„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/10/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.105.016825
41
02/10/2026
ვებგვერდი, 05/10/2026
190040000.35.105.016825
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2026 წლის 2 ოქტომბერი

ქ.ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების  შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 ივლისის №26 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 12/07/2022, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.105.016637) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

ა) მე-3 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საკრებულოს ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და საოქმო წარმოების განყოფილების უფროსი საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს წევრობის საქმიანობასთან დაკავშირებით თვის განმავლობაში მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველი ოქმების, საკრებულოს და მისი ორგანოების (კომისიები, ფრაქცია) მუშაობაში მონაწილეობის მიღების თაობაზე ინფორმაციას მოხსენებითი ბარათის სახით ყოველი თვის ბოლოს წარუდგენს საკრებულოს აპარატის უფროსს.“;

ბ) მე-3 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს აპარატის საფინანსო საკითხთა განყოფილების და ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და საოქმო წარმოების განყოფილების უფროსების მოხსენებითი ბარათებისა და საკრებულოს წევრის მიერ  საკრებულოსა და მისი ორგანოების (კომისია, ფრაქცია) სხდომებზე დასწრების ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე მომზადებულ მოხსენებით ბარათს  წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, შესაბამის კომისიაზე განხილვის მიზნით  ყოველი თვის ბოლოს. საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების საკითხი შეიტანება საკრებულოს მორიგი სხდომის ან/და გამონაკლის შემთხვევებში რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია