“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში” ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 21/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 117, 31/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.009.149
  • Word
8
21/08/2006
სსმ, 117, 31/08/2006
320.110.000.17.010.009.149
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში” ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.009.149

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №8

2006 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის  №3 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის გ) ქვე­პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ადგენს:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომი­სიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამ­­ტკ­იცებულ „ელექტრონული კომუნიკაციების სფერო­ში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლე­ბების დაცვის შესახებ რეგლამენტში“ (სსმ III, №39, 23.03.2006, მუხლი 468) შევიდეს შემდეგი რედაქციის ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს რეგლამენტის მე-10 მუხლიდან მე-3 პუნქტი;

ბ) რეგლამენტის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

     „მუხლი 14. მომსახურების შეწყვეტა

ადგილობრივი ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურე­ბის შეწყვეტა დაიშვება მომხარებლის მიერ მომსახუ­რების შეზღუდვის საფუძვლის 90 დღეში აღმოუფხვრე­ლობის შემთხვევაში.“.

გ) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის თაობაზე უფასოა, გარდა გამავალი ზარების ნომრების შესახებ ინფორმა­ციისა, რაზეც მომსახურების მიმწოდებელი უფლებამო­სილია დაადგინოს შესაბამისი ტარიფი.“.

დ) რეგლამენტის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომსახურების მომწოდებლებმა 2006 წლის 1 ოქტომ­ბრამდე შესაბამისობაში მოიყვანონ მომხმარებ­ლებთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებები ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან.“.

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დად­გე­ნი­ლების საქართველოს ნორმატიული აქტების სა­ხელ­მწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი