,,სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“

  • Word
,,სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 107
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 22/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.10.003.001.051
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
107
18/04/2008
სსმ, 61, 22/04/2008
300.280.020.10.003.001.051
,,სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/04/2008 - 26/11/2008)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №107

2008 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე დამტკიცდეს სახელმწიფო პროგრამა განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესი (დანართი №1).

2. დამტკიცდეს განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხაში შემავალი ელექტროსადგურების მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვის შედეგად დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში წარსადგენი განაცხადის ტიპობრივი ფორმა (დანართი №2).

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

დანართი №1

სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესი

1. სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის გზით.

2. საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით, დაინტერესების შემთხვევაში ან ინტერესთა გამოხატვის შედეგად ამ პროგრამით განსაზღვრული პირობების თანახმად ფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ (ესკო) და შესაბამის პირს შორის (შემდგომში – მემორანდუმი). მემორანდუმი არის მხარეთა შეთანხმება თანამშრომლობის თაობაზე.

3. საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობისათვის ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო თავის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე ( www.minenergy.gov.ge) განათავსებს განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხას, რომელიც მოიცავს მათი განთავსების სქემებსა და ძირითად ტექნიკურ პარამეტრებს. ნუსხა პერიოდულად ექვემდებარება გადახედვას, რასაც ახორციელებს ენერგეტიკის სამინისტრო.

4. ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოს მთავრობის სახელით აცხადებს ინტერესთა გამოხატვას განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხაში შემავალი ელექტროსადგურების (შემდგომში – ელექტროსადგურ(ებ)ი) მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ პრესის ისეთ სახეობაში, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილში და ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე (www.minenergy.gov.ge ).

5. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს :

) განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხაში შემავალი ასაშენებელი ელექტროსადგურ (ებ )ის დასახელებას , სავარაუდო განთავსების სქემას (სქემებს ) და ძირითად ტექნიკურ პარამეტრებს ;

) პირობებს და საუკეთესო განაცხადის გამოვლენის კრიტერიუმებს ;

) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი ), საკონტაქტო ტელეფონს და ელექტრონული ფოსტის მისამართს ;

) განაცხადის განხილვისა და საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადებს ;

) ყველა სხვა ინფორმაციას , რასაც ენერგეტიკის სამინისტრო ჩათვლის საჭიროდ .

6. ენერგეტიკის სამინისტრო მის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე (www.minenergy.go.ge ) განათავსებს ელექტროსადგურ(ებ)ზე გასაფორმებელი მემორანდუმის პროექტს, რომელიც სავალდებულოა განმცხადებლისათვის. მემორანდუმის პროექტში საქართველოს მთავრობის თანხმობით შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები.

7. ელექტროსადგურ (ებ )ის მშენებლობის , ოპერირებისა და ფლობის აუცილებელი პირობებია :

) ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის განმავლობაში ყოველი წლის ზამთრის პერიოდში მემორანდუმით შეთანხმებული შესაბამისი 3 თვის განმავლობაში თითოეული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული ოდენობის რეალიზაცია (ელექტროენერგიის ბალანსის შესაბამისად ) განხორციელდება მხოლოდ საქართველოს შიდა მოხმარების უზრუნველსაყოფად ;

) ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის განმავლობაში თითოეული ელექტროსადგურისათვის ყოველი წლის ზამთრის პერიოდში მემორანდუმით შეთანხმებული შესაბამისი 3 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის რეალიზაცია , შესაბამისი პირის არჩევანით , განხორციელდება საქართველოში არსებულ ნებისმიერ მყიდველზე თავისუფალი (დერეგულირებული ) ტარიფით , ან /და შპს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან “ (ესკო ) წინასწარ გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით (სტანდარტული ფორმა , რომელიც შესაძლებელია იყოს ამ წესის მე -2 პუნქტში აღნიშნული მემორანდუმის დანართი ), რომელშიც ტარიფი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ;

) დადგენილ ვადაში , ელექტროსადგურის მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ მიღების უზრუნველსაყოფად , შესაბამისმა პირმა უნდა წარმოადგინოს ყოველი მეგავატისათვის 170 000 (ას სამოცდაათი ათასი ) აშშ დოლარის ოდენობის საბანკო გარანტია , ამ ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით . საბანკო გარანტია უნდა გაიცეს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD)“ ნებისმიერ ქვეყანაში ან /და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ . საბანკო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს .

8. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ინტერესთა გამოხატვის შედეგად დაინტერესებული პირი ენერგეტიკის სამინისტროს წარუდგენს ამ დადგენილებით დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებულ განაცხადს . განაცხადი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ინტერესთა გამოხატვის მონაწილე პირის შესახებ , განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხაში შემავალი ასაშენებელი ელექტროსადგურ (ებ )ის დასახელებას , მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების ვადებს , ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღების ვადას . განაცხადში აუცილებლად უნდა აისახოს ინტერესთა გამოხატვის მონაწილე პირის თანხმობა გამოცხადებული პირობების შესრულებისა და გამოქვეყნებული მემორანდუმის პროექტის თაობაზე . პირს ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს , ან პირთა ჯგუფს უფლება აქვს განაცხადი გააკეთოს აღნიშნულ ნუსხაში შემავალ არა უმეტეს 7 ელექტროსადგურზე . სხვა ელექტროსადგურებზე განაცხადის წარმოდგენის უფლება პირს ეძლევა მხოლოდ მას შემდეგ , როცა განახორციელებს მემორანდუმით გათვალისწინებულ ელექტროსადგურ (ებ )ის მშენებლობას და საექსპლუატაციოდ მიღებას .

9. ენერგეტიკის სამინისტროში წარდგენილ განაცხად(ებ)ს რეგისტრაციაში ატარებს სამინისტრო (კანცელარია.) რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის განმავლ ობაში სამინისტრო თავის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე (www.minenergy.gov.ge ) აქვეყნებს ინფორმაციას შემოსული განაცხად(ებ)ის შესახებ. ინფორმაცია მოიცავს ელექტროსადგურ(ებ)ის დასახელებას, რომელზედაც შემოსულია განაცხად(ებ)ი და ამ კონკრეტული ელექტროსადგურ(ებ)ის მიმართ სხვა პირების მიერ ინტერესთა გამოხატვის საბოლოო ვადას, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნულ ელექტროსადგურ(ებ)ზე წარმოდგენილი სხვა განაცხადები არ განიხილება. აღნიშნული ვადა განისაზღვრება პირველი განაცხადის მიღებიდან 30-ე კალენდარული დღით.

10. ამ წესის მე -8 მუხლში მოცემული განაცხად (ებ )ის მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღეში ენერგეტიკის სამინისტრო იხილავს წარმოდგენილ განაცხად (ებ ) , კერძოდ , სრულად შეესაბამება თუ არა იგი ინტერესთა გამოხატვით მოთხოვნილ მონაცემებს , პირობებსა და კრიტერიუმებს . ენერგეტიკის სამინისტრო იმ პირ (ებ ) , რომლის განაცხად (ებ )იც აკმაყოფილებს ინტერესთა გამოხატვის მოთხოვნებს , განუსაზღვრავს საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადასარა უმეტეს 5 სამუშაო დღისა განხილვის თარიღიდან . მე -7 პუნქტის ქვეპუნქტის თანახმად მოთხოვნილი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში ენერგეტიკის სამინისტრო განაცხად (ებ ) გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობას .

11. კონკრეტულ ელექტროსადგურ (ებ )ზე მხოლოდ ერთი განაცხადის არსებობისას ენერგეტიკის სამინისტრო მოქმედებს ამ წესის მე -10 მუხლის შესაბამისად .

12. ერთი და იმავე ელექტროსადგურ (ებ )ზე ორი ან მეტი განაცხადის არსებობისას , თუ ისინი აკმაყოფილებენ მოთხოვნილ მონაცემებს , პირობებსა და კრიტერიუმებს , უპირატესობა ენიჭება იმ პირს , რომელიც წარმოადგენს :

) ელექტროსადგურის მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ მიღების უფრო მცირე ვადას ;

) ელექტროსადგურის მშენებლობის უზრუნველყოფის უფრო მაღალი ოდენობის საბანკო გარანტიას ყოველ მეგავატზე გაანგარიშებით .

13. წესის მე -12 პუნქტის და ქვეპუნქტებში მოცემულ კრიტერიუმებს ენიჭება 50-50-პროცენტიანი წონა და თითოეული კრიტერიუმი ფასდება 10-ქულიანი სკალით . მაქსიმალური ქულა ეძლევა , შესაბამისად , მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ მიღების უფრო მცირე ვადას და ყოველ მეგავატზე გაანგარიშებით წარმოდგენილ უფრო მაღალი ოდენობის საბანკო გარანტიას , ხოლო დანარჩენების შეფასება უნდა შეესაბამებოდეს მათი განაცხადების საუკეთესო განაცხადთან შეფარდების პროპორციულობას . მოცემული კრიტერიუმების წონის შეფასებაზე ნამრავლითა და დაჯამებით განაცხადს ეძლევა საბოლოო შეფასება .

14. იმ შემთხვევაში , თუ წარმოდგენილი განაცხად (ებ ) არ შეესაბამება მოთხოვნილ მონაცემებს , პირობებს და კრიტერიუმებს ან /და წარმოდგენილია ვადების დარღვევით , ასევე მოთხოვნილი საბანკო გარანტიის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის შემთხვევაში , განაცხად (ებ ) არ წარედგინება საქართველოს მთავრობას განსახილველად . აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის სამინისტრო ინფორმაციას უგზავნის განმცხადებელს განხილვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში .

15. იმ შემთხვევაში , თუ ამ წესის მე -12 და მე -13 პუნქტების შესაბამისად განაცხადებმა მიიღეს ერთნაირი შეფასება , საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით , ენერგეტიკის სამინისტრო უფლებამოსილია განმცხადებლებს შეატყობინოს განაცხად (ებ )ის გაუმჯობესების თაობაზე . გაუმჯობესებული წინადადებები ენერგეტიკის სამინისტროს უნდა წარმოედგინოს მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში . გაუმჯობესებული განაცხად (ებ )ის დადგენილ ვადაში წარმოდგენის შემდეგ ენერგეტიკის სამინისტრო გაუმჯობესებულ განაცხად (ებ ) გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობას .

16. საქართველოს მთავრობა ამ წესის მე -13 პუნქტის შესაბამისად , იღებს გადაწყვეტილებას საუკეთესო განაცხად (ებ )ის გამოვლენის შესახებ და განსაზღრავს ვადას მემორანდუმის გასაფორმებლად გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა .

17. ენერგეტიკის სამინისტრო საუკეთესო განაცხად (ებ )ის გამოვლენის შემდგომ უგზავნის სათანადო შეტყობინებას განმცხადებელს , მისი შერჩევისა და მემორანდუმის გაფორმების ვადის თაობაზე , ხოლო ინტერესთა გამოხატვის მონაწილე დანარჩენ პირებს მათი მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდებათ წარმოდგენილი საბანკო გარანტიები .

18. დადგენილ ვადაში ენერგეტიკის სამინისტრო შერჩეულ პირთან გასაფორმებელი მემორანდუმის პროექტს წარუდგენს საქართველოს მთავრობას . საქართველოს მთავრობის მიერ მემორანდუმის პროექტის მოწონების შემთხვევაში ხორციელდება მისი ხელმოწერა .

19. საქართველოს მთავრობა საკუთარი ან /და ინტერესთა გამოხატვაში შერჩეული პირის ინიციატივით განიხილავს ელექტროსადგურ (ებ )ის მშენებლობისათვის საჭირო მიწის ნაკვეთ (ებ )ის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემის საკითხს .

20. მე მორანდუმის გაფორმების შემდეგ ენერგეტიკის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე (www.minenergy.gov.ge) განთავსდება ინფორმაცია გაფორმებული მემორანდუმის შესახებ, მათ შორის, პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალი ასაშენებელი ელექტროსადგურ(ებ)ის დასახელება და მშენებლობის ვადები.

21. მემორანდუმის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ენერგეტიკის სამინისტრო.

22. ენერგეტიკის სამინისტრო ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით , საქართველოს მთავრობის კომპეტენციის თანახმად , ახორციელებს შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციას მემორანდუმის მიხედვით.

23. ეს წესი არ ვრცელდება 100 და 100-ზე მეტი მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურებზე.

24. თუ დაინტერესებული პირი უარს აცხადებს შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ (ესკო) წინასწარ გასაფორმებელი გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებაზე, და ამასთან, თუ დაინტერესებული პირი ან პირთა ჯგუფი იმავდროულად არის კვალიფიციური საწარმოს ან მისი ძირითადი აქციონერი (ან/და პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული პირი) და მის (მათ) მიერ განაცხადით მოთხოვნილი ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე არ აღემატება მისი (მათი) მოხმარების 125 პროცენტს, ასეთ შემთხვევებში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მასზე (მათზე) არ გავრცელდეს წინამდებარე წესი.

25. წესის 23-ე და 24-ე პუქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე განიხილავს ელექტროსადგურ(ებ)ის მშენებლობის საკითხს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.