“დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

  • Word
“დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 595
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 81, 15/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.768
  • Word
595
12/06/2006
სსმ, 81, 15/06/2006
190.040.000.22.033.008.768
“დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.768

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №595

2006 წლის 12 ივნისი ქ. თბილისი

,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში (სსმ III , 08.04.2005,  №41 მუხ. 443) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

დანართი №3

საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი

მოსამსახურეთა თანამდებობრივი დასახელება

სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტობით

1

პარლამენტის თავმჯდომარე

100

2

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

80

3

პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები

80

4

პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები

 

50

5

საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე

50

6

პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის მდივანი, უმრავლესობისა და უმცირესობის მდივნები, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა მოადგილეები, პარლამენტის წევრი

 

 

 

45

 

 

 

 

შენიშვნები:

1. საპარლამენტო დელეგაციებს მიეკუთვნება ის დელეგაცია, რომელსაც მიენიჭა საქართველოს პარლამენტის სახელით გამოსვლის უფლება.

2. აღნიშნული დანართით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ მიიღონ ამ დანართით განსაზღვრული მხოლოდ ერთი დანამატი.

3. თუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მივლინების ხანგრძლივობა 3 დღეზე მეტია, მათი სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს აღნიშნული დანართის პირველი, მე-2 და მე-3 გრაფების შესაბამისად, ხოლო თუ მათი მივლინების ხანგრძლივობა 3 დღეზე ნაკლებია ან 3 დღეა:

ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 280 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 130 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით.

4. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს, კომიტეტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარეს, საპარლამენტო დელეგაციის წევრებს სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით.