღლეზე ასვლა (ჩამოსვლა);

ვ) დამცავი ღონისძიებების შესრულება.    

3. ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე კავშირის ორგანიზება ხორციელდება ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მოზიდული ძალების მართვისა და მათი ურთიერთმოქმედების უზრუნველსაყოფად. 

4. კავშირის ორგანიზება მოიცავს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მიერ კავშირის სათანადო სქემების განსაზღვრას, მათი რეალიზებისთვის კავშირის საშუალებების მომზადებას, ძირითადი (მთავარი) ამოცანების დასახვას ამ ფუნქციების შემსრულებელი პირადი შემადგენლობის წინაშე. კავშირის საშუალებების გამოყენებისას უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინფორმაციის გადაცემის დადგენილი წესების, მათ შორის რადიოგაცვლის წესების დაცვა.

5. არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ჩატარების ადგილის განათება ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელის მითითებით. ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ჩატარების ადგილის განათებისთვის გამოიყენება შეიარაღებაში არსებული გამანათებელი მოწყობილობები, აგრეთვე ამ მიზნებისთვის გათვალისწინებული სხვა საშტატო საშუალებები. ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ჩატარების ადგილზე ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელის მითითებით დამატებით შეიძლება იყოს გამოყენებული დასახლებული პუნქტების და ობიექტების სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურების გამანათებელი საშუალებები.    

6. შენობა-ნაგებობის კონსტრუქციების, სატრანსპორტო საშუალებების კორპუსების (ძარების) გახსნა და დაშლა ხორციელდება ადამიანთა და ქონების გადარჩენის, ხანძრის გავრცელების შეზღუდვის, წვის ზონაში ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდების, სხვა სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით. წვის ფარულ კერებთან მისასვლელად კონსტრუქციების დაშლა ხორციელდება ამ კერების ჩასაქრობად საჭირო ძალებისა და საშუალებების თავმოყრის შემდეგ.

7. სიმაღლეზე ასვლა (ჩამოსვლა) ტარდება ადამიანთა, ქონების გადარჩენისა და დაცვის, საჭირო ძალებისა და საშუალებების თავმოყრის, ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდების, სხვა სამუშაოების ჩატარების მიზნით. სიმაღლეზე ასვლა (ჩამოსვლა) ხორციელდება შენობანაგებობის საევაკუაციო გზების და საშუალებების, აგრეთვე ამ წესდების მე-7 მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილი სამაშველო ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია ამ მიზნებისათვის გამოსადეგი სხვა საშუალებების გამოყენება. პირადი შემადგენლობის სიმაღლეზე ასაყვანად გამოყენებული სამაშველო ტექნიკური საშუალებების გადაადგილება დაიშვება მხოლოდ ამ მოქმედების შესახებ პირადი შემადგენლობის შეტყობინების შემდეგ.

8. დამცავი ღონისძიებები ტარდება ძირითადი (მთავარი) მოქმედებების განხორციელების უსაფრთხო პირობების და ამოცანების წარმატებით შესრულების უზრუნველსაყოფად. ხანძრის და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე დამცავი ღონისძიებების შესრულებისას დასაშვებია მოწყობილობების, მექანიზმების, ტექნოლოგიური აპარატების, ვენტილაციისა და აერაციის დანადგარების, ელექტროდანადგარების, გათბობის, აირმომარაგების, კანალიზაციის და შიდა საობიექტო ტრანსპორტის სისტემების, სხვა მაღალი საშიშროების წყაროების დადგენილი წესით გათიშვა (ჩართვა), ბლოკირება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში დაშლა.

9. სახანძრო დაცვის დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ჩატარებისას ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროდანადგარების გაუდენურება ხდება ობიექტის ან დასახლებული პუნქტის ენერგოსამსახურის სპეციალისტების მიერ დამოუკიდებლად ხანძრის ჩაქრობის (საავარიოსამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელის სავალდებულო ინფორმირებით ან ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელის მითითებით. საჭიროების შემთხვევაში 0,22 კვ-მდე ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროსადენები და სხვა დენგამტარი ელემენტები შეიძლება გაუდენურდეს პირადი შემადგენლობის მიერ ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელის მითითებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი:

ა) სახიფათოა ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების მონაწილეთათვის;

ბ) ქმნიან ხანძრის ახალი კერების წარმოქმნის საშიშროებას;

გ) აფერხებენ ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ჩატარებას.

10. ელექტროსადენების და სხვა დენგამტარი ელემენტების გაუდენურება წარმოებს უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნათა დაცვით და ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებების გათვალისწინებით.

11. სახანძრო დაცვის დანაყოფების პირადი შემადგენლობის მიერ დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა ხორციელდება დადგენილი წესით შემუშავებული ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება იყოს გამოყენებული სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის, პირველადი სამედიცინო დახმარების და ამ მიზნებისთვის გამოსადეგი სხვა საშუალებები.

12. ტექნიკური საშუალებების მუშაუნარიანობის აღდგენა მოიცავს ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ჩატარების ადგილზე განხორციელებულ გადაუდებელ სამუშაოებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური და საავარიოსამაშველო შეიარაღების და მოწყობილობის, კავშირის და მართვის საშუალებების, აგრეთვე ობიექტის კომუნიკაციებისა და მოწყობილობების დროებით შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას (მათი ძირითადი ამოცანების გადასაწყვეტად გამოყენების საჭიროების შემთხვევაში). აღნიშნულ სამუშაოებს ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე ახორციელებს ზურგის უზრუნველყოფის სამსახური.

    მუხლი 11. შეკრება და მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება

1. შეკრება და მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება – პირადი შემადგენლობის მოქმედებები მიმართული ძალებისა და საშუალებების ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ჩატარების ადგილიდან მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დასაბრუნებლად.

2. ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ჩატარების ადგილზე ძალებისა და საშუალებების შეკრება ითვალისწინებს:

ა) პირადი შემადგენლობის ადგილზე ყოფნის შემოწმებას;

ბ) სახანძრო, საავარიო-სამაშველო მოწყობილობების და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების შეკრებას და დაკომპლექტების შემოწმებას კუთვნილების ტაბელის შესაბამისად;

გ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებზე სახანძრო, საავარიო-სამაშველო მოწყობილობების და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების განთავსებას და დამაგრებას;

დ) გამოყენებული გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის უსაფრთხო მდგომარეობაში მოსაყვანად ზომების მიღებას;

ე) საჭიროების შემთხვევაში და ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ხანძრის ჩაქრობის დროს გამოყენებული ცეცხლმაქრი ნივთიერებების მოცილებას (ამოტუმბვას);

ვ) ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის შემდეგ სახანძრო და საავრიოსამაშველო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებას.    

3. ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ჩატარების ადგილზე ძალებისა და საშუალებების შეკრების დასრულების და მათი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებისთვის მზადყოფნის შესახებ მორიგე ცვლის უფროსი (სახანძრო გათვლის უფროსი (ათეულის მეთაური)) მოახსენებს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს და სახანძრო დაცვის დანაყოფის მეელსმენეს (დისპეტჩერს).

4. მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება ხდება უმოკლესი მარშრუტით, სახანძრო დაცვის დანაყოფის მეელსმენესთან (დისპეტჩერთან) კავშირის შენარჩუნებით. ამასთან საჭიროა სახანძრო ავტოცისტერნების წყლით გამართვა მსვლელობის მარშრუტზე არსებულ უახლოეს წყლის წყაროზე (ჰიდრანტზე).              

თავი III. ძირითადი (მთავარი) მოქმედებების მართვა ხანძარზე და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას

    მუხლი 12. ძირითადი (მთავარი) მოქმედებების მართვა ხანძარზე   

1. ძირითადი (მთავარი) მოქმედებების მართვა ხანძარზე – თანამდებობის პირთა მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს ხანძრის ჩაქრობის მონაწილეთა ხელმძღვანელობას ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ჩატარებისას. 

2. ძირითადი (მთავარი) მოქმედებების მართვა ხანძარზე ითვალისწინებს:

ა) დაზვერვის ორგანიზებას ხანძარზე;

ბ) ხანძარზე მდგომარეობის შეფასებას და ძირითადი (მთავარი) მოქმედებების მართვის შტატგარეშე სტრუქტურის – ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის შექმნას ამ წესდების მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) ოპერატიულ თანამდებობის პირთა კომპეტენციისა და მათი პერსონალური პასუხისმგებლობის დადგენას დასახული ამოცანების შესრულებისას;

დ) ხანძრის ჩაქრობის მოქმედებათა დაგეგმვას, მათ შორის საჭირო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრას, ხანძრის ჩაქრობის ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ორგანიზების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას;

ე) ხანძრის ჩაქრობის მონაწილეთა წინაშე ამოცანების დასახვას, ვითარების შეცვლაზე კონტროლისა და სათანადო რეაგირების უზრუნველყოფას; 

ვ) ვითარების შეცვლის, ძალებისა და საშუალებების გამოყენების დადგენილი წესით აღრიცხვას, აგრეთვე საჭირო ინფორმაციის რეგისტრაციას, მათ შორის სახანძრო-სამაშველო ძალების მართვის განყოფილების და ხანძრის ჩაქრობის მორიგე სამსახურის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

ზ) ძირითადი (მთავარი) მოქმედებების უზრუნველსაყოფად მიმართული სხვა ღონისძიებების ჩატარებას.

3. ხანძრის ჩაქრობის უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი – ხანძარზე პირველი მისული უფროსი ოპერატიული თანამდებობის პირი (თუ სხვა რამ არ არის დადგენილი), რომელიც ერთმმართველობის პრინციპით ხელმძღვანელობს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე სახანძრო დაცვის პირად შემადგენლობას, აგრეთვე ხანძრის ჩაქრობაში ჩაბმულ სხვა ძალებს.  

4. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მითითებები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა თანამდებობის პირისა და მოქალაქისათვის იმ ტერიტორიაზე, სადაც ტარდება ხანძრის ჩაქრობის ძირითადი (მთავარი) მოქმედებები. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია დასახული ამოცანის შესრულებაზე, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობის და ხანძრის ჩაქრობაში ჩაბმული სხვა ძალების უსაფრთხოებაზე, აგრეთვე სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის დაცვაზე. ხანძრის ჩაქრობის დროს არავის აქვს უფლება ჩაერიოს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მოქმედებებში ან შეცვალოს მისი განკარგულებები.

5. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელად ამავე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით ითვლება:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსი ოპერატიული თანამდებობის პირი, რომელიც პირველი მივიდა ხანძარზე (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით);

ბ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელიც პირველი მივიდა ხანძარზე;

გ) სხვა სახეობის სახანძრო დაცვის უფროსი ოპერატიული თანამდებობის პირი, რომელიც პირველი მივიდა ხანძარზე (ხანძარზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის სამსახურის ოპერატიული თანამდებობის პირების არყოფნის შემთხვევაში). 

6. ხანძარზე მისული სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამდებობის პირის მიერ პირველი განკარგულების გაცემა ითვლება ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელობის საკუთარ თავზე აღების მომენტად. სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამდებობის პირის მიერ ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელობის საკუთარ თავზე აღება სავალდებულოა, თუ არ არის უზრუნველყოფილი ხანძარზე მოზიდული ძალებისა და საშუალებების მართვა.

7 . ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსს და მართვის შტატგარეშე დანაყოფის თანამდებობის პირებს, რომლებიც ასრულებენ ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მოვალეობებს შეუძლიათ დატოვონ ხანძრის ადგილი იმ შემთხვევაში, თუ მიღებულია ინფორმაცია სხვა, მეტად მაღალი ნომრის ხანძრის, საგანგებო შემთხვევის შესახებ, აგრეთვე სხვა ვითარებაში, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ რეგირებას, ამასთან ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელად უნდა დანიშნონ სხვა თანამდებობის პირი ხანძრის ჩაქრობის მონაწილეთაგან, რის შესახებაც აუცილებელი წესით უნდა ეცნობოს სახანძრო-სამაშველო ძალების მართვის განყოფილებას და გაკეთდეს ჩანაწერი შესაბამის დოკუმენტაციაში. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობის პირს.

8. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს არსებული ვითარებიდან გამომდინარე შეუძლია შექმნას ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბი, ხანძრის ჩაქრობის უბნები და სექტორები.    

    მუხლი 13. ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბი

1. ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბი წარმოადგენს ხანძარზე დროებით ჩამოყალიბებულ მართვის შტატგარეშე დანაყოფს და იქმნება ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შემდეგ ვითარებაში:

ა) მაღალი ნომრის ხანძრის ჩაქრობაზე ძალებისა და საშუალებების ჩაბმისას;

ბ) ხანძრის ადგილზე ხანძრის ჩაქრობის სამი და მეტი საბრძოლო უბნის ორგანიზებისას;

გ) დასახლებული პუნქტის ადგილობრივი თვით-მართველობის ორგანოებთან (ობიექტის ხელმძღვანელობასთან) ხანძრის ჩაქრობის მოქმედებების დეტალური შეთანხმების საჭიროებისას.

2. ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის მუშაობას ხელმძღვანელობს მისი უფროსი, რომელიც ამასთანავე არის ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მოადგილე. ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ შტაბის უფროსის მოადგილე, ზურგის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ობიექტის ადმინისტრაციის, საავარიო-სამაშველო ფორმირებების, სასიცოცხლო-უზრუნველყოფის ოპერატიული სამსახურების წარმომადგენლები და ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მიერ შერჩეული სხვა პირები. ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის მუშაობა ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის განკარგულებებისა და მითითებების საფუძველზე. ხანძარზე სახანძრო დაცვის ორი ან მეტი დანაყოფის მუშაობისას ინიშნება ზურგის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

3. ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხანძრის დაზვერვა, შექმნილი ვითარების შესახებ მონაცემების შეკრება, დამუშავება და ანალიზი, ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელისა და სახანძრო-სამაშველო ძალების მართვის განყოფილებისათვის საჭირო ინფორმაციის გადაცემა;

ბ) ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელისთვის ხანძრის ჩაქრობის დროს ვითარების შეცვლის შესახებ ინფორმაციის გადაცემა;

გ) საჭირო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა, ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადება;

დ) დასახული ამოცანების შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

ე) ხანძრის ჩაქრობის ძირითადი (მთავარი) მოქმედებების მომზადების ორგანიზება და ჩატარების უზრუნველყოფა;

ვ) ძალებისა და საშუალებების დახვედრა, აღრიცხვა, მათი განლაგება ხანძრის ჩაქრობის უბნებზე (სექტორებზე), სათანადო დოკუმენტაციის წარმოება (დანართი 2-4);

ზ) ხანძარზე ძალებისა და საშუალებების მარაგის შექმნა;

თ) ხანძარზე სპეციალური სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა;

ი) პირადი შემადგენლობისათვის შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ღონისძიებების უზრუნველყოფა;

კ) ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

ლ) ხანძრის ჩაქრობაში ჩაბმულ ოპერატიულ სამსახურებთან, დასახლებული პუნქტების და ობიექტების სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფა.

4. ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის განთავსების ადგილი უნდა შეირჩეს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მიერ, აღიჭურვოს მართვისათვის საჭირო მოწყობილობებით და აღინიშნოს: დღისით – წითელი დროშით წარწერით „შტაბი“, ღამით – წითელი ფარნით ან სხვა წითელი შუქნიშნით.

5. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე პირადი შემადგენლობის სახანძრო ჩაჩქანებს, სპეციალურ ტანსაცმელს და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს უნდა ჰქონდეს განმასხვავებელი ნიშნები. ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის შემადგენლობაში შემავალ პირებს და ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს უნდა ეკეთოთ სამკლაურები. ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის დოკუმენტაციის წარმოებისას და ხანძრის აღწერის მომზადებისას გამოიყენება პირობითი ნიშნები (დანართი 5-6).

    მუხლი 14. ხანძრის ჩაქრობის უბნები

1. ხანძრის ჩაქრობის უბანი – ტერიტორიის ნაწილი, რომელზეც თავმოყრილია დასახული ძირითადი (მთავარი) ამოცანით და ერთიანი ხელმძღვანელობით გაერთიანებული ძალები და საშუალებები.

2. ხანძრის ჩაქრობის უბნები იქმნება ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ჩატარების ადგილის (ხანძრის პერიმეტრი, სართულები, კიბის უჯრედები, ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდეები და ა.შ.) ან ძირითადი (მთავარი) მოქმედებების სახეობების (სპეციალური სამუშაოები, წვის ლიკვიდაცია და ა.შ.) მიხედვით.

3. ხანძარზე ხუთი ან მეტი ხანძრის ჩაქრობის უბნის შექმნისას შესაძლებელია ხანძრის ჩაქრობის სექტორების ორგანიზება, რომლებიც აერთიანებენ რამდენიმე ხანძრის ჩაქრობის უბანს. ძირითად (მთავარ) მოქმედებებს ხანძრის ჩაქრობის უბანზე ხელმძღვანელობს მისი უფროსი, ხანძრის ჩაქრობის სექტორში – ხანძრის ჩაქრობის სექტორის უფროსი. ხანძრის ჩაქრობის უბნების (სექტორების) უფროსები ინიშნებიან ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მიერ.

    მუხლი 15. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი

1. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) უშუალოდ ან ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის მეშვეობით უზრუნველყოს ძირითადი (მთავარი) მოქმედებების მართვა ხანძარზე;

ბ) დაადგინოს ტერიტორიის საზღვრები, რომელზეც ტარდება ხანძრის ჩაქრობის ძირითადი (მთავარი) მოქმედებები, ამ მოქმედებების რიგითობა და თავისებურებები;

გ) ჩაატაროს ხანძრის დაზვერვა, განსაზღვროს მისი ნომერი (რანგი), მოზიდოს ხანძრის ლიკვიდაციისათვის საკმარისი რაოდენობის ძალები და საშუალებები;

დ) მიიღოს ადამიანთა და ქონების გადასარჩენად მიმართული და სხვა გადაწყვეტილებები, მათ შორის, რომლებიც ზღუდავენ თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების უფლებებს ხანძრის ტერიტორიაზე;

ე) განსაზღვროს გადამწყვეტი მიმართულება;

ვ) შერჩეული გადამწყვეტი მიმართულების გათვალისწინებით განახორციელოს მოზიდული ძალებისა და საშუალებების განლაგება, უზრუნველყოს ცეცხლმაქრი ნივთიერებების შეუფერხებელი მიწოდება და საავარიო-სამაშველო მოწყობილობების მუშაობა;

ზ) მიიღოს გადაწყვეტილებები სპეციალური სამუშაოების ჩატარების, მათ შორის გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლების და სხვა სპეციალური სამსახურების შემადგენლობისა და მუშაობის წესის შესახებ;

თ) იქონიოს კავშირი ხანძრის ჩაქრობის ოპერატიულ შტაბთან, ხანძრის ჩაქრობის უბნებთან (სექტორებთან), ხანძრის ჩაქრობის მონაწილეებთან, სახანძრო-სამაშველო ძალების მართვის განყოფილებასთან, პერიოდულად აცნობოს ვითარების შეცვლის, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცემული ბრძანებების შესახებ;

ი) პირადად ან ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის მეშვეობით გადასცეს სახანძრო-სამაშველო ძალების მართვის განყოფილებას ინფორმაცია ხანძარზე შექმნილი ვითარების შესახებ, ხანძრის ობიექტის მისამართი და მისი ოპერატიულ-ტაქტიკური დახასიათება, აგრეთვე ინფორმაცია ადამიანებისათვის საფრთხის არსებობის, ხანძრის განვითარების საშიშროების შესახებ, რა ძალები და საშუალებები არის ამოქმედებული და საჭიროა თუ არა მათი დამატებით მოზიდვა;

კ) მოახსენოს უფროს თანამდებობის პირს, რომელმაც აიღო ვალდებულება ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელობის შესახებ, არსებული მდგომარეობის და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ;

ლ) უზრუნველყოს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების შესრულება, მიაწოდოს ინფორმაცია ხანძრის ჩაქრობის მონაწილეებს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის წარმოქმნის შესახებ;

მ) უზრუნველყოს ურთიერთმოქმედება სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან (ენერგეტიკის, წყალსადენის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სხვა), რომლებიც დადგენილი წესით მოიზიდებიან ხანძრის ჩაქრობისათვის;

ნ) წახალისების მიზნით დაადგინოს თანამშრომლების (მუშაკების) და სხვა პირთა ვინაობა, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ხანძრის ჩაქრობის დროს;

ო) უზრუნველყოს ხანძრის შესახებ აქტის შედგენის ორგანიზება (დანართი 8);

პ) შეასრულოს ხანძრის ჩაქრობის ოპერატიულ შტაბზე დაკისრებული მოვალეობანი (ამ წესდების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-16 მუხლი), თუ აღნიშნული შტაბი არ იქმნება ხანძარზე.

2. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს უფლება აქვს:

ა) გასცეს თანამდებობის პირებისა და მოქალაქეთათვის შესასრულებლად სავალდებულო განკარგულებები იმ ტერიტორიის ფარგლებში, რომელზეც ტარდება ხანძრის ჩაქრობის ძირითადი (მთავარი) მოქმედებები;

ბ) დანიშნოს და გაათავისუფლოს მოვალეობის შესრულებისაგან თანამდებობის პირები ხანძარზე;

გ) მიიღოს ხანძრის ჩაქრობის ორგანიზებისათვის საჭირო ინფორმაცია დასახლებული პუნქტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან (ობიექტის ხელმძღვანელობისაგან) და სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებიდან;

დ) მიიღოს გადაწყვეტილებები ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის, ხანძრის ჩაქრობის უბნებისა და სექტორების შექმნის, ხანძრის ჩაქრობისთვის დამატებითი ძალებისა და საშუალებების მოზიდვის, აგრეთვე მათი განთავსების ადგილის შეცვლის შესახებ;

ე) განსაზღვროს ხანძრის ადგილიდან სახანძრო და საავარიო-სამაშველო გათვლების, მოზიდული ძალებისა და საშუალებების გაყვანის წესი.

    მუხლი 16.   ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის უფროსი

1. ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის უფროსი ემორჩილება უშუალოდ ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს, ხოლო ოპერატიული შტაბის თანამდებობის პირები იმყოფებიან ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში.     

2. ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის უფროსი ძირითადი (მთავარი) მოქმედებების მთელ პერიოდში, როგორც წესი, მუდმივად უნდა იმყოფებოდეს შტაბის განლაგების ადგილზე.

3. დიდი ხანძრების ჩაქრობისას ოპერატიული შტაბის უფროსს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელთან შეთანხმებით შეუძლია დანიშნოს თავისი მოადგილეები, გაანაწილოს მათ შორის ოპერატიული შტაბის ამოცანების შესრულების მოვალეობანი ამ წესდების მოთხოვნათა შესაბამისად და დააკისროს საკუთარი უფლებამოსილების ნაწილი.

4. ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის უფროსი ვალდებულია უხელმძღვანელოს ოპერატიული შტაბის მუშაობას, უზრუნველყოს ამ წესდების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება, მათ შორის:

ა) დაზვერვის მონაცემების, ხანძრის ჩაქრობის მონაწილეთა მოხსენებების და სხვა ცნობების საფუძველზე მოამზადოს და დროულად მიაწოდოს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს წინადადებები ხანძრის ჩაქრობის ორგანიზების, ცეცხლმაქრი ნივთიერებების საჭიროების, ძალებისა და საშუალებების მარაგის შექმნის შესახებ;

ბ) ორგანიზება გაუკეთოს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებათა გადაცემას ხანძრის ჩაქრობის შესაბამის მონაწილეთათვის, უზრუნველყოს მათი რეგისტრაცია და შესრულებაზე კონტროლი, ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის მარეგლამენტირებელი დოკუმენტაციის წარმოება;

გ) ორგანიზება გაუკეთოს ძალებისა და საშუალებების დახვედრასა და განლაგებას;

დ) გადასცეს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს და სახანძროსამაშველო ძალების მართვის განყოფილებას ოპერატიული ინფორმაცია ხანძარზე შექმნილი ვითარების შესახებ;

ე) უზრუნველყოს ცნობების შეგროვება ხანძრის წარმოქმნის მიზეზების შესახებ, მიიღოს ზომები ნივთიერი მტკიცებულებების შესანარჩუნებლად და ქონების დასაცავად.

5. ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის უფროსს უფლება აქვს:

ა) გასცეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხანძრის ჩაქრობის მონაწილეებისა და ხანძარზე მისული დასახლებული პუნქტის ობიექტის სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურების, საავარიო-სამაშველო დანაყოფების თანამდებობის პირთათვის შესასრულებლად სავალდებულო მითითებები;

ბ) გადაუდებელ შემთხვევაში გასცეს ხანძრის ჩაქრობის ორგანიზებაზე მიმართული მითითებები ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის სახელით (რის შესახებაც შემდგომ აუცილებლად მოახსენოს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს);

გ) ხანძრის ჩაქრობის მონაწილეებისა და დასახლებული პუნქტის ობიექტის სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურების თანამდებობის პირთაგან მოითხოვოს მათი მოვალეობების, ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის და საკუთარი მითითებების შესრულება;

დ) გააუქმოს ან შეაჩეროს ადრე გაცემული მითითებების შესრულება ადამიანთა, მათ შორის ხანძრის ჩაქრობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხის (კონსტრუქციების ჩამონგრევა, აფეთქება და სხვა ვითარება, რომელიც მოითხოვს გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებას) წარმოქმნისას.

    მუხლი 17. ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ზურგის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

1. ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ზურგის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი უშუალოდ ემორჩილება ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის უფროსს და განკარგავს ხანძრის ჩაქრობის მონაწილეთა იმ ძალებსა და საშუალებებს, რომლებიც არ გადიან ხანძრის ჩაქრობის უბნებზე, მათ შორის ძირითად, სპეციალურ და დამხმარე ავტომობილებს, მანქანებს და სხვა მობილურ ტექნიკურ საშუალებებს, აგრეთვე ცეცხლმაქრი ნივთიერებებისა და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების და საავარიო-სამაშველო მოწყობილობების მარაგს.   

2. სხვადასხვა მიმართულებაზე ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ზურგის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობის ხელმძღვანელობისათვის ინიშნებიან ზურგის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანაშემწეები.    

3. ზურგის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვალდებულია ორგანიზება გაუკეთოს ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ზურგის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობას ხანძარზე, მათ შორის:

ა) ჩაატაროს წყლის წყაროების დაზვერვა, შეარჩიოს სატუმბსახელოიანი სისტემები, დახვდეს სახანძრო ტექნიკას და გადაანაწილოს წყლის წყაროებზე;

ბ) თავი მოუყაროს ხანძრის ჩაქრობისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების მარაგს;

გ) უზრუნველყოს ცეცხლმაქრი ნივთიერებების შეუფერხებელი მიწოდება ხანძრის ადგილზე, საჭიროების შემთხვევაში გაუკეთოს ორგანიზება სპეციალური ცეცხლმაქრი ნივთიერებებისა და მასალების მიწოდებას;

დ) მიიღოს ზომები პირადი შემადგენლობის საბრძოლო ტანსაცმლით და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფისათვის;

ე) ორგანიზება გაუკეთოს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის საწვავ-საპოხი და სხვა საექსპლუატაციო მასალებით უზრუნველყოფას;

ვ) გაუწიოს კონტროლი მაგისტრალური სახელოს ხაზების დაცვის სამუშაოების შესრულებას;

ზ) საჭიროების შემთხვევაში ორგანიზება გაუკეთოს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, აგრეთვე მოწყობილობების, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების და სამაშველო საშუალებების მუშაუნარიანობის აღდგენას;

თ) შეადგინოს წყლის წყაროებზე ტექნიკის გადანაწილების და მაგისტრალური სახელოს ხაზების გაყვანის სქემა (დანართი 7).

4. ზურგის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს უფლება აქვს:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები ზურგის უზრუნველყოფის სამსახურში მომუშავე ხანძრის ჩაქრობის მონაწილეთათვის;

ბ) ხანძრის ჩაქრობის მონაწილეებისა და დასახლებული პუნქტის ობიექტის სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურების თანამდებობის პირებისაგან მოითხოვოს მათი მოვალეობების, ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის და საკუთარი მითითებების შესრულება;

გ) მიაწოდოს წინადადებები ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს და ოპერატიულ შტაბს ხანძრის ჩაქრობისათვის ძალებისა და საშუალებების მარაგის შექმნის საჭიროების შესახებ;

დ) ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის (ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის უფროსის) თანხმობით გასცეს განკარგულებები ხანძრის ადგილზე საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მოზიდვის შესახებ.

    მუხლი 18. ხანძრის ჩაქრობის უბნის (სექტორის) უფროსი

1. ხანძრის ჩაქრობის უბნის (სექტორის) უფროსი ემორჩილება ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს (ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის უფროსს), უზრუნველყოფს დასახული ამოცანების შესრულებას შესაბამის ხანძრის ჩაქრობის უბანზე (სექტორზე), მუდმივად იმყოფება უბნის (სექტორის) ტერიტორიაზე და ტოვებს მას მხოლოდ ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის ნებართვით. ხანძრის ჩაქრობის უბნის (სექტორის) უფროსს ემორჩილებიან ამ უბანზე (სექტორზე) მიმაგრებული ხანძრის ჩაქრობის მონაწილენი.

2. ხანძრის ჩაქრობის უბნის (სექტორის) უფროსი ვალდებულია:

ა) ჩაატაროს ხანძრის დაზვერვა, მოახსენოს მისი შედეგები ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს;

ბ) უზრუნველყოს ადამიანთა და ქონების გადარჩენა ხანძრის ჩაქრობის უბანზე (სექტორზე) და ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის სხვა გადაწყვეტილებების შესრულება (მათ შორის ხანძრის ჩაქრობის უბნის (სექტორის) ტერიტორიაზე თანამდებობის პირთა და მოქალქეთა უფლებების შეზღუდვაზე მიმართული);

გ) განათავსოს ძალები და საშუალებები ხანძრის ჩაქრობის უბანზე (სექტორზე);

დ) უზრუნველყოს ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება ხანძრის ჩასაქრობად;

ე) ორგანიზება გაუკეთოს კავშირს ხანძრის ჩაქრობის უბანზე (სექტორზე);

ვ) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ძალები და საშუალებები დასახული ამოცანების შესასრულებლად;

ზ) დადგენილი წესით ორგანიზება გაუკეთოს გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლების მუშაობას ხანძრის ჩაქრობის უბანზე (სექტორზე);

თ) უზრუნველყოს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულება, მიაწოდოს ინფორმაცია ხანძრის ჩაქრობის მონაწილეებს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის წარმოქმნის შესახებ;

ი) მოახსენოს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს (ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის უფროსს) დასახული ამოცანების შესრულების თაობაზე და მიიღოს ზომები ხანძრის ჩაქრობის უბანზე (სექტორზე) აღმოჩენილ ხანძრის მიზეზთან დაკავშირებულ, შესაძლო ნივთიერ მტკიცებულებათა დასაცავად.

3. ხანძრის ჩაქრობის უბნის (სექტორის) უფროსს უფლება აქვს:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ხანძრის ჩაქრობის მონაწილეთათვის შესასრულებლად სავალდებულო მითითებები ხანძრის ჩაქრობის უბანზე (სექტორზე);

ბ) გააუქმოს ან შეაჩეროს ადრე გაცემული მითითებების შესრულება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მათ შორის, ხანძრის ჩაქრობის მონაწილეთათვის აშკარა საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში (კონსტრუქციების ჩამონგრევა, აფეთქება და სხვა ვითარება, რომელიც მოითხოვს გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებას);

გ) მიიღოს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელისაგან, ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბიდან, ობიექტის ადმინისტრაციისა და სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებიდან ხანძრის ჩაქრობის ორგანიზებისათვის საჭირო ინფორმაცია;

დ) დაადგინოს ხანძრის ჩაქრობის უბნიდან (სექტორიდან) სახანძრო დაცვის დანაყოფების, ჩაბმული ძალებისა და საშუალებების გაყვანის რიგითობა.

    მუხლი 19. სახანძრო დაცვის დანაყოფების მართვა საგანგებო სიტუაციების        ლიკვიდაციის დროს

1. საგანგებო სიტუაციების დროს სახანძრო დაცვაზე დაკისრებული საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მიმართული ძირითადი ამოცანების სრული ნუსხა განისაზღვრება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გადაწყვიტონ საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის დაცვის საკითხები.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის უფროსი ოპერატიული თანამდებობის პირი, რომელიც პირველი მივიდა საგანგებო სიტუაციის ადგილზე, თავის თავზე იღებს საავარიო-სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის უფლებამოსილებას, თუ ჩასატარებელი საავარიოსამაშველო სამუშაოს სახეობა შეესაბამება სახანძრო დაცვის ძირითადი ამოცანების ნუსხას და სხვა რამ არ არის დადგენილი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით, ხოლო საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის ხელმძღვანელის მისვლისთანავე (რომლის უფლებამოსილებას განეკუთვნება აღნიშნული საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაცია) გადადის მის უშუალო დაქვემდებარებაში.

3. საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სახანძრო დაცვის დანაყოფების მართვის ძირითადი მიზანია მოზიდული ძალებისა და საშუალებების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა, რათა საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის ადგილზე სამუშაოები შესრულდეს სრული მოცულობით და უმოკლეს ვადებში.

4. საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციისათვის მოზიდული ძალების და საშუალებების უშუალო ხელმძღვანელობას და მათი ურთიერთმოქმედების ორგანიზებას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის ხელმძღვანელი (საავარიო-სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელი).

5. საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის ხელმძღვანელის (საავარიოსამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის) უფლებამოსილება განისაზღვრება სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის (საავარიოსამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციაზე, სავალდებულოა შესასრულებლად საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის ადგილზე მყოფი ყველა მოქალაქისა და ორგანიზაციისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.

7. არავის აქვს უფლება ჩაერიოს საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელის საქმიანობაში, გარდა მისი მოვალეობების შესრულებისაგან დადგენილი წესით გათავისუფლების და ხელმძღვანელობის საკუთარ თავზე აღების შემთხვევისა ან სხვა თანამდებობის პირის დანიშვნის შემთხვევაში. 

8. საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად სამინისტროებისა და უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციების (მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის დანაყოფების, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ცენტრალური სამაშველო რაზმის) ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესი განისაზღვრება ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების და მოქმედი შეთანხმებების შესაბამისად.

9. სახანძრო დაცვის დანაყოფების ძალები და საშუალებები საგანგებო სიტუაციის რაიონში მისვლისთანავე გადადის საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელის განკარგულებაში, რომელსაც აკისრია საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის ორგანიზების ამოცანები.

10. საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციისას სამუშაოების მართვა ითვალისწინებს:

ა) საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ მონაცემების შეკრებას;

ბ) ვითარების ანალიზსა და შეფასებას;

გ) დასკვნების და წინადადებების მომზადებას საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად;

დ) გადაწყვეტილების მიღებასა და ამოცანების დასახვას შემსრულებლების წინაშე;

ე) ურთიერთმოქმედების ორგანიზებას;

ვ) ძალებისა და საშუალებების მოქმედებათა უზრუნველყოფას.

11. საგანგებო სიტუაციის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების რაიონებში ძალებისა და საშუალებების მოქმედებების უზრუნველყოფის ორგანიზება ხდება დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებისათვის საჭირო პირობების შექმნის მიზნით.

12. ძალებისა და საშუალებების მოქმედებების უზრუნველყოფის ორგანიზება ითვალისწინებს დასახულ ამოცანებში გარკვევას, ვითარების შეფასებას (თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში), სპეციალური ძალებისა და საშუალებების მომზადებას და მათ დროულ შეყვანას საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის ზონაში, ხელქვეითების წინაშე ამოცანების დასახვასა და მათ დაზუსტებას სამუშაოების მსვლელობისას, დასახული ამოცანების შესრულების კონტროლს.

13. ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციისას მოიცავს:

ა) სახანძრო დაზვერვას ძალებისა და საშუალებების შეყვანის მარშრუტებზე და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ობიექტებზე;

ბ) ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას;

გ) ხანძრის ჩაქრობას ან წვის ინტენსიურობის შემცირებას ძალებისა და საშუალებების შეყვანის მარშრუტებსა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ობიექტებზე;

დ) ხანძრის შედეგად წარმოშობილი და საავარიო-სამაშველო სამუშაოების შემაფერხებელი საშიში ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანას.

14. საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის დროს ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფის ორგანიზება წარმოებს ამ წესდების მოთხოვნათა შესაბამისად.

15. სახანძრო დაცვის დანაყოფების თანამდებობის პირები (ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი, ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბი) საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფისას, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის შტაბს გადასცემენ ინფორმაციას ადამიანებისათვის საფრთხის არსებობის, ხანძრის (ავარიის) ადგილისა და მასშტაბის, ცეცხლის, ავარიული ქიმიურად საშიში ნივთიერებების გავრცელების გზების, ძალებისა და საშუალებების შეყვანის შესაძლო გზებისა და მიმართულებების, აფეთქების, ჩამონგრევის საშიშროების არსებობის და სხვა საშიში ფაქტორების შესახებ.

16. საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესაძლებლობის და მისი წარმოქმნის ფაქტის შესახებ ინფორმაცია გადაიცემა დაუყოვნებლივ.

17. ვითარების სრულ ანალიზს აწარმოებენ საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირები – ყველა თავისი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში.  

18. საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციაში მონაწილე სახანძრო დაცვის დანაყოფებს და სხვა უწყებების სპეციალურ დანაყოფებს შორის ურთიერთმოქმედების ორგანიზება ხდება გადაწყვეტილების მიღებისას და ხორციელდება ადამიანთა გადარჩენის და ხანძრების ჩაქრობის სამუშაოების ჩატარების დროს.

19. გლობალური (რეგიონალური) საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციისათვის დამატებითი ძალების მოზიდვისას სამუშაოების ჩატარების ზონაში ძალებისა და საშუალებების საერთო კოორდინირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი.

20. საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის დროს ძირითადი ამოცანების ოპერატიული გადაწყვეტის მიზნით ორგანიზება ეწევა საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციაში მონაწილე ძალებისა და საშულებების მოქმედებათა ყოველმხრივ უზრუნველყოფას, რასაც მათი მასშტაბისა და სახეობის მიხედვით ახორციელებენ საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის შესაბამისი ტერიტორიული და ფუნქციონალური ქვესისტემები. 

თავი IV. ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მონაწილეთა უფლებამოვალეობანი და პასუხისმგებლობა

    მუხლი 20. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების მონაწილენი

1. ხანძრის ჩაქრობის და საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარების მონაწილეებად ითვლებიან: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის დანაყოფების, სხვა სახის სახანძრო დაცვის დანაყოფის პირადი შემადგენლობა, სამხედრო მოსამსახურენი, შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლები და მუშაკები, საავარიო და საავარიო-სამაშველო ფორმირებები, აგრეთვე დასახლებული პუნქტებისა და ობიექტების სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაში.

2. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების მონაწილენი ვალდებულნი არიან:

ა) შეასრულონ ამ წესდების მოთხოვნები, აგრეთვე მათ წინაშე დასახული ძირითადი (მთავარი) ამოცანები;

ბ) უზრუნველყონ მათზე მიმაგრებული სახანძრო და საავარიოსამაშველო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო შეიარაღებისა და მოწყობილობების ეფექტური, შეუფერხებელი მუშაობა, თვალი ადევნონ მათ მდგომარეობას, მიიღონ გაუმართაობის გამოსავლენი და აღმოსაფხვრელი ზომები;

გ) თვალი ადევნონ ვითარების შეცვლას ხანძარის ჩაქრობისა და სავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე, გაცემულ ბრძანებებს და სიგნალებს, შეიტანონ კორექტივები საკუთარ მოქმედებებში ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის ან სხვა ოპერატიული თანამდებობის პირთა მითითებით, აგრეთვე დამოუკიდებლად, რის შესახებაც მოახსენონ უშუალო ხელმძღვანელს;

დ) დადგენილი წესით იქონიონ კავშირი ხანძარის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას;

ე) შეასრულონ შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნები;

ვ) გაუწიონ დახმარება ერთმანეთს და აღმოუჩინონ პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულებს.

3. ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების მონაწილეებს უფლება აქვთ:

ა) ძირითადი (მთავარი) ამოცანების წარმატებით გადასაწყვეტად შეასრულონ მოქმედებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ამ წესდების მოთხოვნებს;

ბ) შევიდნენ ხანძრის, საგანგებო სიტუაციის გავრცელების (შესაძლო გავრცელების) და მათი სახიფათო გამოვლენის ადგილებში;

გ) შექმნან პირობები, რომლებიც აფერხებენ ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის გავრცელებას და უზრუნველყოფენ მათ ლიკვიდაციას;

დ) უსასყიდლოდ გამოიყენონ ობიექტის კავშირის საშუალებები, ტრანსპორტი, მოწყობილობა, ხანძრის ჩაქრობის საშუალებები და ცეცხლმაქრი ნივთიერებები;

ე) შეზღუდონ ან აკრძალონ ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილთან მისვლა, აგრეთვე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა;

ვ) მოახდინონ ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილიდან ადამიანებისა და ქონების ევაკუაცია.

4. ხანგრძლივი ხანძრების და საგანგებო სიტუაციების დროს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების მონაწილენი დადგენილი წესით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი კვებით და დასვენების პირობებით.

    მუხლი 21. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების მონაწილეთა ძირითადი სპეციალიზაცია

1. ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების მონაწილენი დადგენილი წესით ასრულებენ მოვალეობებს შემდეგი ძირითადი სპეციალიზაციების მიხედვით:

ა) მორიგე ცვლის უფროსი;

ბ) სახანძრო გათვლის უფროსი (ათეულის მეთაური);

გ) საავარიო-სამაშველო გათვლის უფროსი;

დ) გაზკვამლდაცვის სამსახურის საკონტროლოგამშვები პუნქტის უფროსი;

ე) გაზკვამლდაცვის სამსახურის უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგი;

ვ) გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლის მეთაური;

ზ) გაზკვამლდამცველი;

თ) მელულე;

ი) მეკავშირე;

კ) სახანძრო (საავარიო-სამაშველო) ავტომობილის მძღოლი (შემდგომში – მძღოლი);

ლ) მეხანძრე.

    მუხლი 22. მორიგე ცვლის უფროსი   

1. მორიგე ცვლის უფროსი – თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ხანძარზე ან საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის ადგილზე მისულ მორიგე ცვლას.   

2. ხანძრის ან საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისვლისთანავე მორიგე ცვლის უფროსი ახორციელებს ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებას წესდების მოთხოვნათა შესაბამისად და მორიგე ცვლის ტაქტიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, როდესაც ხანძრის ჩაქრობისა და საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარებას ხელმძღვანელობს თანამდებობით უფროსი პირი, მოახსენებს მას მისვლის შესახებ და გადადის მის განკარგულებაში.

3. მორიგე ცვლის უფროსი მის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფისათვის ერთიანი ამოცანის დასახვისას ხელმძღვანელობს მორიგე ცვლის პირად შემადგენლობას ხანძარზე ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს, მათ შორის:

ა) უზრუნველყოფს ურთიერთმოქმედებას გათვლებს შორის, აგრეთვე მორიგე ცვლასა და სხვა დანაყოფებს შორის;

ბ) სახავს ამოცანებს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის წინაშე;

გ) უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის მიერ ბრძანებებისა და სიგნალების სწორ და ზუსტ შესრულებას; 

დ) აკონტროლებს გათვლების პირადი შემადგენლობის მიერ შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნათა შესრულებას;

ე) აკონტროლებს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის მუშაობას სპეციალურ სახანძრო (საავარიოსამაშველო) ტექნიკასა და მოწყობილობებზე;

ვ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშოების ჩატარების დროს აქვს მუდმივი კავშირი უფროს ოპერატიულ თანამდებობის პირთან, დროულად გადასცემს მას ინფორმაციას ვითარების შეცვლის შესახებ.

4. მორიგე ცვლის უფროსის არყოფნისას 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების მოთხოვნების შესრულება ეკისრება სახანძრო გათვლის უფროსს (ათეულის მეთაურს).

    მუხლი 23. სახანძრო გათვლის უფროსი (ათეულის მეთაური)

1. სახანძრო გათვლის უფროსი (ათეულის მეთაური) – მორიგე ცვლის თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ხანძარზე ან საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის ადგილზე მისულ სახანძრო ავტომობილზე ან სხვა მობილურ ტექნიკაზე განთავსებულ პირად შემადგენლობას.

2. ხანძარზე ან საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის ადგილზე მისვლისას მორიგე ცვლის შემადგენლობაში მყოფი სახანძრო გათვლის უფროსი (ათეულის მეთაური) ასრულებს მორიგე ცვლის უფროსის მიერ დასახულ ამოცანებს, მათ შორის:

ა) ხელმძღვანელობს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის მოქმედებებს;

ბ) მიუთითებს სახანძრო გათვლების პირად შემადგენლობას წყლის წყაროს, სახელოს ხაზების გაყვანის მიმართულებასა და ხერხებს, განშტოების დაყენების ადგილს ხაზებზე, მინიმალური რაოდენობის სახელოების გამოყენების გათვალისწინებით, ლულების რაოდენობასა და სახეობებს, მელულეების პოზიციებს, სახანძრო კიბეების დაყენების ადგილებს;

გ) ხანძარზე ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას უზრუნველყოფს სახანძრო გათვლის პირადი შემადგენლობის მიერ ხელმძღვანელ პირთა მითითებების სწორ და ზუსტ შესრულებას;

დ) დასახული ამოცანების განხორციელებისას აკონტროლებს სახანძრო გათვლის პირადი შემადგენლობის მიერ შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების შესრულებას;

ე) აქვს მუდმივი კავშირი მორიგე ცვლის უფროსთან;

ვ) უზრუნველყოფს მიმაგრებული სახანძრო ავტომობილის მუშაობას;

ზ) ხანძრის, საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის შემდეგ ძალებისა და საშუალებების შეკრებისთანავე ამოწმებს პირადი შემადგენლობის ადგილზე ყოფნას, ტაბელური სახანძროტექნიკური, საავარიო-სამაშველო შეიარაღებისა და მოწყობილობის არსებობას და მოახსენებს მორიგე ცვლის უფროსს ან სხვა თანამდებობის პირს სახანძრო გათვლის მუდმივი განლაგების ადგილზე დაბრუნებისთვის მზადყოფნის შესახებ.

3. ხანძრის, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის ადგილზე მისვლისას სახანძრო გათვლის უფროსი (ათეულის მეთაური) დამოუკიდებლად უწევს ორგანიზებას ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას წესდების მოთხოვნათა შესაბამისად და სახანძრო გათვლის ტაქტიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას ხელმძღვანელობს თანამდებობით უფროსი პირი, მოახსენებს მას მისვლის თაობაზე და გადადის მის განკარგულებაში.

    მუხლი 24. საავარიო-სამაშველო გათვლის უფროსი

1. საავარიოსამაშველო გათვლის უფროსი – მორიგე ცვლის თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ხანძრის ან საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის ადგილზე მისულ საავარიოსამაშველო ავტომობილზე ან სხვა მობილურ ტექნიკაზე განთავსებულ პირად შემადგენლობას.

2. გამოძახების ადგილზე მისვლისას მორიგე ცვლის შემადგენლობაში მყოფი საავარიო-სამაშველო გათვლის უფროსი ასრულებს ხანძარზე ან საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის ადგილზე მორიგე ცვლის უფროსის მიერ დასახულ ამოცანებს, მათ შორის:

ა) ხელმძღვანელობს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის მოქმედებებს;

ბ) მიუთითებს საავარიოსამაშველო გათვლის პირად შემადგენლობას ადამიანთა, ცხოველების, მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენის ხერხებსა და ტექნიკურ საშუალებებს, აგრეთვე სახელოს ხაზების, შლანგების, ელექტრული კაბელების გაყვანის მიმართულებებსა და ხერხებს, საავარიო-სამაშველო მოწყობილობების დაყენების ადგილს, მათ რაოდენობასა და სახეობებს;

გ) უზრუნველყოფს საავარიოსამაშველო გათვლების პირადი შემადგენლობის მიერ ხელმძღვანელ პირთა მითითებების სწორ და ზუსტ შესრულებას ხანძარზე ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას;

დ) დასახული ამოცანების განხორციელებისას აკონტროლებს საავარიო-სამაშველო გათვლების პირადი შემადგენლობის მიერ შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების შესრულებას;

ე) აქვს მუდმივი კავშირი მორიგე ცვლის უფროსთან;

ვ) უზრუნველყოფს მიმაგრებული საავარიო-სამაშველო ავტომობილის გამართულ მუშაობას;

ზ) ხანძრის, საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის შემდეგ ძალებისა და საშუალებების შეკრებისთანავე ამოწმებს პირადი შემადგენლობის ადგილზე ყოფნას, ტაბელური საავარიო-სამაშველო შეიარაღებისა და მოწყობილობის არსებობას და მოახსენებს მორიგე ცვლის უფროსს ან სხვა თანამდებობის პირს საავარიო-სამაშველო გათვლების მუდმივი განლაგების ადგილზე დაბრუნებისათვის მზადყოფნის შესახებ.

    მუხლი 25. გაზკვამლდაცვის სამსახურის საკონტროლოგამშვები პუნქტის უფროსი

1. გაზკვამლდაცვის სამსახურის საკონტროლოგამშვები პუნქტის უფროსი – სახანძრო (სამაშველო) დანაყოფის საშუალო ან უფროს მეთაურთა შემადგენლობის თანამდებობის პირი, რომელიც ხანძრის ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე ხელმძღვანელობს გაზკვამლდაცვის სამსახურის ორგანიზებისათვის შექმნილ საკონტროლოგამშვები პუნქტის მუშაობას. 

2. გაზკვამლდაცვის სამსახურის საკონტრო-ლოგამშვები პუნქტის უფროსი ხანძარზე ან საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე ემორჩილება უშუალოდ ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის უფროსს, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, ხანძრის ჩაქრობის უბანზე გაზკვამლდაცვის სამსახურის საკონტრო-ლოგამშვები პუნქტის ორგანიზებისას – ხანძრის ჩაქრობის უბნის უფროსს.       

3. გაზკვამლდაცვის სამსახურის საკონტროლო-გამშვები პუნქტის უფროსი ვალდებულია:

ა) განსაზღვროს გაზკვამლდაცვის სამსახურის საკონტროლოგამშვები პუნქტის ორგანიზების ადგილი, შემადგენლობა და უზრუნველყოს მისი მუშაობა;

ბ) უზრუნველყოს სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესაბამისი შემოწმებების ჩატარება, მათ შორის, გაზკვამლდაცვის სამსახურის საკონტროლო საგუშაგოების ორგანიზების მეშვეობით;

გ) ორგანიზება გაუკეთოს სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებში მომუშავე პირადი შემადგენლობის სამედიცინო კონტროლს;

დ) დადგენილი წესით უზრუნველყოს გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლების მზადყოფნა სუნთქვისთვის არახელსაყრელ პირობებში სამუშაოდ და ამ სამუშაოების აღრიცხვა;

ე) გაუკეთოს ორგანიზება უსაფრთხოების საგუშაგოების მუშაობას და განახორციელოს მათი შემოწმება;

ვ) აწარმოოს საჭირო სამსახურებრივი დოკუმენტაცია.

    მუხლი 26. გაზკვამლდაცვის სამსახურის უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგი

1. გაზკვამლდაცვის სამსახურის უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგი – სახანძრო (სამაშველო) დანაყოფის რიგითი ან მეთაურთა შემადგენლობის პირი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება, დადგენილი წესით დაშვებულია მოვალეობების შესასრულებლად, ორგანიზებას უწევს გაზკვამლდაცვის სამსახურის უსაფრთხოების საგუშაგოს მუშაობას და აკონტროლებს გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლის მოქმედებებს. გამონაკლის შემთხვევებში, სახანძრო და საავარიო-სამაშველო გათვლების არასაკმარისი რაოდენობისას, გაზკვამლდაცვის სამსახურის უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგის მოვალეობას ასრულებს ავტომობილის მძღოლი, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება.

2. გაზკვამლდაცვის სამსახურის უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგი ემორჩილება უშუალოდ ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს (ხანძრის ჩაქრობის უბნის უფროსს, საკონტროლო-გამშვები პუნქტის უფროსს). ცალკეულ შემთხვევებში, უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგი უშუალოდ ემორჩილება იმ უფროს თანამდებობის პირს, რომელიც ხელმძღვანელობს საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარებას. იგი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლების დადგენილი წესით დაშვება დასახული ამოცანების შესასრულებლად სუნთქვისათვის არახელსაყრელ პირობებში;

ბ) სისტემატურად აცნობოს გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლის მეთაურს არსებული ვითარების, ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის) მითითებების, სუნქვისთვის არახელსაყრელ პირობებში გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლის ყოფნის ხანგრძლივობის და მისი დაბრუნების დროის შესახებ;

გ) აწარმოოს გაზკვამლდაცვის სამსახურის მომუშავე რგოლების და მათი მუშაობის ხანგრძლივობის აღრიცხვა;

დ) დადგენილი წესით აცნობოს თანამდებობის პირებს გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლებიდან მიღებული ინფორმაციის შესახებ;

ე) დადგენილი წესით აწარმოოს უსაფრთხოების საგუშაგოს სამსახურებრივი დოკუმენტაცია.

    მუხლი 27. გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლის მეთაური

1. გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლის მეთაური – სახანძრო დაცვის მეთაურთა შემადგენლობის პირი, რომელსაც გააჩნია სპეციალური მომზადება და ხელმძღვანელობს გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლს ხანძრის ჩაქრობის და საავარიოსამაშველო სამუშაოების ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ჩატარებისას სუნთქვისათვის არახელსაყრელ პირობებში.

2. გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლის მეთაური ემორჩილება ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელს, ხოლო ხანძრის ჩაქრობის უბნის ორგანიზებისას – ხანძრის ჩაქრობის უბნის უფროსს.   

3. გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლის მეთაური ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს დასახული ამოცანის შესრულება გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლის მიერ;

ბ) გაუწიოს დახმარება ადამიანებს, თუ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე;

გ) უზრუნველყოს სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებში მუშაობის წესების დაცვა;

დ) იქონიოს მუდმივი კავშირი უსაფრთხოების საგუშაგოსთან, მოახსენოს ხანძრის ჩაქრობის (საავარიოსამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელს ან ხანძრის ჩაქრობის უბნის უფროსს არსებული ვითარების და გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლის მოქმედებების შესახებ;

ე) მიიღოს ზომები გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლის საავარიო-სამაშველო, კავშირის და განათების საშუალებებით, სხვა საჭირო სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო შეიარაღებით უზრუნველყოფისათვის. 

    მუხლი 28. გაზკვამლდამცველი

1. გაზკვამლდამცველი – სახანძრო დაცვის რიგითი ან მეთაურთა შემადგენლობის პირი, რომელსაც აქვს სპეციალური მომზადება და ასრულებს დასახულ ამოცანას სუნთქვისთვის არახელსაყრელ პირობებში გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლის შემადგენლობაში. გაზკვამლდცველი ემორჩილება გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლის მეთაურს.

2. გაზკვამლდამცველი ვალდებულია:

ა) დაიცვას სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებში მუშაობის წესი;

ბ) შეასრულოს გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლის მეთაურის მითითებები;

გ) მოახსენოს გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლის მეთაურს იმ პირთა შესახებ, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება, აგრეთვე სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დაზიანების, სამუშაოების ჩატარების მონაწილეთა ჯანმრთელობის გაუარესების და სხვა გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება იმოქმედონ დასახული ამოცანის შესრულების შედეგზე.

    მუხლი 29. მელულე

მელულე – ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მონაწილე, რომლის ამოცანაა ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება ხანძრის ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე, იგი ემორჩილება უშუალოდ სახანძრო გათვლის უფროსს (ათეულის მეთაურს), ხოლო გამონაკლის შემთხვევებში – ხანძრის ჩაქრობის უბნის უფროსს. დასახული ამოცანის შესრულებისას მელულე ვალდებულია დაიცვას ამ წესდების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის და მე-9 მუხლის 6-8 პუნქტების მოთხოვნები. 

    მუხლი 30. მეკავშირე 

1. მეკავშირე – ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების მონაწილე, რომელიც ახორციელებს ხანძარზე ან საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე თანამდებობის პირთა შორის ინფორმაციის გაცვლას. მეკავშირე ინიშნება ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელის, ხანძრის ჩაქრობის შტაბის უფროსის ან ხანძრის ჩაქრობის უბნის უფროსის მიერ.

2. მეკავშირე ვალდებულია:

ა) დროულად გადასცეს უტყუარი ინფორმაცია;

ბ) მოახსენოს შესაბამის თანამდებობის პირს მიღებული მითითებების შესრულების შესახებ;

გ) დაიცვას კავშირის წარმოების წესები;

დ) აწარმოოს გადაცემული (მიღებული) ინფორმაციის აღრიცხვა.

    მუხლი 31. მძღოლი

1. მძღოლი – სახანძრო (საავარიო-სამაშველო) დანაყოფის თანამშრომელი (მუშაკი), რომელსაც აქვს სპეციალური მომზადება და სახანძრო (საავარიო-სამაშველო) ავტომობილის მართვის უფლების შესაბამისი მოწმობა.   

2. მძღოლი ემორჩილება სახანძრო (საავარიო-სამაშველო) გათვლის უფროსს (ათეულის მეთაურს), აგრეთვე მორიგე ცვლის უფროსს, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელის მიერ. იგი ვალდებულია:

ა) დააყენოს ავტომობილი მითითებულ პოზიციაზე წესდების მოთხოვნათა გათვალისწინებით;

ბ) ხანძრის (საავარიო-სამაშველო სამუშაობის ჩატარების) ადგილზე ვითარების გართულების შემთხვევაში უზრუნველყოს ავტომობილის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის შესაძლებლობა;

გ) უზრუნველყოს ავტომობილის კვანძებისა და აგრეგატების ეფექტური და შეუფერხებელი მუშაობა, მუდმივად ადევნოს თვალი ხანძრის ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე არსებულ ვითარებას;

დ) გააკონტროლოს საწვავსაპოხი, სხვა საექსპლუატაციო მასალებისა და ცეცხლმაქრი ნივთიერებების მარაგი და დროულად მოახსენოს სახანძრო (საავარიო-სამაშველო) გათვლის უფროსს (ათეულის მეთაურს) მათი შევსების საჭიროების შესახებ;

ე) შეასრულოს მიმაგრებული ავტომობილის ტექნიკური მომსახურების განსაზღვრული სამუშაოები ხანძარზე ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში იმუშაოს სახანძრო (საავარიო-სამაშველო) ავტომობილის საშტატო რადიოსადგურზე.

    მუხლი 32. მეხანძრე   

1. მეხანძრე – სახანძრო დაცვის დანაყოფის რიგითი მუშაკი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს სპეციალურ სამუშაოებს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე. მეხანძრე უშუალოდ ემორჩილება სახანძრო გათვლის უფროსს (ათეულის მეთაურს).

2. დასახული ამოცანის შესრულებისას მეხანძრე ვალდებულია შეასრულოს ამ წესდების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-9 მუხლის 6-8 პუნქტების, მე-10 მუხლის 3-11 პუნქტების მოთხოვნები, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელის მიერ, აგრეთვე:

ა) იცოდეს საკუთარი და გათვლის ძირითადი (მთავარი) ამოცანა;

ბ) არ მიატოვოს თავისი პოზიცია სახანძრო გათვლის უფროსის (ათეულის მეთაურის) ნებართვის გარეშე;

გ) იქონიოს კავშირი სახანძრო გათვლის უფროსთან (ათეულის მეთაურთან) და მეხანძრეებთან;

დ) გამოიჩინოს ინიციატივა და სიმარჯვე ძირითადი (მთავარი) ამოცანის შესრულებისას;

ე) გააფრთხილოს ადამიანები მათი სიცოცხლისათვის შესაძლო საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში და მიიღოს ზომები მათ გადასარჩენად, რის შესახებაც მოახსენოს სახანძრო გათვლის უფროსს (ათეულის მეთაურს);

ვ) აღმოუჩინოს პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულებს;

ზ) თვალი ადევნოს სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო შეიარაღებისა და მოწყობილობების გამართულობას, გამოიჩინოს სიფრთხილე მათი გამოყენების დროს;

თ) შეასრულოს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნები;

ი) სამუშაოების დასრულების შემდეგ შეამოწმოს მიმაგრებული სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო შეიარაღებისა და მოწყობილობების არსებობა, შედეგები მოახსენოს სახანძრო გათვლის უფროსს (ათეულის მეთაურს).

3. დაზვერვის შემადგენლობაში შემავალი მეხანძრე ვალდებულია:

ა) იქონიოს საჭირო აღჭურვილობა და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება;

ბ) ფეხდაფეხ მისდევდეს პირს, რომელიც ხელმძღვანელობს დაზვერვას;

გ) ყურადღებით ადევნოს თვალი არსებულ ვითარებას;

დ) დაუყოვნებლივ მოახსენოს დაზვერვის ხელმძღვანელს საფრთხეში მყოფი ადამიანების აღმოჩენის, აგრეთვე სათავსებში, შენობა-ნაგებობების კონსტრუქციებში და სატრანსპორტო საშუალებების კორპუსებში (ძარებში) ცეცხლის ან კვამლის წარმოქმნის შესახებ.

4. ადამიანთა გადარჩენისას მეხანძრე ვალდებულია:

ა) იქონიოს სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება, რომელიც საჭიროა სახანძრო გათვლის უფროსის (ათეულის მეთაურის) მიერ შერჩეული გადარჩენის ხერხისათვის;

ბ) სათავსში შესვლისთანავე შეატყობინოს იქ მყოფ პირებს დახმარების გაწევის შესახებ;

გ) შეარჩიოს გადარჩენის უმოკლესი გზა და უსაფრთხო ხერხი (თუ არა აქვს მიღებული სათანადო მითითებები სახანძრო გათვლის უფროსისაგან (ათეულის მეთაურისაგან));

დ) მაღალი ტემპერატურის და დაკვამლიანების ზონები დაზარალებულთან ერთად გაიაროს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და მიიღოს ზომები, რათა დაიცვას იგი ცეცხლისა და კვამლის ზემოქმედებისაგან.

5. სახელოს ხაზების გაყვანისას მეხანძრე ვალდებულია:

ა) შეარჩიოს მოხერხებული და უმოკლესი გზები მელულეების პოზიციებამდე;

ბ) მოარიდოს სახელოები ბასრ ან ცეცხლმოდებულ საგნებს, აგრეთვე ადგილებს, სადაც დაღვრილია მწვავე ნივთიერებები. გამოუვალ მდგომარეობაში, სახელოების დაზიანებებისაგან დასაცავად გამოიყენოს ხელთ არსებული მასალები და სხვა საგნები სახელოების ქვეშ დასაგებად;

გ) არ დაუშვას სახელოს ხაზებით შენობის გასასვლელების და კიბეების ჩახერგვა, გაიყვანოს სახელოს ხაზები ქუჩის, გზის, ეზოს განაპირას (შეძლებისდაგვარად მოარიდოს სავალ ნაწილს), ხოლო რკინიგზაზე – ლიანდაგების ქვეშ;

დ) დაიცვას გზის სავალ ნაწილზე გაყვანილი სახელოები, მათ შორის გადაგრეხისა და გაწყვეტისაგან, დაბრკოლებებზე გადატარების დროს – მკვეთრი გადაკეცვისაგან, ხოლო შემაერთებელი თავები დაიცვას გზის ხისტ საფარზე დარტყმებისაგან;

ე) დაამაგროს სიმაღლეზე გაყვანილი სახელოს ხაზები სახელოს დამჭერებით;

ვ) გაითვალისწინოს სახელოს ხაზების ისეთი სიგრძე, რომელიც უზრუნველყოფს მელულის თავისუფალ გადაადგილებას და ლულით მანევრირების შესაძლებლობას;

ზ) საჭიროების შემთხვევაში დააგრძელოს სახელოს ხაზები ლულასთან;

თ) შენობის შიგნით, როგორც წესი, გამოიყენოს გარეზინებული სახელოები;

ი) სახელოს ხაზი გაიყვანოს ავტოკიბის საფეხურების ცენტრის გასწვრივ და დაამაგროს სახელოს დამჭერებით.

6. მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაციის დროს მეხანძრე ვალდებულია:

ა) დაიცვას სახანძრო გათვლის უფროსის (ათეულის მეთაურის) მიერ მითითებული ევაკუაციის თანმიმდევრობა;

ბ) გამოიჩინოს სიფრთხილე ევაკუირებულ მატერიალურ ფასეულობათა მიმართ და მიიღოს ზომები მათ დასაცავად;

გ) არ ჩახერგოს საევაკუაციო გზები.

7. ლულით მუშაობისას მეხანძრე ვალდებულია:

ა) რაც შეიძლება ახლოს მივიდეს წვის კერასთან, ამასთან შექმნას სახელოს ხაზების სიგრძის მარაგი;

ბ) გადაადგილდეს წინ ლულით ხელში და მიმართოს წყლის ჭავლი ინტენსიური წვის ადგილებისაკენ, ცეცხლმოდებული კონსტრუქციებისა და საგნებისაკენ და არა კვამლისაკენ;

გ) მიმართოს წყლის ჭავლი ცეცხლის გავრცელების გზების შემხვედრი მიმართულებით, პირველ რიგში კონსტრუქციის იმ ნაწილებზე, რომელთა დაწვას ან გახურებით გამოწვეულ სიმტკიცის შეცვლას შეიძლება მოჰყვეს ნაგებობის მთელი კონსტრუქციის ან მისი ნაწილის ჩამონგრევა;

დ) ვერტიკალური ზედაპირების ჩაქრობისას წყლის ჭავლი მიმართოს ზემოდან ქვემოთ;

ე) წვის ლიკვიდაციის დასრულებისას გადაკეტოს და გამოიტანოს ლულა;

ვ) პოზიციის შეცვლისას დროებით შეწყვიტოს წყლის მიწოდება ან ხელის ლულა გადაიტანოს ქვემოთ დაშვებული;

ზ) სიმაღლეზე მუშაობისას გამოიყენოს დამცავი მოწყობილობები;

თ) დაიმაგროს თავი კარაბინით კიბეზე ლულით მუშაობისას;

ი) არ დატოვის ლულა უმეთვალყურეოდ წყლის მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც;

კ) არ შეეხოს და არ მიმართოს წყლის ჭავლი ძაბვის ქვეშ მყოფ ელექტროსადენებზე, თუ არ არის შესრულებული შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების ყველა მოთხოვნა;

ლ) მინის ან მსხვრევადი ტარის არსებობისას წვის ლიკვიდაცია მოახდინოს გაფრქვეული წყლით ან ქაფით;

მ) დაიცვას თბური ზემოქმედებისაგან ადვილად აალებადი და წვადი სითხეებიანი რეზერვუარები, ბალონები შეკუმშული აირით, წნევის ქვეშ მყოფი დანადგარები და აპარატები მათი გახურებული ზედაპირების თანაბარი გაგრილებით;

ნ) დაიცვას თბური ზემოქმედებისაგან ნაგებობები ან შენობის ცალკეული ნაწილები, ამისათვის მიმართოს წყლის ჭავლი იმ კონსტრუქციებზე, რომლებსაც ემუქრება ცეცხლი;

ო) არ მიმართოს წყლის ჭავლი იმ ადგილებისაკენ, რომლებზეც მიეწოდება ქაფი და ფხვნილი.

8. შენობის კონსტრუქციების გახსნა-დაშლის სამუშაოების ჩატარებისას მეხანძრე ვალდებულია:     

ა) ჩაატაროს სამუშაოები სახანძრო გათვლის უფროსის (ათეულის მეთაურის) მიერ მითითებულ ფარგლებში;

ბ) გამოიყენოს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ხელსაწყოები, მათ შორის მექანიზებული;

გ) წვის კერის ლიკვიდაციისათვის კონსტრუქციების გახსნა აწარმოოს მხოლოდ ჩაქრობის საშუალებების მომზადების შემდეგ;

დ) გახსნა-დაშლის სამუშაოები ჩაატაროს შენობის, მოწყობილობებისა და მატერიალური ფასეულობებისათვის მინიმალური ზიანის მიყენებით;

ე) დაიცვას დაზიანებისაგან მილსადენები და მათზე მოწყობილი არმატურა, აგრეთვე კავშირგაბმულობის ხაზები და ელექტროქსელები;

ვ) დაშლილი კონსტრუქციების ჩამოყრა სიმაღლიდან აწარმოოს მხოლოდ სახანძრო გათვლის უფროსის (ათეულის მეთაურის) ნებართვით და უსაფრთხოების ზომების დაცვით;

ზ) ვერტიკალური ნაგებობების, კონსტრუქციების (ლითონის მილები, ანტენები და სხვა) ჩამოვარდნის თავიდან აცილების მიზნით დაიცვას მათი სამაგრი საშუალებები (საყრდენები, განმბრჯენები და სხვა) დაზიანებისაგან;

თ) საკვამლე მილების, საყრდენების ან შენობების ნაწილების ჩამონგრევა მოახდინოს ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშაოს) ხელმძღვანელის (ან ხელმძღვანელის დავალებით სხვა პირის) უშულო მეთვალყურეობის ქვეშ, საშიში ზონიდან ადამიანების და ტექნიკის გაყვანის შემდეგ;

ი) გახსნას კარები და ფანჯრები შეძლებისდაგვარად დაზიანების გარეშე, ამასთან დაიცვას უსაფრთხოების ზომები.

9. მეხანძრე-მესვეტე ვალდებულია:

ა) იცოდეს წყლის წყაროების განლაგება და შეეძლოს მათი მოძებნა;

ბ) არ დაუშვას ტრანსპორტის გადატარება სახელოებზე, რომლებიც არ არის დაცული სახელოს ბოგირებით ან სხვა სამარჯვებით;

გ) თვალი ადევნოს მაგისტრალური სახელოს ხაზების გამართულობას; დაზიანებულ სახელოებზე დააყენოს მომჭერები, მონიშნოს დაზიანების ადგილი ან შეცვალოს მწყობრიდან გამოსული სახელო;

დ) დაარეგულიროს წყლის მიწოდება მუშა სახელოს ხაზებში;

ე) ჰქონდეს კავშირი სახანძრო ავტომობილის მძღოლთან და მელულეებთან;

ვ) დამატებითი გამოძახებით მისული ძალების დახვედრის შესახებ ბრძანების მიღებისას, უზრუნველყოს მათი განლაგება უახლოეს წყლის წყაროებზე და ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის (ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის უფროსის) განკარგულებების გადაცემა.     

10. მეხანძრე-მზვერავი ხანძრის ლიკვიდაციის ადგილზე ვალდებულია:

ა) დაათვალიეროს ტერიტორია, რომელზეც ლიკვიდირებული იქნა ხანძარი, წვის კერების აღმოჩენისას შეატყობინოს სახანძრო დაცვის დანაყოფს და შეუდგეს ჩაქრობას;

ბ) პერიოდულად იქონიოს კავშირი მორიგე ცვლის უფროსთან, მოახსენოს დასაცავ უბანზე არსებული ვითარების შესახებ;

გ) არ დატოვოს უბანი უფროსის ბრძანების გარეშე;

დ) წასვლის შესახებ ნებართვის მიღების თაობაზე შეატყობინოს ობიექტის ადმინისტრაციას.

თავი V. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება რთულ პირობებში

    მუხლი 33. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება  სუნთქვისათვის არახელსაყრელ პირობებში

1. ცეცხლმოდებულ და მასთან მომიჯნავე სათავსებში კვამლის არსებობა შეუძლებელს ხდის ან საგრძნობლად ართულებს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნულის აღსაკვეთად საჭიროა აქტიური ზომების მიღება სათავსებიდან კვამლისა და აირების მოსაცილებლად. სუნთქვისთვის არახელსაყრელ პირობებში ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება უნდა წარმოებდეს სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებში.

2. კვამლის მოსაცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, კვამლის მოცილების სახანძრო ავტომობილები და კვამლგამწოვები, ვენტილატორები, ბრეზენტის „ფარდები“, ხოლო მაღალი ტემპერატურის დასაწევად – ქაფი ან გაფრქვეული წყლის ნაკადები.

3. სუნთქვისათვის არახელსაყრელ პირობებში სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა:

ა) გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლების დაკომპლექტება, თითოეული სამი-ხუთი კაცის შემადგენლობით რგოლის მეთაურის ჩათვლით (როგორც წესი, სახანძრო დანაყოფის ერთი მორიგე ცვლიდან), რომლებსაც გააჩნიათ ერთი ტიპის სასუნთქი და მხედველობის ორგანოების დაცვის საშუალებები. გამონაკლის შემთხვევებში (გადაუდებელი სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას) ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის (ხანძრის ჩაქრობის უბნის უფროსის) ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით რგოლის შემადგენლობა შეიძლება შემცირდეს ორ კაცამდე. გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლის გადაადგილება უნდა განხორციელდეს კაპიტალური კედლების გასწვრივ საგზაო კანაფის გამოყენებით;

ბ) გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლების შემადგენლობის სახანძრო (საავარიო-სამაშველო) გათვლების გამოცდილი უფროსებით დაკომპლექტება და უსაფრთხოების ზომებისა და მუშაობის რეჟიმის შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარება ობიექტის თავისებურებების, ხანძარზე (კონკრეტულ უბანზე) შექმნილი ვითარების გათვალისწინებით;

გ) გაზკვამლდამცველის მუშაობის და დასვენების დროის, გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლების ადგილსამყოფლის განსაზღვრა;

დ) დაბალი ტემპერატურის პირობებში მუშაობისას სასუნთქი და მხედვლობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებში ჩართვის ადგილის და გაზკვამლდამცველთა რგოლების შეცვლის წესის განსაზღვრა;

ე) გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლების რეზერვის გათვალისწინება;

ვ) გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლში მომხდარი შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღებისას (ან მასთან კავშირის გაწყვეტისას) დახმარების გასაწევად გაზკვამლდაცვის სამსახურის სათადარიგო რგოლის (რგოლების) გაგზავნა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და დაზარალებულთა ძებნის ორგანიზება;

ზ) რთულ, ხანგრძლივ ხანძრებზე და საავარიო-სამაშველო სამუშაოებზე, რომლებზეც მოქმედებს გაზკვამლდაცვის სამსახურის რამდენიმე რგოლი საკონტრო-ლოგამშვები პუნქტის ორგანიზება, უსაფრთხოების საგუშაგოების რაოდენობის და მათი განთავსების ადგილის დადგენა და ხანძრის ჩაქრობის ოპერატიულ შტაბთან და ხანძრის ჩაქრობის (საავარიო-სამაშველო სამუშაოების) ხელმძღვანელებთან კავშირის ორგანიზების წესის განსაზღვრა;

თ) მეტროს გვირაბებში, დიდი სიგრძის (ფართობის) მიწისქვეშა ნაგებობებში და ცხრა სართულზე მეტი სიმაღლის შენობებში ერთდროულად არანაკლებ ორი რგოლის გაგზავნა. ამასთანავე უსაფრთხოების საგუშაგოზე უნდა იყოს მობილიზებული სრულ მზადყოფნაში მყოფი გაზკვამლდაცვის სამსახურის ერთი რგოლი სუნთქვისთვის არახელსაყრელ პირობებეში მომუშავე პირადი შემადგენლობისთვის გადაუდებელი დახმარების გასაწევად.   

4. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას ობიექტებზე, სადაც გავრცელებულია ავარიული ქიმიურად საშიში ნივთიერებები, მთელი პირადი შემადგენლობა (მძღოლების ჩათვლით) უნდა იყოს უზრუნველყოფილი დაცვის საჭირო საშუალებებით, ხოლო ავარიული ქიმიურად საშიში ნივთიერებების ატმოსფეროში მოხვედრისას ობიექტების სათანადო სამსახურთან ერთად უნდა განხორციელდეს მომწამლავი ღრუბლის დაშლა გაფრქვეული წყლის ჭავლით მისი გავრცელების გზებზე და საშიში პროდუქტის გაჟონვის (გამოყოფის) ლიკვიდაცია.

    მუხლი 34. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში

1. დაბალი ტემპერატურის პირობებში (10 0 C და ნაკლები) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ღია ხანძრებზე (ავარიებზე) და წყლის საკმარისი რაოდენობის პირობებში დიდი ხარჯის სახანძრო ლულების გამოყენება და გადამკეტი და გამფრქვევი ლულების გამოყენების შეზღუდვა;

ბ) ადამიანთა ევაკუაციის და პირადი შემადგენლობის გადაადგილების გზებზე მინაყინების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება;

გ) დიდი დიამეტრის გარეზინებული და ლატექსის სახელოების ხაზების გაყვანა, სახელოების განშტოებების შეძლებისდაგვარად შენობებს შიგნით დაყენება, ხოლო შენობებს გარეთ დაყენებისას – მათი დათბუნება;

დ) სახელოების ხაზების შემაერთებელი თავების დაცვა ხელმისაწვდომი ხერხებით, მათ შორის თოვლით;

ე) წყალსატევებიდან ან სახანძრო ჰიდრანტებიდან ტუმბოს გამოყენებით წყლის მიწოდება თავდაპირველად თავისუფალ მილყელში და მხოლოდ ტუმბოს გამართული მუშაობის დროს – სახელოს ხაზში;

ვ) მშრალი სათადარიგო სახელოების ხაზების გაყვანა;

ზ) წყლის ხარჯის შემცირების შემთხვევაში მისი გათბობა ტუმბოში ძრავას ბრუნვათა რიცხვის მომატებით;

თ) სახანძრო ლულებისა და სახელოების განშტოებათა გადაკეტვის, ასევე ტუმბოების გათიშვის თავიდან აცილება;

ი) სახანძრო სახელოების შეცვლა და აღება, აგრეთვე ხაზების დაგრძელება წყლის მიწოდების შეწყვეტის გარეშე. აღნიშნული სამუშაოები უნდა წარმოებდეს ლულის მხრიდან და წნევის დაწევის შემდეგ;

კ) გაყინული შემაერთებელი თავების, სახელოების (გადაკეცვის და შეერთების ადგილებში) ცხელი წყლით, ორთქლით ან გამთბარი აირით გათბობა (ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია გაყინული შემაერთებელი თავების, განშტოებებისა და ლულების სარჩილი ლამპებით და ჩირაღდნებით გათბობა);

ლ) ადგილების მომზადება ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების მონაწილეთა და გადარჩენილთა გასათბობად და აღნიშნულ ადგილებში პირადი შემადგენლობისათვის სპეციალური ტანსაცმლის მარაგის შექმნა;

მ) სახელოს ხაზების სახანძრო კიბეებზე და ამ კიბეებთან ახლოს დამაგრების, აგრეთვე კიბეების წყლით დასველების გამორიცხვა;

ნ) კიბის უჯრედებზე წყლის გადაჭარბებით დაღვრის თავიდან აცილება.

2. ძლიერი ქარის პირობებში ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:    

ა) ჩაქრობის წარმოება წყლის მძლავრი ჭავლით;

ბ) ხანძრის ახალი კერების ჩასაქრობად ძალებისა და საშუალებების მარაგის შექმნა;

გ) ქარზურგა მხარეზე განლაგებული ობიექტების მდგომარეობაზე დაკვირვებისა და დაცვის ორგანიზება (საგუშაგოს მოწყობა და საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფილი მზვერავების გამოყოფა);

დ) განსაკუთრებულად საშიშ შემთხვევებში ცეცხლის გავრცელების ძირითად გზებზე ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების შექმნა, აუცილებლობის შემთხვევაში ცალკეული წვადი შენობა-ნაგებობების დაშლა;

ე) ვითარების უეცარი შეცვლის (მათ შორის ქარის მიმართულების) შემთხვევაში, ძალებისა და საშუალებების აქტიური მანევრირების (დისლოკაციის ადგილის შეცვლა, უკან დახევა და სხვ.) შესაძლებლობის გათვალისწინება.

    მუხლი 35. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება  წყლის უკმარისობის პირობებში   

წყლის უკმარისობის პირობებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ზომების მიღება სხვა ცეცხლმაქრი ნივთიერებების გამოსაყენებლად;

ბ) სახანძრო ლულების მიწოდების ორგანიზება მხოლოდ გადამწყვეტ მიმართულებაზე; სხვა უბნებზე ხანძრის ლოკალიზაციის უზრუნველყოფა უნდა წარმოებდეს კონსტრუქციების დაშლით და საჭირო მანძილების შექმნით;

გ) წყლის წყაროების (არტეზიული ჭაბურღილების, როფების, შხეფსაცივრების, ჭების, წყლის ჩამონადენის და ა.შ.) დამატებითი დაზვერვა წყლის მარაგის გამოსავლენად;

დ) განვითარებული ხანძრების ჩასაქრობად წყლის მიწოდების ორგანიზება სატუმბო სადგურების, საზღვაო გემების, სახანძრო მატარებლების, აგრეთვე სახანძრო ავტომობილების ტუმბოების გამოყენებით;

ე) ავტოცისტერნებით, ბენზინმზიდებით, სარწყავი და სხვა ავტომობილებით წყლის მიწოდების უზრუნველყოფა იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია მაგისტრალური სახელოს ხაზების გამოყენება (სახელოების, ტექნიკის, სახანძრო ავტომობილების, წყლის წყაროების უქონლობისას); სახანძრო ლულების რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს მათ უწყვეტ მოქმედებას წყლის მარაგისა და მიწოდების გათვალისწინებით;

ვ) სახანძრო მანქანების საწვავით და ცეცხლმაქრი ნივთიერებებით ორგანიზებული გამართვა;

ზ) მცირე მოცულობის წყალსატევის შევსება;

თ) წყლის აღების ორგანიზება სახანძრო ჰიდროელევატორებით, ძრავიანი ტუმბოებით ან სხვა საშუალებებით იმ შემთხვევაში, როდესაც წყლის დონეებს შორის სიმაღლეთა სხვაობა სახანძრო ავტომობილსა და წყალსატევში აღემატება ტუმბოს შეწოვის მაქსიმალურ სიმაღლეს ან არ არსებობს მისასვლელები წყალსატევებთან;

ი) დროებითი სახანძრო წყალსატევებისა და პირსების მშენებლობის ორგანიზება დიდი, რთული და ხანგრძლივი ხანძრების ჩაქრობისას;

კ) წყლის ეკონომიური ხარჯვის მიზნით მცირე დიამეტრის საცმიანი სახანძრო ლულების, გადამკეტი გამფრქვევი ლულების, დამასველებლების და ქაფის გამოყენება;

ლ) ზომების მიღება წყალსადენში წნევის ასაწევად, ხოლო მასში არასაკმარისი წნევის პირობებში სახანძრო ჰიდრანტის ჭიდან წყლის აღება ხისტი შემწოვი სახანძრო სახელოებით;

მ) ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სამუშაოების ორგანიზება, მათ შორის, კონსტრუქციების დაშლა, ცეცხლმოდებული საგნების და შენობის კონსტრუქციების ცალკეული ნაწილების გატანა, შენობა-ნაგებობის დანგრევა, აგრეთვე წვის ლიკვიდაცია ხელმისაწვდომი საშუალებებით და მასალებით.

თავი VI. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება განსაკუთრებული საშიშროების პირობებში

    მუხლი 36. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება პირადი შემადგენლობისათვის განსაკუთრებული საშიშროების პირობებში

ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას პირადი შემადგენლობისათვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს:

ა) კონტაქტი ავარიულ ქიმიურად საშიშ და მომწამლავ ნივთიერებებთან;

ბ) პირადი შემადგენლობის რადიოაქტიური დასხივება, მათ შორის, რადიოაქტიური ღრუბლის წარმოქმნისას და რადიოაქტიური დალექვისას;

გ) ფეთქებადი ნივთიერებების, აირისა და მტვრის ნარევების აფეთქება;

დ) ცეცხლის სწრაფი გავრცელება, მათ შორის, ტექნოლოგიურ კომუნიკაციებზე.  

    მუხლი 37.   ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ობიექტებზე, სადაც არსებობს ავარიული ქიმიურად საშიში   ნივთიერებები

1. ობიექტებზე, სადაც არსებობს ავარიული ქიმიურად საშიში ნივთიერებები, ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ობიექტზე არსებული ნივთიერებების ზუსტი დასახელებისა და რაოდენობის დადგენა;

ბ) ობიექტის სპეციალისტების მუშაობაში ჩაბმა და მუშაობის პროცესში მათთან მოქმედებების შეთანხმება;

გ) ცეცხლმაქრი ნივთიერებების გამოყენება და წვის ლიკვიდაციის ხერხის შერჩევა ობიექტზე არსებული ნივთიერებების თვისებების გათვალისწინებით;

დ) მელულეების პოზიციების შერჩევა უპირატესად ქარპირა მხრიდან;

ე) ავარიული ქიმიურად საშიში ნივთიერებების ორთქლისა და აირების ღრუბლის წარმოქმნისას ადამიანთა და ცხოველების ევაკუაცია ქარზურგა მხრიდან, აგრეთვე ღრუბლის დაშლა გაფრქვეული ნაკადის მიწოდებით;

ვ) სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის გამოძახება წვის პროდუქტებში არსებული და ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ წარმოქმნილი საშიში ნივთიერებების კონცენტრაციის კონტროლისათვის;

ზ) ობიექტის ადმინისტრციასთან ერთად მოწამლულ უბანზე პირადი შემადგენლობის ყოფნის ზღვრულად დაშვებული დროის განსაზღვრა;

თ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების დაყენება მოწამლული უბნის საზღვრებს გარეთ;

ი) მოწამლულ ზონაში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ, პირადი შემადგენლობის მინიმალური რაოდენობის ჩაბმით და მათი ობიექტზე არსებული ავარიული ქიმიურად საშიში ნივთიერებების სახეობის შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვის შემდეგ;

კ) წყლის მოცილების ორგანიზება სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში, ზომების მიღება ადამიანებისა და ცხოველების დაბინძურებული წყლით მოწამვლის თავიდან აცილების მიზნით.

2. ხანძრის, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების შემდეგ საჭიროა მოწამლულ ზონაში მომუშავე პირადი შემადგენლობის სანიტარიული დამუშავება, სამედიცინო შემოწმება, სპეციალური ტანსაცმლის, სახანძრო და საავარიოსამაშველო ტექნიკის, სახანძროტექნიკური და საავარიოსამაშველო შეიარაღებისა და მოწყობილობების დეგაზაცია.

    მუხლი 38. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება რადიოაქტიური ნივთიერებების მქონე ობიექტებზე

1. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს ჩატარებისას საჭიროა:

ა) აღნიშნული ობიექტის რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტების ჩართვა ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის შემადგენლობაში;

ბ) რადიაციის სახეობის და დონის, საშიში ზონის საზღვრების დადგენა და ზონის სხვადასხვა უბანზე პირადი შემადგენლობის მუშაობის ხანგრძლივობის განსაზღვრა;

გ) წვის ლიკვიდაციის (ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდების), საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დაწყება, მხოლოდ ობიექტის ადმინისტრაციისაგან წერილობითი ნებართვის (დადგენილი ნიმუშის) მიღების შემდეგ;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში პირადი შემადგენლობის სპეციალური სამედიცინო პრეპარატებით უზრუნველყოფა;

ე) დოზიმეტრული კონტროლის, დეზაქტივაციის, სანიტარიული დამუშავებისა და პირადი შემადგენლობის სამედიცინო დახმარების პუნქტების მუშაობის ორგანიზება ობიექტის ადმინისტრაციის დახმარებით;

ვ) რადიოაქტიური აეროზოლების გავრცელების ზონის შესამცირებლად გაფრქვეული წყლის ჭავლის გამოყენება;

ზ) ვენტილაციის სისტემების და სხვა საშუალებების ამოქმედება ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;

თ) სამუშაოების შესრულება პირადი შემადგენლობის მინიმალური რაოდენობის ჩაბმით, მათი ნიღბიანი მაიზოლირებელი აირწინაღებით, დოზიმეტრული კონტროლის ინდივიდუალური და ჯგუფური საშუალებებით, დამცავი ტანსაცმლით უზრუნველყოფა;

ი) პირადი შემადგენლობის, რომელმაც მიიღო ხუთ ზღვრულად დაშვებულ დოზაზე მეტი ერთჯერადი დასხივება, რადიოაქტიური მოწამლვის ზონიდან გამოყვანა და სამედიცინო გამოკვლევაზე დაუყოვნებელი გაგზავნა;

კ) ძალებისა და საშუალებების, დამცავი ტანსაცმლის და დოზიმეტრული კონტროლის ინდივიდუალური და ჯგუფური საშუალებების მარაგის შექმნა, გაზკვამლდაცვის სამასახურის სათადარიგო რგოლების ჩამოყალიბება რადიოაქტიური მოწამვლის ზონის საზღვრებს გარეთ;

ლ) რადიოაქტიური მოწამვლის ზონის შესასვლელში უსაფრთხოების საგუშაგოების მოწყობა მეთაურთა შემადგენლობის ხელმძღვანელობით და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ჩართვით.

2. ხანძრის ლიკვიდაციის, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების შემდეგ საჭიროა საშიშ ზონაში მომუშავე პირადი შემადგენლობის სანიტარიული დამუშავების და დოზიმეტრული კონტროლის ორგანიზება, აგრეთვე აირწინაღების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აღჭურვილობის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის დეზაქტივაციის და დოზიმეტრული კონტროლის ჩატარება და სახანძრო დაცვის დანაყოფების პირადი შემადგენლობის მიერ მიღებული დასხივების დოზის აღრიცხვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

    მუხლი 39. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ფეთქებადი ნივთიერებებისა და მასალების, პიროტექნიკური შემადგენლობების მქონე ობიექტებზე

1. ფეთქებადი ნივთიერებების და მასალების, პიროტექნიკური შემადგენლობების მქონე ობიექტებზე ხანძრის დროს შესაძლებელია:

ა) აფეთქება, რომელსაც თან მოჰყვება დარტყმითი ტალღა, აირების (ალის) მაღალტემპერატურიანი ამოფრქვევა, შხამიანი აირის გამოყოფა, შენობების ან მათი ნაწილების ნგრევა, ცეცხლმოდებულ ობიექტებთან და წყლის წყაროებთან გზებისა და მისასვლელების ჩახერგვა, გარე და შიდა წყალსადენის, სახანძრო ტექნიკის, ჩაქრობის სტაციონარული საშუალებების, ტექნოლოგიური დანადგარების დაზიანება, ხანძრის ახალი კერებისა და აფეთქებების წარმოქმნა;

ბ) ხანძარის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების მონაწილეთა დაზიანება კონსტრუქციების ნამსხვრევებით, ნამტვრევებით და დარტყმითი ტალღით, დამწვრობის მიღება, წვის და აფეთქების ტოქსიკური პროდუქტებით მოწამვლა.

2. ფეთქებადი ნივთიერებების და მასალების, პიროტექნიკური შემადგენლობების მქონე ობიექტებზე ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) მასალების აფეთქების მინიმალურად შესაძლო დროის დადგენა (შეფუთვის დაწვის დრო) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარების წინასწარი დაგეგმარების დოკუმენტაციის მიხედვით;

ბ) საშიში ფაქტორების სახეობის, საშიში ზონის არსებობისა და ზომის, ფეთქებადი ნივთიერებების ადგილმდებარეობის და რაოდენობის, აგრეთვე მათი ევაკუაციის ხერხების, ტექნოლოგიური მოწყობილობების და ხანძრის ჩაქრობის დანადგარების მდგომარეობის დადგენა, ხანძრის ჩაქრობის გამართული დანადგარების ამოქმედება;

გ) საშიშ ზონაში მომუშავეთა შეტყობინებისათვის საშიშროების ერთიანი სიგნალის დადგენა და მის შესახებ პირადი შემადგენლობის შეტყობინება;

დ) ფეთქებადი მასალების ჩაქრობის დროს გაფრქვეული წყლის და ქაფის, აგრეთვე სპეციალური სახანძრო ტექნიკის გამოყენება;

ე) წვის ლიკვიდაციასთან ერთად იმ ტექნოლოგიური აპარატების გაგრილება, რომლებსაც ემუქრება მაღალი ტემპერტურის ზემოქმედება, შეუფუთავი ფეთქებადი ნივთიერებების დასველება;

ვ) კონსტრუქციების დაშლისა და გახსნისას უსაფრთხოების ზომების დაცვა მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული აფეთქების თავიდან ასაცილებლად;

ზ) სახელოს ხაზების, შლანგების, ელექტრული კაბელების გაყვანა შენობა-ნაგებობების კუთხეების მიმართულებით, დამცავი სამხედრო ტექნიკის შეძლებისდაგვარად გამოყენება;

თ) ჰერმეტულ აპარატებში მყარი ფეთქებადი ნივთიერებების წვის დროს აპარატების გასაგრილებლად ზომების მიღება;

ი) შესაძლო დაზიანების ზონის გარეთ მდებარე წყლის წყაროებიდან ძალებისა და საშუალებების გაშლის სათადარიგო ვარიანტის გათვალისწინება;

კ) პირადი შემადგენლობისა და სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის აფეთქების ტალღით, კონსტრუქციების ნამსხვრევებითა და ნანგრევებით დაზიანებისაგან დაცვა (ჯავშანჟილეტების, სამხედრო ტიპის ჩაჩქანების, ლაფეტის ლულებიანი ჯავშანფარების, სხვადასხვა თავშესაფრების გამოყენებით);

ლ) საშიში ზონის ახალი საზღვრების დასადგენად და მის ფარგლებს გარეთ პირადი შემადგენლობის და ტექნიკის გასაყვანად ხანძრის დაზვერვის ორგანიზება საავარიოსამაშველო ზონაში და ვითარების შეცვალაზე თვალყურის დევნება, პირველ რიგში იმ სასაწყობო სათავსებსა და ნაგებობებზე, სადაც ინახება ფეთქებადი ნივთიერებები;

მ) შენობანაგებობების და მასალების აფეთქების შედეგად მიმოფანტული ცეცხლმოდებული ნაწილებისაგან გაჩენილი ხანძრის ახალი კერების ლიკვიდაციისათვის გუშაგების დაყენება და მათი ხანძრის ჩაქრობის საშუალებებით უზრუნველყოფა.

    მუხლი 40. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ენერგეტიკის ობიექტებზე და ელექტროდანადგარების მქონე სათავსებში

1. ენერგეტიკის ობიექტებზე და ელექტროდანადგარების მქონე სათავსებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას შესაძლებელია:

ა) გენერატორის და ტრანსფორმატორების ზეთის სისტემის დაზიანებისას ცეცხლის და წვადი ზეთის სწრაფი გავრცელება (დაღვრა) საკაბელო გვირაბებში, ქვედა სართულებზე, სარდაფში, აგრეთვე მომიჯნავე სათავსებში შენობის კონსტრუქციულ ელემენტებზე და წვად მათბუნებლებზე;

ბ) ღარებში, გვირაბებსა და შახტებში გაყვანილი ელექტრული კაბელების იზოლაციის წვა ტოქსიკური პროდუქტების გამოყოფით;

გ) თხევადი ლითონის თბომატარებლების (ნატრიუმის, კალიუმის) წვა, რომლებიც ურთიერთმოქმედებენ ყველა ქიმიურ ნივთიერებასთან (მათ შორის წყალთან) წყალბადის, სითბოს, კვამლის და ტოქსიკური აირების გამოყოფით;

დ) რადიაციის საშიში დონეების წარმოქმნა;

ე) ფეთქებადსაშიში კონცენტრაციების წარმოქმნა წყალბადით გაგრილების სისტემის მოშლისას;

ვ) ცეცხლის სწრაფი და ფარული გავრცელება კედლების და სახურავის პოლიმერულ მათბუნებლებში დიდი რაოდენობით კვამლის და ტოქსიკური პროდუქტების გამოყოფით;

ზ) შენობის შიგნით ხანძრის ახალი კერების წარმოქმნა ჩამოღვენთილი ცეცხლმოდებული პოლიმერული მათბუნებლისა და ბიტუმისაგან;

თ) მზიდი ფერმების, ლითონის კონსტრუქციული ელემენტების, გადახურვის დეფორმაციის და ჩამონგრევის საშიშროება;

ი) ძაბვის ქვეშ მყოფი მოწყობილობების დიდი რაოდენობით არსებობა;

კ) რადიოკავშირის დარღვევა.

2. ენერგეტიკის ობიექტებზე და იმ სათავსებში, სადაც განთავსებულია ელექტროდანადგარები ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) დაზვერვის ჩატარება ხანძრის, ავარიული სიტუაციის განვითარების ყველა შესაძლო მიმართულებაზე გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლების მიერ (გამოცდილ მეთაურთა ხელმძღვანელობით);

ბ) ენერგეტიკის ობიექტის ცვლის უფროსთან კავშირის დამყარება, მისგან ხანძარზე (ავარიაზე) არსებული ვითარების შესახებ მონაცემების და ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე წერილობითი დაშვების მიღება;

გ) სახანძრო და საავარიოსამაშველო ტექნიკისა და ლულების დამიწების ადგილების, დამიწების მოწყობილობების არსებობის, აგრეთვე პირადი შემადგენლობის დიელექტრიკული საშუალებებით უზრუნველყოფის შესაძლებლობის განსაზღვრა, ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას უსაფრთხოების ზომების დადგენა;

დ) საავარიო-გამსვლელი ბრიგადის მისვლამდე ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ წინასწარ შემუშავებული და შეთანხმებული გეგმის მიხედვით;

ე) პირველ რიგში, მზიდი კონსტრუქციებისა და აფეთქება, ხანძარსაშიში მოწყობილობებისათვის მაღალი საშიშროების მქონე კერების ლიკვიდაცია;

ვ) ტექნოლოგიური წყალსატევების განლაგების და შევსების დონის, აგრეთვე ტექნოლოგიურ სისტემებში ორთქლის არსებობის დადგენა;

ზ) უბნების და სათავსების დადგენა, რომლებშიც პირადი შემადგენლობის ყოფნა დაშვებულია ან აკრძალულია;

თ) მოწყობილობების და ელექტროდანადგარების დადგენა, რომელთა მუშაობა ხელს შეუწყობს ხანძრის (ავარიის) გავრცელებას ან წარმოადგენს საშიშროებას ხანძრის ჩაქრობისა და საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს;

ი) ელექტროდანადგარებზე ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება მხოლოდ ძაბვის მოხსნის, სახანძრო ავტომობილების და ლულების დამიწების, აგრეთვე ობიექტის ტექნიკური პერსონალის ან ენერგოობიექტის საავარიოგამსვლელი ბრიგადის უფროსისაგან ინსტრუქტაჟის და წერილობითი დაშვების მიღების შემდეგ;

კ) ხანძრის გავრცელების საშიშროების არსებობისას პერსონალთან ერთად ტურბოგენერატორების გათიშვა და გაგრილების სისტემიდან ინერტული აირით წყალბადის გამოდევნა, ზეთის სისტემიდან და ავზებიდან ავარიულ ავზში ზეთის ჩაღვრა;

ლ) მზიდი კონსტრუქციებისა და გადახურვების მდგომარეობაზე მუდმივი თვალყურის დევნება, მათი გაგრილების უზრუნველყოფა;

მ) ფხვნილის, დაბალი ჯერადობის ქაფის ან გაფრქვეული წყლის მიწოდება ტრანსფორმატორებში ან სხვა ზეთვსებულ მოწყობილობებში სალტესადენის ხვრელიდან, ტრანსფორმატორებიდან ზეთის ავარიული დაღვრის თავიდან აცილებით;

ნ) თხევადი ლითონის თბომატარებლის ჩაქრობა მიზნობრივი დანიშნულების ფხვნილის ცეცხლმაქრი შემადგენლობებით.   

3. აკრძალულია პირადი შემადგენლობის თავმოყრა იმ სათავსებში, სადაც განთავსებულია ელექტროდანადგარები და პირადი შემადგენლობის მიერ ელექტროენერგიის დამოუკიდებლად გათიშვა და ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება.

 

თავი VII. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება შენობანა-გებობებში 

    მუხლი 41. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება სამოქალაქო დანიშნულების შენობებში

1. სამოქალაქო დანიშნულების შენობებში ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის დროს შესაძლებელია:

ა) ცეცხლის სწრაფი გავრცელება ზედა სართულებზე გადახურვებში არსებული ღიობებიდან და ღრეჩოებიდან, სავენტილაციო არხებიდან, შახტებიდან, ლიუკებიდან, სხვა კომუნიკაციებიდან, აივნების და ლოჯიების წვადი ელემენტებიდან, აგრეთვე რკინა-ბეტონის, ლითონის გახურებული კონსტრუქციებიდან, ფანჯრებიდან და სხვა;

ბ) მაღალი ტემპერატურა და საევაკუაციო გზების დაკვამლიანება, დამოუკიდებლად გადაადგილების და ევაკუაციის უნარს მოკლებული ადამიანების არსებობა (მცირეწლოვანი ბავშვები, ავადმყოფები, მოხუცები და სხვ.);

გ) შენობების კონსტრუქციული და არქიტექტურული თავისებურებები, შენობის პერიმეტრზე სტილობატის არსებობა, რაც ართულებს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის განთავსებას და ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას;

დ) ცეცხლის და ტოქსიკური პროდუქტების სწრაფი გავრცელება შენობის შიგნით და გარეთ;

ე) შენობის ზედა სართულებზე ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოებისას ცეცხლმაქრი საშუალებების მიწოდების სირთულე და შრომატევადობა;

ვ) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად სპეციალური ტექნიკური საშუალებების დიდი რაოდენობით გამოყენების აუცილებლობა;

ზ) კულტურულ-მატერიალურ ფასეულობათა არსებობა დიდ ფართობებზე;

თ) მაღალი ტემპერატურა სარდაფების სათავსებსა და უფანჯრო სათავსებში, მათში სხვადასხვა მასალებისა და ნივთიერებების, ელექტრო, აირ და სხვა კომუნიკაციების არსებობა;

ი) სამშენებლო კონსტრუქციების დეფორმაცია, ჩამონგრევა;

კ) პიროლიზის და არასრული წვის პროდუქტების ჰაერთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნილი წვადი ნარევების აფეთქება (ანთება);

ლ) წვადი აირებიანი სატრანსპორტო და საყოფაცხოვრებო ბალონების, აგრეთვე ადვილად წვადი და წვადი სითხეებიანი ავზების აფეთქება;

მ) გრძელი საევაკუაციო გზები, მაღალი ტემპერატურა, ცეცხლმოდებული და ზედა სართულების ზონაში მოქცეული საევაკუაციო გზების დაკვამლიანება;

ნ) სატელეფონო და სხვა სახის კავშირის შეწყვეტა და სახანძრო დაცვის დანაყოფების და საავარიო-სამაშველო ფორმირებების, ქალაქის სასიცოცხლო უზრუნველყოფის სხვა სამსახურების გამოძახების შეუძლებლობა ხანგრძლივი დროის მანძილზე;

ო) განშტოებულ ელექტროქსელში დიდი რაოდენობით მეორადი მოკლე ჩართვების წარმოქმნა;

პ) ძვირად ღირებული რადიოელექტრონული აპარატურის, საკაბელო კომუნიკაციების და დროებითი გაყვანილობის არსებობა;

ჟ) შენობის ზედა სართულებზე დახურულ საკომუნიკაციო და დეკორატიულ არხებში ცეცხლმაქრი საშუალებების მიწოდების და სამაშველო სამუშაოების წარმოების სირთულე და შრომატევადობა;

რ) ხანძრის ჩასაქრობად სპეციალური ცეცხლმაქრი და ტექნიკური საშუალებების გამოყენების საჭიროება;

ს) შეკიდული და დეკორატიული კონსტრუქციების, სანათი და აუდიო-ვიდეოტექნიკის ანძების ჩამოშლა;

ტ) შენობასთან მისასვლელების ჩახერგვა და კეთილმოწყობილი გზების არარსებობა;

უ) ხანძარსაწინააღმდეგო და კვამლსაწინააღმდეგო სისტემების და მოწყობილობებისათვის, აგრეთვე ლიფტების მოძრაობის მარეგულირებელი ელექტრომოწყობილობებისათვის ენერგომომარაგების შეწყვეტა;

ფ) სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად ავტოკიბეების და ავტოამწეების განთავსების, გადარჩენის და ხანძრის ჩაქრობის სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენების სირთულე;

ქ) ნანგრევებში წვის კერების ლიკვიდაციის სირთულე, რომელიც გამოწვეულია ნგრევის შედეგად წარმოქმნილი საჰაერო ჯიბეების არსებობით.         

2. სახანძრო დაცვის დანაყოფის პირადი შემადგენლობა, რომელიც პირველი მივიდა ხანძარზე, ხანძრის (ავარიის) დაზვერვასთან ერთად ორგანიზებას უწევს ადამიანთა გადარჩენასა და ევაკუაციას, ახორციელებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა ძირითად (მთავარ) მოქმედებებს.

3. მრავალსართულიან შენობებში ხანძრის (ავარიის) დაზვერვას, როგორც წესი, ერთდროულად ახორციელებს გაზკვამლდაცვის სამსახურის არანაკლებ ორი რგოლი, ამასთან, უსაფრთხოების საგუშაგოზე გადაუდებელი დახმარების გასაწევად მობილიზებულ უნდა იქნეს სრულ მზადყოფნაში მყოფი სათადარიგო გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლი.

4. სამოქალაქო დანიშნულების შენობებში ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ადამიანთა თავშეყრის ადგილების დადგენა, მათი გადარჩენის უმოკლესი გზების და ხერხების შერჩევა, პანიკის თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება (ხმამაღლამოლაპარაკე საშუალებების გამოყენება და სხვ.);

ბ) ხანძრის კერასთან მისასვლელი გზების, ხანძრის ფართობის და ცეცხლის გავრცელების შესაძლო მიმართულებების განსაზღვრა;

გ) ლოჯიების, აივნების, გარე სახანძრო კიბეების, ავტოამწეების, ავტოკიბეების და ადამიანთა გადარჩენის სხვა საშუალებების გამოყენების შესაძლებლობის დადგენა;

დ) ადმინისტრაციისგან უნიკალური და ფასეული მოწყობილობების განთავსების ადგილის შესახებ ინფორმაციის მიღება, ცეცხლისა და კვამლისაგან წარმოქმნილი საფრთხის ხარისხის დადგენა, არსებული მოწყობილობების დაცვის და ევაკუაციის საჭიროების, წესის, რიგითობის განსაზღვრა;

ე) თვითგადარჩენის საშუალებების შეძლებისდაგვარად გამოყენება იმ ადამიანების სასუნთქი ორგანოების დასაცავად, რომლებსაც უწევენ დახმარებას;

ვ) გადარჩენის სტაციონარული მოწყობილობების, გარე სახანძრო და დაუკვამლიანებელი კიბეების, სამაშველო მოწყობილობებით აღჭურვილი ამწეტექნიკისა და სხვა სპეციალიზებული მოწყობილობების ამოქმედება;

ზ) ლიფტების ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმში გამოყენების შესაძლებლობის დადგენა პირადი შემადგენლობის გადასაადგილებლად და სახანძრო-ტექნიკური, სამაშველო შეიარაღებისა და მოწყობილობების ასატანად;

თ) საჭიროების შემთხვევაში სახელოების შენობის გარეთ გაყვანა ორი განშტოების დაყენებით (ერთი – მაგისტრალურ ხაზში შენობის წინ, მეორე – ცეცხლმოდებული სართულიდან 12 სართულით ქვემოთ კონსტრუქციაზე მიმაგრებით);

ი) აუცილებლობის შემთხვევაში შენობის ზედა სართულებში, შუალედური წყალსაცავების და გადასატანი მოტოტუმბოს გამოყენებით ხანძრის ჩაქრობის საშუალებების მიწოდების ორგანიზება;

კ) აუცილებლობის შემთხვევაში და შეძლებისდაგვარად ხანძრის ჩაქრობის და გადარჩენის საშუალებებით აღჭურვილი საფრენი აპარატების გამოყენება;

ლ) ზომების მიღება ცეცხლმოდებული სათავსების გვერდით განთავსებული სართულების, ლოჯიების და აივნების გაფანტული ნაპერწკლებისა და ცეცხლმოდებული საგნებისაგან დასაცავად;

მ) ზომების მიღება პირადი შემადგენლობის, სახანძრო (საავარიო-სამაშველო) ავტომობილების, სახელოების ხაზების, შლანგების, ელექტრული კაბელების მინის ნამსხვრევებისაგან და სხვა საგნებისაგან დასაცავად;

ნ) სათადარიგო სახელოების მქონე საგუშაგოს დაყენება შემდეგი ანგარიშით: ერთი საგუშაგო ერთ ვერტიკალურად გაყვანილ სახელოს ხაზზე, აგრეთვე ერთი მეხანძრე თითოეულ განშტოებაზე სახელოს ხაზების კონტროლისათვის და საიმედო მუშაობის უზრუნველსაყოფად;

ო) დადგინდეს, ნებადართულია თუ არა წყლის გამოყენება ხანძრის ჩასაქრობად და შესაძლებელია თუ არა შიდა ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის და ხანძრის ჩაქრობის სისტემების გამოყენების შესაძლებლობა;

პ) ძაბვის ქვეშ მყოფი დანადგარების არსებობის და მათი გათიშვის აუცილებლობის დადგენა, ძალური და გამანათებელი ქსელის გასათიშად ზომების მიღება ადმინისტრაციის დახმარებით;

ჟ) ხანძრის ჩაქრობა და კონსტრუქციების დაშლა შენობების, მოწყობილობების და მატერიალური ფასულობების მინიმალური დაზიანებით;

რ) არ დაიშვას წყლის ზედმეტი დაღვრა, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნეს ალტერნატიული ცეცხლმაქრი ნივთიერებები;

ს) კონსტრუქციულ-ტექნოლოგიური გადახურვების სიცარიელების, ტიხრების, სავენტილაციო და კალორიფერული არხების გულმოდგინედ შემოწმება.         

5. სამოქალაქო დანიშნულების შენობების სართულებზე ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) სამაშველო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა შენობა-ნაგებობის საევაკუაციო გზებზე პანიკის თავიდან აცილებით;

ბ) ლულების მიწოდება კიბის უჯრედებიდან, აგრეთვე ხელის სახანძრო კიბეების, ავტოკიბეების და ავტოამწეების გამოყენება ლულების მისაწოდებლად ფანჯრის და სხვა ღიობებში;

გ) ჩაქრობის განხორციელება სართულების ყველა სათავსში ერთდროულად, ძალებისა და საშუალებების უკმარისობის შემთხვევაში ლულების მიწოდება ცეცხლის გავრცელების გზებზე;

დ) ლულების შეყვანა ერთდროულად ხანძრის კერაში, მომიჯნავე სართულებსა ან სხვენში, აგრეთვე კონსტრუქციების საკომუნიკაციო არხებსა და სიცარიელებში ცეცხლის შესაძლო გავრცელების გზებზე;

ე) ზედა სართულებზე ან სახურავზე ცეცხლმაქრი ნივთიერებების მისაწოდებლად მშრალი მილების და შიდა სახანძრო ონკანების გამოყენება წნევის მოსამატებელი ტუმბოს ამუშავებით;

ვ) იძულებითი ვენტილაციის, კვამლის მოცილების ავტომობილების, კვამლგამწოვების, გადასატანი ვენტილატორების გამოყენების შესაძლებლობის განსაზღვრა ცეცხლმოდებული და მის ზემოთ მდებარე სართულებიდან, აგრეთვე საევაკუაციო გზებიდან კვამლის გასაწოვად;

ზ) სავენტილაციო კომუნიკაციების შემოწმების ორგანიზება ცეცხლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.  

6. სამოქალაქო დანიშნულების შენობების სარდაფებში ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) შენობის სარდაფის სათავსებში, სართულებსა და სხვენში დაზვერვის ერთდროულად ჩატარების ორგანიზება;

ბ) ხანძრის ჩაქრობა გაზკვამლდაცვის სამსახურის ძალების გამოყენებით და წესდების 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ძირითადი ძალებისა და საშუალებების გაგზავნა ხანძრის კერის ჩასაქრობად, იმავდროულად პირველი სართულის დაცვა;

გ) კავშირის ორგანიზება ჩაქრობის და გადარჩენის ძალებისა და საშუალებების მართვისათვის;

დ) სარდაფის დაგეგმარების, შენახული მასალების, გადახურვის კონსტრუქციული ელემენტების ხასიათის, შენობის სართულებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროების დადგენა;

ე) ქაფის ლულების, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – წყლის (დამასველებლების დამატებით) გაფრქვეული და კომპაქტური ნაკადის მიწოდების უზრუნველყოფა;

ვ) ტემპერატურის შესამცირებლად და კვამლის გასაფანტად წვრილად გაფრქვეული წყლის ნაკადის გამოყენება;

ზ) კიბის უჯრედის დაკვამლიანების თავიდან ასაცილებლად შენობის თავისუფალი ღიობების, ზღუდარების და კვამლის გაწოვის საშუალებების გამოყენება;

თ) არსებული ღიობების გავლით ხანძრის კერასთან დროულად მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში გადახურვებსა ან კედლებში ახალი ღიობების გახსნის ადგილების განსაზღვრა;

ი) ვითარების უეცარი შეცვლისას მეხანძრეების, მაშველების გამოსვლის (უკან დახევის) შესაძლებლობის გათვალისწინება.   

7. სამოქალაქო დანიშნულების შენობების სხვენში ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ლულების მიწოდება ორი მიმართულებით – კიბის უჯრედის მხრიდან და სახურავიდან (სამერცხულიდან და გახსნილი სახურავიდან);

ბ) სახურავის გახსნა კვამლის გასაწოვად, სივრცეში ტემპერატურის დასაწევად და ლულების მისაწოდებლად;

გ) გადასაკეტი და გამფრქვევი ლულების მიწოდება, დამასველებლებისა და ქაფის გამოყენება;

დ) ლულების მიწოდება შენობის სართულების დასაცავად;

ე) ცეცხლმოდებული გადახურვის საკონტროლო გახსნა მთელ ფართობზე როგორც სხვენის, ისე ქვემოთ მდებარე სართულის მხრიდან;

ვ) სავენტილაციო, საკომუნიკაციო და ნაგავსატარი არხების შემოწმება მთელ სიგრძეზე;

ზ) სართულების დაცვა ზედმეტად დაღვრილი წყლისაგან;

თ) უსაფრთხოების ზომების დაცვის უზრუნველყოფა დაქანებულ და მოყინულ სახურავებზე, მათ შორის, პირადი შემადგენლობის თავმოყრის აკრძალვა ცეცხლმოდებულ სახურავსა და მის ქვეშ, სახურავის გახსნისას ამოვარდნილი ცეცხლისა და კვამლისაგან მათი დაცვის მიზნით.

8. სამოქალაქო დანიშნულების შენობების საკომუნიკაციო ნაგებობებში (სართულებში) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) მცირე ხარჯის ლულების მიწოდება;

ბ) პირადი შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების ზომების დაცვით მოცულობითი ჩაქრობის საშუალებების (აირის, ფხვნილის და ა.შ.) შეძლებისდაგვარად გამოყენება ან ნაგებობის (სართულის) ქაფით შევსება;

გ) დენსატარი და აირის კომუნიკაციების, ძალური და გამანათებელი ელექტროქსელის გათიშვის ორგანიზება ობიექტის ენერგოსამსახურების მიერ;

დ) ცეცხლის გავრცელების გზებზე (კაბელი, მილსადენების თბოიზოლაცია და ა.შ.) ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების და ხანძარსაწინააღმდეგო ეკრანების (წყლის ფარდები, ლითონის ფურცლები და ა.შ.) მოწყობა;

ე) საკომუნიკაციო კოლექტორებიდან კვამლის გაწოვის ორგანიზება.   

9. მშენებარე შენობებში ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:  

ა) შენობის მზიდი და შემომღობი კონსტრუქციების, ხარაჩოების, გადასასვლელების დაცვის უზრუნველყოფა, ამასთან დიდი ხარჯის წყლის ლულების მიწოდება შენობის შიგნით ცეცხლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

ბ) განვითარებული ხანძრების დროს დიდი ხარჯის წყლის ლულების მიწოდება შენობის შიგნით;

გ) აუცილებლობის შემთხვევაში ხარაჩოების და სხვა წვადი მასალების დაშლა, ხანძარ-საწინააღმდეგო მანძილების მოწყობა;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში, ხანძრის ჩასაქრობად ლულების მიწოდება ხელის სახანძრო კიბეების, ავტოკიბეების და მუხლაამწეების გამოყენებით;

ე) სამშენებლო ტექნიკისა და მანქანების (ამწეები, ხსნარების მიმწოდებელი მანქანები, მექანიზმები და სხვ.) ამოქმედება ცეცხლმაქრი ნივთიერებების მისაწოდებლად და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღებისა და მოწყობილობების გადასაადგილებლად;

ვ) განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა პირადი შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების ზომების დაცვაზე (შემოღობვების არარსებობა, გადახურვებსა და კედლებში დაუხურავი ღიობების არსებობა, ჩამოკიდული ტვირთები).   

    მუხლი 42. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ადამიანთა მასობრივი თავშეყრის შენობებში  

1. ადამიანთა მასობრივი თავშეყრის შენობებში ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის დროს შესაძლებელია:

ა) პანიკის წარმოქმნა;

ბ) დამოუკიდებელი გადაადგილების უნარს მოკლებული ადამიანების დიდი რაოდენობით ყოფნა;

გ) ინფექციური და ფსიქონევროლოგიური ავადმყოფების ყოფნა;

დ) ფანჯრებსა და კარებებზე ლითონის ბადეების და გისოსების არსებობა;

ე) ძვირადღირებული სპეციალური სამედიცინო აპარატურის, ელექტრომოწყობილობების, სხვადასხვა ქიმიური რეაქტივებისა და ნივთიერებების არსებობა;

ვ) ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფა ფარმაცევტული პრეპარატების წვის დროს;

ზ) ბავშვების პანიკური შიში, უმართაობა ან მათი ძნელად მისადგომ ადგილებში დამალვა;

თ) დამოუკიდებელი გადაადგილების უნარს მოკლებული ბავშვების დიდი რაოდენობით ყოფნა (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ასაკის ბავშვები, ბავშვები სამკურნალო იზოლატორებში);

ი) სამაყურებლო დარბაზსა და სცენურ კომპლექსში ადამიანთა დიდი რაოდენობით ყოფნა;

კ) სცენურ კომპლექსში ცეცხლის სწრაფი გავრცელება, სამაყურებლო დარბაზსა და სხვენში მისი გადასვლა, აგრეთვე ხანძრის გავრცელება სავენტილაციო სისტემებსა და სიცარიელებში;

ლ) სცენური კომპლექსის და სამაყურებლო დარბაზის სათავსების სწრაფი დაკვამლიანება;

მ) ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრო-ტექნიკური მოწყობილობების და მექანიზმების არსებობა;

ნ) სამაყურებლო დარბაზში შეკიდული გადახურვების ჩამონგრევა და გამანათებელი ხელსაწყოების ჩამოვარდნა;

ო) დიდი წვადი დატვირთვა;

პ) წვა დიდ სიღრმეზე განთავსებულ სათავსებში;

ჟ) ძლიერი კონვექტიული ნაკადები, გამოწვეული დიდი მოცულობით და დაგეგმარების ანფილადური სქემის არსებობით;

რ) გასასვლელების ჩახერგვა ჩამონგრეული სტელაჟებით და ლითონის კონსტრუქციებით;

ს) წვის გავრცელება გადახურვების, ტიხრების, ჰაერსატარების სიცარიელეებში, ამწეებსა და კონვეიერებში;

ტ) წვის გადასვლა შენობის გადახურვაზე, შუქფარნის ჩამოშლის გამო;

უ) შესასვლელების და ფანჯრების ღიობების არასაკმარისი რაოდენობა;

ფ) ხანძრის საშიში ფაქტორებით და ცეცხლმაქრი ნივთიერებებით სამეცნიერო, სამხატვრო და ისტორიულ ფასეულობათა დაზიანება.

2. ხანძრის (ავარიის) შესახებ არასარწმუნო ინფორმაციის არსებობისას, შენობაში პანიკის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების ხმოვანი და შუქური სიგნალების გათიშვა გამოძახების ადგილთან მისვლამდე, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის განთავსება შეძლებისდაგვარად ადამიანთა მხედველობის ზონის ფარგლებს გარეთ.

3. სამედიცინო დაწესებულებებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) იმ ავადმყოფების რაოდენობის და ტრანსპორტაბელურობის დადგენა, რომლებსაც ესაჭიროებათ ევაკუაცია;

ბ) ავადმყოფების, მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენაევაკუაციისათვის და პანიკის თავიდან ასაცილებლად საჭირო სამედიცინო პერსონალის, სახანძრო და სამაშველო გათვლების და სხვა ჩაბმული სამსახურების პირადი შემადგენლობის რაოდენობის დადგენა;

გ) ავადმყოფების ადგილსამყოფელის, გამოყვანის ხერხების და რიგითობის განსაზღვრა;

დ) ევაკუირებული ავადმყოფების შეკრების ადგილის განსაზღვრა;

ე) მომსახურე სამედიცინო პერსონალთან კავშირის დამყარება;

ვ) გადარჩენილი და ევაკუირებული ავადმყოფების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნა საავადმყოფოს მომსახურე პერსონალიდან;

ზ) ადვილად აალებადი, ტოქსიკური ნივთიერებებისა და მასალების, ავარიული ქიმიურად საშიში ნივთიერებების შენახვის ადგილების დადგენა;

თ) სახელოების ხაზების გაყვანა ისე, რომ ისინი არ აფერხებდნენ ევაკუაციასა და გადარჩენას;

ი) მედიკამენტების საწყობების, აფთიაქების, ფარმაცევტული განყოფილებების და სამკურნალო კაბინეტების მოწყობილობების დაღვრილი წყლისაგან დაცვის უზრუნველყოფა;

კ) სასუნთქი ორგანოების და კანის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება ინფექციურ განყოფილებებსა და სათავსებში, რომლებშიც შესაძლებელია ინახებოდეს შხამიანი სამედიცინო პრეპარატები;

ლ) ინფექციურ განყოფილებებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე პირადი შემადგენლობის სანიტარიული დამუშავების, სპეციალური ტანსაცმლის და სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო შეიარაღებისა და მოწყობილობების დეზინფექციის ორგანიზება, პირადი შემადგენლობის სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება სამედიცინო პერსონალის მითითებების შესაბამისად.

4. საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და სააღმზრდელო დაწესებულებებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) კავშირის დამყარება დაწესებულების მომსახურე პერსონალთან;

ბ) საშიში ზონიდან ბავშვების ევაკუაციისათვის პერსონალის მიერ მიღებული ზომების დადგენა;

გ) ბავშვების რაოდენობის, მათი ასაკის და შესაძლო ადგილსამყოფლის დადგენა;     

დ) პედაგოგებთან და მომსახურე პერსონალთან ერთად ბავშვების (პირველ რიგში მცირე ასაკის) ევაკუაციის ორგანიზება, საევაკუაციო გზების დაცვის უზრუნველყოფა;

ე) ევაკუირებული ბავშვების შეკრების ადგილის განსაზღვრა;

ვ) გასართობი და საძინებელი ოთახების, საკუჭნაოების, კარადების, ლოგინების, ფარდებისა და სხვადასხვა ავეჯის გულმოდგინედ შემოწმება (მათში ბავშვების დამალვის გამორიცხვის მიზნით);

ზ) ევაკუაციის შემდეგ ბავშვების აღრიცხვის მოთხოვნა დაწესებულების ხელმძღვანელებისაგან.     

5. კულტურულ-სანახაობით დაწესებულებებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) კავშირის დამყარება დაწესებულების ადმინისტრაციასთან და შიდა კავშირის საშუალებების გამოყენების შესაძლებლობის დადგენა ხანძრის ჩაქრობის და სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელობისათვის;

ბ) ზომების მიღება პანიკის თავიდან ასაცილებლად, ძალების და საშუალებების გამოყენება პირველ რიგში ადამიანთა გადასარჩენად;

გ) ადამიანთა ევაკუაცია მომსახურე პერსონალის დახმარებით, ევაკუაციის გეგმის მიხედვით.

6. სცენურ კომპლექსში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ხანძარსაწინააღმდეგო ფარდის დაშვება (მისი არსებობისას) და მისი გაგრილება სამაყურებლო დარბაზის მხრიდან, სცენის პორტალის დრენჩერული ფარდის ჩართვა;

ბ) ცეცხლმოდებული დეკორაციების დაშვება სცენის პლანშეტზე;

გ) უპირატესობა მიენიჭოს დიდი ხარჯის ლულების გამოყენებას;

დ) ჩაქრობის და დაცვის სტაციონარული საშუალებების ამოქმედება (ხანძრის ჩაქრობის დანადგარები, ლაფეტის ლულები, შიდა სახანძრო ონკანები);

ე) ლულების მიწოდება სამაყურებლო დარბაზის მხრიდან, ამასთან ცხაურების და სცენის ჯიბეების, აგრეთვე სცენის მომიჯნავე სათავსების ღიობების დაცვა;

ვ) საკვამლე ლიუკების გახსნა ძალების და საშუალებების არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, სამაყურებლო დარბაზში ცეცხლისა და კვამლის გადასვლის აშკარა საშიშროების არსებობისას, აგრეთვე დაკვამლიანების თავიდან აცილების მიზნით დარბაზში მაყურებლების ყოფნის დროს;

ზ) ტრიუმში წვის შემთხვევაში საშუალო ჯერადობის ქაფის გამოყენება, სცენის პლანშეტის დაცვის უზრუნველყოფა საორკესტრო სათავსიდან, ლულების მიწოდება სხვა სათავსების დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში სცენის იატაკის გახსნა ტრიუმში ცეცხლმაქრი ნივთიერებების მისაწოდებლად;

თ) პირველი ლულების მიწოდება ცეცხლმოდებული ცხაურების, მუშა-გალერეების ჩასაქრობად უპირველეს ყოვლისა სცენის მხრიდან, ხოლო შემდეგ – კიბის უჯრედებიდან;

ი) ლულების მიწოდების უზრუნველყოფა გადახურვაზე და სამაყურებლო დარბაზის სასხვენო სათავსში;

კ) ზომების მიღება მეხანძრეების დასაცავად შენობის სხვადასხვა კონსტრუქციების, ჯალამბრების, განათების საშუალებების და სხვათა შესაძლო ჩამოვარდნისაგან.

7. სამაყურებლო დარბაზში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ლულების მიწოდება სცენური კომპლექსის, მუშა გალერეების, ჰოლების ვესტიბიულების, ფოიეს მხრიდან სცენის და საევაკუაციო გზების იმავდროული დაცვით;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ფარდის დაშვება (მისი არსებობისას) და მისი გაგრილება სცენის მხრიდან, სცენის პორტალის დრენჩერული ფარდის ჩართვა;

გ) ლულების მიწოდება სხვენის სათავსების მოცულობაში ტემპერატურის დასაწევად, ზომების მიღება შეკიდული გადახურვების გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად;

დ) ლულების მიწოდება გადახურვაზე;

ე) სავენტილაციო სისტემების შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში ჰაერსატარების გახსნა და მათში ლულების მიწოდება;

ვ) ზომების მიღება მეხანძრეების დასაცავად შეკიდული ჭერის, ჩუქურთმების, განათების საშუალებების შესაძლო ჩამოვარდნისაგან. 

8. მუზეუმებში, საგამოფენო პავილიონებში, ბიბლიოთეკებში, არქივებსა და წიგნსაცავებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ადამიანთა ევაკუაციის ორგანიზება მომსახურე პერსონალის დახმარებით;

ბ) უნიკალურ ფასეულობათა განთავსების ადგილის, ხანძრისაგან შექმნილი საშიშროების ხარისხის, მათი ევაკუაციის საჭიროების და რიგითობის დადგენა;

გ) ხანძრის ჩაქრობის სტაციონარული სისტემების მდგომარეობის და მათი გამოყენების შესაძლებლობის განსაზღვრა;

დ) ხანძრის ჩასაქრობად ინერტული აირების, ცეცხლმაქრი ფხვნილების, გაფრქვეული წყლის, წყლის ჩამკეტი ლულების მიწოდება;

ე) ხანძრის ჩაქრობა მატერიალური ფასეულობების დაღვრილი წყლისაგან დაცვით;

ვ) ხანძრის ჩაქრობა და კონსტრუქციების დაშლა ექსპონატებისა (საჭიროების შემთხვევაში მათი ევაკუაცია) და სათავსების არქიტექტურული გაფორმების დაცვით; 

ზ) გადახურვების, ტიხრების, სავენტილაციო არხების არქიტექტურული კონსტრუქციების სიცარიელეების გულმოდგინედ შემოწმება, მათზე ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით;

თ) ზომების მიღება სათავსების დაკვამლიანების შესამცირებლად.

    მუხლი 43.   ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება სამრეწველო დანიშნულების შენობებში

1. სამრეწველო დანიშნულების შენობებში ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის დროს შესაძლებელია:

ა) ხანძრის გავრცელება დიდი სიჩქარით სამშენებლო კონსტრუქციებზე, გალერეებსა და ტრანსპორტიორებზე, სავენტილაციო სისტემებსა და პნევმოტრანსპორტზე (მტვრის დიდი რაოდენობის გამო), აგრეთვე მზა პროდუქციასა და საწარმოო ნარჩენებზე;

ბ) ხანძრის, წვის პროდუქტების, ავარიული ქიმიურად საშიში ნივთიერებების მომიჯნავე სათავსებში გადასვლა სავენტილაციო სისტემებიდან, სატვირთო ლიფტების შახტებიდან;

გ) აფეთქებები სავენტილაციო მოწყობილობებში და ფილტრების სათავსებში, სადაც შესაძლებელია მტვრის დაგროვება;

დ) ძველ შენობებში საპოხი ზეთით გაჟღენთილი გადახურვების ფარული წვა;

ე) დაკვამლიანების, დაგაზიანების მაღალი ჯერადობა და ხანძრის ფართობის მნიშვნელოვანი ზრდა განვითარების საწყის სტადიაზე;

ვ) შეკიდული ჭერის ჩამონგრევა;

ზ) სამღებრო-მოსაპირკეთებელ საწარმოებში გოგირდწყალბადის და მწვავე ნატრის არსებობა, აგრეთვე ტექნოლოგიურ პროცესში რადიოაქტიური იზოტოპების გამოყენება;

თ) კვამლის, ავარიული ქიმიურად საშიში ნივთიერებების გაწოვის სირთულე უფარნო ტიპის შენობებიდან;

ი) ხანძრის ფართობის ზრდის საშიშროება, გამოწვეული ნაპერწკლების გაფანტვით ღია ხანძრის დროს;

კ) ტრანსპორტიორების ლენტების გაგლეჯა და მათი ჩამოვარდნა დახრილ გალერეებში, აგრეთვე თვით გალერეების ჩამონგრევა;

ლ) წვადი სითხეების, დამდნარი ლითონისა და წიდის დიდი რაოდენობით დაღვრა;

მ) ცეცხლის სწრაფი გავრცელება ზეთიან სატრანსპორტო სისტემებში, საკაბელო გვირაბებსა და სართულებზე, სატრანსპორტო გალეერებში (მაღალი წნევის ჰიდრავლიკის სისტემების დაზიანებისას), ხოლო ზეთის სარდაფებსა და გვირაბებში – დიდი ფართობის გადახურვის წვად მათბუნებელზე;

ნ) ძლიერი დაკვამლიანება, დიდი მოცულობის დაგაზიანება წვის კერიდან და ავარიის წარმოქმნის ადგილიდან მნიშვნელოვან მანძილებზე;

ო) აპარატებიდან და მილსადენებიდან წნევით და თვითდინებით გამოსული აირების და სითხეების ჩირაღდნული წვა;

პ) ჟანგბადსადენების მთლიანობის დარღვევა;

ჟ) აპარატებიდან და კომუნიკაციებიდან წნევით და თვითდინებით გამოსული აირების და სითხეების, აგრეთვე დაღვრილი სითხეების ჩირაღდნული წვის დროს ძლიერი თბური გამოსხივება;

რ) მასალების თერმული დაშლის დროს შხამიანი ორთქლების და აირების, ტოქსიკური პროდუქტების გამოყოფა;

ს) ნივთიერებების და მასალების არსებობა, რომელთა ჩაქრობა საჭიროებს სპეციალურ ცეცხლმაქრ ნივთიერებებს;

ტ) დიდ ფართობზე დაღვრილი ნავთობპროდუქტების წვა;

უ) სათავსების ძლიერი დაკვამლიანება და არასაკმარისი განათება;

ფ) სართულებსშორისი გადახურვების და კონსტრუქციების არსებობა (ცალკეულ შემთხვევებში), რომლებიც არ არის დაკავშირებული მზიდ კედლებთან, ამწე ლიფტების შახტებთან და ხელს უწყობს ცეცხლის გავრცელებას ზედა სართულებში თბოიზოლაციის საშუალებით;

ქ) ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფა სინთეტიკური თბომაიზოლირებელი მასალების წვისას;

ღ) გამაციებელი აგენტების მიწოდების კომუნიკაციების და მოწყობილობების მთლიანობის დარღვევა, დაგაზიანებული ზონების წარმოქმნა, აფეთქებები, მოწამვლა, ქიმიური და თერმული დამწვრობები;

ყ) თბოიზოლაციის წვის ფარული კერების არსებობა, მათი აღმოჩენის, აგრეთვე მათთან მისვლის სირთულე;

შ) თბომაიზოლირებელი ფილების კედლის კონსტრუქციებზე სამაგრების დაზიანება და ფილების ჩამოცვენა;

ჩ) სტელაჟების ჩამოშლა, მათზე განთავსებული საქონლით და ჩამონგრეული კონსტუქციებით გასასვლელების ჩახერგვა;

ც) სხვადასხვა ფიზიკურ-ქიმიური თვისებების მქონე მნიშვნელოვანი მატერიალური ფასეულობების არსებობა;

ძ) ხანძრის ჩაქრობაზე მიმართული მოქმედებების ჩატარების რთული პირობები, რომლებიც გამოწვეულია დაგეგმარების თავისებურებებით, შესასვლელებისა და ღიობების მცირე რაოდენობით, აგრეთვე ადამიანთა და მატერიალურ ფასეულობათა დიდი რაოდენობით;

წ) პოლიმერული მასალების ცეცხლმოდებული შენადნობის დაღვრა, რაც ხელს უწყობს ხანძრის გავრცელებას ცეცხლმოდებულ და მის ქვემოთ მდებარე სართულებზე;

ჭ) ლითონის კონსტრუქციების, სტელაჟების ჩამონგრევა და გასავლელების ჩახერგვა;

ხ) წვის მაღალტემპერატურიანი პროდუქტების მძლავრი ვერტიკალური კონვექტიური ნაკადების წარმოქმნა;

ჯ) წვადი აირებიანი და სითხეებიანი ტექნოლოგიური აპარატების, კომუნიკაციების და საცავების არსებობა, რომლებიც ქმნიან წვადი სითხეების ან მდნარი ქიმიური ნივთიერებების აფეთქების და უეცარი დაღვრის საშიშროებას.

2. სამრეწველო დანიშნულების შენობებში ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ტექნოლოგიური მოწყობილობების გაჩერების და ელექტროენერგიის გათიშვის საჭიროების და შესაძლებლობის დადგენა, აგრეთვე ზომების მიღება ჰიდრო ან ზეთსისტემებში მუშა სითხეების მიწოდების შესაწყვეტად;

ბ) ცეცხლის გავრცელების შესაძლებლობის განსაზღვრა გადასატვირთ კვანძებში, სატრანსპორტიორო გალერეებში, ზეთის და საკაბელო გვირაბებში, სარდაფებში და სხვ.; სატრანსპორტიორო გალერეებში მზიდი კონსტრუქციების ჩასაქრობად და დასაცავად დიდი ხარჯის წყლის ლულების მიწოდების ორგანიზება, მელულეების პოზიციების განსაზღვრა გალერეების გადასატვირთ კვანძებთან შეერთების ადგილებში;

გ) ქაფის მიწოდება გვირაბების, სარდაფების, კოლექტორებისა და გალერეების დასაცავად;

დ) დიდი ხარჯის წყლის ლულების მიწოდება გადახურვის ელემენტების გასაგრილებლად, მუშა სისტემებიდან გამოსული სითხეების შადრევნული წვის ჩასაქრობად;

ე) ზეთის სარდაფებში ქაფის ლულების მიწოდება ზეთის ავზების და ზეთსატარების ტრანშეების ჩასაქრობად და დასაცავად;

ვ) ზომების მიღება ავარიების შედეგად დაღვრილი გამდნარი ლითონების და წიდის ფართობის შესამცირებლად და ნადნობის სარკის გასაგრილებლად საყალიბე მიწის, კაზმის, ქვიშის გამოყენებით, ამასთან უნდა გამოირიცხოს ნადნობში წყლის მოხვედრა;

ზ) მატერიალურ ფასეულობათა განთავსების ადგილის დადგენა და მათი ევაკუაციისათვის ან დასაცავად ზომების მიღება ჩასატვირთ-გადმოსატვირთი საშუალებების გამოყენებით; დაწყობილი წვადი მასალების ევაკუაციის ორგანიზება ობიექტის მომსახურე პერსონალის დახმარებით;

თ) ლაფეტის და დიდი ხარჯის ლულების მიწოდება გრძივი გასასვლელების მხრიდან, ხოლო განივ გასასვლელებში მცირე ხარჯის ან გამფრქვევი ლულების მიწოდება;

ი) ყურადღების მიქცევა ნაგებობის მზიდი და სტელაჟური კონსტრუქციების მდგომარეობაზე, მათ დასაცავად ლულების მიწოდების ორგანიზება; სტელაჟების (რომლებზეც არ არის გადასული ცეცხლი) დასაცავად ქაფის ან გაფრქვეული წყლის გამოყენება; ცეცხლმოდებული სტელაჟების ჩასაქრობად ლულების მიწოდება ზედა ნიშნულებიდან;

კ) ჟანგბადის გაჟონვის აღმოჩენის შემთხვევაში გადაუდებელი ზომების მიღება დაზიანებების აღმოსაფხვრელად და ჟანგბადის ინერტული აირით გასაზავებლად; ატმოსფეროს შემადგენლობის ანალიზისათვის ობიექტის აირსამაშველო სამსახურის მოწვევა;

ლ) თბოიზოლაციის კონსტრუქციული თავისებურებების, ხანძარსაწინააღმდეგო სარტყელების მოწყობის ადგილების და იზოლაციაში ცეცხლის გავრცელების ფარგლების დადგენა მოსინჯვით ან საკონტროლო გახსნით მთელ სიღრმეზე; გადახურვებსა და თბოიზოლაციაში ცეცხლის გავრცელების საშიშროების არსებობის შემთხვევაში (საჭიროების მიხედვით) მექანიზებული ინსტრუმენტით ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების შექმნა; გაფრქვეული წყლის ნაკადის მიწოდება აპარატების და მილსადენების დასაცავად და გასაგრილებლად, მათი თბოიზოლაციის დაზიანების გარეშე;

მ) სავენტილაციო სისტემის გათიშვა და ცეცხლმოდებულ სათავსებში გამაციებელი ნივთიერებების მიწოდების შესაწყვეტად ზომების მიღება, ამასთან დაუშვებელია პირადი შემადგენლობის მუშაობის ზონაში გამაციებელი აგენტის გაშვება;

ნ) გამაციებელი აგენტის ღრუბლის გავრცელების შესაძლო მიმართულებების განსაზღვრა, მისი გავრცელების თავიდან აცილება გაფრქვეული წყლის ნაკადის გამოყენებით, გაციების სისტემებიდან სადრენაჟე რესივერში გამაციებელი აგენტის გაშვების და მაცივარი აგრეგატების გაჩერების შესაძლებლობის დადგენა;

ო) სამღებრო-მოსაპირკეთებელ საწარმოებში ხანძრის ჩაქრობა სასუნთქი ორგანოების და კანის დაცვის ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებით;

პ) მიწისქვეშა ბუნკერების და ტრანსპორტიორების ლენტების დასაცავად ლულების მიწოდება, ბუნკერების ქვეშ არსებული ნაფოტების ინტენსიური დასველება და გატანა, ბუნკერების ამოვსებული ფანჯრების გაწმენდა; განვითარებულ ხანძრებზე, შეძლებისდაგვარად, ბუნკერების წყლით შევსება;

ჟ) ლულების მიწოდება დახრილი გალერეების ზედა ნაწილში საამქროების მხრიდან და ჩაქრობის ორგანიზება ქვემოდან ზემოთ;

რ) გამფრქვევი ლულების გამოყენება სათავსებში, სადაც დაგროვილია მტვერი, ხოლო სათავსების დანამვის შემდეგ ჩაქრობის განხორციელება კომპაქტური ნაკადებით;

ს) ადამიანთა გადასარჩენად მიმართული ზომების მიღება ობიექტის აირსამაშველო და სასიცოცხლო უზრუნველყოფის სხვა სამსახურებთან ერთად ავარიების (რომლებსაც თან სდევს ხანძარი) ლიკვიდაციის გეგმის შესაბამისად;

ტ) აფეთქებების, დამწვრობის, მოწამვლის გამომწვევი, სწრაფი თერმული დაშლის ან აგრესიული და შხამიანი მასების გამოყოფის უნარის მქონე ნივთიერებებისა და მასალების შემადგენლობის, რაოდენობისა და განთავსების ადგილის, მათი დაცვის და საშიში ზონიდან გატანის ხერხების დადგენა; ჰაერთან, წყალთან, სხვა ცეცხლმაქრ ნივთიერებებთან, აგრეთვე მჟავეებთან, ტუტეებთან და სხვა ავრიულ ქიმიურად საშიშ ნივთიერებებთან ინტენსიური ურთიერთქმედების უნარის მქონე ნივთიერებების არსებობის, მათი განთავსების ადგილის და რაოდენობის დადგენა;

უ) ჩამკეტი და სასუნთქი არამატურების, ელექტროკაბელების ტრასების, ლითონის მზიდი კონსტრუქციების არსებობის დადგენა და ზომების მიღება მათი მთლიანობის შესანარჩუნებლად და დასაცავად;

ფ) ობიექტზე მშრალი მილებისა და სპეციალური ცეცხლმაქრი ნივთიერებების არსებობის, მათი გამოყენების, აგრეთვე ხანძრის ჩაქრობის დანადგარების ცეცხლმაქრი ნივთიერებებით გამართვის შემდეგ განმეორებით ამუშავების შესაძლებლობის და მიზანშეწონილობის დადგენა;

ქ) ტექნოლოგიური დადნადგარების განსაზღვრა, რომელთა გაჩერება შეუძლებელია ტექნიკური მიზეზების გამო; იმ აპარატების, მოწყობილობების და მილსადენების არსებობის დადგენა, რომელთა მაღალ ტემპერატურამდე გახურება გათვალისწინებულია ტექნოლოგიური პირობებით;

ღ) სამრეწველო კანალიზაციის გამტარუნარიანობის დადგენა და ხანგრძლივი ჩაქრობის დროს საამქროს ტერიტორიიდან, დანადგარებსა და შემოზვინვებიდან წყლის მოცილების შესაძლებლობის განსაზღვრა; ქარის მიმართულების, ობიექტის ტერიტორიის ქანობის და ადგილის რელიეფის განსაზრვრა მომიჯნავე დანადგარებსა და საამქროებში ცეცხლის გადასვლის ან ავარიის გავრცელების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით; ხანგრძლივი ხანძრების დროს და საამქროს (დანადგარის) ტერიტორიდან სამრეწველო კანალიზაციაში წყლის ჩაღვრის შეუძლებლობის შემთხვევაში ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების პასუხისმგებელ ხელმძღვანელთან ერთად ტექნიკისა და ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით წყლის მოცილების უზრუნველყოფა;

ყ) ობიექტის პერსონალთან ერთად ავარიულ უბანზე პროდუქტის მიწოდების შეწყვეტა ჩამკეტი არამატურის გამოყენებით; დარჩენილი პროდუქტის შეძლებისდაგვარად სათადარიგო საცავებში გადაქაჩვა, მუშა წნევის შემცირება, ტექნოლოგიური მოწყობილობების შიდა სივრცის ინერტული აირით გაქრევა ან დატუმბვა და კონდენსატის უსაფრთხო ადგილზე გადაღვრა;

შ) მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების საშიშროების მქონე შენობების კონსტრუქციების, ტექნოლოგიური დანადგარებისა და აპარატების გაგრილება ხანძრის ჩაქრობასთან ერთად;

ჩ) ქვიშის, მიწის, ხრეშის შემომღობი ზვინების მოწყობის უზრუნველყოფა წვადი სითხეებისა და გამდნარი ნივთიერებების დაღვრის თავიდან აცილების მიზნით, ხოლო ავარიული ქიმიურად საშიში ნივთიერებების ღრუბლის მოძრაობის ფრონტზე გაფრქვეული წყლის ფარდის შექმნა ობიექტის სამსახურების ძალების გამოყენებით;

ც) კაუჩუკის ან რეზინტექნიკური ნაკეთობების ჩაქრობის საწყის სტადიაზე ჩაქრობის ეფექტური საშუალებების მიწოდება (გაფრქვეული წყალი, საშუალო ჯერადობის ქაფი, ფხვნილი) გამაგრილებელი ეფექტის მქონე მოცულობითი მოქმედების ნივთიერებებისათვის უპირატესობის მინიჭებით;

ძ) ჩირაღდნული წვის ზონაში ტურბინიანი საცმის მქონე გამფრქვევი წყლის ლულების მიწოდება გამოსხივების ტემპერატურის შესამცირებლად; აირის ჩირაღდნული წვის მქონე კომუნიკაციების, აპარატების და მილსადენების გაგრილება აირის გამოსვლის სრულ შეწყვეტამდე;

წ) საგუშაგოების მოწყობა, ავტოცისტერნებით ტერიტორიის პატრულირების ორგანიზება ობიექტზე შექმნილი ვითარების შესამოწმებლად და წვის ახალი კერების აღმოსაფხვრელად;

ჭ) ყველა ტექნოლოგიური აპარატის შევსება წყლის ორთქლით ან ინერტული აირით და ინტენსიური გაგრილება აფეთქების თავიდან აცილების მიზნით, ცეცხლის გადასვლის ან ავარიის გავრცელების საშიშროების არსებობისას; არ დაიშვას ტექნოლოგიური აპარატებიდან წნევით გამოჟონილი ცეცხლმოდებული პროდუქტის ჩაქრობა, ფეთქებადსაშიში კონცენტრაციის გაზჰაერის ზონის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით;

ხ) ნარჩენების შეგროვების ადგილზე დიდი ფართობის ხანძრების ჩაქრობისას ავიატექნიკის, აგრეთვე სახანძრო ტექნიკის განსათავსებლად და სარწყავი მილსადენების გასაყვანად პონტონური საშუალებების გამოყენება;

ჯ) დიდი ფართობის გადახურვებზე წვის ლიკვიდაციისას საწყის პოზიციებად ხანძარსაწინააღმდეგო ზონების და კედლების გამოყენება, საჭირო რაოდენობის ლულების თავმოყრის უზრუნველყოფით; მშრალი მილების არსებული სისტემების გამოყენება ცეცხლმაქრი ნივთიერებების მისაწოდებლად;

ჰ) ცეცხლის გავრცელების შესაძლებლობის გათვალისწინება, როგორც ხანძარსაწინააღმდეგო ზონის ქვეშ, ისე გადახურვიდან; ცეცხლის სწრაფი გავრცელების დროს გადახურვაში ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების შექმნა; ღია წვის ლიკვიდაციის შემდეგ კედლების და სახურავის პანელების გულმოდგინედ შემოწმება მათში წვის ფარული კერების ლიკვიდაციის მიზნით.

3. სამრეწველო დანიშნულების შენობების შიგნით განვითარებულ ხანძრებზე საჭიროა დიდი ხარჯის ლულების მიწოდება რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად გადახურვების მზიდი კონსტრუქციების, ქვედა სარტყელის სვეტების, სახურავის და კედლების პანელების გასაგრილებლად, აგრეთვე კერების ჩასაქრობად და მატერიალური ფასეულობების დასაცავად.

4. სამრეწველო დანიშნულების შენობების გადახურვაზე ხანძრის ჩაქრობისა და ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა წყლის ლულების მიწოდება, სახურავის გახსნა კვამლის მოსაცილებლად და ტემპერატურის შესამცირებლად, მათბუნებლებში ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების შექმნა; ხანძრის ჩაქრობის უბნების საწყის პოზიციებად შუქაერაციული ფარნების, სავენტილაციო არხების გამოყენება.

5. სამრეწველო დანიშნულების შენობების გარე კედლის პანელებზე საჭიროა დიდი ხარჯის წყლის ლულების მიწოდება ხანძრის ჩასაქრობად და ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, იმავდროულად კონსტრუქციების დაშლა და ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების შექმნა, ფხვნილის და მცირე ხარჯის ლულებიდან გაფრქვეული წყლის გამოყენება კერების ჩასაქრობად და შენობის შიგნით მატერიალური ფასეულობების დასაცავად, აგრეთვე ცეცხლის გადასვლის შესაძლებლობის გათვალისწინება შემომღობი კონსტრუქციების სარტყელებიდან, ხანძარსაწინააღმდეგო კედლებსა და ტიხრებიდან, ხოლო კედლის და გადახურვის პანელებში – წვის ფარული კერების არსებობის დადგენა (თბომაჩვენებლების გამოყენება, მოსინჯვა, პანელების გახსნა).

    მუხლი 44. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება  ელევატორულ-სასაწყობო მეურნეობებში, წისქვილკომბინატებსა და კომბიკორმის საწარმოებში

ელევატორულ-სასაწყობო მეურნეობებში, წისქვილკომბინატებსა და კომბიკორმის საწარმოებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) საინჟინრო პერსონალის დახმარებით სავენტილაციო და ასპირაციული სისტემების გათიშვა და გადაკეტვა, საწარმოს მუშაობის შეჩერება, ჩამკეტი მოწყობილობების დეფორმაციის შემთხვევაში – ჰაერსატარის გახსნა და მისი ქაფით შევსება;

ბ) სილოსის ქვედა სართულში ცეცხლმოდებული პროდუქტის გადმოტვირთვა, მისი შემდგომი ჩაქრობით;

გ) პროდუქტის გადმოტვირთვა და ჩაქრობა გარემოს აზოტით ან ნახშირორჟანგით აუცილებელი ფლეგმატიზაციის პირობით, პროდუქტის წინასწარი გაორთქვლის და გადასაშვები ფანჯრებით შეერთებული სილოსის (ბუნკერის) და მომიჯნავე სილოსების (ბუნკერების) ზედა ნაწილების თავისუფალი მოცულობის ქაფით შევსების შემდეგ;

დ) ყველა სილოსის დაცლა და ფლეგმატიზატორის (ნახშირორჟანგის, აზოტის და სხვ.) მიწოდება მათში ავარიული სიტუაციის ლიკვიდაციამდე, თუ მომიჯნავე სილოსებში ტემპერატურა აღემატება 500 0 C;

ე) სილოსის ზედა სათავსის მხრიდან ელევატორის კოშკში დიდი ხარჯის წყლის ლულების მიწოდება, სახელოს ხაზების გაყვანა სტაციონარულ კიბეებზე ან ავტოკიბეებსა და მუხლა ამწეებზე, ხოლო კოშკის ქვედა მხრიდან – შიდა კიბეებზე. იმავდროულად კოშკის წისქვილთან ან სხვა სათავსებთან შემაერთებელი გალერეების დაცვის უზრუნველყოფა;

ვ) დამასველებელი ხსნარების გამოყენება;

ზ) წისქვილებში ხანძრის ჩაქრობისას გამფრქვევი ლულების მიწოდება პირველ რიგში ხანძრის კერასა და ზემოთ მდებარე სართულზე, ხოლო შემდგომ – ქვედა სართულსა და ღიობების დასაცავად;

თ) გამფრქვევი ლულების გამოყენება სათავსებში, რომლებშიც დაგროვილია ფქვილის და ელევატორის მტვერი, აგრეთვე არის ფქვილის გროვები, ხოლო სათავსების დანამვის შემდეგ ჩაქრობა უნდა წარმოებდეს კომპაქტური ჭავლის გამოყენებით. დაუშვებელია ჭავლის მიმართვა ფქვილის ღია გროვებზე;

ი) მომიჯნავე დამტვერილ სათავსებში (რომლებიც არ არის მოცული ხანძარით) კონსტრუქციების და მოწყობილობის ზედაპირების წყლის გაფრქვეული ნაკადებით დანამვა;

კ) ზედა სართულებში წყლის მისაწოდებლად მშრალი მილების და შიდა სახანძრო ონკანების გამოყენება ტუმბოამწეების ჩართვით;

ლ) ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გალერეებსა და ტრანსპორტიორებში წყლის ფარდის გამოყენება, აგრეთვე ტრანსპორტიორის ლენტების უბნების ამოჭრა და მოცილება;

მ) მარცვლისა და ფქვილის წყლისაგან დაცვა იმ სათავსებში, რომლებიც არ არის მოცული ხანძარით;

ნ) სილოსში მცენარეული მასალების ჩაქრობა ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდებით ქვემოდან, გადასატვირთი ბუნკერის ტექნოლოგიური ღრეჩოებიდან;

ო) ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდების შეწყვეტა მხოლოდ დამწვარი სილოსის მოცულობის ყველა წერტილში ტემპერატურის 60 0 C-მდე შემცირების შემდეგ და წვის პროდუქტების შემადგენლობაში წვადი აირების არარსებობისას; 

პ) მარცვლეულის საშრობებში ხანძრის აღმოჩენისას ვენტილატორების მუშაობის შეჩერება, საშრობ კამერაში – თბომატარებლის მიწოდების და საშრობიდან საწყობში მარცვლეულის მიწოდების შეწყვეტა, ხოლო საშრობში ნედლი მარცვლის მიწოდების გაზრდა.

თავი VIII. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ღია ტერიტორიაზე

    მუხლი 45. მყარი წვადი ნივთიერებების ხანძრების ჩაქრობა

1. ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის დროს შესაძლებელია:

ა) მაღალი თბური გამოსხივება და ცეცხლის სწრაფი გავრცელება;

ბ) მძლავრი კონვექტიური ნაკადების წარმოქმნა ცეცხლმოდებული შტაბელების ქარზურგა მხრიდან, რაც იწვევს წვის ახალი კერების წარმოქმნას დიდ ტერიტორიაზე ნაპერწკლების და ნაკვერჩხლის გაფანტვის შედეგად;

გ) შტაბელების ჩამოშლა და მორების დაგორება;

დ) შტაბელებთან და წყლის წყაროებთან მისასვლელების და გასასვლელბის ხეტყის მასალით და ნარჩენებით ჩახერგვა;

ე) ძლიერი ქარის დროს დიდ მანძილზე გაფანტული ნაპერწკლებით, ნაკვერჩხლით, გახურებული ნაწილაკებით გამოწვეული „ლაქიანი“ ხანძრების გაჩენა, აგრეთვე კონვექტიური სვეტის წარმოქმნა განვითარებული და მაღლივი ხანძრების დროს;

ვ) ხანძრის გავრცელება ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში, ობიექტებზე, სამეურნეო ნაკვეთებზე, ტყის მასივებში, შტაბელებსა და ტორფის ქარავნებზე;

ზ) ზედაპირული შრის ჩამოშლა და ამონაწვების წარმოქმნა;

თ) მოპოვებული ტორფის შტაბელებს შიგნით და მათ ზედაპირზე ცეცხლის სწრაფი გავრცელება;

ი) კვამლის გამოყოფა დიდი რაოდენობით და დიდი ტერიტორიის დაკვამლიანებით;

კ) დაბალი ხანძრის მაღლივში გადასვლა;

ლ) დიდი მანძილი სახანძრო დაცვის დანაყოფების დისლოკაციის ადგილამდე;

მ) ღია ელექტროგადამცემი ხაზებიდან დენის გადატანა.

2. ხეტყის მასალათა საწყობებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ოპერატიული შტაბის ორგანიზება, საციცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან, მომსახურე პერსონალთან და მოსახლეობასთან ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფა;

ბ) ხანძრის დაზვერვასთან ერთად დიდი ხარჯის წყლის ლულების მოქმედებაში სწრაფი შეყვანა;

გ) ცეცხლმაქრი ნივთიერების სახით ჩაქრობის ეფექტურობის ასამაღლებელი სხვადასხვა დანამატების (ბენტონიტი, ბიშოფიტი, დამასველებლები და სხვა) მქონე წყლის, აგრეთვე სწრაფგამყარებადი ქაფის გამოყენება;

დ) ძირითადი საზღვრების დადგენა ხანძრის ლოკალიზაციისათვის და მათზე ლულების საჭირო რაოდენობის თავმოყრისათვის (ლოკალიზაციის საზღვრებად) შეიძლება მიჩნეულ იქნეს არანაკლებ 25 მ სიგანის ხანძარსაწინააღმდეგო მანძილები);

ე) მელულეების პოზიციებად ამწე მექანიზმების და მომიჯნავე შტაბელების ზედაპირების გამოყენება;

ვ) მცურავი საშუალებების (კატერების, გემების) გამოყენება ხეტყის მასალათა საწყობების მდინარის (წყალსაცავის) ნაპირზე განთავსებისას;

ზ) ამწე-სატრანსპორტო მექანიზმების გამოყენება ხანძრის ზონაში ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების შესაქმნელად და შტაბელების დასაშლელად;

თ) მიმოფანტული ნაპერწკლებისა და ნაკვერჩხლებისაგან ხანძრის ახალი კერების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით ხანძრის ჩაქრობის დამოუკიდებელი უბნის (სექტორის) ორგანიზება, მისი საზღვრების დადგენა ქარის მიმართულების და ძალის გათვალისწინებით და საჭირო რაოდენობის ძალებით და საშუალებებით უზრუნველყოფა;

ი) მომიჯნავე შტაბელების, დასახლებული პუნქტებისა და სხვა ობიექტების დაცვის ორგანიზება (დამატებითი სახანძრო ლულების მიწოდება, დაშლილი ნაგებობებით და შტაბელებით ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების შექმნა და მათი ქაფით შევსება). სახანძრო დაცვის შტატგარეშე დანაყოფების წევრებისა და ინსტრუქტაჟგავლილი ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაკომპლექტებული საგუშაგოების დაყენება;

კ) დახერხილი ხეტყის ერთი შტაბელის წვისას ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება შტაბელის გვერდითა ზედაპირებზე და მომიჯნავე შტაბელების დასაცავად (ერთდროულად), არანაკლებ ერთი ლულის მიწოდება შტაბელის ზედა ნაწილზე ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ამასთან შტაბელის დაშლა და კერების ჩაქრობა;

ლ) მრგვალი ხის შტაბელების ჩაქრობისას ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება მორების ტორსული მხრიდან, იმავდროულად – წყლის ლულების მიწოდება შტაბელის ზედა ნაწილის დასასველებლად და ალის ფრონტის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით;

მ) საბალანსო მერქნის გროვების ჩასაქრობად ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება სავარაუდო კერის ზედა მხრიდან, იმავდროულად გროვების გრაიფერებით, ამწეებით და სხვ. დაშლა კერების გამოსააშკარავებლად;

ნ) ტექნოლოგიური ნაფოტების გროვების ჩასაქრობად ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება წვის ფრონტის გასწვრივ;

ო) ორ და მეტ შტაბელზე ხანძრის გავრცელებისას ლოკალიზაციის უზრუნველყოფა ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების ხაზზე. ხანძრის ჩაქრობის უბნების (სექტორების) ორგანიზება ხანძრის გავრცელების ფრონტის გასწვრივ – ცეცხლის მაქსიმალური სიჩქარით გავრცელების ადგილებში მნიშვნელოვანი ობიექტების, დასახლებული პუნქტების ტექნოლოგიური მოწყობილობების დასაცავად;

პ) გავრცელებული ხანძრის დროს ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება უპირველეს ყოვლისა იმ შტაბელების, გროვების და ობიექტების დასაცავად, რომლებიც არ არის მოცული ხანძრით, ლულების ნაწილის გამოყენება ტექნიკის დასასველებლად და მელულეების დასაცავად. წინასწარ განსაზღვრული ლოკალიზაციის საზღვრებში (ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების ხაზზე) გადახურვების და შტაბელების ზედაპირების სწრაფგამყარებადი ქაფით დაფარვა.

3. შეკვრებსა და შტაბელებში ბოჭკოვანი მასალების ჩაქრობისას საჭიროა:

ა) შეკვრების და შტაბელების დაცვის უზრუნველსაყოფად მათი დანამვა და ბრეზენტით დაფარვა (შემდგომი დასველებით), აგრეთვე ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით აღჭურვილი გუშაგების დაყენება;

ბ) წყლის მიწოდება დამასველებლების დამატებით, ჭავლის მიმართვა შტაბელების ზედაპირზე, ხოლო შემდეგ – გვირაბებში და შეკვრებს შორის ღრეჩოებში;

გ) ჩაქრობასთან ერთად ცეცხლმოდებული შტაბელების დაშლის და მათი უსაფრთხო ადგილზე გადატანის ორგანიზება; შტაბელების დაშლისას თითოეული შეკვრის დასველება და ბჟუტვის მცირე კერების ზედაპირიდან მოცილება;

დ) შეკვრის ზედაპირის წვის დროს გვირაბების დაცვის უზრუნველყოფა ლულებით და მათი ხელთ არსებული მასალებით ჩაკეტვა.

4. ტორფის ხანძრების ჩაქრობისას საჭიროა:

ა) ცეცხლის გავრცელების მიმართულების და სიჩქარის, ტორფის შრის სისქის და ერთგვაროვნების, საშიში უბნების, აგრეთვე ნაგებობების და მათთვის საშიშროების არსებობის დადგენა;

ბ) დიდი ხარჯის წყლის ლულების გამოყენება ნატეხი ტორფის შტაბელების ჩასაქრობად, ხოლო წყლის (დამასველებლების დამატებით) გამფრქვევი ლულების გამოყენება ფრეზული ტორფის შტაბელების ჩასაქრობად და იმავდროულად ტორფის დამწვარი შრის მოცილება;

გ) ყველა შესაძლო წყლის წყაროს არსებობის დადგენა, მათი მოცულობის და ხანძრის ჩაქრობისათვის გამოყენების შესაძლებლობის დაზუსტება. საჭიროების შემთხვევაში წყლის მარაგის შექმნა ახალი წყალსატევების მშენებლობით და არხებში წყლის დონის აწევით;

დ) ხანძრის პერიმეტრზე ლოკალიზაციის საზღვრების მონიშვნა მაგისტრალური, საერთო და კარსტული არხების, რკინიგზის ლიანდაგების და სხვ. გასწვრივ, საზღვრებზე ძალებისა და საშუალებების გადანაწილება, მუშაობის თითოეულ ეტაპზე ამოცანების დასახვა;

ე) ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების შესაქმნელად და შტაბელების დასაშლელად ტორფის საწარმოში არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენება;

ვ) შტაბელების, რომლებიც არ არის მოცული ცეცხლით, დაცვის ორგანიზება გაფრქვეული ნაკადების გამოყენებით და ნედლი ტორფული მასის მიყრით;

ზ) გუშაგის დაყენება ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის წევრთა ან ინსტრუქტაჟგავლილი ადგილობრივი მოსახლეობიდან იმ ადგილებში, სადაც შესაძლებელია ცეცხლის გადასვლა ტორფის საწარმოდან და საბადოდან; ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ტერიტორიაზე სადღეღამისო მეთვალყურეობის დაწესება;

თ) ტორფის მასივის წვისას უსაფრთხოების ზომების დაცვის უზრუნველყოფა ამომწვარ ადგილებსა და არხებში ადამიანთა და ტექნიკის ჩავარდნის, მათი ძლიერ დაკვამლიანებულ ზონებში მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით.

5. ტყის ხანძრების ჩაქრობისას საჭიროა:

ა) დიდ ფართობზე გავრცელებული ხანძრის დაზვერვის ჩატარება ავტოტრანსპორტით და საავიაციო საშუალებებით, აგრეთვე კარტოგრაფიული მასალების ან ადგილის აეროკოსმოსური სურათების გამოყენებით;

ბ) ლოკალური კერების დაზვერვა სატყეო მეურნეობის სპეციალისტებისა და იმ პირების თანხლებით, რომლებიც კარგად იცნობენ ტერიტორიას;

გ) ხანძრის სახეობის და მოცულობის, ადგილის რელიეფის დადგენა, მეტეოცნობების მიხედვით ხანძრის გავრცელების პროგნოზირება, იმ უბნების გამოაშკარავება, რომლებზეც შესაძლებელია მისი ინტენსიური განვითარება;

დ) ჩაქრობის ტაქტიკური გეგმის შემუშავება, ლოკალიზაციის საზღვრების და საჭირო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა, ხანძრის ჩაქრობის უბნებზე (სექტორებზე) მათი გადანაწილება, კავშირის ორგანიზება და გეგმის კორექტირება ვითარების შეცვლის გათვალისწინებით;

ე) ჩაქრობის ხერხის განსაზღვრა (ცეცხლის დაფარვა, ალზე მიწის ან ქვიშის მიყრა, გადამღობი მინერალიზებული სარტყელების, ეკრანების, არხების შექმნა, მოწვა, ავიატექნიკის, ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება), მისასვლელი გზების, აგრეთვე ბუნებრივი წყლის წყაროების არსებობის და გამოყენების შესაძლებლობის დადგენა;

ვ) შემხვედრი ცეცხლის გასაშვებად დამცავი მიჯნების ან საყრდენი ხაზების ორგანიზებისათვის მოხერხებული ბუნებრივი გადამღობების მოწყობა;

ზ) პირადი შემადგენლობისათვის ხანძრისაგან თავშესაფარის და მასთან მისასვლელი გზების მითითება, შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნა;

თ) სხვა სამსახურებთან ურთიერთმოქმედების ორგანიზება;

ი) ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეთანხმება გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან.

6. თივის, ჩალის ზვინების, უხეში საკვების საწყობების ჩაქრობისას საჭიროა:

ა) გაფრქვეული წყლის ჭავლის მიწოდება;

ბ) მოსახლეობის ძალებით და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენებით ცეცხლმოდებული ზვინების დაშლა და ჩაქრობა, აგრეთვე მომიჯნავე ზვინების დაცვა;

გ) პნევმოტრანსპორტის და ზვინების აქტიური ვენტილაციის აგრეგატების გათიშვა სელის დამუშავების პუნქტებზე;

დ) ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ პერსონალის მორიგეობის ორგანიზება განმეორებითი ხანძრის გაჩენის შესაძლებლობის თავიდან აცილების მიზნით.        

7. მოუმკელი და მომკილი პურის ზვინების ხანძრების ჩაქრობისას წვის გავრცელების შესაწყვეტად და ადამიანებისათვის, მექანიზებული ხაზებისათვის, დასახლებული პუნქტებისათვის, საწარმოო და მეცხოველეობის ნაგებობებისათვის შექმნილი საშიშროების აღმოსაფხვრელად საჭიროა ძალებისა და საშუალებების თავმოყრა. არსებული ძალებისა და საშუალებების, ხანძრის მოცულობის და ქარის სიჩქარის გათვალისწინებით საჭიროა შემდეგი ტაქტიკური ხერხების გამოყენება:

ა) ცეცხლის ჩაქრობა ხელთ არსებული საშუალებებით (ტოტებით, ცოცხებით და ა.შ.);

ბ) მცენარეული ფენის დასველება ხანძრის ფრონტის წინ ავტოცისტერნების, ბენზინმზიდების და სხვა ტექნიკის გამოყენებით;

გ) ლესურების მოწყობა ხანძრის ფრონტის წინ სამკელებითა და კომბაინებით;

დ) გადამღობი სარტყელების მოწყობა ტრაქტორის გუთნით შემოხვნის გზით;

ე) შემხვედრი ან წინმსწრები ცეცხლის გაშვება;

ვ) ხანძრების ჩაქრობა ავიატექნიკის გამოყენებით;

ზ) ქარის მიმართულების მუდმივი კონტროლი და მისი შეცვლისას ძალებისა და საშუალებების გადაადგილება. 

    მუხლი 46. წვადი სითხეების და აირების ხანძრების ჩაქრობა  

1. ხანძრების ჩაქრობისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს შესაძლებელია:

ა) მძლავრი თბური გამოსხივება გარემოში;

ბ) დიდი რაოდენობის ცეცხლმოდებული პროდუქტის საკანალიზაციო და სხვა სისტემებში, აგრეთვე ტექნოლოგიურ არხებში ჩაღვრის საშიშროება;

გ) წვის გადასვლა შემოზვინვებსა და მეზობელ რეზერვუარებზე ცეცხლმოდებული პროდუქტის ადუღების ან ამოფრქვევის მიზეზით, რეზერვუარის დაშლა, საკვალთების და მილტუჩა შეერთებების ჰერმეტიზაციის დარღვევა;

დ) რეზერვუარის კედლების დეფორმაციის, ჩამონგრევის ან სახურავის გადახრის შედეგად ზონების (ჯიბეების) წარმოქმნა, სადაც გართულებულია ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება;

ე) მეტეოპირობებით გამოწვეული წვის პროდუქტების და თბური ზემოქმედების ნაკადების მიმართულების ცვალებადობა;

ვ) წარმოქმნილი აირჰაერის ნარევების აფეთქება;

ზ) წვის სწრაფი გავრცელება დაღვრილ კონდენსატზე;

თ) „ცეცხლოვანი ბურთის“ წარმოქმნა;

ი) აპარატებისა და მილსადენების დეფორმაცია და გახეთქვა;

კ) დაღვრილი გათხევადებული აირის და ჩირაღდნის ერთდროულად ჩაქრობის სირთულე;

ლ) სათავო ნაგებობების და შუალედური სადგურების რთული ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობა და მომსახურე პერსონალის მცირერიცხოვნება;

მ) დიდ მანძილზე წნევის ქვეშ მყოფი კომუნიკაციების, აგრეთვე აფეთქების და დაღვრის საშიშროების მქონე წვადი სითხეებისა და აირების შესანახი საცავების არსებობა;

ნ) დიდი მანძილი ავარიის ადგილამდე, დაღვრილი პროდუქტის და დაგაზიანებული ზონების დიდი ფართობი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეკოლოგიური კატასტროფა;

ო) ხანძრის გავრცელების მიმართულების შეცვლა, ადგილის რელიეფის, გეოლოგიური განლაგებისა და მეტეოპირობების შესაბამისად;

პ) ხანძრის ლიკვიდაციასა და სხვა საგანგებო სიტუაციაში მონაწილე დიდი რაოდენობის ძალებისა და საშუალებების ურთიერთმოქმედების ორგანიზების საჭიროება.

2. ხანძრის ჩაქრობასა და ავარიის ლიკვიდაციაზე მიმართული ყველა მოქმედება ხორციელდება ბრძანებით დანიშნული პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობით, რომელიც მოქმედებს შემუშავებული ავარიის სალიკვიდაციო გეგმების შესაბამისად. მოზიდული სახანძრო დაცვის დანაყოფების მეთაურთა შემადგენლობა გადადის პასუხისმგებელი ხელმძღვანელის განკარგულებაში და პასუხს აგებს მორიგე ცვლების სახანძრო და საავარიო-სამაშველო გათვლების წინაშე დასახული ამოცანების შესრულებაზე.

3. წვადი სითხეების და აირების ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, საშიში ზონის ფარგლებს გარეთ ყველა იმ ადამიანის გაყვანა, რომლებიც არ მონაწილეობენ ხანძრის ან ავარიის ლიკვიდაციაში, ხოლო ადამიანთა სიცოცხლისათვის საშიშროების არსებობისას, დაუყოვნებელი ევაკუაციის ორგანიზება არსებული ძალებისა და საშუალებების გამოყენებით;

ბ) ხანძრის (ავარიის) ხანგრძლივობის და ნგრევის ხასიათის დადგენა სახანძრო დაცვის დანაყოფების მისვლის მომენტისათვის;

გ) ნავთობ და აირგადასაქაჩი აპარატურიდან გამოსული პროდუქტის რაოდენობისა და თვისებების განსაზღვრა;

დ) შემოზვინვის მდგომარეობის, მომიჯნავე ნაგებობების დაზიანების საშიშროების განსაზღვრა, აგრეთვე ადგილის რელიეფის გათვალისწინებით პროდუქტის დაღვრის შესაძლო გზების დადგენა;

ე) საწარმოო და სანიაღვრე კანალიზაციის, სათვალთვალო ჭების და ჰიდროსაკვალთების არსებობის და მდგომარეობის განსაზღვრა;

ვ) რეზერვუარებიდან ნავთობპროდუქტების ამოტუმბვის ან გადმოღვრის, რეზერვუარის წყლით, ინერტული აირით ან ორთქლით შევსების მიზანშეწონილობის და შესაძლებლობის დადგენა;

ზ) საჭირო რაოდენობის ცეცხლმაქრი ნივთიერებების სწრაფად მიწოდების შესაძლებლობის განსაზღვრა;

თ) ცეცხლმოდებულ ან მეზობელ რეზერვუარში ადვილად აალებადი და წვადი სითხეების რაოდენობისა და სახეობის, შევსების დონის, ნაწრეტი წყლის არსებობის დადგენა;

ი) ხანძრის ჩაქრობის სტაციონარული დანადგარების და გამაციებელი საშუალებების ამოქმედება;

კ) ცეცხლმოდებული ნავთობპროდუქტების ადუღების ან ამოფრქვევის შესაძლებლობის შეფასება და საორიენტაციო დროის დადგენა;

ლ) ხანძრის ჩაქრობის დანადგარების და საშუალებების, წყალმომარაგების სისტემების და ქაფწარმომქმნელი ნივთიერებების არსებობის, მდგომარეობის, გამოყენების შესაძლებლობის დადგენა;

მ) ცეცხლმოდებული რეზერვუარიდან ფსკერზე დარჩენილი წყლის ამოტუმბვის ან მისი დრენაჟის საშუალებით დაცლის შესაძლებლობის დადგენა;

ნ) დიდი ხარჯის წყლის ლულებით ცეცხლმოდებული და მომიჯნავე (რომლებიც არ არის მოცული ცეცხლით) რეზერვუარების გაგრილების ორგანიზება, აგრეთვე მომიჯნავე რეზერვუარების გაგრილების რიგითობის განსაზღვრა ხანძრის ხანგრძლივობის, ქარის მიმართულების და მათში შენახული პროდუქტის სახეობის გათვალისწინებით;

ო) ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის შექმნა, მის შემადგენლობაში ობიექტის ადმინისტრაციის და საინჟინროტექნიკური პერსონალის წარმომადგენლების აუცილებელი ჩართვით;

პ) ქაფშეტევის მომზადების ორგანიზება;

ჟ) შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების აუცილებელი შესრულების უზრუნველსაყოფად ზომების მიღება.

4. ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ჩატარებისას საჭიროა შემდეგი ტაქტიკური ხერხების გამოყენება:

ა) საშუალო ჯერადობის ქაფის მიწოდება ქაფმიმწოდებლების, ამ მიზნებისათვის გამოსადეგი ტექნიკის ან ქაფის მიწოდების სტაციონარული საშუალებების გამოყენებით;

ბ) დაბალი ჯერადობის ქაფის მიწოდება წვადი სითხის ზედაპირზე ლაფეტის ლულების ან მონიტორების გამოყენებით;

გ) დაბალი ჯერადობის ქაფის მიწოდება წვადი სითხის შრეში (ქვეშრის ხანძრის ჩაქრობის სისტემის არსებობისას);

დ) გადახურვებზე მოწყობილი არმატურის გაგრილება მიწისქვეშა რკინაბეტონის რეზერვუარებში ხანძრის დროს;

ე) შემოზვინვაში ნავთობპროდუქტების წვისას საკვალთების მართვის კვანძების, აგრეთვე მილტუჩა შეერთებების გაგრილება;

ვ) ხანგრძლივი ხანძრების დროს შემოზვინვაში დაგროვილი წყლის გამოყენება;

ზ) რეზერვუარების და კომუნიკაციების გათიშვაზე, ცეცხლმოდებული და მეზობელი რეზერვუარების გაგრილებაზე, ქაფშეტევის ჩატარებაზე, ქაფმიმწოდებელი მექანიზმების მუშაობის და მომსახურების უზრუნველყოფასა და შრომის დაცვასა და უსაფრთხოების ტექნიკაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნა;

თ) ჩამკეტ არმატურასთან პერსონალის მისვლის უზრუნველყოფა (ლულებით დაცვის ქვეშ) წვის ზონაში ნავთობის და ნავთობპროდუქტების, წვადი აირების მიწოდების გადასაკეტად და შესაწყვეტად;

ი) ქაფის ან ცეცხლმაქრი ფხვნილის მიწოდება მხოლოდ რეზერვუარების ჩასაქრობად და გასაგრილებლად საჭირო საშუალებების საანგარიშო რაოდენობის მომზადების შემდეგ (თადარიგის და წვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით). შემოზვინვაში ან მცურავი სახურავის ღრეჩოებში ნავთობის და ნავთობპროდუქტების წვისას ქაფის ლულების დაუყოვნებელი მიწოდება;

კ) საშუალო ჯერადობის ქაფის მისაღებად საერთო ან მიზნობრივი დანიშნულების ქაფწარმომქმნელების გამოყენება; დაბალი ჯერადობის ქაფის მიწოდებისას საწვავის ზედაპირზე ან შრეში ფტორიზებული აფსკის წარმომქნელი ქაფწარმომქმნელის გამოყენება;

ლ) ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება უპირატესად შემოზვინვიდან;

მ) საშუალო ჯერადობის ქაფით ჩაქრობისას ქაფამწეების დაყენება ქარპირა მხრიდან, ქაფგენერატორებიანი ამწეების ისრების განთავსება რეზერვუარის კედლიდან არანაკლებ 0,5 მეტრის სიმაღლეზე;

ნ) დაბალი ჯერადობის ქაფით ჩაქრობისას ქაფის ლაფეტის ლულების ან კომბინირებული მონიტორების გამოყენება, რომლებიც განთავსებულია შემოზვინვაზე ან მის წინ;

ო) პონტონიან რეზერვუარებში ხანძრის ჩაქრობა უნდა განხორციელდეს სტაციონარული გადახურვის მქონე რეზერვუარებში ხანძრის ჩაქრობის ანალოგიურად (გაანგარიშების დროს ხანძრის ფართობი მიიღება რეზერვუარში სითხის სარკის ტოლ ფართობად);

პ) მცურავი სახურავის მქონე რეზერვუარებში წვის ფართობი (გაანგარიშებებში) და ჩაქრობის ტაქტიკური ხერხები განისაზღვრება ხანძრის ფართობიდან გამომდინარე. წვის გავრცელებისას რგოლური სივრცის ფარგლებს გარეთ ჩაქრობა ხორციელდება სტაციონარული გადახურვის მქონე რეზერვუარებში ხანძრის ჩაქრობის ანალოგიურად.

5. ქვეშრის ხანძრის ჩაქრობის სისტემით აღჭურვილ რეზერვუარებში ჩაქრობა ხორციელდება ქვეშრის ხერხის გამოყენებით, ამასთან საჭიროა:

ა) ოპერატიული უბნების განსაზღვრა და პასუხისმგებელი პირების დანიშვნა სამუშაოების, ქვეშრის ხანძრის ჩაქრობის სისტემების და საკვალთების მართვის პულტების მომსახურების უზრუნველსაყოფად;

ბ) ქაფგენერატორების მყარი საყრდენების არსებობის შემოწმება;

გ) ცეცხლმოდებულ რეზერვუარში ქაფის მიწოდების უზრუნველყოფა საკვალთების მართვით;

დ) ქაფშეტევის დროს ცეცხლმოდებული რეზერვუარიდან ნავთობპროდუქტის ამოტუმბვის შეწყვეტა;

ე) დაღვრილი პროდუქტის წვის ლიკვიდაცია ქაფის ან ფხვნილის საშუალებების გამოყენებით ხორციელდება პირველ რიგში შემოზვინვის ზონაში, ხანძრის ჩაქრობის სისტემის ქაფსადენებიდან, ხოლო კერების ლიკვიდაციისათვის და დასასველებლად გამოიყენება წყალი;

ვ) რეზერვუარში შავი ნავთობპროდუქტების წვის დროს, მათი ამოფრქვევის თავიდან ასაცილებლად დროული ზომების მიღების მიზნით, საჭიროა ნავთობპროდუქტების გახურებასა და რეზერვუარის ფსკერზე წყლის არსებობაზე მუდმივი თვალყურის დევნება (პერიოდულად უნდა ხდებოდეს წყლის ამოტუმბვა ან გადმოღვრა);

ზ) შემოზვინვაში ცეცხლმოდებული პროდუქტის გადმოსვლის საშიშროების არსებობისას (ამოფრქვევა, ადუღება, რეზერვუარის ან მილსადენის ჰერმეტიზაციიის დარღვევა) მომიჯნავე რეზერვუარების დაცვის მეორე საზღვრის მოწყობა, რაც ითვალისწინებს მოშორებულ წყლის წყაროებზე (არა უახლოეს 100 მეტრის მანძილზე) სახანძრო ავტომობილების დაყენება და ლულებთან და ქაფგენერატორებთან მიერთებული სახელოს ხაზების გაყვანას;

თ) სახანძრო დაცვის იმ პირადი შემადგენლობის და ობიექტის მომსახურე პერსონალის საშიშ ზონაში შესვლის აკრძალვა, რომლებიც არ მონაწილეობენ ხანძრის ჩაქრობაში; მელულეების შეცვლა უნდა წარმოებდეს რიგრიგობით, რათა რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იმყოფებოდეს საშიშ ზონაში (შემოზვინვაში);

ი) გახურებული შრის (რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს ჩაქრობის ამოცანას) წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით პრევენტული ქაფშეტევის განხორციელება ხანძრის ჩაქრობის სტაციონარული სისტემების და ქაფის მიწოდების მობილური საშუალებების ამოქმედებით; ქაფის პრევენტული მიწოდება რეზერვუარში, რომელიც არ არის მოცული ხანძრით, შესაძლებელია შემოზვინვაში ხანძრის არსებობისას ან რეზერვუარის ინტენსიური გახურების დროს;

კ) ლაფეტის ლულების ან წყლის ძლიერი ჭავლის გამოყენება ტექნოლოგიურ არმატურასა ან რეზერვუარის ღრეჩოებში ჩირაღდნული წვის ჩაქრობისას;

ლ) წვის გავრცელებისას რამოდენიმე რეზერვუარზე და ძალებისა და საშუალებების არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, არსებული ძალების და საშუალებების კონცენტრირება ერთი რეზერვუარის ჩასაქრობად, ხოლო მასზე წვის ლიკვიდაციის შემდეგ – ძალებისა და საშუალებების გადაჯგუფება სხვა რეზერვუარებზე;

მ) ჩაქრობის დაწყება რეზერვუარიდან, რომელიც მეტ საფრთხეს უქმნის მეზობელ რეზერვუარებს, ტექნოლოგიურ მოწყობილობებსა და შენობანაგებობებს;

ნ) ცეცხლმოდებული და მომიჯნავე რეზერვუარების პერიმეტრის განსაზღვრა მიწისქვეშა რეზერვუარებში ნავთობის ან ნავთობ-პროდუქტების წვისას;

ო) ნავთობის ან ნავთობ-პროდუქტების შენარჩუნების მიზნით ცეცხლმოდებული რეზერვუარიდან კონტროლირებადი ამოტუმბვის წარმოება, იმავდროულად რეზერვუარის კედლების გაგრილება;

პ) ნავთობ-პროდუქტის განმეორებით აალების თავიდან აცილების მიზნით ქაფის მიწოდება რეზერვურში არანაკლებ 5 წუთის განმავლობაში წვის შეწყვეტის შემდეგ;

ჟ) თუ ქაფშეტევის დაწყებიდან 15 წუთის განმავლობაში წვის ინტენსიურობა არ მცირდება, საჭიროა ქაფის მიწოდების შეწყვეტა და მიზეზების დადგენა;

რ) მოძრავი შემადგენლობის ჩახსნის და უსაფრთხო ადგილზე გაყვანის ორგანიზება ჩასხმა-ჩამოსხმის ესტაკადაზე ხანძრის დროს;

ს) კომბინირებული ჩაქრობის „ფხვნილი-ქაფის“ დროს წვის ლიკვიდაცია ფხვნილით, შემდეგ ქაფის მიწოდება განმეორებითი აალების თავიდან ასაცილებლად;

ტ) ცეცხლმაქრი ნივთიერებების ხარჯის განსაზღვრა, ნავთობის და ნავთობ-პროდუქტების ჩაქრობის საანგარიშო ფართობის 1 მ 2 -ზე მიწოდების ინტენსიურობიდან გამომდინარე;

უ) ხანძრის ადგილზე ძალებისა და საშუალებების საანგარიშო რაოდენობის თავმოყრა. ქაფწარმომქმნელის სათადარიგო რაოდენობა მიიღება სამჯერადი, ხოლო საანგარიშო დრო – 15 წუთი (ქაფი მიეწოდება ზევიდან) და 10 წუთი (ქაფი მიეწოდება საწვავის შრის ქვეშ);

ფ) ქაფშეტევის დაწყების და შეწყვეტის შესახებ ხმამაღლამოლაპარაკით გამოცხადება და რადიოსიგნალით დუბლირება. რეზერვუარის დაშლის ან საწვავის ამოფრქვევის საშიშროების არსებობისას პირადი შემადგენლობის ევაკუაციისათვის სიგნალის მიწოდება (ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის ან ოპერატიული შტაბის უფროსის ბრძანებით) სახანძრო ავტომობილის სირენით. სხვა სიგნალები უნდა განსხვავდებოდეს საევაკუაციო სიგნალისაგან.

6. ობიექტებზე, სადაც გამოიყენება მეთანოლი ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ქარის მიმართულების, ჰერმეტიზაციის დარღვევით გამოწვეული ორთქლის შესაძლო გავრცელების გზების და წარმოქმნილი დაგაზიანებული ზონების საშიშროების ხარისხის დადგენა, ჩაქრობის მოქმედებების ჩასატარებლად უსაფრთხო პოზიციების და ავარიის განვითარების შემთხვევაში უკან დასახევი გზების განსაზღვრა;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენში წყლის წნევის და მისი გაზრდის შესაძლებლობის განსაზღვრა წყლის ფარდის შესაქმნელად საცმიანი გამფრქვევი ლაფეტის ლულების გამოყენებით;

გ) გადაუდებელი ზომების მიღება წვის კერაში პროდუქტის მიწოდების შესაწყვეტად, მიმწოდებელი მილსადენების გადაკეტვით და სათადარიგო საცავებში პროდუქტის გადაქაჩვით;

დ) დაღვრის ფართობის შეზღუდვა;

ე) სახანძრო ლულების და მეზობელი რეზერვუარების, სხვა საცავების და ნაგებობების დაცვის სისტემების წყლით მომარაგების უწყვეტი უზრუნველყოფა, იმავდროულად ჩამკეტი არმატურის და მილტუჩა შეერთებების დაცვაზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა;

ვ) რეზერვუარში მეთანოლის ჩასაქრობად აფსკწარმომქმნელი ქაფწარმომქმნელების გამოყენება, მაგალითად – ფორეთოლის 10%-იანი ხსნარი 0,1 კგ/(მ 2 წთ) ინტენსიურობით;

ზ) დაღვრილი მეთანოლის ჩაქრობის განხორციელება ქარპირა მხრიდან ცეცხლმაქრი ფხვნილით (ზედაპირულაქტიური ნივთიერების მიწოდება 0,1 კგ/(მ 2 წთ) ინტენსიურობით), ნახშირორჟანგით, დაბალი და საშუალო ჯერადობის ქაფით;

თ) მომიჯნავე რეზერვუარების წყლით და ქაფით დასველების ორგანიზება;

ი) საშიშ ზონაში (მაგალითად – შემოზვინვის შიგნით) დანაყოფების პირადი შემადგენლობის და ობიექტის მომსახურე პერსონალის (რომელიც არ მონაწილეობს ხანძრის ჩაქრობაში) შესვლის აკრძალვა, მელულეების შეცვლა რიგრიგობით, რათა რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იმყოფებოდეს საშიშ ზონაში;

კ) დასაცავი ობიექტის წინ წყლის ფარდების მოწყობა არანაკლებ 1,5 მეტრის მანძილზე ალის ფრონტიდან ან დაღვრილი პროდუქტის მიჯნებიდან (ნაკადების მიწოდება უნდა განხორციელდეს 0,6 მპა წნევით და 50 0  კუთხით ჰორიზონტთან);

ლ) დაგაზიანების ზონის მიჯნების განსაღვრა, ხანძარსაშიშ ზონებში ტექნიკის მუშაობის აკრძალვა, ნიშნულების გამოკვრის და გუშაგების დაყენების ორგანიზება, ამასთან საშიშ ზონებში გადაადგილების დაშვება მხოლოდ ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის განკარგულებით;

მ) სათადარიგო ძალებისა და საშუალებების უსაფრთხო მანძილზე განთავსება.

    მუხლი 47. აირის და ნავთობის შადრევნების ხანძრების ჩაქრობა

1. აირის და ნავთობის შადრევნების ხანძრების ჩაქრობისას საჭიროა ჩაქრობის ტაქტიკის შერჩევა და საკმარისი რაოდენობის ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა, აგრეთვე შადრევნის ტიპიდან გამომდინარე შემდეგი ტაქტიკური ხერხების გამოყენება:

ა) ჭაბურღილში წყლის ჩატუმბვა ან პრევენტორის და ამოფრქვევის საწინააღმდეგო მოწყობილობების საკვალთების გადაკეტვა;

ბ) აირწყლით ჩაქრობის სახანძრო ავტომობილებიდან აირწყლის ნაკადებით ჩაქრობა;

გ) სპეციალური დანადგარებით ფხვნილის იმპულსური მიწოდება;

დ) წყლის ნაკადების მიწოდება ლაფეტის ლულებიდან;

ე) ფეთქებადი ნივთიერებების მუხტის აფეთქება;

ვ) ფხვნილის მიწოდება სახანძრო ავტომობილებიდან;

ზ) ფხვნილის კორიანტელის დაყენების ხერხი;

თ) კომბინირებული ხერხი. 

2. აირის და ნავთობის შადრევნების ხანძრების ჩაქრობისას საჭიროა:

ა) ჩაქრობის ტაქტიკური გეგმის შემუშავება, ხანძრის ჩაქრობის უბნებზე (სექტორებზე) ძალებისა და საშუალებების განთავსება, მუშაობის თითოეულ ეტაპზე პირადი შემადგენლობის წინაშე ამოცანების დასახვა და მუდმივი სახანძრო კავშირის ორგანიზება;    

 ბ) სხვა სამსახურებთან ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფა, ამოცანების განსაზღვრა სახანძრო დანაყოფების წარმატებული მუშაობისათვის პირობების შესაქმნელად (წყლით და საწვავსაპოხი მასალებით უზრუნველყოფა, ჭაბურღილის შესართავთან განშტოებიანი მილსადენების გაყვანა, სპეცტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებებით უზრუნველყოფა და სხვა);

გ) ობიექტის ტექნიკური პერსონალის დახმარებით ჭაბურღილის შესართავის გათავისუფლება მოწყობილობებისაგან, ლითონის კონსტრუქციებისა და სხვა მასალებისაგან წყლის ლულებით დაცვის ქვეშ;

დ) წყალსაცავებიდან შადრევნებამდე 100-150 მმ დიამეტრის ლითონის მილსადენების გაყვანა, მათი სახელოს თავებით და საკვალთებით მოწყობა;

ე) მაღალი ტემპერატურის ზონაში, როგორც წესი სელის სახელოების გაყვანა.

3. პრევენტორის საკვალთის ჩაკეტვისას ან შესართავის მოწყობილობიდან წყლის ჩატუმბვისას საჭიროა:

ა) ჭაბურღილის შესართავის მოწყობილობების გაგრილების უზრუნველყოფა;

ბ) საკვალთის ან პრევენტორის გადაკეტვაზე მომუშავეთა წყლის ნაკადებით მუდმივი დაცვა.

4. წყლის კომპაქტური ნაკადებით ჩაქრობისას საჭიროა:

ა) ლულების საჭირო რაოდენობის გაანგარიშება;

ბ) ლულების განთავსება ჭაბურღილის შესართავიდან 68 მეტრის მანძილზე;

გ) ლულების მიწოდება 210 0 -270 0  რკალზე თანაბარი გადანაწილებით;

დ) წყლის ნაკადის მიმართვა შადრევნის ჩირაღდნის ძირისაკენ, ხოლო შემდეგ ნაკადის სინქრონულად და ნელნელა გადანაცვლება ზემოთ, ყოველ 1-2 მეტრში 30-50 წამიანი ფიქსირებით;

ე) ნაკადების სამართავად ერთი წამყვანი ლულის მიწოდება და მასზე სხვა ლულების ორიენტირება.  

5. აირწყლით ჩაქრობის ავტომობილებით ჩაქრობისას საჭიროა:

ა) აირწყლით ჩაქრობის ავტომობილების, წყლის მიმწოდებელი ტექნიკისა და ტრაქტორების (დაზღვევის მიზნით) საჭირო რაოდენობის განსაზღვრა;

ბ) რამდენიმე ავტომობილის სინქრონული მუშაობის უზრუნველსაყოფად პასუხისმგებელი პირის დანიშვნა;

გ) აირწყლით ჩაქრობის ავტომობილების დაყენება ჭაბურღილის შესართავიდან არა უმეტეს 15 მეტრის მანძილზე და მათი სამუშაოდ მომზადება;

დ) ჩაქრობის დაწყებამდე შადრევნის ირგვლივ ცალკეული კერების ლიკვიდირება;

ე) ჩაქრობის განხორციელება ძრავის მაქსიმალური ბრუნვის პირობებში;

ვ) ნაკადების მიწოდება ჩირაღდნის ძირში ალის მოწყვეტამდე, ხოლო შემდეგ ნაკადების შადრევნის ღერძის გასწვრივ გადაადგილება.

6. ფეთქებადი ნივთიერებების აფეთქებით ჩაქრობა ხორციელდება სპეციალურად შემუშავებული გეგმის მიხედვით, შესაბამის ორგანიზაციებთან შეთანხმებით, თუ სხვა ხერხები არაეფექტურია.

7. საზღვაო აირნავთობრეწვისას დამატებით საჭიროა:

ა) მეტერეოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მოქმედებაში სახანძრო გემების შეყვანა;

ბ) ზომების მიღება ნავთობის წყლის ზედაპირზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით;

გ) სახანძრო დესანტის გადმოსმის შესაძლებლობის დადგენა;

დ) სახანძრო დანაყოფების მოზიდულ სამსახურებთან ურთიერთმოქმედების ორგანიზება.

თავი IX. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ტრანსპორტზე

    მუხლი 48. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება      რკინიგზის ტრანსპორტზე

1. რკინიგზის ტრანსპორტზე ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის დროს შესაძლებელია:

ა) მოძრავი შემადგენლობის და სატრანსპორტო ერთეულების დიდი რაოდენობით თავმოყრა, რომლებშიც იმყოფებიან მგზავრები და არის სხვადასხვა ტვირთი;

ბ) შემადგენლობებით გადატვირთული რკინიგზის ლიანდაგების განვითარებული ქსელის არსებობა, რაც აფერხებს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის მისვლას და სახელოების გაყვანას ცეცხლმოდებულ შემადგენლობამდე;

გ) ცეცხლის სწრაფი გავრცელება სამგზავრო და სატვირთო ვაგონებში, ცეცხლის გადასვლა მეზობელ მატარებლებზე, შენობა-ნაგებობებზე;

დ) შემადგენლობებს შორის ვიწრო გრძივი მანძილების არსებობა, რაც ხელს უწყობს ცეცხლის სწრაფ გავრცელებას დიდ ფართობზე;

ე) ადვილად აალებადი, წვადი სითხეებით და გათხევადებული ნახშირწყალბადით სავსე რკინიგზის ცისტერნების აფეთქება და ინტენსიური წვა;

ვ) ადვილად აალებადი, წვადი, შხამიანი და ტოქსიკური სითხეების ცისტერნებიდან დაღვრა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაგაზიანებული ზონების წარმოქმნა;

ზ) ცეცხლმოდებული და მომიჯნავე მატარებლის ვაგონებში მყოფი ადამიანებისათვის, სადგურის პერსონალისა და მოსახლეობისათვის საფრთხის არსებობა, პანიკის წარმოქმნა;

თ) მატარებლებისა და ლოკომოტივების უწყვეტი მოძრაობა;

ი) ცეცხლმოდებულ და მეზობელ ვაგონებში (ცისტერნებში) არსებული ნივთიერებებისა და მასალების სახეობის დადგენის სირთულე;

კ) წყლის წყაროების არარსებობა ან მათი მოშორებით მდებარეობა, არასაკმარისი ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგება;

ლ) დიდი ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროსაკონტაქტო ქსელების არსებობა.

2. რკინიგზის ტრანსპორტზე ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ცეცხლმოდებული ან ავარიული მოძრავი შემადგენლობის ადგილმდებარეობის დადგენა დისპეტჩერთან;

ბ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების დაწყება მხოლოდ გადასატანი ტვირთის სახეობისა და რაოდენობის დადგენის, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, სანიტარიულ-ეპიდემიური ზედამხედველობის სამსახურის ნებართვის მიღებისას, მათთან მისასვლელების არსებობის და სატრანსპორტო დოკუმენტებიდან საავარიო ბარათის ნომრის დადგენის შემდეგ;

გ) ხანძრის, აგრეთვე მომწამლავი და ფეთქებადი ნივთიერებებით დაზიანებული საშიში ზონიდან ადამიანების ევაკუაციისათვის და გადასარჩენად ყველა ზომის მიღება;

დ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების დაწყებამდე ენერგოდისპეტჩერისაგან წერილობითი დასტურის მიღება ან რადიოკავშირით გამოცხადება საკონტაქტო ელექტროქსელის გავლის რაიონში ძაბვის მოხსნის დროის და დამიწების შესახებ (ბრძანების ნომრის მითითებით);

ე) ხანძრის (ავარიის) ადგილზე ბრიგადის (ნარჩენი ძაბვის მოსახსნელად), საავარიო-სამაშველო დანაყოფების და სარემონტო-აღმდგენი მატარებლების გაგზავნის დროის დადგენა;

ვ) ცეცხლმოდებული ან მომიჯნავე ვაგონების (ცისტერნების, პლატფორმების), მატარებლების ჩახსნისა და ევაკუაციისათვის მიღებული ზომების დადგენა;

ზ) ცეცხლმოდებული ვაგონის (ვაგონების) განაპირა ლიანდაგებზე გადაყვანის შესაძლებლობის დადგენა;

თ) ადგილის ქანობის, სანიაღვრე კანალიზაციის მდგომარეობის, საქალაქო კანალიზაციასა და წყალსაცავებში ადვილად აალებადი, წვადი სითხეების, ძლიერმოქმედი შხამიანი ნივთიერებების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით მისაღები ზომების დადგენა;

ი) მოძრავი შემადგენლობის გვირაბიდან გამოყვანის შესაძლებლობის დადგენა;

კ) წვის პროდუქტების მოძრაობის მიმართულების, დაკვამლიანების ზონის საზღვრების დადგენა;

ლ) მატარებლების დისპეტჩერთან მუდმივი კავშირის ორგანიზება ვითარების შესახებ ინფორმაციის და მოძრავი შემადგენლობის ევაკუაციისა და მატარებლების გადაადგილების საკითხებზე კონსულტაციების მისაღებად;

მ) წყლის წყაროების დაზვერვის ორგანიზება წყლის გადატუმბვის ან მიტანის შესაძლებლობის დასადგენად, ან წყლის რკინიგზის ცისტერნებით მიწოდების მოთხოვნა;

ნ) მატარებლების მოძრაობის გათვალისწინებით სახელოების ხაზების გაყვანის გზების და ხერხების გამოყენება მიწისქვეშა გადასასვლელებში, ფეხით მოსიარულეთა და საავტომობილო ხიდებზე, ლიანდაგების ქვეშ ან მათ გასწვრივ, ვაგონებს შორის მანძილებში. გამონაკლის შემთხვევებში ლიანდაგების (გარდა ძირითადისა) ქვეშ დაიშვება მაგისტრალური სახელოს ხაზების გაყვანა;

ო) ცეცხლმაქრი ნივთიერების მიწოდება მხოლოდ ტვირთის სახეობის დადგენის და სახანძრო დაცვის დანაყოფების პირადი შემადგენლობის სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და დამცავი ტანსაცმლით უზრუნველყოფის შემდეგ;

პ) ურთიერთთანამშრომლობა რკინიგზის ადგილობრივ ტექნიკურ პერსონალთან, სახანძრო და საავარიოსამაშველო დანაყოფებთან;

ჟ) საჭიროების შემთხვევაში, შემადგენლობის ვაგონების (რომლებიც არ არის მოცული ცეცხლით) და საშიშ ზონაში მოქცეული მომიჯნავე ლიანდაგებიდან ვაგონების (უპირატესად ფეთქებადი, რადიოაქტიური და მომწამლავი ტვირთების მქონე ვაგონების, აგრეთვე ადვილად აალებადი, წვადი სითხეებიანი და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი ცისტერნების) გაყვანა და დაცვა;

რ) გადაუდებელი ზომების მიღება რკინიგზის სადგურიდან ცეცხლმოდებული გათხევადებული ნახშირწყალბადიანი ცისტერნების ევაკუაციისათვის (უსაფრთხოების მიზნით ცისტერნას უნდა ჩაებას 3-4 ცარიელი პლატფორმა და განუწყვეტლივ გრილდებოდეს);

ს) კონტეინერებში ტვირთების ჩაქრობა, მექანიზებული ინსტრუმენტით მოწყობილი ღიობებიდან და ხვრელებიდან;

ტ) ბამბის პროდუქციის ჩაქრობა გაფრქვეული ჭავლით (ზედაპირულაქტიური ნივთიერების დამატებით), ლულების მიწოდება ღია და გვერდითი ლიუკებიდან, ხოლო ლითონის ვაგონებში – კარების ღიობებიდან;

უ) დაზიანებული ცისტერნებიდან წვადი სითხეების დაღვრის შეწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, სპეციალური ღარების ან სარინების მოწყობა დაღვრილი წვადი სითხეების უსაფრთხო ადგილზე ჩადინების მიზნით, აგრეთვე მათი ევაკუაციის აკრძალვა;

ფ) რკინიგზის ლიანდაგებზე დაღვრილი სითხეების და სხვა მასალების წვის შემთხვევაში მოძრავი შემადგენლობის სავალი ნაწილის და ლიანდაგების გაგრილება მათი დეფორმაციის თავიდან აცილების მიზნით;

ქ) შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების უზრუნველსაყოფად პასუხისმგებელი პირების დანიშვნა სადგურის თანამდებობის პირთაგან.  

3. გადასარბენზე (გვირაბში) მოძრავ რკინიგზის ტრანსპორტზე ხანძრის ჩაქრობისა და საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) რკინიგზის შესაბამისი სამსახურებისაგან ხანძრის (ავარიის) ადგილთან სამანევრო ლოკომოტივების, სახანძრო და აღმდგენი მატარებლების, სახანძრო ტექნიკით დატვირთული პლატფორმების და წყლის ცისტერნების გაგზავნის, ელექტროქსელის გაუდენურების და საკონტაქტო სადენებიდან ნარჩენი ძაბვის მოხსნის მოთხოვნა;

ბ) ხანძრის ზონასთან მისვლა სუფთა სავენტილაციო ნაკადების მხრიდან და პარალელურ გვირაბში არსებული გამკვეთების მხრიდან;

გ) ხანძრის ზონასთან მისვლა თბომაიზოლირებულ კოსტიუმეში და წყლის გაფრქვეული ჭავლით დაცვის ქვეშ;

დ) გვირაბის შუა ნაწილში ძირითადი (მთავარი) მოქმედებების გადამწყვეტი მიმართულება შეირჩეს სუფთა სავენტილაციო ნაკადის მხრიდან, ხოლო არავენტილირებად გვირაბებში – პორტალის სიმაღლის ქვედა ნიშნულის მხრიდან;

ე) მოძრავი შემადგენლობის, ვაგონების, რკინიგზის ცისტერნების გვირაბიდან შეძლებისდაგვარად გამოყვანის ორგანიზება;

ვ) საშიში და გაუშიფრავი ნივთიერებებით და მასალებით დატვირთული ვაგონების წვის ლიკვიდაციასთან ან ევაკუაციასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებაში ტვირთის გამცილებელი პირების აუცილებელი წესით ჩართვა.

4. აკრძალულია ფეთქებად საშიში მასალებით დატვირთული ვაგონების (ცისტენების) მოძრაობა ხანძრის ზონაში. ამ შემთხვევაში საჭიროა ვაგონების უწყვეტი გაგრილება ორივე მხრიდან.

5. საშიში და გაუშიფრავი ნივთიერებებით და მასალებით დატვირთული ვაგონების წვის ლიკვიდაციასთან ან ევაკუაციასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებაში საჭიროა ტვირთის ამცილებელი პირები აუცილებელი წესით ჩართვა.   

    მუხლი 49. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება მეტროპოლიტენის მოძრავ შემადგენლობებზე და სადგურებზე

1. მეტროპოლიტენის მოძრავ შემადგენლობებზე და სადგურებზე ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის დროს შესაძლებელია:

ა) ხანძრის განვითარებული სტადიის დაწყებისთანავე გვირაბის მოპირკეთების ჩამონგრევა;

ბ) მეტროპოლიტენის სადგურის მოცულობის ინტენსიური დაკვამლიანება 7-12 წუთში;

გ) მოპირდაპირე ბაქანზე და ესკალატორის ასასვლელთან მოცულობითი ტემპერატურის სწრაფი ზრდა (საშიშ მნიშვნელობებს აღწევს ხანძრის განვითარებიდან 10-25 წუთში; ესკალატორის ასასვლელთან ნახშირორჟანგის საშიში კონცენტრაციების წარმოქმნის დრო დამოკიდებულია ვენტილაციის რეჟიმზე და შეადგენს 6-17 წუთს);

დ) სამსახურებრივ სათავსებში წვის გაძლიერება მათი გახსნისას, მომიჯნავე სათავსების დაკვამლიანება 1-5 წუთში;

ე) ბაქნის ქვეშ განთავსებული სათავსებისა და კომუნიკაციების სრული დაკვამლიანება მათში კერების აღმოჩენის მომენტისათვის;

ვ) წვის სწრაფი გავრცელება სადგურების საკაბელო კოლექტორებზე (0,2-0,3 მ/წთ სიჩქარით), რაც იწვევს ესკალატორების, განათების, ვენტილაციის, მატარებლების მოძრაობის მართვის მოწყობილობების კვების ნაწილობრივ გათიშვას, ართულებს ადამიანთა გადარჩენის და ხანძრის კერის აღმოჩენის პროცესს);

ზ) საესკალატორო გვირაბში ცეცხლის გავრცელების მაღალი ხაზოვანი სიჩქარე (46 მ/წთ);

თ) საშუალო-მოცულობითი ტემპერატურის მომატება 80-930 0 Cდე ხანძრის გაჩენიდან 67 წუთში;

ი) ესკალატორის საძირკველქვეშა საკაბელო კოლექტორში ხანძრის წარმოქმნისას საესკალატორო გვირაბის დაკვამლიანება არ ხდება;

კ) ესკალატორზე ხანგრძლივი ხანძრის დროს არმოცემენტის წყალდამცავი ქოლგის ჩამონგრევა, ლითონის კონსტრუქციების დეფორმაცია და ესკალატორის საწევი ჯაჭვის გაწყვეტა;

ლ) ელექტროქვესადგურის მიწისქვეშა საკაბელო კოლექტორში ცეცხლის გავრცელების მაღალი ხაზოვანი სიჩქარე (0,2-0,3 მ/წთ), მაღალი საშუალომოცულობითი ტემპერატურა (280-580 0 C);

მ) განვითარებული ხანძრების დროს ელექტროსაწეველას გათიშვა და მატარებლების გაჩერება გვირაბებში, მუშა და საავარიო განათების, ესკალატორების, საგვირაბო ვენტილაციის ნაწილობრივ, აგრეთვე მოძრაობის უსაფრთხოების და კავშირის უზრუნველყოფის მოწყობილობების გათიშვა;

ნ) ვაგონის ქვეშ არსებულ მოწყობილობებში ან სააპარატო ნაკვეთურებში ცეცხლის წარმოქმნის მომენტიდან 5-15 წუთში წვის გავრცელება ვაგონის სალონში, ხოლო 10-15 წუთში – მთელ ვაგონში (ვაგონის გვირაბში ყოფნის დროს). სალონში ალის გავრცელების სიჩქარე დამოკიდებულია გვირაბში არსებული სავენტილაციო ჭავლის სიჩქარეზე და აღწევს 1,5 მ/წთ;

ო) წვის სწრაფი გავრცელება გვირაბის კედლებზე გაყვანილ ელექტროკაბელებზე;

პ) პირველ-მეორე ვაგონში ცეცხლის გავრცელების შემდეგ ხანძრის განვითარება რეგულირდება გვირაბში შემოსული სავენტილაციო ჰაერით. მატარებლის წვა შეიძლება გაგრძელდეს 3-დან 7 საათამდე;

ჟ) ხანძრის კერასთან მისვლა შესაძლებელია ახალი სავენტილაციო ჭავლის მხრიდან, ამასთან ნაკადის სიჩქარე უნდა იყოს არანაკლებ 0,75 მ/წთ, თუ სავენტილაციო ჭავლის სიჩქარე არის 1,5 მ/წთ, წვის პროდუქტები ვრცელდება ზურგის ნაკადის მიმართულებით;

რ) ხანძრის კერის ზონაში მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვიოს სავენტილაციო ჭავლის მიმართულებით მიწოდებული ჰაერის სიჩქარის შემცირება, ხოლო გარკვეულ პირობებში – ჰაერის ნაკადის „გადაბრუნება“ გვირაბში;

ს) მომიჯნავე ლიანდაგზე მატარებლების მოძრაობის გაგრძელებამ ხელი შეუწყოს დაკვამლიანების გავრცელებას ტრასის მნიშვნელოვნად დიდ უბანზე;

ტ) გვირაბის გამოუსადეგრობა დიდი რაოდენობით მგზავრების იძულებითი ევაკუაციისათვის და საევაკუაციო მარშრუტის მნიშვნელოვანი სიგრძე;

უ) ევაკუაციის უზრუნველსაყოფი ტექნიკური საშუალებების (ავარიული განათების, ვენტილაციის და სხვა) მწყობრიდან გამოსვლა;

ფ) ხანძრის კერის დაშორება ტრასის ღია მონაკვეთიდან;

ქ) სახანძრო დაცვის დანაყოფების მოქმედების ზონაში სივრცის შეზღუდულობა, დაკვამლიანება და მაღალი ტემპერატურა;

ღ) სამუშაოების ჩატარების ადგილთან მისვლის სირთულე, გამოწვეული გვირაბის შესაძლო ჩახერგვით;

ყ) ძაბვის ქვეშ მყოფი მოწყობილობებისა და საკაბელო ქსელების არსებობა;

შ) მეტროპოლიტენის სადგურებზე, გადასასვლელებსა და ელექტრომატარებლების ვაგონებში ადამიანთა დიდი რაოდენობით ყოფნა, გასასვლელების შეზღუდული რაოდენობა და პანიკის წარმოქმნა;

ჩ) მაღალ ტემპერატურამდე გახურებული წვის პროდუქტების და ცეცხლის სწრაფი გავრცელება აირნაკადების მოძრაობის მიმართულებით;

ც) წვის კერასთან მისვლის და ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდების სირთულე, ორიენტაციის დაკარგვა და კავშირის გაწყვეტა დაკვამლიანებულ სათავსებსა და ნაგებობებში;

ძ) გვირაბში მოქმედების ზონის და ხანძრის ჩაქრობის უბანზე მელულეების რაოდენობის შეზღუდულობა.

2. მეტროპოლიტენის მიწისქვეშა ნაგებობებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ობიექტის პასუხისმგებელ მორიგესთან ან მეტროპოლიტენის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან დაუყოვნებელი დაკავშირება და ავარიული სიტუაციის განვითარების შესახებ მონაცემების, ჩაქრობის და გადარჩენის სამუშაოების ჩატარებაზე წერილობითი ნებართვის (დაშვების) მიღება, მორიგე პერსონალთან ან ობიექტის ადმინისტრაციასთან ხანძრის ჩაქრობაზე და ადამიანთა გადასარჩენად მიმართული მოქმედებების შეთანხმება, მონაწილეობის მიღება საავარიოსამაშველო სამუშაოების შტაბის მუშაობაში, რომელსაც ხელმძღვანელობს მეტროპოლიტენის ადმინისტრაციის წარმომადგენელი;

ბ) დაზვერვის ჩატარება გაზკვამლდაცვის სამსახურის რამოდენიმე რგოლის მიერ ერთდროულად, როგორც ავარიული, ისე მომიჯნავე სადგურების მხრიდან, არანაკლებ 5 კაცის შემადგენლობით და გამოცდილი მეთაურთა შემადგენლობის ხელმძღვანელობით, აგრეთვე ხანგრძლივი მოქმედების სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით;

გ) სრულ მზადყოფნაში მყოფი გაზკვამლდაცვის სამსახურის ერთი რგოლის უსაფრთხოების საგუშაგოზე გამოყვანა სუნთქვისათვის უვარგის პირობებში მყოფი პირად შემადგენლობისათვის გადაუდებელი დახმარების გაწევის მიზნით;

დ) საკონტრო-ლოგამშვები პუნქტის (უსაფრხოების საგუშაგოს), აგრეთვე გაზკვამლდაცვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების თადარიგის შექმნა;

ე) მოძრავი შემადგენლობის ადგილმდებარეობისა და მასში ადამიანთა ყოფნის, საშიშროების ხარისხის, ევაკუაციისა და გადარჩენის ხერხის და რიგითობის დადგენა;

ვ) ევაკუაციის და გადარჩენის გზებზე განათების და ხმამაღლა მოლაპარაკე საშუალებების გამოყენებით მაუწყებლობის ორგანიზება;

ზ) ადამიანების ევაკუაციისა და გადარჩენის ღონისძიებების ორგანიზება, ამისათვის სალიანდაგო, საესკალატორო, სავენტილაციო და გადასასვლელი გვირაბების (პირველ რიგში ცეცხლმოდებული სათავსების დონის (ნიშნულის) ქვემოთ გამავალი) გამოყენება;

თ) ცეცხლმოდებული შემადგენლობის გვირაბიდან სადგურზე შეძლებისდაგვარად გაყვანის ორგანიზება;

ი) ელექტროდანადგარების, კაბელებისა და საკონტაქტო ლიანდაგების გაუდენურების – ძაბვის მოხსნის და დამიწების არსებობის შესახებ წერილობითი დასტურის (დაშვების) – მოთხოვნა;

კ) გვირაბში ორიენტაციისათვის საგზაო ნიშნების გამოყენება;

ლ) დაკვამლიანების ზონის საზღვრების, კვამლის გაწოვის მიმართულების და ტემპერატურის დაწევის ხერხების დადგენა;

მ) მეტროპოლიტენის ელექტრომექანიკურ სამსახურთან ერთად ვენტილაციის ავარიული მუშაობის საჭირო რეჟიმის განსაზღვრა და ორგანიზება, ამ მიზნებისათვის გვირაბის ვენტილაციის, კვამლგამწოვების და კვამლის გაწოვის ავტომობილების, აგრეთვე კვამლის გავრცელების იზოლაციისათვის ბრეზენტის ზღუდარების გამოყენება;

ნ) გვირაბის მზიდი კონსტრუქციების ჩამონგრევის შესაძლებლობის დადგენა;

ო) ცეცხლის გადასვლის საშიშროების შესაძლებლობის განსაზღვრა მეტროპოლიტენის მიწისქვეშა ნაგებობებიდან მიწისზედა ნაგებობებზე;

პ) ცეცხლის და წვის პროდუქტების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შიდა ხანძარ-საწინააღმდეგო წყალსადენის, სპეციალური მოწყობილობებისა და ვენტილაციის სისტემების გამოყენების შესაძლებლობის დადგენა;

ჟ) ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის განლაგება ხანძრის ადგილიდან უახლოესი სადგურის ვესტიბიულთან. ყველა სამსახურის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად მომიჯნავე (მეზობელ) სადგურებზე შტაბის დამხმარე მიმართულებების ჯგუფების ჩამოყალიბება, მათი ხელმძღვანელებისა და კავშირგაბმულობის უფროსის დანიშვნა;

რ) შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კავშირის საშუალებების სახით მეტროპოლიტენის ადგილობრივი კავშირგაბმულობის საშუალებების და ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობების, აგრეთვე სახანძარო (საავარიო-სამაშველო) დანაყოფების შეიარაღებაში არსებული კავშირის საშუალებების, მათ შორის მეგაფონების გამოყენება;

ს) საჭიროების შემთხვევაში, სავენტილაციო შახტების ჯიხურებთან მეთვალყურეების დაყენება დაკვამლიანების საზღვრების შესაფასებლად;

ტ) გამონაკლის შემთხვევაში, სავენტილაციო შახტის ყელის გამოყენება მიწისქვეშა ნაგებობებში შესაღწევად, ძალებისა და საშუალებების გასაშლელად, გადარჩენის მოქმედებების ჩასატარებლად;

უ) მიწისქვეშა ნაგებობებში დაზვერვის, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად, როგორც წესი, მაიზოლირებელი აირწინაღების გამოყენება, რომელთა დამცავი მოქმედების ხანგრძლივობა 4 საათია;

ფ) მეტროპოლიტენის სადგურის საზღვრებსა და სადგურთან მიმდებარე ნაგებობებში 2 საათიანი დამცავი მოქმედების მქონე მაიზოლირებელი აირწინაღების და შეკუმშულ ჰაერზე მომუშავე სასუნთქი აპარატების გამოყენება;

ქ) სადაზვერვო-სამაშველო ჯგუფები აღიჭურვოს კავშირის, ინდივიდუალური დაცვის, განათების, დამზღვევი, ხმამაღლამოლაპარაკე საშუალებებით და სასუნთქი ორგანოების დაცვის სათადარიგო აპარატებით;

ღ) შიდა ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის გამოყენება. მაგისტრალური ხაზების გაყვანისას უბნების მომზადება წყლის მისაწოდებლად, მუშა ხაზების გასაყვანად და ლულებით სამუშაოდ;

ყ) მაგისტრალური ხაზების გაყვანა ბალუსტრადებსა ან ერთ-ერთი ესკალატორის საფეხურებზე, მათი დამაგრება სახელოს დამჭერებით 3-4 სახელოს გამოტოვებით, სხვა ესკალატორების გამოყენება მგზავრების ევაკუაციისათვის და პირადი შემადგენლობის გადასაადგილებლად;

შ) მაღალი გამძლეობის სახელოების გამოყენება, მათი გაწყვეტის თავიდან აცილების მიზნით ავტოტუმბოზე წნევის დაწევა სადგურის სიღრმის გათვალისწინებით, აგრეთვე ესკალატორის ქვედა გადასასვლელი მოედნიდან განშტოების ერთ შტოზე მიერთებული სახელოს გამოყენება საგზაო ღარში წყლის ჩასასხმელად;

ჩ) ხელის ლულების მიწოდება სავენტილაციო ნაკადის მოძრაობის მხრიდან და წყლის ფარდით დაცვის ქვეშ;

ც) იმ ვაგონების ჩახსნა და საშიში ზონიდან გაყვანა, რომლებიც არ არის მოცული ცეცხლით;

ძ) წყლის გაფრქვეული ჭავლის (ფარდის) გამოყენება მელულეების დასაცავად და მზიდი კონსტრუქციების გასაგრილებლად;

წ) გაფრქვეული წყლის, საშუალო ჯერადობის ქაფის გამოყენება მოცულობითი ჩაქრობისათვის;

ჭ) საგზაო გვირაბების და სავენტილაციო შახტების ყელის გამოყენება ერთი საესკალატორო ამოსასვლელის მქონე ხანძრით ბლოკირებულ სადგურზე წვის კერასთან მისასვლელად.

3. მეტროპოლიტენის საესკალატორო კომპლექსის ნაგებობებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ალიანი წვის ლიკვიდაციისათვის დიდი ხარჯის ლულებიდან კომპაქტური ჭავლის გამოყენება;

ბ) გვირაბის კონსტრუქციის გასაგრილებლად დიდი ხარჯის ლულებიდან გაფრქვეული წყლის გამოყენება. გაფრქვეული წყლის გამოყენება რეკომენდებულია აგრეთვე, წვის პროდუქტების გასაგრილებლად ევაკუაციის და ცეცხლმაქრი ნივთიერებების შემოტანის გზებზე;

გ) საესკალატორო სადგურების სათავსებში და ბალუსტრადებქვეშა სივრცეში ხანძრის ჩასაქრობად მცირე ხარჯის მანევრული ლულების გამოყენება;

დ) საშუალო ჯერადობის ქაფის გამოყენება საესკალატორო გვირაბების და სამანქანო დარბაზების მოცულობითი ჩაქრობისათვის;

ე) მიწისზედა ვესტიბიულების ზურგის მხრიდან განლაგებული სადემონტაჟო შახტის შესასვლელის გამოყენება ქაფის მისაწოდებლად ექსკალატორის სამანქანო დარბაზში;

ვ) ქაფის გენერატორების დაყენება სუფთა ჰაერზე ან საჰაერო ჭავლის (რომელიც იქმნება საავტომობილო ან გადასატანი კვამლგამწოვით) მოქმედების ზონაში.

4. მეტროპოლიტენის მოძრავ შემადგენლობაში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) მცირე ხარჯის ლულებიდან გაფრქვეული წყლის გამოყენება სადგურზე ან გვირაბში ხანძრის ჩასაქრობად;

ბ) საშუალო ჯერადობის ქაფის გამოყენება მანქანის კაბინებისა და ვაგონქვეშა მოწყობილობების ჩასაქრობად;

გ) მცირე სიჩქარის სავენტილაციო ნაკადის პირობებში წვის ზონასთან მიახლოება მხოლოდ თბომაიზოლირებელ კოსტიუმებში და გაფრქვეული წყლის ჭავლით დაცვის ქვეშ;

დ) ლულების მიწოდება მატარებლის მარჯვენა და მარცხენა მხრიდან კარებისა და ფანჯრების ღიობებში;

ე) ვაგონების კონსტრუქციების სრული ჩაქრობა ჩატარდეს მელულეების წინ წაწევის კვალდაკვალ, სალონში შეღწევით;

ვ) გაფრქვეული წყლის ჭავლის გამოყენება გვირაბის კონსტრუქციების დასაცავად.   

5. მეტროპოლიტენის საკაბელო ნაგებობებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) საშუალო ჯერადობის ქაფის, აგრეთვე ქაფგენერატორების დანადგარების გამოყენება კვამლგამწოვებთან ერთად;

ბ) ქაფის მიწოდება ჩატარდეს გამანაწილებელი დარბაზის იატაკში და ბაქანზე არსებული ლიუკებიდან;

გ) კოლექტორის ტორსებში ქაფის დაღვრის თავიდან აცილება მღობავების გამოყენებით;

დ) ქაფის მიწოდება ელექტროქვესადგურების საკაბელო სარდაფებში პირველი სართულის იატაკში არსებული ლიუკებიდან და გადასარბენ გვირაბებში გამავალი ღიობებიდან;

ე) კოლექტორში ხანძრის ჩაქრობის შეუძლებლობის შემთხვევაში წვის ზონის იზოლირება უწვი მასალის ჰერმეტული მღობავების მოწყობით (ხანძრის კერასთან რაც შეიძლება ახლოს);

ვ) ხანძრის ჩაქრობის შეუძლებლობის შემთხვევაში, წვის ზონის იზოლირება გვირაბში უწვი მასალის ჰერმეტული ზღუდარების მოწყობით.

    მუხლი 50. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება  საჰაერო ხომალდებზე

1. საჰაერო ხომალდებზე ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის დროს შესაძლებელია:

ა) საჰაერო ხომალდების საწვავის სისტემების დაზიანებისას ცეცხლის სწრაფი გავრცელება დიდ ფართობზე, აგრეთვე სალონების წვად მოსაპირკეთებელ მასალებზე;

ბ) ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არსებობა, ევაკუაციის სირთულე გამოწვეული კარებების და ლიუკების გაჭედვით;

გ) წვის ტოქსიკური პროდუქტების კონცენტრაციის სწრაფი ზრდა საფრენ აპარატში; 

დ) წვადი მასალების (მათ შორის, სპილენძ-მაგნიუმის შენადნობის) კვანძებისა და ნაწილების ინტენსიური წვა;

ე) შეკუმშული აირის ბალონების აფეთქება;

ვ) საჰაერო ხომალდების მზიდი კონსტრუქციებისა და ტიხრების სწრაფი გახურება და მცირე ცეცხლმედეგობა;

ზ) პანიკის წარმოქმნა მგზავრებს შორის.

2. საჰაერო ხომალდებზე ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) საჰაერო ხომალდების ავარიული დაშვების შემთხვევაში ასაფრენდასაჯდომ ბილიკზე აუცილებელი რაოდენობის ძალებისა და საშუალებების თავმოყრა, პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (თბოამრიდი კოსტიუმები, სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები), ევაკუაციისა და გადარჩენის საშუალებების და სასწრაფო დახმარების ავტომობილებზე სამედიცინო პერსონალის მზადყოფნაში მოყვანა;

ბ) ადამიანთა სასწრაფო ევაკუაციის და გადარჩენის მიზნით ძირითადი და ავარიული ლიუკების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სპეციალურად აღნიშნულ ადგილებში, კორპუსის შემონაკერების გახსნა;

გ) აეროპორტის ფრენის ხელმძღვანელთან და საავარიოსამაშველო სამსახურთან ურთიერთმოქმედების განხორციელება, მათთან ხანძრის ჩაქრობასა და საავარიოსამაშველო სამუშოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებების შეთანხმება;

დ) ფიუზელაჟის ქვეშ საწვავის წვის ლიკვიდირება ქაფის, ფხვნილის ან წყლის ძლიერი ჭავლის გამოყენებით (პირველ რიგში, საევაკუაციო ლიუკებისა და კარებების განთავსების ადგილებში), იმავდროულად საჰაერო ჰომალდების კორპუსების გაგრილება;

ე) კორპუსზე ცეცხლის სწრაფი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება საჰაერო ჰომალდების მეტად მნიშვნელოვან ნაწილებზე (ძრავებში, ძრავების გონდოლებში, პილოტის კაბინასა და ფიუზელაჟში), აგრეთვე უბნებზე, სადაც შესაძლებელია ბალონებისა და საწვავის ავზების აფეთქება;

ვ) ძრავას შიგნით ჩაქრობის განხორციელება ქაფით, ფხვნილით ან ნახშირორჟანგით, რომლებიც მიეწოდება შესასვლელი მოწყობილობიდან, ძრავას საქშენიდან და (ან) გონდოლიდან. დაღვრილი და გამონაჟონი საწვავის წვის ლიკვიდაცია უნდა წარმოებდეს რამოდენიმე ლულიდან ერთდროულად;

ზ) სამგზავრო სალონებში წვის ლიკვიდაცია გაფრქვეული წყლით ან ქაფწარმოქმნელი ხსნარით კარების, ასევე ავარიული ლიუკების ან კორპუსის შემონაკერებში სპეციალურად მოწყობილი ხვრელების გამოყენებით;

თ) შასის წვის ლიკვიდაცია ჩატარდეს წყლის კომპაქტური ჭავლით, დამასველებლების დამატებით, დიდი ხარჯის ლულებიდან (მოხსნილი საცმით) წნევით, რომელიც უზრუნველყოფს გამდნარი მაგნიუმის შენადნობის ჩამორეცხვას;

ი) საჰაერო ჰომალდის შეძლებისდაგვარად შემობრუნება საწევარებით, რათა შეიზღუდოს ცეცხლის გავრცელება ქარის მიმართულებით;

კ) ძლიერი ქარის დროს საჰაერო ხომალდის ქვეშ საწვავის წვის ლიკვიდაცია წყლის ძლიერი ჭავლით, მისი გადარეცხვა ბეტონიდან ნიადაგში ან სანიაღვრე კანალიზაციაში, ხოლო უქარო ამინდში – დაღვრილი საწვავის ზედაპირის დაფარვა ქაფით, ფხვნილებით ან ნახშირორჟანგით.

3. საჰაერო ხომალდების სადგომებსა და ანგარებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ზონაში დაუყოვნებელი გაყვანა და დაცვა, მეზობელი საფრენი აპარატების წყლის ჭავლით გაგრილება;

ბ) არსებული ხანძრის ჩაქრობის სტაციონარული დანადგარების ამოქმედება, წყლის ძლიერი ჭავლის მიწოდება ანგარის მზიდი კონსტრუქციების გასაგრილებლად;

გ) ლულების მისაწოდებლად პწკალების, სტაპელების, ტრაპებისა და სახანძრო კიბეების გამოყენება.

    მუხლი 51. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება საზღვაო ხომალდებზე

1. საზღვაო ხომალდებზე ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის დროს შესაძლებელია:

ა) ცეცხლის სწრაფი გავრცელება შიდა მოპირკეთების წვად მასალებსა და საკომუნიკაციო სიცარიელეებში, აგრეთვე სავენტილაციო სისტემებში;

ბ) ხომალდის სათავსების და საევაკუაციო გზების სწრაფი ბლოკირება ცეცხლით და წვის მაღალტემპერატურიანი ტოქსიკური პროდუქტებით;

გ) სამგზავრო ხომალდების რთული დაგეგმარება, სივიწროვე, შესასვლელების და გასასვლელების შეზღუდული რაოდენობა, რაც აფერხებს ადამიანების გადარჩენასა და ევაკუაციას;

დ) ხანძრის კერასთან მისვლის და მის ჩასაქრობად საშუალებების შეტანის სირთულე;

ე) ხომალდის კონსტრუქციული ელემენტების დაბალი ცეცხლმედეგობა და კარგი თბოგამტარობა;

ვ) შეზღუდულ ფართობზე განსხვავებული ფიზიკურქიმიური თვისებების მქონე ტვირთის დიდი რაოდენობით კონცენტრირება, რომელთა ჩასაქრობად საჭიროა განსაზღვრული ნივთიერებები და საშუალებები;

ზ) მცირე ფართობი ძალებისა და საშუალებების თავმოყრისათვის;

თ) წვადი (მათ შორის, მაღალტოქსიკური) მასალების დიდი რაოდენობით არსებობა;

ი) მაღალი ტემპერატურის და წნევის პირობებში თხევად საწვავზე და ზეთზე მომუშავე მექანიზმების დიდი რაოდენობა;

კ) არასრული წვის ან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების პირობებში პიროლიზის პროდუქტების ჰაერთან ფეთქებადსაშიში კონცენტრაციების წარმოქმნა;

ლ) სახანძრო ტუმბოების, ძალური და გამანათებელი ქსელის მწყობრიდან გამოსვლა სამანქანო განყოფილებაში ხანძრის წარმოქმნისას;

მ) ცალკეულ ხომალდებზე ენერგეტიკული ბირთვული დანადგარების ან მათი ტექნოლოგიური მომსახურებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების არსებობა.

2. პირსთან, მისადგომსა და სტაპელზე მდგომ საზღვაო ხომალდებსა და მცურავ საშუალებებზე ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) გემის კაპიტნისგან, პორტის, გემთსაშენი და გემთსარემონტო ქარხნის ხელმძღვანელისაგან ცეცხლმოდებული გემის მოწყობის გეგმა-სქემის მოთხოვნა;

ბ) გემზე საშიში ტვირთების არსებობის, მათი დასახელების, რაოდენობისა და შენახვის ადგილის, შეფუთვის ხერხის, ჩასაქრობად რეკომენდებული ნივთიერებების, აგრეთვე პირადი შემადგენლობის დაცვის ინდივიდუალური საშუალებების საშიში ფაქტორების ზემოქმედებისაგან დაცვის ხერხების დადგენა;

გ) გემზე არსებული ხანძრის ჩაქრობის სტაციონარული დანადგარების, ადამიანების და ტვირთების ევაკუაციისათვის განკუთვნილი საშუალებებისა და მექანიზმების, აგრეთვე დოკის ან სხვა გემების პორტალური ამწეების გამოყენების შესაძლებლობის დადგენა;

დ) ცეცხლმოდებული გემის სხვა გემებისაგან ან სანაპირო ნაგებობებიდან მოცილების საჭიროების დადგენა ჩაქრობის სამუშაოების ჩატარების სირთულის გათვალისწინებით;

ე) პორტის (ქარხნის) დისპეტჩერთან, კაპიტანთან, ხანძრის ჩაქრობის ოპერატიულ შტაბთან და ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე გემებთან მუდმივი კავშირის დამყარება, პორტის, სანაოსნოს, ობიექტის ადმინისტრაციასთან მოქმედებების შეთანხმება;

ვ) გემის მობრუნება წვის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით და ხანძრის ჩაქრობისა და ევაკუაციისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა;

ზ) ყველა ონკანისა და სარქველის გადაკეტვა საწვავსადენებზე;

თ) შეძლებისდაგვარად, ხანძრის კერაში ჰაერის შეღწევის შეზღუდვა კარებების, ლიუკების ილუმინატორების ჩაკეტვისა და ვენტილაციის გათიშვის გზით;

ი) სათადარიგო და სახარჯი საწვავის ცისტერნების, ზეთიანი ცისტერნების, ჰაერგამშვები ბალონების და ლითონის ტიხრების მუდმივი გაგრილება წყლის ჭავლით;

კ) მუდმივი თვალყურის დევნება გემის მდგრადობაზე (შესაძლებელია გადახრა ან დიფერენტი), საჭიროების შემთხვევაში ნაკვეთურებიდან წყლის ამოტუმბვის ორგანიზება;

ლ) ელექტრული დენით დაზიანების საშიშროების არსებობისას მელულეების უზრუნველყოფა რეზინის ბოტებით და ხელთათმანებით, ქაფის ლულებისა და გენერატორების გემის კორპუსთან დამიწება;

მ) სახელოს ხაზების გაყვანა ტრაპებსა და სატვირთო ლიფტებში, ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება განათების, ჩასატვირთი, სავენტილაციო ლიუკებიდან ან სპეციალურად მოწყობილი ხვრელებიდან;

ნ) გემის კონსტრუქციების გახსნა მოქმედი წყლის ლულით დაცვის ქვეშ;

ო) არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ჩაბმული ძალებისა და საშუალებების გამანათებელი ხელსაწყოებით უზრუნველყოფა;

პ) უკიდურეს შემთხვევებში გემის ჩაძირვა მისი თავთხელზე დასმით.

3. პირსთან, მისადგომსა და სტაპელზე მდგომ საზღვაო ხომალდებსა და მცურავ საშუალებებზე ხანძრის ჩაქრობისას მიზანშეწონილია: 

ა) სათავსების შიგნით წყლის მცირე ხარჯის გამფრქვევი ლულების გამოყენება;

ბ) მცირე ზომის სათავსებში ვიწროდ გაფრქვეული წყლის, მათ შორის ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებების გამოყენება;

გ) ზედნაშენში და გარე სათავსებში დიდი ხარჯის წყლის ლულების გამოყენება;

დ) ხანძრის კერასთან მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში მოცულობითი ჩაქრობა საშუალო და მაღალი ჯერადობის ჰაერმექანიკური ქაფით;

ე) ტრიუმში, სამანქანო-საქვაბე განყოფილებაში კომპაქტური და გაფრქვეული წყლის ჭავლის ან სხვადასხვა ჯერადობის ქაფის გამოყენება;

ვ) ქვაბების ქვეშ საწვავის წვის ლიკვიდაციისას გემის სტაციონარული სისტემებიდან ორთქლის და ვიწროდ გაფრქვეული წყლის გამოყენება;

ზ) მშრალტვირთიან ტრიუმებში კომპაქტური წყლის ჭავლის (დამასველებლების დამატებით), ქაფის გამოყენება.

4. ნავთობჩამოსასხმელ გემებზე (ტანკერებზე) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ჩამოსასხმელი ტვირთის სახეობის, ტანკერების შევსების დონის და საშიშროების ხარისხის დადგენა;

ბ) ყველა სახის სამუშაოს შეჩერება, რომელიც დაკავშირებულია ტვირთის ჩამოსხმასა ან ამოტუმბვასთან, ჩასხმაჩამოსხმის მოწყობილობების მოცილება, იმ ტანკერების ლიუკების ჩაკეტვა, რომლებიც არ არის მოცული ცეცხლით;

გ) აფეთქების შემთხვევაში გემბანის დაზიანების ხასიათის დადგენა, გახსნილი რეზერვუარების რაოდენობის და მათი შევსების დონის, წვის ფართობის განსაზღვრა;

დ) ძალებისა და საშუალებების განლაგება ცეცხლმოდებული გემიდან დინების საპირისპირო მხარეს;

ე) გემის ცეცხლმოდებული რეზერვუარების, გემბანის, ბორტების გაგრილება დიდი ხარჯის ლულებიდან გაფრქვეული წყლით;

ვ) ცარიელი რეზერვუარების წყლით ან ინერტული აირით შეძლებისდაგავარად შევსება;

ზ) წყლის ზედაპირზე დაღვრილი ცეცხლმოდებული საწვავ-საპოხი მასალების ჩამორეცხვა და სხვა გემებისაგან ან სანაპირო ობიექტებისაგან მოკვეთა წყლის ძლიერი ჭავლით;

თ) აკვატორიაში ადვილად აალებადი და წვადი სითხეების დაღვრის თავიდან აცილების მიზნით ტივტივა ღობურების მოწყობა;

ი) პოზიციებზე მხოლოდ იმ პირადი შემადგენლობის დატოვება, რომელსაც უშუალოდ ევალება წვის ლიკვიდაცია;

კ) არასაკმარისი რაოდენობის ძალებისა და საშუალებების შემთხვევაში ჩაქრობის განხორციელება თანმიმდევრობით, დაწყებული რეზერვუარიდან, რომელიც ყველაზე მეტ საფრთხეს უქმნის მომიჯნავე რეზერვუარს, ხოლო ძალებისა და საშუალებების საკმარისი რაოდენობის შემთხვევაში დაიშვება რამოდენიმე რეზერვუარის ერთდროულად ჩაქრობა.   

5. ბირთვული ენერგეტიკული დანადგარებისა და მათი ტექნოლოგიური მომსახურებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების მქონე საზღვაო ხომალდებზე ხანძრის დროს საჭიროა ხანძრის ჩასაქრობად დაშვების მიღება, აგრეთვე რადიაციის დონის მუდმივი შემოწმება, ხოლო რადიაციის დონის აწევისას ხანძრის ჩაქრობის ცალკეული უბნების შექმნა, წესდების 39-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 52. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება გარაჟებში, ტროლეიბუსების და ტრამვაის პარკებში

1. გარაჟებში, ტროლეიბუსების და ტრამვაის პარკებში ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის დროს შესაძლებელია:

ა) გარაჟებში ბენზინით (გათხევადებული აირით) გამართული ავტომობილების, ხოლო ტროლეიბუსების და ტრამვაის პარკებში – მაღალი ძაბვის ელექტროქსელების არსებობა;

ბ) გარაჟის, პარკის ტერიტორიაზე და მისასვლელ გზებზე, განსაკუთრებით ღამის საათებში, სატრანსპორტო საშუალებების მოუწესრიგებლად და მჭიდროდ დაყენება;

გ) გარაჟების მრავალსართულიან შენობებში კვამლის და წვის სწრაფი გავრცელება;

დ) პოლიმერული მასალების წვის დროს ტოქსიკური აირების გამოყოფა;

ე) წვადი ელემენტების შემცველი დიდი ფართობის ზედაპირების წვა.

2. გარაჟებში, ტროლეიბუსებისა და ტრამვაის პარკებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:  

ა) საწვავ-საპოხი მასალების, აირიანი ბალონების შენახვის ადგილის დადგენა;

ბ) ელექტროენერგიის გათიშვის ორგანიზება ობიექტის ენერგოსამსახურის დახმარებით;

გ) ხმამაღლამოლაპარაკე და სადისპეტჩერო კავშირის საშუალებების გამოყენება სახანძრო დანაყოფების და გარაჟის პერსონალის შეთანხმებული მოქმედებებისათვის;

დ) მოძრაობის გადაკეტვის ორგანიზება ტექნიკის ევაკუაციის ადგილების სავალ ნაწილში;

ე) შენობის ჩაქრობასთან ერთად ლულების მიწოდება ახლომდებარე სატრანსპორტო საშუალებების, შენობების კონსტრუქციების, გათხევადებულაირიანი ბალონების და ბენზოავზების დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში ევაკუაციის განხორციელება და ქაფით ჩაქრობის საშუალებების გამოყენება;

ვ) სათავსებიდან სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის ორგანიზება მძღოლების, მომსახურე პერსონალის დახმარებით, საწევარებისა და ტრაქტორების გამოყენებით ან საკუთარი სვლით;

ზ) ადვილად აალებადი და წვადი სითხეების დაღვრის გზებზე ქვიშის და ხრეშის შემოზვინვის მოწყობა;

თ) კანალიზაციაში საწვავის მოხვედრის გამორიცხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჭების ღია ლიუკებიდან ჰაერმექანიკური ქაფის მიწოდება.

3. მიწისქვეშა გარაჟებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ხანძრის ჩაქრობის, კვამლის გაწოვის და ვენტილაციის სტაციონარული დანადგარების, ხოლო მათი არარსებობისას – კვამლის გაწოვის ავტომობილების გამოყენება;

ბ) ჩაქრობის დაწყება ზედა სართულიდან და წვის ლიკვიდაციის მიხედვით ქვედა სართულებზე გადანაცვლება.

თავი X. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში

    მუხლი 53. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება  სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში

1. სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში ხანძრის (ავარიის) დროს შესაძლებელია:

ა) ცეცხლის სწრაფი გავრცელება წვად ნაგებობებსა და მასალებზე;

ბ) პირუტყვის მასობრივი დაღუპვა;

გ) ცეცხლის გადატანა (ნაპერწკლები) მნიშვნელოვან მანძილებზე;

დ) საყოფაცხოვრებო გაზის ბალონების აფეთქება;

ე) ელექტრული დენით დაზიანების საშიშროება;

ვ) არადამაკმაყოფილებელი წყალმომარაგება;

ზ) სახანძრო (სამაშველო) დანაყოფების დაშორება დასახლებული პუნქტებიდან;

თ) კავშირგაბმულობის და გზების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა;

ი) ჰერბიციდების, შხამქიმიკატებისა და სასუქის საწყობებში ხანძრის დროს ტოქსიკური ნივთიერებების, ორთქლებისა და აირების გამოყოფა, რომლბსაც გააჩნია ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლისათვის საშიში ზონის და ფეთქებადსაშიში კონცენტრაციის წარმოქმნის უნარი.

2. სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) გეგმით გათვალისწინებული ძალებისა და საშუალებების დროული გამოძახება შინაგან საქმეთა განყოფილების მორიგის, კავშირგაბმულობის ადგილობრივი კვანძის ან სახანძრო დაცვის დანაყოფის დისპეტჩერის (მეელსმენის) მიერ;

ბ) ადამიანთა გადარჩენა, ცხოველების და მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაცია, ამასთან, ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ზომების მიღება;

გ) განვითარებული ხანძრების ჩასაქრობად დასახლებული პუნქტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დახმარებით სამეურნეო ტექნიკისა და მოსახლეობის მობილიზება;

დ) ტრაქტორების, ბულდოზერების და სხვა ტექნიკის გამოყენება ცეცხლის შესაძლო გავრცელების გზებზე ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების შესაქმნელად;

ე) წვის ახალი კერების წარმოქმნის საშიშროების შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით აღჭურვილი საგუშაგოების მოწყობა.    

3. მეცხოველეობის სათავსებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:   

ა) ელექტროქსელის გაუდენურება;

ბ) ზომების მიღება ცხოველების ევაკუაციისათვის, ლულების შეყვანა ხანძრის ჩასაქრობად და საევაკუაციო გზების დასაცავად, დაბმული ცხოველების აშვება მომსახურე პერსონალის დახმარებით, პირუტყვის ევაკუაციის დასაჩქარებლად წყლის ჭავლის მიმართვა გასასვლელის მოპირდაპირე მხარეს მყოფ ცხოველებზე;

გ) მომიჯნავე ობიექტების დაცვის ორგანიზება.

თავი XI. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება სხვადასხვა ობიექტებზე

    მუხლი 54. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება შახტებში 

1. შახტების მიწისზედა ნაგებობებში ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის დროს შესაძლებელია:

ა) წვა ურნალის ზედა მოედანზე, ხოლო მეტი ინტენსიურობით – ბორბლების დამაგრების ადგილზე;

ბ) წვა ურნალის ქვედა ნაწილში, რომელიც მოიცავს კონსტრუქციების დიდ რაოდენობას, ცეცხლის სწრაფი გავრცელებით ზემოთ;

გ) ურნალის ზედა ნაწილში დაგროვილი მეთანის აფეთქება;

დ) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების სირთულე, რომელიც გამოწვეულია ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობების და ნახშირის მტვრის დიდი რაოდენობით;

ე) ცეცხლის სწრაფი გავრცელება შახტის ზედა ნაგებობის გაზეთილ იატაკებზე;

ვ) ამწე მანქანების შენობების შახტებში გვარლის გაწყვეტა და გალის (კაბინის) ჩავარდნა;

ზ) ცეცხლის და წვის პროდუქტების სწრაფი გავრცელება შახტის ყელში კალორიფერული და სავენტილაციო არხებით;

თ) რეზინის სატრანსპორტიორო ლენტების მაგისტრალებზე ცეცხლის სწრაფი გავრცელება, რომელიც გამოწვეულია მაღალი ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროამძრავების და სხვა ელექტრომოწყობილობების არსებობით, დიდი რაოდენობის ნახშირის მტვრით და ინტენსიური ჰაერმიმოცვლით;

ი) ბუნკერებში ხანგრძლივად შენახული ნახშირის თვითაალება;

კ) თვითაალებული ნახშირის ავტომატური ჩატვირთვა.

2. ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისვლისას საჭიროა: ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის შექმნა, დარწმუნება იმაში, რომ სამთო სამუშევრების ყველა მუშაკსა და ადმინისტრაციას აუწყეს ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ, დადგენა – გამოძახებულია, თუ არა სამთოსამაშველო სამსახური, შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნა შახტის ტექნიკური პერსონალიდან.

3. ხანძრის, სხვა საგანგებო სიტუაციის დროს უნდა ჩამოყალიბდეს სადაზვერვო რგოლი შემდეგი შემადგენლობით: ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი, ერთერთი სახანძრო (საავარიო-სამაშველო) გათვლის უფროსი (ათეულის მეთაური), მეკავშირე. სადაზვერვო რგოლების რაოდენობა და შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მიერ ხანძარზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.

4. შახტებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) მეთანის აფეთქების საშიშროების დადგენა;

ბ) შახტის სამთოსამაშველო და საავარიოსამაშველო სამსახურებთან ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფა;

გ) ძაბვის ქვეშ მყოფი მოწყობილობების არსებობის დადგენა და ძაბვის მოხსნის მოთხოვნა;

დ) ძირითადი საყრდენების, ურნალის და ბორბლების ჩამოშლის, გვარლის და ამწე მექანიზმების გაწყვეტის შესაძლებლობის დადგენა;

ე) გალერეებსა და ესტაკადებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროების არსებობის შეფასება;

ვ) შახტის ყელსა და მომიჯნავე სათადარიგო გასასვლელებში კალორიფერული და სავენტილაციო არხებით ცეცხლის და წვის პროდუქტების გავრცელების საშიშროების დადგენა;

ზ) სავენტილაციო დანადგარების გათიშვის საჭიროების და სავენტილაციო ნაგებობების რაოდენობის დადგენა;

თ) გალერეებისა და ესტაკადების ქსელის განლაგების თავისებურებების, ჰაერის მიწოდების მიმართულების დადგენა;

ი) ურნალის, ესტაკადებისა და გალერეების მიმართულებით არსებულ ღიობებში ცეცხლის გავრცელების გზების ბლოკირება (სახურავის გახსნით ურნალიდან ყველაზე მოცილებულ წერტილში), კვამლისა და ცხელი აირების გაწოვის უზრუნველყოფა ურნალის მიმართ ქარზურგა მხარის მიმართულებით. წყლის გაფრქვეული ნაკადების გამოყენება ნახშირის მტვრის კორიანტელის დადგომის თავიდან აცილების მიზნით ან მისი დალექვისათვის;

კ) ზომების მიღება ჰაერის მიწოდების მიმართულების შესაცვლელად (შახტის ყელში წვის პროდუქტების მიწოდების შეზღუდვა) შახტის ყელის გადაკეტვის შეუძლებლობის შემთხვევაში;

ლ) ელექტროძრავებში შემავალი მაღალი ძაბვის დენის გათიშვის მოთხოვნა;

მ) ხანძრის ლოკალიზაციაზე მიმართული ზომების მიღება (პირველ რიგში საკაბელო კედლების ხაზებზე).

5. დახურულ გალერეებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) მაღალი ტემპერატურის აირების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სახურავის გახსნა ქარზურგა მხრიდან შახტის მიწისზედა შენობებთან მომიჯვნის ადგილებში და წყლის ლულების მიწოდება;

ბ) წყლის ფარდის გამოყენება ნაგებობის ძირითადი საყრდენების და მოქმედი შახტების ყელის დასაცავად;

გ) ზომების მიღება ხანძრის ლოკალიზაციისათვის გალერეების მომიჯვნის ადგილებში, სადაც განთავსებულია სათავსები სატრანსპორტიორო მოწყობილობების ელექტროამძრავი დანადგარებით;

დ) ლულების მიწოდება გალერეის შიგნით, სავენტილაციო ნაკადის მიმართულებით და ცეცხლის გავრცელების საპირისპირო მხარეს;

ე) არასაკმარისი რაოდენობის ძალებისა და საშუალებების შემთხვევაში (განვითარებული ხანძრის ჩასაქრობად) ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების შექმნა ესტაკადებისა და გალერეების საყრდენებს შორის 2-3 კვანძის დაშლით ხანძრის კერის ორივე მხრიდან (შახტის მთავარ ინჟინერთან შეთანხმებით); ჩამონგრეული ცეცხლმოდებული კონსტრუქციები უნდა იქნეს გატანილი ან დაცული წყლის ფარდით.

6. ამწე მანქანის შენობაში ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) შენობის გაუდენურება;

ბ) ძვირად ღირებული მოწყობილობების დაცვა მათში ცეცხლმაქრი ნივთიერებების და სახურავის კონსტრუქციული ელემენტების მოხვედრისაგან (სახურავის გახსნისას);

გ) ხანძრის ჩაქრობის დაწყება გვარლების (ბაგირების) გასაყვანი ღიობების მხრიდან მათი იმავდროული გაგრილებით;

დ) ჰაერ-მექანიკური ქაფის გამოყენება ამწე მანქანის შიდა ნაწილის ჩასაქრობად;

ე) ზომების მიღება ბაგირების გაწყვეტისა და შახტის ყელში გალის (კაბინის) ან სკიპის ჩავარდნის თავიდან აცილების მიზნით. ამისათვის გარდა ბაგირების გაგრილებისა, საჭიროა მათი დამაგრება ურნალის ბორბლების ქვედა მოედანზე, ხოლო გალების (კაბინების) და სკიპების – ქვედა და ზედა საბოლოო მდგომარეობაში დაყენება და დამაგრება.

7. კალორიფერული დანადგარის სათავსში ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) დანადგარის გაუდენურება;

ბ) კალორიფერული არხის წვად სამაგრებზე ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილება ლულების მიწოდებით შახტის ყელის მხრიდან;

გ) კალორიფერული არხის გადაკეტვა შახტის ყელთან მომიჯვნის ადგილში წვის პროდუქტების შახტაში შეღწევის შესაწყვეტად, ან შახტის მთავარი ვენტილატორის რევერსულ სვლაზე გადაყვანა;

დ) კალორიფერულ არხსა და ზედაპირზე ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ოპერატიულ უბნებს შორის კავშირის ორგანიზება.

8. სავენტილატოროს შენობაში ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა შახტის მთავარ ინჟინერთან შეთანხმებით ვენტილატორის დაუყოვნებელი გაჩერება, შახტის ცეცხლმედეგი სარქველის ჩაკეტვა ან შიბერის დაკვალთვა, ძალური ელექტროხაზების გაუდენურება.

9. ბუნკერებში ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ბუნკერის გარე ნაწილის დასველება და ჩაქრობის დაწყება უმაღლესი წერტილიდან;

ბ) ნახშირის გადმოტვირთვა მცირე პარტიებით, გაფანტვა და საგულდაგულოდ დასველება სრულ გაგრილებამდე;

გ) ლავგარდნების (კარნიზების) და სხვა შვერილების (ცეცხლის შეღწევის შესაძლო ადგილების) მდგომარეობის შემოწმება;

დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება ბუნკერის ზედა გალერეაში ხანძრის ჩაქრობისას და დახურული კიბის უჯრედებსა და გადასასვლელებში მუშაობისას;

ე) ბუნკერის ძირითადი საყრდენების დასაცავად ყველა შესაძლო ზომის მიღება, ხოლო პირადი შემადგენლობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშროების არსებობისას მათი დაუყოვნებელი გაყვანის უზრუნველყოფა.   

    მუხლი 55. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება პენიტენციალურ დაწესებულებებში 

1. პენიტენციარულ დაწესებულებებში ხანძრის (ავარიის) დროს შესაძლებელია:

ა) მასობრივი ხასიათის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, გაქცევის, სახანძრო დაცვის დანაყოფების პირად შემადგენლობაზე თავდასხმების მცდელობები, ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას წინააღმდეგობის გაწევა;

ბ) მსჯავრდებულების მიერ სახანძრო და საავარიო-სამაშველო გათვლების პირადი შემადგენლობის ჩანაცვლების მცდელობა პენიტენციარული ორგანოების დაწესებულების საზღვრებს გარეთ გასვლის (გაქცევის) მიზნით;

გ) მსჯავრდებულების მიერ მძევლების აყვანის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ხელში ჩაგდების მცდელობა;

დ) სახანძრო და საავარიოსამაშველო ტექნიკისა და შეიარაღების დაზიანება;

ე) პენიტენციალური დაწესებულების ტერიტორიაზე ლითონის შემოღობვების დიდი რაოდენობა, რაც ართულებს ევაკუაციას და სახანძრო და საავარიოსამაშველო გათვლების, ტექნიკის თავისუფალ მოძრაობას, აგრეთვე მაგისტრალური და მუშა სახელოს ხაზების გაყვანას;

ვ) ინფექციური დაავადებები.

2. პენიტენციარულ დაწესებულებებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) შესვლისთანავე დაწესებულების ოპერატიული მორიგის ან დაცვის უფროსისთვის სახანძრო და საავარიო-სამაშველო გათვლების პირადი შემადგენლობის რაოდენობის შესახებ მონაცემების შეტყობინება;

ბ) პენიტენციარული დაწესებულებების ადმინასტრაციისაგან პირადი შემადგენლობის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნა ხანძრის ჩაქრობისა და საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარებისას;

გ) სახანძრო და საავარიოსამაშველო გათვლების პირადი შემადგენლობის მუშაობა უშუალოდ უფროსი ოპერატიული პირის (სახანძრო დაცვის დანაყოფების ხელმძღვანელი) მიერ მითითებულ ადგილზე;

დ) აიკრძალოს გადაადგილება პენიტენციალური დაწესებულების ტერიტორიასა და ობიექტებზე, სადაც არ წარმოებს ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ძირითადი მოქმედებები, აგრეთვე მსჯავრდებულებთან კონტაქტში შესვლა;      

ე) პენიტენციარული დაწესებულების მომსახურე პერსონალის, მსჯავრდებულების ევაკუაცია და ხანძრის ჩაქრობა განხორციელდეს ობიექტის ხანძრის ჩაქრობის გეგმის (ბარათის) შესაბამისად. ხანძრის ჩაქრობასა და საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მიმართული მოქმედებები განხორციელდეს დაწესებულების რეჟიმის გათვალისწინებით;     

ვ) გამოსვლისას სახანძრო და სააავრიო-სამაშველო გათვლების პირადი შემადგენლობის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, მოწყობილობისა და შეიარაღების შესამოწმებლად წარდგენა.

 

თავი XII. პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების თავისებურებანი

    მუხლი 56. პირველი რიგის საავარიო -სამაშველო სამუშაოები

1. ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოები წარმოადგენს ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად და დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, აგრეთვე ქონების ევაკუაციაზე მიმართულ მოქმედებებს.

2. პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოები ხასიათდება დიდი მოცულობით და მათი ჩატარებისათვის განკუთვნილი დროის სიმცირით, ვითარების სირთულით და პირადი შემადგენლობის ძალების მაქსიმალური დაძაბულობით; ტარდება უწყვეტლივ, დღისა და ღამის საათებში, ნებისმიერ ამინდში ვითარების სტაბილიზებამდე, რასაც უზრუნველყოფს დანაყოფების მომზადების და სწავლების მაღალი დონე, ფსიქოლოგიური სიმტკიცე, მდგრადობა, დაქვემდებარებული დანაყოფებისა და ფორმირებების უწყვეტი მართვა და მათი მრავალმხრივი უზრუნველყოფა.

3. პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოები მოიცავს:

ა) დაზარალებულთა ძებნას და მათ გამოყვანას დაზიანებული და ცეცხლმოდებული შენობებიდან, დაგაზიანებული, დაკვამლიანებული და დატბორილი სათავსებიდან ან ნანგრევებიდან;

ბ) დანგრეული, დაზიანებული ან ჩახერგილი სათავსების გახსნას, მათში მოყოლილ ადამიანთა გადარჩენას;

გ) ჰაერის მიწოდებას ჩახერგილ სათავსებში მათში მოყოლილ ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად;

დ) დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენას;

ე) საშიში ზონიდან მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაციის ორგანიზებას;

ვ) იმ შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების გამაგრებას ან დანგრევას, რომლებსაც ემუქრება ჩამოშლის საშიშროება და აფერხებენ სამუშაოების უსაფრთხო ჩატარებას.   

    მუხლი 57. ნგრევის შედეგების ლიკვიდაცია

1. ქალაქის და საწარმოო განაშენიანების ნგრევის შედეგად შესაძლებელია:

ა) დაზარალებულები საჭიროებდნენ სამედიცინო დახმარებას და ვერ გამოდიოდნენ დანგრეული შენობა-ნაგებობებიდან დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე;

ბ) დანგრეულ შენობებში მოყოლილ ადამიანებს ესაჭიროებოდეთ სუფთა ჰაერის სასწრაფო მიწოდება.

2. სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) შემთხვევის ადგილის დაზვერვა და ვითარების შეფასება;

ბ) მუშა მოედნების მომზადება მანქანების და მექანიზმების განსათავსებლად;

გ) საინჟინრო კომუნიკაციების, პირველ რიგში, გაზის და ელექტროდენის გათიშვა;

დ) შენობის დარჩენილ ნაწილებში, ნანგრევებზე და სიცარიელეებში ადამიანთა ძებნა და გადარჩენა;

ე) არხების და გვირაბების მოწყობა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანებისათვის ჰაერის მისაწოდებლად;

ვ) შენობის ჩახერგილი შესასვლელის (გადახურვის ან კედლის) დაშლა-გათავისუფლება;

ზ) კედლის ან გადახურვის შენგრევა გასასვლელების მოსაწყობად.

თ) სამუშაოების განხორციელების ადგილის და ხერხის განსაზღვრა თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით და შენობის ტიპის, მისი მდგომარეობის, ჩახერგვის ხასიათის, მექანიზაციის არსებული საშუალებების გათვალისწინებით;

ი) ვითარების შეფასება, შენობის ტიპის, მისი კონსტრუქციული თავისებურებების, ზომების და ფართობის დადგენა. შექმნილი ვითარების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს წელიწადის სეზონი, დრო, ამინდის პირობები და სხვა ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება საგრძნობლად იმოქმედონ საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე;

კ) დაზვერვის პარალელურად ხელის ლაფეტის ლულებიანი სახელოს ხაზების გაყვანა ნანგრევებზე მომუშავე ადამიანების ცეცხლისაგან დასაცავად;

ლ) დაზვერვის ჩატარებასა და ადამიანების ძებნაში მონაწილე პირადი შემადგენლობის მიერ ყურადღების გამოჩენა და გაზის სუნის შეგრძნებისას სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ლითონის და ქვის ზედაპირებთან მკვეთრ შეხებისას აფეთქების თავიდან აცილების მიზნით;

მ) ავარიული საკომუნიკაციო-ენერგეტიკული ქსელების გადაკეტვა დანგრეულ შენობა-ნაგებობებთან ახლოს, წყლის ამოტუმბვა ან მოცილება, არსებული ხანძრის კერების ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია;

ნ) ჩამონგრევის საშიშროების მქონე შენობების გამაგრება ან დანგრევა არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

ო) ავარიის ადგილზე სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით ჰაერის შემადგენლობის (ჟანგბადის, ტოქსიკური და ფეთქებადსაშიში კომპონენტების შემცველობის, თბური ნაკადის სიმკვრივის) მუდმივი კონტროლი;

პ) უმნიშვნელო (მცირე ზომის ნატეხებისაგან შემდგარი) ჩახერგვების ხელით გასუფთავება მარტივი ინსტრუმენტების და მცირე მექანიზაციის საშუალებების გამოყენებით.    

3. ჩახერგვების დასუფავებაზე მომუშავე პირადი შემადგენლობა უნდა იყოს აღჭურვილი ხელის და მექანიზებული ინსტრუმენტებით, ცეცხლმაქრებით, დამცავი ტანსაცმლის კომპლექტებით, სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, დოზიმეტრებით, აგრეთვე ყოველ 2-3 რგოლზე უნდა იყოს გათვალისწინებული ერთი ლითონის საჭრელი ხელსაწყო.

4. მუშაობისას საჭიროა შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნათა მკაცრი დაცვა:

ა) ნანგრევების გასუფთავებაზე პირადმა შემადგენლობამ უნდა იმუშაოს დამცავი ჩაჩქანებით და ხელთათმანებით, ხოლო სიმაღლეზე მუშაობისას გამოიყენოს დამცავი ქამრები და მაშველი თოკები;

ბ) შენარჩუნებულ კონსტრუქციებზე უნდა განხორციელდეს მუდმივი კონტროლი;

გ) აკრძალულია კონსტრუქციების ჩამონგრევა არსებულ ნანგრევებზე მათში მოყოლილ ადამიანთა დაღუპვის, აგრეთვე ხანძრის წარმოქმნის ან აფეთქების თავიდან აცილების მიზნით;

დ) საშიში უბნები უნდა იყოს შემოღობილი ან აღნიშნული სპეციალური ნიშნებით;

ე) მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ნანგრევებზე სიარული, გადაადგილებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების გამოჩენა და არამყარად განთავსებულ ნანგრევებზე ფეხის დაბიჯებისაგან თავის არიდება;

ვ) ნგრევის ზონიდან ნანგრევების მოცილება და საჭირო ინსტრუმენტის გადაცემა მაშველთა მწკრივის მეშვეობით;

ზ) აკრძალულია გადაადგილება და მანქანების დაყენება ნაგებობის გადახურვებზე იმ კედლებთან და კონსტრუქციებთან, რომლებსაც ემუქრება ჩამონგრევის საშიშროება;

თ) საჭიროა თვალყურის დევნება მანქანის დახრილობაზე და მდგრადობის დაკარგვის საშიშროების არსებობისას მათი მუშაობის დაუყოვნებელი შეჩერება;

ი) მუშაობის დროს ბორბლებიანი ექსკავატორები და ამწეები უნდა იქნეს დაყენებული აუტრიგერებზე;

კ) ნანგრევების მექანიკური საშუალებებით გასუფთავების დროს აკრძალულია კონსტრუქციების ტროსებით გაწევა. საჭიროა მათი ფრთხილად აწევა, დაწყებული ზედა კონსტრუქციიდან, და ყოველი აწევის შემდეგ ადგილის დათვალიერება ნანგრევებში მოყოლილ ადამიანთა მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით;

ლ) აკრძალულია ექსკავატორის ციცხვის მუშაობის რაიონში აწეული ტვირთის ქვეშ, აგრეთვე მანქანის პირდაპირი წევით ნანგრევების ელემენტების გაწევისას დაჭიმულ ტროსებთან დგომა;

მ) დაგაზიანებულ სათავსებში მუშაობისას აკრძალულია ნაპერწკალწარმომქნელი ინსტრუმენტის გამოყენება. საჭიროა ელექტრული ხაზების გაუდენურება, ხოლო განათებისათვის – აკუმულატორული ფარნებით სარგებლობა.

5. ნანგრევებზე მომუშავე ყველა ჯგუფი უნდა იმყოფებოდეს იმ სპეციალურად დანიშნულ პირთა მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც პასუხს აგებენ მათ უსაფრთხოებაზე და აქვთ კავშირი შენობების შენარჩუნებული კონსტრუქციების მდგომარეობაზე მეთვალყურე საგუშაგოსთან.

6. სამუშაო უბნები ღამის საათებში უნდა იყოს განათებული. ტრანშეები, ორმოები და სხვა საშიში ადგილები უნდა იყოს შემოღობილი და აღნიშნული შუქნიშნებით.

7. ზამთარში მუშაობის დროს პირადი შემადგენლობის გასათბობად საჭიროა სპეციალური, ხოლო ხანგრძლივი მუშაობისას საკვების მისაღები პუნქტების მოწყობა.

    მუხლი 58. დაზარალებულთა გადარჩენა ნანგრევებიდან და ნაწილობრივ დანგრეული შენობებიდან

1. შენობის ნანგრევებში მოყოლილ ადამიანთა ძებნა და გადარჩენა იწყება დანაყოფების მისვლისთანავე.

2. დაზარალებულთა ძებნისა და გადარჩენისას საჭიროა:

ა) დანგრეული შენობა-ნაგებობის სრული დათვალიერების მეთოდის გამოყენება და გადაადგილებისას ისეთი მანძილის დაცვა, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მხედველობით და სმენით კავშირს;

ბ) ადამიანთა ყველა შესაძლო ადგილსამყოფლის დეტალური დათვალიერება კინოლოგების დახმარებით და სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით;

გ) დროის მოკლე მონაკვეთში ხმამაღალი ხმოვანი სიგნალების გადაცემა ან ნანგრევების და შენობის შენარჩუნებულ ელემენტებზე დარტყმების წარმოება, ამასთან, ნებისმიერ ხმაურზე ყურადღების მიქცევა, რადგანაც იგი შეიძლება აღმოჩნდეს დაზარალებულის საპასუხო სიგნალი;

დ) ნანგრევების ქვეშ ადამიანთა ყოფნის შემთხვევაში, მათთან შეძლებისდაგვარად კავშირის დამყარება მოლაპარაკების ან დარტყმების წარმოებით, მათი რაოდენობისა და მდგომარეობის დადგენა. ამასთან, ნანგრევების გასუფთავების ხერხის შერჩევა და სამუშაოების დაუყოვნებელი დაწყება;

ე) ნანგრევების გასუფთავების დაწყება ზედაპირიდან, თუ დაზარალებულები იმყოფებიან ნანგრევების ზედაპირთან ახლოს ან ნანგრევებს აქვს მჭიდრო სტრუქტურა;

ვ) ნანგრევების გასუფთავებისას იმ ადგილის თავზე, სადაც იმყოფებიან დაზარალებულები, სიფრთხილის ზომების მკაცრი დაცვა, რადგან შესაძლებელია არამდგრადი ნანგრევების ცალკეული ელემენტების თვითნებური გადაადგილება და ნანგრევის მთელი მასის ჩამოწოლა;

ზ) ნანგრევებიდან დიდი ზომის ელემენტების ამოღებისას მათი რხევის, მკვეთრი ამოქაჩვის, და სამუშაოს ჩატარების ადგილზე ძლიერი დარტყმების წარმოების აკრძალვა;

თ) სამუშაოს ჩატარების ადგილთან გამავალი საინჟინრო კომუნიკაციების დათვალიერება და აღმოჩენილი დაზიანებული უბნის (საიდანაც ჟონავს წყალი ან იპარება აირი) დაუყოვნებელი გათიშვა;

ი) ცეცხლმოდებული და მბჟუტავი საგნების ნანგრევებიდან ამოღება და ჩაქრობა;

კ) ნანგრევის სიღრმიდან დაზარალებულების ამოსაყვანად გალერეების გაყვანისას მისი კედლების გამაგრება ხელთ არსებული მასალებისაგან დამზადებული საყრდენებით. საყრდეების კონსტრუქციები უნდა სცდებოდნენ ნანგრევის საზღვრებს 1-2 მეტრით;

ლ) სამუშაოების მოცულობის შესამცირებლად საჭიროა ნანგრევების გავლის სწორი მიმართულების შერჩევა – უმოკლესი მანძილების, სიცარიელების და უპირატესად ხის კონსტრუქციების და ქვის მცირე ზომის ნატეხებისაგან შემდგარი უბნების გამოყენება.

3. გალერეის გასაყვან სამუშაოებს ახორციელებს რგოლი 6-7 კაცის შემადგენლობით. რგოლი იყოფა ორ გათვლად, თითოეულში სამი კაცი. რგოლის უფროსი პასუხისმგებელია სამუშაოების შესრულებასა და უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. გათვლები მუშაობენ 20-30 წუთი. გათვლის ერთი წევრი ასუფთავებს ნანგრევებს, ხოლო ორს გააქვს ნატეხები და აყენებს საყრდენებს. მუშაობისაგან თავისუფალი ცვლა ამზადებს სამაგრების ელემენტებს. გალერეების გასაყვანად შესაძლებელია მექანიზაციის საშუალებების – ჯალამბრების, დომკრატების, ბეტონის სატეხების, სანგრევი ჩაქუჩების გამოყენება. რგოლების პირადი შემადგენლობა უნდა აღიჭურვოს შეზღუდულ პირობებში მუშაობისათვის მოხერხებული ინსტრუმენტით: ძალაყინით, სახანძრო ნაჯახით, მცირე ზომის სასანგრე ნიჩბებით და სხვ. მეხანძრეებსა და მაშველებს უნდა გააჩნდეთ დამცავი ჩაჩქანები და აუცილებელად დამცავი ქამრები, რომლებზეც მიმაგრებულია მტკიცე თოკი, ნანგრევს გარეთ მოქცეული ერთი ბოლოთი. ტანსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული ნანგრევებში სამუშაოდ.

 

დანართი 1

ნიმუში

ს ა გ ზ უ რ ი

------------------------------------------------------------------------------------------------------

(დანაყოფის დასახელება)

----------------------------------------------------------------------------მორიგე ცვლის გასვლისათვის

1. გასვლის ადგილი, მისამართი-------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. მოკლე ცნობები ხანძრის, ავარიის, სტიქიური უბედურების შესახებ------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. შეტყობინების მიღების დრო -------- სთ ---------- წთ

4. შემტყობინებლის გვარი და ტელეფონის № ----------------------------------------------------------

მორიგე დისპეტჩერი (მეელსმენე)------------------------------------------------------------------------

.

-------------------------------------------------------------------

                     (დისპეტჩერის, მეელსმენის ხელმოწერა)

„ -------“-----------200 წ.

 

შენიშვნა:      გასვლის ადგილის შესახებ ცნობების, აგრეთვე განმცხადებლის თაობაზე მონაცემების არარსებობამ არ უნდა შეაყოვნოს მორიგე ცვლის შემთხვევის ადგილზე გასვლა.

ცნობები ხანძრის (ავარიის, კატასტროფის) შესახებ

1. ხანძრის (ავარიის, კატასტროფის) ობიექტის დასახელება---------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. რა დაიწვა ----------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

3. იყო თუ არა ადამიანთა მსხვერპლი ------------------------------------------------------------------

4. რა სახის სახელოები იყო გამოყენებული------------------------------------------------------------

ლიტერ „ა“---------------------------------ცალი

ლიტერ „ბ“---------------------------------ცალი

5. ლულების რაოდენობა------------------------------------------------------------------------------

ლიტერ „ა“---------------------------------ცალი

ლიტერ „ბ“---------------------------------ცალი

 

6. ტუმბოს მუშაობის დრო--------------------- სთ---------------- წთ---------------- სთ----------- წთ

7. ხანძრიდან (ავარიიდან, კატასტროფიდან) დაბრუნების დროს----------------- სთ----------- წთ

მორიგე ცვლის უფროსი---------------------------------------------------------

(გვარი, ხელმოწერა)


დანართი 2

ნიმუში

 

სახანძრო (სამაშველო) დანაყოფები, ურთიერთმოქმედი სამსახურები

მისვლის დრო

სახანძრო (საავარიო-სამაშველო) გათვლის რიცხოვნება

ხანძრის ჩაქრობის, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ძირითადი (მთავარი) ამოცანა,

მისი მიღების დრო

ხანძრის ჩაქრობის უბნის

პირველი ლულის მიწოდების დრო

გამოძახების ადგილიდან წამოსვლის დრო

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ძალებისა და საშუალებების აღრიცხვა

 


დანართი 3

ნიმუში

ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მონაწილეთა აღრიცხვა

ხანძრის ჩაქრობის უბნის

ხანძრის ჩაქრობის უბნის უფროსი

ამოცანა

რაოდენობა

ლულები

პირადი შემადგენლობის

სახანძრო (საავ. სამაშ.) გათვლების

გკდ

სამსახურის

რგოლების

საშუალო ჯერადობის ქაფის გენერატორი (ლულა)

დაბალი ჯერადობის ლულა

1

2

3

4

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

დანართი 4

ნიმუში

განკარგულებებისა და ინფორმაციების აღრიცხვა

 

დრო

 

რა არის გადმოცემული

ვის გადმოეცა

ვინ გადმოსცა

ვინ მიიღო

1

2

3

4

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

ჩაფხუტის, სპეცტანსაცმლისა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განმასხვავებელი ნიშნები

 

 

შენიშვნა:     სპეცტანსაცმელზე და სუნთქვის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე განმასხვავებელი ნიშნების განთავსების ადგილები დგინდება თითოეული დანაყოფისათვის ერთი ტიპის, ტერიტორიული ერთეულების შესაბამისად.

 

 

დანართი 6

ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის, ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის უფროსის, ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ზურგის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ხანძრის ჩაქრობის უბნის (სექტორის) უფროსის, მეკავშირის სამკლაურის

ა ღ წ ე რ ა

ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის (ხჩხ), ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული შტაბის უფროსის (ოშუ), ხანძრის ჩაქრობის უბნის (სექტორის) უფროსის (უ(ს)უ) სამკლაური მზადდება წითელი ნაჭრისაგან, რომელზეც შესაბამისი წარწერა – ხჩხ, ოშუ, უ(ს)უ – დაიტანება თეთრი ფერის საღებავით.

სამკლაური ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ზურგის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისა (ზუსუ) და მეკავშირისათვის (მ) მზადდება თეთრი ნაჭრისაგან, რომელზეც შესაბამისი წარწერა (ზუსუ, მ) დაიტანება შავი ფერის საღებავით.

 

 

დანართი 7

პირობითი გრაფიკული აღნიშვნები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  დანართი 8

ა ქ ტ ი

ხ ა ნ ძ რ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ

(დგება არანაკლებ 2 ეგზ.)

“ 200 წ.

.

----------------------------------------------------------

                    (ქალაქი, სოფელი, რაიონი)

     

      კომისიამ ---------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------შემადგენლობით,

შეადგინა აქტი 200-------- წლის "---------" მომხდარი ხანძრის შესახებ

ობიექტის დასახელება ---------------------------------------------------------------------------------------------

ობიექტის უწყებრივი კუთვნილება-------------------------------------------------------------------------------

ობიექტის მისამართი-----------------------------------------------------------------------------------------------

ხანძრის აღმოჩენის დრო ----- სთ.-----------წთ. ხანძრის წარმოქმნის ადგილი-----------------------------.

ვინ აღმოაჩინა ხანძარი და როგორ შეატყობინა სახანძრო დაცვის დანაყოფს-------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                   .

----------------------------------------------------------------ტელეფონის № --------------------------------------

 

 

სახანძრო დაცვის დანაყოფში შეტყობინების მიღების თარიღი , დრო---------- სთ.--------- წთ.

პირველი ქვედანაყოფის მისვლის დრო ----------სთ. ----------წთ.

ლოკალიზაციის თარიღი , დრო------- სთ. --------წთ. ფართობი ----------კვ.მ.

ლიკვიდაციის თარიღი , დრო---------- სთ.------------- წთ.

სახანძრო დაცვის დანაყოფების მისვლის მომენტისთვის შექმნილი ვითარება ----------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

       (ხანძრის ფართობი, მისი გავრცელების გზები და სიჩქარე, ადამიანებისა და ცხოველებისათვის შექმნილი

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საფრთხე, ჩამონგრევებისა და აფეთქების საშიშროება, მოსახლეობის მოქმედება)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ხანძრის ჩაქრობისას გამოყენებული ძალები და საშუალებები:

ხანძრის ჩაქრობის მონაწილენი------------------------------------------------------------------------------------

      (სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის დანაყოფების

------------------------------------------------------------------------------------------------------ -- -------------------

 

თანამშრომლები, სახანძრო დაცვის სხვა ფორმირებები, მოსახლეობა, საერთო რაოდენობა)

 

ძირითადი და სპეციალური გათვლების რაოდენობა -----------------------------------------------------------

გაზკვამლდაცვის სამსახურის რგოლების რაოდენობა----------------------------------------------------------

სახანძრო ტექნიკის ტიპი, რაოდენობა და კუთვნილება---------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------   

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მიწოდებული ლულების რაოდენობა და სახეობა ----------------------------------------------------------------

ფაქტ ობრივი წყლის ხარჯი-------------------------------------------------------------------------------------------

აეროზოლური ცეცხლსაქრობების რაოდენობა, სახეობა და გამოყენების შედეგი---------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სახანძრო ავტომატიკის დანადგარების მუშაობა-----------------------------------------------------------------      

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

.

ხანძრის ჩაქრობისას გამოყენებული ცეცხლმაქრი ნივთიერებები --------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ხანძრის ჩაქრობისას გამოყენებული წყლის წყაროები------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საავარიო-სამაშველო ტექნიკის ტიპი, რაოდენობა და კუთნილება---------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ხანძრის შედეგები:

დაიღუპა ადამიანი: --------სულ, მათ შორის ----- ბავშვი, ----- სახანძრო დაცვის დანაყოფის

თანამშრომელი

მონაცემები დაღუპულების შესახებ------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მიიღეს ტრავმები: -----სულ, მათ შორის-------ბავშვი,-----სახანძრო დაცვის დანაყოფის თანამშრომელი

მონაცემები ტრავმირებულების შესახებ---------------------------------------------------------------------------      

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

განადგურდა (დაზიანდა): ნაგებობა -------ერთ., საცხოვრებელი ბინები, ოთახები -------ერთ., საერთო

ფართობი ----კვ.მ, ტექნიკა --------ერთ., სასოფლო-სამეურნეო კულტურები--------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დაიღუპა----------------------------------------------------------------------------------ცხოველი

(სახეობა და რაოდენობა)

 

ხანძრის გავრცელების ხელშემწყობი პირობები -----------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ხანძარზე გადარჩენილია:------------ადამიანი, ტექნიკა -------- ერთ., ---------საქონელი

მატერიალური ფასეულობები -------------------------------------------------------------------------------ლარი

აქტი ხანძრის შესახებ შესამოწმებლად გადაგზავნილია

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

განსაკუთრებული შენიშვნები ------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

კომისიის წევრების ხელმოწერები:   ----------------------------------

----------------------------------

----------------------------------

 

აქტის ეგზემპლარები მიიღეს:            ----------------------------------

----------------------------------