დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 444 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 08/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.010.310 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.310
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №444
2007 წლის 3 მაისი ქ. თბილისი
,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში (სსმ III, 08.04.2005, №41, მუხ. 443) მე-45 პუნქტის შემდეგ დაემატოს შენიშვნა შემდეგი რედაქციით:
,,შენიშვნა: სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად მოსამსახურის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება შეიძლება მოხდეს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად.“
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები