თბილისის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილისთვის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების თაობაზე

თბილისის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილისთვის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 512
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.025406
512
21/11/2025
ვებგვერდი, 21/11/2025
330090000.10.003.025406
თბილისის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილისთვის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №512

2025 წლის 21 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

თბილისის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილისთვის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თბილისის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ამავე მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ნაწილებს, ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი ფაქტორებიდან გამომდინარე, მიენიჭოს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი ამ დადგენილების დანართ №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაევალოს:

ა) ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ფაქტორების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი კვლევების საფუძველზე, განაშენიანების გეგმ(ებ)ის ან/და განაშენიანების დეტალური გეგმ(ებ)ის შემუშავება და დამტკიცება;

ბ) ამ მუხლის  „ა“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული განაშენიანების გეგმ(ებ)ის ან/და განაშენიანების დეტალური გეგმ(ებ)ის შემუშავებისას, ამავე დადგენილების დანართ №1-ით წარმოდგენილი განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის გარე კონტურის კორექტირების, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო წინადადების წარმოდგენა.

მუხლი 3
თბილისის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს ეთხოვოთ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, შესაბამისი ქმედებების განხორციელება ამ დადგენილების შესრულების მიზნით.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე