დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/164 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 31/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ
|
,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონით დადგენილი წესით იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას.
2025 წლის 1 სექტემბრიდან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ნუგზარ სხირტლაძეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება უწყდება საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის შესაბამისად: 1. დაიწყოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად (ვაკანტური 2025 წლის 1 სექტემბრიდან) საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა. 2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 1 ვაკანსიაზე (ვაკანტური 2025 წლის 1 სექტემბრიდან) განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება 2025 წლის 10 იანვრიდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით. 3. ინფორმაცია შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს და საქართველოს იუსტიციის უმაღესი საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. ინფორმაცია შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ მიეწოდოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ყველა ეროვნულ მაუწყებელს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები