“გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე"

  • Word
“გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 251/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 129, 20/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.258
  • Word
251/ნ
15/09/2006
სსმ, 129, 20/09/2006
470.230.000.22.035.009.258
“გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.258

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №251/ნ

2006 წლის 15 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად დაბინძურებული გარემოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების მიზნით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლისა და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანების (სსმ III, 2001 წ., №90, მუხ. 647) 1-ლი პუნქტის „ა) ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ა.ე) ქვექვეპუნქტი:

„ა.ე) „მიწისქვეშა წყლების დაბინძურებისაგან დაცვის სანიტარიული წესები“ – სანიტარიული წესები და ნორმები (დანართი 16)“;

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

მიწისქვეშა წყლების დაბინძურებისაგან დაცვის სანიტარიული წესები

 სანწ 2.1.4. 011–05

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. წინამდებარე სანიტარიული წესები შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე და ადგენს ჰიგიენურ მოთხოვნებს მიწისქვეშა წყლების დაცვისადმი იმ სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობის არაკეთილსასურველი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს მათი სასმელად, სამეურნეო-საყოფაცხოვრებო და სამკურნალო მიზნებისათვის გამოყენების შეზღუდვა და უარყოფითად იმოქმედოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, აგრეთვე მიწისქვეშა წყლების ხარისხის კონტროლის წესს.

2. სანიტარიული წესების მოთხოვნები ვრცელდება იმ მიწისქვეშა წყლებზე, რომლებიც გამოიყენება ან პოტენციურად ვარგისია სასმელი, სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისა და სამკურნალო მიზნებისათვის.

    მუხლი 2. ტერმინები და განსაზღვრებები

ა) წყალაღება – ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლის ობიექტებიდან წყლის გარკვეული რაოდენობის ამოღება ტექნიკური საშუალებების (ასაღები ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსი) გამოყენებით ან უამისოდ;

ბ) წყლოვანი ჰორიზონტი – მიწისქვეშა წყლის ობიექტი, რომელიც ხასიათდება მსგავსი ფილტრაციული თვისებების მქონე მთის ქანებით;

გ) წყალსარგებლობა – მოქალაქეებისა და იურიდიული პირების იურიდიულად განპირობებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია წყლის ობიექტე-ბის გამოყენებასთან სასმელი, საყოფაცხოვრებო-კომუნალური, სამრეწველო, ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო, სამეცნიერო, კულტურული, სარეკრეაციო, ბალნეოლოგიური, სპორტის, ტურიზმისა და სხვა მიზნებისათვის, ტექნიკური საშუალე-ბებით ან უამისოდ;

დ) სასმელი წყლის ხარისხის ჰიგიენური ნორმატივები – მეცნიერულად დასაბუთებული მაჩვენებლების ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ წყლის კეთილსაიმედო ორგანოლეპტიკური თვისებების, ეპიდემიოლოგიური და რადიაციული უსაფრთხოების, ქიმიური შედგენილობის უვნებლობის კრიტერიუმებს;

ე) გრუნტის წყლები – უდაწნეო მიწისქვეშა წყლები, რომელიც განლაგებულია პირველი წყალგამძლე ფენის ზედაპირზე, მათი კვებისა და გავრცელების არე თანხ-ვედრილია;

ვ) სანიტარიული დაცვის ზონა – ტერიტორია და აკვატორია, რომელზედაც დგინდება განსაკუთრებული სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური რეჟიმი ცენტ-რალიზებული სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების წყაროს წყლის ხარისხის გაუარესების თავიდან აცი-ლებისა და წყალსადენის ნაგებობების დაცვის მიზნით; აგრეთვე კურორტებისა და საკურორტო ადგილების ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თვისებების შენარჩუნებისა და მათი დაბინძურებისა და გამოფიტვისაგან დაცვის მიზნით;

ზ) წყლის დაბინძურების წყარო – წყარო, რომელსაც ზედაპირულ ან მიწისქვეშა წყლებში შეაქვს დამაბინძურებელი ნივთიერებები, მიკროორგანიზმები ან სითბო;

თ) წყლის ხარისხის კონტროლი – წყლის ხარისხის მაჩვენებლების დადგენილ ჰიგიენურ ნორმებსა და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;

ი) წყალში ნივთიერებების მავნეობის მალიმიტირებელი ნიშანთვისება – ხასიათდება წყალში ნივთიერების უმცირესი უვნებელი კონცენტრაციით;

კ) საორიენტაციოდ დასაშვები დონე (სდდ) – დროებითი ჰიგიენური ნორმატივი, შემუშავებული ტოქსიკურობის პროგნოზირების გამოთვლითი და ექსპრეს-ექსპერიმენტული მეთოდების საფუძველზე, გამოიყენება გამაფრთხილებელი სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელებისას და დგინდება 3 წლის ვადით;

ლ) წყლის დაცვა დაბინძურებისაგან – ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიმართულია დაბინძურების არიდების, შეზღუდვისა და შედეგების თავიდან აცილებისათვის;

მ) წყლის ობიექტების დაცვა – საქმიანობა მიმართული წყლის ობიექტების დასაცავად და აღსადგენად;

ნ) სასმელი წყალი – წყალი, რომელიც თავისი ხარისხით ბუნებრივ მდგომარეობაში ან მომზადების შემდეგ შეესაბამება ჰიგიენურ ნორმატივებს და გამიზნულია სასმელად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის ან საკვები პროდუქტების წარმოებისათვის;

ო) მიწისქვეშა წყლები – წიაღისეული, წიაღში ნებისმიერ აგრეგატულ (თხევადი, მყარი, აირი), სტატიკურ თუ დინამიკურ მდგომარეობაში არსებული წყალი, მათ შორის, მინერალური;

პ) წიაღისეული – წიაღში არსებული ბუნებრივი წარმონაქმნები;

ჟ) ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) – წყალში ქიმიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლო-ბაში ყოველდღიურად ორგანიზმში მოხვედრისას, არ ახდენს უშუალო ან არაპირდაპირ ზემოქმედებას ახლანდელი და მომავალი თაობების მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და არ აუარესებს წყალმოხმარების ჰიგიენურ პირობებს;

რ) სასმელი და სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა – ნაგებობების, მოწყობილობებისა და მილსადენების კომპლექსი, რომელიც გამიზნულია სასმელი წყლის აღების, მომზადების (ან მის გარეშე), შენახვისა და წყლის ხარჯვის ადგილებში მიწოდებისათვის და ხელმისაწვდომია საერთო სარგებლობისათვის;

ს) არაცენტრალიზებული წყალმომარაგება – მოსახლეობის მიერ წყალმომარაგების მიწისქვეშა წყაროების გამოყენება სასმელი და სამეურნეო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, წყალამღები მოწყობილობების გამოყენებით გამანაწილებელი ქსელის გარეშე;

ტ) მიწისქვეშა წყლების დაბინძურება – ანთრო-პოგენური საქმიანობით განპირობებული დაბინძურება, რომელიც იწვევს წყლის ხარისხის ცვლილებას ფონურ მაჩვენებლებთან შედარებით;

უ) კმაგაწმენდილი ჩამდინარე წყალი – სოფლის მეურნეობაში (სარწყავად, გასანოყიერებლად) გამოსაყენებელი ჩამდინარე წყალი, რომელმაც გაიარა შესაბამისი დამუშავება და შეესაბამება დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.

    მუხლი 3. ზოგადი დებულებები

1. სანიტარიულ-ჰიგიენური თვალსაზრისით მიწისქვეშა წყლები ითვლება დაბინძურებულად წყლის შედგენილობისა და თვისებების დინამიკური ცვლილებების ტენდენციის გამოვლინებისას, რომელიც განპირობებულია ნიადაგის ზედაპირიდან, წყალსადი-ნარიდან, მოსაზღვრე წყალშემცველი ჰოროზონტე-ბიდან დაბინძურების შეღწევით, ასევე სხვა მინერალური შედგენილობის (ფონთან შედარებით) წყლების ლატერალური შედინებით, კვებისა და განტვირთვის პირობების ცვლილებით, ექსპლუატაციაში მყოფი და ზედაპირიდან პირველი წყალშემცველი ჰორიზონტის დონის ცვლილებით. დაბინძურების საშიშროების ხარისხი შეიძლება შეფასდეს 1-ლ დანართში მოცემული ჰიგიენური კლასიფიკაციის მიხედვით.

2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობა ახდენს ან შესაძლებელია გავლენა მოახდი-ნოს მიწისქვეშა წყლების მდგომარეობაზე, ახორციელებენ ღონისძიებებს მათი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.

3. მიწისქვეშა წყლების სანიტარიული დაცვის უზრუნველმყოფი ღონისძიებების სისტემა ითვალის-წინებს:

ა) სასმელ-სამეურნეო და სამკურნალო მიზნებისათვის გამოყენებული მიწისქვეშა წყლების შედგენილობისა და თვისებების ჰიგიენურ ნორმირებას;

ბ) ცენტრალიზებული სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების წყაროების, კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული (სამთო-სანიტარიული) დაცვის ზონების ორგანიზაციასა და ექსპლუატაციას;

გ) წიაღით სარგებლობის დროს ინფორმაციის წარდგენის წესის რეგლამენტირებას სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად (მათ შორის სასმელი წყლის მოსაპოვებლად), ასევე იმ მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან;

დ) იმ სამეურნეო ან სხვა სახის საქმიანობის რეგლამენტირებას, რომელიც ახდენს ან შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მიწისქვეშა წყლების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე (არაცენტრალიზებული სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების წყაროების ჩათვლით);

ე) ტექნოლოგიების, ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტების სანიტარიულ-ჰი-გიენურ შეფასებას, რომლებიც უშუალო ან არაპირდაპირ ზემოქმედებას ახდენენ მიწისქვეშა წყლების მდგომარეობაზე.

    მუხლი 4. მოთხოვნები მიწისქვეშა წყლების სანიტარიული დაცვისადმი

1. მიწისქვეშა წყლების სანიტარიული დაცვა უნდა განხორციელდეს:

ა) ბურღვითი სამუშაოებისას;

ბ) ღია ჭრილით, კარიერებითა და შახტური ხერხით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას;

გ) სასოფლო-სამეურნეო მინდვრების კმაგაწმენდილი ჩამდინარე წყლებითა და ნალექებით მორწყვისა და განაყოფიერებისას;

დ) ღრმა და პროდუქტიულ ჰორიზონტებში თხევადი ნარჩენების ჩატუმბვისას;

ე) მყარი საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენების პოლიგონების, რადიოაქტიური ნარჩენების საცავების, შლამსაცავების, ნაცარყრილების მოწყობისა და ექსპლუატაციისას;

ვ) მაგისტრალური პროდუქტსადენების გაყვანისას;

ზ) გაზის მიწისქვეშა საცავების მოწყობისა და ექსპლუატაციისას;

თ) სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობის ჩატარებისას, ცენტრალიზებული სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების წყაროების, სამკურნალო მიწისქვეშა წყლებისა და კურორტების სანიტარიული დაცვის ზონების ფარგლებში;

ი) ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობისას, რომელიც ცვლის მიწისქვეშა წყლების კვებისა და განტვირთვის პირობებს, აგრეთვე იმ სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობისას, რომელიც გავლენას ახდენს მიწისქვეშა წყლების ხარისხზე.

2. მიწისქვეშა წიაღისეულის ძიებისა და შესწავლისას, სასარგებლო წიაღისეულის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებისას, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს მიწისქვეშა წყლოვანი ჰორიზონტის გახსნის შემთხვევაში სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ზომები მიწისქვეშა წყლების დასაცავად კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სხვადასხვა სახის სამეურნეო საქმიანობის დროს მიწისქვეშა წყლების დაბინძურებისაგან სანიტარიული დაცვის ღონისძიებებმა უნდა უზრუნველყოს:

ა) ნედლეულის, საწარმოო პროდუქტის, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ნარჩენების, საყოფაცხოვრებო თხევადი და მყარი ნარჩენების შესანახად წყალშეუღწევადი ტევადობის არსებობა;

ბ) წყალშემცველ ჰორიზონტებში ნიადაგის ზედაპირიდან დაბინძურებული წყლების ფილტრაციის თავიდან აცილება;

გ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემკრები სისტემის ჰერმეტიზაცია;

დ) დამუშავებული კარიერების რეკულტივაცია.

4. სხვადასხვა დანიშნულების ჭაბურღილების (საძიებო, სამეთვალყურეო, საჭირხნი, მშთანთქმელი, ნავთობის, გაზის, სამკურნალო-მინერალური წყლების და სხვ.) ბურღვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს:

ა) წყალშემცველ ჰორიზონტში დაბინძურებული წყლების მილგარეთა გადადინების თავიდან ასაცილე-ბელი ღონისძიებები;

ბ) რეაგენტების გამოყენება, რომელიც დაშვებულია სანიტარიული წესებითა და ნორმებით;

გ) ჭაბურღილის პირების შემოზვინვა;

დ) ფხვიერი მასალისა და ქიმიური რეაგენტების უსაფრთხო შენახვა-დასაწყობება.

5. საბურღი სამუშაოების დაწყებამდე საწვავ-საპოხი მასალების, რეაგენტების, საბურღი ხსნარების და სამრეწველო ნარჩენების შესანახი მოცულობების განთავსების ადგილები უნდა იქნეს შემოზვინული და უზრუნველყოფილი ჰიდროიზოლაციით.

6. ჰიდროგეოლოგიური დანიშნულების ჭაბურღილები, მათ შორის საძიებო, საექსპლუატაციო და სათვალთვალო, რომელიც გამოუსადეგარია ექსპლუატაციისათვის ან რომელთა გამოყენება აღარ ხდება, ექვემდებარება ლიკვიდაციას ან კონსერვაციას არსებული წესის მიხედვით.

7. ნაბურღი შლამი, მყარი სამრეწველო ნარჩენები, შემდგომი გამოყენებისათვის უვარგისი მასალები და რეაგენტები, უნდა გაიგზავნოს შლამ საყარებზე და სამრეწველო ნარჩენების სამარხ პოლიგონზე, ნარჩენების საშიშროების კლასის მიხედვით. შლამსაყარებისა და სამრეწველო ნარჩენების პოლიგონების განლაგებისათვის შერჩეული ტერიტორიები და მათი მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებსა და ნორმებს.

8. მიწისქვეშა წყლების დაბინძურებისაგან სანიტარიული დაცვის მიზნით დაუშვებელია:

ა) ნარჩენების ჩამარხვა, საყრელების, სასაფლაოების, საქონლის სამარხების, ქიმიური, ბიოლოგიური ან რადიაციული დაბინძურების წყარო ობიექტების განლაგება იმ მიწისქვეშა წყლების კვებისა და განტვირთვის არეში, რომლებიც გამოიყენება ან პერს-პექტივაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სასმელი, სამეურნეო-საყოფაცხოვრებო და სამკურნალო მიზნებისათვის;

ბ) სასმელი ხარისხის მქონე მიწისქვეშა წყლების სხვა მიზნებისათვის დაუსაბუთებელი გამოყენება;

გ) სხვადასხვა სახის არაეკრანირებული მიწურის საცავების, საგროვებელი გუბურების, აგრეთვე კარსტული ძაბრებისა და სხვა ღრმულების გამოყენება ბურღვის პროცესში წარმოქმნილი ჩამდინარე წყლებისა და შლამის ჩასაშვებად;

დ) მიწისქვეშა წყლების დაბინძურება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას, წყლის დონის დამწევი სამუშაოების ჩატარებისას, სამელიორაციო მიწებზე სადრენაჟო სისტემების მშენებლობისა და ექსპლუატაციისას; 

ე) შხამქიმიკატებისა და სასუქების შენახვა-გამოყენება არაცენტრალიზებული წყალმომარაგებისათვის გამოყენებული გრუნტის წყლების წყალშემკრებების საზღვრებში;

ვ) სასოფლო-სამეურნეო მიწების მორწყვა ჩამდინარე წყლებით, თუ ისინი ახდენენ ან შესაძლებელია უარყოფითი გავლენა მოახდინონ მიწისქვეშა წყლების მდგომარეობაზე;

ზ) შთანმთქმელი ჭაბურღილების ბურღვა და შთანმთქმელი ჭების მოწყობა, აგრეთვე, გაზისა და ნავთობის დამუშავებული საბადოს, შახტებისა და კარიერების, ბუნებრივი მიწისქვეშა სიცარიელეების გამოყენება სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ჩამდი-ნარე წყლების ჩასაშვებად, თუ იგი გამოიწვევს მიწისქვეშა წყლების შემცველი ჰორიზონტების დაბინძურებას.

9. მავნე ნივთიერებათა და წარმოების ნარჩენების ჩამარხვა, აგრეთვე, ჩამდინარე წყლების ჩაშვება დასაშვებია, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

10. მიწისქვეშა წყლების ღრმა ჰორიზონტებში ჩამდინარე წყლების ჩაშვება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, წყლის ხარისხის კე-თილსაიმედო გრძელვადიანი პროგნოზისა და კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული დასკვნების საფუძველზე.

11. წყალსარგებლობის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფისათვის, ავარიასაშიშ ობიექტებსა და ნაგებობებზე, მათ შორის პროდუქტსადენებზე, ნავთობის ჭაბურღილებზე, ჩამდინარე წყლების მაგროვებლებზე, საკანალიზაციო კოლექტორებზე და ა.შ. უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს ავარიის საწინააღმდეგო ღონისძიებები.

12. მიწისქვეშა წყლების წყაროებზე სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემების მოწყობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მიწისქვეშა წყლის რეჟიმის სტაბილურობას უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში და ქიმიური, ან მიკრობული დამაბინძურებლის არსებობას.

13. წყალმომარაგების მიწისქვეშა წყაროს ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში სასმელ-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება დასაშვებია მხოლოდ დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცველობის შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციამდე (შემდგომ – ზდკ) შემცირების შემდგომ, შემდეგი ღონისძიებების გატარებით:

ა) იმ სხვა წყალშემცველი ჰორიზონტების წყლების შერევა, რომლებიც არ შეიცავენ აღნიშნულ დამაბინძურებელს;

ბ) წყალმომარაგების ზედაპირული წყაროების წყლებთან შერევა;

გ) ჭაბურღილის ექსპლუატაციის შეჩერება;

დ) დაუბინძურებელ წყალშემცველ ჰორიზონტებზე მოწყობილი ჭაბურღილებით შეცვლა.

14. ექსპლუატაციაში არსებული და სარეზერვო ჭაბურღილები, რომლებიც განლაგებულია შესაძლო დაბინძურების ზონებში, ექვემდებარება ჰერმეტიზაციას, ხოლო უმოქმედო ჭაბურღილებს უნდა ჩაუტარდეს ტამპონაჟი.

15. წყალმომარაგების მიწისქვეშა წყაროების სანიტარიული დაცვის ზონების სარტყლების საზღვრების დადგენა და ამ ტერიტორიების დაბინძურებისაგან დაცვის ძირითადი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული სანიტარიული წესებისა და ნორმების „წყალ-მომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალსადენების სანიტარიული დაცვის ზონები“ საფუძველზე.

    მუხლი 5. ჰიგიენური მოთხოვნები მიწისქვეშა წყლების ხარისხისადმი

1. ჰიგიენური მოთხოვნები მიწისქვეშა წყლების ხარისხისადმი განისაზღვრება წყალსარგებლობის სახეობებისა და მიზნების მიხედვით.

2. მიწისქვეშა წყლების ხარისხის ჰიგიენური კრიტერიუმებია:

ა) ქიმიური ნივთიერებების ზდკ და სდდ;

ბ) სანიტარიულ-მიკრობიოლოგიური და სანიტარიულ-ქიმიური მაჩვენებლების დასაშვები დონეები;

გ) რადიაციული უსაფრთხოების ნორმატივები.

3. თუ ტექნოლოგიურ პროცესში, რომელიც უშუალო ან არაპირდაპირ ზეგავლენას ახდენს მიწისქვეშა წყლების ხარისხზე, გამიზნულია ისეთი ნივთიერების გამოყენება, რომლისთვისაც არ არის დადგენილი წყალში მათი შემცველობის ჰიგიენური ნორმატივი, შესაბამისი ტექნოლოგიის შემმუშავებელმა ან მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს ნორმატივებისა და განსაზღვრის მეთოდების შემუშავება, გაზომვის 0,5 ზდკ-ზე ნაკლები ქვედა ზღვრით.

4. მიწისქვეშა წყლებში პესტიციდების კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ ჰიგიენურ ნორმატივს.

5. მიწისქვეშა წყლებში აღმოჩენილი ნივთიერებების პოტენციური საშიშროება ფასდება მათი კანცეროგენური და მუტაგენური საშიშროების გათვალისწინებით, ჰიგიენური ნორმატივისა და დასაშვები დღეღამური დოზის გადაჭარბების ჯერადობით.

6. წყალში ტოქსიკური მოქმედების საერთო მექანიზმის მქონე (მათ შორის კანცეროგენური), საშიშროების პირველი და მეორე კლასის რამდენიმე ნივთიერების არსებობის შემთხვევაში, თითეული მათგანის კონცენტრაციის შესაბამის ზდკ-სთან შეფარდების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 1-ს:

              

C1   C2  Cn  

––––– + ––––– + . . . . . .+ ––––– < 1,

 ზდკ1 ზდკ2   ზდკn  

C1, ....., Cn – წყლის ობიექტის წყალში აღმოჩენილი n ნივთიერებების კონცენტრაციები; ზდკ1, ....., ზდკn – ამავე ნივთიერებების ზდკ.

7. არაკეთილსაიმედო სანიტარიულ-ეპიდემიური სიტუაციის მქონე ტერიტორიებისათვის შესაძლებელია დადგინდეს განსაკუთრებით მკაცრი ჰიგიენური ნორმატივები.

8. მიწისქვეშა წყლებში დაბინძურების გამოვლენისას, ოპერატიული რეაგირების მიზნით, საწარმოო კონტროლის პროგრამაში სავალდებულოა ჩართულ იქნეს შემდეგი მაჩვენებლები: პერმანგანატული ჟანგვადობა, ამონიუმის აზოტი, სუნი, სიმღვრივე და სანიტარიულ-მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები. ამასთან ერთად, საწარმოო კონტროლის პერიოდულობა (არანაკლებ თვეში ერთხელ) უნდა უზრუნველყოფდეს სარწმუნო ინფორმაციის მიღებას.

დანართი 1

მიწისქვეშა წყლების ჰიგიენური კლასიფიკაცია ტექნოგენური ფაქტორის გავლენის ხარისხის მიხედვით

 

მიწისქვეშა წყლების ხარისხზე ტექნოგენური ფაქტორების ზეგავლენის ხარისხი

მიწისქვეშა წყლების დაბინძურების ხარისხი

1.

დასაშვები

ფონურ მაჩვენებლებს აჭარბებს პერიოდულად, მაგრამ მათი მაქსიმალური დონე წლის განმავლობაში ჰიგიენურ ნორმატივებზე დაბალია.

2.

სუსტად გამოხატული

სინჯის ყოველთვიური აღებისას, წლის განმავლობაში, ტექნოგენური დაბინძურების მაჩვენებლების ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია, დაბინძურების მაქსიმალური დონეები არ აღემატება ჰიგიენურ ნორმატივებს.

3.

ზღვრული

ფონურ მაჩვენებლებს აჭარბებს სტაბილურად, მაგრამ მათი მაქსიმალური დონეები ნაკლები ან ტოლია ზდკ-ის.

4.

საშიში

ფონურ მაჩვენებლებს აჭარბებს სტაბილურად, მათი მაქსიმალური დონე მეტია ზდკ-ზე.

 

დანართი 2

სხვადასხვა ობიექტების გავლენის ზონაში არსებულ მიწისქვეშა წყლებში აღმოჩენილი პრიორიტეტული დამაბინძურებლები

 

 

სამეურნეო საქმიანობის ობიექტები

 

მიწისქვეშა წყლებში ჰიგიენური ნორმატივების გადაჭარბებით აღმოჩენილი დამაბინძურებელი ნივთიერებები

 

1.

ნავთობის ბაზები

ნავთობპროდუქტები, ზან-ი*, ფენოლები, რკინა, ბრომი, ამონიუმი, მანგანუმი

2.

ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები

ნავთობრპოდუქტები, ფენოლები, ზან-ი, ტყვია, ქლორიდები, სულფატები, ჟქმ**, ფორმალდეჰიდი, ამონიუმი, ნიტრატები, ტოლუოლი, ეთილბენზოლი, ქსილოლი

3.

აეროპორტები

 

ნავთობპროდუქტები, ფენოლები

4.

ნავთობის საბადოები

 

ნავთობპროდუქტები, ფენოლები, ქლორიდები, ზან-ი, ვერცხლისწყალი, მანგანუმი, რკინა

5.

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონები

ნავთობპროდუქტები, ფენოლები, ამონიუმი, რკინა, კადმიუმი, აკრილამიდი, სტიროლი, ქლორიდები, ზან-ი, ტყვია, მანგანუმი

6.

სამრეწველო ნარჩენების პოლიგონები

ნავთობპროდუქტები, ფენოლები, რკინა, კადმიუმი, ტყვია, ვერცხლისწყალი, სტიბიუმი, ამონიუმი, ნიკელი, ქრომი, ბენზოლი

7.

ორგანული სინთეზის საწარმოები

ნავთობპროდუქტები, ბენზოლი, ფორმალდეჰიდი, ეთილბენზოლი, მონოეთანოლამინი, კადმიუმი, ტყვია, ქლოროფორმი, ნიკელი, ვერცხლისწყალი, ქრომი, ზან-ი, კობალტი, დარიშხანი, მანგანუმი, ბრომი, ბორი, ამონიუმი, თუთია, სპილენძი

8.

მუნიციპალური გამწმენდი ნაგებობები

ნავთობპროდუქტები, ფენოლები, რკინა, ამონიუმი, ნიტრიტები, ნიტრატები, ბრომი, ზან-ი.

9.

სასოფლო-სამეურნეო საწარმოები

პესტიციდები, ამიაკი, ფენოლები, ნავთობპროდუქტები, ზან-ი, ნიტრიტები, ნიტრატები, მინერალიზაცია, ქლორიდები.

10.

ნავთობ- და გაზსადენები

ნავთობპროდუქტები, ზან-ი

11.

სალექარ-გუბურები

ნავთობპროდუქტები, რკინა, მინერალიზაცია,

ზან-ი, ბრომი, ბორი, ამონიუმი

12.

სარწყავი მინდვრები

ნავთობპროდუქტები, ფენოლები, ამონიუმი, მინერალიზაცია, ნიტრატები, ნიტრიტები, ქლორიდები

13.

თბოენერგეტიკის საწარმოები

ნავთობპროდუქტები, ფენოლები, ქლორიდები, სულფატები, ზან-ი, ამონიუმი, ნიკელი, ტყვია, მანგანუმი, რკინა, ალუმინი, ვოლფრამი

14.

მადანგამამდიდრებელი და მეტალურგიული საწარმოები

ქსანტოგენატები, მანგანუმი, რკინა, ბარიუმი, სულფატები, მინერალიზაცია, ნიკელი, სტრონციუმი, ტიტანი, ფტორი, ალუმინი, დარიშხანი, თუთია, ტყვია, სპილენძი, მოლიბდენი, ციანიდები, როდანიდები

ზან-ი, * – ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები.

ჟქმ ** – ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება.