დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
“სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 249/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/09/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 129, 20/09/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.070.010.22.035.009.256 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.009.256
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №249/ნ
2006 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში (სსმ III, 10.02.2006 წ., №19, მუხლი 241) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესში“ (დანართი №1):
ა.ა) მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო-კვლევით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ, უმაღლეს, სკოლისგარეშე, სააღმზრდელო დაწესებულებაში სამეცნიერო ან პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობა;“;
ა.ბ) მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, ვისაც 18 წლის შემდგომ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ავტომატურად უგრძელდებათ პენსიის მიღება მინიმალური პენსიის ოდენობით. ასეთივე უფლებით სარგებლობენ პირები, თუ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი მინიჭებული აქვთ ბავშვობიდან და 18 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ დაუდგინდებათ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.“;
ა.გ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ მარჩენალდაკარგულ პირებს, რომლებსაც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე დაენიშნა „მარჩენალის შრომის პენსია“ და ამ პენსიას იღებენ სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გამო, გაუგრძელდებათ პენსიის მიღება 23 წლის ასაკამდე, თუ არ დადგა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი, გარდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებისა. პენსიის გაცემა ხდება ყოველი სასწავლო წლის პირველ თვეში წარმოდგენილი სწავლის შესახებ ცნობის საფუძველზე. მოცემულ ვადაში აღნიშნული ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პენსიის გაცემა შეჩერდება და განახლდება ამ წესით განსაზღვრული პირობებით.“;
ა.დ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ასაკით პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა, შრომის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ შრომის სტაჟი გააჩნია);“;
ა.ე) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსიის მე-5 პუნქტი:
„5. სახელმწიფო პენსიის დანიშვნის დროს პირს, რომელსაც სახელმწიფო პენსიის დანიშვნისათვის წარსადგენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში არ აქვს დაფიქსირებული რეგისტრაციის ადგილი, სახელმწიფო პენსია ენიშნება პირადობის მოწმობის გამცემის ადმინისტრაციული-ტერიტორიული მდებარეობის მიხედვით.“;
ა.ვ) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის თანახმად, გარდაცვალების განცხადებაზე ვალდებული პირები (გარდაცვლილის მეუღლე, ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავები ან სხვა დაინტერესებული პირები და ა.შ.) ვალდებულნი არიან დროულად წარუდგინონ კომპეტენტურ ორგანოს პენსიონერის გარდაცვალების მოწმობა. გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება დაბრუნებას ამ თანხების მიმღები ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან, სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ბ) ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესში“ (დანართი №2):
ბ.ა) მე-7 მუხლის (კომპენსაცია ასაკის მიღწევის გამო) დასახელება შეიცვალოს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71. კომპენსაცია ასაკის გამო“;
ბ.ბ) 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას, თუ: მამაკაცს აქვს – ავიაციაში მუშაობის თორმეტი წელი და ექვსი თვე და ნაფრენი არანაკლებ 6000 საათისა, ან ნაფრენი 6000 საათზე მეტი; ქალს – ავიაციაში მუშაობის ათი წელი და ნაფრენი არანაკლებ 4800 საათისა, ან ნაფრენი 4800 საათზე მეტი.
ა) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს:
ა.ა) 100%-ის ოდენობით – ხომალდის მეთაურისათვის;
ა.ბ) 80%-ის ოდენობით – მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან-2”-ის მეთაურისათვის;
ა.გ) 70%-ის ოდენობით – ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის, ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის;
ბ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაცია განისაზღვროს დათხოვნის მომენტისათვის მისი თანამდებობის შესაბამისად“;
გ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ამ წესით გათვალისწინებულ სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს“;
დ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობა შეადგენს:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ამ წესის 71 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიებისათვის დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის 70%-ს;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ამ წესის 71 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიებისათვის დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის 80%-ს“;
ე) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ თავის შესაბამისად, კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო ენიშნება ოჯახის შრომისუუნარო იმ წევრებს, რომლებსაც შრომისუუნარობა დაუდგინდათ მარჩენალის გარდაცვალებამდე.“;
ვ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:
„კ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიიდან წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ;
ლ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეზე შესაძლებლობის შეზღუდვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიიდან წელთა ნამსახურობისა და ნაფრენი საათების დადასტურების შესახებ და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი.“;
ზ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას. პირებს, რომლებსაც სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო 2006 წლის 1 იანვრამდე დანიშნული აქვთ კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო, უგრძელდებათ მისი მიღება 23 წლის ასაკამდე, თუ არ დადგა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი. გარდა, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა. კომპენსაციის გაცემა ხდება ყოველი სასწავლო წლის პირველ თვეში წარმოდგენილი სწავლის შესახებ ცნობის საფუძველზე. მოცემულ ვადაში აღნიშნული ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა შეჩერდება და განახლდება ამ წესით განსაზღვრული პირობებით.“;
თ) 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. „პოლიციის შესახებ“ და „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და ფინანსური პოლიციის რიგებიდან დათხოვნილ პირთათვის კომპენსაციების გაანგარიშებისათვის საჭირო ხელფასის ოდენობა შეადგენს თანამდებობრივი სარგოსა და სამხედრო ან სპეციალური წოდებისათვის დადგენილი სარგოების ჯამს. ასეთივე წესით გაანგარიშდება ხელფასი საზღვრის დაცვის, სასჯელაღსრულების და სხვა ძალოვანი სტრუქტურის მუშაკთა კომპენსაციის ოდენობის დაანგარიშებისას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.“;
ი) 22-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან დათხოვნილ პირთათვის კომპენსაციების გაანგარიშებისათვის საჭირო ხელფასის ოდენობა შეადგენს: თანამდებობრივ სარგოს, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის სარგოს და სამხედრო წოდებისათვის დადგენილი სარგოების ჯამს.”;
კ) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აკადემიური, სამეცნიერო და დამხმარე თანამდებობების ჩამონათვალი
1. პროფესორი;
2. დოცენტი;
3. კონსულტანტი;
4. მთავარი კონსულტანტი;
5. უმცროსი მასწავლებელი;
6. მასწავლებელი;
7. უფროსი მასწავლებელი;
8. ლაბორანტი;
9. უფროსი ლაბორანტი;
10. სტაჟიორი-მკვლევარი;
11. ასისტენტი;
12. უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი;
13. მეცნიერი თანამშრომელი;
14. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
15. წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი;
16. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
17. მეცნიერი კონსულტანტი;
18. მთავარი მეცნიერი კონსულტანტი;
19. საპატიო დოქტორი;
20. სამეცნიერო/სასწავლო განყოფილების (ლაბორატორიის, ცენტრის, სექტორის) გამგე/უფროსი;
21. სწავლული მდივანი;
22. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში;
23. ინსტიტუტის დირექტორი;
24. ინჟინერი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
25. უფროსი ინჟინერი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
26. წამყვანი ინჟინერი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
27. პროგრამისტი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
28. ინჟინერი პროგრამისტი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
29. უფროსი ინჟინერი პროგრამისტი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
30. ტექნიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
31. მთარგმნელი/თარჯიმანი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
32. ელექტრიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
33. მეთევზე (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
34. მყვინთავი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
35. ზოოტექნიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
36. უფროსი ზოოტექნიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
37. ვეტექიმი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
38. უფროსი ვეტექიმი(შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
39. ტექნოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
40. უფროსი ტექნოლოგი ( შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
41. უფროსი ქიმიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
42. აგრონომი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
43. უფროსი აგრონომი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
44. მიკრობიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
45. უფროსი მიკრობიოლოგი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
46. ბიბლიოთეკის/ფონოტეკის თანამშრომელი (მათ შორის ბიბლიოთეკის არქივარიუსი);
47. სეისმური ქსელის უფროსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
48. მთავარი გეოფიზიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
49. წამყვანი გეოფიზიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში);
50. გეოფიზიკოსი (შესაბამისი პროფილის სასწავლო-სამეცნიერო ერთეულში).“.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დოკუმენტის კომენტარები