დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 321/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 171, 21/12/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.070.010.22.035.009.680 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.009.680
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №321/ნ
2006 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების (სსმ III, 10.02.2006 წ., ,№19, მუხლი 241) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი №1) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პენსიის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე კუთვნილი (მიუღებელი) საპენსიო თანხები გაიცემა პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე), ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე). პირველი რიგის მემკვიდრეს გარდაცვლილის კუთვნილი საპენსიო თანხები მიეცემა განცხადების საფუძველზე იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.“.
მუხლი 2
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დოკუმენტის კომენტარები