დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/01/2025 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.10.003.024896 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 430030000.10.003.017410) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების“ (დანართი №1) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების დასაბუთებული მოთხოვნისა და მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უფლებამოსილია, ამავე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას გადაურიცხოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კვარტალური დაფინანსება (გარდა მე-4 კვარტალისა) ორმაგი ოდენობით. ამ შემთხვევაში, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, სამინისტრო უზრუნველყოფს მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გადარიცხული თანხის კორექტირებას მომავალში შესაბამისი დაწესებულებისათვის კვარტალურად გადასარიცხი დაფინანსებიდან.“. 2. „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულების საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობა“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი
|
|
დოკუმენტის კომენტარები