დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებადი ენერგია 2008“ _ საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 228 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/11/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 168, 27/11/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.280.020.10.003.001.173 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №228
2008 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილებით დამტკიცებულ წესში (სსმ III, 2008 წ., №61, მუხლი 696) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დადგენილ ვადაში ელექტროსადგურის მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ მიღების უზრუნველსაყოფად შესაბამისმა პირმა უნდა წარმოადგინოს ყოველი მეგავატისათვის 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარის საბანკო გარანტია ამ ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით. საბანკო გარანტია უნდა გაიცეს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. საბანკო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს.“.
2. 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„23. ეს წესი არ ვრცელდება 100 და 100-ზე მეტი მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურებზე, აგრეთვე 100 და 100-ზე მეტი მეგავატი ჯამური სიმძლავრის ელექტროსადგურების კასკადებზე.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
დოკუმენტის კომენტარები