,,სატრანსპორტო საშუალებათა, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 10 ოქტომბრის №1169 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე“

  • Word
,,სატრანსპორტო საშუალებათა, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 10 ოქტომბრის №1169 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 149
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 01/02/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 13/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.009.914
  • Word
149
31/01/2007
სსმ, 14, 01/02/2007
310.150.000.22.034.009.914
,,სატრანსპორტო საშუალებათა, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 10 ოქტომბრის №1169 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.009.914

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №149

2007 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

,,სატრანსპორტო საშუალებათა, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 10 ოქტომბრის №1169 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე“

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სატრანსპორტო საშუალებათა, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 10 ოქტომბრის №1169 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე: ვბრძანებ:“.

2. პირველი მუხლის პირველი პუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ეს წესები არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ სატრანსპორტო საშუალებების, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანების მართვის უფლების მისაღებად გამოცდების ჩატარების, მძღოლების სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების სამართავად და სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საგზაო და სამშენებლო მანქანების სამართავად დაშვების საკითხებს. იგი გამომდინარეობს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციიდან, ,,პოლიციის შესახებ“, ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“, ,,განათლების შესახებ“ და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებიდან.“.

3. მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ტრაქტორისტის მართვის მოწმობა (დანართი №4) – სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვის უფლების დამადასტურებელი ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობა, რომელსაც გასცემს სააგენტოს საგამოცდო სამსახურები.“.

4. მე-3 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ტრაქტორისტის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ხელით სამართავი ავტომობილის, მოტოეტლის, აგრეთვე ,,A“, ,,B“, ,,C“, ,,D“ და ,,E“ კატეგორიების მძღოლების ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობების გაცემას, შეცვლას, დაკარგულის აღდგენას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შესაბამისი განყოფილებები (შემდგომში – საგამოცდო სამსახურები).“

,,8. სააგენტოს საგამოცდო სამსახურები მძღოლის და ტრაქტორისტ-მემანქანის მოწმობების გაცემას, შეცვლას, დაკარგულის აღდგენასა და გამოცდების მიღებას აწარმოებენ, მიუხედავად მოქალაქეების საცხოვრებელი ადგილისა ამ ბრძანებით დადგენილი წესით.“.

5. მე-3 მუხლის მე-16 პუნქტის შენიშვნის IV პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,IV. ,,ტრამვაის“, ,,ტროლეიბუსის“ და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებად, ამ მუხლის მე-16 პუნქტში მითითებული მოწმობის წარმოდგენის შემდეგ კანდიდატები აბარებენ მხოლოდ თეორიულ გამოცდას.“.

6. მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მოსამზადებელი და გადასამზადებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლების დაწყებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, სააგენტოს საგამოცდო სამსახურებში ჯგუფის რეგისტრაციისათვის წარადგენენ განაცხადს მსმენელთა (მოქალაქეთა) სიებთან ერთად.“

,,3. საგამოცდო სამსახურში დასაშვებია შემუშავდეს წლიური საგამოცდო გეგმა-გრაფიკი, რომლის კორექტირება შეიძლება წლის განმავლობაში.“.

7. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით გამოცდები შეიძლება მიღებულ იქნეს როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე სააგენტოს საგამოცდო სამსახურებში.“.

8. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.

9. მე-6 მუხლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. პირმა, რომელმაც ვერ ჩააბარა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდა, დამატებით გამოცდაზე დაიშვება შვიდი დღის შემდეგ.

10. სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე კანდიდატის დაშვება შესაძლებელია კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ.

11. კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა ხდება თეორიულ გამოცდაზე გასვლის დროს, ხოლო ამ ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როცა მართვის მოწმობის მისაღებად პირი აბარებს მხოლოდ თეორიულ ან მხოლოდ პრაკტიკულ გამოცდას, საფასურის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარადგინოს შესაბამის გამოცდაზე ყოველი გასვლისას.“

,,13. ,,A“ და ,,B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად დასაშვე-ბია მძღოლობის კანდიდატთა დამოუკიდებელი მომზადება, რომელთა გამოცდებზე დაშვების საკითხს განიხილავს მხოლოდ სააგენტოს დირექტორი ან მის მიერ ამისათვის უფლებამოსილი პირი (პირები).“.

10. მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი“.

11. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:

,,19 პირებმა, რომლებმაც თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ არ აიღეს მართვის მოწმობა, ჩაბარებული გამოცდის დადებითი შეფასება შეუნარჩუნდებათ 1 წლის განმავლობაში.“.

12. მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-10 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

,,1. მძღოლის ან/და ტრაქტორისტ-მემანქანის მართვის მოწმობის შეცვლა წარმოებს მოქალაქის პირადობის მოწმობის, განცხადების, მძღოლის ან/და ტრაქტორისტ-მემანქანის ბარათის (დასტურის) წარმოდგენისა და კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.

2. დაკარგულის ნაცვლად გაიცემა მართვის დროებითი მოწმობა 1-დან 3 თვემდე ვადით: განცხადების, მძღოლის ან/და ტრაქტორისტ-მემანქანის ბარათის (დასტურის), შესაბამისი უფელბამოსილი პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობის (მოქალაქეს მძღოლის, ან\და ტრაქტორისტის მართვის მოწმობა ჩამორთმეული არა აქვს) წარდგენის შემდეგ, ხოლო დაკარგული მოწმობის აღდგენა ხდება მოქალაქის მიერ განცხადების შეტანიდან არანაკლებ 1 თვის შემდეგ, განმეორებით ანალოგიური ცნობის (რაიმე დარღვევებზე მასალები არ შემოსულა) წარდგენისას.“.

,,4. მართვის დროებითი მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, მისი აღდგენა ხორციელდება დამატებით შესაბამის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობის (რაიმე დარღვევაზე მასალები არ შემოსულა) წარდგენის შემდეგ.

,,5. ხანძრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიური უბედურების დროს, მძღოლის ან/და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის განადგურებისას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით, აგრეთვე დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მძღოლის ან/და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, თუ იგი დადასტურებულია ცნობით სისხლის სამართლის დევნის შესახებ, მოწმობის აღდგენა ხდება შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ცნობის (რაიმე დარღვევაზე მასალები არ შემოსულა) წარდგენის შემდეგ.“.

,,10. საგამოცდო სამსახურის მიერ განადგურებული მოწმობის აღდგენა წარმოებს: მოქალაქის პირადობის მოწმობის, განცხადების, საგამოცდო სამსახურიდან ცნობის წარმოდგენის (რომ მოქალაქეს ნამდვილად გააჩნდა შესაბამისი სერიის და ნომრის მძღოლის ან/და ტრაქტორისტ-მემანქანის მართვის მოწმობა), კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდისა და თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ.“.

,,12. საერთაშორისო მართვის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, მისი აღდგენა ხორციელდება განცხადების, კანონმდებლობით დადგენილი საფასურითა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის შემდეგ.“.

13. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებსაც აქვთ თავიანთი ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა და მიიღეს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ცხოვრების უფლება, პასპორტში უნდა ჰქონდეთ აღნიშნული საცხოვრებელი ადგილის აღმნიშვნელი რეგისტრაცია ან ბინადრობის მოწმობა.“.

14. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

,,ე) კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.

15. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

,,4. მართვის მოწმობა შეიცვლება კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდისა და პირადი პასპორტის წარმოდგენის შემდეგ. საქართველოში ყოფნის პერიოდში მიღებული ძველი ნიმუშის მართვის მოწმობა თან ერთვის შეცვლის მასალებს, ხოლო უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მოწმობა უბრუნდება მფლობელს.“.

16. მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

,,2. საგამოცდო სამსახურის მიერ მართვის მოწმობაში დაშვებული უზუსტობის არსებობის შემთხვევაში მართვის მოწმობა შეიცვლება კანონით დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე. დაზიანებული მართვის მოწმობა განადგურდება კომისიური წესით.“.

,,5. პრაქტიკული დახმარების მიზნით, რეგიონალური საგამოცდო სამსახურების საქმიანობის კონ-ტროლი ხორციელდება სააგენტოს მიერ წლის განმავლობაში არანაკლებ ერთისა.“.

17. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

,,1. თეორიულ გამოცდაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მსმენელთა მთელი ჯგუფი ან მისი ნაწილი სააგენტოს მიერ შემუშავებული ბილეთებით ტესტური გამოკითხვის მეთოდით.“

18. მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) დადებითი შეფასება ,,ჩააბარა“ იწერება იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა შემოთავაზებული კითხვებიდან სწორი პასუხი გასცა 45 შეკითხვას. სხვა შემთხვევაში იწერება შეფასება ,,ვერ ჩააბარა“;“.

19. ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები.

20. მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სააგენტოს დანაყოფებისათვის საგამოცდო მარშრუტები საგზაო ქსელის სიგრძის, საგზაო მოძ-რაობის ორგანიზაციის მხრივ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეირჩევა ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვით;“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 თებერვლიდან.

ი. მერაბიშვილი