სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

  • Word
სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 518
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52, 16/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.22.034.010.186
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
518
05/04/2007
სსმ, 52, 16/04/2007
140.060.000.22.034.010.186
სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/04/2007 - 31/12/2021)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.22.034.010.186

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №518

2007 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად და მის შესასრულებლად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის შესახებ.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა უზრუნველყოს ბრძანების შესწავლის ორგანიზება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის დანაყოფებში.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

ინსტრუქცია

სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის შესახებ

ინსტრუქცია სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის შესახებ (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს საქართველოში სახანძრო ტექნიკის გამოყენების, მომსახურების, შეკეთების, აღრიცხვის და შენახვის წესს და ეფუძნება საქართველოს კანონს სახანძრო უსაფრთხოების შესახებ”.

ინსტრუქციის მოქმედება ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის დანაყოფების და სხვა სახეობების სახანძრო დაცვის დანაყოფებზე, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა.

საუწყებო, კერძო და ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის დანაყოფების მიერ ინსტრუქციის მოთხოვნათა შესრულება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და უწყებრივი ნორმატიული აქტებით, სამსახურის ორგანიზაციის თავისებურებების გათვალისწინებით.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ინსტრუქციაში გამოყენებული ტერმინები

ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ა) სახანძრო ტექნიკა – ხანძრისაგან ადამიანთა გადასარჩენად, მატერიალურ ფასეულობათა და ბუნებრივი სიმდიდრის დასაცავად განკუთვნილი ტექნიკური საშუალებები;

ბ) სახანძრო ავტომობილი – ხანძარზე ძირითადი (მთავარი) მოქმედებების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალება;

გ) ტექნიკური მომსახურება – პროფილაქტიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ტარდება სახანძრო ავტომობილების მზადყოფნის შენარჩუნების მიზნით;

დ) დიაგნოსტიკა – ავტომობილის, მისი აგრეგატების, კვანძების, მექანიზმების, ხელსაწყოების და სისტემების ტექნიკური მდგომარეობის დადგენის პროცესი მათი დაშლის გარეშე;

ე) გარაჟი – შენობა (სათავსი) სახანძრო ტექნიკის სადგომად და მათ შესაკეთებლად;

ვ) სახანძრო სახელო – მოქნილი მილსადენი, მოწყობილი შემაერთებელი თავებით, გამოიყენება ხანძრის ადგილზე წყლისა და წყლის ხსნარების მისაწოდებლად;

ზ) სახანძრო დაცვის მმართველობის ორგანოები – საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველო, საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხანძარსაწინააღმდეგო განყოფილება და ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახური.

    მუხლი 2. სახანძრო დაცვის დანაყოფების ტექნიკური საშუალებების კლასიფიკაცია

1. სახანძრო დაცვის დანაყოფების ტექნიკურ საშუალებებს წარმოადგენს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი სპეციალური ტექნიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ინტელექტუალური საშუალებები, მათ შორის, სახანძრო ტექნიკა, მოწყობილობა და აღჭურვილობა, ცეცხლმაქრი და ცეცხლდამცავი ნივთიერებები, სპეციალური კავშირისა და მართვის საშუალებები, კომპიუტერული პროგრამები და მონაცემთა ბაზები, აგრეთვე ხანძრის თავიდან აცილებისა და ჩაქრობის სხვა საშუალებები.

2. სახანძრო ტექნიკის ძირითად სახეობას წარმოადგენს სახანძრო ავტომობილები, რომლებიც დანიშნულების მიხედვით იყოფა ძირითად, სპეციალურ და დამხმარედ:

ა) ძირითადი სახანძრო ავტომობილები განკუთვნილია ცეცხლმაქრი ნივთიერებების მისაწოდებლად წვის ზონაში და იყოფა ზოგადი (ხანძრების ჩასაქრობად ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში) და მიზნობრივი გამოყენების ავტომობილებად (აეროდრომის, ჰაერქაფით ჩაქრობის, ფხვნილით ჩაქრობის, აირით ჩაქრობის, კომბინირებული ჩაქრობის, პირველადი დახმარების ავტომობილები);

ბ) სპეციალური სახანძრო ავტომობილები განკუთვნილია ხანძარზე სპეციალური სამუშაოების (სახანძრო კავშირგაბმულობის ორგანიზება; ხანძრის ადგილის განათება; კონსტრუქციების გახსნა და დაშლა; სიმაღლეზე ასვლა-ჩამოსვლა; დამცავი ღონისძიებების შესრულება; დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა; ტექნიკური საშუალებების მუშაუნარიანობის აღდგენა) შესრულების უზრუნველსაყოფად;

გ) დამხმარე სახანძრო ავტომობილებს მიეკუთვნება: მოძრავი ავტოგასამართი სადგურები, მოძრავი ავტოშემკეთებელი სახელოსნოები, დიაგნოსტიკური ლაბორატორიები, ავტობუსები, მსუბუქი, ოპერატიულ-სამსახურებრივი ავტომობილები, აგრეთვე სხვა სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებები.

თავი II

სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის ორგანიზაცია. სახანძრო დაცვის დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა სახანძრო ტექნიკით

    მუხლი 3. ძირითადი მოთხოვნები

1. სახანძრო ტექნიკა უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად.

2. სახანძრო დაცვის დანაყოფების დაკომპლექტება მსუბუქი ავტომობილებით, გათვალისწინებული (დაწესებული) დამხმარე ავტომობილების შტატის ხარჯზე არ დაიშვება.

3. დამხმარე სახანძრო ავტომობილები უნდა გამოიყენებოდეს ხანძრის ჩაქრობის ძირითადი (მთავარი) მოქმედებების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე სახანძრო დაცვის მმართველობის ორგანოებისა და დანაყოფების სამეურნეო საქმიანობისათვის.

4. თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე, ფონდებით გამოყოფილი საწვავის რაოდენობისა და სხვა პირობების გათვალისწინებით, უნდა დაწესდეს ექსპლუატაციის (გარბენის) ინდივიდუალური კვარტალური და წლიური ნორმა. ექსპლუატაციის კვარტალური ნორმის საფუძველზე წესდება გარბენის კალენდარული თვის ნორმა.

5. სახანძრო დაცვის დანაყოფების ტექნიკური შესაძლებლობებისა და ძირითადი (მთავარი) მზადყოფნის გაუმჯობესებისათვის იქმნება სახანძრო ავტობილების რეზერვი. გათვლაში და რეზერვში მყოფი სახანძრო ავტომობილები უნდა იყოს ტექნიკურ მზადყოფნაში. სახანძრო ავტომობილების ტექნიკური მზადყოფნა გულისხმობს:

ა) გამართულ ტექნიკურ მდგომარეობას;

ბ) საწვავ-საპოხით, სხვა საექსპლუატაციო მასალებით, აგრეთვე ცეცხლმაქრი ნივთიერებებით გამართვას;

გ) სახანძრო-ტექნიკური აღჭურვილობით და იარაღით დაკომპლექტებას ტაბელური კუთვნილებისა და შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების თანახმად;

დ) მათი გარეგნული სახის, შეღებვის და წარწერების სტანდარტებთან შესაბამისობას.

6. გამართულად ითვლება სახანძრო ავტომობილი, რომლის ტექნიკური მდგომარეობა შეესაბამება ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ხოლო გაუმართავად – რომლის ტექნიკური მდგომარეობა არ შეესაბამება ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის თუნდაც ერთ-ერთ მოთხოვნას. ამ შემთხვევაში მისი ექსპლუატაცია აკრძალულია.

7. სახანძრო ავტომობილის ტექნიკური მომსახურება და შეკეთება უნდა განხორციელდეს გეგმის მიხედვით.

    მუხლი 4. სახანძრო ავტომობილის მიღება და ჩაყენება საბრძოლო გათვლაში

1. ახლად შეძენილი სახანძრო ავტომობილის მისაღებად სახანძრო დაცვის მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელების (კომპეტენციის ფარგლებში) და დანაყოფის უფროსის მიერ უნდა დაინიშნოს მუდმივმოქმედი კომისია.

2. კომისია ვალდებულია შეამოწმოს:

ა) სავალდებულო დოკუმენტაციის არსებობა (ინსტრუქციები სახანძრო ავტომობილის ექსპლუატაციაზე, სპეციალური აგრეგატების და შასის ექსპლუატაციაზე, სახანძრო ავტომობილის ფორმულარი, სატრანსპორტო საშუალების პასპორტი, სახანძრო ავტომობილის კონსტრუქციის შეთანხმების შესახებ მოწმობა, ცნობა-ანგარიში);

ბ) ტაბელური კუთვნილების თანახმად სახანძრო ავტომობილის დაკომპლექტება მოწყობილობებით და ხელსაწყოებით;

გ) სახანძრო ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა (გარე დათვალიერება, ძრავის ამუშავება და მოსმენა, სისტემების და აგრეგატების დიაგნოსტიკა, სპეცაგრეგატების ჩართვა და მუშაობა, მსვლელობის დროს გამოცდა).

3. სახანძრო ავტომობილის (აგრეგატის) მიღება (გადაცემა) უნდა გაფორმდეს აქტით. მიღების შედეგებზე კომისიის თავმჯდომარე მოახსენებს სახანძრო დაცვის მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელებს, დანაყოფის უფროსს.

4. სახანძრო დაცვის დანაყოფში შემოსული ახალი სახანძრო ავტომობილი, დადგენილ ვადებში უნდა იყოს რეგისტრირებული კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და გათვლაში დაყენებამდე ავტომობილმა უნდა გაიაროს გასახმარისება (სასინჯი გარბენა) ქარხანა-დამამზადებლის მოთხოვნების შესაბამისად.

5. გასახმარისებას ახორციელებს სახანძრო დაცვის დანაყოფის მძღოლი მორიგე ცვლის უფროსის ხელმძღვანელობით. გასახმარისების წინ მძღოლმა უნდა შეისწავლოს სახანძრო ავტომობილის ექსპლუატაციის ინსტრუქცია და შასის ექსპლუატაციის დოკუმენტაცია, შეამოწმოს ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სისტემების, კვანძების, აგრეგატების იმ ელემენტების გამართულობას, რომლებიც გავლენას ახდენენ მოძრაობის უსაფრთხოებაზე, საწვავის ეკონომიურობასა და გარემოს მდგომარეობაზე. გამართოს ავტომობილი აუცილებელი საექსპლუატაციო მასალებით. გასახმარისების შედეგები შეაქვთ სახანძრო ავტომობილის ფორმულარში.

6. გასახმარისების შემდეგ უნდა ჩატარდეს სახანძრო ავტომობილის შასის ტექნიკური მომსახურება სამუშაოთა იმ მოცულობაში, რომელიც რეკომენდებულია შასის ექსპლუატაციის ინსტრუქციით, ხოლო სპეციალური დანადგარებისათვის – პირველი ტექნიკური მომსახურების დროს სახანძრო ავტომობილის ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ტექნიკური აღწერილობის შესაბამისად.

7. სახანძრო ავტომობილის გათვლაში დაყენება და მძღოლებზე მიმაგრება ხდება სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსის მიერ.

    მუხლი 5. სახანძრო ავტომობილებისა და მათი მუშაობის აღრიცხვა

1. სახანძრო ავტომობილების სააღრიცხვო დოკუმენტებია:

ა) მოწმობა რეგისტრაციის შესახებ (ტექნიკური პასპორტი), სატრანსპორტო საშუალების პასპორტი;

ბ) ფორმულარი;

გ) ავტომოტოტექნიკის მუშაობის და გადაადგილების აღრიცხვის ჟურნალი;

დ) საექსპლუატაციო ბარათი;

ე) ძირითადი (სპეციალური) სახანძრო ავტომობილის საგზური;

ვ) ავტომობილის სალტეების მუშაობის აღრიცხვის ბარათი;

ზ) აკუმულატორთა ბატარეის ექსპლუატაციის ბარათი;

თ) ტექნიკური მომსახურების აღრიცხვის ჟურნალი.

2. რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ავტომობილის რეგისტრაციის დროს და უბრუნდება მასვე მისი ჩამოწერისას.

3. სახანძრო ავტომობილის ფორმულარი იქმნება ადგილზე და ექვემდებარება სავალდებულო შევსებას ავტომობილის სახანძრო დაცვის დანაყოფში მიღებისას. ფორმულარს ავსებს მძღოლი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მორიგე ცვლის უფროსი. სახანძრო ავტომობილზე სპეცაგრეგატების (სახანძრო ტუმბო, გენერატორი და ა. შ.) მუშაობის აღმრიცხველის არსებობისას, დაყვანილი გარბენის სიდიდე უნდა დადგინდეს მრიცხველის მაჩვენებლით. ფორმულარის დროულ და ობიექტურ შევსებას აკონტროლებს შესაბამისი დანაყოფის უფროსი.

4. დანაყოფებში უნდა აწარმოონ სახანძრო დაცვის შეიარაღებაში არსებული ავტოტექნიკის, მისი მუშაობის და გადაადგილების აღრიცხვის ჟურნალი.

5. საექსპლუატაციო ბარათი უნდა შედგეს თითოეულ სახანძრო ავტომობილზე, იგი წარმოადგენს მისი მუშაობის აღრიცხვის დოკუმენტს და ივსება მძღოლის მიერ. ჩანაწერების სისწორეს აკონტროლებს დანაყოფის უფროსი მორიგე ცვლების შეცვლის დროს. სრულად შევსებული და დანაყოფის უფროსის მიერ ხელმოწერილი საექსპლუატაციო ბარათი ყოველთვიურად, დადგენილ დღეებში, ბარდება ბუხჰალტერიას საწვავ-საპოხი მასალების ხარჯვის ანგარიშთან ერთად.

6. სახანძრო ავტომობილის გასვლის საგზური (დანართი 1) უნდა გამოწეროს დანაყოფის დისპეტჩერმა (მეელსმენემ) და გადასცეს მორიგე ცვლის უფროსს (ათეულის მეთაურს) ხანძარზე (მეცადინეობაზე, სწავლებაზე და სხვ.) გასვლის წინ.

7. ავტომობილის სალტეების მუშაობის აღრიცხვის ბარათი უნდა შეავსოს მორიგე ცვლის უფროსმა სახანძრო დაცვის დანაყოფში ავტომობილის მიღების და ახალი საბურავის დაყენების დროს.

8. აკუმულატორთა ბატარეის ექსპლუატაციის ბარათი ივსება თითოეულ აკუმულატორზე, სახანძრო დაცვის დანაყოფში ახალი ავტომობილის მიღების და აკუმულატორის ახლით შეცვლის დროს. ბარათს ავსებს მორიგე ცვლის უფროსი.

9. სახანძრო ავტომობილის ტექნიკური მომსახურების აღრიცხვის ჟურნალი ივსება თითოეულ სახანძრო ავტომობილზე მორიგე ცვლის უფროსის მიერ.

10. ჟურნალში უნდა იყოს შეტანილი ჩანაწერები ტექნიკური მომსახურების შესახებ (უშუალოდ მისი ჩატარების შემდეგ) შემდეგი პერიოდულობით:

ა) სახანძრო ავტომობილის პირველი ტექნიკური და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების მომსახურება – არანაკლებ ერთხელ თვეში;

ბ) მეორე ტექნიკური მომსახურება – არანაკლებ ერთხელ წელიწადში;

გ) სეზონური ტექნიკური მომსახურება – წელიწადში ორჯერ;

დ) ელექტროლიტის სიმკვრივისა და დონის, აგრეთვე სალტეებში წნევის და თვლების დასამაგრებელი ქანჩების მოჭერის შემოწმება – 10 დღეში ერთხელ;

ე) ქაფშემრევის და აირჭავლის ვაკუუმ-აპარატის შრომისუნარიანობის, გაწმენდის და რეგულირების შემოწმება – თვეში ერთხელ.

11. ყველა ჩანაწერს ხელმოწერით ადასტურებენ მძღოლები, რომლებმაც ჩაატარეს ტექნიკური მომსახურება, ხოლო მონაცემებს სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების მომსახურების შესახებ – ათეულის მეთაური.

12. ტექნიკური მომსახურების აღრიცხვის ჟურნალის წარმოების სისწორეს აკონტროლებს სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსი.

13. სახანძრო ავტომობილის მუშაობის შედეგებს ყოველთვიურად აჯამებს მორიგე ცვლის უფროსი ან დანაყოფის უფროსი.

    მუხლი 6. სახანძრო ავტომობილების ტექნიკური მომსახურება

1. სახანძრო ავტომობილების ტექნიკურმა მომსახურებამ უნდა უზრუნველყოს:

ა) მის გამოსაყენებლად მუდმივი ტექნიკური მზადყოფნა;

ბ) ავტომობილის, მისი აგრეგატების და სისტემების საიმედო მუშაობა ექსპლუატაციის დადგენილ ვადებში;

გ) მოძრაობის უსაფრთხოება;

დ) იმ მიზეზების თავიდან აცილება, რომლებიც იწვევენ ნაადრევ მტყუნებას და გაუმართაობას;

ე) საწვავ-საპოხი და სხვა საექსპლუატაციო მასალების დაწესებულ მინიმალურ ხარჯვას;

ვ) გარემოზე ავტომობილის უარყოფითი გავლენის შემცირება.

2. სახანძრო ავტომობილის ტექნიკური მომსახურების ჩატარებისას, დასუფთავება-სარეცხი, საპოხი, საკონტროლო-დიაგნოსტიკური და სამაგრი სამუშაოები უნდა შესრულდეს სავალდებულო წესით, ხოლო გასამართი, მარეგულირებელი და საშემკეთებლო სამუშაოები – მოთხოვნისდამიხედვით, საკონტროლო-დიაგნოსტიკური სამუშაოების შედეგების საფუძველზე.

    მუხლი 7. ტექნიკური მომსახურების სახეობა, პერიოდულობა და ჩატარების ადგილი

1. სახანძრო ავტომობილების ტექნიკური მომსახურება შესასრულებელი სამუშაოების ნუსხის, ადგილის, პერიოდულობის და შრომატევადობის მიხედვით იყოფა შემდეგ სახეობად:

ა) ყოველდღიური ტექნიკური მომსახურება მორიგე ცვლის შეცვლის დროს;

ბ) ტექნიკური მომსახურება ხანძარზე (სწავლებაზე);

გ) ტექნიკური მომსახურება ხანძრიდან (სწავლებიდან) დაბრუნებისთანავე;

დ) ტექნიკური მომსახურება პირველი ათასი კილომეტრის გარბენის შემდეგ (სპიდომეტრის მიხედვით);

ე) პირველი ტექნიკური მომსახურება;

ვ) მეორე ტექნიკური მომსახურება;

ზ) სეზონური ტექნიკური მომსახურება.

2. სახანძრო ავტომობილების ახალი ტიპის შასისათვის შეიძლება შემოღებულ იქნეს ტექნიკური მომსახურების დამატებითი სახეობები, ქარხანა-დამამზადებლისა და ფირმების ინსტრუქციების თანახმად.

3. ყოველდღიური ტექნიკური მომსახურება უნდა ჩატარდეს სახანძრო დაცვის დანაყოფში მორიგე ცვლების შეცვლისას, მორიგეობაზე მოსული გათვლის მძღოლისა და პირადი შემადგენლობის მიერ ათეულის მეთაურის ხელმძღვანელობით.

4. მორიგე ცვლების შეცვლის წინ გათვლაში და რეზერვში მყოფი ყველა სახანძრო ავტომობილი უნდა იყოს სუფთა, სრულად გამართული საექსპლუატაციო მასალებითა და ცეცხლმაქრი ნივთიერებებით, დაკომპლექტებული ტაბელური კუთვნილების მიხედვით.

5. ცვლის ჩაბარებისას მძღოლი ვალდებულია საექსპლუატაციო ბარათში შეიტანოს ჩანაწერები მისი მორიგეობის დროს სახანძრო ავტომობილის მუშაობის შესახებ და მოამზადოს ავტომობილი ჩასაბარებლად. პირადი შემადგენლობა ათეულის მეთაურის ხელმძღვანელობით ახორციელებს სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების მომზადებას ჩასაბარებლად გათვლის ნომრების მოვალეობათა მიხედვით.

6. სახანძრო ავტომობილის მიმღები მძღოლი ვალდებულია შესაცვლელი მძღოლის თანდასწრებით შეამოწმოს ავტომობილის მდგომარეობა ყოველდღიური ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ნუსხის ფარგლებში და გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი საექსპლუატაციო ბარათში. ამასთან, ძრავის მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს:

ა) 3 წუთს – კარბიურატორიანი ძრავას მქონე ზოგადი გამოყენების ძირითადი სახანძრო ავტომობილებისათვის;

ბ) 5 წუთს – დიზელის ძრავიანი მიზნობრივი გამოყენების ძირითადი სახანძრო ავტომობილებისათვის და მრავალკონტურიანი სამუხრუჭე პნევმოსისტემის მქონე ავტომობილებისათვის;

გ) 7 წუთს – სპეციალური სახანძრო ავტომობილებისათვის;

დ) 10 წუთს – სახანძრო ავტოკიბეებისა და მუხლა ამწეებისათვის.

7. სახანძრო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღებისა და მოწყობილობის გაუმართაობების აღმოჩენისას მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის ძალებით მიიღება ზომები მათ აღმოსაფხვრელად. თუ შეუძლებელია გაუმართაობების დაუყოვნებლივ აღმოფხვრა, სახანძრო მოწყობილობა და აღჭურვილობა უნდა შეიცვალოს, ხოლო სახანძრო ტექნიკა გამოყვანილ უნდა იქნას გათვლიდან და შეიცვალოს სათადარიგოთი, რის შესახებაც უნდა ეცნობოს სახანძრო დაცვის მეელსმენეს. სახანძრო მოწყობილობისა და აღჭურვილობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მორიგე ცვლის უფროსი, ხოლო სახანძრო ტექნიკის შეცვლაზე – დანაყოფის უფროსი (ხანძრის ჩაქრობის ოპერატიული მორიგე).

8. სათადარიგო სახანძრო ტექნიკის არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის პირები საქმის კურსში აყენებენ ხანძრის ჩაქრობის ოპერატიულ მორიგეს და სახანძრო დაცვის სამსახურის მეელსმენეს, რომელიც იღებს ზომებს აღნიშნული დანაყოფის ხანძარზე გასვლის რაიონში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

9. მორიგეობაზე დადგომის წინ სათადარიგო სახანძრო ავტომობილმა უნდა გაიაროს ყოველდღიური ტექნიკური მომსახურება, რომელიც სრულდება შესაცვლელი და შემცვლელი მორიგე ცვლების მძღოლების მიერ.

10. გაუმართაობები, რომლებიც არ საჭიროებენ მნიშვნელოვან შრომით ხარჯებს, უნდა აღმოიფხვრას სახანძრო დაცვის დანაყოფის ტექნიკური მომსახურების საგუშაგოზე შესაცვლელი და შემცვლელი მორიგე ცვლების მძღოლების მიერ.

11. გაუმართაობის აღმოსაფხვრელი სამუშაოების შესრულებაზე მძღოლი აკეთებს ჩანაწერს ტექნიკური მომსახურების აღრიცხვის ჟურნალში.

12. მორიგე ცვლის მძღოლი დადგენილი წესით პასუხს აგებს მისი მორიგეობის დროს გამოვლენილ ყველა გაუმართაობაზე.

13. სახანძრო ავტოტექნიკის სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების გამართულობასა და სისუფთავეზე პასუხისმგებელია ათეულის მეთაური, რომელზეც მიმაგრებულია ავტომობილი.

14. სახანძრო ავტომობილების, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების მოვლა ხორციელდება ყოველდღიურად მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ დღის განაწესით დადგენილ საათებში. სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების გამართულობას, რომელიც გამოიყენება სიმაღლეზე სამუშაოდ და ხალხის გადასარჩენად (კიბეები, მაშველი თოკები, ქამრები და კარაბინები) ამოწმებს ათეულის მეთაური.

15. სახანძრო ავტომობილით გადასატანი სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება და სახანძრო სახელოები საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული.

16. დაუშვებელია სახანძრო ავტომობილის რეკონსტრუქცია და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების ავტომობილზე განლაგების ადგილის შეცვლა, თუ არ არსებობს შესაბამისი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია.

17. შემცვლელი ათეულის პირადმა შემადგენლობამ და მძღოლმა უნდა მოახსენონ ათეულის მეთაურს ავტომობილის და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების გამართულობის შესახებ. ათეულის მეთაური ვალდებულია მოახსენოს მორიგე ცვლის უფროსს სახანძრო ავტომობილის ტექნიკური მზადყოფნის შესახებ.

18. ტექნიკური მომსახურება ხანძარზე (სწავლებაზე) უნდა ჩატარდეს სახანძრო ავტომობილის მძღოლის მიერ შესაბამისი ავტომობილის სავალდებულო დოკუმენტაციის მოთხოვნათა ფარგლებში.

19. ტექნიკური მომსახურება ხანძრიდან (სწავლებიდან) დაბრუნებისას უნდა ჩატარდეს სახანძრო დაცვის დანაყოფში მძღოლის და პირადი შემადგენლობის მიერ, ათეულის მეთაურის ხელმძღვანელობით.

20. პირველი ათასი კილომეტრის გარბენის შემდეგ ტექნიკური მომსახურება უნდა ჩატარდეს ავტომობილზე მიმაგრებული მძღოლების მიერ მორიგე ცვლის უფროსის (ათეულის მეთაურის) ხელმძღვანელობით სახანძრო დაცვის დანაყოფის ტექნიკური მომსახურების საგუშაგოზე (თუ ასეთი გათვალისწინებულია), სახანძრო ავტომობილის სავალდებულო დოკუმენტაციის მოთხოვნათა ფარგლებში.

21. პირველი ტექნიკური მომსახურება უნდა ჩატარდეს სახანძრო დაცვის დანაყოფის ტექნიკური მომსახურების საგუშაგოზე ავტომობილზე მიმაგრებული მძღოლების მიერ სამუშაო და მორიგეობიდან თავისუფალ დროს მორიგე ცვლის უფროსის (ათეულის მეთაურის) ხელმძღვანელობით სახანძრო ავტომობილის სავლდებულო დოკუმენტაციის მოთხოვნათა ფარგლებში (სახანძრო ავტომობილების პირველი ტექნიკური მომსახურების გრაფიკის შედგენისას სამსახურებრივი და მორიგეობიდან თავისუფალი დრო მძღოლებს შორის უნდა გადანაწილდეს თანაბრად).

22. პირველი ტექნიკური მომსახურების ჩატარებამდე სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსმა ათეულის მეთაურთან და მძღოლებთან ერთად უნდა ჩაატაროს სახანძრო ავტომობილის და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების ტექნიკური მდგომარეობის საკონტროლო დათვალიერება.

23. საკონტროლო დათვალიერების შედეგების მიხედვით და მძღოლების შენიშვნების გათვალისწინებით მორიგე ცვლის უფროსი (ათეულის მეთაური) ადგენს ტექნიკური მომსახურების გეგმას, ტექნიკურ მომსახურებაში ჩაბმულ მძღოლებსა და მორიგე ცვლის პირად შემადგენლობას შორის სამუშაოების გადანაწილებით.

24. სახანძრო ავტომობილის ტექნიკური მომსახურების ჩატარების დღეებში პრაქტიკული მეცადინეობები მომსახურების რაიონში გასვლით არ იგეგმება. ამ პერიოდში მეცადინეობების ცხრილი იგეგმება იმგვარად, რომ მეცადინეობის ჩატარება შესაძლებელი იყოს სადღეღამისო მორიგეობის ნებისმიერ დროს.

25. პირველი ტექნიკური მომსახურების ჩატარების შემდეგ თითოეული მძღოლი ხელს აწერს ტექნიკური მომსახურების აღრიცხვის ჟურნალში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ.

26. ათეულის მეთაური ამოწმებს შესრულებული სამუშაოების ხარისხს, რის შესახებ აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ტექნიკური მომსახურების აღრიცხვის ჟურნალში.

27. მეორე ტექნიკური მომსახურება უნდა ჩატარდეს წლიური გეგმა-გრაფიკის თანახმად.

28. მეორე ტექნიკური მომსახურება ტარდება სახანძრო დაცვის დანაყოფის ტექნიკური მომსახურების საგუშაგოზე, მის ჩასატარებლად ყველა აუცილებელი პირობების არსებობისას, ავტომობილზე მიმაგრებული მძღოლების მიერ მორიგე ცვლის უფროსის (ათეულის მეთაურის) ხელმძღვანელობით, ხოლო სახანძრო ავტომობილის (კვანძის, აგრეგატის) მნიშვნელოვანი დეფექტების აღმოსაფხვრელად ავტომობილი უნდა გადაიგზავნოს ავტომობილების ტექნიკური მომსახურების სადგურებზე.

29. პირველი და მეორე ტექნიკური მომსახურება უნდა ჩატარდეს გარბენის შემდეგ, რომელიც დგინდება ავტომობილების ტიპების, მათი კონსტრუქციების თავისებურებების და ექსპლუატაციის პირობების მიხედვით ტექნიკური მომსახურების პერიოდულობის ნორმატივების შესაბამისად.

30. სეზონური ტექნიკური მომსახურება ტარდება წელიწადში ორჯერ და მოიცავს სამუშაოებს სახანძრო ავტომობილების მოსამზადებლად წელიწადის ცივი და ცხელი პერიოდისათვის.

    მუხლი 8. სახანძრო დაცვის დანაყოფის ტექნიკური მომსახურების საგუშაგო. სახანძრო ავტომობილების რეცხვისა და დასუფთავების საგუშაგო

1. სახანძრო დაცვის დანაყოფის ტექნიკური მომსახურების საგუშაგო განკუთვნილია სახანძრო ავტომობილების, მოწყობილობების და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების ტექნიკური მომსახურების და მიმდინარე შეკეთების ჩასატარებლად.

2. ტექნიკური მომსახურების საგუშაგოს უნდა ჰქონდეს: სახელოსნო, მოძრაობის უსაფრთხოების კაბინეტი, დასათვალიერებელი ორმო, საკუჭნაო, გასამართი პუნქტი და საწვავ-საპოხი მასალების საწყობები. სათავსების მთელი ეს კომპლექსი შეიძლება ემიჯნებოდეს უშუალოდ გარაჟს ან განლაგებული იყოს ცალკე, მაგრამ სახანძრო ავტომობილების რეცხვისა და დასუფთავების საგუშაგოსთან ახლოს.

3. დასათვალიერებელი ორმოები სახანძრო ავტომობილის გარაჟში განლაგების ან ტექნიკური მომსახურების ტექნოლოგიური პროცესის მიხედვით შეიძლება იყოს ჩიხური ან გამჭოლი ტიპის.

4. დასათვალიერებელი ორმოები უნდა მოეწყოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების“ შესაბამისად და პასუხობდეს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნებს.

5. სახელოსნო განკუთვნილია სახანძრო ავტომობილების, მოწყობილობებისა და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების, მიმდინარე შეკეთებისას საზეინკლო-მექანიკური სამუშაოების ჩასატარებლად და მათი ტექნიკური მომსახურებისათვის. სახელოსნო უნდა იყოს აღჭურვილი მოწყობილობებით, სამარჯვებით და იარაღებით შესაბამისი ნუსხის თანახმად. სტენდებზე უნდა განთავსდეს ტექნიკური მომსახურების გრაფიკი, სახანძრო ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ტექნოლოგია, უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქცია და სხვა დოკუმენტაცია.

6. საკუჭნაო განკუთვნილია სახანძრო ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, მოწყობილობების, სამარჯვების და საექსპლუატაციო მასალების შესანახად. საკუჭნაო უნდა მოეწყოს თაროებით და კარადებით სათადარიგო ნაწილების, იარაღებისა და საექსპლუატაციო მასალების ცალ-ცალკე შესანახად.

7. ტექნიკური მომსახურების საგუშაგოზე სამუშაოები უნდა იყოს ორგანიზებული ტექნიკური მომსახურების გრაფიკის, დღის განაწესის და სახანძრო დაცვის დანაყოფის სამუშაო გეგმების შესაბამისად.

8. სახანძრო ავტომობილების რეცხვისა და დასუფთავების საგუშაგო განკუთვნილია ხანძრიდან ან სწავლებიდან დაბრუნებული სახანძრო ავტომობილების დასუფთავებისთვის, გასარეცხად, გასამშრალებლად და გასაწმენდად. იგი უნდა განთავსდეს სახანძრო დეპოს გარაჟის სათავსში ან ცალკე. საგუშაგო უნდა მოეწყოს სარეცხი დანადგარით, საჭირო მოწყობილობებითა და ინვენტარით.

    მუხლი 9. ტექნიკური მომსახურების დაგეგმვის, ჩატარების და აღრიცხვის წესი

1. პირველი ტექნიკური მომსახურების წლიური გეგმა-გრაფიკი უნდა შემუშავდეს სახანძრო დაცვის თითოეულ ქვედანაყოფში. შეთანხმდეს ხანძრის ჩაქრობის ოპერატიულ მორიგესთან, დამტკიცდეს სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსის მიერ.

2. პირველი ტექნიკური მომსახურების წლიური გეგმა-გრაფიკის შედგენისას უნდა იყოს უზრუნველყოფილი გასვლის რაიონში გათვლიდან სახანძრო ავტომობილების გაყვანის თანაბრად განაწილება, აგრეთვე უნდა იყოს გათვალისწინებული მეორე ტექნიკური მომსახურების გეგმა-გრაფიკი და სამსახურის სხვა თავისებურებანი.

3. სახანძრო ავტომობილის მეორე ტექნიკური მომსახურება უნდა ჩატარდეს სახანძრო დაცვის მმართველობის ორგანოს (კომპეტენციის ფარგლებში) და დანაყოფების უფროსების მიერ დამტკიცებული გეგმა-გრაფიკით დადგენილ დღეებში. დასაშვებია პირველი და მეორე ტექნიკური მომსახურების ერთიანი გეგმა-გრაფიკის შედგენა.

4. ტექნიკური მომსახურების გრაფიკები უნდა შედგეს სახანძრო ავტომობილების გეგმური საერთო გარბენის, ტექნიკური მომსახურების პერიოდულობის ნორმატივების და ტექნიკური მომსახურების საგუშაგოების თანაბრად დატვირთვის საფუძველზე. ტექნიკური მომსახურების გრაფიკში ჩართული უნდა იყოს სახანძრო დაცვის დანაყოფის ყველა სახანძრო ავტომობილი.

5. ტექნიკური მომსახურების ჩატარების შესახებ ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალში, ფორმულარში და საექსპლუატაციო ბარათში.

6. სახანძრო ავტომობილების დროულ და ხარისხიან ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება:

ა) ხანძარზე (სწავლებაზე) ტექნიკური მომსახურების ჩატარებისას – სახანძრო ავტომობილის მძღოლს;

ბ) ხანძრიდან (სწავლებიდან) დაბრუნების შემდეგ ყოველდღიური და ტექნიკური მომსახურების ჩატარებისას – მორიგე ცვლის უფროსს;

გ) პირველი ათასი კილომეტრის (სპიდომეტრით) გარბენის შემდეგ სეზონური, პირველი და მეორე ტექნიკური მომსახურების ჩატარებისას – სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსს.

    მუხლი 10. ტექნიკური მომსახურების ძირითადი სამუშაოები

1. პირველი და მეორე ტექნიკური მომსახურების ჩასატარებლად სახანძრო ავტომობილი უნდა მოიხსნას გათვლიდან და შეიცვალოს რეზერვით. სახანძრო ავტომობილების გათვლიდან მოხსნის და მისი რეზერვით შეცვლის წესს განსაზღვრავს სახანძრო დაცვის დანაყოფის (სამსახურის) უფროსი.

2. სახანძრო ავტომობილის პირველი ტექნიკურ მომსახურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ დღეს, ხოლო მეორე ტექნიკური მომსახურების – სამ დღეს. დიდტვირთულობის შასებიანი ავტომობილებისათვის, სახანძრო ავტოკიბისათვის და 30 მეტრზე მეტ სიმაღლეზე გასაშლელი ავტოამწეებისათვის, აგრეთვე სახანძრო ავტომობილებისათვის, რომლებიც ექსპლუატაციაში იმყოფებიან 10 წელზე მეტ ხანს, დასაშვებია მეორე ტექნიკური მომსახურების დრო გაიზარდოს ხუთ დღემდე.

3. სახანძრო ავტომობილის თითოეული ტიპისა და მოდელისათვის სახანძრო დაცვის მმართველობის ორგანოების (კომპეტენციის ფარგლებში) და დანაყოფების ხელმძღვანელობის მიერ უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს ტექნიკური მომსახურების სამუშაოების დამატებითი ნუსხა ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციის საფუძველზე.

4. ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისას შეიძლება შესრულდეს მიმდინარე შეკეთების ცალკეული ოპერაციები (თანმხლები მიმდინარე შეკეთება), რომელთა მოცულობა არ აღემატება შესაბამისი სახის ტექნიკური მომსახურების შრომატევადობის 20%-ს. თუ სამუშაოების შრომატევადობა აღემატება აღნიშნულ სიდიდეს, ტექნიკურ მომსახურებამდე ავტომობილს უნდა ჩაუტარდეს მიმდინარე შეკეთება.

5. სახანძრო ავტომობილი, რომელმაც გაიარა ტექნიკური მომსახურება, უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, გასუფთავებული, დარეგულირებული, შეზეთილი, გამართული საექსპლუატაციო მასალებით და პასუხობდეს საექსპლუატაციო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. აკრძალულია იმ ავტომობილის დაყენება გათვლაში, რომელმაც არ გაიარა მორიგი ტექნიკური მომსახურება.

    მუხლი 11. სახანძრო ავტომობილების შეკეთება

1. შეკეთება არის სახანძრო ავტომობილების მუშაუნარიანობის აღდგენის და მათი უმტყუნო მუშაობის უზრუნველყოფის ოპერაციების კომპლექსი. იგი ტარდება მოთხოვნილებისდა მიხედვით ან განსაზღვრული გარბენის შემდეგ. შეკეთება, რომელიც დაკავშირებულია აგრეგატების და კვანძების დაშლასთან ან შეცვლასთან, როგორც წესი, უნდა ჩატარდეს წინასწარი დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით.

2. შესასრულებელი სამუშაოების ხასიათისა და დანიშნულების მიხედვით სახანძრო ავტომობილების შეკეთება იყოფა შემდეგ სახეებად:

ა) ავტომობილებისთვის – მიმდინარე, საშუალო, კაპიტალური;

ბ) აგრეგატებისთვის – მიმდინარე, კაპიტალური.

3. სახანძრო ავტომობილის მიმდინარე შეკეთება ტარდება მუშაუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ცალკეული აგრეგატების (მათ შორის – ერთი ძირითადის), კვანძების და დეტალების (საბაზოს გარდა) აღდგენით ან შეცვლით, აგრეთვე საჭირო მარეგულირებელი, სამაგრი, საშემდუღებლო, საზეინკლო-მექანიკური და სხვა საშემკეთებლო სამუშაოების ჩატარებით.

4. აგრეგატების მიმდინარე შეკეთება მოიცავს მის ნაწილობრივ დაშლას, ცალკეული დაზიანებული მექანიზმების, დეტალების (საბაზოს გარდა) შეკეთებას ან შეცვლას, აგრეთვე აუცილებელი მარეგულირებელი, სამაგრი და სხვა საშემკეთებლო სამუშაოების ჩატარებას.

5. სახანძრო ავტომობილის ან ცალკეული აგრეგატის მიმდინარე შეკეთება ტარდება მოთხოვნილებისდა მიხედვით, რომელიც გამოვლინდა ექსპლუატაციისას (მძღოლის განაცხადით) ან საკონტროლო დათვალიერებისას.

6. მიმდინარე შეკეთებამ უნდა უზრუნველყოს შეკეთებული აგრეგატების, კვანძების და დეტალების უმტყუნო მუშაობა მორიგ მეორე ტექნიკურ მომსახურებამდე.

7. სახანძრო ავტომობილის საშუალო შეკეთება განკუთვნილია მათი მუშაუნარიანობის აღსადგენად უფრო რთული და შრომატევადი ოპერაციების შესრულებით. ამასთან, როგორც წესი, უნდა იყოს გათვალისწინებული ძრავის შეცვლა, რომელიც მოითხოვს კაპიტალურ შეკეთებას, ცალკეული აგრეგატების (მათ შორის 2–4 ძირითადის) შეკეთება ან შეცვლა, ძარის შეღებვა და სხვა საშემკეთებლო სამუშაოების ჩატარება.

8. სახანძრო ავტომობილის კაპიტალური შეკეთება მოიცავს მის სრულ დაშლას, აგრეგატების, მექანიზმების, ხელსაწყოების და გაცვეთილი დეტალების უმრავლესობის შეცვლას ან კაპიტალურ შეკეთებას, აგრეთვე ავტომობილის აწყობას და გამოცდას, კაპიტალური შეკეთების ჩატარების ტექნიკური პირობების შესაბამისად.

9. სახანძრო ავტომობილის კაპიტალური შეკეთება ტარდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) კაპიტალურ შეკეთებას მოითხოვს ძარა, კაბინა, ცისტერნა, სახანძრო ტუმბო და საბაზო შასის ორი ან მეტი ძირითადი აგრეგატი;

ბ) დიაგნოსტირების შედეგების მიხედვით მისი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია (დადგენილია დინამიკური თვისებების და სიმძლავრის დაქვეითება, საწვავ-საპოხი მასალების და სათადარიგო ნაწილების ხარჯის გაზრდა).

10. აგრეგატი იგზავნება კაპიტალურ შეკეთებაზე, თუ:

ა) საბაზო და ძირითადი დეტალები მოითხოვს შეკეთებას აგრეგატის სრული დაშლით;

ბ) მიმდინარე შეკეთების დროს აგრეგატის მუშაუნარიანობის აღდგენა შეუძლებელია ან ეკონომიურად არ არის მიზანშეწონილი.

11. სახანძრო ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსის მიერ ინიშნება კომისია, რომელმაც უნდა დაადგინოს მიზეზები და მიიღოს ზომები პასუხისმგებელ პირთა მიმართ. კომისიაში შეიძლება მიწვეულ იქნეს ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს წარმომადგენელი.

12. კაპიტალურ შეკეთებაზე დაყენებული სახანძრო ავტომობილის, აგრეგატის ან კვანძის ტექნიკური მდგომარეობა და მათი შესრულების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს კაპიტალური შეკეთების შესახებ არსებულ ნორმატიულ დოკუმენტაციას.

13. საშუალო შეკეთებაზე სახანძრო ავტომობილის გაცდენის დრო არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს, ხოლო კაპიტალურზე – 60 დღეს.

14. შეკეთებული სახანძრო ავტომობილი ექვემდებარება დიაგნოსტირებას (დიაგნოსტიკის საგუშაგოს არსებობის შემთხვევაში) ან გამოცდას:

ა) ავტომობილი – გარბენით 2-5 კმ-ზე;

ბ) აგრეგატი – მუშაობით 0,5 სთ-მდე.

15. შეკეთების შემდეგ სახანძრო ავტომობილს (აგრეგატს) ღებულობს სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსი და მძღოლი შესაბამისი აქტით.

16. შეკეთების პროცესში ნომრიანი აგრეგატების შეცვლისას, ნომრები უნდა იყოს აღნიშნული აქტში ავტომობილის შეკეთების შესახებ, რომელიც ეგზავნება კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის სამსახურს.

17. სატრანსპორტო საშუალებაზე ჩატარებული ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების შესახებ მის ფორმულარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რომელსაც ხელმოწერით და ბეჭდით ადასტურებს სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსი.

18. სახანძრო ავტომობილის შემკეთებელი საწარმოს (თუ ასეთი არსებობს) უფროსი პასუხისმგებელია ტექნიკური მომსახურებისა და საშემკეთებლო სამუშაოების ხარისხზე.

19. საბრძოლო მორიგეობაზე დაყენების წინ სახანძრო ავტომობილმა უნდა გაიაროს გასახმარისება:

ა) კაპიტალური შეკეთების შემდეგ – გარბენით 400 კმ-ზე და სპეციალური აგრეგატების მუშაობით 2 სთ-მდე;

ბ) საშუალო და მიმდინარე შეკეთების შემდეგ (ერთ-ერთი ძირითადი აგრეგატის კაპიტალური შეკეთებით ან შეცვლით) – გარბენით 150 კმ-ზე და სპეციალური აგრეგატის მუშაობით 2 სთ-მდე.

    მუხლი 12. ავტომობილების სალტეების, აკუმულატორთა ბატარეების და სპიდომეტრული მოწყობილობების ექსპლუატაციის წესები

1. სახანძრო დაცვის დანაყოფებში სალტეების ექსპლუატაციისას სავალდებულოა საქართველოს საგზაო მოძრაობის წესებით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით ხელმძღვანელობა.

2. სალტეების ექსპლუატაცია ითვალისწინებს:

ა) სახანძრო ავტომობილების სალტეებით სწორად დაკომპლექტებას;

ბ) სალტეების სწორ მონტაჟს და დემონტაჟს;

გ) სალტეებში ჰაერის წნევის ნორმების დაცვას;

დ) იმ პირობების გამორიცხვას, რომლებიც გამოიწვევს სალტეების გადახურებასა და მომატებულ ცვეთას;

ე) დაზიანებული სალტეების დროულ შეკეთებას;

ვ) სახანძრო ავტომობილის სწორ მართვას.

3. სალტეების სამონტაჟო სამუშაოები უნდა ჩატარდეს მხოლოდ სპეციალური სახსნელების გამოყენებით ამ სამუშაოებისათვის განკუთვნილ ადგილზე შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების შესრულებით.

4. სალტეების ნორმატიული წნევა მითითებული უნდა იყოს სახანძრო ავტომობილის ფრთებზე ან ბორტზე ჩამოურეცხავი საღებავით. სალტეების წნევა აუცილებლად უნდა შემოწმდეს არანაკლებ 10 დღეში ერთხელ. წნევის შემოწმებისას სალტე უნდა იყოს ცივი, წნევა კი უნდა შეესაბამებოდეს ნორმას.

5. ყოველდღიური ტექნიკური მომსახურებისას უნდა შემოწმდეს სალტეების მდგომარეობა გარე დათვალიერებით.

6. ხანძარზე მუშაობისას დაუშვებელია ავტომობილების სალტეების გადახურება; საჭიროების შემთხვევაში მძღოლებმა უნდა მიიღონ მათი სითბოსაგან დაცვის ზომები. დაუშვებელია სალტეებში მომატებული წნევის დაწევა, თუ იგი გამოწვეულია გახურებით. აუცილებელია სალტეების დაცვა მათზე ბენზინის, ნავთისა და ზეთის მოხვედრისაგან. თუ სალტეები დასველდა აღნიშნული სითხეებით, აუცილებელია მათი გაწმენდა და გამშრალება.

7. სალტეები უნდა გადაადგილდეს ტექნიკური საჭიროების შემთხვევაში, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, სახანძრო ავტომობილის შასის ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქციით რეკომენდებული სქემის მიხედვით.

8. ავტომობილების სალტეების წვრილმანი შეკეთება ხორციელდება სახანძრო დაცვის დანაყოფში.

9. ავტომობილების სალტეების ჩამოწერა და მათი ჩაბარება წარმოებს დადგენილი წესით საექსპლუატაციო გარბენების ნორმების გათვალისწინებით.

10. აკუმულატორთა ბატარეების ექსპლუატაცია უნდა წარმოებდეს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციის შესაბამისად.

11. აკუმულატორთა ბატარეების ექსპლუატაციაში იგულისხმება:

ა) ბატარეების მოყვანა მუშა მდგომარეობაში;

ბ) მათი გამოყენება და მოვლა-პატრონობა სახანძრო ავტომობილებზე;

გ) შენახვა და შეკეთება.

12. სახანძრო ავტომობილებზე დაყენებული აკუმულატორთა ბატარეების ექსპლუატაციისას აუცილებელია სისტემატურად თვალყური ედევნოს ბატარეებისა და გამოსასვლელი მომჭერების ზედაპირის სისუფთავეს, ელექტროლიტის დონეს, დამუხტვის ხარისხს.

13. სახანძრო ავტომობილებს უნდა ჰქონდეთ გამართული და დალუქული სპიდომეტრული მოწყობილობა. აკრძალულია ისეთი ავტომობილების ექსპლუატაცია, რომლის სპიდომეტრული მოწყობილობა გაუმართავია, ხოლო ლუქი არასწორია ან დაზიანებული.

14. სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსის მიერ უნდა დაინიშნოს სახანძრო ავტომობილების სპიდომეტრების დალუქვაზე პასუხისმგებელი პირები, რომლებმაც უნდა იხელმძღვანელონ ინსტრუქციით სპიდომეტრული მოწყობილობების შენახვისა და ექსპლუატაციის წესის შესახებ.

15. სპიდომეტრებისა და მათი ამძრავების პლომბირების აღრიცხვა და გაფორმება, ლუქის დაღების გაცემა და შეცვლა წარმოებს ჟურნალებში, ხოლო სპიდომეტრების გაუმართაობების და ჩამოწერის აღრიცხვა და გაფორმება – აქტებით.

    მუხლი 13. სახანძრო ავტომობილების ექსპლუატაციისათვის მომზადება ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში

1. ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში სახანძრო ტექნიკის მომზადება ექსპლუატაციისათვის ხორციელდება სახანძრო დაცვის მმართველობის ორგანოების და დანაყოფების ხელმძღვანელების ბრძანებით, შემდეგი ძირითადი საკითხების გათვალისწინებით:

ა) სახანძრო ავტომობილების მომსახურების და მოვლა-პატრონობის თავისებურებანი;

ბ) მათი გამავლობის ამაღლების ხერხები და საშუალებები;

გ) მართვის თავისებურებანი;

დ) საექსპლუატაციო მასალები და მათი ხარჯვის ნორმები;

ე) ცივი ძრავის ამუშავების წესი დაბალი ტემპერატურის დროს;

ვ) საშუალებები, რომლებიც აადვილებს ცივი ძრავის ამუშავებას;

ზ) ძრავის გათბობის და ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნების საშუალებები მოძრაობისას და სადგომებზე;

თ) უსაფრთხოების ზომების დაცვა ძრავას გახურების, აგრეთვე ტოქსიკური გამაციებელი, გაყინვის დაბალი ტემპერატურის მქონე სითხეებთან (მაგ. ანტიფრიზის) ურთიერთობის დროს;

ი) ხანძრის ჩაქრობის თავისებურებანი დაბალი ტემპერატურის პირობებში.

2. ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციისათვის მომზადებისას ყველა სახანძრო ავტომობილს უნდა ჩაუტარდეს სეზონური ტექნიკური მომსახურება სახანძრო ავტომობილის და მისი შასის ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქციებისა და ამ დებულების მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით.

    მუხლი 14. სახანძრო ავტომობილების და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის დიაგნოსტიკა

1. სახანძრო ავტომობილების ტექნიკური მომსახურების დროს დიაგნოსტიკის მიზანია ტექნიკური მომსახურების ცალკეული ოპერაციების ჩატარების საჭიროების განსაზღვრა, გაუმართავი მდგომარეობის მომენტის პროგნოზირება და შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასება, ხოლო შეკეთების დროს გაუმართაობის გამოვლენა, მისი წარმოქმნის მიზეზებისა და აღმოფხვრის ეფექტური ხერხის დადგენა.

2. დიაგნოსტიკა შეიძლება იყოს საერთო და ელემენტობრივი. საერთო დიაგნოსტიკა ტარდება ავტომობილის, აგრეგატის, კვანძის, მექანიზმის და მთლიანად სისტემის მუშაუნარიანობის განსაზღვრისათვის, მათი განზოგადებული დიაგნოსტიკური პარამეტრების მიხედვით. ელემენტობრივი (ღრმა) დიაგნოსტიკა ტარდება კონკრეტული გაუმართაობის განსაზღვრისათვის დიაგნოსტიკური პარამეტრების მიხედვით.

3. სახანძრო ავტომობილის, აგრეგატის, მექანიზმის ან ხელსაწყოს მომსახურების ან შეკეთების საჭიროების განსაზღვრისათვის გამოიყენება დიაგნოსტიკური პარამეტრების ნორმატიული მნიშვნელობები.

4. დიაგნოსტიკის დროს უნდა გაიზომოს ავტომობილის ან მისი აგრეგატის ტექნიკური მდგომარეობის პარამეტრის ფაქტობრივი მნიშვნელობა, მოხდეს მისი შედარება პარამეტრის დასაშვებ ან ზღვრულ მნიშვნელობასთან და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება მექანიზმის დარეგულირების ან შეკეთების საჭიროების შესახებ. სარეგულირებელი სამუშაოები, რომლებიც არ მოითხოვს დიდ შრომით ხარჯებს, სრულდება დიაგნოსტიკის დროს.

5. სახანძრო ავტომობილების და მოწყობილობების დიაგნოსტიკა წარმოებს ავტოტექნიკის დიაგნოსტიკის სადგურებზე, სახანძრო დაცვის დანაყოფების ტექნიკური მომსახურების საგუშაგოებზე ან მოძრავი დიაგნოსტიკური ლაბორატორიების გამოყენებით.

6. დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით უნდა შეივსოს დიაგნოსტიკური ბარათი და წუნდების უწყისი.

    მუხლი 15. სახანძრო ავტომობილების კონსერვაცია

1. კონსერვაციაში იგულისხმება ტექნიკურად გამართული, სრულად დაკომპლექტებული, საწვავით გამართული და სპეციალურად მომზადებული ავტომობილებისა და მოწყობილობის ყოფნა ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს მათ დიდი ხნით შენახვას და უმოკლეს ვადაში მზადყოფნაში მოყვანას.

2. კონსერვაციაზე დაყენებას ექვემდებარება ყველა შტატგარეშე ავტომობილი, მისაბმელი და მოწყობილობა, რომელთა გამოყენება არ იგეგმება სამ თვეზე მეტი პერიოდისათვის.

3. კონსერვაცია შეიძლება იყოს ხანმოკლე (ერთ წელზე ნაკლები) და ხანგრძლივი (ერთ წელზე მეტი).

4. სახანძრო ავტომობილების, მისაბმელების და სხვა მოწყობილობის კონსერვაციაზე დაყენება და მოხსნა ხორციელდება სახანძრო დაცვის მმართველობის ორგანოებისა და დანაყოფების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რომელშიც უნდა იყოს განსაზღვრული კონსერვაციის სახეობა და ავტომობილების რაოდენობა მარკების და ნომრების მიხედვით, პასუხისმგებელი პირები კონსერვაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაზე.

5. ბრძანების საფუძველზე სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსის მოადგილე ადგენს ხანმოკლე ან ხანგრძლივი კონსერვაციისათვის სახანძრო ავტომობილების მოსამზადებლად სამუშაოების ორგანიზაციის გეგმას, რომელშიც უნდა იყოს გათვალისწინებული:

ა) ავტომობილების კონსერვაციისთვის სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო პერსონალის მომზადება;

ბ) ავტომობილების კონსერვაციაზე დასაყენებლად სათავსების განაწილება და მოწყობა;

გ) ქვედანაყოფის უზრუნველყოფა ავტომობილების კონსერვაციისათვის საჭირო საექსპლუატაციო მასალებით;

დ) კონსერვაციისათვის განკუთვნილ ავტომობილებზე დოკუმენტაციის გაფორმების წესი.

6. სახანძრო ავტომობილების (მისაბმელების) კონსერვაციაზე დაყენების და მოხსნის დროს კეთდება ჩანაწერი მათ ფორმულარებში.

7. სახანძრო ავტომობილების კონსერვაცია ხორციელდება დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 16. სახანძრო ტექნიკის გადაცემა და ჩამოწერა

1. სახანძრო ტექნიკის გადაცემა ერთი დანაყოფიდან მეორეზე წარმოებს სახანძრო დაცვის ტერიტორიული სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. სახანძრო ტექნიკის ჩამოწერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 17. სახანძრო დაცვის დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა სახანძრო ტექნიკით

1. სახანძრო დაცვის დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონით სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მიღებული სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. სახანძრო დაცვის დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა სახანძრო ტექნიკით წარმოებს სახანძრო დაცვის მმართველობის ორგანოსა (კომპეტენციის ფარგლებში) და დანაყოფის უფროსის განაცხადის საფუძველზე.

3. სახანძრო ავტომობილების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს საშტატო კუთვნილება, სახანძრო დაცვის დანაყოფში მათი რაოდენობის გათვალისწინებით.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის დანაყოფებში სახანძრო ავტომობილებისა და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის საწვავ-საპოხი მასალების საჭირო ოდენობის დაგეგმვის მიზნით (განაცხადის შედგენისას) უნდა არსებობდეს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამტკიცებული საწვავ-საპოხი მასალების ხარჯვის ნორმები.

5. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკისათვის საექსპლუატაციო და საწვავ-საპოხი მასალების ხარჯის ნორმების გაანგარიშების საწყის მონაცემებს წარმოადგენს:

ა) ტექნიკის არსებობა;

ბ) წლიური ნორმატივი საწვავ-საპოხი მასალების საჭიროების დაგეგმვისათვის;

გ) მსუბუქი ოპერატიულ-სამსახურებრივი, სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების ექსპლუატაციის წლიური გეგმა;

დ) ერთი საშტატო ავტომოტოტრანპორტისათვის საწვავის ხარჯი 100 კმ გარბენზე (ავტოტექნიკის საექსპლუატაციო დოკუმენტების მონაცემების შესაბამისად) ძრავას მუშაობასთან ერთად სპეციალური აგრეგატების მუშაობის გათვალისწინებით;

ე) სახანძრო ავტომობილებისათვის, რომლებზეც სპეციალური აგრეგატების მუშაობასთან ერთად მუშაობს განვლილი მანძილის სპიდომეტრის მრიცხველი, ძრავას და სპეციალური აგრეგატების მუშაობის საწვავის ხარჯის ნორმა არ დგინდება. ამ შემთხვევაში საწვავის ხარჯი განისაზღვრება განვლილი მანძილის სპიდომეტრის მრიცხველის ჩვენებისა და 100 კმ გარბენზე არსებული საწვავის ხარჯის ნორმის მიხედვით:

ვ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების საერთო გარბენები გასულ წელს, წლების მიხედვით მათი ცვლილების ტენდენციის გათვალისწინებით;

ზ) საწვავ-საპოხი მასალების საჭირო მარაგის ოდენობა;

თ) ტექნიკის გამოცდების, შეკეთების და ტექნიკური მომსახურებების დასაგეგმი რაოდენობა;

ი) საწვავის ხარჯის ზრდა 10%-ით ზამთრის პერიოდში, მთიან ადგილებში და ქალაქებში (1 მლნ-ზე მეტი მაცხოვრებლით) მუშაობისას, აგრეთვე კაპიტალური რემონტიდან გამოსული ავტომობილებისათვის პირველი 1000 კმ გარბენისას;

კ) საწვავის ხარჯის ზრდა 20%-ით რთულ საგზაო პირობებში (საველე და ტყის პირობებში ხანძარზე მსვლელობისას).

6. ცეცხლმაქრი ნივთიერებების საჭიროება განისაზღვრება გაანგარიშებით, რომლის საწყის მონაცემებს წარმოადგენს:

ა) ძირითადი და სპეციალური სახანძრო ავტომობილების რაოდენობა;

ბ) საშუალო მონაცემები გასული წლის (წლების) განმავლობაში ცეცხლმაქრი ნივთიერებების ხარჯვის შესახებ;

გ) ერთ წლის განმავლობაში დასაგეგმი სახანძრო-ტაქტიკური მეცადინეობისა და სწავლების რაოდენობა;

დ) ცეცხლმაქრი ნივთიერებების საჭირო მარაგი.

7. სახანძრო დაცვის დანაყოფში მიღებას ექვემდებარება მხოლოდ სრულად დაკომპლექტებული, გამართული სახანძრო ტექნიკა, რომელზეც არსებობს სავალდებულო დოკუმენტაცია.

8. საწვავ-საპოხი მასალების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მიღების შემთხვევაში მასალების მიღება ხორციელდება მომარაგების ორგანოთა მიერ გამოყოფილი ფონდების ფარგლებში.

9. ნავთობპროდუქტების მისაღებად მიმღებს უნდა ჰქონდეს:

ა) მინდობილობა;

ბ) პასპორტი საწვავით გამწყობ ცისტერნაზე ან ბენზინის ცისტერნაზე.

10. გამოყოფილ საწვავ-საპოხ მასალებზე ნავთობბაზამ (თუ საწვავის მიღება ხდება ამ უკანასკნელში) უნდა გასცეს სასაქონლო-სატრანსპორტო ზედდებული, რომელიც წარმოადგენს დოკუმენტს საწვავ-საპოხი მასალების სახანძრო დაცვის დანაყოფში შემოსავალში ასაღებად და ანგარიშსწორებისთვის.

11. ყოველი კვარტლის ბოლოს მიმღებმა უნდა მოახდინოს შედარება მომწოდებელთან საწვავ-საპოხ მასალებზე ფონდების ამორჩევის შესახებ და შეადგინოს აქტი ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი უნდა ინახებოდეს მომწოდებელთან.

12. ყოველთვიურად (პირველი რიცხვისათვის არსებული მდგომარეობით) თითოეულ დანაყოფში უნდა მოხდეს საწვავის ნარჩენების აღრიცხვა საცავებში, სატრანსპორტო საშუალებათა ავზებში საწვავის მიღებაზე გაცემული ტალონების გათვალისწინებით. საწვავ-საპოხ მასალათა ნარჩენების აღრიცხვა წარმოებს დანაყოფის საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, რომელმაც უნდა შეადგინოს საწვავისა და საპოხ მასალათა ნარჩენების აღრიცხვის აქტი.

13. ერთ თვეში საწვავის გახარჯული რაოდენობის და ფაქტობრივი ნარჩენების შესახებ მონაცემები (საექსპლუატაციო ბარათისა და საგზურების ჩანაწერების მიხედვით) უნდა იყოს შედარებული შესავლის უწყისის მონაცემებთან.

14. ყოველ კვარტალში დანაყოფები ადგენენ ანგარიშს საწვავ-საპოხი მასალების ხარჯვისა და ავტოტექნიკის მუშაობის შესახებ.

15. საწვავ-საპოხი მასალების შესანახად და გასაცემად თითოეულ დანაყოფს უნდა გააჩნდეს საწყობები და გასამართი პუნქტები, რომელთა მოწყობა და დანადგარები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ ნორმებს, ტექნიკურ პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს:

ა) საწვავ-საპოხი და სხვა საექსპლუატაციო მასალების ხანგრძლივ შენახვას;

ბ) საწვავისა და საპოხი მასალების სწრაფ და სწორ მიღებას (გაცემას);

გ) სახანძრო უსაფრთხოებას.

16. საწვავით გასამართი პუნქტი უნდა განთავსდეს სახანძრო დეპოს ტერიტორიის ცალკე უბანზე. მას უნდა ჰქონდეს ავტომობილებისათვის მოსახერხებელი მისასვლელი და გამოსასვლელი.

17. ცეცხლმაქრი ნივთიერებების (ქაფწარმომქმნელის, ფხვნილის და ა.შ.) შესანახად თითოეულ დანაყოფში უნდა მოეწყოს საწყობი. ცეცხლმაქრი ნივთიერებების საწყობი უნდა განთავსდეს ისეთ სათავსში, რომელიც თბება. საწყობთან უნდა იყოს გათვალისწინებული ავტომობილების მისასვლელი.

    მუხლი 18. სახანძრო ტექნიკაზე პრეტენზიების (რეკლამაციების) წარდგენის წესი

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის დანაყოფებში პრეტენზიების (რეკლამაციების) წარდგენის წესი ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 19. უსაფრთხოების ტექნიკა სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციისას

სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესები დაცული უნდა იქნეს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი III

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილების სამუშაოები. სახანძრო ავტომობილების მძღოლების პროფესიული მომზადება

    მუხლი 20. სახანძრო ავტომობილებზე მომხდარი შემთხვევების კლასიფიკაცია, მიზეზები და მათი აღმოფხვრის ღონისძიებანი

1. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს სახანძრო ავტომობილებზე მომხდარ შემთხვევებს მიეკუთვნება – საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მუშაობისას მათი მტყუნება.

2. სახანძრო ავტომობილის მტყუნება წარმოადგენს მისი მუშაუნარიანობის დარღვევას, რაც გამოიწვევს ძირითადი (მთავარი) მოქმედების შესრულების შეწყვეტას.

3. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს განეკუთვნება საავტომობილო გზაზე სახანძრო ავტომობილების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით შექმნილი ნებსმიერი მოვლენა (შეჯახება, გადაბრუნება, დაჯახება), რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ძირითადი მიზეზებია:

ა) გზაჯვარედინების გავლის წესების დარღვევა;

ბ) მოძრაობის სიჩქარის არასწორი შერჩევა, გაჩერებისას ან სიჩქარის შემცირებისას მოძრაობის წესების დარღვევა;

გ) გასწრების წესების დარღვევა.

4. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილების სამუშაოების ორგანიზებას ახორციელებენ სახანძრო დაცვის მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელები, სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსები, მორიგე ცვლის უფროსები და ათეულის მეთაურები.

5. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან ასაცილებელი ძირითადი ღონისძიებებია:

ა) სახანძრო დაცვის დანაყოფებში დისციპლინის განმტკიცების და მიმაგრებულ ტექნიკაზე პირადი შემადგენლობის პასუხისმგებლობის ამაღლების ორგანიზაცია;

ბ) საგზაო მოძრაობის წესებისა და განსაკუთრებულ შემთხვევებში ავტომობილის მართვის რეკომენდაციების ზუსტი დაცვის უზრუნველყოფა;

გ) მძღოლების მიერ დანაყოფის გასვლის რაიონში სვლის მარშრუტებისა და წყლის წყაროების განლაგების შესწავლა;

დ) მძღოლებისა და ათეულის მეთაურების ინსტრუქტაჟი მორიგეობის დაწყებამდე და დავალების შესრულებამდე;

ე) სახანძრო ავტომობილებზე მომხდარი თითოეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მიზეზების გულდასმით შესწავლა და კონკრეტული ზომების მიღება, მიზეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა;

ვ) ავტომობილების დროული და ხარისხიანი ტექნიკური მომსახურება;

ზ) სახანძრო ავტომობილების მართვისათვის მძღოლების დაშვების დადგენილი წესის დაცვა;

თ) მძღოლებთან რეგულარული მეცადინეობების ჩატარება მოძრაობის წესებისა და ავტომობილების მატერიალური ნაწილის შესწავლის, აგრეთვე რთულ საგზაო პირობებში სახანძრო ავტომობილების მართვის, სპეციალურ აგრეგატებთან მუშაობის პრაქტიკული ჩვევების ასამაღლებლად.

6. სახანძრო დაცვის დანაყოფში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, მუშაობის დროს ავტომობილების დაზიანებების და გაუმართაობების არ არსებობა არ გამორიცხავს მათი თავიდან ასაცილებელი სამუშაოების მუდმივად ჩატარების აუცილებლობას.

    მუხლი 21. სახანძრო ავტომობილებზე მომხდარი შემთხვეების სამსახურებრივი შემოწმება

1. სამსახურებრივი შემოწმება უნდა ჩატარდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაზე, რომელიც მოხდა სახანძრო დაცვის კუთვნილ ავტომოტოტრანსპორტზე.

2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შემოწმებაში, რომლის შედეგად ადამიანებმა მიიღეს ტრავმები, უნდა იყვნენ ჩაბმული სახანძრო დაცვის მმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, დანაყოფის ხელმძღვანელები.

    მუხლი 22. სახანძრო დაცვის დანაყოფებში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვა და ანგარიშგება

1. ყველა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, მისი ადგილის, შედეგების და მძღოლის დანაშაულის, აგრეთვე სახანძრო ავტომობილების დაზიანებისა და მტყუნების მიუხედავად, უნდა იყოს აღრიცხული.

2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვა წარმოებს:

ა) სახანძრო დაცვის მმართველობის ორგანოებში – საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და მათი თავიდან ასაცილებლად მიღებული ზომების აღრიცხვის ჟურნალში;

ბ) სახანძრო დაცვის დანაყოფებში – სახანძრო ავტომობილის ფორმულარში.

3. აღრიცხვის ჟურნალში შეტანილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მონაცემები უნდა იქნეს შედარებული საპატრულო პოლიციაში აღრიცხულ მონაცემებთან არანაკლებ თვეში ერთხელ.

4. სახანძრო დაცვის დანაყოფების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან აცნობონ სახანძრო დაცვის მმართველობის ორგანოებს სახანძრო ტექნიკაზე მომხდარი ყველა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის, მათი დაზიანებისა და მტყუნების შესახებ.

    მუხლი 23. სახანძრო ავტომობილების მძღოლების პროფესიული მომზადება

1. სახანძრო ავტომობილების მძღოლების მომზადება წარმოებს სახანძრო დაცვის დანაყოფებში რიგით და უმცროს მეთაურთა მომზადების პროგრამის შესაბამისად.

2. დანაყოფებში სახანძრო ავტომობილების მართვისათვის მძღოლები დაიშვებიან სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მიღებული ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.

3. მძღოლების პროფესიული მომზადების ორგანიზაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს:

ა) სახანძრო ავტომობილების მართვის ოსტატობის სრულყოფას და მათ სპეციალურ აგრეგატებთან და მექანიზმებთან მუშაობას;

ბ) საგზაო მოძრაობის წესების შესწავლას;

გ) სახანძრო ავტომობილის გაუმართაობის აღმოჩენისა და აღმოფხვრის ჩვევების ფორმირებას.

4. სახანძრო ავტომობილების მძღოლების პროფესიული ოსტატობის ამაღლების და მიღებული ცოდნის გაღრმავების მიზნით, უნდა ეწყობოდეს სასწავლო შეკრებები და ტარდებოდეს შეჯიბრებები ავტომობილის ჩქაროსნულ მანევრირებასა და ტუმბოთი წყლის მიწოდებაში.

თავი IV

სახანძრო სახელოები

    მუხლი 24. ძირითადი მოთხოვნები

1. სახანძრო სახელოები სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების ერთ-ერთი ძირითადი სახეა. სახელოების მოვლა-პატრონობა და სწორი ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს უშუალოდ სახანძრო დაცვის დანაყოფებში.

2. სახანძრო დაცვის დანაყოფებს შეიარაღებაში გააჩნიათ ორი სახის სახანძრო სახელო:

ა) შემწოვი სახანძრო სახელო – გამოიყენება წყლის წყაროდან სახანძრო ტუმბოს შემწოვ მილყელთან წყლის მისაწოდებლად;

ბ) გამდენი სახანძრო სახელო – გამოიყენება წნევით წყლის, ქაფწარმომქმნელის და ქაფის წყლის ხსნარების მისაწოდებლად ხანძრის ადგილზე.

    მუხლი 25. სახელოების კლასიფიკაცია

1. სახელოები დანიშნულების მიხედვით იყოფა:

ა) სახანძრო ონკანებისა და გადასატანი მოტოტუმბოების სახელოები გათვალისწინებული 1,0 მპა მუშა წნევაზე;

ბ) მოძრავი სახანძრო ტექნიკის სახელოები გათვალისწინებული 1,6 მპა და 3,0 მპა მუშა წნევაზე.

2. კონსტრუქციული თავისებურებებისა და მასალების მიხედვით არსებობს:

ა) ნატურალური ბოჭკოს (სელის, ჯუთის, ქერელის და სხვ.) სახელოები;

ბ) სახელოები სინთეტიკური ბოჭკოს კარკასით (ლავსანი, კაპრონი და სხვ.) და შიდა ჰიდროიზოლაციის შრით (რეზინის კამერა, პოლიმერული მასალების კამერა და სხვ.) გარე საფარის გარეშე;

გ) შიდა ჰიდროიზოლაციის შრით და კარკასით გაჟღენთილი იმავე ნივთიერებით, რაც ჰიდროიზოლაციის შრე (ლატექსირებული ტიპის);

დ) ორმხრივი საფარით და სინთეტიკური ბოჭკოს კარკასით.

3. კლიმატიკური მაჩვენებლების მიხედვით სახანძრო სახელოები გათვალისწინებულია – 400С-დან + 450С პირობებში სამუშაოდ.

    მუხლი 26. შემწოვი სახელოების მიღება და ჩაყენება გათვლაში

1. სახანძრო დაცვის დანაყოფებში იყენებენ 2 მ და 4 მ სიგრძის 66, 75, 100, 125 და 150 მმ შიდა დიამეტრის ქარხნული წესით დამზადებულ, ლითონის სპირალიან რეზინქსოვილის შემწოვ სახელოებს, რომლებსაც ბოლოებზე აქვთ რბილი სამაჯურები არმატურის მისამაგრებლად. არსებობს I ჯგუფის – შემწოვი სახელოები და II ჯგუფის – გამდენშემწოვი სახელოები. სახელოს ერთ ბოლოზე უკეთდება დამღა, რომელზეც აღნიშნულია ქარხანა-დამამზადებელი, სტანდარტის ნომერი, ჯგუფი, ტიპი, შიდა დიამეტრი, მუშა წნევა (II ჯგუფის სახელოებისათვის), სიგრძე და გამოშვების თარიღი.

2. სახანძრო დაცვის დანაყოფებში სახელოების მიღებისას მათზე უნდა დამაგრდეს შემაერთებელი თავები და ჩაუტარდეს გამოცდა. შემაერთებელი თავები სახელოებზე უნდა დამაგრდეს მოთუთიებული 2,0-2,6 მმ დიამეტრის მავთულით ან ლითონის მოთუთიებული ცალუღით.

3. შემწოვი სახელოები სახანძრო ავტომობილზე და მოტოტუმბოზე უნდა დამაგრდეს სპეციალურ ადგილებზე. სახელოების მოხერხებული აღებისა და გაცვეთისაგან დაცვის მიზნით სახანძრო ავტომობილის ღარებსა და სპეციალურ შესანახ ყუთებში უნდა იყოს გათვალისწინებული შუასადები ლენტები.

    მუხლი 27. შემწოვი სახელოების ექსპლუატაცია

1. შემწოვი სახელოების გაშლისას ყურადღება უნდა მიექცეს ყველა შეერთებების ჰერმეტულობას და აუცილებლად გამოყენებულ იქნეს განმტვირთავი თოკი. დაუშვებელია სახელოების მკვეთრი გადაკეცვა და უკანა სარქველის ან შემწოვი ბადის ჩამკეტის ასაწევი თოკის გამოყენება სახელოს ასაწევად.

2. შემწოვი სახელოები უნდა გაირეცხოს წყლით ბეწვის ან ბალახის ჯაგრისის მეშვეობით (ლითონის ჯაგრისის გამოყენება დაუშვებელია). ზამთრის პერიოდში სახელოების გაშრობა რეკომენდებულია სახელოების საშრობში. გაშრობის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 500С. გაშრობის შემდეგ სახელოები უნდა იყოს გატანილი საშრობიდან. ზაფხულის პერიოდში დასაშვებია სახელოების გაშრობა ღია ცის ქვეშ, მხოლოდ ჩრდილში. აკრძალულია სახელოების გაშრობა გათბობის ბატარეებზე, ქვაბებზე, შენობების სახურავებსა და მზეზე. სველი სახელოები უნდა მოიხსნას საბრძოლო გათვლიდან და შეიცვალოს სათადარიგოთი.

    მუხლი 28. შემწოვი სახელოების გამოცდა

1. შემწოვი სახელოები უნდა გამოიცადოს მათი მუშაობის პირობების მიხედვით, გაიშვიათებაზე (ვაკუუმზე) ან ჰიდრავლიკურ წნევასა და გაიშვიათებაზე (დანართი 2).

2. ღია საცავებიდან წყლის ასაღებად განკუთვნილი I ჯგუფის სახელოები უნდა გამოიცადოს მხოლოდ გაიშვიათებაზე. ჰიდრანტიდან წყლის მიწოდებისათვის განკუთვნილი II ჯგუფის გამდენშემწოვი სახელოები უნდა გამოიცადოს ჰიდრავლიკურ წნევასა და გაიშვიათებაზე.

3. ნახვრეტების აღმოსაჩენად I ჯგუფის სახელოები უნდა გამოიცადოს ჰიდრავლიკურ წნევაზე, რომლის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 0,5 – კგ/სმ2.

4. გამოცდა უნდა ჩატარდეს:

ა) ახალი სახელოების – საბრძოლო გათვლაში ჩაყენებამდე;

ბ) ექსპლუატაციაში მყოფი სახელოების – წელიწადში ერთხელ და სახელოების ხარისხის შეცვლისას;

გ) შეკეთებული სახელოების – ყოველი შეკეთების შემდეგ.

5. II ჯგუფის სახელოების ჰიდრავლიკურ წნევაზე გამოცდისას – სახელოს ერთი ბოლო უნდა შეუერთდეს ჰიდრავლიკურ წნეხს ან წყალსადენის ხაზს, ხოლო მეორე – ჩაიკეტოს ჰაერის გასაშვები ონკანის მქონე სახშობით. სახელო ნელ-ნელა უნდა შეივსოს წყლით, ჰაერის მთლიანად განდევნამდე, რის შემდეგაც ონკანი უნდა ჩაიკეტოს და წყლის წნევა გაიზარდოს 8კგ/სმ2-მდე (75 მმ-მდე შიდა დიამეტრის სახელოებისათვის) და შენარჩუნებულ იქნეს 5 წთ განმავლობაში. ამ დროს სახელომ არ უნდა მიიღოს დეფორმაცია (არ გასკდეს, არ გაჟონოს, ლითონის სპირალი არ უნდა გაწყდეს).

6. სახელოების გამოცდა გაიშვიათებაზე (ვაკუუმზე) უნდა განხორციელდეს სახანძრო ავტომობილის ტუმბოზე სახელოს მიერთების გზით, მშრალ ვაკუუმზე მისი შემდგომი მუშაობით. გაიშვიათების სიდიდე სახელოში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 550 მმ ვერცხლისწყლის სვეტისა 3 წთ-ის განმავლობაში, ამ დროს გაიშვიათების ვარდნა არ უნდა აღემატებოდეს 100 მმ ვერცხლისწყლის სვეტს. გამოცდის პროცესში სახელოს ზედა ფენა არ უნდა იყოს გაბრტყელებული და გახეული. გამოცდის დასრულებისას სახელოს შიგა ფენა უნდა იყოს დათვალიერებული სინათლეზე. სახელოს შიდა ფენას არ უნდა ჰქონდეს ამონაზნექები, ბუშტულები, ჩანახევები და აშრევება.

    მუხლი 29. შემწოვი სახელოების ჩამოწერა

დაწუნებული გამოუსადეგარი სახელოები უნდა იყოს გაფორმებული კომისიის აქტით, რომელსაც თავმჯდომარეობს სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსი. აქტს თან ერთვის ჩამოწერილი სახელოების პასპორტები.

    მუხლი 30. შემწოვი სახელოების შეკეთება

1. შემწოვი სახელოები, თუ ისინი არ აკმაყოფილებენ გამოცდის მოთხოვნებს, აგრეთვე გახვრეტილია, აქვთ ლპობის ნიშნები, გაწყვეტილი სპირალი და სხვა დაზიანებები, უნდა იყოს შეკეთებული (დანართი 3).

2. შეკეთებული სახელო უნდა გამოიცადოს ამ დებულების 28-ე მუხლის 2, 3, 4, 5 და 6 პუნქტების თანახმად.

    მუხლი 31. გამდენი სახელოების მიღება და მომზადება გათვლაში ჩასაყენებლად

1. სახანძრო დაცვის შეიარაღებაში იყენებენ ძირითადად ორი ტიპის გამდენ სახელოს: გარეზინებულს და გაურეზინებელს.

2. ჰიდრავლიკურ წნევაზე გამძლეობის მიხედვით სახელოები იყოფა ოთხ ჯგუფად:

ა) მაღალი გამძლეობის – 51 და 66 მმ დიამეტრით; ამ ჯგუფის სახელოებს მთელ სიგრძეზე უნდა ჰქონდეთ სამი ფერადი ზოლი;

ბ) გაძლიერებული – 51, 66, 77 და 89 მმ დიამეტრით; ამ ჯგუფის სახელოებს მთელ სიგრძეზე უნდა ჰქონდეთ ორი ფერადი ზოლი;

გ) ნორმალური – 51, 66, 77 და 150 მმ დიამეტრით; ამ ჯგუფის სახელოებს მთელ სიგრძეზე უნდა ჰქონდეთ ერთი ფერადი ზოლი, გარდა 150 მმ-სა;

დ) შემსუბუქებელი – 51 მმ დიამეტრით – არსებობს ორი ჯგუფის: სელის და ანაძენძის. შემსუბუქებული სელის სახელოები მზადდება ფერადი ზოლის გარეშე, ხოლო ანაძენძის სახელოებს (დამზადებული სელის ანაძენძის მქონე ძაფებისგან) უნდა ჰქონდეთ ერთი შავი ზოლი.

3. დიამეტრის მიხედვით სახელოებს ენიჭებათ შემდეგი ნიშნები:

ა) „ა“ – 66 მმ და 77 მმ დიამეტრის მქონე სახელოები;

ბ) „ბ“ – 51 მმ დიამეტრის მქონე სახელოები;

გ) „სპეციალური“ – 89 მმ და 150 მმ დიამეტრის მქონე სახელოები.

4. ყოველი შეფუთული გარეზინებული და გაურეზინებელი სახელოს ხვეულზე დაკრულია იარლიყი, სადაც ნაჩვენებია დამამზადებელი საწარმოს სახელწოდება, ჯგუფი, შიდა დიამეტრი, სიგრძე, წონა, რგოლის ნომერი, ხარისხი (გარეზინებული სახელოებისათვის) და წარწერა „კაკვით არ შეეხოთ“.

5. სახანძრო დაცვის დანაყოფებში სახელოების მიღების დროს სახელოების შემაერთებელი თავები ერთიმეორეს უნდა გადაებას, გაუკეთდეს სათანადო აღნიშვნები და გამოიცადოს ჰიდრავლიკურ წნევაზე, ხარისხის, ჰერმეტულობისა და შემაერთებელი თავების შეერთების სიმტკიცის შემოწმების მიზნით.

6. სახელოების თავები, მათი კონსტრუქციიდან გამომდინარე, უნდა გადაებას რბილი 1,6 ან 2 მმ დიამეტრის თუთიის მავთულით ან ფოლადის რგოლების მეშვეობით. პირველ შემთხვევაში გადაბმა ხდება შემაერთებელი თავების გადასაბმელ დაზგაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში ჰიდრავლიკური მოწყობილობის გამოყენებით.

7. შემაერთებელი თავების გადაბმის შემდეგ სახელოებს უკეთდება სათანადო აღნიშვნები და უტარდება ჰიდრავლიკური გამოცდა.

8. სახელოებს აღნიშვნები უკეთდება ყოველი შემაერთებელი თავიდან 500-1000 მმ დაშორებით, ზეთის წითელი საღებავით და ტრაფარეტის მეშვეობით, წილადის სახით, სადაც მრიცხველში მოცემულია სახანძრო დაცვის დანაყოფის ნომერი, ხოლო მნიშვნელში სახელოს ნომერი. თუ ქვედანაყოფს არა აქვს ნომერი, მაშინ მრიცხველში იწერება მისი დასახელება. სახელოს კატეგორია აღინიშნება სახელოს გარშემო ზოლებით, ციფრების სიმაღლე უნდა იყოს 60 მმ.

9. გამოცდის წინ, გაურეზინებელი სახელოები უნდა შეივსოს წყლით და დაყოვნდეს 5 წთ-ის განმავლობაში, წყლის წნევა უნდა იყოს 2-4 კგ/სმ2. გაურეზინებელი და გარეზინებული სახელოების გამოცდის წესი ერთნაირია.

10. სახელოების გამოცდა შეიძლება თითოეულის რიგრიგობით ან რამდენიმესი, რომლებსაც აქვთ ერთნაირი დიამეტრი, გააჩნიათ საერთო ჯგუფის სიმტკიცე და ვარგისიანობის კატეგორია.

11. გამოსაცდელი სახელოების ბოლოები ან ხაზები უნდა შეუერთდეს ჰიდრავლიკურ წნეხს ან გადამყვანის მეშვეობით სახანძრო ავტომობილის ტუმბოს, რომელსაც გააჩნია საკონტროლო მანომეტრი და დიაფრაგმა 2,5-3,5 მმ დიამეტრის ღიობით, ჰიდრავლიკური დარტყმისა და პულსირებული დატვირთვისაგან სახელოების დასაცავად. სახელოს მეორე ბოლოს ან მის ხაზს უკეთდება საცობი 1-1,5 დუიმი დიამეტრის ონკანით, ჰაერის გამოსაშვებად. საცობის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადამკეტი ლულა ან სამსვლიანი განშტოება. შეერთებების ჰერმეტულობა უნდა იყოს დაცული.

12. სახელოდან ჰაერის გამოდევნის და მისი წყლით შევსების შემდეგ 2 წთ-ის განმავლობაში თანდათანობით უმატებენ წყლის წნევას დასაშვებ ზღვრამდე და აჩერებენ 2 წთ განმავლობაში ამ წნევის ქვეშ. ამის შემდეგ წნევა დაჰყავთ ნულზე და ისევ თანდათანობით ზრდიან 3 წთ-ის განმავლობაში გამოსაცდელ ზღვრამდე და აჩერებენ ამ წნევის ქვეშ 3 წთ-ის განმავლობაში.

13. გამდენი სახელოების ჰიდრავლიკური გამოცდის ზღვრული წნევის სიდიდეების მაჩვენებლები მოცემულია დანართ 2-ში.

14. სახელოებს, რომლებმაც გაიარეს ჰიდრავლიკური გამოცდა, არ უნდა გასდიოდეს წყალი სახელოების თავების გადაბმის ადგილებში. I ხარისხის გარეზინებულ სახელოებს არ უნდა გააჩნდეთ ტენიანი ზედაპირი და უხილავი ნახვრეტები. I ხარისხის სახელოებს შესაძლებელია ჰქონდეს არა უმეტეს სამი უმნიშვნელო ფარული ნახვრეტი და არა უმეტეს 20 მმ ზომის დატენიანებული მონაკვეთი 20 მ სიგრძის სახელოზე.

15. I და II ხარისხის სელის სახელოებს შესაძლებელია ჰქონდეთ უმნიშვნელო ნახვრეტები მუშა წნევის დროს.

    მუხლი 32. გამდენი სახელოების ექსპლუატაცია

1. სახელოები აუცილებლად უნდა იყოს ჩალაგებული ავტომობილის ძარის ნაკვეთურებში ისე, რომ არ ეხახუნოს ძარის სამაგრ დეტალებს (ჭანჭიკები, შურუპები, კუთხედები და სხვა). სახელოები უნდა ჩალაგდეს გარმონისებურად და ხვეულად (ერთმაგად ან ორმაგად).

2. კოჭებზე დახვეული სახელოები იფუთნება და ინახება სპეციალური წყალგაუმტარი ქსოვილის შალითით.

3. წვიმიან ამინდში გარაჟიდან სახანძრო ავტომობილის გამოსვლის შემდეგ სახელოები უნდა შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში გაშრეს.

4. 66, 77, 89 და 150 მმ დიამეტრის მაგისტრალური ხაზის სახელოების ექსპლუატაციის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 5 წელსა და 150 სამუშაო საათს, ხოლო 51 მმ დიამეტრის მუშა სახელო – არანაკლებ 5 წელსა და 120 სამუშაო სთ-ს.

5. გამდენი სახელოები, ექსპლუატაციის ვადიდან გამომდინარე, იყოფა 4 კატეგორიად:

ა) I კატეგორიას მიეკუთვნებიან ახალი და ექსპლუატაციაში 3 წლამდე მყოფი 66, 77, 89 და 150 მმ დიამეტრის სახელოები, ხოლო 51 მმ დიამეტრის სახელოსათვის – 2 წლამდე;

ბ) II კატეგორიას მიეკუთვნებიან ექსპლუატაციაში 3-4 წლამდე მყოფი 66, 77, 89 და 150 მმ დიამეტრის სახელოები, ხოლო 51 მმ დიამეტრის სახელოსათვის – 2-4 წლამდე;

გ) III კატეგორიას მიეკუთვნებიან ექსპლუატაციაში 4-5 წლამდე მყოფი 66, 77, 89 და 150 მმ დიამეტრის სახელოები, ხოლო 51 მმ დიამეტრის სახელოსათვის – 4-5 წლამდე;

დ) IV კატეგორიას მიეკუთვნებიან სასწავლო და სამეურნეო დანიშნულების სახელოები, რომელთაც ვერ გაუძლეს III კატეგორიის გამოსაცდელ ნორმებს.

6. ექსპლუატაციაში ყოფნის დრო მინიმალურია ყველა კატეგორიის სახელოსათვის. სწორი ექსპლუატაციის პირობებში მუშაობის ხანგრძლივობა სახელოების ყოველი კატეგორიისათვის შეიძლება საგრძნობლად მოემატოს, თუკი ისინი გაუძლებენ ჰიდრავლიკური გამოცდის (მუხლი 31. პ.პ. 6, 7, 8, 9, 10 და 11) პირობებს.

7. თუ სახანძრო ავტომობილი დაკომპლექტებულია სხვადასხვა კატეგორიის სახელოებით, სახელოების ხაზის გაშლისას უფრო გამძლე სახელოები აუცილებელია გამოყენებულ იქნეს მაგისტრალური და განშტოებული ხაზების საწყის უბნებზე, ხოლო ნაკლებად გამძლე სახელოები – ამ ხაზების ბოლო უბნებზე.

8. სახელოების ხაზების გაშლისას ხაზს არ უნდა ჰქონდეს მკვეთრი ნაკეცები. დაუშვებელია ხაზის გაშლა მჭრელ საგნებზე, საწვავ-საპოხი მასალებით ან ქიმიკატებით გაჟღენთილ ზედაპირზე, აგრეთვე ცეცხლმოდებულ საგნებზე. მკვეთრად მოხვეულ ადგილებში უნდა იყოს გამოყენებული სახელოების უნაგირი.

9. სიმაღლეზე თოკით ან სახანძრო კიბით ატანილი სახელოს ხაზი უნდა დამაგრდეს შენობის კონსტრუქციებზე სახელოს დამჭერებით.

10. დაუშვებელია სახელოს ხაზებზე დაშლილი კონსტრუქციის ნაწილების დაყრა, აგრეთვე სიმაღლიდან მათი გადმოყრა. სახელოები უნდა იყოს დაშვებული თოკით ან სხვა სამარჯვი საშუალებებით.

11. ტუმბოდან წყლის მიწოდებისას ჰიდრავლიკური დარტყმის ზემოქმედებით სახელოს გახევის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა თანდათანობით გაიღოს ტუმბოს სადაწნეო მილყელების ვენტილები. დაუშვებელია ტუმბოში წნევის მკვეთრი გაზრდა, აგრეთვე ლულის გადაკეტვა სახელოს ხაზების მუშაობისას.

12. სახელოს ხაზებში წყლის მიწოდების დროს მეხანძრეები ვალდებულნი არიან:

ა) არ დაუშვან ხაზების განშტოებებზე ტრანსპორტის გადატარება, გარდა ადგილებისა, სადაც სახელოებს გააჩნიათ დამცავი ხიდურები;

ბ) დროებით შეაკეთონ დაზიანებული სახელოები მომჭერების დადებით (დაზიანებული ადგილები სახელოზე უნდა მოინიშნოს ქიმიური ფანქრით) ან ამოიკეროს მცირე ზომის (5 მმ-მდე) ნახვრეტები სპეციალური ნემსით.

13. სახელოების დაზიანების სიდიდიდან გამომდინარე, შესაძლებელია რამდენიმე სახის მომჭერების გამოყენება, კერძოდ:

ა) უნივერსალური ლენტური მომჭერი – გაჟონვის ლიკვიდაციისათვის, როცა სახელოს გააჩნია არა უმეტეს 2 სმ დიამეტრის ნახვრეტი ან არა უმეტეს 3 სმ სიგრძის ჩანახევი;

ბ) კორსეტული მომჭერი – გაჟონვის ლიკვიდაციისათვის, როცა სახელოს გააჩნია ნახვრეტები ან გრძივი ჩანახევი 10 სმ-მდე.

14. ზამთრის პერიოდში ხანძარზე მუშაობისას აუცილებელია:

ა) წყლის ამოღება ღია წყლის წყაროების უფრო ღრმა შრეებიდან, სადაც ტემპერატურა უფრო მაღალია ვიდრე ზედაპირზე;

ბ) წყლის მიწოდება უნდა მოხდეს ერთი მაგისტრალური ხაზით, ამასთან ერთად ტუმბო უნდა მუშაობდეს მაღალი ბრუნვებით და სადაწნეო მილყელები იყოს ნახევრად გახსნილ მდგომარეობაში;

გ) რომ უწყვეტი ჭავლი არ გაიყინოს.

15. სახელოები ხანძრის ან სწავლების შემდეგ უნდა გაიწმინდოს, საჭიროების შემთხვევაში გაირეცხოს სპეციალურ მანქანაში, როფებში ან გადარეცხილ მტკიცე საფარის მქონე მოედანზე, კაპრონის ჯაგრისით და გაშრეს მათთვის განკუთვნილ საშრობებში (კოშკური, კამერისებური ან თერმორადიაციული).

16. კოშკურ საშრობს უნდა ჰქონდეს კალორიფერი ან სხვა ხელსაწყო ჰაერის გასათბობად, ხოკერი სუფთა ჰაერის მისაწოდებლად და გადამუშავებული ჰაერის გამოსადევნად, სახელოების გადასაკიდი და ასაწევი ხელსაწყო. სახელოები გადაკიდებული უნდა იყოს ერთდროულად შახტის მთელ გაყოლებაზე. შევსების სიმჭიდროვე უნდა შეადგენდეს 10-15 სახელოს 1 მ2-ზე. აწევა ერთი ან რამდენიმე სახელოსი უნდა მოხდეს ხელის ჯალამბარით მოწყობილი ტვირთდამჭერი მუხრუჭებით ან მექანიკური ელექტრო-ამწეთი. კოშკურ საშრობებში სახელოები უნდა გაშრეს დაკიდებულ მდგომარეობაში, ბოლოებით ან შუა ნაწილით.

17. კამერისებურ საშრობებში სახელოები უნდა გაშრეს რგოლებად დახვეულ მდგომარეობაში, ხვეულებს შორის მანძილი უნდა იყოს 20-25 მმ.

18. სახელოები უნდა გაშრეს ყოველი ტიპის საშრობისათვის არსებული შესაბამისი ინსტრუქციით. ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ 200C და გარეზინებული სახელოებისათვის არა უმეტეს 500C, ხოლო სელის სახელოებისათვი 20-800C-მდე. გარეზინებული სახელოების გაშრობის ხანგრძლივობა კოშკურ საშრობში მაქსიმალურ (500C) ტემპერატურის დროს არ შეიძლება აღემატებოდეს 7-8 სთ.

19. თერმორადიაციულ საშრობებში სახელოებს ახვევენ ერთ შრედ მბრუნავ წიბოებიან დოლზე, რომლის შიგნით და გარეთ მოთავსებულია აირის ინფრაწითელი გამოსხივების სანთურები. ერთდროულად შეიძლება გაშრეს 5-7 სახელო. 51, 66, 77 მმ დიამეტრის სახელოების გაშრობის ხანგრძლივობა შეადგენს 60-70 წთ.

20. საშრობების არარსებობისას სახელოების გაშრობა შეიძლება შემდეგნაირად:

ა) შენობების გარეთ 200C და მეტი ტემპერატურისას, როდესაც ჰაერის ტენიანობა არ აღემატება 80%. სახელოები უნდა იყოს დაკიდული ან დაწყობილი გისოსებიან დახრილ სტელაჟზე, ამასთან ერთად დაცულ უნდა იქნეს მზის სხივებისაგან და ნალექისაგან;

ბ) საკმარისად გამთბარ შენობაში სახელოები ისე უნდა დალაგდეს, როგორც საშრობებში ან სტელაჟზე, არანაკლებ 1 მ-ის დაშორებით თბომასხივებელი მოწყობილობებისაგან.

21. ორივე შემთხვევაში შრობის ხანგრძლივობა უნდა იყოს არა უმეტეს 24-30 სთ.

22. დაუშვებელია სახელოების გაშრობა ქვაბებზე, გათბობის ბატარეებსა და შენობის სახურავზე, აგრეთვე მათი გადაკიდება და გაშრობა მჭრელ საგნებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სახელოს დაზიანება და დაჟანგვა. სახელოები უნდა იყოს დაკიდული 90 მმ დიამეტრის ხის რგოლებზე.

    მუხლი 33. გამდენი სახელოების გამოცდა და ჩამოწერა

1. ექსპლუატაციაში მყოფი პირველი სამი კატეგორიის სახელო უნდა გამოიცადოს ჰიდრავლიკური გზით წელიწადში ერთხელ, ყოველი შეკეთების და ხანძარზე მუშაობის (მავნე ქიმიური და თბური ზემოქმედების პირობებში) შემდეგ. უფრო ხშირი გამოცდა არ არის რეკომენდებული, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სახელოს ვადაზე ადრე მწყობრიდან გამოყვანა.

2. გამოცდის დაწყებამდე აუცილებელია სახელოების დათვალიერება, რის შემდეგ სახელოების მუშაობის შედეგები შეტანილი უნდა იყოს პასპორტებში და სახელოების ექსპლუატაციის ვადიდან, მათი მუშაობის დროიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, ზოგი მათგანი გადაყვანილ იქნეს უფრო დაბალ კატეგორიაში, რათა არ დაზიანდეს სახელოები მაღალი წნევის ზემოქმედებით მაღალ კატეგორიაზე გამოცდის დროს.

3. ექსპლუატაციაში მყოფი გამდენი სახელოების გამოცდის თანმიმდევრობა იგივეა, როგორიც ახალი სახელოების (მუხლი 31 პ.პ. 6, 7, 8, 9, 10 და 11). ზღვრული წნევის სიდიდეები გამდენი სახელოების ჰიდრავლიკური გამოცდისათვის მოყვანილია დანართ 2-ში.

4. გამოცდის შედეგები შეაქვთ სახელოების პასპორტებში და დგება სათანადო უწყისი, რომელიც უნდა იყოს წარდგენილი სახანძრო დაცვის მმართველობის ორგანოებში.

5. სახელოები, რომლებმაც გამოცდის დროს ვერ გაუძლეს სათანადო წნევას, უნდა იყოს შეკეთებული და გადაყვანილი დაბალ კატეგორიაში, რაც უნდა ჩაიწეროს პასპორტში და სახელოზე აღნიშნულ იქნეს რგოლისებრი ზოლით.

6. სასწავლო და სამეურნეო კატეგორიაში სახელოების გადაყვანისას ადრე აღნიშნული კატეგორია უნდა დაიფაროს შავი საღებავით, ხოლო მის გვერდით ასევე შავი საღებავით კეთდება კატეგორიის აღმნიშვნელი წარწერა სამეურნეო“ ან სასწავლო“.

7. ექსპლუატაციისა და შეკეთებისათვის უვარგისი სახელოები უნდა ჩამოიწეროს, რაც უნდა აღინიშნოს სახელოს პასპორტში სათანადო ნიშნით.

8. სახელოების ჩამოწერა უნდა გაფორმდეს კომისიის აქტით, რომელსაც თავმჯდომარეობს სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსი. აქტში უნდა იყოს მოცემული სახელოს დასახელება, ნომერი, დიამეტრი, კატეგორია, სიგრძე, გამოშვების თარიღი, ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი, სახელოს მუშაობის ვადა, გამომუშავებული საათები, გამოყენების რიცხვი და სახელოს მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი.

    მუხლი 34. გამდენი სახელოების შეკეთება და შენახვა

1. ხანძრებსა და სწავლებაზე დაზიანებული სახელოები გაწმენდის, გარეცხვისა და გაშრობის შემდეგ უნდა შეკეთდეს მოქლონებით, როდესაც სახელოს გააჩნია არა უმეტეს 3 მმ დიამეტრის ნახვრეტები, ხოლო უფრო დიდი ზომის ნახვრეტების მქონე სახელოები – ვულკანიზაციის გზით (დანართი 3).

2. სახელოს ინახავენ სათავსში, სადაც ჰაერის ტემპერატურა არანაკლებ 00C, ხოლო ტენიანობა 50-65% და აქვს ბუნებრივი ვენტილაცია. ამ სათავსებს შეიძლება ჰქონდეთ როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური განათება. ბუნებრივი განათების შემთხვევაში ფანჯრებს უნდა ჰქონდეთ შტორები ან შეიღებოს თეთრი საღებავით მზის სხივებისაგან დასაცავად.

3. საწყობებში სახელოები უნდა ინახებოდეს ხის ან ლითონის არამჭრელი პირის მქონე სტელაჟებზე, რომლებიც განლაგებულია გამათბობელი მოწყობილობებიდან არანაკლებ 1 მეტრის მოშორებით.

4. არამჭიდროდ დახვეული სახელოები სტელაჟებზე ვერტიკალურად უნდა დალაგდეს. წელიწადში ორჯერ აუცილებელია სახელოების შემობრუნება სტელაჟებზე შეხების ადგილის შეცვლით.

5. პირველ რიგში საწყობიდან უნდა გაიცეს უფრო ადრე დამზადებული სახელოები. საწყობში სახელოების შენახვა შტაბელებად დაუშვებელია.

6. გარეზინებული გამდენი სახელოები საწყობში გაგზავნამდე უნდა გამოშრეს და შიგნიდან მოეყაროს ტალკი. სახელოების შემაერთებელი თავები უნდა დამაგრდეს მამჭიდროვებელი რგოლით.

7. სათადარიგო გამდენი სახელოები სახანძრო დაცვის დანაყოფებში უნდა იყოს შენახული დახურულ სტელაჟებზე ან ნაკვეთურებათ დაყოფილ კარადებში, თავისუფლად დახვეულ მდგომარეობაში. კარადებს უნდა ჰქონდეს ვენტილაცია. დაუშვებელია სახელოების შენახვა საწვავ-საპოხ მასალებთან ან ქიმიკატებთან ერთად.

8. შიდა სახანძრო ონკანების სახელოები ინახება სპეციალურ ყუთებში. სახანძრო ონკანი არ უნდა ჟონავდეს სახელოების დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

    მუხლი 35. სახელოების მუშაობის აღრიცხვა

1. ხანძრებზე და სწავლებაზე წყლის გაშვებით და გაუშვებლად შემწოვი და გამდენი სახელოების მუშაობა უნდა გატარდეს სამსახურის წიგნში მორიგე ცვლის უფროსის მიერ. სახელოების მეურნეობაზე პასუხისმგებელმა პირმა ეს ჩანაწერები 10 დღეში ერთხელ უნდა გადაიტანოს სახელოების პასპორტში. პასპორტები მზადდება 15X20 სმ ზომის სქელი ქაღალდისაგან ან თხელი მუყაოსაგან. პასპორტების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით მათი აღრიცხვა წარმოებს სპეციალურ ჟურნალში ან რვეულში.

2. პასპორტში მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) ვის ეკუთვნის სახელო;

ბ) დამზადების წელი;

გ) ქვედანაყოფში მიღების თარიღი;

დ) რიგითი ნომერი;

ე) ფაქტობრივი სიგრძე;

ვ) დიამეტრი, კატეგორია, ჯგუფი (გაძლიერებული, ნორმალური ან შემსუბუქებული);

ზ) გამოცდის დრო და შედეგები;

თ) მუშაობის ხანგრძლივობა წყლის გაშვებით და გაუშვებლად;

ი) ჩატარებული საშემკეთებლო სამუშაოები.

3. სახელოების ხაზის ყოველი გაშლა წყლით ან უწყლოდ, ხანძრებსა და სწავლებებზე ჩაითვლება 20 წთ სახელოს მუშაობად. სახელოების მიმდინარე მუშაობა წნევის ქვეშ განისაზღვრება იმავე დროით.

4. სახელოს ჩამოწერა აღინიშნება პასპორტში და კომისიის აქტთან ერთად ინახება სახანძრო დაცვის დანაყოფში.

 

დანართი 1

ს ა გ ზ უ რ ი

(დანაყოფის დასახელება)

 

_______________________________________________________________ მორიგე ცვლის გასვლისათვის

 

1. გასვლის ადგილი, მისამართი ____________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

 

2. მოკლე ცნობები ხანძრის, ავარიის, სტიქიური უბედურების შესახებ __________________________

__________________________________________________________________________________________

 

3. შეტყობინების მიღების დრო _________ სთ __________ წთ

 

4. შემტყობინებლის გვარი და ტელეფონის _____________________________

 

მორიგე დისპეტჩერი (მეელსმენე)

                                                                                               _________________________________________

   (დისპეტჩერის, მეელსმენეს ხელმოწერა)

 

„ ____ ___________ 200__წ.

 

შენიშვნა: გასვლის ადგილის შესახებ ცნობების, აგრეთვე განმცხადებლის თაობაზე მონაცემების არარსებობამ არ უნდა შეაყოვნოს მორიგე ცვლის შემთხვევის ადგილზე გასვლა.

 

ცნობები ხანძრის (ავარიის, კატასტროფის) შესახებ

 

1. ხანძრის (ავარიის, კატასტროფის) ობიექტის დასახელება __________________________________

_______________________________________________________________________________________

2. რა დაიწვა_____________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

 

3. იყო თუ არა ადამიანთა მსხვერპლი_______________________________________

 

4. რა სახის სახელოები იყო გამოყენებული __________________________________

ლიტერ “ _______________________________ ცალი

ლიტერ “ _______________________________ ცალი

 

5. ლულების რაოდენობა _________________________________________________________________

ლიტერ “_______________________________ ცალი

ლიტერ “_______________________________ ცალი

 

6. ტუმბოს მუშაობის დრო __________ სთ ____________წთ

 

7. ხანძრიდან (ავარიიდან, კატასტროფიდან) დაბრუნების დრო _________ სთ _________ წთ

 

მორიგე ცვლის უფროსი___________________________________________________________________

(გვარი, ხელმოწერა)

 


დანართი 2

სახანძრო სახელოების გამოცდის ძირითადი მოთხოვნები და პარამეტრები

სახანძრო სახელოები

სახელოს შიგა დიამეტრი, მმ

გამოცდის ხანგრძლივობა ჰერმეტულობაზე, წთ

საგამოცდო გაიშვიათება, მპა

ჰიდრავლიკური წნევა, მპა კგს/სმ

მოთხოვნები გამოცდის დროს

გაიშვიათება

წნევა

1

2

3

4

5

6

7

გამდენ-შემწოვი რეზინის სახელოები საფეიქრო კარკასით, არაარმირებული (გოსტ 5398-76):

 

ა)შემწოვი სახელოები

 

 

ბ) გამდენ-შემწოვი სახელოები

 

 

 

 

გამდენი სახელოები:

 

ა) სელის (გოსტ 472-75)

 

 

ბ) სელის-ჯუთის (ტპ 17 40-10257-82)

 

 

 

გ) გარეზინებული სინთეტიკური ძაფით

 

 

 

დ) ორმხრივი პოლიმერული საფარით (ტპ 17 40-11118-86)

 

 

 

 

 

 

66, 75

100, 125, 150

 

66, 75

100

125

150

 

51 (ნორმალური)

 

51 (გაძლიერებული)

66 (ნორმალური)

 

66 (გაძლიერებული)

77 (ნორმალური)

77 (გაძლიერებული)

 

51, 66, 77

89

150

 

51, 66, 77

 

 

 

 

 

3

3

 

3

3

3

3

 

 

 

 

 

 

3

3

 

10

10

10

10

 

3

 

3

3

 

3

3

3

 

3

3

3

 

3

 

 

 

 

 

73,15(550)

73,15(550)

 

73,15(550)

73,15(550)

73,15(550)

73,15(550)

 

 

 

 

 

0,3 (3)

0,2 (2)

 

0,6 (6)

0,45 (4,5)

0,75 (7,5)

1,5 (1,5)

 

1,5 (1,5)

 

2,0 (20)

1,5 (15)

 

2,0 (20)

1,5 (15)

2,0 (20)

 

2,0 (20)

1,8 (18)

1,4 (14)

 

2,0 (20)

გაიშვიათების ვარდნა არ უნდა აღემატებოდეს 13,3 კპა

3 წუთის განმავლობაში

 

სახელოებმა უნდა გაუძლონ საგამოცდო წნევას (გამოირიცხოს სახელოს გახვრეტა ). სახელოები არ უნდა ჟონავდეს გადაბმის ადგილებში

 

 

 

სახელოებმა უნდა გაუძლოს საგამოცდო წნევას (გამოირიცხოს სახელოს გახვრეტა ). სახელოები არ უნდა ჟონავდეს გადაბმის ადგილებში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2-ის გაგრძელება

1

2

3

4

5

6

7

ე) სინთეტიკური ბოჭკოს ლატექსის ჰოდროიზოლაციის შრით

(ტპ 17 40-6851-77)

 

პლასტმასის სახელოები ტყის ხანძრების ჩასაქრობათ

(ტპ 6.19-051-284-80)

 

გამდენი სახელოები:

 

ა) ლატექსირებული შიდა სახანძრო ონკანებისათვის (ტპ 84.402-28-82)

 

ბ) პლასტმასის არმირებული

(ტპ 6-19-151-88)

51, 66, 77

 

 

 

26, 51, 66

 

 

 

 

 

51, 66

 

 

51, 66

 

3

 

 

 

3

 

 

 

 

 

3

 

 

3

 

2,0 (20)

 

 

 

1,5 (15)

 

 

 

 

 

1,25 (12,5)

 

 

1,5 (15)

 

 

 

 

სახელოებმა უნდა გაუძლონ საგამოცდო წნევას (გამოირიცხოს სახელოს გახვრეტა ). სახელოები არ უნდა ჟონავდნენ გადაბმის ადგილებში

 

_

 

შენიშვნა: ადრე გამოყენებული ან შეკეთებული გამდენი სახელოების შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის დადგენის მიზნით სახანძრო დაცვის დანაყოფებში უნდა იყოს ჩატარებული სახელოების გამოცდები სახანძრო ავტომობილის ტუმბოდან, ამასთან, ტუმბოს წნევა უნდა იყოს 0,9-1 მპა (9,0-10 კგს/სმ2), ხოლო გამოცდის ხანგრძლივობა – 3 წუთი. სახელოები არ უნდა ჟონავდეს, ჩალითა არ უნდა იყოს დაზიანებული.

 

 


დანართი 3

შემწოვი და გამდენი სახელოების შეკეთება

შემწოვი სახელოების შეკეთება

1. არსებობს შემწოვი სახელოების შეკეთების ორი ხერხი:

ა) ვულკანიზაციით (სავულკანიზაციო აპარატზე);

ბ) დაზიანებული ადგილების დაწებებით, შემდგომი ვულკანიზაციის გარეშე.

2. შეკეთების მეორე ხერხი შეიძლება იყოს გამოყენებული უშუალოდ სახანძრო დაცვის დანაყოფში, რადგან მას არ ესაჭიროება სპეციალური დანადგარი.

3. შეკეთებისათვის საჭიროა შემდეგი მასალები:

ა) ვულკანიზაციით შეკეთებისას _ სავულკანიზაციო რეზინის წებო, რეზინი (ნედლი ფურცლოვანი პროტექტორის ან შუასადების), წებოთი გაჟღენთილი ტილო ან ჯვალო;

ბ) დაწებებით შეკეთებისას _ რეზინის წებო ჩვეულებრივი (სუფთა კაუჩუკისაგან), კამერის რეზინი ან დაწუნებული კამერები, წებოთი გაჟღენთილი ტილო ან ჯვალო.

4. შეკეთებამდე საჭიროა სახელოების გაწმენდა, გარეცხვა, გაშრობა, დაზიანებული ადგილების გამოვლენა და მათი ზომების დადგენა.

5. სახელოს გამჭოლი გახეთქის შემთხვევაში იგი უნდა გადაიხსნას გარეთა მხრიდან და თანდათანობით ამოჭრილ და მოცილებულ იქნას მისი შემადგენელი შრეები. შემდეგ საჭიროა დაზიანებული ადგილების ლითონის ან ბეწვის ჯაგრისით გაწმენდა, საავიაციო ბენზინით გარეცხვა და გაშრობა. აგრეთვე უნდა გაიწმინდოს და გაირეცხოს ფურცლოვანი რეზინის საკერებელი, რომელიც უნდა გადასცდეს დაზიანებულ ადგილებს 30-35 მმ-ით ყველა მიმართულებით.

6. საკერებელი და დაზიანებული ადგილები უნდა დამუშავდეს 1:8 ან 1:10 კონცეტრაციის რეზინის წებოთი, რომელსაც შემდეგ აშრობენ 5-6 საათის განმავლობაში არანაკლებ 15-180C ტემპერატურის პირობებში.

7. გაშრობის შემდეგ საკერებელი და დაზიანებული ადგილები მეორედ უნდა დამუშავდეს 1:6 კონცეტრაციის წებოთი, რომელსაც აშრობენ 10-15 წუთის განმავლობაში, რის შემდეგ საკერებელი უნდა დაიდოს დაზიანებულ ადგილზე და დამაგრდეს წნეხით ან სპეციალური გირაგით.

8. სახელოს მეორე ფენის რეზინის საკერებელი 12-20 მმ-ით უნდა გადასცდეს დაზიანებულ ადგილებს ყველა მიმართულებით, რაც იძლევა ნაკერების პირგადებით დადების საშუალებას. ამ საკერებლის მომზადების და დადების წესი იგივეა, რაც პირველი ფენისათვის.

9. გარეზინებული ქსოვილით და გარე შემონაფენით სახელოს დამუშავება ხდება ანალოგიური ხერხით.

10. გარე შემონაფენი ორჯერ ან სამჯერ უნდა შემოეხვეს დაზიანებულ ადგილს და გადაფაროს იგი 200-250 მმ-ით სიგრძეზე ორივე მხრიდან. საკერებლის აშრევებისას იგი უნდა შეიცვალოს ახლით. ახალ საკერებელს აწებებენ რეზინის წებოთი.

11. დეფორმირებული ლითონის სპირალის აღდგენა უნდა მოხდეს მრგვალბუდიანი ხის ჩაქუჩით.

12. გახვრეტილი სახელო უნდა შეკეთდეს სავულკანიზაციო რეზინის წებოთი.

13. შეკეთებული სახელოს ვულკანიზაცია უნდა მოხდეს სავულკანიზაციო აპარატზე. ვულკანიზაციისათვის საჭიროა სპეციალური ხელსაწყოების არსებობა, რომლებიც იძლევა შესაკეთებელი ადგილის შემოჭერის საშუალებას სახელოს ფორმის შეცვლის გარეშე. ასეთი ხელსაწყოები შეიძლება შესრულებულ იქნას ლითონის მოყვანილი ფილის სახით სახელოს ფორმის შესაბამისად შიდა ზედაპირზე ამონაზნექებით და ღრმულებით. სახელოს ვულკანიზება საჭიროა 35–40 წუთის განმავლობაში 130-1400C ტემპერატურის პირობებში.

14. იმ შემთხვევაში, როდესაც სახელოს აწებებენ ვულკანიზებული რეზინით ან ჩვეულებრივი რეზინის წებოთი, შეკეთების შემდეგ მას აშრობენ სათავსში 2-3 დღე-ღამის განმავლობაში 15-180C ტემპერატურის პირობებში. შრობის განმავლობაში სახელო უნდა იყოს ჩამოცმული მილზე ან ლუგვზე.

გამდენი სახელოების შეკეთება

1. გამდენი სახელოების მოქლონებით შეკეთებისას საჭიროა მიმმართველი თამასა ფირფიტით მოქლონების ფიქსირებისათვის, ღიობიანი სამართული მოქლონების ფეხისათვის და სამართული ნახევრად მრგვალი ჩაღრმავებით მოქლონების თავებისათვის ფორმის მისაცემად, ჩაქუჩი, ბრტყელტუჩა, სპილენძის ან ალუმინის მოქლონები, ლითონის, ტყავის ან რეზინის საყელურები.

2. მოქლონებით შეკეთება მდგომარეობს შემდეგში – მოქლონს უნდა ჩამოეცვას ლითონის და ტყავის საყელურები, რის შემდეგ მოქლონს თავს ქვემოთ უკეთდება ფირფიტაში მიმმართველი თამასა. თამასას დახმარებით მოქლონი უნდა გაიჭიმოს სახელოში შესაკეთებელ ადგილამდე და შეყვანილ იქნას მასში. ბრტყელტუჩათი მოქლონის ფეხის დაკავებით იგი მიწეული უნდა იყოს ფირფიტის მიმმართველი თამასით, სახელოს გარე მხრიდან მოქლონზე ჩამოეცვას ტყავის ან ლითონის საყელურები და სამართულის მეშვეობით მოხდეს სახელოზე მოქლონვა.

3. ვულკანიზაციის მეთოდით უნდა შეკეთდეს არა უმეტეს 200 მმ გრძივი და არაუმეტეს 50 მმ განივი ჩანახევების მქონე გარეზინებული და გაურეზინებელი გამდენი სახელოები. ამ წესით შეკეთება შეიძლება მოხდეს სავულკანიზაციო აპარატით, რომელიც გამოიყენება ავტომობილის კამერებისათვის.

4. ვულკანიზაციის მეთოდით შესაკეთებლად საჭიროა სავულკანიზაციო აპარატი ან ორთქლის ქურა ორი ჭახრაკით, მაგარბეწვიანი ჯაგრისი, მაკრატელი, მეწაღის დანა, ხის ჩაქუჩი, მუხის 3-5 ქვესაგები დაფა, ფუნჯი წებოსათვის, წებო, ბენზინი, ხამი ძაფი და ნემსების კომპლექტი.

5. გარეზინებული და გაურეზინებელი სახელოების შეკეთება ვულკანიზაციის მეთოდით ხდება შემდეგნაირად:

ა) დასაკერებელი ადგილი უნდა გაიწმინდოს ბეწვიანი ჯაგრისით;

ბ) სახელოს გახეული ადგილი უნდა შეიკეროს ხამი ძაფით, ჯვარედინი ნაკერით. ნაკერი უნდა იწყებოდეს ნახევიდან 15-20 მმ დაცილებით, ხოლო გვირისტის ხაზების შუალედი უნდა იყოს 8-10 მმ, შემდეგ ნაკერები უნდა გასწორდეს და შემჭიდროვდეს ხის ჩაქუჩით;

გ) საკერებელი უნდა ამოიჭრას ახალი გაურეზინებელი სახელოდან, მისი სიგრძე 60 მმ-ით და სიგანე 15-20 მმ-ით უნდა აღემატებოდეს ჩანახევს. თუ საკერებელი ამოჭრილია გარეზინებული სახელოდან, მაშინ მას უნდა მოსცილდეს რეზინის შრე. საკერებლის დასაწებებელი მხარე უნდა გაიწმინდოს ისე, როგორც სახელოს ქსოვილი შესაკეთებელ ადგილას;

დ) სახელოს შესაკეთებელი ადგილი, რაზედაც ედება საკერებელი უნდა გაიწმინდოს 3-4-ჯერ საავიაციო ბენზინით გაჟღენთილი ნაჭრით და გაშრეს;

ე) სახელოს შესაკეთებელ ადგილს და საკერებელს უნდა წაესვას 1 მმ სისქის წებოს 5-7 ფენა, ამასთან ერთად თითოეული ფენა უნდა იყოს შემშრალი ისე, რომ საკერებელს არ მიეწებოს ჯაგრისის ბეწვები;

ვ) სახელოზე და საკერებელზე წებოს ბოლო ფენის წასმის შემდეგ, სახელოს შესაკეთებელ ადგილს უნდა დაედოს საკერებელი და დაუთოვდეს ხის ჩაქუჩის მსუბუქი დარტყმებით;

ზ) სახელო საკერებლით ქვევით უნდა მოთავსდეს სავულკანიზაციო აპარატის ქურაზე და მჭიდროდ დამაგრდეს ქურას მომჭერით. სახელოსა და მომჭერს შორის ათავსებენ საკერებელზე დიდ ხის დაფას;

თ) სავულკანიზაციო აპარატზე სახელოებს აჩერებენ 35-40 წუთის განმავლობაში 130-1400C ტემპერატურის პირობებში;

ი) ქურიდან აღებული სახელო ერთი დღე-ღამის გასვლის შემდეგ უნდა გამოიცადოს ჰიდრავლიკურ წნევაზე, რომლის სიდიდეც განისაზღვრება სახელოს კატეგორიის მიხედვით.

6. წებო უნდა ინახებოდეს ლითონის ჰერმეტულ ჭურჭელში, გრილ, მზის სხივებისა და გამახურებელი მოწყობილობებისაგან დაცულ ადგილზე.

7. გარეზინებული სახელოების შეკეთება შესაძლებელია ვულკანიზაციის განსხვავებული მეთოდით: საკერებელი მზადდება ნედლი რეზინისაგან და გარეზინებული ტილო ჩეფერი-საგან, ხოლო წებოს ნაცვლად იყენებენ მასტიკას ცხელი ვულკანიზაციისათვის. სახელოს შეკეთების ტექნოლოგია და თანმიმდევრობა მდგომარეობს შემდეგში:

ა) მომზადების შემდეგ სახელოს შესაკეთებელ ადგილს თანდათანობით უნდა წაესვას რამოდენიმე ფენა წებო (მასტიკა) 20-30 წთ ინტერვალით;

 ბ) ამის შემდეგ დაზიანებულ ადგილზე უნდა დაიდოს 2 მმ სისქის ნედლი რეზინა, მის ზემოთ – ჩეფერი. ნედლი რეზინის ზომა დაზიანებულ ადგილს ყოველი მხრიდან უნდა ჭარბობდეს 15-20 მმ-ით, ხოლო ჩეფერი ამდენადვე უნდა ფარავდეს რეზინის საკერებელს;

გ) ნედლი რეზინის საკერებელზე და ტილოზე უნდა გადატარდეს გორგოლაჭები, რის შემდეგაც საჭიროა დაზიანებული ადგილის ვულკანიზაცია 25 წთ განმავლობაში 130-1400C ტემპერატურის პირობებში;

დ) ვულკანიზაციის დამთავრებიდან 24 საათის შემდეგ, სახელომ უნდა გაიაროს ჰიდრავლიკური გამოცდა.