„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 268-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 010020000.05.001.102491
268-IIმს-XIმპ
06/02/2025
ვებგვერდი, 06/02/2025
010020000.05.001.102491
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.05.001.019233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების წესი და პირობები

საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

2. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი, გარდა ამ პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. აღნიშნული ორგანოების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ნუსხა, რომლებზედაც სახელმწიფო გერბის სრული სახით გამოსახვა სავალდებულოა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. საქართველოს სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების სხვა შემთხვევები

საქართველოს სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების სხვა შემთხვევები შეიძლება განისაზღვროს კანონით ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

4. მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებს, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

5. IVთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IV1. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი

 

მუხლი 171. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის სტატუსი

1. ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი). დეპარტამენტზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

2. დეპარტამენტის უფლებამოსილებები და ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონითა და დეპარტამენტის დებულებით, ხოლო მისი სტრუქტურა − დეპარტამენტის დებულებით. დეპარტამენტის დებულებასა და საშტატო ნუსხას დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. დეპარტამენტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

5. დეპარტამენტი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

მუხლი 172. დეპარტამენტის უფლებამოსილებები

დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება: 

ა) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;

ბ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება;

გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;

დ) სახელმწიფო ცერემონიის, ოფიციალური ღონისძიებისა და სამხედრო აღლუმის მოწყობისას საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა;

ე) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა (უნიფორმებისა) და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშების ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა;

ვ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების, ატრიბუტიკისა და ემბლემების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა;

ზ) „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დეპარტამენტის უფლებამოსილებების განხორციელება.“.

 

მუხლი 2

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე თანამდებობაზე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − სათანადო სამართლებრივი აქტების მიღება (გამოცემა).

3. საქართველოს მთავრობამ  ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის დებულება და საშტატო ნუსხა, აგრეთვე განსაზღვროს მისი ქონების შექმნის წესი.

 

მუხლი 3

1. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი.

2. თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანამდებობის პირები და თანამშრომლები.

3. ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში დასაქმებული პირები მათივე თანხმობით, უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში, და შეუნარჩუნდეთ შესაბამისი შრომის ანაზღაურება და სამართლებრივი სტატუსი. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე მათივე თანხმობით, უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში, და შეუნარჩუნდეთ შესაბამისი შრომის ანაზღაურება. შესაბამისმა პირებმა ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა წერილობით 2025 წლის 7 მარტამდე უნდა განაცხადონ. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული პირები აღნიშნულ ვადაში არ განაცხადებენ წერილობით თანხმობას, 2025 წლის 10 მარტიდან მათზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მობილობის წესი და ისინი უკონკურსოდ არ იქნებიან გადაყვანილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში. ამ პირებს არ აქვთ მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე/მათი სამუშაო ადგილების ტოლფას სამუშაო ადგილებზე აღდგენის მოთხოვნის უფლება.

4. 2025 წლის 10 მარტამდე საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე (გამოცემამდე).

 

მუხლი 4

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი არის საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამონაცვლე, მათ შორის, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამული კოდებით გათვალისწინებული სახსრების განკარგვის ნაწილში.

2. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბალანსზე რიცხული ქონება, აგრეთვე მისი კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა შესაბამისი საინფორმაციო და კვლევითი რესურსები აღირიცხოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის ბალანსზე.

3. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე დადებული ხელშეკრულებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

 

მუხლი 5

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-4 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი, მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები და მე-4 მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 10 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

6 თებერვალი 2025 წ.

N268-IIმს-XIმპ